როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია
ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე
2014 წლის აპრილში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის სტრატეგიის საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) განიხილა აპვ-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული კვლევები და მოვლენები, რის საფუძველზეც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის აქამდე რეკომენდებული აპვ-ს ვაქცინაციის გრაფიკი შეცვალა. კერძოდ, კვლევებზე დაფუძნებული შედეგების, ხარჯების დაზოგვისა და პროგრამული უპირატესობის გათვალისწინებით, ჯანმო აპვ-ის საწინააღმდეგო 3-ჯერადი ვაქცინაციის ნაცვლად 2-ჯერადი ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა.
შესავალი
ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას წარმოადგენს. აშშ-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გენიტალური პაპილომა ვირუსული ინფექცია ყველაზე ხშირ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას წარმოადგენს. იგი მიმდინარეობს სასქესო ორგანოებისა და უკანა ტანის ლორწოვანის დაზიანებით. გავრცელებულია როგორც ჰეტეროსექსუალებს, ისე ბისექსუალებსა და ჰომოსექსუალებს (ქალებსა და მამაკაცებს) შორის. მისი მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს წარმოადგენს ძუძუს კიბოს შემდეგ.
პაპილომა ვირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება.
ინფიცირებულ ადამიანთა ერთ ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები გენიტალური ტრაქტის ლორწოვან გარსში ან, უფრო იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო.
ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში ხდება ვირუსის გამოდევნა შემთხვევათა 90%-ში. დანარჩენ 10%-ს უვითარდება პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომა ვირუსული ინფექცია. ასეთ დროს თუ ადამიანი ინფიცირებულია ვირუსის ე.წ. მაღალი რისკის გენოტიპებით, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები და კიბო.
პაპილომა ვირუსის ტიპები
პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის (HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა არაონკოგენური) გენოტიპები მახვილწვერა კონდილომას იწვევენ, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებია სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის გენოტიპებია (ასეთია 13 ტიპი): HPV 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68). ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომა ვირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევს სიმსივნეებს და ასოცირებულა გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან.
პაპილომა ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 5-30% ამ ვირუსის ერთდროულად რამდენიმე გენოტიპის მტარებელია.
მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები მოწმობს, რომ მაღალი რისკის ადამიანის პაპილომა ვირუსი სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს მიზეზია.
მაღალი რისკის აპვ-ით ინფიცირების მომენტიდან კიბოს წინარე დაავადების ან კიბოს განვითარებამდე უმეტესად 5-30 წელი გადის, იშვიათად – 1 წელზე ნაკლები.
პაპილომა ვირუსთან ასოცირებული დაავადებების გავრცელება
სქესობრივად აქტიური ადამიანების დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება ადამიანის პაპილომა ვირუსით. 50 წლის ასაკის ქალთა 80% ინფიცირებულია ამ ვირუსით.
საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით ქალებში აპვ-სთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელება11.7%-ში (95%-იანი სარწმუნოობის ინტერვალი (CI): 11.6–11.7%) ფიქსირდება მსოფლიოში. აპვ-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის რეგიონი (24%; 95% CI: 23.1–25.0%), ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი (16.1%; 95% CI: 15.8-16.4%), აღმოსავლეთ ევროპა (14.2%; 95% CI: 14.1-14.4%) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (14%; 95% CI: 13.0-15.0).
გლობალურად აპვ-ის გავრცელების ასაკ-სპეციფიკური მაჩვენებელი პიკს ახალგაზრდებში (<25 წელი) აღწევს და 21.8%-ს (95% CI: 21.3-22.3%) უტოლდება.
პაპილომა ვირუსული ინფექციის კლინიკური გამოვლინებების თავისებურებები
პაპილომა ვირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიპტომოდ მიმდინარეობს, ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება და პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება.
მხოლოდ გენიტალურ კონდილომატოზს, რომელიც გამოწვეულია აგრეთვე HPV 6 და 11 გენოტიპით, ახასიათებს სიმტომები – წვა, ქავილი, ტკივილი და ქალს აყენებს უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში და უქმნის ემოციურ პრობლემებს.
თუ ქალი ინფიცირებულია ე.წ. მაღალი რისკის ვირუსით, კო-ფაქტორების ზემოქმედების ფონზე საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსში დისპლაზიური -კიბოს წინამორბედი ცვლილებები ვითარდება; CIN (Cervical Intraepithelial Neoplasia), როცა აპვ-ს დნმ ინტეგრირდება სისმსივნური უჯრედების ქრომოსომებში (ცერვიკალური კარცინომების > 85% შეიცავს HPV დნმ-ს).
დიაგნოსტიკა
აპვ-დიაგნოსტიკა ორ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:
- უშუალოდ ვირუსის გამოვლენას. HPV-DNA სინჯის მეშვეობით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა. აღნიშნული სინჯით სკრინინგის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებს გამოავლენენ ადრეულ სტადიაში, ვიდრე ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს. მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ქალს აუცილებლად დაემართება საშვილოსნოს ყელის კიბო. ეს მხოლოდ დაავადების განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს და მკურნალ ექიმს უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული სინჯით შესაძლებელია დაავადების პირველი ნიშნების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და ეფექტური მკურნალობა. თუ მაღალი რისკის ქვეტიპები არ აღმოჩნდა, ქალს შეუძლია მომდევნო 5 წლის განმავლობაში მშვიდად იყოს – საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი თითქმის ნულის ტოლია.
- PAP-ტესტი საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური გამოკვლევაა. ის რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. ტესტი გამოავლენს ინტრაეპითელურ დაზიანებას, ავთვისებიან პროცესს ან მიკროორგანიზმებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით) გამოწვეულ უჯრედულ ცვლილებებს. თუ ნაცხში პათოლოგიური უჯრედები აღმოჩნდა, უნდა მოხდეს მათი შეფასება-განსაზღვრა პათოლოგიის სიმძიმის მიხედვით.
ცერვიკალური ნაცხის ციტოლოგიური ანალიზით კლასიფიცირდება საშვილოსნოს ყელის შიდა ეპითელური ნეოპლაზია (CIN). CIN დაჯგუფებულია სამ კატეგორიად:
CIN 1: მსუბუქი დისპლაზია, CIN 2: საშუალო დისპლაზია და CIN 3: მძიმე დისპლაზია ადგილობრივი ადენოკარცინომა.
მკურნალობა
მკურნალობის მეთოდები, რომლებიც აპვ-ინფექციის საბოლოო ლიკვიდაციას გამოიწვევდა ან კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკის შეამცირებდა, არ არსებობს.
რაც შეეხება აპვ-თან ასოცირებული დაავადებების მკურნალობა, ქსოვილების დესტრუქციის მეთოდით არის შესაძლებელი. განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებს უმეტესად კრიოდესტრუქციით (მოყინვით) მკურნალობენ, რისთვისაც თხევად აზოტს იყენებენ.
კონდილომების მკურნალობა კი, მათ მოშორებას გულისხმობს. დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში მკურნალობა არ არის საჭირო. საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა დისპლაზიის ხარისხზეა დამოკიდებული.
პროფილაქტიკა
პაპილომა ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით ინფიცირებისგან ეფექტურად იცავს. ეს ის ორი ტიპის ვირუსია, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ხშირ მიზეზს წარმოადგენს.
თანამედროვე ეტაპზე აპვ-თან ასოცირებული დააავადებების პრევენციის მიზნით ორი ვაქცინაა ხელმისაწვდომი:
1. კვადრივალენტური ვაქცინა, რომელიც HPV ვაქცინის ოთხ გენოტიპს შეიცავს – 6, 11, 16, 18;
2. ბივალენტური – რომელიც HPV ვაქცინის ორ გენოტიპს შეიცავს 16,18.
2006 წლის 8 ივნისს დარეგისტრიდა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს იყო პირველი ლიცენზირებული კვადრივალენტური ვაქცინა (ანუ შეიცავდა ვირუსის 4 ყველაზე ხშირ გენოტიპს: 2 მაღალი რისკის ტიპი 16, 18 და 2 დაბალი რისკის ტიპი 6, 11) გენიტალური პაპილომა ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით. 2007 წელს კი დარეგისტრირდა ბივალენტური ვაქცინა, რომელიც იცავს ორი ყველაზე გავრცელებული ვირუსის გენოტიპისაგან – 16 და 18, რომლებიც 2/3-ში იწვევენ საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანებებს და შემდგომში საშვილოსნოს ყელის კიბოს.
ვაქცინაცია იცავს ადამიანის პაპილომა ვირუსით დაინფიცირებისაგან, ამიტომ მისი ჩატარება მეტად ეფექტურია 9-13 წლის გოგონებში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე.
დაცვის ხანგრძლივობა
კვლევებმა და ჩატარებული ვაქცინაციის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სამ-დოზიანი ბივალენტური და კვადროვალენტური ვაქცინაციის შემდგომ შრატის ანტისხეულები პიკს მალევე – მესამე დოზის შემდეგ აღწევენ და ეფექტურობას 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებენ.
ვაქცინის უსაფრთხოება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (GACVS) რეგულალურად განიხილავს ფაქტობრივ მონაცემებს აპვ ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. კომიტეტმა შეისწავლა ამერიკაში, ავსტრალიისა და იაპონიაში ჩატარებული ვაქცინაციის ეპიდზედამხედველობის მონაცემები. ზემოთაღნიშნული ყველა წყარო ადასტურებს ვაქცინაციის დადებით შედეგს და უსაფრთხოებას. 2014 წლის მარტში GACVS-მა დაასკვნა, რომ აპვ ვაქცინა უსაფრთხოა.
თუმცა, ადგილობრივი რეაქციები – ინექციის ადგილის ტკივილი – ხშირია. ვაქცინაციის შემდგომი 15 დღიანი მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა – ცხელება 1%-ში და სხვა მცირე სისტემური გვერდითი მოვლენები 0.5%-ში.
გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინაციის დროს პაციენტი ჯანმრთელი უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ალერგია ვაქცინის შემცველი კომპონენტების მიმართ.
ორსულთათვის ადამიანის პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან ასოცირებულ დაავადებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად მიიჩნევს და კვლავ ადასტურებს მის რეკომენდაციას აპვ-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნულ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის თაობაზე.
ჯანმო აღიარებს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან დაკავშირებული დაავადებების პრევენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტია. ვაქცინაციის სახელმწიფო სტრატეგიის რენტაბელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია მისი პროგრამული დანერგვა ქვეყნის და რეგიონის დონეზე.
ორივე აპვ-ს ბივალენტური და კვადრავალენტური ვაქცინა უსაფრთხოა და გამოირჩევა ეფექტურობით.
სტრატეგიის განხორციელება
აპვ-ს ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკის კოორდინირებული და ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. ეს სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს:1. მოსახლეობის განათლებას აპვ-ის გავრცელების რისკის ხელშემწყობი და შემზღუდავი ქცევების შესახებ; 2. ჯანდაცვის მუშაკების ტრენირებას; 3. ქალების ინფორმირებას საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. 4. ხელმისაწვდომობის გაზრდას ხარისხიანი სკრინინგის, მკურნალობის, ინვაზიური ჩარევებისა და პალიატიური მოვლისადმი.
აპვ-ს საწინაარმდეგო ვაქცინაციამ არ უნდა ჩაანაცვლოს საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს კიბოს ეფექტური სკრინინგული პროგრამები. აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველადი პრევენციის იარაღს წარმოადგენს, თუმცა არ ხსნის სკრინიგის საჭიროებას. ჯერჯერობით ვაქცინას არა გააჩნია აპვ-ის ყველა ტიპისაგან ორგანიზმის დაცვის უნარი.
პირველი და მეორე რიგის სამიზნე ჯგუფები
აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი რიგის სამიზნე ჯგუფს 9-13 წლის ასაკის გოგონები წარმოადგენენ, რადგან ვაქცინა არაექსპოზირებულებში უფრო ეფექტურად მოქმედებს.
მეორე რიგის სამიზნე ჯგუფს უფრო ხანდაზმული მოზარდი გოგონები მიეკუთვნებიან.
ჯანმო-ს რეკომენდაციით აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველი რიგის სამიზნე ჯგუფში სრული მოცვით უნდა ჩატარდეს, მეორე რიგის სამიზნე ჯგუფში მხოლოდ რეალური ხელმისაწვდომობისა და ხარჯთეფექტურობის შემთხვევაში.
ვაქცინაციის გრაფიკი
ჯანმო-მ კვლევებზე დაფუძნებული შედეგების, ხარჯების დაზოგვისა და პროგრამული უპირატესობის გათვალისწინებით, აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გრაფიკი შეცვალა და 3-ჯერადი ვაქცინაციის ნაცვლად 2-ჯერადი ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა.
ჯანმოს რეკომენდაციით 15 წელზე ნაკლები ასაკის გოგონებმა აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორივე – ბივალენტური დაკვადრავალენტური ვაქცინებით 2-ჯერადად 6 თვიანი ინტერვალით უნდა ჩატარდეს.
15 წლის და უფროსი ასაკის გოგონების და აივ ინფექციით დასნებოვნებულების აცრა მიზანშეწონილია სამ-ჯერადი გრაფიკით (0, 1–2, 6 თვიანი ინტერვალით) მოხდეს. თუმცა ≥15 გოგონების ორ-ჯერადი აცრაც ადექვატურია, გასათვალისწინებელია, რომ აცრებს შორის ინტერვალი 12-15 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
უმჯობესია, ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე დაიწყოს.
ვაქცინის უსაფრთხოება
ვაქცინა უსაფრთხოა, თუმცა შესაძლოა მცირე გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს.
ორსულების ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული.
ძუძუთი კვება არ წარმოადგენს ვაქცინციის უკუჩვენებას.
ქალს არ უნდა ჰქონდეს ალერგია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მონიტორინგი
ადამიანის პაპილომა ვირუსთან ასოცირებული დაავადებების მონიტორინგი არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას აპვ ვაქცინაციის პროგრამის დასაწყებად.
აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ზემოქმედების მონიტორინგი აუცილებელია მცდარი დასკვნების ასაცილებლად, თუმცა ძნელია და ძლიერ ტექნიკურ მხარდაჭერას საჭიროებს.
აპვ საწინააღმდეგო ვაქცინაციის დოზების, ასაკობრივი ჯგუფებისა და მოცვის შესახებ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია და მონაცემთა ინტერპრეტაცია პროგრამის განხორციელების ეფექტურობისა და ზემოქმედების ხარისხის შესაფასების შესაძლებლობას იძლევა.
ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიურ ქალებში აპვ -ის გავრცელება და გენოტიპის დადგენა განსაზღვრავს ვაქცინაციის ეფექტურობას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ეფექტურობის შესაფასებლად, წევრ ქვეყნებს საშვილოსნოს ყელის კიბოს ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესებასა და ზოგადად კიბოს ან საშვილოსნოს ყელის კიბოს სრულყოფილი რეგისტრის შექმნას ურჩევს.
აპვ-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სწრაფი და მკაცრი შესწავლა ხელს უწყობს იმუნიზაციის პროგრამისადმი ნდობის გაზრდას.
აპვ-ის საწინააღმდეგო ორ და სამ-დოზიანი ვაქცინაციის გრძელვადიანი კლინიკური შედეგების, დაცვის ეფექტურობისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია კვლევების გაგძელება.
წყარო: Weekly Epidemiological Record, no 43, 2014, 89, p. 465-492
“ადამიანის დაავადებების ეპიდემიოლოგია და განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეპიდზედამხედველობა საქართველოში”
პროექტის დასახელება: “ადამიანის დაავადებების ეპიდემიოლოგია და განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეპიდზედამხედველობა საქართველოში”, CBR/DTRA, GG-21; პროექტის განხორციელების ვადები: 21.05.2014 – 30.06.2017.
პროექტის ანოტაცია
ა). მიზანი: წარმოდგენილი ერთობლივი ბიოლოგიური კვლევის (CBR) პროექტის დანიშნულებაა ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP), ერთობლივი ბიოლოგიური კვლევის (CBR) და დაავადების გამომწვევთა და აღმოჩენის რეაგირების სისტემის (დგარ) ეპიდზედამ¬ხედ¬ვე¬ლობასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმატებების გაუმჯობესება და საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და/ან ბიოდაცვისთვის მნიშვნელოვანი პათოგენებით გამოწვე¬ული ადამიანის დაავადებების ინციდენტობის და პრევალენტობის შესწავლა. აღნიშნული კვლევის საბოლოო მიზანს წარმოადგენს საქართველოში გავრცელებული მნიშვნელოვანი ინფექციური პათოგენების შესახებ ცოდნის გაღრმავება და არსებული CBEP ინფრასტრუქტურის გამოყენება და გაუმჯობესება ქვეყანაში გავრცელებული მნიშვნელოვანი ინფექციური დაავადებების გამომწვევი აგენტების მონიტორინგისთვის;
ბ). განხორციელების გზები: წარმოდგენილი კვლევა დაყოფილია ორ ძირითად კლინიკურ კვლევად:
• პროექტის პირველ ნაწილში კვლევა ორიენტირებულია აგენტებზე, რომლებიც იწვევენ ცხე-ლე¬ბით მიმდინარე დაავადებებს. გამოკვლეული იქნებიან პაციენტები, რომლებიც მკურნალობას გადიან პროექტში მონაწილე საავადმყოფოებში და აქვთ არადიფერენცირებული ცხელებით მიმ¬დი¬ნარე დაავადება. კვლევის სამიზნეა შემდეგი განსაკუთრებით საშიში აგენტები: Brucella-ს სახეობები, C. burnetii, CCHF, F. tularensis, F. tularensis, ჰანტავირუსი, Rickettsia-ს სახეობები და TBEV; გარდა ამისა, დიფერენციული დიაგნოზის ალგო¬რით¬მის შემუშავების¬თვის გამოკვლეული იქნება მსგავსი კლინიკური გამოვლინების მქონე შემდეგი რამდენიმე პათო¬გე¬ნი: Bartonella-ს, Borrelia-ს, Ehrlichia-ს, Leptospira-ს სახეობები და ლეიშმანიოზი.
• მეორე კლინიკური პროტოკოლი შემუშავებულია საქართველოს შერჩეულ პოპულაციაში სეროპრევალენტობის კვლევის ჩასატარებლად. სეროპრევალენ¬ტობის კვლევისთვის შესასწავლი განსაკუთრებით საშიში პათოგენებია (EDP): Bacillus anthracis, Brucella-ს სახეობები, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსი (CCHF), Coxiella burnetii, Francisella tularensis, ჰანტავირუსი, Rickettsia-ს სახეობები და ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსი (TBEV). გარდა ამისა, დიფერენციული დიაგნოზის ალგორითმის შემუშავებისა და ამ მსგავსი დაავადებების ანტისხეულების პრევალენტობის შესწავლისთვის, გამოკვლეული იქნება სხვა პათოგენები, როგორიცაა: Bartonella-ს, Borrelia-ს, Ehrlichia-ს, Leptospira-ს სახეობები, Salmonella typhi და დასავლეთ ნილოსის ვირუსი (WNV).
გ). მოსალოდნელი შედეგები:
• შერჩეული პათოგენების საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება ქვეყნისთვის; ადრეული იდენტიფიკაციისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება.
• მიღებული იზოლატების ანტიმიკრობული რეზისტენტულობის მახასიათებლების აღწერა;
• დაავადების უფრო ეფექტურად ამოცნობისა და მკურნალობის უზრუნველყოფა.
• გაძლიერებული ეპიდზედამხედველობა ხელს შეუწყობს დაავადების ერთობლივი კონტრო-ლის საშუალებების განვითარებას რეგიონში ეპიდაფეთქებების პროგნოზირებისთვის და დაავადების გავრცელების შეკავებისთვის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
Pasiyent Haqları – Məlumat Bukleti
Vacib qeyd: Bu materialda göstərilən məlumat təhsil məqsədləri üçündür və peşəkar tibbi məsləhəti əvəz etmir.
Professor Giorgi Pxakadze, Gürcüstanın İctimai Səhiyyə İnstitutu. Gürcüstanın Pasiyentlər Şurası Təşəbbüsü. “Pasiyent Hüquqları – Məlumat Kitabçası”. Tbilisi: Gürcüstanın İctimai Səhiyyə İnstitutu;
Gürcüstanın “Pasiyent Haqları” qanununa əsasən, siz, bir pasiyent olaraq, aşağıdıki haqlara maliksiniz:
• Hər bir Gürcüstan vətəndaşı, ölkədə tanınmış və tətbiq edilən peşəkar və xidmət standartlarına uyğun olaraq, istənilən tibbi xidmət göstəricisindən tibbi yardım alma haqqına malikdir.
• Pasiyentin irq, dəri rəngi, dil, cins, genetik irs, inanc və din, siyasi və digər fikirlər, milli, etnik və sosial mənşə, status, yaşayış yeri, xəstəlik, cinsi orientasiya və yaşanan şxsi neqativ münasibətlərə görə diskriminasiyası qadağan edilir.
• Pasiyentin maneəsiz şəkildə başqa bir həkim və ya tibbi müəssisədən ikinci rəy alma haqqı var.
• Pasiyentin istənilən vaxtda tibbi xidmət göstəricisini seçmə və dəyişdirmə haqqı var.
• Dövlət, pasiyentin təcili tibbi yardım alma haqqını qoruyur, əks halda pasiyentin ölümü, əlilliyi və ya sağlıq durumunun əhəmiyyətli dərəcədə pisləşməsi qaçınılmazdır. Əger pasiyentin təcili tibbi yardıma ehtiyacı varsa və xidmət göstərici bu yardımı göstərə bilmirsə, o zaman pasiyentə, onun yaxınına və ya qanuni nümayəndəsinə təcili tibbi yardımı haradan ala biləcəyi barədə tam məlumat verməlidir.
• Gürcüstan vətəndaşı olan şxs digər bir dövlətdə olduqda, habelə Gürcüstanda olan xarici vətəndaş və ya vətəndaşlığı olmayan şxs beynəlxalq müqavilə və sazişlərə uyğun şəkildə sağlıq haqqına zəmanət alır. Belə müqavilə və sazişlər olmadıqda, şxsin olduğu ölkənin qanunvericiliyi tətbiq edilir.
• Əvvəlcədən məlumat alaraq verilmiş bütün haqlardan azadca istifadə etmə haqqı.
• Mövcud tibbi resurslar və onların göstərilmə metodları, ödəmə formaları və şəkilləri barədə məlumat alma haqqı.
• Yüksək keyfiyyətli tibbi yardım alma haqqı.
• Müalicə əlaqəli qarar verilmə prosesində sənin və ya ailə üzvünün iştirakı haqqı.
• Tibbi yardımla əlaqəli şxsi məlumatların məxfi saxlanılması haqqı.
• Pasiyentin və ya onun qanuni nümayəndəsinin məhkəməyə müraciət edib kompensasiya istəmə haqqı.
• Xüsusi bir tərzdə və ya ümumilikdə tibbi xidmətdən imtina etmə haqqı və belə bir qararın potensial nəticələri barədə tam məlumat alma haqqı.
• Göstərilən xidmətlərlə bağlı narazılığı və ya rəyləri ifadə etmə haqqı.
• Yazılı cavab istəmə haqqı.
• Klinikaya ziyarətin haqda məlumatın ailə üzvünə/qanuni nümayəndəyə verilməsini və ya verilməməsini istəmə haqqı.
• Xəstəxanaya ziyarətin haqda məlumatın açıqlanmasının qadağan edilməsini istəmə haqqı.
• Telefon və email daxil olmaqla müxtəlif əlaqə vasitələrindən istifadə etmə haqqı, lakin bu hal təbabətin və bərpa prosesinin pozulması hesab edilərsə müşahidə edilməlidir.
• Pasiyent klinikaya ziyarəti haqqında məlumatların ailə üzvünə və ya qanuni nümayəndəyə verilməsini və ya verilməməsini istəmək haqqına malikdir.
• Xəstəxanaya ziyarət haqqında məlumatların açıqlanmasının qadağan edilməsini tələb etmək haqqı.
• Müxtəlif əlaqə vasitələrindən, o cümlədən telefon və elektron poçtdan istifadə etmək haqqı, lakin bu hallar iştirakçı həkim tərəfindən müalicə və bərpa prosesinə maneə kimi qiymətləndirilə bilər.
• Tibbi sənədlərin surətini tələb etmək haqqı.
• Ağrı nəzarəti üçün adekvat müalicə alma haqqı.
Əgər hüquqlarınızın pozulduğunu və ya pozula biləcəyini düşünürsünüzsə, +995598435034 nömrəli pasiyent əlaqə xəttinə zəng edin. Şikayətinizi info@accreditation.ge elektron poçtu və ya www.sheniekimi.ge veb saytından edə bilərsiniz.
“İctimai Səhiyyə İnstitutu”nun Pasiyent Əlaqələri üzrə Koordinatoru: Tatiya Qoçadze.
Հիվանդի իրավունքներ – Տեղեկատվական գրքույկ
Հիվանդի իրավունքներ – Տեղեկատվական գրքույկ
Կարևոր նշում. Այս նյութում ներկայացված տեղեկատվությունը կրթական նպատակների համար է և չի փոխարինում մասնագիտական բժշկական խորհրդատվությանը:
Պրոֆեսոր Գիորգի Փխակաձե, Վրաստանի Հանրային Առողջապահության Ինստիտուտ: Վրաստանի Հիվանդների Խորհրդի Նախաձեռնություն: “Հիվանդների Իրավունքներ – Տեղեկատվական Գրքույկ”: Թբիլիսի: Վրաստանի Հանրային Առողջապահության Ինստիտուտ;
Ըստ Վրաստանի «Հիվանդի իրավունքների» օրենքի՝ դուք, որպես հիվանդ, ունեք հետևյալ իրավունքները.
• Վրաստանի յուրաքանչյուր քաղաքացի իրավունք ունի ստանալ բժշկական օգնություն ցանկացած բժշկական ծառայության մատուցողի կողմից՝ համապատասխան ճանաչված և կիրառվող մասնագիտական և ծառայության չափանիշներին:
• Հիվանդի նկատմամբ խտրականությունը՝ ռասայի, մաշկի գույնի, լեզվի, սեռի, գենետիկ ժառանգության, հավատքի և կրոնի, քաղաքական և այլ հայացքների, ազգային, էթնիկ և սոցիալական ծագման, կարգավիճակի, բնակության վայրի, հիվանդության, սեռական կողմնորոշման կամ անձնական բացասական վերաբերմունքի հիմքով, արգելվում է:
• Հիվանդը իրավունք ունի առանց խոչընդոտի դիմել այլ բժշկի կամ բժշկական հաստատության երկրորդ կարծիքի համար:
• Հիվանդը իրավունք ունի ցանկացած ժամանակ ընտրելու և փոխելու իր բժշկական ծառայության մատուցողին:
• Պետությունը պաշտպանում է հիվանդի բժշկական օգնություն ստանալու իրավունքը, որի բացակայության դեպքում հիվանդի մահը, հաշմանդամությունը կամ առողջության էական վատթարացումը անխուսափելի է: Եթե հիվանդին անհապաղ անհրաժեշտ է բժշկական օգնություն, իսկ ծառայության մատուցողը չի կարողանում այն մատուցել, նա պարտավոր է հիվանդին, նրա հարազատին կամ իրավական ներկայացուցչին տրամադրել լրիվ տեղեկատվություն, թե որտեղ կարող է ստացվել անհապաղ բժշկական օգնություն:
• Վրաստանի քաղաքացուն, ով գտնվում է այլ երկրում, ինչպես նաև Վրաստանում գտնվող օտարերկրյա քաղաքացուն և քաղաքացիություն չունեցող անձին երաշխավորվում է առողջության պաշտպանության իրավունքը՝ համաձայն Վրաստանի միջազգային պայմանագրերի և համաձայնագրերի: Նման պայմանագրերի բացակայության դեպքում կիրառվում է այն երկրի օրենսդրությունը, որտեղ տվյալ անձը գտնվում է:
• Իմանալ նախապես և ազատորեն օգտվել տրված բոլոր իրավունքներից:
• Ստանալ տեղեկատվություն առկա բժշկական ռեսուրսների և դրանց մատուցման մեթոդների, վճարների և վճարման ձևերի մասին:
• Ստանալ բարձրորակ բժշկական օգնություն:
• Հաստատել ձեզ կամ ձեր ընտանիքի անդամի մասնակցությունը բուժման հետ կապված որոշումների կայացման գործընթացում:
• Ձեր բժշկական օգնությանը վերաբերող անձնական տեղեկատվության գաղտնիության իրավունքը:
• Հիվանդի կամ նրա իրավական ներկայացուցչի կողմից դատարան դիմելու և փոխհատուցում պահանջելու իրավունքը:
• Բժշկական ծառայությունների որոշակի տեսակներից կամ ընդհանուր բժշկական ծառայություններից հրաժարվելու և նման որոշման հնարավոր հետևանքների վերաբերյալ լրացուցիչ տեղեկատվություն ստանալու իրավունքը:
• Հայտնել դժգոհություն և/կամ մեկնաբանություններ ստացված ծառայությունների վերաբերյալ:
• Գրված պատասխան պահանջելու իրավունքը:
• Պահանջել, որ ձեր կլինիկայի այցելության վերաբերյալ տեղեկատվությունը տրամադրվի կամ չտրամադրվի ընտանիքի անդամին/իրավական ներկայացուցչին:
• Պահանջել, որ ձեր հիվանդանոց այցելության վերաբերյալ տեղեկատվությունը չհրապարակվի:
• Տարբեր հաղորդակցման միջոցներից, այդ թվում՝ հեռախոսից և էլեկտրոնային փոստից օգտվելու իրավունքը, բացառությամբ այն դեպքերի, երբ բուժող բժիշկը դա համարում է բուժման և վերականգնման գործընթացին խանգարող:
• Բժշկական փաստաթղթերի պատճենը պահանջելու իրավունքը:
• Ցավի կառավարման համար բավարար բուժում ստանալու իրավունքը:
Եթե կարծում եք, որ ձեր իրավունքները խախտվել են կամ կարող են խախտվել, զանգահարեք հիվանդների հարաբերությունների թեժ գծին՝ +995598435034: Դուք կարող եք բողոք ներկայացնել էլ. փոստի միջոցով info@accreditation.ge հասցեով կամ www.sheniekimi.ge կայքի միջոցով:
«Հանրային առողջության ինստիտուտի» Հիվանդների հարաբերությունների համակարգող՝ Թաթիա Գոչաձե.
Patient Rights – Information Brochure
Patient Rights – Information Brochure
Important Note: The information provided in this material is for educational purposes and does not replace professional medical advice.
Professor Giorgi Pkhakadze, Public Health Institute of Georgia. Georgian Patient Council Initiative. “Patient Rights – Information Booklet.” Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2024. 4 p.
According to the Law of Georgia on “Patient Rights,” you, as a patient, have the following rights:
• Every citizen of Georgia has the right to receive medical care from any medical service provider in accordance with the recognized and implemented professional and service standards in the country.
• Discrimination against a patient based on race, skin color, language, sex, genetic heritage, belief and religion, political and other opinions, national, ethnic and social origin, status, place of residence, illness, sexual orientation, or personal negative attitudes is prohibited.
• A patient has the right to seek a second opinion from another doctor or medical institution without hindrance.
• A patient has the right to choose and change their medical service provider at any time.
• The state protects the patient’s right to medical care, without which the patient’s death, disability, or significant deterioration of health is inevitable. If a patient urgently requires medical care and the service provider is unable to deliver such care, they are obliged to provide the patient, their relative, or legal representative with complete information on where urgent medical care can be obtained.
• A citizen of Georgia who is in another state, as well as a foreign citizen and a stateless person who are in Georgia, are guaranteed the right to health protection in accordance with Georgia’s international treaties and agreements. In the absence of such agreements, the legislation of the country where the person is located applies.
• The right to be informed in advance and to freely exercise all granted rights.
• The right to receive information about existing medical resources and their delivery methods, fees, and payment forms.
• The right to high-quality medical care.
• The right to ensure the involvement of you or your family member in the decision-making process related to treatment.
• The right to confidentiality of personal information related to your medical care.
• The right of a patient or their legal representative to approach the court and request compensation.
• The right to refuse a specific type or, in general, medical service and to receive comprehensive information on the potential consequences of such a decision.
• The right to express dissatisfaction and/or comments regarding the provided services.
• The right to request a written response.
• The right to request that information about a visit to your clinic be shared with or not shared with a family member/legal representative.
• The right to request that information about your visit to the hospital not be disclosed.
• The right to use various communication methods, including telephone and email, except in cases where the attending physician considers it disruptive to the treatment and recovery process.
• The right to request a copy of medical documentation.
• The right to receive adequate treatment for pain control.
If you believe your rights have been or may be violated, call the patient relations hotline at *995598435034.
You can file a complaint via email at info@accreditation.ge or through the website www.sheniekimi.ge.
Coordinator for Patient Relations at the “Public Health Institute”: Tatia Gochadze.
Права Пациента – Информационная Брошюра
Права Пациента – Информационная Брошюра
Важное примечание: Информация, представленная в этом материале, предназначена для образовательных целей и не заменяет профессиональной медицинской консультации.
Профессор Георгий Пхакадзе, Институт общественного здоровья Грузии. Инициатива Совета Пациентов Грузии. “Права Пациентов – Информационная Брошюра”. Тбилиси: Институт общественного здоровья Грузии;
Согласно Закону Грузии о “Правах пациента”, вы, как пациент, обладаете следующими правами:
• Каждый гражданин Грузии имеет право на получение медицинской помощи от любого поставщика медицинских услуг в соответствии с признанными и внедренными профессиональными и сервисными стандартами в стране.
• Запрещается дискриминация пациента по признаку расы, цвета кожи, языка, пола, генетического наследия, убеждений и религии, политических и иных взглядов, национального, этнического и социального происхождения, статуса, места проживания, заболевания, сексуальной ориентации или личных негативных отношений.
• Пациент имеет право беспрепятственно обращаться за вторым мнением к другому врачу или в другое медицинское учреждение.
• Пациент имеет право выбирать и менять своего поставщика медицинских услуг в любое время.
• Государство защищает право пациента на медицинскую помощь, без которой смерть пациента, инвалидность или значительное ухудшение здоровья неизбежны. Если пациент срочно нуждается в медицинской помощи, а поставщик услуг не может предоставить такую помощь, он обязан предоставить пациенту, его родственнику или законному представителю полную информацию о том, где можно получить неотложную медицинскую помощь.
• Гражданин Грузии, находящийся в другом государстве, а также иностранный гражданин и лицо без гражданства, находящиеся в Грузии, имеют гарантированное право на защиту здоровья в соответствии с международными договорами и соглашениями Грузии. При отсутствии таких соглашений применяется законодательство страны пребывания лица.
• Право быть заранее проинформированным и свободно пользоваться всеми предоставленными правами.
• Право на получение информации о существующих медицинских ресурсах и методах их предоставления, стоимости услуг и формах оплаты.
• Право на получение качественной медицинской помощи.
• Право обеспечивать участие вас или вашего члена семьи в процессе принятия решений, связанных с лечением.
• Право на конфиденциальность личной информации, связанной с вашим медицинским обслуживанием.
• Право пациента или его законного представителя обратиться в суд и потребовать компенсацию.
• Право отказаться от определенного вида или в целом медицинской услуги и получить полную информацию о возможных последствиях такого решения.
• Право выражать недовольство и/или комментарии по поводу предоставленных услуг.
• Право запросить письменный ответ.
• Право требовать, чтобы информация о визите в вашу клинику была передана или не передана члену семьи/законному представителю.
• Право требовать, чтобы информация о вашем визите в больницу не разглашалась.
• Право использовать различные методы связи, включая телефон и электронную почту, за исключением случаев, когда лечащий врач считает это нарушающим процесс лечения и восстановления.
• Право запросить копию медицинской документации.
• Право на получение адекватного лечения для контроля боли.
Если вы считаете, что ваши права были или могут быть нарушены, звоните на горячую линию по работе с пациентами по номеру +995598435034.
Вы можете подать жалобу по электронной почте info@accreditation.ge или через сайт www.sheniekimi.ge
Координатор по работе с пациентами в «Институте Общественного Здоровья»: Татия Гочадзе.

პაციენტის უფლებები – საინფორმაციო ბუკლეტი
პაციენტის უფლებები
საქართველოს კანონის ,,პაციენტის უფლებების შესახებ’’ თანახმად, თქვენ, როგორც პაციენტს, გაქვთ შემდეგი უფლებები:
• საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
• პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია.
• პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
• პაციენტს უფლება აქვს, აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი.
• სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.თუ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არ აქვს შესაძლებლობა, აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი მომსახურება, იგი ვალდებულია, მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს სრული ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.
• საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება გარანტირებული აქვთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ხოლო მათი არარსებობისას მოქმედებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც პირი იმყოფება. წინასწარ გაეცნოთ და შეუზღუდავად გამოიყენოთ ყველა მონიჭებული უფლება;
• მიიღოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიწოდების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;
• ისარგებლოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით;
• უზრუნველყოფილი იქნეს თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ჩართულობა მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
• დაცული იქნეს თქვენს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა;
• პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია.
• უარი განაცხადოს რომელიმე კონკრეტული სახის ან, ზოგადად, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულს;
• გამოთქვას უკმაყოფილება ან/და შენიშვნები გაწეული მომსახურების თაობაზე.
• მოითხოვოს წერილობითი პასუხი.
• მოითხოვოს, რომ ოჯახის წევრისათვის/კანონიერი წარმომადგენელისათვის მიწოდებული იქნეს ინფორმაცია (თქვენს კლინიკაში) ვიზიტის შესახებ, ან პირიქით, არ იქნას მიწოდებული მათთვის ასეთი ინფორმაცია;
• მოითხოვოს, რომ არ იქნას გავრცელებული ინფორმაცია ჰოსპიტალში თქვენი ვიზიტის შესახებ.
• გამოიყენოს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება, მათ შორის სატელეფონო, ელექტრონული ფოსტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მკურნალ ექიმს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელს შეუშლის მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესს;
• მოითხოვოს სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი;
• მიიღოს ადეკვატური მკურნალობა ტკივილის კონტროლისათვის.
თუ მიგაჩნიათ, რომ დარღვეული იქნა ან შეიძლება დაირღვეს თქვენი უფლებები, დარეკეთ პაციენტებთან ურთიერთობის ცხელ ხაზზე, შემდეგ ნომერზე 598435034
საჩივარი შეგიძლიათ, დააფიქსიროთ იმეილის info@accreditation.ge ან ვებ-გვერდის საშუალებით sheniekimi.ge.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” პაციენტებთან ურთიერთობის კოორდიინატორი: თათია გოჩაძე.
3 გზა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად
3 გზა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად:

ამინდზე დაკვირვების ისტორიაში 2024 წელი სავარაუდოდ ყველაზე ცხელი იქნება
მიმდინარე წელი დიდი ალბათობით ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი გახდება. ინფორმაციას BBC ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურ კოპერნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წლის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე პირველად გახდება 1,5 გრადუსით მეტი, ვიდრე ინდუსტრიამდელ ხანაში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება პირველ რიგში ადამიანის საქმიანობამ გამოიწვია. კერძოდ, საწვავის გამოყენება სათბურის გაზების მოცულობას ზრდის.
მსოფლიოში ტემპერატურაზე გავლენა ბუნებრივ ფაქტორებსაც აქვს, მაგალითად ელ-ნინიოს, რომელიც წყნარი ოკეანის ზედა ფენებში ტემპერატურის ცვალებადობას უკავშირდება. 2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე იმდენად მაღალი იყო, რომ ახალი რეკორდის დამყარებას მხოლოდ „წარმოუდგენლად მკვეთრი“ აციება შეუშლის ხელს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა საგანგებო ზომების მიღება ჰაერში სათბურის გაზების გამონაბოლქვის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსტრემალური ტემპერატურები გაძლიერდება, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ეკოსისტემებისა და კაცობრიობისთვის.











