პარასკევი, ივნისი 19, 2026

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში
#post_seo_title

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებები უნდა იყოს დაცული ყოველთვის, ყველგან და მათ შორის სამედიცინო სერვისების მიწოდებისას. ბავშვთა უფლებების გაძლიერება სამედიცინო სფეროში განსაკუთრებით კი ჰოსპიტალში, აუცილებელია ბავშვთა ჯანმრთელობის გაუჯობესებისთვის და კეთილდღეობისათვის.
ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის No.15 კომენტარის მიხედვით, ბავშვთა უფლება
ჯანმრთელობის შესახებ არის მისი ბაზისური უფლება „ჰქონდეს ხელმისაწვდომობა
ჯანმრთელობის პრევენციულ და ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამებზე; მკურნალობის, რეაბილიტაციის და პალიატიურ მზრუნველობის სერვისებზე; მაგრამ ამავე დროს მას უნდა ჰქონდეს ზრდისა და განვითარების სრულყოფილი პირობები და შეეძლოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა“

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

#drpkhakadze

„ყველა ბავშვისათვის, ყველა ბავშვის უფლებებისათვის“

ბავშვთა საერთაშორისო დღე, 2020 წელი
#post_seo_title

ბავშვთა საერთაშორისო დღე, 2020 წელი – დავიცვათ ბავშვთა უფლებები;
მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება,
რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის
გაუმჯებესებისა და მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის

 

სლოგანი: „ყველა ბავშვისათვის, ყველა ბავშვის უფლებებისათვის[1]“-

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გენერალური მდივანი ბატონი ანტონიო გუტერესი

1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება  ბავშვთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზნებია: დავიცვათ ბავშვთა უფლებები; მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯებესებისა და მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

1 ივნისი, როგორც ბავშვთა საერთაშორისო დღე დაარსდა 1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში, შვეიცარია. მას შემდეგ, 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე.[2] მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ბავშვთა საერთაშორისო დღე, ასევე, აღინიშნება 20 ნოემბერს, რადგან სწორედ 1959 წლის 20 ნოემბერს მოხდა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ ბავშვთა უფლებების დეკლარაციის დამტკიცება, ხოლო 1989 წლის 20 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული იქნა ბავშვთა უფლებების კონვენცია. როგორც ბავშვთა უფლებების დეკლარაცია, ასევე კონვენცია რატიფიცირებული იქნა საქართველოს სახელმწიფოს მიერ.

სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ბავშვები და მოზარდები, რომელთაც აქვთ შეზღუდული ხელმისაწვდომობა სიცოცხლისათვის აუცილებელ ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის მაღალი ხარისხის მომსახურება და განათლება, სუფთა ჰაერი და წყალი, ადეკვატური სანიტარია და კვება. შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავა „ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ახალი გლობალური სტრატეგია (2016-2030 წწ.)“, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი სიცოცხლის გადარჩენას და 2030 წლისთვის ყველა ახალშობილისა და ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. სტატეგიის თანახმად, 2030 წლისათვის ყველა ბავშვმა და მოზარდმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა შეძლოს თავიანთი უპირველესი უფლების რეალიზება, რომელიც გულისხმობს მათი ფიზიკური განვითარების, მენტალურ ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომისა და კეთილდღეობის უფლებას. მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური და ეკონომიკური განვითარების საშუალება და აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების პერსპექტიულ და მდგრად განვითარებაში. დასახული მიზნების განხორციელება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, თუმცა ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის ჩადებული ინვესტიცია არამარტო აუმჯობესებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ და მოწყვლადი პოპულაციის, მათ შორის ქალთა, ბავშვთა  და მოზარდთა ჯანმრთელობას, არამედ უზრუნველყოფს მათი ოჯახების სოციალურ სტაბილურობასა და დაცულობას; გლობალურად კი ხელს უწყობს ქვეყნის პროდუქტიულობის გაზრდას და საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას[3].

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირების თვალსაზრისით. ქვეყანამ წარმატებით შეასრულა ათასწლეულის განვითარების მე-4 მიზანი, რომელიც გულისხმობდა 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირებას 1990-2015 წლების პერიოდში; მნიშვნელოვნად შემცირდა ასევე ჩვილთა სიკვდილიანობაც, რაშიც დიდი წვლილი გაზრდილ სახელმწიფო დაფინანსებასა და სამედიცინო მომსახურებაზე გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობას მიუძღვის.

კვლავ დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს 0-დან 5 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. როგორც 0-1 წლამდე ასევე 0-5 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა წინა წლებთან შედარებით და 2018 წელს 0-1 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1000 ცოცხალშობილზე შეადგინა 8.1, ხოლო 0-5 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხალშობილზე გახდა 9.5[4].

მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვა COVID-19 პანდემიის პერიოდში. COVID-19 ახალი ვირუსია და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე. თუმცა ცნობილია, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია.

იმისთვის, რომ დაიცვათ ბავშვები და მოზარდები COVID-19 ინფექციისაგან, აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, კერძოდ მნიშვნელოვანია ხელების სისუფთავის და სასუნთქი გზების ჰიგიენის სათანადო დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. ჩაუტარეთ ბავშვებს გეგმიური აცრები, რათა ისინი დაცული იყვნენ სხვა ვირუსებისგან და ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებებისგან.

ისევე, როგორც სხვა გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების დროს, დროულად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღენიშნება დაავადების სიმპტომები და ეცადეთ, თავი აარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს (სამსახური, სკოლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი), რომ არ დაუშვათ დაავადების სხვა პირებისთვის გადაცემა.

[1] https://www.un.org/en/observances/world-childrens-day

[2] https://www.awarenessdays.com/awareness-days-calendar/international-childrens-day-2020/

[3] http://who.int/…/global-strat…/global-strategy-2016-2030/en/

[4] https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=a9ee8a02-ef7a-4d3a-b510-39aefd5872da

 

ბავშვთა მიმართ ცუდი მოპყრობა – მნიშვნელოვანი ფაქტები

„ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
#post_seo_title

ბავშვთა მიმართ ცუდი მოპყრობა

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • მოზარდთა ერთი მეოთხედის განცხადებით ისინი ბავშვობაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.
  • 5 -დან ყოველი 1 ქალი  და 13-დან ყოველი 1 კაცი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
  • ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას გასდევს და მათი სოციალური შედეგები მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებას.
  • ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა პრევენტაბელურია და საჭიროებს მულტისექტორულ მიდგომას.
  • ეფექტური პროგრამების საშუალებით ხდება მშობლების მომზადება და მათთვის სასარგებლო უნარ-ჩვევების განვითარება.
  • ბავშვებზე და მათ ოჯახებზე მუდმივი მზრუნველობა ამცირებს ცუდად მოპყრობის განმეორებით ფაქტებს და მის შედეგებს.
  • ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა წარმოადგენს 18 წლამდე ასაკის ბავშვების დამცირებას, მათზე ძალადობასა და მუქარას. იგი მოიცავს ყველა ტიპის ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შეურაცხყოფას, სექსუალურ ძალადობას, უგულვებელყოფას, კომერციულ ან სხვა სახის ექსპლუატაციას, რომელიც იწვევს რეალურ ან პოტენციურ ჯანმრთელობის დაზიანებას.

ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობის შედეგები

ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა ზიანს აყენებს ბავშვებსა და ოჯახებს, რომელსაც  ხანგრძლივი შედეგები მოყვება. ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა იწვევს სტრესს, რაც ხელს უშლის თავის ტვინის ადრეულ ეტაპზე განვითარებას. ძლიერმა სტრესმა შეიძლება შეაფერხოს ნერვული და იმუნური სისტემების განვითარება. მოზარდებში, რომლებიც ბავშვობაში განიცდიდნენ ცუდად მოპყრობას, მაღალია ქცევითი პრობლემების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების განვითარების რისკი.

ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობის შედეგები:

  • მოძალადე ან ძალადობის მსხვერპლი
  • დეპრესია
  • მწეველობა
  • სიმსუქნე
  • რისკის შემცველი სქესობრივი ქცევები
  • დაუგეგმავი ორსულობა
  • ალკოჰოლიზმი და წამალ-დამოკიდებულება

რისკ-ფაქტორები

ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობის რისკ-ფაქტორები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: 

ბავშვი

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ბავშვები არიან მსხვერპლი და ისინი არ შეიძლება იყვნენ ცუდად მოპყრობის მიზეზი. ბავშვის ზოგიერთმა ინდივიდუალურმა ხასიათის თვისებამ და ქცევამ შეიძლება გაზარდოს ცუდად მოპყრობის რისკები. ასეთებია:

  • 4 წელზე უმცროსი ან მოზარდი
  • არასასურველი შვილი ან ვერ გაამართლოს მშობლის მოლოდინები
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, მუდმივად მტირალა ან ფიზიკური ნაკლოვანებები

მშობელი ან მეურვე

მშობლის ან მეურვის ზოგიერთმა ინდივიდუალურმა ხასიათის თვისებამ და ქცევამ შეიძლება გაზარდოს ცუდად მოპყრობის რისკები. ასეთებია:

  • ახალშობილთან შეჩვევის პრობლემა
  • ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სიძნლეები
  • ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმაციის უქონლობა ან არარეალური მოლოდინების არსებობა
  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, მათ შორის ორსულობის პერიოდში
  • კრიმინალური ცხოვრება
  • ფინანსური პრობლემები

ურთიერთობები

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის, ასევე მეგობრებთან და თანატოლებთან ურთიერთობის ზოგიერთმა თავისებურებებმა შეიძლება გაზარდოს ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობის რისკები. ასეთებია:

  • ოჯახის წევრის ფიზიკური ან გონებრივი განვითარების პრობლემები
  • ოჯახის დანგრევა ან ძალადობა ოჯახის დანარჩენ წევრებს შორის
  • მრავალწევრიან ოჯახებში ბავშვის უგულვებელყოფა

თემი და სოციალური ფაქტორები

თემისა და საზოგადოების ზოგიერთმა თავისებურებამ შეიძლება გაზარდოს ბავშვის მიმართ ცუდად მოპყრობის რისკები. ასეთებია:

  • გენდერული და სოციალური უთანასწორობა
  • ცუდი საცხოვრებელი და გარემო პირობები
  • უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონე
  • ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ საშუალებებზე ადვილი ხელმისაწვდომობა
  • სამართალდამცავებისა და შესაბამისი პროგრამების არასრულფასოვანი მუშაობა, რომელმაც უნდა აღკვეთოს ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა, ძალადობა, ბავშვების პორნოგრაფია, პროსტიტუცია და შრომითი ექსპლუატაცია.
  • სოციალური და კულტრული წეს-ჩვეულებები, რომლებიც ხელს უწყობს ძალადობას, დასჯას, ქალთა უფლებების შელახვას და აკნინებს ბავშვის როლს მშობლისა და შვილის ურთიერთობაში.
  • სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და განათლების ისეთი პილიტიკა რომელიც იწვევს სიღარიბეს, სოციო-ეკონომიკურ უთანასწორობას და არასტაბილურობას;

პრევენცია

ბავშვის მიმართ ცუდად მოპყრობის პრევენცია მოითხოვს მულტისექტორულ მიდგომას. ეფექტური პროგრამების საშუალებით ხდება მშობლების მომზადება და მათთვის სასარგებლო უნარ-ჩვევების განვითარება.

ასეთებია:

  • მშობლების განათლების დონის ამაღლება, ბავშვის აღზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, მშობლების ცნობიერების დონის ამაღლება ბავშვის განვითარებისა და მათი მოვლის შესახებ.
  • მულტი სექტორალური ინტერვენციები, რომლებიც მოიცავს მშობლების, სკოლამდელი ბავშვების და მოზარდების განათლების დონის ამაღლებას, მოვლა და მხარდაჭერა, და სხვა.
  • პროგრამები რომლებიც მიმართულია ბავშვებში თავის ტრავმის აცილებისაკენ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვის რყევით. მას ასევე ეწოდება ბავშვის რყევის სინდრომი, რაც იწვევს თავის ტვინის ტრავმას. ჩვეულებრივ პროგრამები ხორციელდება ჰოსპიტლებში, კერძოდ ბავშვის ჰოსპიტლიდან გაწერის წინ ახალგაზრდა მშობლებს აცნობენ ინფორმაციას ბავშვის რყევის სინდრომთან და მასთან ასოცირებულ საშიშროებებთან დაკავშირებით, და ასევე მათ აძლევენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თუ ბავშვი ტირის გაუჩერებლად.
  • სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ძალადობით გამოწვეული თავის ტრავმების პრევენციას. აღნიშნული პროგრამები ძირითადად ხორციელდება სამედიცონო დაწესებულებების დონეზე და მიმართულია ახალბედა მშობლების განათლებაზე ბავშვის შერხევის სინდრომის შესახებ, ასევე ახალშობილების ტირილის მართვის შესახებ;
  • პროგრამები, რომლებიც მიმართულია ბავშვების სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის და ხორციელდება სკოლის დონეზე, სადაც ბავშვებს ასწავლიან:
  • საკუთარი სხეულის ფლობა;
  • განსხვავება კარგ და ცუდ ფიზიკურ შეხებას შორის;
  • ძალადობის ნიშნების ამოცნობა;
  • უარის თქმა;
  • ცუდად მოპყრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნდობით აღჭურვილი პირისთვის;

რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება აღნიშნული პრევენციული პროგრამების ინტერვენცია, მით უფრო ეფექტურ შედეგებს მივიღებთ. პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ჯანმოს მიერ მოწოდებულია 4 საფეხურიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციები:

  1. პრობლემების გამოვლენა;
  2. მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების განსაზღვრა;
  3. ინტერვენციული პროგრამების დანერგვა, რომლებიც მიმართულია რისკ-ფაქტორების შემცირებისკენ;
  4. ეფექტური ინტერვენციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის დონის გაზრდა.

ლიტერატურა:

WHO. Child Maltreatment. 2017. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs150/en/

#drpkhakadze

კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

#post_seo_title

⭕️ ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებას იწვევს.

‼️ ვირუსი გადამდებია დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის: კბენის, გაკაწვრის ან დადობვლის შემთხვევაში.

👨‍⚕️ საეკლესიო საავადმყოფო ქსენონში შეგიძლიათ, რაბიოლოგიურ სამსახურს მიმართოთ და კვალიფიციური კონსულტაცია მიიღოთ ექიმი რაბიოლოგისგან. ქსენონში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება მოზარდებში 16 წლიდან.

📞 𝟱𝟵𝟴𝟬𝟯𝟯𝟬𝟯𝟬
📌 მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი # 𝟮𝟭

ნევროლოგიის დეპარტამენტი ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

#post_seo_title

🧠 ნევროლოგიის დეპარტამენტი ქსენონში.
⭕️ გთავაზობთ ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და კონსერვატიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.​

👇 აუცილებელია ნევროლოგთან ვიზიტი თუ გაწუხებთ:

▪️ თავის ტკივილი;
▪️ თავბრუსხვევა,წონასწორობის დარღვევა;
▪️ მხედველობის გაორება;
▪️ კუნთების გაჭიმულობა, კუნთების განლევა;
▪️ კიდურების სისუსტე ან დაბუჟება;
▪️ კიდურების კანკალი;
▪️ მეტყველების გაძნელება;
▪️ მეხსიერების დაქვეითება;
▪️ძილის დარღვევა და სხვა.

✨ კლინიკის თანამედროვე აღჭურვილობა და გუნდის გამოცდილება საშუალებას იძლევა რთულ და კრიტიკულ შემთხვევებში საუკეთესო შედეგი მივიღოთ.

📞 ექიმთან შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ: 𝟱𝟵𝟴𝟬𝟯𝟯𝟬𝟯𝟬.
📌 მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი # 𝟮𝟭
#საეკლესიო_საავადმყოფო_ქსენონი

ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ახალი კვლევა - 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას
#post_seo_title

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სიმსივნის კვლევის ამერიკულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა, ახალგაზრდებმა ცხოვრებისეულ 6 ფაქტორზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომელიც სიმსივნის ეპიდემიის განვითარებას უწყობს ხელს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სიმსივნის კვლევის ამერიკულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული 6 ფაქტორის გათვალისწინება, რომლებსაც სიმსივნის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება. ეს ფაქტორები მოიცავს არაჯანსაღი დიეტის, სიმსუქნის, გარემოში არსებული ქიმიკატების, ანტიბიოტიკების ხშირ გამოყენებას, ალკოჰოლსა და უმოძრაო ცხოვრების წესს. ამგვარი ზემოქმედებები მნიშვნელოვნად ზრდის სიმსივნის რისკს.

რა ფაქტორები უწყობს სიმსივნის განვითარებას ახალგაზრდებში?

  1. არაჯანსაღი დიეტა – მაღალი ცხიმებისა და შაქრის შემცველობამ, ნაკლებმა ბოსტნეულმა და ხილმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სიმსივნის განვითარების ალბათობა.
  2. სიმსუქნე – ჭარბი წონა და არასწორი ცხოვრების წესი დაკავშირებულია სიმსივნის წარმოშობასთან.
  3. ქიმიკატები გარემოში – მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით საყოფაცხოვრებო ნივთებში ან მაცივრის პროდუქტებში.
  4. ანტიბიოტიკები – ანტიბიოტიკების ხშირად გამოყენება უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე და შეიძლება ხელი შეუწყოს სიმსივნის წარმოშობას.
  5. ალკოჰოლი – ალკოჰოლის ხშირი მოხმარება სერიოზულ რისკს წარმოადგენს სიმსივნისთვის.
  6. უმოძრაო ცხოვრების წესი – ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და უმოძრაო ცხოვრება აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზრდის სიმსივნის რისკს.

რა რჩევები აქვთ მეცნიერებს ახალგაზრდებისთვის?

მეცნიერები ახალგაზრდებს ურჩევენ:

  • კონტრაცეპტივების (პრეზერვატივის) გამოყენება: ეს ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილებას, მათ შორის სიმსივნის განვითარების.
  • ალკოჰოლის შემცირებული მოხმარება: მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები სიფრთხილით მოეკიდონ ალკოჰოლს.
  • წითელი ხორცის ზომიერი მიღება: წითელი ხორცი არ უნდა ჭამონ კვირაში 3-ზე მეტჯერ.

სიმსივნის 40% გამოწვეულია ამ ფაქტორებით

კვლევის მიხედვით, სიმსივნის შემთხვევების 40% დაკავშირებულია ზემოთ ჩამოთვლილ 6 ფაქტორთან, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ რისკი შევამციროთ სწორი ცხოვრების წესით.

გაუმჯობესეთ თქვენი ჯანმრთელობა:

ეს რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ.

საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა

საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა
#post_seo_title

არასასურველმა წონამ “კურიერი P.S.-ის” კიდევ ერთ რესპონდენტს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა, ამიტომაც იძულებული გახდა, 153 კილო ვარჯიშით და სწორი კვებით დაიკლო. იმისთვის, რომ საბოლოო შედეგისთვის მიეღწია, გიორგი ბიბილაურმა 16 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, სულ ბოლო -ერთი თვის წინ. დღეს პერსონალური მწვრთნელია და სპორტდარბაზში უამრავ ადამიანს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

ის, რის გამოც 29 წლის ხატია ბურჯანაძე ხშირად საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გამხდარა, მისი წონაა. თუმცა ამბობს, რომ კილოგრამები პრობლემად მისთვის არასოდეს ქცეულა, პირიქით, ამან სოციალურ ქსელებში პოპულარობაც მოუტანა. მას შემდეგ ვიდეოებს იმ ადამიანებისთვის წერს, ვინც ქუჩაში სიარულისას, ტრანსპორტსა თუ სამსახურში ზომა-წონის გამო კრიტიკის ობიექტები ხდებიან და ამას მძიმედაც განიცდიან.

სოფო ნურაშვილის ახალი ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 140 კილოდან 80-ს დაემშვიდობა. ბულინგი არც მისთვის ყოფილა უცხო, რომელსაც სკოლის ასაკში, ჯერ კიდევ თანატოლებისგან გრძნობდა. წლების განმავლობაში, ზედმეტ კილოგრამებს ხან როგორ და ხან როგორ ებრძოდა, ეშინოდა წონას ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სასურველ შედეგს მიაღწია და წონის კლების პროცესს, უკვე მეოთხე წელია, სტაბილურად ინარჩუნებს.

საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. ყოველი 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი. ახალი კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო – 11% მსუქანი.

ქვეყანაში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის სტატისტიკა რომ საგანგაშოა, ამაზე ქართველი ექიმებიც საუბრობენ. პრობლემის სათავეებს ხშირად გენეტიკაში, არასწორი კვებასა და ფიზიკური დატვირთვის არარსებობაში ხედავენ. სიმსუქნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და სტრესსაც განიხილავენ.

ჭარბწონიანობა ზრდის დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს გაჩენის რისკს. ასევე, გავლენას ახდენს კანზე, ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე. უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე.

ჭამა-სმა რომ ადამიანებისთვის ხშირად დიდი თავისტკივილია, ამას წონასთან ბრძოლის არაერთი მეთოდიც ამტკიცებს. წლებთან ერთად, ადამიანებმა ჭარბ წონასთან ბრძოლის უამრავი საშუალება გამოიგონეს – დიეტა, ვარჯიში, ქირურგიული ოპერაცია, ე.წ. გასახდომი მედიკამენტები… ამ უკანასკნელთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ არჩევანის გაკეთებაც კი ჭირს. რაც უფრო მარტივია მეთოდი, მით უფრო პოპულარულია.

არასასურველ კილოგრამებს ადამიანები დაუშვებელი მეთოდებითაც ებრძვიან და ამას ექიმთან კონსულტაციის გარეშე აკეთებენ. შედეგი სავალალოა. ამ დროს შესაძლოა, ჯანმრთელობის დაკარგვასთან ერთად, დავკარგოთ თანხაც და თაღლითების მსხვერპლებიც გავხდეთ. რეალიზატორები მომხმარებლებს ატყუებენ და არწმუნებენ, რომ ე.წ. გასახდომი პროდუქტი უსაფრთხოა.

ზოგიერთი ქირურგიული ჩარევით ცდილობს არასასურველი წონის კორექციას. გასულ წელს, “კუჭის დაპატარავების” (ბარიატრიული) 1073 ოპერაცია ჩატარდა. ასაკი 15 წლიდან იწყება და 80 წლამდე მერყეობს. ამ ოპერაციას, უმეტესად, ქალები იკეთებენ. ხშირი იყო ფატალური შემთხვევებიც. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ საჭიროება არ არის, ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაცია დაუშვებელია.

ჭარბი წონა ვისთვის მხოლოდ ესთეტიკაა, ვისთვის – ჯანმრთელობის დიდი პრობლემა. თუმცა, 21-ე საუკუნის გამოწვევა რომ არის, ამაზე ადამიანები თანხმდებიან.ბოლო წლების მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 25% ჭარბწონიანია. მათგან კრიტიკულად ჭარბწონიანად მიიჩნევა, დაახლოებით, 10% – 700-800 მლნ. ადამიანი.

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა

ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები
ამ თავში განხილულია:
1. ფიზიოლოგიური ზრდისა და განვითარების ეტაპების შეფასება;
2. ახსნილია, თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა პრინციპები ადამიანის განვითარების სხვადასხვა თეორიის მიმართ;
3. ერთმანეთთან შედარებულია ადამიანის განვითარების სხვადასხვა თეორიები;
4. აღწერილია ადამიანის განვითარების სხვადსხვა თეორიები;
5. ახსნილია, თუ როგორ შეიძლება განვითარების ძირითადი თემები იქნას გამოყენებული ადამიანის განვითარების თეორიებთან მიმართებით;
6. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ადამიანის განვითარების თეორიები პედიატრიულ პრაქტიკაში.
ადამიანის განვითარების ეტაპების ცოდნა საექთნო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბავშვის კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ნორმალური ქცევის ცოდნა და მისი შეფასება საშუალებას იძლევა ინდივიდუალურად შეფასდეს პაციენტი და დაისახოს საექთნო პროცესი; ყურადღება გამახვილდეს ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და შენარჩუნებაზე ადამიანის განვითარების კუთხით, რაც პედიატრიული საექთნო პროცესის ყველაზე
მნიშვნელოვანი ასპექტია. რამდენიმე პრინციპის, საკითხისა და თეორიის ცოდნა დაეხმარება ექთანს, შეიმუშაოს მკურნალობის ოპტიმალური გეგმა. ეს თავი აღწერს სხვადასხვა პრინციპებსა და თემებს, რომელიც განიხილავს განვითარების მთავარ თეორიებს და უშუალოდ ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. თითოეული თეორია ბოლომდე განხილული და გაანალიზებული იქნება. ასევე იქნება მოწოდებული მიდგომა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თითოეული ეს თეორია ექთანმა პრაქტიკაში.

202306070501-272პედიატრია-i-ტომი-11.07.2020

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა
#post_seo_title

აშშ-ში პირველი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა – ქალს, რომელიც ქრონიკული დაავადებით იტანჯებოდა ორივე ფილტვი რობოტის დახმარებით გადაუნერგეს, – იუწყება ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრი NYU Langone Health.

შერილ მერკარი 57 წლისაა და თვითონაც ექიმია. მას ათ წელიწადზე მეტია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს. დაავადება განსაკუთრებით კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამწვავდა და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ოპერაცია ერთი თვის წინ ჩატარდა და მერკარი უკვე კლინიკიდან გამოწერისთვის ემზადება.

ექიმების თქმით, ამ მეთოდის მეშვეობით მათ ეძლევათ საშუალება მაქსიმალურად წარმატებით ჩაატარონ ოპერაცია, შეამცირონ ნეგატიური შედეგები, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას მოჰყვება.

შერილ მერკარი თავს ფანტასტიკურად გრძნობს. მისი თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ შეძლებდა თავისუფლად სუნთქვას და სიცოცხლის მეორე შანსი მიეცემოდა.

ფოტო: NYU Langone Health

„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია

„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია”
#post_seo_title

რატომ არ შეიძლება გამწვანებული კარტოფილის გამოყენება და რა ზიანის მოტანა შეუძლია სოლანინს ადამიანის ორგანიზმისათვის.

საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი”:

„როდესაც სახლში დიდხანს გაქვთ კარტოფილი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ან სოფლად სათავსოში მზის სხივები აღწევს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ კარტოფილის რაღაც ნაწილი გამწვანდა. ეს ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რას ვხედავთ – დიახ, თვალით ვხედავთ მწვანე ფერს და ეჭვი გვაქვს, რაღაც ისე არ ხდება ამ პროდუქტში, როგორც მის შეუფერადებელ ნაწილში.

ეს სწორედ სოლანინის დაგროვების შედეგია. ხშირ შემთხვევაში, თუ ამ ნივთიერებამ დაგროვება დაიწყო, საყურადღებო მარტო მწვანე ნაწილი არ არის. საყურადღებოა მის ქვეშ მდებარე, ჯერ კიდევ ფერშეუცვლელი ნაწილიც იმიტომ, რომ ვიდრე სოლანინი მსგავს მწვანე შეფერილობას მოგვცემს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი თვალით შეუმჩნეველი დაგროვება იმიტომ, რომ ის თავის ეფექტს ინარჩუნებს. სოლანინი ადამიანისათვის მომწამვლავია. ერთხელ ასეთი პროდუქტის მოხმარება, ადამიანს, რა თქმა უნდა, საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ასეთი პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, უდავოდ, ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია. თუ კარტოფილი გაგვიმწვანდა, თავის მოტყუება საჭირო არ არის, რომ ცოტა სქლად გავფცქვნით და ეს პრობლემას მოხსნის. არა, რეალურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნივთიერება უფრო ღრმადაა. დადასტურებულია, სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, რამდენად ზიანდება ღვიძლი და მისი ფუნქციები და მთელი ორგანიზმისათვის ონკოლოგიური რისკები იზრდება.“

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights