ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმებზე „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმებზე „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს
#post_seo_title

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმებზე „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დიარჯი” სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომლებიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესში, სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი როლი უკავია.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებისთვის სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა სამუშაო ფორმატში აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება – პროექტის განხორციელების ვადად განსაზღვრულია დაახლოებით 4 წელი

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება - პროექტის განხორციელების ვადად განსაზღვრულია დაახლოებით 4 წელი
#post_seo_title

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის თანახმად, არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია იგეგმება, სადაც იფუნქციონირებს 400 საწოლზე გათვლილი სტაციონარი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული მიმართულების, ფსიქიატრიული, გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებით, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, განვითარებული იქნება მძლავრი ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისები, კლინიკური ლაბორატორიები.

„შეიქმნება განყოფილება პაციენტების პალიატიური მოვლისთვის. მოეწყობა იზოლირებული დეპარტამენტი პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი პაციენტებისთვის. შეიქმნება სარეზერვო სივრცე ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის. შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სისხლის ბანკი. მოეწყობა სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები. არსებული შენობა სპეციალური ხიდით დაუკავშირდება ახალ შენობას, რომელიც ყოფილი ე.წ. პათანატომიის შენობის ადგილას აშენდება.

ახალ შენობაში განთავსდება 250 საწოლზე გათვლილი სტაციონარი, რომელიც ორიენტირებული იქნება სპეციალიზირებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე (ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგიაკომბუსტიოლოგია, ჰიბრიდული საოპერაციოები), განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, შეიქმნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული და სხივური მედიცინის დეპარტამენტი.

აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბავშვთა ინფექციური ბლოკი;

ახალი კონცეფციის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილი იქნება 700-ზე მეტ საწოლზე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსდება GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონას.

პროექტის განხორციელების ვადად განსაზღვრულია დაახლოებით 4 წელი, სავარაუდო ბიუჯეტი 160 მილიონ ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა მცირდება

„გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა მცირდება. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ცვლილებები სექტორთან თანამშრომლობისა და მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე ხორციელდება.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 60 სამუშაო დღე გახლავთ განსაზღვრული პერიოდი, როდესაც ინსპექტირება უნდა განხორციელდეს, კლინიკების მიერ მოწოდებული ანგარიშგებისა. სამინისტროს აქვს გეგმა, რომ ეს პროცესი გახდეს კიდევ უფრო ხანმოკლე, ამისთვის არსებობს გარკვეული ოპტიმიზაციის გეგმა და არსებობს შესაძლებლობა, რომ ვადა კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე, ეს პერიოდი დაყვანადი იქნება – 45 დღემდე. შევეცდებით ეს ასე იყოს. უახლოეს დღეებში, აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტ დეტალს შეიტყობთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულებები, კოვიდ პანდემიის პერიოდში დაკისრებული ჯარიმებისგან განთავისუფლდებიან.

„ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვუსმინოთ კლინიკებს და ვეცადოთ, რომ ყველა ისეთი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება იყოს დაკმაყოფილებადი, გაზიარებული, მხედველობაში მიღებულ იქნეს ხელისუფლების მხრიდან. ამის დემონსტრირება გახლავთ, ამ შემთხვევაში, ეს ინიციატივა. გარკვეული ნაწილის და ესაა 20% გადახდის შემთხვევაში, კლინიკებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ შეღავათი. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება თვითონ კლინიკებისთვის, რომ მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე, უკეთესი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. უმჯობესია, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები ხმარდებოდეს პაციენტის უფლებებს“ , – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-პანდემიის პერიოდში დაჯარიმებული კლინიკები, 20 %-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან

მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-პანდემიის პერიოდში დაჯარიმებული კლინიკები, 20 %-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან
#post_seo_title

კოვიდ-პანდემიის პერიოდში, მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები, შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან.

„20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისათვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.

ძუძუთი კვება – “ნეონატოლოგიური ცენტრ N ქირონ+”

#post_seo_title

“ნეონატოლოგიური ცენტრ N ქირონ+” ძუძუთი კვების შესახებ ონფორმაციას ავრცელებს:

“ბავშვისთვის დედის რძე შეუცვლელი საკვებია, რომელიც ჩვილის ზრდასთან ერთად, მის მოთხოვნილებათა შესაბამისად იცვლება და ოპტიმალური რაოდენობით შეიცავს ყველა იმ ინგრედიენტს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი განვითარებისთვის.

📍თუმცა, ეს პროცესი სრულად დედის სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

• მეძუძური დედის კვება უნდა იყოს ჯანსაღი და ბალანსირებული
• უნდა მიიღოთ ცილები ,ცხიმები და ნახშირწყლები
• უნდა მიითოთ 2 ლიტრამდე სითხე
• კვების მენიუში უნდა შედიოდეს :ხორცი,ბოსტნეული,რძის პროდუქტები და ხილი.”

#drpkhakadze #sheniekimi

„საქართველოში, ადამიანები ყველაზე ხშირად, ინტერნეტზე არიან დამოკიდებული“

რა არის გამოსავალი? - ჯანმო: ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული
#post_seo_title

ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში, ადამიანების უმეტესობა ინტერნეტ დამოკიდებულია. ეს კი ბავშვებში საკმაოდ ცუდად ვლინდება.

საქართველოში, ადამიანების უმეტესობა ინტერნეტ დამოკიდებულია. ეს კი ბავშვებში საკმაოდ ცუდად ვლინდება

ვრცლად ↓

მეცნიერებმა ღორის ტვინის აქტივობა ცირკულაციის შეწყვეტიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ ხელახლა გააცოცხლეს

მეცნიერებმა ღორის ტვინის აქტივობა ცირკულაციის შეწყვეტიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ ხელახლა გააცოცხლეს
#post_seo_title

ჩინელმა მეცნიერებმა ღორის ტვინის აქტივობა ცირკულაციის შეწყვეტიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ ხელახლა გააცოცხლეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ფუნქციონირება საათობით შეინარჩუნეს.

ჩინელმა მეცნიერებმა პირველად შეძლეს ღორის ტვინის ელექტრული აქტივობის აღდგენა, რაც გულის გაჩერების შემდეგ 60 წუთის განმავლობაში მოხდა. ეს აღმოჩენა ინოვაციური მიდგომაა ტვინის დაზიანების კვლევაში, რომელიც ჯანმრთელობისა და რეანიმაციის მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

ღვიძლის მნიშვნელობა

კვლევაში გამოვლინდა, რომ ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის დაზიანების განვითარების პროცესში. ექსპერიმენტების ფარგლებში, ღორის ღვიძლი ჩაერთო სიცოცხლის მხარდამჭერ სისტემაში, რაც სერიოზულად ზრდიდა ტვინის აღდგენის ალბათობას.

ექსპერიმენტული შედეგები

17 ტიბეტური მინიღორის გამოყენებით ჩატარებულ კვლევაში, მეცნიერებმა შეადარეს ღვიძლის გავლენა სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ღვიძლის იშემია ნაკლებად დაზიანებულ ტვინზე მოქმედებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვიძლის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტვინის აღდგენაზე.

წარმატების შესაძლო გეგმა

ექსპერიმენტების შედეგები აჩვენებს, რომ ღვიძლის ჩართვის შემთხვევაში ტვინის ელექტრული აქტივობა აღდგა და იგი საათების განმავლობაში შენარჩუნდა. ეს ახალი მიდგომა შესაძლოა გახდეს იმის გზა, რომლითაც ექიმები შეძლებენ ეფექტურად მოახდინონ ტვინის რეანიმაცია გულის გაჩერების შემდეგ.

შედეგების მნიშვნელობა

კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ღვიძლი მნიშვნელოვნად აფართოებს ტვინის აღდგენის შესაძლებლობას. ეს აღმოჩენა არამარტო განსაზღვრავს ახალი გზების ძიებას ტვინის დაზიანების კვლევაში, არამედ საშუალებას იძლევა, მომავალში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები განხორციელდეს პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელში.

კვლევა EMBO Molecular Medicine-ში გამოქვეყნდა.

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს
#post_seo_title

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ, სოცაიალურ ქსელში ვრცელდება:

“თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 0431 ბრიგადამ გამოძახება მიიღო – ლოზუნგი-უგონო. თბილისის ერთ-ერთ უბანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შუახნის მამაკაცმა გონება დაკარგა. გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. ხალხმრავალ ადგილას, დიდ დარბაზში იატაკზე მწოლიარე უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი. როგორც ბრიგადის ექიმი თეონა ჯიჯიაშვილი იხსენებს, მამაკაცი არ სუნთქავდა, ხოლო მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება. ბრიგადის ექიმების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად აღდგა სასიცოცხლო პარამეტრები. მონიტორზე დაფიქსირდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში. ექიმ თეონა ჯიჯიაშვილის ინფორმაციით, მოგვიანებით ექიმებმა მოიკითხეს პაციენტის მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.

გვეამაყება: ექიმი – თეონა ჯიჯიაშვილი, უმცროსი ექიმი – გიორგი ჯვებენავა, მძღოლი – ხვიჩა რევაზიშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე შეეძლებათ
#post_seo_title

„უტიფარი ტყუილი“ – ასე უწოდებს ჯანდაცვის მინისტრი ინფორმაციას, რომ სახელმწიფო კლინიკების ნაწილს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პრობლემა აქვს.

2025 წლიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნები შედის ძალაში. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლა სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პროგრამის დატოვება მოუწევთ.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას “უტიფარ ტყუილ” უწოდებს. მინისტრის თქმით, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი მოთხოვნები შედის ძალაში, რაც აკრედიტაციის მიღებას სავალდებულოს ხდის.

ახალი მოთხოვნები და სახელმწიფო კლინიკები

“ბოლო პერიოდში სახელმწიფო კლინიკების მიერ საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მიღების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გაჟღერდა. სწორედ ამიტომ, არასწორია და ტყუილია ინფორმაცია, რომ გარკვეული სახელმწიფო კლინიკები პრობლემების წინაშე არიან,” — აცხადებს სარჯველაძე.

მინისტრი დასძენს, რომ სახელმწიფო კლინიკებისგან განსხვავებით, კერძო და მცირე ზომის კლინიკები აკრედიტაციის პროცესში უფრო დიდ პრობლემებზე საუბრობენ.

„რა თქმა უნდა, პირველი დღიდან, როცა ეს საკითხი შემოვიდა, დღის წესრიგშია ან გადავადების, ან მოდიფიცირების ვერსია, რომელიც შეიძლება იყოს განხილული. რა იქნება გადაწყვეტილება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ სახელმწიფო კლინიკებს რომ თავი დავანებოთ, რომლის ჯამური მასშტაბი სულ 15%-ს არ აღემატება, იმ დარჩენილ 85%-ში, კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ; პატარა, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა, რა თქმა უნდა არ შედის ჩვენს ინტერესში. ამიტომ, ამას რა თქმა უნდა, გულისყურით ვეკიდებით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კერძო კლინიკების გამოწვევები

მინისტრი აღნიშნავს, რომ კერძო კლინიკებს, რომლებიც დაახლოებით 85%-ს შეადგენენ, შესაძლოა პრობლემა ჰქონდეთ ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო, რაც აკრედიტაციის პროცესისთვის აუცილებელია. “ჩვენ არ გვინდა, რომ მცირე და საშუალო კლინიკები დაჩაგრულები დარჩნენ, ამიტომ საკითხს ყურადღებით ვეკიდებით,” — აცხადებს სარჯველაძე.

დასკვნა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებით ეკიდება აკრედიტაციის პროცესს და აღიარებს, რომ საჭიროა ყველა კლინიკის მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მისაღწევად. ამ საკითხებზე განცხადებები და განახლებული ინფორმაცია მჭიდროდ იქნება განხილული.

აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეები სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ

აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეები სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ
#post_seo_title

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა „ეუ დენტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე დღეიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები სტომატოლოგიურ კლინიკა „ეუ დენტში” სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.

„მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გამოხატული თანადგომისთვის. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა დროებით დევნილმა საზოგადოებამ მიიღოს სრულფასოვანი სერვისი. სამინისტრო მზად არის სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობისთვის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს დევნილებს მეტი სამედიცინო სერვისი მივაწოდოთ უფასოდ”, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.

სამინისტროს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს სხვა მიმართულებებითაც თანამშრომლობის დაწყება.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრტცელებს.

ფოტო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

#drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights