პარასკევი, ივნისი 19, 2026

რა არის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
#post_seo_title

რა არის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

● საქართველოში აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება ოთხვალენტიანი ვაქცინით, (GARDASIL,Merck & Co., Inc.USA) .
●  აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს (6, 11, 16 და 18) .
● ვაქცინა მაღალეფექტურია – აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი, რის შედეგადაც მცირდება ინფექციის და შესაბამისად, მის მიერ გამოწვეული კიბოს შემთხვევები.
რა ასაკში ტარდება აპვ-ს საწინააღმდეგი ვაქცინაცია?
საქართველოში ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო გეგმიური ვაქცინაცია 10-11 -12 წლის ასაკის გოგონებში ტარდება. აცრა ორჯერადია და დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 6 თვეს.
თუ თქვენი გოგონა 12 წელზე უფროსი ასაკისაა?
თუ თქვენი გოგონა 13-დან 18 წლამდე ასაკისაა და ჯერ არ ჩაუტარებია აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია,  მას აცრის ჩატარების შესაძლებლობა ეძლევა იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში:
● 13-დან 15 წლამდე გოგონებისათვის საჭიროა ორჯერადი ვაქცინაცია სულ მცირე 6 თვიანი შუალედით
● 15-დან 18 წლის გოგონებისათვის საჭიროა სამჯერადი ვაქცინაცია, შემდეგი გრაფიკით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
როგორია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედების პრინციპი?
ვაქცინა, აპვ ინფექციის იმიტირებით ეხმარება ორგანიზმს განავითაროს იმუნიტეტი აპვ-ის მიმართ. ვაქცინის მხარში ინექციის შემდეგ, თქვენი იმუნური სისტემა იწყებს იმუნური პასუხის განვითარებას  და წარმოქმნის ანტისხეულებს. წარმოქმნილი ანტისხეულები ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება და მზად არის განავითაროს საპასუხო რეაქცია რეალური აპვ ინფექციის დროს.
ვაქცინა არ შეიცავს ვირუსს და შესაბამისად, არ შეუძლიათ გამრავლება ან დაავადების გამოწვევა. 
აპვ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვაქცინაა. კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინირებული პირების თითქმის 100%-ს უვითარდება საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები იმისთვის, რომ აპვ ვაქცინაში შემავალი ვირუსის შტამებით დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულნი.
როგორ ხდება აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა?
● ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო    აცრა კეთდება მხარზე დელტისებური კუნთში;
● 10 – დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე.
● 15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში  აცრების კურსი არის სამდოზიანი;
● აცრები კეთდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.
● პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე;
● ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი
 
საიდან ვიცით რომ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა?
● აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიყენება 2006 წლიდან – მთელ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინის 270 მილიონზე მეტი დოზით 1
● ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგს ახორციელებს არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ადასტურებს ვაქცინის უსაფრთხოებასდა რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას
● კვლევებით დასტურდება, რომ  აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ იწვევს უშვილობას ან ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის განვიათრებას გრძლვადიან პერსპექტივაში.
შეიძლება აპვ ვაქცინამ გამოიწვიოს უშვილობა გოგონებში? 
არა. კვლევებით დადასტურებულია, რომ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ახდენს გავლენას გოგონას მომავალ ორსულობებზე. ის ასევე არ მოქმედებს ვაჟების ფერტილობის უნარზე.
პირიქით, ვაქცინაცია აპვ ინფექციით გამოწვეული ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემების პრევენციის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია და იცავს თქვენ გოგონას საშვილოსნოს ყელის კიბოს, უნაყოფობისა და სიკვდილისაგან.
შეიძლება აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობის დროს?
ორსულობის დროს აპვ ვაქცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული. დადგენილი ორსულობის დროს ვაქცინაციის სერიის დაწყება უნდა გადაიდოს ორსულობის დასრულებამდე. თუმცა, ორსულობის ტესტი ვაქცინაციამდე არ არის საჭირო.
• თუ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინის სერიის დაწყების შემდეგ დადგინდა, რომ ქალი ორსულადაა, მეორე და/ან მესამე დოზები უნდა გადაიდოს ორსულობის დასრულებამდე.
• თუ ქალი ჩაიტარებს აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინას და მოგვიანებით გაიგებს, რომ ორსულადაა, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. აპვ ვაქცინაცია არ არის დაკავშირებული ორსულობის არასასურველი შედეგების ან გვერდითი მოვლენების გამოწვევასთან და არ უქმნის რისკს ნაყოფს ან დედის ჯანმრთელობას.
• ყველას, ვინც გაიგებს, რომ ორსულად არის, როდესაც მიიღო აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა, დამატებითი კონსულტაციისათვის შეუძლია დაუკავშირდეს ოჯახის ექმის ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრს, სადაც ჩაიტარა ვაქცინაცია.
• აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული ნებისმიერი  არასასურველი მოვლენის შესახებ (მ.შ. ოსრულებში), უნდა ეცნობოს ოჯახის ექმის ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრს, სადაც ჩაიტარა ვაქცინაცია.
როგორია აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი მოვლენები?
● აპვ ვაქცინა პრაქტიკულად უსაფრთხოა. აცრის შემდეგ შესაძლებელია  ჩვეული გვერდითი მოვლენები განვითარდეს, როგორიცაა:
○ თავის ტკივილი,
○ ცხელება,
○ გულისრევა
○ თავბრუსხვევა;
○ ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი, შეშუპება, ერითემა,ქავილი და სისხლჩაქცევები)
ეფექტურია თუ არა აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა?
● აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია  გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაათავის მხრივ, თითოეული ვაქცინირებული პირი ხელს უშლის ვირუსის სხვა ადამიანზე გავრცელებას.
● მსოფლიოში აპვ ვაქცინაცია 2006 წლიდან დაიწყო. ის დანერგილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი და სხვა.
● განვითარებულ ქვეყნებში (მ.შ. ავსტრალიაში, ბელგიაში, გერმანიაში, შვედეთში, გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებსა და ახალ ზელანდიაში)  ათწლეულების მანძილზე  ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებში 90%-მდე შემცირდა აპვ-ით გამოწვეული ინფექციები.
აპვ ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, თითქმის 100%-ით იცავს ქალბატონებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ასევე,  ძალიან მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი – როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული ქალებისათვის – რადგან, აპვ ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტესი და არა ყველა შემთხვევის პრევენაციას უზრუნველყოფს. ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა, კომბინაციაში, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან სათანადო დაცვას განაპირობებს.

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ) – ძალიან გავრცელებულია

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ) - ძალიან გავრცელებულია
#post_seo_title

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ)

● ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც იწვევს კანის, ან ლორწოვანი გარსების (როგორიცაა მ.შ. პირის ღრუ, ან საშვილოსნოს ყელი) დაინფიცირებას როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. აპვ ძალიან გავრცელებულია: სქესობრივად აქტიურ ადამიანთა დაახლოებით 80% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, აუცილებლად ინფიცირდება აპვ-ის ერთი ან მეტი სახეობით.
● პაპილომა ვირუსის 200-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის (HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა არაონკოგენური) გენოტიპები მახვილწვერა კონდილომას იწვევენ, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებია სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის გენოტიპებია (ასეთია 13 ტიპი): HPV 16,  18,  31,  33,  35,  39,  45,  51, 52, 56, 58, 59, 66, 68). ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომა ვირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევს სიმსივნეებს და ასოცირებულა გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან.
● ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციების უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, ვირუსის სპეციფიური ონკოგენური ტიპით (უმეტესწილად აპვ 16 და აპვ 18) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, ხშირად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი ხდება.საშვილოსნოს ყელის კიბოს 70% ადამიანის პაპილომავირუსის ორი ტიპითაა გამოწვეული.
●როგორ ინფიცირდება ადამიანი აპვ-ით?
აპვ ჩვეულებრივ  პირდაპირ, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას ვრცელდება. აპვ-ის დაახლოებით 30 შტამი გადაეცემა სქესობრივი გზით (სულ, 200-ზე მეტი შტამია). ის შეიძლება ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს გავრცელდეს, იქნება ეს სქესობრივი აქტი, თუ გენიტალიებზე შეხება.
იშვიათად, ვირუსი შეიძლება გადავიდეს დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს. ასეთ დროს შესაძლოა განვითარდეს ახალშობილთა იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადება, რომელსაც რეკურენტული (მორეციდივე)  რესპირატორული პაპილომატოზი (RRP) ეწოდება. ეს დაავადება, სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამო, მაღალი ლეტალობით ხასიათდება.
აპვ არ არის მემკვიდრეობითი: აპვ ვირუსით დაინფიცირების, ან აპვ-ასოცირებული დაავადებების განვითარების რისკზე, გავლენას არ ახდენს ადამიანის გენეტიკა, ან დაავადების ოჯახური ისტორია.
როგორია ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) დაავადების სიმპტომები?
● ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციას ჩვეულებრივ სიმპტომები არ ახასიათებს, შესაბამისად, ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობამ არ იცის ინფექციის შესახებ, ვიდრე დაავადება არ მიაღწევს ისეთ სტადიას, როდესაც მკურნალობა რთული ხდება.
როგორია აპვ-ს საწინააღმდეგო მკურნალობა? როგორია შედეგი, თუ მკურნალობა არ ჩატარდა?
● აპვ-ის ინფექციით დაავადებული ადამიანების უმეტესობას მკურნალობა არ ესაჭიროება – ორგანიზმი ინფექციას ბუნებრივად დაძლევს.
● თუმცა, ადამიანის პაპილომავირუსის მაღალი რისკის მქონე ტიპები ბუნებრივად არ ქრება ორგანიზმიდან. დროთა განმავლობაში ისინი იწვევენ  ცვლილებებს საშვილოსნოს ყელში, რასაც შესაძლოა კიბოს განვითარება მოჰყვეს.
● საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო  კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მესამე მიზეზს წარმოადგენს. აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამასთან ერთად ( საქართველოში ტარდება 25-დან 50 წლამდე ასაკში) შესაძლოა ხელი შეუწყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციას საქართველოში.
● პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას ან/და სხივურ თერაპიას. ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მომავალ  ორსულობას ან იწვევს უშვილობას
როგორ შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია?
● საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია ორ ეტაპს მოიცავს:
○ პირველი, ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
○ რაც შეეხება კონდომებისა და სხვა ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენებას, მან შესაძლოა აპვ-ს გადაცემის რისკი შეამციროს. თუმცა, ეს მეთოდი მხოლოდ ნაწილობრივ არის ეფექტური, რადგან ბარიერული კონტრაცეპტივებით (მაგ: კონდომი), მხოლოდ კანის გარკვეული ნაწილის დაფარვაა შესაძლებელი.
○ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: ვაქცინაცია არ იცავს ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ყველა მიზეზისგან, ამდენად, უკიდურესად მნიშვნელოვანია შემდგომში სკრინინგის ჩატარება, რომელიც ასევე უფასო და ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით. იხილეთ პროვაიდერი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ჩამონათალი აქ https://ncdc.ge/#/pages/content/7a4ea4a4-fa1f-44ac-ac43-4ad64e56897a
შესაძლებელია აპვ-სა და საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა? 
დიახ, რეგულარული ტესტირება შესაძლებელი და ძალიან მნიშვნელოვანია.
არსებობს აპვ-ის და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სამი სხვადასხვა მეთოდი:
• უშუალოდ ვირუსის გამოვლენა, კერძოდ აპვ-დნმ სინჯის მეშვეობით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა . აღნიშნული სინჯით სკრინინგის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებს გამოავლენენ ადრეულ სტადიაში , ვიდრე ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს . აღნიშნული სინჯით შესაძლებელია დაავადების პირველი ნიშნების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და ეფექტური მკურნალობა .
• PAP-ტესტი საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური გამოკვლევაა. ის რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. ტესტი გამოავლენს ინტრაეპითელურ დაზიანებას, ავთვისებიან პროცესს ან მიკროორგანიზმებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით) გამოწვეულ   უჯრედულ ცვლილებებს. თუ ნაცხში პათოლოგიური უჯრედები აღმოჩნდა, უნდა მოხდეს მათი შეფასება-განსაზღვრა პათოლოგიის სიმძიმის მიხედვით.
• საშვილოსნოს ყელის ვიზუალური დათვალიერებ, ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას თვალით ხილული დაზიანების დიაგნოსტირებისთვის.
სკრინინგული ტესტირება  კიბოსწინარე უჯრედების ადრეული გამოვლენისა და ეფექტურ მკურნალობის საშუალებას იძლევა, რამაც ბევრი ქალი  შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოწვეული პოტენციური სიკვდილობისგან დაიცვას.
სამწუხაროდ, სკრინინგულ პროგრამებს არ შეუძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველა შემთხვევის დიაგნოსტირება და პრევენცია. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ხელმისაწვდომია  და მუშაობს საშვილოსნოს ყელის კიბოს ეფექტური სკრინინგის პროგრამები, მართალია მნიშვნელოვნად შემცირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის რიცხვი, მაგრამ სრულყოფილი პრევენცია მაინც ვერ ხორციელდება.
სწორედ ამიტომ ვაქცინაციის კომბინაცია რეგულარულ სკრინინგთან ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად არის მიჩნეული.
რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს  საშვილოსნოს ყელის კიბოს? 
HPV-ით ინფიცირება ხშირად არ იწვევს რაიმე სიმპტომს ან დაავადებას და სპონტანურად გაივლის. თუმცა პაპილომა ვირუსის ცალკეულ გენოტიპებს (განსაკუთრებით მე- 16 და მე-18) შეუძლიათ გამოიწვიონ კიბოსწინარე დაავადებები, წყლულები. ასეთი არანამკურნალები წყლულების კიბოდ გარდაქმნის რისკი დიდია.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომებს გვიანი გამოვლენა ახასიათებთ, როცა კიბო უკვე შორსწასულია და ვლინდება შემდეგი სახით:
 
•                     არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა ან სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს.
•                     ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში.
•                     გადაღლა, წონის ან მადის დაკარგვა.
•                     ვაგინალური დისკომფორტი ან სუნიანი გამონადენი.
დაავადების შემდგომ ფაზაში შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე სიმპტომები.
როგორ მივყავართ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირებას საშვილოსნოს ყელის კიბომდე?
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება ჩვეულებრივ თავისით გაივლის და უხშირესად პრეკანცერული წყლულები სპონტანურად ალაგდება ხოლმე, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ პაპილომა ვირუსული ინფექცია გარდაიქმნება ქრონიკულ, კიბოსწინარე წყლულად და გადაგვარდება აგრესიულ დააავდებად – საშვილოსნოს ყელის კიბოდ. ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ქალებში ეს პროცესი შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს, ხოლო დაზიანებული იმუნური სისტემის შემთხვევაში ეს პერიოდი უფრო მოკლეა – 5-10 წელი.

7 მიზეზი რატომ არის მნიშვნელოვანი აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია თქვენი გოგონასთვის?

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა
#post_seo_title

აპვ-ს საწინააღმდეგო  ვაქცინაციის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები იხილეთ აქ

7 მიზეზი რატომ არის მნიშვნელოვანი აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია თქვენი გოგონასთვის?

1. აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა და დაიცავს თქვენს  გოგონას  საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან.
2. აპვ ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა მთელ მსოფლიოში.  არავაქცინირებული ქალების დაახლოებით 80%  45 წლამდე ასაკში ინფიცირდება ვირუსის ერთი ან მეტი შტამით.
3. აპვ ინფექციას ავთვისებიანი სიმსივნეების რამოდენიმე ტიპისა და გენიტალური მეჭეჭების გამოწვევა შეუძლია. დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს.
4. საშვილოსნოს ყელის კიბო ერთერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა და 95% შემთხვევაში აპვ ინფექციით არის გამოწვეული. საქართველოში ქალების კიბოთი გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს მესამე ადგილი უკავია.
5. ვაქცინაციით, ადამიანი იცავს არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მის მომავალ პარტნიორსაც.
6. აპვ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევებით. საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები, რაც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
7. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელს შეუწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციას (აღმოფხვრას)  – ეს არის მსოფლიოში პირველი სიმსივნური დაავადება, რომლის ელიმინაციაც ვაქცინაციის გზით გახდება შესაძლებელი.

იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებიც საქართველოსა და სერბეთში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად

იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებიც საქართველოსა და სერბეთში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს, ტატიანა მაკურას შეხვდა. იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებიც საქართველოსა და სერბეთში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად

სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები განიხილეს. მინისტრებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებიც საქართველოსა და სერბეთში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.

მინისტრთან ერთად ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ქალთა და სამართლიანობის მე-6 საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. ღონისძიების თემა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია.

დატვირთვის ტესტი – საეკლესო საავადმყოფო “ქსენონში”

#post_seo_title

დატვირთვის ტესტი

კვლევა აჩვენებს თუ როგორ მუშაობს გული ფიზიკური აქტივობის დროს.

კვლევა მოწოდებულია შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის:
კორონარული არტერიების დაავადება;
არითმია;

დანიშნული მკურნალობის კურსის ეფექტურობის შეფასება;
ქირურგიულ ოპერაციამდე გულის მდგომარეობის შემოწმება.

#საეკლესიო_საავადმყოფო_ქსენონი #კარდიოლოგია

ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 𝟱𝟵𝟴𝟬𝟯𝟯𝟬𝟯𝟬
(ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 𝟏𝟎: 𝟎𝟎-დან 𝟏𝟕:𝟎𝟎-მდე).
მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი # 𝟮𝟭

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (𝐌𝐑𝐈) საეკლესო საავადმყოფო “ქსენონში”

#post_seo_title

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (𝐌𝐑𝐈) საეკლესო საავადმყოფო ქსენონში

რადიოლოგიის დეპარტამენტი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების ამერიკული წარმოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით.

აღნიშნული აპარატი გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და სრული პროგრამული უზრუნველყოფით.

კვლევაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 𝟓𝟗𝟖𝟎𝟑𝟑𝟎𝟑𝟎
მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი # 𝟮𝟭

„იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში“

„იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში“
#post_seo_title

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამავდროულად აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის შესახებ, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს”, – ნათქვამია სააგენტო განცხადებაში.

კვლევა – სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება სელენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გაფანტულად ან იზოლირებულად მდებარეობენ

კვლევა - სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება სელენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გაფანტულად ან იზოლირებულად მდებარეობენ
#post_seo_title

სელენის მოულოდნელი როლი სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოსთან მიმართებაში.

ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება სელენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გაფანტულად ან იზოლირებულად მდებარეობენ.
სამმაგად ნეგატიური ძუძუს კიბო არის დაავადების განსაკუთრებით აგრესიული ქვეტიპი, რომელიც ხასიათდება სამი სახის რეცეპტორის – ესტროგენის რეცეპტორის, პროგესტერონის რეცეპტორის და ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2-ის (HER2) ექსპრესიის არარსებობით. ამ ტიპის კიბო ძირითადად ახალგაზრდა ქალებში იჩენს თავს, აქვს ზოგადად უარესი პროგნოზი და ასოცირდება მკურნალობის შემდეგ პირველი ხუთი წლის განმავლობაში რეციდივის უფრო მაღალ მაჩვენებელთან. ძირითადად, ის მკურნალობას ემორჩილება დაავადების გაკვეულ ეტაპებზე, მაგრამ სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელებამ შეიძლება შეზღუდოს მკურნალობის შესაძლებლობები.
სელენი არის აუცილებელი მიკროელემენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაში, იმუნური სისტემის გაძლიერებაში და აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი.
აქამდე ითვლებოდა, რომ ვინაიდან სელენი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, ის სასარგებლო იყო კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, Cancer Research UK-ის დაფინანსებით ჩატარებულმა ახალმა კვლევამ სულ საწინააღმდეგო რამ აჩვენა. აღმოჩნდა, რომ სამმაგად უარყოფითი სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებს ასევე ძალიან „მოსწონთ“ სელენი და თუ მათ შევუჩერებთ ამ ანტიოქსიდანტის მიწოდებას, შესაძლებელი გახდება მათი გამრავლების შეჩერება.
სიმსივნეებში დაჯგუფებული კიბოს უჯრედები წარმოქმნიან ცხიმის მოლეკულას, რომელიც შეიცავს ოლეინის მჟავას, რაც ამ უჯრედებს სელენის ნაკლებობით გამოწვეული სიკვდილისგან იცავს. თუმცა, იზოლირებულად მყოფი კიბოს უჯრედები ან ისინი, რომლებიც სისხლის მიმოქცევაში ცირკულირებენ, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სელენის დეფიციტის მიმართ და კვდებიან, თუ არ აქვთ ამ ელემენტზე წვდომა.
ეს აღმოჩენა გვაძლევს ახალ თერაპიულ შესაძლებლობებს, როგორიცაა, მაგალითად, კიბოს გაფანტულ უჯრედებში არსებული სელენის მეტაბოლიზმში ჩარევა, რათა პოტენციურად, კიბოს მეტასტაზირების პრევენცია მოხდეს. ეს მეთოდი შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური იყოს სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცირკულირებადი კიბოს უჯრედების წინააღმდეგ, რაც ხელს შეუშლის მათ გავრცელებას სხვა ორგანოებში, მაგალითად, ფილტვებში.
სელენი არის მულტივიტამინის დანამატების უმეტესობაში და რამდენიმე ძირითადი სახის საკვებში, როგორიცაა ბრაზილიური თხილი, ზღვის პროდუქტები, ხორცი, მარცვლეული და სოკო. სელენი აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამიტომ, უბრალოდ მისი ამოღება დიეტიდან არ არის გონივრული ვარიანტი. მიზანი იქნებოდა ისეთი მკურნალობის შემუშავება, რომელიც კონკრეტულად კიბოს უჯრედების მიერ სელენის შთანთქმაზე მოახდენდა ზეგავლენას, ჯანმრთელ უჯრედებზე ზემოქმედების გარეშე.
მანამდე, სანამ არ იქნება უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები და ჩამოყალიბებული მკურნალობის პროტოკოლები, სელენის დანამატების მიღების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ინდივიდუალურად და ექიმის ზედამხედველობით.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
Recent research funded by Cancer Research UK has revealed an unexpected role of selenium in triple-negative breast cancer (TNBC). This aggressive cancer type, characterized by the absence of ER, PR, and HER2 receptors, primarily affects young women and has a poor prognosis.
The study found that TNBC cells have a high selenium requirement, especially when isolated. In tumors, these cells produce a protective oleic acid-containing molecule. However, dispersed cancer cells are vulnerable to selenium deficiency.
This discovery opens new therapeutic possibilities, such as targeting selenium metabolism in isolated cancer cells to prevent metastasis. The challenge lies in developing treatments that interfere with selenium uptake by cancer cells without affecting healthy cells.
This research could lead to new targeted therapies for TNBC and improve our understanding of nutrient roles in cancer progression, potentially benefiting other cancer types with similar selenium dependencies.
 
Uma pesquisa recente financiada pela Cancer Research UK revelou um papel inesperado do selênio no câncer de mama triplo-negativo (TNBC). Este tipo agressivo de câncer, caracterizado pela ausência dos receptores ER, PR e HER2, afeta principalmente mulheres jovens e tem um prognóstico ruim.
O estudo descobriu que as células TNBC têm uma alta necessidade de selênio, especialmente quando isoladas. Nos tumores, essas células produzem uma molécula protetora contendo ácido oleico. No entanto, células cancerígenas dispersas são vulneráveis à deficiência de selênio.
Esta descoberta abre novas possibilidades terapêuticas, como direcionar o metabolismo do selênio em células cancerígenas isoladas para prevenir metástases. O desafio está em desenvolver tratamentos que interfiram na absorção de selênio pelas células cancerígenas sem afetar as células saudáveis.
Esta pesquisa pode levar a novas terapias direcionadas para TNBC e melhorar nossa compreensão dos papéis dos nutrientes na progressão do câncer, potencialmente beneficiando outros tipos de câncer com dependências similares de selênio.
https://www.embopress.org/…/full/10.1038/s44321-024-00150-xhttps://news.cancerresearchuk.org/…/selenium-could-a…/https://www.ama.ba/index.php/ama/article/view/571

ვინ არის სასწრაფო დახმარების გმირი მძღოლი? – „შენობაზე გარედან რკინის კონსტრუქციით ავიდა და ფანჯრიდან ცეცხლის ალში გახვეულ შენობაში შევარდა და მოხუცები სიკვდილიგან იხსნა“

ვინ არის სასწრაფო დახმარების გმირი მძღოლი? - „შენობაზე გარედან რკინის კონსტრუქციით ავიდა და ფანჯრიდან ცეცხლის ალში გახვეულ შენობაში შევარდა და მოხუცები სიკვდილიგან იხსნა“
#post_seo_title

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლმა ცეცხლმოდებული შენობიდან 2 ხანდაზმული მამაკაცი გამოიყვანა და გადაარჩინა, – ინფორმაცია ვრცელდება გვერდზე “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. გამოძახების ადგილას მისულ ახალგორის სასწრაფო დახმარების პირველ ბრიგადას ორსართულიანი შენობის მეორე სართული ცეცხლის ალში გახვეული დახვდა.

“მაცხოვრებელთა უმრავლესობა უსაფრთხო ადგილას იყო გამოყვანილი. შენობის შიგნით დაკვამლიანება იმდენად დიდი იყო, რომ შენობის პირველ სართულზე შესვლა სპეც. ეკიპირების გარეშე შეუძლებელი ჩანდა. სამაშველო პროცესში სასწრაფო დახმარების მძღოლიც აქტიურად იყო ჩართული.

როგორც ექიმი მზია გიგაური იხსენებს, ცეცხლმოკიდებული მეორე სართულის ფანჯრიდან ორი ხანდაზმული მამაკაცი შველას ითხოვდა. ბრიგადის მძღოლი ვალერი ძებისოვი მეორე სართულამდე იქვე მდგომი რკინის კონსტრუქციით მაღლა ავიდა და ფანჯრიდან ცეცხლის ალში გახვეულ შენობაში შევიდა, ორივე ხანდაზმული მამაკაცი ფანჯრიდან სამშვიდობოს გამოიყვანა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ორივე პაციენტის კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია მოხდა და ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ვალერი ძებისოვი, ხუთი წელია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია, მის მიერ ჩადენილ საქციელს, გმირობად არ თვლის და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის იბრძოლებს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

გვეამაყება: ექიმი – მზია გიგაური, ექთანი – ნათია ბერიძე, მძღოლი – ვალერი ძებისოვი”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

#drpkhakadze

როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას?

როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას?
#post_seo_title

როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას? – ​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას?
საუბრობს პედიატრი, თსსუ პროფესორი ყარამან ფაღავა:
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights