ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ახალი კვლევა - 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას
#post_seo_title

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სიმსივნის კვლევის ამერიკულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა, ახალგაზრდებმა ცხოვრებისეულ 6 ფაქტორზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომელიც სიმსივნის ეპიდემიის განვითარებას უწყობს ხელს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სიმსივნის კვლევის ამერიკულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული 6 ფაქტორის გათვალისწინება, რომლებსაც სიმსივნის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება. ეს ფაქტორები მოიცავს არაჯანსაღი დიეტის, სიმსუქნის, გარემოში არსებული ქიმიკატების, ანტიბიოტიკების ხშირ გამოყენებას, ალკოჰოლსა და უმოძრაო ცხოვრების წესს. ამგვარი ზემოქმედებები მნიშვნელოვნად ზრდის სიმსივნის რისკს.

რა ფაქტორები უწყობს სიმსივნის განვითარებას ახალგაზრდებში?

  1. არაჯანსაღი დიეტა – მაღალი ცხიმებისა და შაქრის შემცველობამ, ნაკლებმა ბოსტნეულმა და ხილმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სიმსივნის განვითარების ალბათობა.
  2. სიმსუქნე – ჭარბი წონა და არასწორი ცხოვრების წესი დაკავშირებულია სიმსივნის წარმოშობასთან.
  3. ქიმიკატები გარემოში – მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით საყოფაცხოვრებო ნივთებში ან მაცივრის პროდუქტებში.
  4. ანტიბიოტიკები – ანტიბიოტიკების ხშირად გამოყენება უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე და შეიძლება ხელი შეუწყოს სიმსივნის წარმოშობას.
  5. ალკოჰოლი – ალკოჰოლის ხშირი მოხმარება სერიოზულ რისკს წარმოადგენს სიმსივნისთვის.
  6. უმოძრაო ცხოვრების წესი – ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და უმოძრაო ცხოვრება აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზრდის სიმსივნის რისკს.

რა რჩევები აქვთ მეცნიერებს ახალგაზრდებისთვის?

მეცნიერები ახალგაზრდებს ურჩევენ:

  • კონტრაცეპტივების (პრეზერვატივის) გამოყენება: ეს ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილებას, მათ შორის სიმსივნის განვითარების.
  • ალკოჰოლის შემცირებული მოხმარება: მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები სიფრთხილით მოეკიდონ ალკოჰოლს.
  • წითელი ხორცის ზომიერი მიღება: წითელი ხორცი არ უნდა ჭამონ კვირაში 3-ზე მეტჯერ.

სიმსივნის 40% გამოწვეულია ამ ფაქტორებით

კვლევის მიხედვით, სიმსივნის შემთხვევების 40% დაკავშირებულია ზემოთ ჩამოთვლილ 6 ფაქტორთან, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ რისკი შევამციროთ სწორი ცხოვრების წესით.

გაუმჯობესეთ თქვენი ჯანმრთელობა:

ეს რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ.

საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა

საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა
#post_seo_title

არასასურველმა წონამ “კურიერი P.S.-ის” კიდევ ერთ რესპონდენტს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა, ამიტომაც იძულებული გახდა, 153 კილო ვარჯიშით და სწორი კვებით დაიკლო. იმისთვის, რომ საბოლოო შედეგისთვის მიეღწია, გიორგი ბიბილაურმა 16 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, სულ ბოლო -ერთი თვის წინ. დღეს პერსონალური მწვრთნელია და სპორტდარბაზში უამრავ ადამიანს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

ის, რის გამოც 29 წლის ხატია ბურჯანაძე ხშირად საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გამხდარა, მისი წონაა. თუმცა ამბობს, რომ კილოგრამები პრობლემად მისთვის არასოდეს ქცეულა, პირიქით, ამან სოციალურ ქსელებში პოპულარობაც მოუტანა. მას შემდეგ ვიდეოებს იმ ადამიანებისთვის წერს, ვინც ქუჩაში სიარულისას, ტრანსპორტსა თუ სამსახურში ზომა-წონის გამო კრიტიკის ობიექტები ხდებიან და ამას მძიმედაც განიცდიან.

სოფო ნურაშვილის ახალი ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 140 კილოდან 80-ს დაემშვიდობა. ბულინგი არც მისთვის ყოფილა უცხო, რომელსაც სკოლის ასაკში, ჯერ კიდევ თანატოლებისგან გრძნობდა. წლების განმავლობაში, ზედმეტ კილოგრამებს ხან როგორ და ხან როგორ ებრძოდა, ეშინოდა წონას ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სასურველ შედეგს მიაღწია და წონის კლების პროცესს, უკვე მეოთხე წელია, სტაბილურად ინარჩუნებს.

საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. ყოველი 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი. ახალი კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო – 11% მსუქანი.

ქვეყანაში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის სტატისტიკა რომ საგანგაშოა, ამაზე ქართველი ექიმებიც საუბრობენ. პრობლემის სათავეებს ხშირად გენეტიკაში, არასწორი კვებასა და ფიზიკური დატვირთვის არარსებობაში ხედავენ. სიმსუქნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და სტრესსაც განიხილავენ.

ჭარბწონიანობა ზრდის დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს გაჩენის რისკს. ასევე, გავლენას ახდენს კანზე, ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე. უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე.

ჭამა-სმა რომ ადამიანებისთვის ხშირად დიდი თავისტკივილია, ამას წონასთან ბრძოლის არაერთი მეთოდიც ამტკიცებს. წლებთან ერთად, ადამიანებმა ჭარბ წონასთან ბრძოლის უამრავი საშუალება გამოიგონეს – დიეტა, ვარჯიში, ქირურგიული ოპერაცია, ე.წ. გასახდომი მედიკამენტები… ამ უკანასკნელთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ არჩევანის გაკეთებაც კი ჭირს. რაც უფრო მარტივია მეთოდი, მით უფრო პოპულარულია.

არასასურველ კილოგრამებს ადამიანები დაუშვებელი მეთოდებითაც ებრძვიან და ამას ექიმთან კონსულტაციის გარეშე აკეთებენ. შედეგი სავალალოა. ამ დროს შესაძლოა, ჯანმრთელობის დაკარგვასთან ერთად, დავკარგოთ თანხაც და თაღლითების მსხვერპლებიც გავხდეთ. რეალიზატორები მომხმარებლებს ატყუებენ და არწმუნებენ, რომ ე.წ. გასახდომი პროდუქტი უსაფრთხოა.

ზოგიერთი ქირურგიული ჩარევით ცდილობს არასასურველი წონის კორექციას. გასულ წელს, “კუჭის დაპატარავების” (ბარიატრიული) 1073 ოპერაცია ჩატარდა. ასაკი 15 წლიდან იწყება და 80 წლამდე მერყეობს. ამ ოპერაციას, უმეტესად, ქალები იკეთებენ. ხშირი იყო ფატალური შემთხვევებიც. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ საჭიროება არ არის, ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაცია დაუშვებელია.

ჭარბი წონა ვისთვის მხოლოდ ესთეტიკაა, ვისთვის – ჯანმრთელობის დიდი პრობლემა. თუმცა, 21-ე საუკუნის გამოწვევა რომ არის, ამაზე ადამიანები თანხმდებიან.ბოლო წლების მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 25% ჭარბწონიანია. მათგან კრიტიკულად ჭარბწონიანად მიიჩნევა, დაახლოებით, 10% – 700-800 მლნ. ადამიანი.

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა

ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები
ამ თავში განხილულია:
1. ფიზიოლოგიური ზრდისა და განვითარების ეტაპების შეფასება;
2. ახსნილია, თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა პრინციპები ადამიანის განვითარების სხვადასხვა თეორიის მიმართ;
3. ერთმანეთთან შედარებულია ადამიანის განვითარების სხვადასხვა თეორიები;
4. აღწერილია ადამიანის განვითარების სხვადსხვა თეორიები;
5. ახსნილია, თუ როგორ შეიძლება განვითარების ძირითადი თემები იქნას გამოყენებული ადამიანის განვითარების თეორიებთან მიმართებით;
6. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ადამიანის განვითარების თეორიები პედიატრიულ პრაქტიკაში.
ადამიანის განვითარების ეტაპების ცოდნა საექთნო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბავშვის კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ნორმალური ქცევის ცოდნა და მისი შეფასება საშუალებას იძლევა ინდივიდუალურად შეფასდეს პაციენტი და დაისახოს საექთნო პროცესი; ყურადღება გამახვილდეს ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და შენარჩუნებაზე ადამიანის განვითარების კუთხით, რაც პედიატრიული საექთნო პროცესის ყველაზე
მნიშვნელოვანი ასპექტია. რამდენიმე პრინციპის, საკითხისა და თეორიის ცოდნა დაეხმარება ექთანს, შეიმუშაოს მკურნალობის ოპტიმალური გეგმა. ეს თავი აღწერს სხვადასხვა პრინციპებსა და თემებს, რომელიც განიხილავს განვითარების მთავარ თეორიებს და უშუალოდ ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. თითოეული თეორია ბოლომდე განხილული და გაანალიზებული იქნება. ასევე იქნება მოწოდებული მიდგომა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თითოეული ეს თეორია ექთანმა პრაქტიკაში.

202306070501-272პედიატრია-i-ტომი-11.07.2020

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა
#post_seo_title

აშშ-ში პირველი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა – ქალს, რომელიც ქრონიკული დაავადებით იტანჯებოდა ორივე ფილტვი რობოტის დახმარებით გადაუნერგეს, – იუწყება ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრი NYU Langone Health.

შერილ მერკარი 57 წლისაა და თვითონაც ექიმია. მას ათ წელიწადზე მეტია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს. დაავადება განსაკუთრებით კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამწვავდა და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ოპერაცია ერთი თვის წინ ჩატარდა და მერკარი უკვე კლინიკიდან გამოწერისთვის ემზადება.

ექიმების თქმით, ამ მეთოდის მეშვეობით მათ ეძლევათ საშუალება მაქსიმალურად წარმატებით ჩაატარონ ოპერაცია, შეამცირონ ნეგატიური შედეგები, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას მოჰყვება.

შერილ მერკარი თავს ფანტასტიკურად გრძნობს. მისი თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ შეძლებდა თავისუფლად სუნთქვას და სიცოცხლის მეორე შანსი მიეცემოდა.

ფოტო: NYU Langone Health

„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია

„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია”
#post_seo_title

რატომ არ შეიძლება გამწვანებული კარტოფილის გამოყენება და რა ზიანის მოტანა შეუძლია სოლანინს ადამიანის ორგანიზმისათვის.

საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი”:

„როდესაც სახლში დიდხანს გაქვთ კარტოფილი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ან სოფლად სათავსოში მზის სხივები აღწევს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ კარტოფილის რაღაც ნაწილი გამწვანდა. ეს ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რას ვხედავთ – დიახ, თვალით ვხედავთ მწვანე ფერს და ეჭვი გვაქვს, რაღაც ისე არ ხდება ამ პროდუქტში, როგორც მის შეუფერადებელ ნაწილში.

ეს სწორედ სოლანინის დაგროვების შედეგია. ხშირ შემთხვევაში, თუ ამ ნივთიერებამ დაგროვება დაიწყო, საყურადღებო მარტო მწვანე ნაწილი არ არის. საყურადღებოა მის ქვეშ მდებარე, ჯერ კიდევ ფერშეუცვლელი ნაწილიც იმიტომ, რომ ვიდრე სოლანინი მსგავს მწვანე შეფერილობას მოგვცემს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი თვალით შეუმჩნეველი დაგროვება იმიტომ, რომ ის თავის ეფექტს ინარჩუნებს. სოლანინი ადამიანისათვის მომწამვლავია. ერთხელ ასეთი პროდუქტის მოხმარება, ადამიანს, რა თქმა უნდა, საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ასეთი პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, უდავოდ, ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია. თუ კარტოფილი გაგვიმწვანდა, თავის მოტყუება საჭირო არ არის, რომ ცოტა სქლად გავფცქვნით და ეს პრობლემას მოხსნის. არა, რეალურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნივთიერება უფრო ღრმადაა. დადასტურებულია, სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, რამდენად ზიანდება ღვიძლი და მისი ფუნქციები და მთელი ორგანიზმისათვის ონკოლოგიური რისკები იზრდება.“

ახალი კვლევა – რა იცვლება ასაკთან ერთად? ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდებ

რა იცვლება ასაკთან ერთად?
#post_seo_title

დაბერება და მისი მოლეკულური ცვლილებები: რა იცვლება ასაკთან ერთად?

დაბერების ბიოლოგია არის კომპლექსური და მრავალფეროვანი პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და დაკავშირებულია უამრავ დაავადების რისკთან. ახალი კვლევის მიხედვით, დაბერება არ ხდება თანდათანობით, არამედ აღმოაჩენილია ორი მკვეთრი ცვლილება, რომლებიც ადამიანს უჩნდება დაახლოებით 44 და 60 წლის ასაკში.

დაბერების ეტაპები: სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, მაიკლ სნაიდერის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაბერებასთან დაკავშირებულ მოლეკულურ ცვლილებებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები განიცდიან ორ მკვეთრ გადახრას დაბერებისკენ — ერთს დაახლოებით 44 წლის ასაკში და მეორეს დაახლოებით 60 წლის ასაკში. ამ პერიოდში ადამიანი განიცდის მკვეთრ მოლეკულურ ცვლილებებს, რაც გავლენას ახდენს კუნთების, კანის, გულისა და თირკმელების ფუნქციაზე.

კვლევა და მოლეკულური ცვლილებები მკვლევარებმა შეისწავლეს 108 ზრდასრული ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშები და გამოავლინეს 135,239 ბიოლოგიური ელემენტი, რაც 246 მილიარდ მონაცემს ქმნის. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბერების პროცესი უკავშირდება გარკვეულ მოლეკულებს, როგორიცაა ცილები, ლიპიდები და ნაწლავის მიკრობიომი, რომლებიც გაივლის მკვეთრ ცვლილებებს 40 და 60 წლის ასაკში.

რა ხდება 40-იანი წლების შუა პერიოდში?

ამ ასაკში ფიქსირდება მოლეკულური ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ცილების, ალკოჰოლისა და კოფეინის მეტაბოლიზმთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, კანისა და კუნთების დისფუნქციებთან. მიუხედავად იმისა, რომ ქალებში მენოპაუზა ხშირად ემთხვევა ამ პერიოდში, კვლევა აჩვენებს, რომ ამ ცვლილებებს მამაკაცებიც განიცდიან.

60-იანი წლების დასაწყისი და მეორე პიკი

მეორე ცვლილების პიკი ხდება 60 წლის შემდეგ, როდესაც მოლეკულები დაკავშირებულია კოფეინის და ნახშირწყლების მეტაბოლიზმთან, იმუნური რეგულაციის, თირკმლების ფუნქციასა და გულის დაავადებებთან.

მომავალი კვლევები და კვლევის მახასიათებლები

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ნაყოფიერი აღმოჩნდა, კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა შედარებით მცირე იყო. სამომავლოდ კვლევები ჩატარდება, უფრო ფართო სუბიექტებზე და დეტალური ანალიზი იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება დაგვეხმაროს უკეთ გავიგოთ, როგორ იცვლება სხეული ასაკთან ერთად.

„ეს იმაზე მიუთითებს, რომ მენოპაუზას და პრემენოპაუზას შეიძლება წვლილი შეჰქონდეს 40-იანი წლების შუა ხანებში ქალებში დაფიქსირებულ ცვლილებებში, მაგრამ სავარაუდოდ არსებობს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ამ ცვლილებებზე ახდენს გავლენას როგორც ქალებში, ისე კაცებში. ამ ფაქტორების გამოვლენა და შესწავლა სამომავლო კვლევათა პრიორიტეტი უნდა გახდეს“, — განმარტავს სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეტაბოლიზმის სპეციალისტი და კვლევის ავტორი, სიაოტაო შენი.

მკვლევრები შენიშნავენ, რომ მათი საკვლევი ნიმუშის ზომა საკმაოდ მცირე იყო და თანაც, შეამოწმეს შეზღუდული ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებიც 25-დან 70 წლამდე ადამიანებს ეკუთვნოდათ.

სამომავლო კვლევები შეიძლება ამ ფენომენის უკეთესად ამოხსნაში დაგვეხმაროს; საჭიროა უფრო დეტალური კვლევა სუბიექტთა უფრო ფართო დიაპაზონზე, რათა უკეთესად დადგინდეს, როგორ იცვლება ადამიანის სხეული დროთა განმავლობაში.

კვლევა Nature Aging-ში გამოქვეყნდა.

რა იწვევს ამ პრობლემას, რა არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი? – ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ

ცისტიტი - რა იწვევს ამ პრობლემას, რა არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი? - ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ
#post_seo_title

✅საშარდე გზების ინფექცია ქალებში

✅რა არის ცისტიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი?

✅ცისტიტის სიმპტომები 

საშარდე გზების ინფექცია უროლოგიაში ერთ-ერთი აქტუალური და გავრცელებული პრობლემა გახლავთ. ეს ბაქტერიული ინფექცია ხშირად ქალებში გვხვდება, რადგან მათი ანატომია ხელსაყრელია ბაქტერიების გავრცელებისთვის. 1/86 შეფარდების მიხედვით, ქალები უფრო ხშირად ებრძვიან საშარდე გზების ინფექციებს, ვიდრე მამაკაცები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერია, რომელსაც ეს პრობლემები იწვევს, ნაწლავის ჩხირია. ეს ე.წ. გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციაა. თუ საქმე მთელ რიგ უროლოგიურ პრობლემებთან გვაქვს, სტენტი დგას, კათეტერი დგას, კენჭებია და მოშარდვის დარღვევაა – ეს პრობლემები ქალებშიც და მამაკაცებშიც თანაბრდება. მაგრამ, სხვა შემთხვევაში ქალები გაცილებით არასახარბიელო მდგომარეობაში არიან და ამის უპირველესი მიზეზი მათი ანატომიაა. მოკლე შარდსადენი მილი, მისი სიახლოვე ისეთ „დაბინძურებულ“ გარემოსთან, როგორიცაა პერიანალური ზონა, საშოს შესასვლელი ზონა და პერიურეთრალური ზონა, სადაც კეთილ და ბოროტ ბაქტერიებს შორის ძალიან დიდი “ბრძოლა” მიმდინარეობს.
უროლოგი, ანდროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შარდის შეუკავებლობის ექსპერტი ალექსანდრე ხელაია გადაცემაში “იმუნიტეტი” საშარდე გზების ინფექციებსა და იმ ძირითად სიმპტომებზე საუბრობს:

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალებში საშარდე გზების ინფექციების გაზრდილ რისკთან არის მათი მოკლე შარდსადენი მილი, რომელიც პერიანალური ზონასთან და საშოსთან ახლოს მდებარეობს. ეს არქიტექტურული თავისებურება ქმნის პირობებს, სადაც ნაწლავის ჩხირი იძენს შარდსადენ მილში გადასვლის შესაძლებლობას და ინფექციის გავრცელებას.

არაერთი ფაქტორი ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციის განვითარებას, მათ შორის სქესობრივი ცხოვრება, რომელიც საშოს ფლორის ცვლილებას იწვევს და ხელს უწყობს ბაქტერიის გამრავლებას. ამ პროცესის დროს გამწვავება ხშირად ხდება, და ინფექცია გადადის შარდსადენ მილში.

სიმპტომები:

  • გახშირებული შარდვა
  • ტკივილი და წვა მოშარდვის დროს
  • ტკივილი შარდის ბუშტის მიდამოში
  • შარდის სუნის ცვლილება (მძაფრი და სპეციფიკური სუნი)
  • თირკმელების ანთება (წელის ტკივილი, ცხელება, ოფლიანობა, მაჯის წნევის ცვლილება)

დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტის მიზეზები: თუ შეამჩნევთ შარდის სუნის ცვლილებას ან სხვა სიმპტომების გაუარესებას, უმჯობესია, სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

ორსულობისას საშარდე გზების ინფექციები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას გაკონტროლებული. ორსულობის დროს შარდსაწვეთების შეკუმშვადობა იცვლება, რაც ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს.

საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა დროული დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, წარმატებით ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია არ მიატოვოთ ეჭვები და დაუყოვნებლივ მიმართოთ უროლოგს.

ზოგადად, საშარდე გზების ინფექციები ამბულატორიულ-უროლოგიურ პრაქტიკაში, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს. ამის ძირითადი მიზეზი არის ის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ ნაწლავში იწყება. საშარდე გზების გამომწვევი ნომერ პირველი ბაქტერია ნაწლავის ჩხირია. ნაწლავის ჩხირი ნაწლავში ბინადრობს, ცხოვრობს და რაღაც გარკვეული ფუნქცია-მოვალეობა აქვს. მაგრამ, აღნიშნული ბაქტერია განიცდის მუტაციას. ხშირად ეს შეიძლება, გენეტიკურიც იყოს. ახალგაზრდა გოგონასთან ეს პრობლემა რომ იწყება, შესაძლოა, დედასთან, ბებიასთან, დეიდასთანაც იყო.

როდესაც აღნიშნული ბაქტერიის მუტაცია მოხდება, ის ნაწლავიდან მოძრაობას იწყებს. გამოდის გარეთ, პერიანალურ ზონაში, გაივლის საშოს და შარდსადენ მილთან ახლოსაა. რაღაც მომენტში, ის იქ გაჩერდება და შემდეგი რამ იწყება: გოგონა სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას იწყებს. რა თქმა უნდა, მანამდეც შეიძლება, 1-2 გამწვავება იყოს. მაგრამ, სქესობრივი ცხოვრების დროს უფრო აქტიურდება. სქესობრივი ცხოვრება საშოს ფლორას ძალიან ცვლის. საშოს ფლორის შეცვლა ნაწლავის ჩხირის ბაქტერიის ზრდას განაპირობებს და ერთადერთი გზა, სადაც შეიძლება, გადავიდეს, შარდსადენი მილია. შემდეგ უკვე საშარდე გზების ინფექცია გვეწყება.

უხშირესი სიმპტომებია: გახშირებული შარდვა, წვა, ტკივილი მოშარდვის დროს და ტკივილი შარდის ბუშტის საპროექციო მიდამოში. ეს ძირითადი გამოვლინებაა. თუ ეს პროცესი შარდის ბუშტის პრობლემითაა შემოფარგლული, ტემპერატურული რეაქცია არ გვაქვს. ხოლო, თუ ანთებით პროცესში თირკმელიცაა ჩართული, მაშინ შესაძლოა, წელის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, ოფლიანობა, მაჯის წნევის დაცემა ან პირიქით, მატება აღინიშნებოდეს.

სიმპტომებიდან კიდევ ერთ დეტალს გამოვყოფდი – შარდმა შეიძლება, სუნი შეიცვალოს და სპეციფიკური, მძაფრი სუნის მატარებელი გახდეს. მეტიც, შესაძლოა, პრობლემა სრულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ერთადერთი ნიშანი შარდის სუნის შეცვლა იყოს. როდესაც შარდს სპეციფიკური სუნი აქვს, ამ დროს ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და ექიმს მივმართოთ.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს პრობლემა ელოდება ისეთ ფიზიოლოგიურ მოვლენას, როგორიცაა ორსულობა. ორსულობის დროს არაერთი ფიზიოლოგიური ცვლილებაა, შარდის გამოდინების დაყოვნება ნაყოფის ზეწოლის გამოა, შარდსაწვეთების შეკუმშვადობა უფრო ნაკლები. ეს ბაქტერიაც ასეთ წვრილმან დეტალებს ელოდება და მერე უკვე ვლინდება.

სახელმწიფო პროგრამაში გამოვლენილი გამოწვევები განიხილეს, ისაუბრეს მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.

#post_seo_title

მიხეილ სარჯველაძე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა, სერვისის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამაში გამოვლენილი გამოწვევები განიხილა. ისაუბრეს მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სოციალური განვითარების კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციართა ინკლუზიური განვითარების მხარდაჭერა და მათი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, მოადგილე ბელა გოგუა, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე და სოციალური პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი თამარ გოცაძე ესწრებოდნენ.

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ჩაატარა ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ჩაატარა ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში - მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“
#post_seo_title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ჩაატარა ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“, რომელსაც დაესწრნენ ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად.

სიმსუქნე კომპლექსური ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება ჭარბი ცხიმის დაგროვება, რაც აზიანებს ჯანმრთელობას. სიმსუქნე ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკს და გავლენას ახდენს ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე. ის უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, ძილსა და ადამიანის მობილობაზე. სიმსუქნე ევროპაში არაგადამდები დაავადებების რიგით მეოთხე ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორია, მაღალი არტერიული წნევის, კვებითი რისკების და თამბაქოს მოხმარების შემდეგ. ასევე მაღალია სიმსუქნის ეპიდემიის გავლენა ეკონომიკაზე.
ჭარბი წონა ბავშვებში და მოზარდებში გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და ასოცირდება როგორც ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო დიდ რისკთან და მათ ადრეულ გამოვლენასთან, ასევე არასასურველ ფსიქო-სოციალურ შედეგებთან.
საქართველოს სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის აქვს: 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი. გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო – 11% მსუქანი.
ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს შეიმუშაონ და განახორციელონ სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა, რათა შემცირდეს მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ტვირთი. სიმსუქნესთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა მოიაზრებს ყოვლისმომცველ მიდგომებს, როგორიცაა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი კვების პოლიტიკა სკოლებში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, არაჯანსაღი პროდუქტების მარკეტინგის შეზღუდვა, შაქრიანი სასმელების დაბეგვრა, საკვების ეფექტური ეტიკეტირების დანერგვა, ჯანსაღი საკვების წარმოების და მარკეტინგის მხარდაჭერა, წონის კლებისა და მართვის სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა.
ფორუმი იყო პირველი მასშტაბური, მრავალსექტორული ღონისძიება საქართველოში სიმსუქნის საკითხებზე. დამსწრეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში სიმსუქნის ტვირთს და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას.

გაერომ ბავშვთა უფლებები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
#post_seo_title

1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა მოხდეს ბავშვების დაცვა, ომის საშიშროებისაგან, გაძლიერდეს ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. გაერომ ბავშვთა უფლებები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა

გაერომ ბავშვთა უფლებები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვის უფლებათა კონვენცია მიიღო. კონვენციას ხელი 61 ქვეყანამ  მოაწერა. კონვენციის მიღების შემდეგ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ბავშვის უფლება ჯერ კიდევ ირღვევა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავა „ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ახალი გლობალური სტრატეგია (2016-2030 წწ.)“, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი სიცოცხლის გადარჩენას და 2030 წლისთვის ყველა ახალშობილისა და ბავშვის, აგრეთვე, დედების უკეთესი ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ბავშვები და მოზარდები, რომელთაც აქვთ შეზღუდული ხელმისაწვდომობა  სიცოცხლისათვის აუცილებელ ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის მაღალი ხარისხის სერვისები და განათლება, სუფთა ჰაერი და წყალი, ადექვატური სანიტარია და კვება.

2030 წლისათვის ყველა  ბავშვმა და მოზარდმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა შეძლოს თავიანთი უპირველესი უფლების რეალიზება, რომელიც გულისხმობს მათი ფიზიკური განვითარების, მენტალურ ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომისა და კეთილდღეობის უფლებას. მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური და ეკონომიკური განვითარების საშუალება და აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების პერსპექტიულ და მდგრად განვითარებაში. დასახული მიზნების განხორციელება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, თუმცა გაწეული დანახარჯი 2030 წლისათვის მნიშვნელოვან მოგებად დაუბრუნდება ქვეყნებს.

იმისათვის რომ, 2030 წლისათვის ეფექტურად იქნეს მიღწეული მდგრადი განვითარების მიზნები, გაეროს სააგენტოების მიერ გამოყოფილ იქნა ის სამოქმედო სივრცეები, რომლებიც მეტ ყურადღებას და  ქმედებას საჭიროებს ქვეყნების მხრიდან.

ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის ჩადებული ინვესტიცია არამარტო აუმჯობესებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ და მოწყვლადი პოპულაციის, მათ შორის ქალთა, ბავშვთა  და მოზარდთა ჯანმრთელობას, არამედ უზრუნველყოფს მათი ოჯახების სოციალურ სტაბილურობასა და დაცულობას; გლობალურად კი ხელს უწყობს ქვეყნის პროდუქტიულობის გაზრდას და საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას

2016-2030 წლების გლობალურ სტრატეგიაში წარმოდგენილია ქალთა, ბავშვთა და მოზართა ჯანმრთელობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების ნათელი მაგალითი.

პრიორიტეტულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება.  ამ მხრივ საქართველომ მნიშნველოვანი ნაბიჯები გადადგა,  კერძოდ,  უკვე მიმდინარეობს პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის პროგრამა და რეფერალის სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.  აღნიშნული პროცესები ასევე გაზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე,   შეამცირებს დედათა და ბავშვთა ავადობას და სიკვდილიანობას.

ყოველწლიურად მიმდინარეობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებისა და დეტერმინანტების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება დაავადებათა კონროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ .  საჭიროა შემუშავებული რეკომენდაციების უფრო აქტიური ადვოკატირება ,  იმისათვის რომ გაუმჯობესდეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა საქართველოში .

საჭიროა აქტიურად მუშაობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.  კერძოდ,  ოჯახის დაგეგმვის სერვისები უნდა ჩაერთოს ჯანმრთელობის უნივერსალურ პაკეტში და გახდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ნაწილი,  რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო დედობის ინსტიტუტის გაძლიერებას ქვეყანაში.  თავის მხრივ,  ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის,  რომ შემცირდეს აბორტების რაოდენობა,  გაიზარდოს თანამედროვე კონტრაცეპტივების მოხმარება და თითოეული ბავშვი გახდეს სასურველი.

სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები:

2013 წელის 28 თებერვლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბენეფიციარებსაც წარმოადგენენ საქართველოს დაზღვევის არმქონე მოქალაქეები. პროგრამა სრულად აფინანსებს 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო საჭირეობებს. პროგრამის ფარგლებშივე ხდება მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო ასევე ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის  ისეთ ვერტიკალურ პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება და ა. შ. აღნიშნული პროგრამები ემსახურება დედათა და ბავშვთა ჯანრმთელობის გაუმჯობესებას.

2011-2013 წლებში თანდაყოლილ ანომალიათა გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა სწორედ ახალშობილთა სახელმწიფო სკრინინგ პროგრამის იმპლემენტაციის გამო. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისციდოზისა და სმენის სკრინინგი ახალშობილებში. თანდაყოლილი ანომალიების ადრეული გამოვლენა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ავადობა და ინვალიდობა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ეკონომიური ტვირთია არამარტო ცალკეული ინდივიდისა და ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის.

2014 წლის 1 ივნისიდან სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომლიც თანახმად  მოხდება ყველა ორსულის უზრუნველყოფა ფოლიუმის მჟავით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის პრევენციისთვის. გარდა ამისა, ანტენატალური პროგრამის ფარგლებში რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულები უზრუნველყოფილი იქნებიან  რკინის შემცველი პრეპარატებით.

საქართველომ წარმატებით შეასრულა ათასწლეულის განვითარების მე-4 მიზანი, რომელიც გულისხმობდა 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირებას 1990-2015 წლების პერიოდში.  გლობალურად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 53%-ით. იმავე პერიოდში, ხუთ წლამდე ასაკში ყოველწლიურად გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა 12.7 მილიონიდან 5.9 მილიონამდე შემცირდა.  2015 წელთან შედარებით, 2016 წელს გარდაცვლილთა შორის დღენაკლ ჩვილთა წილი 71% -დან 62%-მდე შემცირდა

2016 წელს პოსტნეონატალურ პერიოდში ჩვილთა გარდაცვალების წილი 29.7% იყო.

მნიშვნელოვანი მიგნებები

1.    საქართველომ  შეასრულა ათასწლეულის  განვითარების მიზანი 4 და 0-1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

2.    თანდაყოლილი ანომალიების პირველადი პრევენციის გაუმჯობესება, ადრეული გამოვლენა და გამოვლენილი ანომალიების სწორი მართვა, მათ შორის გესტაციის 22 კვირის ასაკამდე

ორსულობის დასრულება, მნიშვნელოვანად შეამცირებს თანდაყოლილი ანომალიების წილს ჩვილთა გარდაცვალებაში.

3.    ნაადრევი შობადობის პრევენცია და დღენაკლულ ახალშობილთა ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვილ ბავშვთა  სიკვდილიანობის ტვირთს.

4.  პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის მთელ ქვეყანაში დანერგვა უზრუნველყოფს მაღალი რისკის  ჩვილთა ჯანმრთელობასთან ასოცირებული გართულებების მართვის გაუმჯობესებას და მოვლას.

5.    სოციალური დეტერმინანტების  შესწავლა მაღალი რისკის თემში და მათზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანია უთანასწორობისა და სიღარიბის შესამცირებლად.

  1. „ქალთა, ბავშვთა და მოზართა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგია, 2016-2030“

http://who.int/…/global-strat…/global-strategy-2016-2030/en/

  1. პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში 2016

https://ncdc.ge/api/api/File/GetFile/84ea74ca-f670-4243-ba6b-2ee8558dfc9d

#drpkhakadze

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights