ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს
#post_seo_title

ჯანდაცვის სამინისტროში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები იმართება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სექტორის საჭიროებები მოისმინეს და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს.

მინისტრის მოადგილის თეა გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო, აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმუშავებს და საკუთარ ხედვებს, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დარგობრივი კავშირის წარმომადგენლებს წარუდგენს.

„სამინისტროში პერმანენტულად იმართება შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან – უშუალოდ ბენეფიციარებთან, ჯანდაცვის სფეროს, სამედიცინო და სოციალური მომსახურებების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

სამუშაო შეხვედრების მიზანია სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და მომავალი წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირება, ასევე – სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვა“, – აცხადებენ სამინისტროში.

18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება

18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება.
#post_seo_title

18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა ერთ-ერთია იმ ათ გლობალურ საფრთხეთა შორის, რომელიც 21-ე საუკუნეში კაცობრიობას ემუქრება.
ანტიმიკრობული მედიკამენტები გამოიყენება ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კონტროლისა და მკურნალობისთვის, თუმცა, უკონტროლი გამოყენების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში მათი მოქმედება შესაძლოა შესუსტდეს.
ანტიმიკრობულ რეზისტენტობას ვაწყდებით მაშინ, როდესაც ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტები აღარ რეაგირებენ ანტიმიკრობულ აგენტებზე. პრეპარატებისადმი რეზისტენტობის შედეგად, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული აგენტები ხდებიან ნაკლებად ეფექტურები და ინფექციების მკურნალობა შესაბამისად რთული ან შეუძლებელი ხდება, რაც, თავის მხრივ ზრდის მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის რისკს.

ალერგია და თანამედროვე სამყარო

ალერგია და თანამედროვე სამყარო
#post_seo_title

ალერგია და თანამედროვე სამყარო

იმუნური სისტემა ადამიანს გარეგანი და შინაგანი წარმოშობის მავნე ანტიგენებისაგან (ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება) იცავს. თუმცა,  ზოგჯერ  ისიც ცდება. უვნებელ ნივთიერებებს აღიქვამს როგორც ორგანიზმისთვის საშიშს, მის წინააღმდეგ ანტისხეულებს (ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს იმუნური სისტემა ანტიგენების საპასუხოდ) გამოიმუშავებს, ზედმეტად აქტიურობს და საბოლოოდ ალერგიულ დაავადებებს იწვევს.

ალერგიას ბევრი უკანასკნელი წლების გამოძახილად მიიჩნევს, თუმცა ის ახალი დაავადება არაა. პირველი ანაფილაქტიური შოკის (ალერგიის ყველაზე დაუნდობელი ფორმა, რომელმაც შეიძლება რამდენიმე წუთში, ან საათში გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი) დოკუმენტირება ეგვიპტელებმა მოახდინეს. ჰეროდოტეს (ძველი ბერძენი ისტორიკოსი)მიხედვით, ეგვიპტის I დინასტიის პირველი მეფე მენესი, ბზიკის კბენის შემდგომ განვითრებულ ალერგიულ რეაქციას ემსხვერპლა (ძვ.წ. 3460 და 3300 წლებს შორის პერიოდი). ეს ტრაგიკული შემთხვევა შემდგომში ეგვიპტურ კედლის მხატვრობაში აისახა. ალერგიის სხვა, ასევე უძველესი ისტორია რომის იმეპერატორის კლაუდიუსის ვაჟს ბრიტანიკუსსუკავშირდება, რომელიც ალერგიული იყო ცხენების მიმართ. როგორც ძველი ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, ბრიტანიკუსს ცხენებთან კონტაქტისთანავე „უჩნდებოდა გამონაყარი, ხოლო თვალები უშუპდებოდა იმ დონემდე, რომ ვერ ხედავდა სად მიდიოდა“. უძველეს დროში, უვნებელ ნივთიერებებზე ზოგ შემთხვევაში ორგანიზმის გადაჭარბებული რეაგირება ფილოსოფოსების დაკვირვების საგანიც იყო. „ის რაც საკვებია ზოგიერთისთვის, სხვისთვის შესაძლოა სასტიკი შხამი გახდეს“-განაცხადა რომაელმა ფილოსოფოსმა, ლუკრეციუსმა ამ ფენომენზე დაკვირვების შემდგომ.[i]

მიუხედავად ალერგიის შესახებ უძველესი ჩანაწერების არსებობისა, ალერგიის შესწავლის თანამედროვე ეპოქა 1800-იანი წლებიდან იწყება, როცა ექიმმა ბოსტოკმა დაწვრილებით აღწერა დაავადება „თივის ცხელება“. მართალია, ამ დაავადებას სინამდვილეში არ აქვს კავშირი არც თივასთან და არც ცხელებასთან, მაგრამ ეს იყო ალერგიული მდგომარეობის, რომელიც აზიანებდა ზედა სასუნთქ გზებს, პირველი სამედიცინო აღწერა. დღეს, ამ დაავადებას სამედიცინო ენაზე სეზონური ალერგიული რინიტი ეწოდება. [ii]

ალერგიის, როგორც დაავადების პირველ აღწერას სხვა მრავალი აღმოჩენაც მოყვა, თუმცა თავად ტერმინი “ალერგია” მედიცინაში ავსტრიელმა მეცნიერმა, ვენაში მცხოვრებმა პედიატრმა პირკემ დაამკვიდრა (1906 წ). ის ამ სიტყვას იყენებდა იმ უცნაური სიმპტომების დასახასიათებლად, რომლებიც არ იყო დაკავშირებული საწყის დაავადებასთან და ვითარდებოდა ზოგიერთ დიფთერიით დაავადებულში ცხენის შრატის ანატოქსინით მკურნალობისას. ტერმინი პირკემ მიიღო ბერძნული სიტყვა „allegros“-ისგან, რომელიც „რეაქცია უცხოზე“ ნიშნავს.  შემდგომში, ნივთიერებებს, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს იწვევენ ალერგენები ეწოდა.[iii]

ამჟამად ათასობით ალერგენია ცნობილი. ალერგენებად შესაძლოა მოგვევლინოს ერთი შეხედვით უსაფრთხო ნივთიერებები. მაგ, საკვები, სახლის მტვერი (რომელიც ტკიპას, ტარაკნებსა და ეპიდერმულ ნარჩენებს შეიცავს), მცენარეების მტვერი, მედიკამენტები, ცხოველის ბეწვი, ფრინველის ბუმბული, საყოფაცხოვრებო და საწარმოო ქიმიური ნვთიერებები (პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები)…[iv] არსებობს ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული ალერგიაც. მაგალითად, ალერგია მექანიკურ გაღიზიანებაზე, სითბოზე, სიცივეზე, წყალზე.[v] ორგანიზმის პასუხი ამ და სხვა ალერგენებზე შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი (მაგ, ალერგიული სურდო, კანის ქავილი, თვალის ლორწოვანის ალერგიული დაზიანება…), ასევე უმძიმესი, სიცოცხლისთვის საშიში (მაგ, ანაფილაქტიური შოკი).ალერგიული რეაქციების სიმძიმეს ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებები, ე.წ. ფონური ქრონიკული დაავადებების არსებობა (რომლებიც ცვლიან ორგანიზმის იმუნურ სტატუსს), შეჭრილი ნივთიერების ბუნება და სხვა მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს და არა  ორგანიზმში შეჭრილი ალერგენის რაოდენობა. ძლიერი ალერგიული რეაქციები ალერგენის უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს.[vi] [vii]

ალრეგიას არცთუ უმიზეზოდ უწოდებენ ჩვენი საუკუნის დაავადებას. თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში  მოსახლეობის 10-30%-ს სხვადასხვა სახის ალერგია აწუხებს. ეს მაჩვენებელი მზარდია. ალერგიული დაავადებების სწრაფი ზრდის პარალელურად   მიმდინარეობს ალერგიული დაავადებების რისკ-ფაქტორების და მიზეზების მეცნიერული შესწავლა. აღმოჩნდა, რომ ალერგიის განვითარებაში ერთ–ერთი  უდაო და წამყვანი ფაქტორია გენეტიკური წინასწარგანწყობა. კვლევებით დადგინდა, რომ  ალერგიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაავადებულია ალერგიით: თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის განვითარების ალბათობა დაახლოებით 48 %-ია; ორივე ალერგიული მშობლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70%-მდე იზრდება.[viii] გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ალერგიის განვითარების ალბათობას ზრდის თამბაქოს მეორადი კვამლის (თამბაქოს მოწევის პროცესში გარემოში გამოყოფილი კვამლი) ზეგავლენა,  საკეისრო კვეთით დაბადება და სხვა.[ix]

მსოფლიოში ალერგიით (მათ შორის ბრონქული ასთმით) დაავადებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის ტენდენციას მხოლოდ ზემოთ მოხსენიებული ფაქტორები ვერ ხსნის. ამიტომ, შემუშავდა ორი თეორია:

პირველი თეორიის მიხედვით, თანამედროვე სამყაროში ალერგიული დაავადებების რაოდენობის ზრდა სინთეზური ნივთიერებების სიჭარბის შედეგია. დღეს, განვითარებულ ქვეყნებში შიგა გარემო (საცხოვრებელი სახლები, სამუშაო გარემო) გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გარე; შენობების ჰერმეტიზაციამ შიგა გარემოს ორგანული და არაორგანული მტვრით გაჯერება გამოიწვია. ადამიანების უმეტესობას ძირითადად ასეთ გარემოში უხდება ყოფნა, ამიტომ ადვილი მისახვედრია, რამდენად ძლიერია ალერგენული ზეწოლა და რატომ იზრდება ამ დაავადების სიხშირე;

მეორე თეორია იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობის განვითარების ჰიგიენური თეორიაა.  მის მიხედვით, ალერგიული დაავადებები უმთავრესად მათი ხვედრია, ვინც ზედმეტად ჰიგიენურ პირობებში იზრდებოდა. იმუნური სისტემის დანიშნულებაა შეებრძოლოს ვირუსებს, ბაქტერიებს, პარაზიტებს და სხვა მიკრობებს. თანამედროვე სამყაროში ზედმეტად ჰიგიენური პირობების, ანტიბიოტიკების გამოყენების და სხვა მსგავსი ფაქტორების გამო  ჩვენი იმუნური სისტემა მუდმივად განიცდის  ანტიალერგიული მექანიზმების  დეფიციტს.  იმუნიტეტს აღარ უწევს ჭეშმარიტად მავნე ორგანიზმებთან გამკლავება, ამიტომ მისი ყურადღების და ენერგიის მიმართვა  ორგანიზმის გარემომცველი ნივთიერებებისადმი ხდება. იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურდება სხვადასხვა უსაფრთხო და უვნებელი ნივთიერებების მიმართ, რაც თავის მხრივ, ალერგიული დაავადების განვითარებას განაპირობებს. [x][xi]

აგრესიული გარემოს, მემკვიდრული წინასწარგანწყობის და ალერგიის ხელშემწყობი მრავალი სხვა ფაქტორის მიუხედავად, ალერგიის განვითარების პროფილაქტიკა გარკვეულწილად მაინცაა შესაძლებელი. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ძუძუთი ექსკლუზიური (მხოლოდ დედის რძით კვება) კვება ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს ალერგიის განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში. რაც შეეხება ალერგიულ პირებს – ალერგიის პროფილაქტიკის და მკურნალობის ერთ–ერთი ძირითადი საშუალება გამომწვევის ელიმინაცია, ანუ მასთან კონტაქტის აღკვეთაა.[xii]

 ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო



აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა

აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა
#post_seo_title

აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა

ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლის წნევის ციფრები იმატებს. ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის დაავადება და სხვა გართულებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1,5 მილიარდი ადამიანი ავადდება და 7 მილიონი კვდება.

ქართული რეალობა უფრო მძიმეა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყოველი ათი გარდაცვლილიდან ხუთის სიკვდილი ჰიპერტენზიას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ ჰიპერტენზიით დაავადებულთა უმრავლესობა – ხუთიდან სამი – არ მკურნალობს.

რა უწყობს ხელს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას?

მაღალი წნევა, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სხვა.

140/90 და ამაზე მაღალი მაჩვენებელი მაღალ წნევად ანუ ჰიპერტენზიად ითვლება.

წნევის კონტროლი გულისხმობს მისი მაჩვენებლების 140/90-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას და სხვა რისკფაქტორების შემცირებას.

რა საჭიროა, ვიცოდეთ ჩვენი წნევის ციფრები?

ეს გვეხმარება, ადრეულად გამოვავლინოთ ჰიპერტენზია. მაღალი წნევის დასადგენად ერთადერთი გზა წნევის სწორი გაზომვაა. ეს მოითხოვს სათანადო წესების მკაცრად დაცვას და შემოწმებულ წნევის აპარატს.

თუ თქვენი წნევის ციფრები არ იცით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ მაღალი წნევა აღმოგაჩნდათ, ძალიან მნიშვნელოვანია, წნევა სახლშიც რეგულარულად იზომოთ. მეთვალყურეობისთვის ექიმი დაგიგეგმავთ მომდევნო ვიზიტს.

არტერიული წნევის მომატების თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მკურნალობაც.

როგორ ავიცილოთ თავიდან მაღალი წნევა?

– ნაკლებად მოიხმარეთ მარილი და მარილიანი საკვები.
– მირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ტკბილეულს, ცომეულსა და ცხოველურ ცხიმს.
– ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას.
– იმოძრავეთ მეტი, ივარჯიშეთ რეგულარულად.
– თავი დაანებეთ თამბაქოს წევას, ერიდეთ მის კვამლს.

როგორ ვუმკურნალოთ მაღალ წნევას

• ბევრისთვის ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად, უმეტესობას კი ამასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობაც სჭირდება. არსებობს ეფექტური და არცთუ ძვირი მედიკამენტები. თუ მათ ზუსტად ისეთი წესით მიიღებთ, როგორითაც ექიმმა დაგინიშნათ, წნევის გაკონტროლება და მისი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია!
გახსოვდეთ, წნევის ნორმალური მაჩვენებლების დროსაც კი მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა არ შეიძლება – ეს ზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ალბათობას!

დისკუსია ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, წარმატებული ინიციატივების გამოვლენისა და მისი ფართო მასშტაბით განხორციელების წახალისების მიზნით გაიმართა

დისკუსია ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, წარმატებული ინიციატივების გამოვლენისა და მისი ფართო მასშტაბით განხორციელების წახალისების მიზნით გაიმართა
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აზერბაიჯანში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„დისკუსია ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, წარმატებული ინიციატივების გამოვლენისა და მისი ფართო მასშტაბით განხორციელების წახალისების მიზნით გაიმართა.

მაღალი დონის შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობაზე კლიმატური გავლენის საზომი სისტემის შექმნაზე, გავლენის შემსუბუქებასა და ადაპტაციის ინსტრუმენტების დანერგვაზე.

„ჯანდაცვის სამინისტრო არის წამყვანი უწყება მრავალვექტორული გეგმის განხორციელებაში, რომელიც ეხება თბური ტალღების მართვას, რაც გასულ წელს, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით იქნა მიღებული. ეს გეგმა მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, საზოგადოების ინფორმირებას თბური ტალღებისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების საშუალებით, ჩვენ შევძელით კლიმატისა და ჯანმრთელობის მონაცემების შეგროვებისა და ანალიტიკის მიმართულებების განვითარება. აღნიშნული მონაცემები, მომავალში, ჯანდაცვის სექტორში კლიმატური ცვლილებების საკითხებზე ჩვენი პოლიტიკის ფორმირებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ, მრგვალი მაგიდის ფორმატის, სამმხრივ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიისას, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტებს წარმომადგენლებმა, კლიმატისადმი მედეგი მომავლისათვის, მწვანე სამუშაოებში ინვესტირებასა და ადამიანური რესურსის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ, განვითარებადი ინდუსტრიის მოთხოვნების საპასუხოდ, აუცილებელია სამუშაო ძალის საჭირო უნარებით აღჭურვა/გადამზადება.

„ჩვენი საერთო გამოწვევაა, შევქმნათ მდგრადი მომავალი, რომელიც არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებას ებრძვის, არამედ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებსაც უქმნის.

მწვანე სამუშაოები არის ღირსეული სამუშაოები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის საქმეში. ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, მოქალაქეების, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, დასაქმების ხელშეწყობაა. დასაქმების სერვისები მოიცავს პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) პროგრამებს, ასევე დასაქმების მაძიებლებს ვეხმარებით სამუშაოს შერჩევაში, ჩვენი ციფრული პლატფორმა „Worknet“-ის მეშვეობით. დამატებით, ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, რათა ეს სერვისები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მწვანე სამუშაოებისთვის საჭირო უნარების გამოვლენა და მხარდაჭერა, რაც დაგვეხმარება დავაკავშიროთ შრომის ბაზრის მოთხოვნები და სამუშაო ძალის შესაძლებლობები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მაღალი დონის შეხვედრებში, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე მონაწილეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

2020 წლის 17 ნოემბერს ამოქმედდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის დაჩქარების გლობალური სტრატეგია, რითაც მსოფლიოს ქვეყნებმა კიბოს აღმოფხვრის ვალდებულება აიღეს

2020 წლის 17 ნოემბერს ამოქმედდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის დაჩქარების გლობალური სტრატეგია, რითაც მსოფლიოს ქვეყნებმა კიბოს აღმოფხვრის ვალდებულება აიღეს
#post_seo_title

♀️ 2020 წლის 17 ნოემბერს ამოქმედდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის დაჩქარების გლობალური სტრატეგია, რითაც მსოფლიოს ქვეყნებმა კიბოს აღმოფხვრის ვალდებულება აიღეს.

🎗️ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია:
▪️ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით
▪️ რეგულარული სკრინინგით
▪️ კიბოსწინარე დაზიანებების მკურნალობით.
🦠 ადამიანთა 80%-ზე მეტი პაპილომავირუსის მატარებელია, ამიტომ აუცილებელია მასთან დაკავშირებული სტიგმის აღმოფხვრა.
🌸 მიიღე ინფორმაცია სანდო წყაროებიდან
🌸 აიცერი
🌸 ჩაიტარე სკრინინგი
♀️ ქალები არ უნდა იღუპებოდნენ საშვილოსნოს ყელის კიბოთი, ჩვენ შეგვიძლია მისი დამარცხება.
გაგუას კლინიკა Gagua Clinic

World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

ხელის ჰიგიენის შესახებ საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი – მაია კაშია

#post_seo_title

სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებულ ინფექციებზე (სმაი) მსოფლიოს მასშტაბით დაავადებათა ტვირთის მნიშვლოვანი ნაწილი მოდის და მას დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს როგორც პაციენტებზე, ასევე ჯანდაცვის სისტემებზე.

ხელის ჰიგიენის შესახებ საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი – მაია კაშია

ხელის სწორ ჰიგიენას, ხელების სწორ დროს, სწორი ტექნიკით დამუშავების მარტივი ამოცანის შესრულებას, შეუძლია მრავალი სიცოცხლის გადარჩენა. სამედიცინო პერსონალი შესაძლოა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების ერთი პაციენტიდან მეორეზე გადაცემის ხელშემწყობი [გადამტანი] თავად გახდეს, თუ ისინი ხელებს საჭირო დროს და სათანადო მეთოდით არ დაიმუშავებენ.
ხელის ჰიგიენის ნორმების საჭირო მომენტებში შესრულება ჯანდაცვის სფეროში საკვანძო საკითხია. ხელის ჰიგიენა ამცირებს მიკროორგანიზმების გადაცემის რისკს (მათ შორის ანტიბიოტიკ-რეზისტენტული შტამების), ამცირებს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ინფექციებს (სმაი) და უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას. ხელის ჰიგიენის ეფექტური და დროული დაცვა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
ხელის ჰიგიენის შესახებ საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი – მაია კაშია

რობოტი-თაროები მედდებსა და პაციენტის ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ

რობოტი-თაროები მედდებსა და პაციენტის ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ
#post_seo_title

შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები დანერგეს, რომლებიც მედდებს, პაციენტებს ან მათ ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ, – წერს BBC.

ინტელექტუალური თარო ქალაქ აბერდინის საბავშვო კლინიკაში დანერგეს და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა მსოფლიო სამედიცინო სივრცისთვის.

ახალი აღჭურვილობა სამედიცინო პერსონალს უმსუბუქებს სამუშაოს. ექიმებს შეჰყავთ მონაცემები რობოტ-თაროში იმის შესახებ, თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოს პაციენტმა ესა თუ ის პრეპარატი.

რობოტი-თარო გაიღება მხოლოდ საჭირო დროს და ჩამოაგდებს უჯრაში იმ პრეპარატს, რომლის მიღების დროც მოვიდა.

იმ პაციენტების ახლობლების თქმით, რომლებიც მძიმე ქრონიკულ დაავადებებს ებრძვიან, რობოტი-თარო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რადგან ის ეხმარება მათ წამლების დროულ და რეგულარული მიღებაში.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ აიღებს წამალს უჯრიდან, რობოტი-თარო წითლად გაანათებს.

drpkhakadze

ხაზი გაესვა ბენეფიციართა უსაფრთხოების საკითხს – ჯანდაცვის სამინისტროში ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

ხაზი გაესვა ბენეფიციართა უსაფრთხოების საკითხს - ჯანდაცვის სამინისტროში ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
#post_seo_title

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის, სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვის მიზნით, დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, მორიგი შეხვედრა, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან გამართეს.

ირინე წაქაძემ და გიორგი პატარიძემ, პროვაიდერებს, ბენეფიციარებისთვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, სამინისტროს გეგმები გააცნეს. იმსჯელეს, დღეს არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ სამინისტრო, სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობს და ამ მიმართულებით, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ხაზი გაესვა ბენეფიციართა უსაფრთხოების საკითხს.

შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, ხანდაზმულთა და შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების უზრუნველყოფაა, აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე სექტორში მომუშავე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრების ციკლი სხვადასხვა სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, ბენეფიციარებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს – მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემისოღლუს შეხვდა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ჯანდაცვის კატასტროფებისა და კრიზისების ეფექტურად მართვაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საპრევენციო და სამომავლო გეგმები. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ასანიძე.

სამედიცინო მსოფლიო კონგრესი თურქეთში 2014 წლიდან ტარდება. წელს მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემაა „ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალი“. საერთაშორისო ღონისძიება მოიცავს: პანელურ დისკუსიებს, ორმხრივ შეხვედრებს, ვორქშოპებსა და სიტყვით გამოსვლებს.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანდაცვის კატასტროფების თუ კრიზისების მართვას, ასევე ამ მიმართულებით არსებულ საპრევენციო და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights