ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ინდივიდუალური ბარათი

#post_seo_title

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ინდივიდუალური ბარათი

ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება  შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს  10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო  ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან  26 წლის ჩათვლით.

#drpkhakadze

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
#post_seo_title

🔸ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება  შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს  10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო  ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან  26 წლის ჩათვლით.
🔸15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
🔸15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით:  0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
🔸15-დან  26 წლამდე ბიჭებისა და მამაკაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
🔸ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 – 11 – 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
🔸13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის მამაკაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ:  http://bitly.ws/Pq56
🔸ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას – კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
🔸პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

#drpkhakadze

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 – 11 – 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა
#post_seo_title

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 – 11 – 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა. აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა

• გარდა ამისა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, გოგონებს, აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 26 წლის ჩათვლით, უფასოდ შეუძლიათ
• ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციას, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას – კიბოსწინარე დაზიანებები, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო და სხვა
 ვაქცინაცია ხელს უწყობს აპვ-ს პრევენციას!
• პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები
• აპვ საწინააღმდეგო აცრები ტარდება ქვეყნის მასშტაბით, ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში.

ემოციები და მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში – რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ორ საპირისპირო გრძნობას ერთდროულად განვიცდით

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე
#post_seo_title

 

ემოციები და მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში

ჩვენ ყველას გვქქვონია მომენტები, როდესაც ერთი და იგივე ფაქტი ჩვენში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს იწვევს. მაგალითად, როდესაც შვილი ზრდასრულ ასაკში გადადის და დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას, ჩვენ განვიცდით სიხარულს, რომ შვილს დამოუკიდებლობა მივანიჭეთ, ასევე სევდას, რომ იგი ჩვენთან აღარ იქნება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა ცხოვრებაში უამრავი სიტუაცია არსებობს, სადაც საპირისპირო ემოციები ერთდროულად იქმნება.

რა არის ემოცია?

მეცნიერები განმარტავენ ემოციებს, როგორც ტვინისა და სხეულის მდგომარეობებს, რომლებიც მოქმედების მოტივაციას გვაძლევს. კლასიკური გაგებით, ემოცია შეიძლება იყოს პოზიტიური ან უარყოფითი.

მეცნიერების აზრით, ემოციები ტვინისა და სხეულის რეაქციებია, რომლებიც კონკრეტული მოქმედებების მოტივაციას გვაძლევენ. ბიოლოგიური თვალსაზრისით, ემოციები მტკიცედ დაკავშირებულია გადარჩენასთან. მაგალითად, როდესაც ტყეში მტაცებელს ვხედავთ, შიშის ემოცია ჩვენს ორგანიზმში სასიცოცხლო რეაქციებს იწვევს, რათა გადავრჩეთ.

მეორე მხრივ, პოზიტიური ემოციები, როგორიცაა სიყვარული და სიამოვნება, ჩვენს სოციალურ კავშირს აძლიერებს და ხელს უწყობს ადამიანებთან ახლოს ყოფნას, რაც ასევე ევოლუციური ფუნქციაა.

ორგვარი ემოცია: როგორ ვგრძნობთ ერთდროულად საპირისპირო ემოციებს?
მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ბიოლოგები აცხადებენ, რომ საპირისპირო ემოციები ერთმანეთთან კონტრასტს ქმნიან და ერთმანეთს “თრგუნავენ”, თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები ხშირად განიცდიან შერეულ ემოციებს. მაგალითად, ნოსტალგია შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან იგი წარმოადგენს ერთდროულად წარსულის სილამაზის და დაკარგვის ტკივილის შეგრძნებას.

საინტერესო აღმოჩენები ემოციების ტვინში
მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს, რომ როდესაც ადამიანები განიცდიან შერეულ ემოციებს, ტვინში არ ხდება ერთი კონკრეტული ემოციის დომინირება. მაგალითად, ერთი კვლევის დროს, როდესაც მონაწილეები უყურებდნენ ანიმაციურ ფილმს ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც საკუთარი მამის გარდაცვალების შემდეგ ასტრონავტი ხდება, მათი ტვინში ერთდროულად ვგამოვლინდა როგორც პოზიტიური, ისე უარყოფითი ემოციები. ეს ამბავი აჩვენებს, რომ ტვინი ერთდროულად ამუშავებს როგორც სევდას, ასევე სიხარულს.

როგორ მუშაობს ტვინი ემოციებზე?
კვლევები აჩვენებს, რომ ტვინის ნაწილები, როგორიცაა ამიგდალა და ინსულარული ქერქი, პასუხისმგებელნი არიან საპირისპირო ემოციების მართვაზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ შერეულ ემოციებზე, ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქერქის ისეთი რეგიონები, როგორიცაა წინა ცინგულატი და ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქი. ეს რეგიონები პასუხისმგებლები არიან ინფორმაციის დამუშავებაზე და ემოციური კონფლიქტების გადაწყვეტაზე. სწორედ ამ პროცესების მეშვეობით ხდება შერეული ემოცების ფორმირება.

შერეული ემოციები: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
შერეული ემოციები ხშირად ჩნდება რთულ სიტუაციებში, რომლებიც მოითხოვს რთულ გადაწყვეტილებებს. როდესაც ადამიანი განიცდის პოზიტიურ და უარყოფით ემოციებს ერთდროულად, ტვინი დაახასიათებს და ამუშავებს ამ გრძნობებს, რაც საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ უკეთესად. მაგალითად, როდესაც პირადი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება, ხშირად ვგრძნობთ ორივე – ერთგვარად ტკივილს და იმედს, რომ განვაგრძობთ ცხოვრებას, თუმცა ამ მდგომარეობაში გადაწყვეტილებების მიღება გაცილებით რთულია.

ტვინის ბიოლოგიური პასუხი და ემოციების მართვა
ახლა, როდესაც ამ შერეულ ემოციებზე მეტი ვიცით, მკვლევრები კიდევ უფრო მეტად ეძებენ გზებს იმის გასაგებად, როგორ წარმოვაჩინოთ და გადავამუშაოთ ემოციები ეფექტურად. ტვინის აქტივობა, როგორიცაა ემოციური დამუშავება და თვითრეგულაცია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში.

რა იწვევს ამ განსხვავებებს? ეს განსხვავებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამუშავებს მათ ტვინი. სწორედ ამ პროცესებში უკეთ გარკვევა და მომავალში მათი მართვაა მკვლევრებისთვის საინტერესო. ისინი ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას აპირებენ და ვნახოთ, იქნებ ეს ყველაფერი ჩვენი ემოციების უკეთ გარკვევაში დაგვეხმაროს.

დასკვნა:

შერეული ემოციები და მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში
შერეული ემოციები მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი და ისინი უზრუნველყოფენ ჩვენს უნარს, მივიღოთ კომპლექსური გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ ემოციების მართვა და მათი ბალანსირება რთულია, სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს პიროვნულ ზრდასა და შინაგან სამყაროს დაეხმარება. მეცნიერები კვლავ განაგრძობენ ემოციების შესწავლას, რაც შესაძლოა მომავალში ჩვენს გრძნობებში უფრო ღრმად გარკვევაში დაგვეხმაროს.

#drpkhakadze

ონკოლოგიური დაავადების დაბრუნების შიში

კვლევის შედეგები - სიმსივნის მქონე კაცებში სიკვდილიანობა, შესაძლოა, 93%-ით გაიზარდოს
#post_seo_title

რა სტრატეგიები შეიძლება გამოვიყენოთ თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად და შიშის დასამარცხებლად?

მკურნალი ექიმები ზოგჯერ ვერ ამჩნევენ პაციენტებში ონკოლოგიური დაავადების დაბრუნების შიშს. კიბოს განმეორების ან ხელახლა გაჩენის შიში, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ემოციაა, რომელიც აუარესებს ცხოვრების ხარისხს. თუ  გქონდათ ონკოლოგიური პრობლემა, დაავადების განმეორების შიში ნორმალურია, მაგრამ გადაჭარბებულმა შიშმა შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ხარისხის დაქვეითება. 

კიბოს განმეორების მოჭარბებული შიშის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ  ძილის და კვების პრობლემები, უჭირდეთ კონცენტრირება და გადაწყვეტილებების მიღება, თავს იკავებდნენ ისეთი აქტივობებისგან, რომლებიც ოდესღაც სიხარულსა და კმაყოფილების შეგრძნებას იწვევდა. ასეთ დროს იზრდება ნევროტული აშლილობების განვითარების რისკიც, როგორიცაა: პოსტტრავმული სტრესი, დეპრესია და ა.შ.

ბევრი პაციენტი მოელის, რომ სიმსივნის მკურნალობის დასრულებას შვება და ბედნიერება მოაქვს, თუმცა ეს გრძნობები, შეიძლება, შერეული იყოს ისეთ ემოციებთან, როგორიცაა შფოთვა, მომავლის შიში, ბრაზი და სევდა. დაავადებას  „გადარჩენილებს“ ეშინიათ,  რომ მომავალში კიბო შეიძლება დაბრუნდეს. ბევრისთვის ეს შიში დროთა განმავლობაში კარგავს აქტუალობას.

ადამიანები, რომლებიც განიცდიან კიბოს დაავადების განმეორების შიშს,  სხეულში არსებულ ყველა ტკივილს, დისკომფორტს ხშირად ონკოლოგიურ პრობლემას უკავშირებენ. შესაძლოა ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში სულაც არ ცხოვრობდნენ განმეორების შიშით, მაგრამ ტრიგერები (მაგ. გეგმიური გამოკვლევები), ახსენებდნენ დააავადების მკურნალობის გამოცდილებას და აუარესებდნენ პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

არსებობს  გზები, რომლითაც შეგიძლიათ მართოთ ონკოლოგიური დაავადების გამეორების შიში. ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, როგორ ამოვიცნოთ  ტრიგერები და შევძლოთ მათი სწორად მართვა.

იყავით ინფორმირებული
ესაუბრეთ თქვენს ექიმს კიბოს განმეორების შანსებისა და სიმპტომების შესახებ. ჰკითხეთ, როგორ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების განმეორების რისკი. ფოკუსირება იმაზე, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, დაგეხმარებათ შიშების მართვასა და დაძლევაში.

ამოიცანით შიში და  დაარქვით სახელი  
არის ეს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კიბოს დაბრუნების შიში? გეშინიათ ტკივილის? გეშინიათ შედეგის? რას ნიშნავს ეს თქვენი ოჯახისთვის? შიშის იდენტიფიცირება დაგეხმარებათ, შეძლოთ მასთან გამკლავება და მართვა.

მიიღეთ ემოციური მხარდაჭერა
გაუზიარეთ თქვენი შიში ოჯახის წევრს, მეგობარს, მრჩეველს ან დამხმარე ჯგუფს (ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი). სხვებთან ამ თემაზე საუბრით დაძლევთ მარტოობის შეგრძნებას, რომელიც თან ახლავს შიშს.

ფსიქო-ემოციური დაძლევის მეთოდი
ყურადღების გაფანტვა შიშის დაძლევის ეფექტიანი მეთოდია. ეს მრავალი ფორმითაა შესაძლებელი:  ფიზიკური ვარჯიში, ხატვა, მუსიკის მოსმენა ან დღიურის წერა. ეფექტიანია მედიტაციასთან შერწყმული სუნთქვის ტექნიკები. გააკეთეთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ, დარჩეთ აწმყოში და არ ინერვიულოთ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში.

შეინარჩუნეთ აზრების და გრძნობების წონასწორობა 
ნორმალურია შიში, რომ შესაძლოა დაბრუნდეს დაავადება. აზრების და ემოციების დაბალანსებისთვის გირჩევთ, არ დამალოთ ძლიერი ემოციები. იმის ნაცვლად, რომ გაიქცეთ შიშისგან და წუხილისგან, შეეცადეთ, მიიღოთ ისინი, იპოვოთ მათი დაძლევის გზები, შიშები ბედნიერი გრძნობებით დააბალანსოთ. შეეცადეთ, იყოთ კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ და იცხოვროთ „აწმყოში“.

იპოვეთ აქტივობები სტრესის შესამსუბუქებლად
შესაძლოა, სტრესის დაძლევაში დაგეხმაროთ მედიტაცია, იოგა, შინაური ცხოველთან დროის გატარება. დაირეგულირეთ  ძილი, დაიცავით ჯანსაღი დიეტა და ჩაერთეთ ფიზიკურ აქტივობებში.

ინდივიდუალური კონსულტაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო სივრცეს იმ ემოციების და ფიქრების გასახმოვანებლად, რომლებიც, შესაძლოა, ბოლომდე არ ესმოდეთ ახლობლებს. პროფესიონალ მრჩეველთან განხილვა  ბევრ ადამიანს ეხმარება უარყოფითი ემოციების შემცირებაში.

ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ონკოფსიქოლოგი
თამარ კახნიაშვილი


გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.

წყარო:

გამონაყარი ჩვილებში – როდის მიმართოთ ექიმს?

გამონაყარი ჩვილებში - როდის მიმართოთ ექიმს?
#post_seo_title

ჩვილის კანზე გამონაყარი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდეს. უმეტეს შემთხვევაში გამონაყარი უსაფრთხოა და ადვილად შუშდება, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც მისი გაჩენა სერიოზული დაავადების ანალოგია. მშობლებმა უნდა იცოდნენ, როდის მიმართონ ექიმს.

ამ სტატიაში გავეცნობით ჩვილებში გამონაყარის გავრცელებულ ტიპებს, მიზეზებს, მკურნალობის მეთოდებსა და პრევენციის საშუალებებს.

ჩვილის კანზე გამონაყრის გავრცელებული ტიპები

ჩვილის კანზე გამონაყარი რამდენიმე ტიპისაა. თითოეული მათგანს სხვადასხვა მიზეზი აქვს და მოითხოვს შესაბამის მკურნალობას.

  1. ჩვილის აკნე – ჩვილებში აკნე უმეტესად სახეზე ჩნდება და რამდენიმე კვირაში ქრება.
  2. „აკვნის ქუდი“ – ეს გამონაყარი ხშირია ჩვილებში და უმეტესად იმ ტერიტორიებზე გვხვდება, სადაც თმაა.
  3. საფენის გამონაყარი – გამოწვეულია ხშირი საფენის ტარებით, ტენიანობით და კანის გამღიზიანებით.
  4. ნერწყვით გამოწვეული გამონაყარი – ხშირად ჩნდება პირისა და კისრის მიდამოებში, როდესაც ნერწყვი დიდხანს დარჩება კანზე.
  5. ეგზემა – ჩვილებში ეგზემა ხშირად გვხვდება სახეზე, მუხლებზე და მკლავებზე.
  6. ინფექციური ერითემა (მეხუთე დაავადება) – ხშირად იწვევს ცხელებას, დაღლილობასა და ყელის ტკივილს.
  7. ხელის, ფეხისა და პირის დაავადება – ვირუსული ინფექცია, რომელიც სერიოზული სიმპტომების გარეშე ხდება.
  8. გადახურებით გამოწვეული გამონაყარი – უმეტესად ტანსაცმლით დაფარულ უბნებში ჩნდება.
  9. ჭინჭრის ციება – იწვევს კანის სიმშრალეს.
  10. იმპეტიგო – ბაქტერიული ინფექცია, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.
  11. წითელა, ჩუტყვავილა, როზეოლა – ინფექციური გამონაყარები, რომლებიც ერთ-ერთია სერიოზული დაავადების ნიშანზე.

როგორ ვუმკურნალოთ გამონაყარს ჩვილებში?

საფენის გამონაყარი:
ჩვილებში საფენის გამონაყარი საკმაოდ გავრცელებულია. მისი მკურნალობის ძირითადი პრინციპი ხშირად საფენის გამოცვლაა, კანის დაცვა სპეციალური კრემებით და ჰიგიენური ზომების მიღება.

ეგზემა:
ეგზემის დროს ბავშვს კანი უნდა დარჩეს სუფთა და მშრალი. ყველაზე ეფექტური მკურნალობა შედგება სპეციალური კრემების და მალამოების გამოყენებისგან, რომლის დანიშნულებაც ექიმმა უნდა განსაზღვროს.

ნერწყვისგან გამოწვეული გამონაყარი:
ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ სახე სწორად და ნაზად გაწმინდოთ. თავი აარიდეთ სურნელოვანი კრემებისა და საპნის გამოყენებას.

„აკვნის ქუდი“:
ამ ტიპის გამონაყარს ხშირად ქოქოსის ზეთით მკურნალობენ, ასევე შვება შეიძლება ბავშვის თმის დაბანით.

ინფექციური გამონაყარი:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან ასეთი გამონაყარი შესაძლოა სერიოზული ინფექციის, როგორიცაა წითელა ან ჩუტყვავილა, ნიშანი იყოს.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ცხელება და გამონაყარი:
თუ ჩვილს აქვს გამონაყარი და მას თან ახლავს მაღალი ცხელება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ხანგრძლივი გამონაყარი:
თუ გამონაყარი ერთი კვირის შემდეგ არ ალაგდება, აუცილებელია ბავშვის პედიატრთან კონსულტაცია.

ალერგიული რეაქციები:
თუ ბავშვი აქვს ანაფილაქსიის ნიშნებს (ხველა, ღებინება, რესპირატორული პრობლემები) გამონაყარით, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.

მაღალი ცხელება და ნევროლოგიური სიმპტომები:
თუ გამონაყარს თან ახლავს მაღალი ცხელება, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, კანკალი ან სხვა ნევროლოგიური ნიშნები, შეიძლება ეს იყოს მენინგიტის ნიშანი, რაც აუცილებელ გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.

ჩვილის კანზე გამონაყარის პრევენციისთვის:

  1. საფენის ხშირი გამოცვლა – ეს თავიდან აიცილებს საფენის გამონაყარს.
  2. კანის სისუფთავე და სიმშრალე – მოერიდეთ ტენიან გარემოს.
  3. ტანსაცმლის არჩევა – ჩააცვით ბავშვს მსუნთქავი ქსოვილის ტანსაცმელი, უპირატესობა მიანიჭეთ ბამბას.
  4. ალერგენების და საკვების კონტროლი – ყურადღება მიაქციეთ, თუ ბავშვის კანი რეაგირებს რომელიმე პროდუქტზე.
  5. გეგმიური ვაქცინაცია – ბავშვს აცერით დროულად, რომ თავიდან აიცილოთ ინფექციური დაავადებები.
  6. მკურნალობა მგრძნობიარე კანისთვის – გამოიყენეთ შამპუნები და კრემები, რომლებიც სპეციალურად ჩვილებისთვისაა შექმნილი.

​წყარო: ​Healt​hline.com

მიეცი მას თავისუფლების გზა“ – ბავშვის აღზრდა და სწავლის მოტივაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში
#post_seo_title

„გინდა, რომ კარგი შვილი გყავდეს? მაშ, მიეცი მას თავისუფლების გზა“ – შალვა ამონაშვილი

ბავშვის აღზრდა და სწავლის მოტივაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. 

საუბრობს აკადემიკოსი, პედაგოგი, შალვა ამონაშვილი  გადაცემაში „იმედის დღე:

„ჩვენ დაბადებულები ვართ იმისთვის, რომ შევიმეცნოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა. რად გვინდა ჩვენ ეს? ყევლაფერი ეს დიდხანს არ დაგვჭირდება, მაგრამ სხვანაირად არ შეგვიძლია – ეს შემეცნებითი ძალა ბავშვზე მოქმედებს დაბადებიდანვე. სამი პირობა უნდა დაიმახსოვრონ უფროსებმა – განავითარეთ ბავშვი, ისე მოექეცით, თითქოს, ის დიდია და აღარ არის პატარა და აგრძნობინეთ, რომ ისინი აკეთებენ იმას, რაც მათ უნდათ, რომ გააკეთონ.

ხანდახან ბავშვს ეუბნებიან – გააკეთე, რაც გინდა. მას თავისუფლება არ უნდა. მას სურს შემდეგი: ვითომ, თვითონ აირჩია ის, რის გაკეთებაც უნდა. ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება. ბავშვს სწავლისთვის უნდა მოტივი, – რა მოტივს ვაძლევთ მას სწავლისთვის, ცხოვრებისთვის, ურთიერთობისთვის? სკოლაში ის მიდის უარყოფითი მოტივებით – არ მინდა. რატომ? იმიტომ, რომ ვაძალებთ. ჩვენ – დიდებიც გავურბივართ იმას, რასაც გვაძალებენ, მიუხედავდ იმისა, რომ გვაქვს ნებისყოფა. ბავშვს თავისუფლება უნდა – დააძალებ? გაგექცევა. აარჩევინებ? გამოგყვება. თუ მასწავლებელიც ასე მოიქცევა და ბავშვს მისცემს არჩევანის საშუალებას – ეს გავაკეთოთ თუ ის? მას მიეცემა მოტივი, ითანამშრომლოს მასთან და დიდად იგრძნოს თავი. ასე მოუნდება სკოლაში მისვლა, შემდეგ კი გაუხარდება. თუ ბავშვს არ უხარია სკოლაში მისვლა, თუ მას არ ახარებს მასწავლებლის თვალები, მისი მოფერება და წაქეზება, აქ უკვე არ არსებობს მისთვის მოტივი – ამ მასწავლებლის გაკვეთილიდან გაიპარება.  თუ მე, როგორც მშობელი ან როგორც მასწავლებელი, ავტორიტეტი ვარ, მე შემიძლია, ვუთხრა ბავშვს – ეს არ გააკეთოძალიან გთხოვ. ჩემი ეს სიტყვა მისთვის დაცვითი პედაგოგიკა აღმოჩნდება, ის უკვე დაცულია.  გინდა, რომ კარგი შვილი გყავდეს, ქვეყნისთვისაც კარგი შვილი, საკუთარი ცხოვრებისთვის? მაშ, გაუხსენი მას ნიჭი, მიეცი გზა – თავისუფლების გზა, რომ მან შემდეგ თვითონ გაიკვლიოს, საითკენ გაუხვიოს.

სკოლა არ არის შენობა – ეს არის მასწავლებელი.

მასწავლებელი სულმნათს ნიშნავს. როგორი უნდა იყოს ის – კეთილი, მოსიყვარულე, თავაზიანი, გამგები, გულისხმიერი“, – აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ,,​იმედის დღე”

„ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი
#post_seo_title

გარემოს ეროვნული სააგენოს ცნობით, 11 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე “რეკომენდაციების” ველში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო მასალა ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ

ვიდეო მასალა ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ
#post_seo_title

ვიდეო მასალა ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ

● ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც იწვევს კანის, ან ლორწოვანი გარსების (როგორიცაა მ.შ. პირის ღრუ, ან საშვილოსნოს ყელი) დაინფიცირებას როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. აპვ ძალიან გავრცელებულია: სქესობრივად აქტიურ ადამიანთა დაახლოებით 80% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, აუცილებლად ინფიცირდება აპვ-ის ერთი ან მეტი სახეობით.

 

 

 

 

 

https://www.facebook.com/ncdcgeorgia/videos/401363418329786

  1.  https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1872046973184108&id=100064388991812&_rdr
  2. https://www.facebook.com/WHOGeorgia/videos/1424778267968601
  3. https://www.facebook.com/ncdcgeorgia/videos/1061803018075978

სად შემიძლია მივიღო დამატებითი ინფორმაცია აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ?

დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი (დყტ/DPT)
#post_seo_title

სად შემიძლია მივიღო დამატებითი ინფორმაცია აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ?

https://www.who.int/teams/immunization-vaccines-and-biologicals/diseases/human-papillomavirus-vaccines-(HPV)
https://www.cdc.gov/vaccines/vpd/hpv/hcp/recommendations.html
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights