„დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!
უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?
უძილობა (ინსომნია) ორი ტიპის არსებობს. შესაბამისად მკურნალობის მეთოდიც ორგვარია. თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები სამ თვეზე მეტხანს არ გაწუხებთ, ეს ნიშნავს, რომ ხანმოკლე (მწვავე) უძილობა გჭირთ. ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციას რაღაც კონკრეტული მიზეზი აქვს (მძაფრი ტკივილები, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მძიმე კამათი). თუ სამი თვის განმავლობაში პრობლემები კვირაში სამჯერ მაინც თავს იჩენს, ეს უკვე ქრონიკული უძილობაა.
გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?
ინსომნიისას სამივე სიმპტომი უნდა გქონდეთ:
– ვერ ახერხებთ დაძინებას 20-30 წუთის განმავლობაში, ან მალევე გეღვიძებათ, ან დროზე ადრე გეღვიძებათ (სულ ცოტა 30 წუთით ადრე) და ხელახლა ჩაძინებას ვერ ახერხებთ.
– ეს პრობლემები გაწუხებთ იმის მიუხედავად, რომ ძილისთვის ნორმალური პირობები გაქვთ.
– ამ ყველაფრის გამო დღისით ფაქტობრივად უფუნქციო ხართ.
უძილობა არის ან ცალკეული აშლილობა ან რაღაცის შედეგი, მაგალითად, რაიმე დაავადების. ამის გარკვევა, ჩვეულებრივ, მხოლოდ ექიმს შეუძლია. უძილობა შეიძლება გამოიწვიოს ასევე გარკვეული პრეპარატების მიღებამაც. აშკარა სტიმულატორების გარდა, როგორებიცაა კოფეინი, ამფეტამინი ან მოდაფინილი, ესენია ანტიდეპრესანტები, მედიკამენტები, რომელიც ბრონქებს აფართოებს (თეოფილინი), ბეტა-ბლოკატორები (პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი) და სხვ. უძილობის პროვოცირება ალკოჰოლს და სიგარეტსაც შეუძლია.
შეეცადეთ თავად გაუმკლავდეთ
ექიმს იმ შემთხვევაში მიმართეთ, თუ უძილობა გაუსაძლისია. თუ ასე არ არის, შეეცადეთ მას თავად გაუმკლავდეთ.
ხანმოკლე უძილობა მალევე აღმოიფხვრება მას შემდეგ, რაც პრობლემა გვარდება ან ადამიანი მოერგება ხოლმე გარემოებებს, რომლებიც მისი უძილობის მაპროვოცირებელი გახდა. ყველაფერი კიდევ უფრო სწრაფად დაბრუნდება ნორმის ფარგლებში, თუკი ეგრეთ წოდებულ ძილის ჰიგიენას დაცავთ. ამისთვის საჭიროა:
– შეეცადეთ ერთი და იგივე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ (დასვენების დღეების ჩათვლით). ამასთან, უკეთესია თუ ძილი მოგერევათ და ისე წახვალთ დასაძინებლად.
– თუკი 20 წუთის განმავლობაში არ დაგეძინებათ, წიგნის წასაკითხად ან მუსიკის მოსასმენად სხვა ოთახში გადაინაცვლეთ. ასეთ დროს ჩაძინებას და ხანგრძლივ წვალებას შორის ასოციაცია არ გაგიჩნებათ. დასაძინებლად დაბრუნდით მაშინ, როდესაც ძილი მოგერევათ.
– შეძლებისდაგვარად შეეცადეთ პრობლემები და სანერვიულო თემები მანამდე მოაგვაროთ, ვიდრე ძილს გადაწყვეტთ;
– დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, საძინებელში დამამშვიდებელი ატმოსფერო შექმენით დაბალი განათებით და გამორთეთ ტელევიზორი;
– საწოლი დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ: ძილისთვის და სექსისთვის. მუშაობა, ჭამა და ფილმების ყურება საწოლში არ შეიძლება;
– სადილის მერე ნუ დალევთ სასმელს კოფეინის შემცველობით;
– ნუ ეცდებით ძალით დაძინებას;
– არ დალიოთ ალკოჰოლური სასამელი და არ მოწიოთ სიგარეტი დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე;
– არ დაიძინოთ დღისით, განსაკუთრებით 20-30 წუთზე მეტხანს და განსაკუთრებით სადილის შემდეგ;
– არ არის საჭირო ინტენსიური ან/და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში (20 წუთი საკმარისია) დაძინებამდე 4-5 საათით ადრე.
თუ არაფერი გშველით მიმართეთ ექიმს
მწვავე უძილობის დროს, ძილის წამლების (მაგალითად ბენზოდიაზეპინები, “ანდანტე”) ცოტა ხნის განმავლობაში მიღება შეიძლება, ოღონდ ის ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. პირველი თაობის ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (დიმედროლი, “დონორმილი”) ასევე იყენებენ ძილის წამლებად. ადრე მათ ალერგიის წინააღმდეგ სვამდნენ, მაგრამ მას შემდეგ ახალი ანტიჰისტამინური საშუალებები გაჩნდა, რომლებსაც უკუჩვენება არ აქვს, კერძოდ არ გთენთავს.
საქართველოში, ამ პრეპარატების თითქმის 99% ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სიაშია. (რეცეპტი სჭირდება მხოლოდ დიმედროლის და ცეტირიზინის ჯგუფის შემცველ პრეპარატებს). აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც ისინი ურეცეპტოდ იყიდება. მცენარეულ პრეპარატებს, როგორიც არის მაგალითად კატაბალახას წვეთები (ვალერიანი) რეცეპტი საქართველოშიც არ სჭირდება, მაგრამ კვლევების თანახმად, ის აღმოჩნდა ან პლაცებოზე ნაკლებად ეფექტური, ან არასაკმარისად შესწავლილი იმისათვის, რომ მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე რამე დანამდვილებით ითქვას.
ბოლო დროს, ქრონიკული უძილობის მქონე პაციენტებს დასაწყისში ურჩევენ არა აბების მიღებას, არამედ ძილის ჰიგიენის დაცვას და კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის გავლას (თუ რა თქმა უნდა, პაციენტს ნორმალურ ფსიქოთერაპევტზე ხელი მიუწვდება). ეს ფსიქოტერაპიის სახეობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს მშვიდად აღიქვას თავისი პრობლემები და სწორად მიუდგეს დაძინების პროცესს. იმავდროულად, ქრონიკული უძილობის მქონე პაციენტებს ახასიათებთ პრობლემის გაღრმავებისკენ მიდრეკილება. ისინი ნერვიულობენ, რომ ძილის დეფიციტი მათ ჯანმრთელობას აზიანებს და ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის. ამ შფოთის გამო, მათ კიდევ უფრო უჭირთ დაძინება. ფსიქოტერაპიას ამ წრის გარღვევა შეუძლია. ქრონიკული უძილობის შემთხვევაში აბები მიღებას ეს მიდგომა ჯობს. მაგრამ თუ უძილობა სერიოზულად ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას, მაშინ ექიმი, რა თქმა უნდა, უმალ დაგინიშნავთ წამლებს. მათი მიღებაც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება.
თუკი ექიმი უძილობის მაპროვოცირებელ დაავადებას აღმოაჩნეს, ის საწყისი პრობლემის მკურნალობას დაგინიშნავთ, რაც ძილსაც მოაწესრიგებს. მაგალითად, ადამიანებს რომლებსაც ძილის ობსტრუქციული აპნოე აქვთ (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება) ღამე ხშირად იღვიძებენ და დღისით თავს გამოუძინებლად გრძნობენ. ამ პრობლემისგან თუ გათავისუფლდებით, ძილიც ნორმალურ კალაპოტში მოექცევა.
ექიმთან წასასვლელად მოემზადეთ
ექიმს ძალიან დაეხმარება, თუკი თქვენ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ძილის დღიურს აწარმოებთ, რომელშიც ყოველდღიურად უნდა აღრიცხოთ:
– რომელ საათზე დაწექით დასაძინებლდ, აპირებდით გაღვიძებას და საბოლოოდ როდის გაიღვიძეთ;
– ღამის განმავლობაში რამდენჯერ გაგეღვიძათ და რა დრო დაგჭირდათ ხელახლა დაძინებისთვის;
– რამდენ ხანს ვერ იძინებდით;
– გეძინათ თუ არა დღისით და რა ხნის განმავლობაში;
– მიიღეთ თუ არა ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელები (რამდენი და როდის);
– აუცილებლად იქონიეთ თან იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომლებსაც იღებთ.
გარდა ამისა, ექიმი სავარაუდოდ მოგთხოვთ ტესტის გავლას დღისით ძილისკენ მიდრეკილებაზე.
ჩვეულებრივ, სიტუაციაში გასარკვევად ექიმისთვის ეს ინფორმაცია და პაციენტის გასინჯვა საკმარისია. მაგრამ ზოგჯერ, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, საჭიროა პოლისომნოგრაფია (კვლევა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება და რომლის დროსაც აღირიცხება კუნთების აქტიურობა, გულის რიტმი, თვალების მოძრაობა, ტვინის ელექტროაქტივობა და სხვა), სისხლის ანალიზი ან სხვა კვლევები.
რომელ ექიმს მივმართო?
რთული კითხვაა. ტრაიდიცულად, უძილობის მკურნალობა თერაპევტების საქმეა. მხოლოდ რთულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოთ ვიწრო სპეციალისტებს, ეგრეთ წოდებულ სომნოლოგებს. ფართო პროფილის ექიმებთან კონსულტაცია ხშირად დამაძინებელი წამლების დანიშვნით სრულდება, რამაც პრობლემა შეიძლება უფრო გააღრმავოს, თუკი, მაგალითად, უძილობის მიზეზი სხვა დაავადებაა.
ძალიან მოკლე ინსტრუქცია
საჭიროა ძილისთვის ნორმალური პირობების შექმნა: ერთსა და იმავე დროს დაწოლა, სადილის შემდეგ ყავის დალევაზე უარის თქმა, დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე ალკოჰოლის მიღბაზე და სიგარეტზე ურის თქმა. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ საწოლი მხოლოდ ძილთან ასოცირდებოდეს, არ შეიძლება საწოლში ჭამა და ფილმების ყურება. თუკი 20 წუთის განმავლობაში ვერ იძინებთ, სხვა ოთახში გაბრძანდით და დაელოდეთ დროს, ვიდრე ძილი მოგერევათ.
თუკი არაფერი გშველით, მიმართეთ ექიმს. დიდი ალბათობით, ის დაგინიშნავთ ფსიქოთერაპიას და დასაძინებელ პრეპარატებს.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს წარმომადგენლები, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ჯგუფთან, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ, – ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.
„თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრები გაიმართება პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის, არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია.
16-დღიანი კამპანია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე 33 წელია აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
მიმდინარე წელს, ზრუნვის სააგენტოს ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 75-მდე საინფორმაციო შეხვედრა დაიგეგმა. კამპანიის ფარგლებში, დაიბეჭდა ბრენდირებული მასალები, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს გადაეცემათ. საინფორმაციო მასალები გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)- ის ფინანსური მხარდაჭერით დამზადდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე
მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
„იცით, რომ ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და იმასაც პარალელურ რეჟიმში განვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
იცით რომ პირველი იანვრიდან იმატებს საპენსიო ანარიცხები ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც სოციალური დახმარებები“, – აღნიშნა ლომინაძემ.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინ დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში
მადლიერება
ანგარიში წარმოადგენს ბავშვთა უფლებების და მასთან დაკავშირებული არსებული
სამედიცინო პრაქტიკის კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს პედიატრიულ ყველა ჰოსპიტალში. კვლევა ჩატარდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის თანადგომით.
კვლევის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა Task Force HPH-CA1 მიერ შემუშავებული
ქვეყნის საჭიროებების მიხედვით ადაპტირებული კითხვარი. კვლევა კოორდინირებული იყო არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლელა სტურუას, ჯანმოს ევროპის ოფისის ბავშვთა და მოზარდთა პროგრამის წარმომადგენლის აიგულ
კუტუმურატოვასა და ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლის ნინო მამულაშვილის მიერ.
კვლევის ანგარიში მომზადებულია დედათა და ბავშვთა სამმართველოს უფროსის ლელა შენგელიას მიერ ქართველ ექსპერტებთან; ივანე ჩხაიძესთან, ქეთევან შარანგიასთან და მაია ხერხეულიძესთან ერთად.
თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით კვლევაში მონაწილე ყველა ჰოსპიტალის
ხემძღვანელს და თითოეულ მონაწილეს.
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ
მეცნიერებმა ინოვაციური ვაქცინაციის მეთოდს მიაგნეს, რომელიც მალარიის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – ნათქვამია The New England Journal of Medicine-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში.
ვაქცინაციის ახალი მეთოდი კოღოების ნაკბენზე არის აგებული. მათში მოთავსებულია სპეციალურად მოდიფიცირებული მალარიის პარაზიტი, რომელიც იძლევა იმუნურ პასუხს, თუმცა არ იწვევს დაავადებას.
კლინიკურმა ცდებმა აჩვენეს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა 90%-ს აღწევს. აქამდე არსებული მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 75%-ს აღწევდა და განმეორებით ვაქცინაციას საჭიროებდა. ამიტომ, იმუნოლოგები აგრძელებდნენ ალტერნატიული გზების ძებნას.
ეს აღმოჩენა შეიძლება გახდეს გარდამტეხი მალარიასთან ბრძოლაში. ამჟამად, მეცნიერები აპირებენ მასშტაბური ცდების ჩატარებას, რათა ამ მეთოდის ვაქცინაცია უფრო ფართოდ იყოს გამოყენებული.
მალარია ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი – პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს – ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში.

ბიოქიმია ექთნებისთვის – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
ბიოქიმია ექთნებისთვის
უჯრედი და უჯრედის მემბრანა
უჯრედი ორგანიზმის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია. უჯრედებს აქვთ სიცოცხლე, რომლის მხარდასაჭერად აუცილებელია ენერგია. ცოცხალ უჯრედებს აქვთ გარემომცველი გარემოდან ენერგიის ათვისების უნარი. ენერგიის წარმოქმნასა თუ მოპოვებაზე პასუხისმგებელია სხვადასხვა ბიოქიმიური რეაქცია. მიკროსკოპულ სტრუქტურასა და შემადგენლობაზე დაყრდნობით, უჯრედები იყოფა ჯგუფებად:
1. პროკარიოტული უჯრედები
2. ეუკარიოტული უჯრედები
პროკარიოტებს არ გააჩნიათ სუბუჯრედული სტრუქტურების მკაფიოდ გამოხატული მემბრანა/საზღვრები; ძირითადად, არ არსებობს ბირთვის მემბრანა. ეუკარიოტებს აქვთ ბირთვული მემბრანა, რომელიც გარს ერტყმის ცენტრალურ ბირთვის მასას (სურ. 1.1)
202306070942-bioqimia-eqtnebistvis-dd
ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა საექთნო მართვა
ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ანატომია და ფიზიოლოგია
სქესობრივი განვითარება
სქესობრივი განვითარება იწყება ჩასახვიდან, მას მერე, რაც გენეტიკური სქესი განისაზღვრება კვერცხუჯრედის და სპერმის გაერთიანებით. ბავშვობის პერიოდში სქესობრივი ორგანოები არააქტიურია და სქესობრივი მომწიფების პერიოდში აქტიურდება.
პრენატალური განვითარება დედის კვერცხუჯრედი ატარებს ერთ X ქრომოსომას, ხოლო მამის სპერმატოზოდი კი X ან Y ქრომოსომის მატარებელია. თუ X ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს შთამომავლობის გენეტიკური სქესი იქნება მდედრობითი, ხოლო თუ Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, გენეტიკურად მამრობითი სქესის შთამომავალს მივიღებთ.
მიუხედავათ იმისა რომ გენეტიკური სქესი განისაზღვრება ჩასახვის დროს, მამრობითი და
მდედრობითი ნაყოფის რეპროდუქციული სისტემა სქესობრივად არადიფერენცირებულია პრენატალური პერიოდის პირველი 6 კვირის განმავლობაში. მეშვიდე კვირას განსხვავება მდედრობითსა და მამრობითს შორის ჩნდება შინაგან სტრუქტურებში. გარეთა გენიტალიები ერთნაირია მეცხრე კვირამდე, სანამ გარეთა სტრუქტურების ცვლილება დაიწყება. გესტაციური ასაკის მე-12 კვირას გარეთა სქესობრივი ორგანოების დიფერენციაცია დასრულებულია. პრენატალური სქესობრივი განვითარების ძირითადი ტენდენცია მდედრობითი სტრუქტურაა.
Y ქრომოსომის მცირე ნაწილის არსებობა ცვლის ამ ტენდენციას და მიმართავს ადრეულ
(პრიმიტიულ) სქესობრივ უჯრედებს რომ ჩამოყალიბდეს სათესლეებად. Y ქრომოსომის, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილის არ არსებობის შემთხვევაში, პრიმიტიული სქესობრივი უჯრედები გააგრძელებს საკვერცხეებად ჩამოყალიბების კურსს.
ნაყოფის განვითარების პერიოდში საკვერცხეები და სათესლეები გამოყოფს პირველად ჰორმონებს, რომლებიცაა ესტროგენი და ტესტოსტერონი.
ტესტოსტერონი განაპიროებებს მამრობითი სქესობრივი ორგანოებისა და გარეთა გენიტალიების განვითარებას, ხოლო მისი არ არსებობა კი მდედრობითი სქესობრივი მახასიათებლების შედეგს გვაძლევს. მიუხედავათ იმისა რომ ესტროგენი გამოიყოფა ნაყოფის საკვერცხეების მიერ, ეს ჰორმონი არ არის საჭირო მდედრობითი სქესობრივი სტრუქტურების განვითარების დასაწყებად.
ბავშვობა მდედრობითი და მამრობითი სასქესო ჯირკვლები არააქტიურია ჩვილობისა და ბავშვობის პერიოდში. სქესობრივი მომწიფების დროს ჰიპოთალამუსი ასტიმულირებს წინა ჰიპოფიზს, რომელიც გამოიმუშავებს მასტიმულირებელ ჰორმონებს, რომლებიც ასტიმულირებს სასქესო ჯირკვლების მიერ სასქესო ჰორმონების გამოყოფას.
202306070740-ორსულთა-მშობიარეთა-და-მელოგინეთა-საექთნო-მართვა
აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებმაც კარდიოლოგიური კვლევის სრული მომსახურება მიიღეს.
მსგავს აქციებს აფხაზეთიდან დროებით დევნილებისთვის სამინისტრო მომავალ წელსაც განახორციელებს.














