ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

გაერომ ბავშვთა უფლებები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
#post_seo_title

1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა მოხდეს ბავშვების დაცვა, ომის საშიშროებისაგან, გაძლიერდეს ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. გაერომ ბავშვთა უფლებები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა

გაერომ ბავშვთა უფლებები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვის უფლებათა კონვენცია მიიღო. კონვენციას ხელი 61 ქვეყანამ  მოაწერა. კონვენციის მიღების შემდეგ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ბავშვის უფლება ჯერ კიდევ ირღვევა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავა „ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ახალი გლობალური სტრატეგია (2016-2030 წწ.)“, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი სიცოცხლის გადარჩენას და 2030 წლისთვის ყველა ახალშობილისა და ბავშვის, აგრეთვე, დედების უკეთესი ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ბავშვები და მოზარდები, რომელთაც აქვთ შეზღუდული ხელმისაწვდომობა  სიცოცხლისათვის აუცილებელ ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის მაღალი ხარისხის სერვისები და განათლება, სუფთა ჰაერი და წყალი, ადექვატური სანიტარია და კვება.

2030 წლისათვის ყველა  ბავშვმა და მოზარდმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა შეძლოს თავიანთი უპირველესი უფლების რეალიზება, რომელიც გულისხმობს მათი ფიზიკური განვითარების, მენტალურ ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომისა და კეთილდღეობის უფლებას. მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური და ეკონომიკური განვითარების საშუალება და აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების პერსპექტიულ და მდგრად განვითარებაში. დასახული მიზნების განხორციელება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, თუმცა გაწეული დანახარჯი 2030 წლისათვის მნიშვნელოვან მოგებად დაუბრუნდება ქვეყნებს.

იმისათვის რომ, 2030 წლისათვის ეფექტურად იქნეს მიღწეული მდგრადი განვითარების მიზნები, გაეროს სააგენტოების მიერ გამოყოფილ იქნა ის სამოქმედო სივრცეები, რომლებიც მეტ ყურადღებას და  ქმედებას საჭიროებს ქვეყნების მხრიდან.

ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის ჩადებული ინვესტიცია არამარტო აუმჯობესებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ და მოწყვლადი პოპულაციის, მათ შორის ქალთა, ბავშვთა  და მოზარდთა ჯანმრთელობას, არამედ უზრუნველყოფს მათი ოჯახების სოციალურ სტაბილურობასა და დაცულობას; გლობალურად კი ხელს უწყობს ქვეყნის პროდუქტიულობის გაზრდას და საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას

2016-2030 წლების გლობალურ სტრატეგიაში წარმოდგენილია ქალთა, ბავშვთა და მოზართა ჯანმრთელობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების ნათელი მაგალითი.

პრიორიტეტულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება.  ამ მხრივ საქართველომ მნიშნველოვანი ნაბიჯები გადადგა,  კერძოდ,  უკვე მიმდინარეობს პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის პროგრამა და რეფერალის სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.  აღნიშნული პროცესები ასევე გაზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე,   შეამცირებს დედათა და ბავშვთა ავადობას და სიკვდილიანობას.

ყოველწლიურად მიმდინარეობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებისა და დეტერმინანტების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება დაავადებათა კონროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ .  საჭიროა შემუშავებული რეკომენდაციების უფრო აქტიური ადვოკატირება ,  იმისათვის რომ გაუმჯობესდეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა საქართველოში .

საჭიროა აქტიურად მუშაობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.  კერძოდ,  ოჯახის დაგეგმვის სერვისები უნდა ჩაერთოს ჯანმრთელობის უნივერსალურ პაკეტში და გახდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ნაწილი,  რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო დედობის ინსტიტუტის გაძლიერებას ქვეყანაში.  თავის მხრივ,  ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის,  რომ შემცირდეს აბორტების რაოდენობა,  გაიზარდოს თანამედროვე კონტრაცეპტივების მოხმარება და თითოეული ბავშვი გახდეს სასურველი.

სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები:

2013 წელის 28 თებერვლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბენეფიციარებსაც წარმოადგენენ საქართველოს დაზღვევის არმქონე მოქალაქეები. პროგრამა სრულად აფინანსებს 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო საჭირეობებს. პროგრამის ფარგლებშივე ხდება მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო ასევე ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის  ისეთ ვერტიკალურ პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება და ა. შ. აღნიშნული პროგრამები ემსახურება დედათა და ბავშვთა ჯანრმთელობის გაუმჯობესებას.

2011-2013 წლებში თანდაყოლილ ანომალიათა გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა სწორედ ახალშობილთა სახელმწიფო სკრინინგ პროგრამის იმპლემენტაციის გამო. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისციდოზისა და სმენის სკრინინგი ახალშობილებში. თანდაყოლილი ანომალიების ადრეული გამოვლენა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ავადობა და ინვალიდობა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ეკონომიური ტვირთია არამარტო ცალკეული ინდივიდისა და ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის.

2014 წლის 1 ივნისიდან სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომლიც თანახმად  მოხდება ყველა ორსულის უზრუნველყოფა ფოლიუმის მჟავით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის პრევენციისთვის. გარდა ამისა, ანტენატალური პროგრამის ფარგლებში რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულები უზრუნველყოფილი იქნებიან  რკინის შემცველი პრეპარატებით.

საქართველომ წარმატებით შეასრულა ათასწლეულის განვითარების მე-4 მიზანი, რომელიც გულისხმობდა 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირებას 1990-2015 წლების პერიოდში.  გლობალურად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 53%-ით. იმავე პერიოდში, ხუთ წლამდე ასაკში ყოველწლიურად გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა 12.7 მილიონიდან 5.9 მილიონამდე შემცირდა.  2015 წელთან შედარებით, 2016 წელს გარდაცვლილთა შორის დღენაკლ ჩვილთა წილი 71% -დან 62%-მდე შემცირდა

2016 წელს პოსტნეონატალურ პერიოდში ჩვილთა გარდაცვალების წილი 29.7% იყო.

მნიშვნელოვანი მიგნებები

1.    საქართველომ  შეასრულა ათასწლეულის  განვითარების მიზანი 4 და 0-1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

2.    თანდაყოლილი ანომალიების პირველადი პრევენციის გაუმჯობესება, ადრეული გამოვლენა და გამოვლენილი ანომალიების სწორი მართვა, მათ შორის გესტაციის 22 კვირის ასაკამდე

ორსულობის დასრულება, მნიშვნელოვანად შეამცირებს თანდაყოლილი ანომალიების წილს ჩვილთა გარდაცვალებაში.

3.    ნაადრევი შობადობის პრევენცია და დღენაკლულ ახალშობილთა ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვილ ბავშვთა  სიკვდილიანობის ტვირთს.

4.  პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის მთელ ქვეყანაში დანერგვა უზრუნველყოფს მაღალი რისკის  ჩვილთა ჯანმრთელობასთან ასოცირებული გართულებების მართვის გაუმჯობესებას და მოვლას.

5.    სოციალური დეტერმინანტების  შესწავლა მაღალი რისკის თემში და მათზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანია უთანასწორობისა და სიღარიბის შესამცირებლად.

  1. „ქალთა, ბავშვთა და მოზართა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგია, 2016-2030“

http://who.int/…/global-strat…/global-strategy-2016-2030/en/

  1. პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში 2016

https://ncdc.ge/api/api/File/GetFile/84ea74ca-f670-4243-ba6b-2ee8558dfc9d

#drpkhakadze

 

ჭარბი წონა ბავშვებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელს მსოფლიოში

#post_seo_title

ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის ინიციატივა

ჭარბი წონა ბავშვებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელს მსოფლიოში. იგი შესაძლოა ერთერთი ხელშემშლელი ფაქტორი გახდეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ქვეყნებისათვის.

არაჯანსაღი კვება, არასრულფასოვანი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების მიზეზებია. ერთადერთი გზა ეპიდემიის შესაჩერებლად არის სიმსუქნის პრევენცია.
თავისმხრივ ბავშვთა სიმსუქნე მრავალფუნქციური დაავადებაა, რომელიც კავშირშია ფართო სპექტრის სამედიცინო და სოციალურ პრობლემებთან. მათ შორის ნაადრევი ადრეული სიკვდილის და ინვალიდობის მაღალი რისკის ჩათვლით. ჭარბი წონა ბავშვებში უშუალოდ დაკავშირებულია გრძელვადიან კარდიოვასკულარულ, მეტაბოლურ და სხვა ჯანმრთელობასთან ასოცირებულ უარყოფით შედეგებთან.
ბავშვთა შორის ჭარბი წონის პრევალენტობა მაღალია და იგი საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემას წარმოადგენს ევროპის რეგიონშიც. იმის
გათვალისწინებით, რომ ჭარბი წონა გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე,
სკოლაში მოსწრების ხარისხზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. აუცილებელია, რომ სიმსუქნის თავიდან აცილების მიზნით, მოხდეს სიმსუქნისა და ჭარბწინიანობის ადრეულ გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში მისი მკურნალობა.
საქართველოში 2017 წელს პირველად ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის პრევალენტობა 7 წლის ასაკის ბავშვთა შორის. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4143 7 წლის მოსწავლემ როგორც სახელმწიფო ისე კერძო სკოლებიდან. სკოლები შერჩეული იყო რანდომულად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული სკოლების ჩამონათვალიდან. კვლევა წარმოადგენდა ერთ საფეხურიანი კლასტერული კვლევას.
შერჩეული კლასებიდან ბავშვთა უმრავლესობა მშობლის თანხმობით ჩართული იყო
კვლევაში.
შესწავლილი იქნა შემდეგი ანთროპომეტრული მონაცემები: სიმაღლე, წონა, წელისა და თეძოს გარშემოწერილობა. ასევე შესწავლილი იქნა ბავშვთა ჩართულობა ფიზიკური აქტივობებსა და მათი კვებითი ჩვევები.

სულად იქნა გამოკვლეული სკოლის გარემო შემდეგი თვალსაზრისით:
ფიზიკური კულტურისა და სპორტის გაკვეთილების რაოდენობა კვირის მანძილზე და სხვა სპორტულ აქტოვობებში ბავშვების მონაწილეობა, სკოლაში ბავშვთა კვებასთან
დაკავშირებული საკითხები, სკოლის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განხორცილებული ჯანმრთელობის ხელშეწყაბასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის ინიციატივა COSI 2017

#drpkhakadze

საექთნო საქმის საფუძვლები – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

საექთნო საქმის საფუძვლები - სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

საექთნო საქმის საფუძვლები

საექთნო პრაქტიკის ისტორიის მოკლე მიმოხილვა
საექთნო საქმის ისტორია და თანამედროვე საექთნო პრაქტიკა საექთნო საქმე გასულ წლებთან შედარებით ძალიან განსხვავებულია. მისი ცვლილება კი 21-ე საუკუნეში სხვადასხვა სოციალური ფაქტორისა და ისტორიული მოვლენების ხელშეწყობით მოხდა.

ისტორიული მსოფლმხედველობა
საექთნო საქმის განვითარებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოებრივი
საჭიროებების გავლენამ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით დაიწყო
საექთნო საქმის ავტონომიისა და პროფესიონალიზაციისათვის ბრძოლა. წარსულში
საექთნო საქმის განვითარებაზე იმოქმედა ომმა, რელიგიურობამ, სოციალურმა ფაქტორებმა და ასევე ქალის როლის გაძლიერებამ სოციუმში.

პროექტის უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა ლიტერატურის ხელმისაწვდომობა, სწორედ ამიტომ წიგნი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ შემდეგი ბმულიდან –

202306070037-25საექთნო-საქმია-საფუძვლები-iტომი-salome-1

საზეიმოდ დაიხურა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობდა ექთნებისთვის მაღალი ხარისხის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის, თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსის შექმნას ქართულ ენაზე.

საზეიმოდ დაიხურა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტი,
#post_seo_title

საზეიმოდ დაიხურა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობდა ექთნებისთვის მაღალი ხარისხის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის, თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსის შექმნას ქართულ ენაზე.

პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

პროექტის უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა ლიტერატურის ხელმისაწვდომობა, სწორედ ამიტომ ყველა წიგნი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ შემდეგი ბმულიდან https://vian.health/ka/publications

მადლობას ვუხდით პარტნიორ ორგანიზაციებს ნდობისთვის, პროცესში ჩართულ ყველა მონაწილებს (ავტორებს, რეცენზენტებს, რედაქტორებს, სტამბის თანამშრომლებს).

ჩვენი პროექტის გმირები:

Nino Panculaia Salome Chincharauli Eka Abzhandadze Salome Abashidze Nino Kikodze @Tamar Bakhdadze Nino Solomonia Miranda Jankhoteli Maka Kobaxidze @Irakli Svanidze @Nino Butskhrikidze David Sergeenko Marika Toidze Irina Tsirkvadze @giga beria, @Tata Ratishvili, Natia Vashakmadze @Lela Tsakadze Marika Geleishvili

სტამბა ” ფავორიტი” @ნინო ოკრიბელაშვილი

პროსტატის ადენომა რა უნდა იცოდეთ – მამაკაცებში გავრცელებული მდგომარეობაა, რომელის სიხშირეც ასაკის მატებასთან ერთად მატულობს

პროსტატის ადენომა რა უნდა იცოდეთ
#post_seo_title

პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება (ასევე ცნობილი, როგორც პროსტატის ადენომა) მამაკაცებში გავრცელებული მდგომარეობაა, რომელის სიხშირეც ასაკის მატებასთან ერთად მატულობს. პროსტატის ჯირკვალი ბუნებრივად იზრდება, თუმცა მისი გადიდება ზოგჯერ პრობლემებს იწვევს შარდვის პროცესში.

სიმპტომები

პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების დროს, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

შარდის ნაკადის შესუსტებას;
შარდვის გაძნელებას;
ღამის საათებში ხშირი შარდის მოთხოვნილებას (ნოქტურია);
შარდის შეკავებას;
შარდის ბუშტის სრულად დაცლის სირთულეს.
რისკ-ფაქტორები

ასაკი: პროსტატის გადიდების ალბათობა 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში იზრდება.
გენეტიკა: თუ ოჯახში ვინმეს აქვს ეს პრობლემა, რისკი მატულობს.
ცხოვრების წესი: სიმსუქნე, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ცუდი კვება.
დიაგნოზი

პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების დიაგნოზი მოიცავს:

პაციენტთან გასაუბრებას: ხდება სიმპტომებისა და ჩივილების შეფასება
გასინჯვას: პროსტატის რექტალური შემოწმება (DRE).
ლაბორატორიულ კვლევებს: შარდის საერთო ანალიზი და PSA (პროსტატის სპეციფიური ანტიგენის) დონე.
ინსტრუმენტული კვლევები: ულტრაბგერითი გამოკვლევა და შარდის ნაკადის დინამიკის განსაზღვრა.
მკურნალობა

პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება ყოველთვის არ საჭიროებს მკურნალობას. მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება სიმპტომების სიმძიმის მიხედვით:

ცხოვრების წესის შეცვლა:
მეტი ფიზიკური აქტივობა;
ალკოჰოლისა და კოფეინის შეზღუდვა;
მეტი წყლის მიღება დღის განმავლობაში, მაგრამ საღამოს სითხის შეზღუდვა.
მედიკამენტური მკურნალობა:
ალფა-ბლოკერები (პროსტატის კუნთის მოდუნებისთვის);
5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორები (პროსტატის ზომის შემცირებისთვის).

ქირურგიული ჩარევა:
თუ მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია, ან მდგომარეობა რთულდება, შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია (მაგ., HoLEP – პროსტატის ენდოსკოპიური ენუკლეაცია ლაზერის გამოყენებით).

პროფილაქტიკა

რეგულარული ვიზიტი უროლოგთან;
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა;
სიმპტომების ადრეული ამოცნობა და მკურნალობა.

როდის მივმართოთ ექიმს?
თუ შეამჩნიეთ შარდვის პრობლემები ან სიმპტომები გიმწვავდებათ, აუცილებლად მიმართეთ უროლოგს. სწორი დიაგნოზი და დროული მკურნალობა თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

გაითვალისწინეთ: პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება არ არის კიბო, მაგრამ დროული გამოკვლევა მნიშვნელოვანია, რათა გამორიცხოთ სხვა უფრო სერიოზული დაავადებები.

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში ტარდება პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების, როგორც მედიკამენტოზური ასევე ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრი, მათ შორის პროსტატის ლაზერით ენდოსკოპიური ენუკლეაცია, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მკურნალობის ოქროს სტანდარტს.

გიორგი ხვადაგიანი  MD; FEBU ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის უროლოგიური სამსახურის უფროსი

ტელ: 032 224 32 32

მის: ნუცუბიძე, ერმილე ბედიას 33

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
#post_seo_title

2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრმა, პროგრამის განვითარების შესაძლებლობები განიხილა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, ბენეფიციარებისა და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებისგან მიიღო. იმსჯელეს დაავადებების მკურნალობის გაფართოების შესაძლებლობებზე, შესაბამისი კადრებისა და სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტი თითოეული ბენეფიციარის ჯანმრთელობისა და ინტერესის დაცვაა, შემდგომი გადაწყვეტილებებიც, ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მშობლების აქტიური ჩართულობით იქნება მიღებული.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, ასევე – პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექიმები და ექსპერტები.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, რამდენიმე ადამიანს მხედველობა აღუდგინეს – პირველად მსოფლიოში

რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,
#post_seo_title

ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტატმა ბუნდოვანი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესა სამ ადამიანს, რომლებსაც მძიმედ ჰქონდათ დაზიანებული თვალის რქოვანა.

იმის გამო, რომ ღეროვანი უჯრედები შეიცავს უზარმაზარ პოტენციალს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის თვალის რქოვანას აღდგენაში, ახალი კლინიკური ცდა იაპონიაში მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება. სამი ადამიანი, რომლებიც მძიმედ დაზიანებულ რქოვანასგან იტანჯებოდნენ, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციამ მხედველობა გაუუმჯობესეს. ეს ტრანსპლანტაცია წარმოადგენს პირველ შემთხვევას მსოფლიოში, სადაც iPSC (ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები) წარმატებით გამოიყენეს თვალის რქოვანის დაზიანებისთვის.

სწორი მკურნალობა და რისკები

კვლევაში ოთხი ადამიანი იყო ჩართული. ოთხივე მათგანს აწუხებდა დარღვევა, რომელიც რქოვანაზე ნაწიბურებიანი ქსოვილის წარმოქმნას იწვევს, რასაც ლიმბური ღეროვანი უჯრედების დეფიციტს (LSCD) უწოდებენ. თუმცა, კვლევის მიხედვით, გადანერგილი ქსოვილის ეფექტურობა ყველა პაციენტზე არ იყო თანაბარი, რაც იმუნური სისტემის შესაძლო რეაქციასთან იყო დაკავშირებული.

კარგი შედეგები 3 პაციენტში
ზოგადად, ტრანსპლანტაციის შემდეგ, სამ პაციენტს, მათ შორის 44 წლის ქალს და 66 წლის კაცს, თვალის ძლიერი გაუმჯობესება აღენიშნა ,ოთხივე პაციენტმა განიცადა  ფორმით მხედველობის გაუმჯობესება, თუმცა ერთს პაციენტს, 39 წლის ქალს, დაეწყო მხედველობის აღდგენას, მაგრამ საბოლოოდ მისი მდგომარეობა გაუუარესდა. მკვლევარებმა ფიქრობენ, რომ ამას იმუნური სისტემის რეაქციამ შეუქმნა დაბრკოლება.

ტექნოლოგიური მიღწევა
ამ უჯრედების გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს პროცედურა პირველად ხორციელდება თვალის რქოვანაზე, ხოლო სხეულის სხვა უბნიდან (მაგალითად, კანიდან) უჯრედების აღების გარეშე. ეს კიდევ უფრო მკაფიოა, რადგან თვალის სხვა დაზიანების ფორმებზე უკვე გამოიყენებოდა iPSC უჯრედები.

ღეროვანი უჯრედების გამოყენების უპირატესობები
iPSC-ები უნიკალურია იმით, რომ ისინი სრულად შეიძლება გადაიქცნენ სხვადასხვა ტიპის უჯრედებად, მათ შორის რქოვანას უჯრედებად, რაც მათ საშუალებას აძლევს რეაგირება მოახდინონ მრავალი პათოლოგიური პროცესის დროს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ტექნოლოგიით მრავალი ადამიანის მხედველობა შეიძლება აღდგეს, ხოლო პრობლემის შემთხვევაში ტრანსპლანტაცია უფრო ეფექტური გახდება.

კლინიკური ცდის მოლოდინი და წინადადებები
მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, ექსპერიმენტული პროცედურები კვლავ საჭიროებს დამატებით კვლევას და უფრო ფართო კლინიკურ გამოცდას. მეცნიერები გეგმავენ კიდევ უფრო მეტად გაავრცელონ ექსპერიმენტული ცდები, რათა საბოლოოდ მიიღონ შედეგები, რომლებიც როგორც უსაფრთხო, ასევე ეფექტურიც იქნება.

საბოლოო დასკვნა
ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო გარანტიები iPSC-ის ღეროვანი უჯრედების სრულყოფილ გამოყენებაზე, მაგრამ პირველი წარმატებული შედეგები გვაძლევს იმედს, რომ მომავალში ამ ტექნოლოგიით უამრავი ადამიანი შეძლებს მხედველობის აღდგენას. ამასთან, აუცილებელია მეტი კვლევების ჩატარება და პროცესის სრულყოფა, რათა შედეგები იყოს კიდევ უფრო ეფექტური და უსაფრთხო.

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

„საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება“

დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი
#post_seo_title

21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge “რეკომენდაციების” ველში”, – აღნშიშნულია ინფორაციაში.

განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები

განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები
#post_seo_title

ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება – მიხეილ სარჯველაძე სამომავლო პრიორიტეტების საჭიროებებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, – აღნიშნულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მხარეებმა დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესახებ იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ასევე, განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და რეალიზებაა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე – სექტორში მომუშავე კერძო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, მოადგილე ბელა გოგუა, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე და სოციალური პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი თამარ გოცაძე ესწრებოდნენ.

ფოტო: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights