კვირა, ივნისი 21, 2026

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაიმართა პლენარული სესია – კვების საკითხი სკოლებში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაიმართა პლენარული სესია - კვების საკითხი სკოლებში
#post_seo_title

20 ნოემბერს თბილისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაიმართა პლენარული სესია, რომლის ფარგვლებში იყო განხილული ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა კვების საკითხი სკოლებში, ჭარბი წონის გამომწვევი პრობლემები მავნე და უხარისხო პროდუქტების გამოყენიბის შედეგად.

ასევე საუბარი იყო ისეთი პროდუქტების მინიმალიზირებაზე მოქალაქეების რაციონში, როგორიცაა არის, – მარილი და შაქარი. და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით.

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული  ფიტნესის აკადემია აქტიურად განიხილავენ სკოლებში ბავშვთა ფიტნესის ინტეგრირებას,და კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას, სპორტი და ჯანსაღი კვება,რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი მთავრობის მიერ.

#drpkhakadze

ბიოუსაფრთხოება ლუგარის ცენტრში

ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა
#post_seo_title

ბიოუსაფრთხოება ლუგარის ცენტრში

ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელი

დკსჯეც-ის მიერ ლუგარის ცენტრისა და მთელი ლაბორატორიული ქსელისთვის შემუშავებული და დანერგილია ბიოუსაფრთხოების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის, საზოგადოების ჯანმრთელობის და გარემოს დაცვას.
დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელი იყენებს ბიოუსაფრთხოების უნიფიცირებულ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია ბიორისკების მართვაზე. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელის მიერ, რომლის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსები და წარმოადგენენ ბიოუსაფრთხოების კვალიფიციურ ექსპერტებს. დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელის თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე. ამ პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრის ბიოუსაფრთხოების კომიტეტი.

ბიოუსაფრთხოების კომიტეტი

დკსჯეც-ის ბიოუსაფრთხოების კომიტეტი ფუნქციონირებს ლუგარის ცენტრის ბაზაზე და მისი მოვალეობაა იმ პოლიტიკის, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) და მეთოდური სახელმძღვანელოების (გაიდლაინების) მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია ბიოუსაფრთხოებასთან, ბიოდაცვასთან და ბიოლოგიური მასალების პასუხისმგებლობით გამოყენებასთან. აღნიშნული, როგორც მინიმუმ მოიცავს პათოგენებს, მათ შორის განსაკუთრებით საშიშ პათოგენებს, ადამიანური და პრიმატული წარმოშობის მასალებს (მათ შორის მომზადებულ უჯრედულ კულტურებს) და რეკომბინანტულ დნმ-ებს. კომიტეტი უზრუნველყოფს ბიოსაშიში მასალების გამოყენებით მიმდინარე კვლევების ჩატარებას მკვლევარებისთვის, ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის, საზოგადოებისთვის და გარემოსთვის საფრთხის შექმნის გარეშე.
კომიტეტი ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს დკსჯეც მენეჯმენტისათვის.

BSL-2, BSL-3 (biousafrTxoebis meore და mesame donიs laboratoriebi)

ლუგარის ცენტრში არსებობს BSL-2 და BSL-3 ლაბორატორიები, BSL-3 ლაბორატორიები უნიკალურს ხდის მას კავკასიის რეგიონში. პათოგენების ეროვნული საცავი მოთავსებულია BSL-3 ზონაში. ამ ზონაში შესვლა მკაცრად შეზღუდულია, დაშვების კონტროლისთვის გამოიყენება სპეციალური კოდების სისტემა და თვალის სკანირება. BSL-3 ზონა წარმოადგენს სპეციალურ სერთიფიცირებულ მომხმარებელზე გათვლილ ლაბორატორიას და აღჭურვილია ისეთი თანამედროვე სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობით და განგაშის სისტემებით, როგორიცაა ერთმიმართულებიანი ჰაერის ნაკადის სისტემა, დიფერენციული ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა, ორმაგკარიანი საჰაერო შლუზები, საშხაპეებით აღჭურვილი გასასვლელები, ორკარიანი ავტოკლავები, იზოლირებული დეკონტამინაციის სისტემა, ჰაერის გამწოვი სისტემები ორმაგი HEPA ფილტრებით, და თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკით.

ბიოუსაფრთხოების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ( სოპ) და სახელმძღვანელოები

ყველა პროცედურა დკეც-ის ლაბორატორიულ ქსელში ტარდება შესაბამისი ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს და სოპ-ების მიხედვით. ცენტრში ფუნქციონირებს ბიოუსაფრთხოების ორი სახელმძღვანელო (ლუგარის ცენტრისთვის და ლაბორატორიული ქსელისთვის).
ცენტრში ასევე შემუშავებულია და ფუნქციონირებს სოპ-ბი, რომლებიც 7 (შვიდ) ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი:
1. ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ბი ლუგარის ცენტრისთვის
2. ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ბი დკსჯეც-ის რეგიონალური და ზონალური ლაბორატორიებისათვის.
3. მიკროორგანიზმის კულტურებთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ბი ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავისათვის
4. ნიმუშთან/სინჯთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ბი დკსჯეც/ლუგარის ცენტრში, რეგიონალურ და ზონალურ ლაბორატორიებში,
5. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურებიბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ლაბორატორიებში
6. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები უსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ლაბორატორიებში
7. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები რეფერენს/საცნობარო ლაბორატორიებში

პროფესიული ჯანდაცვა

BSL-2 და BSL-3 აგენტებთან მომუშავე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ვაქცინირებულები არიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის პროგრამის შესაბამისად.
BSL-2 და BSL-3 პათოგენებთან მომუშავე ყველა თანამშრომელი იმყოფება სამედიცინო კონტროლის ქვეშ (სამედიცინო შემოწმება ტარდება წელიწადში ერთხელ).
ცენტრში ასევე ფუნქციონირებს ლაბორატორიის თანამშრომელთა რესპირატორული სისტემის დაცვის პროგრამა.

ბიოუსაფრთხოების ტრეინინგი

დკსჯეც ახორციელებს ბიოუსაფრთხოების ტრენინგის პროგრამას ლაბორატორიის ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც ორიენტირებულია კარგ ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და შიდა წესების დაცვაზე.
ბიოუსაფრთხოების ტრეინინგები ასევე მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას ბიორისკის შემცირებისა და ინციდენტების პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ, აგრეთვე ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ.

ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა

ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა
#post_seo_title

ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა

გასული საუკუნის 80-ანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ შეიქმნა ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამები, რომლებსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თავიდან უნდა აეცილებინათ ბიოლოგიური იარაღის შექმნა საშიში პათოგენებისა და ტექნოლოგიების, მათთან მუშაობის გამოცდილების გაუვრცელებლობისთვის ხელშეწყობის გზით.

ერთ-ერთ ასეთ პროგრამას, რომელიც შეიქმნა 1991 წ. ნან-ლუგარის აქტის საფუძველზე
(სახელწოდებაუკავშირდება აქტის ავტორებს – ამერიკელსენატორებს:

სემ ნანს და რიჩარდ ლუგარს) – ეწოდა ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი
პროგრამა (CBEP). მისი მიზანი იყო გლობალური უსაფრთხოების დაცვა,
კერძოდ კი ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების სფეროში
ბიოდაცვისადა ბიოუსაფრთხოების გაძლიერებადადაავადებებზე კონტროლი.
წლების შემდეგ აღნიშნულმა პროგრამამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო და საშინაო უსაფრთხოების კუთხით.
ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა

ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა

ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა
#post_seo_title

ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა

პროექტის დასახელება: „ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა“, DTRA; კ. ოჩიგავა; პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2011 – 31.12.2015.
პროექტის ანოტაცია
ა) მიზანი: თბილისისა და რეგიონული ლაბორატორიების შეუფერხებელი მუშაო-ბისათვის მომსახურებებით უზრუნველყოფა;
ბ) განხორციელების გზები: დაფინანსება ლაბორატორიების კომუნალური მომსახურების (წყლის, ელექტრო¬ენერ¬გიის, ბუნებრივი გაზის დაფინანსება), სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურების, ელექტრო გენერატორისა და ინსენერატორის საწვავით უზრუნველყოფა, სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფა, ტექმომსახურება, დაზღვევა, დაცვითი მომსახურება, ტექნი¬კი¬სა და აღჭურვი¬ლო¬ბის რემონტი;
გ) მოსალოდნელი შედეგები: თბილისისა და რეგიონული ლაბორატორიების ფუნქციო-ნირების გაუმჯობესება.

 

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

#post_seo_title

In September 2023, Media Holding Sheni (“Yours” in Georgian) was established by Dr. Giorgi Pkhakadze, Chair of the Public Health Institute of Georgia (PHIG), as a groundbreaking initiative with the goal of revolutionizing public health communication in Georgia. The inspiration for creating Sheni came from the World Health Organization’s (WHO) 2022 publication, which highlighted the harmful impact of health misinformation during pandemics and health crises. The WHO’s findings stressed that health misinformation increases vaccine hesitancy, promotes unproven treatments, and delays access to healthcare, urging governments and organizations to develop innovative strategies for countering this problem.

Motivated by this call to action, Media Holding Sheni was designed as a unique model for delivering professional, unbiased, and accessible health information through diverse platforms and approaches. With its sole focus on public health and a commitment to inclusivity, Sheni has become a trailblazer in addressing health misinformation and improving health literacy in Georgia.

A Global First: What Makes Sheni Unique

Media Holding Sheni is not just innovative—it is globally unique. While other media organizations may occasionally cover health topics, Sheni was built with a singular mission: to center public health in everything it does. No other media holding in the world operates with this focus or employs Sheni’s innovative strategies to deliver health information.

What sets Sheni apart:

• 14 Diverse Platforms: Each platform targets a specific demographic or interest group, ensuring that public health messages are delivered in ways that resonate with diverse audiences.
• Multi-Channel Strategy: Sheni uses websites, Facebook, Instagram, YouTube, and TikTok to reach its audience. This ensures that its health messages are accessible across all age groups and locations.
• Integration of Topics: By blending public health with lifestyle, food, beauty, rural development, and urban issues, Sheni makes health information relatable and engaging.

The Impact of Media Holding Sheni

Over the past year, Media Holding Sheni has achieved remarkable success in delivering health information to millions of people in Georgia. The following table provides an overview of Sheni’s Facebook reach across its 14 platforms during key dates in 2024:

Platform Name Focus Aug 15, 2024 Sep 15, 2024 Nov 26, 2024 Change (Nov vs Sep) Change (Nov vs Aug)
Sheni Sopeli (shenisopeli.ge) Rural health and development 1.7M 1M 9.9M +890% +482%
Sheni Tbilisi (shenitbilisi.ge) Urban health 230.5K 344.8K 1.1M +219% +377%
Sheni Dasveneba (shenidasveneba.ge) Travel and leisure 3.4M 1.4M 2.4M +71% -29%
Sheni Silamaze (shenisilamaze.ge) Beauty and wellness 1.4M 1.4M 1.5M +7% +7%
Sheni Emigranti (sheniemigranti.ge) Diaspora health and stories 2M 2M 2.4M +20% +20%
SheniEkimi (sheniekimi.ge) Medical and public health 272.4K 569.9K 76.5K -87% -72%
Sheni Ambebi (sheniambebi.ge) News and public health 2M 1M 53.4K -95% -97%
Sheni Ganatleba (sheniganatleba.ge) Education and health 927.2K 899.3K 57.4K -94% -94%
Sheni Supra (shenisupr.ge) Food and health 1.3M 2.5M 1.1M -56% -15%
Sheni Pozitivi (shenipozitivi.ge) Positive stories 159.2K 108.6K 108.6K 0% -32%
Sheni Startupi (shenistartupi.ge) Health in startups 31.8K 29.1K 2K -93% -94%
Sheni Horoskopi (shenihoroskopi.ge) Health and astrology 10.1K 9.2K 3.9K -58% -61%
Sheni Khma (shenikhma.ge) Citizen voices and health N/A N/A 1.4K N/A N/A
Sheni (sheni.ge) General public health N/A N/A 42.2K N/A N/A

Key Highlights from One Year of Sheni

1. Reaching Millions Through Innovation
• Sheni Sopeli increased its reach by 890%, demonstrating the success of focusing on rural health topics tailored to the needs of rural communities.
• Sheni Tbilisi grew by 219%, reflecting its ability to engage urban audiences with relatable content about public health and city living.
2. Understanding Audience Diversity
• Sheni realized that different demographics consume content differently. Rural audiences respond strongly to localized content, while urban audiences prefer health topics integrated into lifestyle discussions.
3. Combating Misinformation
• Inspired by the WHO’s findings, Sheni has made significant progress in combating misinformation by providing evidence-based health information through engaging and accessible channels.
4. Multi-Platform Strategy
• Beyond its 14 websites, Sheni actively uses Facebook, Instagram, YouTube, and TikTok to reach diverse audiences. While Facebook remains the most widely used platform in Georgia, younger audiences are increasingly engaged on Instagram and TikTok.

Lessons Learned

The past year has taught Media Holding Sheni that:

• Integration Works: Public health messages are most effective when combined with topics like food, beauty, or rural development.
• Diversity is Essential: A one-size-fits-all approach does not work. Tailoring content to specific demographics ensures maximum engagement and impact.
• Innovation is Key: Using modern technology and adapting to trends has allowed Sheni to remain relevant and impactful.

Conclusion

Media Holding Sheni is more than a media initiative; it is a global pioneer in public health communication. By leveraging innovation, inclusivity, and evidence-based practices, Sheni has transformed the way health information is delivered in Georgia.

In its first year, Sheni has set a new standard for public health communication, ensuring that every Georgian—regardless of their location, age, or socio-economic status—has access to credible and relatable health information. With its bold vision and innovative strategies, Sheni is not only addressing Georgia’s public health challenges but also serving as a model for the world.

მედიაჰოლდინგი “შენი” – რევოლუცია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციაში

#post_seo_title

2023 წლის სექტემბერში, მედიაჰოლდინგი “შენი” დაარსდა ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის მიერ, რომელიც “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” (PHIG) თავმჯდომარე გახლავთ.

ეს ინოვაციური ინიციატივა მიზნად ისახავდა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციის რევოლუციას. ჰოლდინგის შექმნის შთაგონება იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2022 წლის ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამდა ჯანდაცვის დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენას პანდემიების და ჯანდაცვაში არსებულ სხვა კრიზისების დროს. WHO-მ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის დეზინფორმაცია ზრდის ვაქცინებზე უარის თქმის შემთხვევებს, ხელს უწყობს არამტკიცებულებადი მკურნალობების გამოყენებას და აყოვნებს სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.

“WHO-ის ანგარიში იყო ნიშანი, რომ აუცილებელი იყო ინოვაციური ნაბიჯების გადადგმა ჯანდაცვის სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად,” – აღნიშნავს პროფესორი გიორგი ფხაკაძე. “მედიაჰოლდინგი ‘შენი’ შეიქმნა, რათა უზრუნველეყო სანდო, პროფესიონალური და ხელმისაწვდომი ინფორმაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.”

რა ხდის “შენს” უნიკალურს?

მედიაჰოლდინგი “შენი” მსოფლიო მასშტაბით ინოვაციური და უნიკალურია. მისი მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალიზაცია და ეფექტური კომუნიკაცია მრავალფეროვანი და თანამედროვე მიდგომებით.

“შენი” არ არის, უბრალოდ, მედიაჰოლდინგი – ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა გავავრცელოთ ჯანდაცვის ინფორმაცია ისე, რომ მივაღწიოთ ყველა მოქალაქეს, მათი ინტერესების, ასაკის თუ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად,” – აღნიშნავს პროფესორი ფხაკაძე.

“შენის” განსაკუთრებულობა მოიცავს:

• 14 თემატურ პლატფორმას, რომლებიც ფოკუსირებულია სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფზე, მაგალითად: სოფლური განვითარება (“შენი სოფელი”, www.shenisopeli.ge), ურბანული ჯანმრთელობა (“შენი თბილისი”, www.shenitbilisi.ge), სილამაზე და თავის მოვლა (“შენი სილამაზე”, www.shenisilamaze.ge), მოგზაურობა და დასვენება (“შენი დასვენება”, www.shenidasveneba.ge).
• მრავალარხიან სტრატეგიას, რომელიც მოიცავს Facebook-ს, Instagram-ს, YouTube-ს, TikTok-ს და ვებსაიტებს, რაც უზრუნველყოფს, რომ “შენის” გზავნილები ყველა ასაკის და სოციალური ჯგუფის ადამიანებს მიეწოდოს.
• ინტეგრაციის მიდგომას, რაც ჯანმრთელობის გზავნილების შერწყმას გულისხმობს ისეთ თემებთან, რომლებიც ბუნებრივად საინტერესოა აუდიტორიისთვის.

სტატისტიკა – “შენის” გავლენა

2024 წლის განმავლობაში, “შენმა” შეძლო, ჯანდაცვის ინფორმაცია მიეწოდებინა მილიონობით ადამიანს. Facebook-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ სხვადასხვა პლატფორმამ მნიშვნელოვანი ზრდა ან ცვლილებები განიცადა:

• “შენი სოფელი” (www.shenisopeli.ge) – სოფლური ჯანდაცვა: 1.7 მილიონი (აგვისტო) → 1 მილიონი (სექტემბერი) → 9.9 მილიონი (ნოემბერი). ზრდა: 890%-ით სექტემბრის შემდეგ და 482%-ით აგვისტოს შემდეგ.
• “შენი თბილისი” (www.shenitbilisi.ge) – ურბანული ჯანდაცვა: 230,500 (აგვისტო) → 344,800 (სექტემბერი) → 1.1 მილიონი (ნოემბერი). ზრდა: 219%-ით სექტემბრის შემდეგ და 377%-ით აგვისტოს შემდეგ.
• “შენი დასვენება” (www.shenidasveneba.ge) – მოგზაურობა და დასვენება: 3.4 მილიონი (აგვისტო) → 1.4 მილიონი (სექტემბერი) → 2.4 მილიონი (ნოემბერი). ზრდა: 71%-ით სექტემბრის შემდეგ.
• “შენი სილამაზე” (www.shenisilamaze.ge) – სილამაზე და ჯანმრთელობა: 1.4 მილიონი (აგვისტო) → 1.4 მილიონი (სექტემბერი) → 1.5 მილიონი (ნოემბერი). სტაბილური ზრდა: 7%-ით.
• “შენი ემიგრანტი” (www.sheniemigranti.ge) – ემიგრანტების ჯანდაცვა: 2 მილიონი (აგვისტო) → 2 მილიონი (სექტემბერი) → 2.4 მილიონი (ნოემბერი). ზრდა: 20%-ით.
• “შენექიმი” (www.sheniekimi.ge) – სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვა: 272,400 (აგვისტო) → 569,900 (სექტემბერი) → 76,500 (ნოემბერი). კლება: 87%-ით სექტემბრის შემდეგ.
• “შენი ამბები” (www.sheniambebi.ge) – სიახლეები და ჯანდაცვა: 2 მილიონი (აგვისტო) → 1 მილიონი (სექტემბერი) → 53,400 (ნოემბერი). კლება: 95%-ით სექტემბრის შემდეგ.
• “შენი განათლება” (www.sheniganatleba.ge) – განათლება და ჯანდაცვა: 927,200 (აგვისტო) → 899,300 (სექტემბერი) → 57,400 (ნოემბერი). კლება: 94%-ით სექტემბრის შემდეგ.
• “შენი კვება” (www.shenikveba.ge) – კვება და ჯანსაღი ცხოვრება: 1.5 მილიონი (აგვისტო) → 1.6 მილიონი (სექტემბერი) → 1.7 მილიონი (ნოემბერი). ზრდა: 6%-ით სექტემბრის შემდეგ.
• “შენი სპორტი” (www.shenisporti.ge) – სპორტი და ფიზიკური აქტივობა: 800,000 (აგვისტო) → 850,000 (სექტემბერი) → 900,000 (ნოემბერი). ზრდა: 5.9%-ით სექტემბრის შემდეგ.
• “შენი ოჯახი” (www.sheniojakhi.ge) – ოჯახის ჯანმრთელობა: 1.2 მილიონი (აგვისტო) → 1.3 მილიონი (სექტემბერი) → 1.4 მილიონი (ნოემბერი). ზრდა: 7.7%-ით სექტემბრის შემდეგ.

დასკვნა

მედიაჰოლდინგი “შენი” გლობალური მასშტაბით პირველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციაში. მისი ინოვაციური მოდელი აჩვენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, მრავალფეროვანი თემატიკის და პროფესიონალიზმის ერთობლიობით შესაძლებელია ჯანდაცვის გზავნილების ეფექტური და ფართომასშტაბიანი გავრცელება.

“შენი” არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს წარმატების მაგალითს, რომელიც აჩვენებს, რომ ინკლუზიურობა, მრავალფეროვნება და სანდოობა შეიძლება გახდეს უკეთესი და ჯანმრთელი საზოგადოების საფუძველი.

“ეს იყო ერთწლიანი ინოვაციის წელი,” აღნიშნავს პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

“ჩვენ გავარკვიეთ, როგორ შეიძლება ჯანდაცვის ინფორმაცია მოერგოს სხვადასხვა აუდიტორიას ისე, რომ მისმა მიღწევამ მოახდინოს მაქსიმალური გავლენა.”

ჰოლდინგი აგრძელებს ზრდას, მისი უნიკალური სტრატეგია უზრუნველყოფს, რომ ჯანდაცვის გზავნილები საქართველოს ყველა მოქალაქემ მიიღოს, განურჩევლად მათი ასაკისა, გეოგრაფიული მდებარეობისა თუ სოციალური სტატუსისა.

#drpkhakadze #sheniekimi

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე
🇬🇪

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ

პოლიტიკური კრიზისი მძიმედ აისახება ყველა სფეროზე, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე.

„დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

პოლიტიკური კრიზისი მძიმედ აისახება ყველა სფეროზე, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე.
ევროკავშირი, სავარაუდოდ:
შეგვახსენებს, რომჩვენი ევროპული ინტეგრაციის გეზი გაყინულია, რაც უშუალოდ აფერხებს ჯანდაცვის რეფორმებს.
მოუწოდებს მთავრობასოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებას შემდეგი არჩევნებისთვის.
მოუწოდებს ყველა მხარესკონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რათა პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ჯანდაცვის გაძლიერება მოხერხდეს.
არასწორი მოლოდინები, თითქოს დასავლეთი გადაგვიჭრის ყველა პრობლემას, საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ისე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.
დროა, რეალური რეფორმების! პოლიტიკაში, ჯანდაცვაში და საზოგადოებაში, სადაც მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაა!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?
#post_seo_title

უძილობა (ინსომნია) ორი ტიპის არსებობს. შესაბამისად მკურნალობის მეთოდიც ორგვარია. თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები სამ თვეზე მეტხანს არ გაწუხებთ, ეს ნიშნავს, რომ ხანმოკლე (მწვავე) უძილობა გჭირთ. ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციას რაღაც კონკრეტული მიზეზი აქვს (მძაფრი ტკივილები, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მძიმე კამათი). თუ სამი თვის განმავლობაში პრობლემები კვირაში სამჯერ მაინც თავს იჩენს, ეს უკვე ქრონიკული უძილობაა.

გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

ინსომნიისას სამივე სიმპტომი უნდა გქონდეთ:

– ვერ ახერხებთ დაძინებას 20-30 წუთის განმავლობაში, ან მალევე გეღვიძებათ, ან დროზე ადრე გეღვიძებათ (სულ ცოტა 30 წუთით ადრე) და ხელახლა ჩაძინებას ვერ ახერხებთ.
– ეს პრობლემები გაწუხებთ იმის მიუხედავად, რომ ძილისთვის ნორმალური პირობები გაქვთ.
–  ამ ყველაფრის გამო დღისით ფაქტობრივად უფუნქციო ხართ.

უძილობა არის ან ცალკეული აშლილობა ან რაღაცის შედეგი, მაგალითად, რაიმე დაავადების. ამის გარკვევა, ჩვეულებრივ, მხოლოდ ექიმს შეუძლია. უძილობა შეიძლება გამოიწვიოს ასევე გარკვეული პრეპარატების მიღებამაც. აშკარა სტიმულატორების გარდა, როგორებიცაა კოფეინი, ამფეტამინი ან მოდაფინილი, ესენია ანტიდეპრესანტები, მედიკამენტები, რომელიც ბრონქებს აფართოებს (თეოფილინი), ბეტა-ბლოკატორები (პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი) და სხვ. უძილობის პროვოცირება ალკოჰოლს და სიგარეტსაც შეუძლია.

შეეცადეთ თავად გაუმკლავდეთ

ექიმს იმ შემთხვევაში მიმართეთ, თუ უძილობა გაუსაძლისია. თუ ასე არ არის, შეეცადეთ მას თავად გაუმკლავდეთ.

ხანმოკლე უძილობა მალევე აღმოიფხვრება მას შემდეგ, რაც პრობლემა გვარდება ან ადამიანი მოერგება ხოლმე გარემოებებს, რომლებიც მისი უძილობის მაპროვოცირებელი გახდა. ყველაფერი კიდევ უფრო სწრაფად დაბრუნდება ნორმის ფარგლებში, თუკი ეგრეთ წოდებულ ძილის ჰიგიენას დაცავთ. ამისთვის საჭიროა:

– შეეცადეთ ერთი და იგივე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ (დასვენების დღეების ჩათვლით). ამასთან, უკეთესია თუ ძილი მოგერევათ და ისე წახვალთ დასაძინებლად.

– თუკი 20 წუთის განმავლობაში არ დაგეძინებათ, წიგნის წასაკითხად ან მუსიკის მოსასმენად სხვა ოთახში გადაინაცვლეთ. ასეთ დროს ჩაძინებას და ხანგრძლივ წვალებას შორის ასოციაცია არ გაგიჩნებათ. დასაძინებლად დაბრუნდით მაშინ, როდესაც ძილი მოგერევათ.

– შეძლებისდაგვარად შეეცადეთ პრობლემები და სანერვიულო თემები მანამდე მოაგვაროთ, ვიდრე ძილს გადაწყვეტთ;

– დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, საძინებელში დამამშვიდებელი ატმოსფერო შექმენით დაბალი განათებით და გამორთეთ ტელევიზორი;

– საწოლი დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ: ძილისთვის და სექსისთვის. მუშაობა, ჭამა და ფილმების ყურება საწოლში არ შეიძლება;

– სადილის მერე ნუ დალევთ სასმელს კოფეინის შემცველობით;

– ნუ ეცდებით ძალით დაძინებას;

– არ დალიოთ ალკოჰოლური სასამელი და არ მოწიოთ სიგარეტი დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე;

– არ დაიძინოთ დღისით, განსაკუთრებით 20-30 წუთზე მეტხანს და განსაკუთრებით სადილის შემდეგ;

– არ არის საჭირო ინტენსიური ან/და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში (20 წუთი საკმარისია) დაძინებამდე 4-5 საათით ადრე.

თუ არაფერი გშველით მიმართეთ ექიმს

მწვავე უძილობის დროს, ძილის წამლების (მაგალითად ბენზოდიაზეპინები, “ანდანტე”) ცოტა ხნის განმავლობაში მიღება შეიძლება, ოღონდ ის ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. პირველი თაობის ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (დიმედროლი, “დონორმილი”) ასევე იყენებენ ძილის წამლებად. ადრე მათ ალერგიის წინააღმდეგ სვამდნენ, მაგრამ მას შემდეგ ახალი ანტიჰისტამინური საშუალებები გაჩნდა, რომლებსაც უკუჩვენება არ აქვს, კერძოდ არ გთენთავს.

საქართველოში, ამ პრეპარატების თითქმის 99% ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სიაშია. (რეცეპტი სჭირდება მხოლოდ დიმედროლის და ცეტირიზინის ჯგუფის შემცველ პრეპარატებს). აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც ისინი ურეცეპტოდ იყიდება. მცენარეულ პრეპარატებს, როგორიც არის მაგალითად კატაბალახას წვეთები (ვალერიანი) რეცეპტი საქართველოშიც არ სჭირდება, მაგრამ კვლევების თანახმად, ის აღმოჩნდა ან პლაცებოზე ნაკლებად ეფექტური, ან არასაკმარისად შესწავლილი იმისათვის, რომ მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე რამე დანამდვილებით ითქვას.

ბოლო დროს, ქრონიკული უძილობის მქონე პაციენტებს დასაწყისში ურჩევენ არა აბების მიღებას, არამედ ძილის ჰიგიენის დაცვას და კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის გავლას (თუ რა თქმა უნდა, პაციენტს ნორმალურ ფსიქოთერაპევტზე ხელი მიუწვდება). ეს ფსიქოტერაპიის სახეობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს მშვიდად აღიქვას თავისი პრობლემები და სწორად მიუდგეს დაძინების პროცესს. იმავდროულად, ქრონიკული უძილობის მქონე პაციენტებს ახასიათებთ პრობლემის გაღრმავებისკენ მიდრეკილება. ისინი ნერვიულობენ, რომ ძილის დეფიციტი მათ ჯანმრთელობას აზიანებს და ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის. ამ შფოთის გამო, მათ კიდევ უფრო უჭირთ დაძინება. ფსიქოტერაპიას ამ წრის გარღვევა შეუძლია. ქრონიკული უძილობის შემთხვევაში აბები მიღებას ეს მიდგომა ჯობს. მაგრამ თუ უძილობა სერიოზულად ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას, მაშინ ექიმი, რა თქმა უნდა, უმალ დაგინიშნავთ წამლებს. მათი მიღებაც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება.

თუკი ექიმი უძილობის მაპროვოცირებელ დაავადებას აღმოაჩნეს, ის საწყისი პრობლემის მკურნალობას დაგინიშნავთ, რაც ძილსაც მოაწესრიგებს. მაგალითად, ადამიანებს რომლებსაც ძილის ობსტრუქციული აპნოე აქვთ (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება) ღამე ხშირად იღვიძებენ და დღისით თავს გამოუძინებლად გრძნობენ. ამ პრობლემისგან თუ გათავისუფლდებით, ძილიც ნორმალურ კალაპოტში მოექცევა.

ექიმთან წასასვლელად მოემზადეთ

ექიმს ძალიან დაეხმარება, თუკი თქვენ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ძილის დღიურს აწარმოებთ, რომელშიც ყოველდღიურად უნდა აღრიცხოთ:

– რომელ საათზე დაწექით დასაძინებლდ, აპირებდით გაღვიძებას და საბოლოოდ როდის გაიღვიძეთ;

– ღამის განმავლობაში რამდენჯერ გაგეღვიძათ და რა დრო დაგჭირდათ ხელახლა დაძინებისთვის;

– რამდენ ხანს ვერ იძინებდით;

– გეძინათ თუ არა დღისით და რა ხნის განმავლობაში;

– მიიღეთ თუ არა ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელები (რამდენი და როდის);

– აუცილებლად იქონიეთ თან იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომლებსაც იღებთ.

გარდა ამისა, ექიმი სავარაუდოდ მოგთხოვთ ტესტის გავლას დღისით ძილისკენ მიდრეკილებაზე.

ჩვეულებრივ, სიტუაციაში გასარკვევად ექიმისთვის ეს ინფორმაცია და პაციენტის გასინჯვა საკმარისია. მაგრამ ზოგჯერ, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, საჭიროა პოლისომნოგრაფია (კვლევა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება და რომლის დროსაც აღირიცხება კუნთების აქტიურობა, გულის რიტმი, თვალების მოძრაობა, ტვინის ელექტროაქტივობა და სხვა), სისხლის ანალიზი ან სხვა კვლევები.

რომელ ექიმს მივმართო?

რთული კითხვაა. ტრაიდიცულად, უძილობის მკურნალობა თერაპევტების საქმეა. მხოლოდ რთულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოთ ვიწრო სპეციალისტებს, ეგრეთ წოდებულ სომნოლოგებს. ფართო პროფილის ექიმებთან კონსულტაცია ხშირად დამაძინებელი წამლების დანიშვნით სრულდება, რამაც პრობლემა შეიძლება უფრო გააღრმავოს, თუკი, მაგალითად, უძილობის მიზეზი სხვა დაავადებაა.

ძალიან მოკლე ინსტრუქცია

საჭიროა ძილისთვის ნორმალური პირობების შექმნა: ერთსა და იმავე დროს დაწოლა, სადილის შემდეგ ყავის დალევაზე უარის თქმა, დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე ალკოჰოლის მიღბაზე და სიგარეტზე ურის თქმა. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ საწოლი მხოლოდ ძილთან ასოცირდებოდეს, არ შეიძლება საწოლში ჭამა და ფილმების ყურება. თუკი 20 წუთის განმავლობაში ვერ იძინებთ, სხვა ოთახში გაბრძანდით და დაელოდეთ დროს, ვიდრე ძილი მოგერევათ.

თუკი არაფერი გშველით, მიმართეთ ექიმს. დიდი ალბათობით, ის დაგინიშნავთ ფსიქოთერაპიას და დასაძინებელ პრეპარატებს.

#drpkhakadze

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება
#post_seo_title

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს წარმომადგენლები, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ჯგუფთან, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ, – ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.

„თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრები გაიმართება პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის, არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია.

16-დღიანი კამპანია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე 33 წელია აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

მიმდინარე წელს, ზრუნვის სააგენტოს ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 75-მდე საინფორმაციო შეხვედრა დაიგეგმა. კამპანიის ფარგლებში, დაიბეჭდა ბრენდირებული მასალები, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს გადაეცემათ. საინფორმაციო მასალები გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)- ის ფინანსური მხარდაჭერით დამზადდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე
#post_seo_title

მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

„იცით, რომ ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და იმასაც პარალელურ რეჟიმში განვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

იცით რომ პირველი იანვრიდან იმატებს საპენსიო ანარიცხები ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც სოციალური დახმარებები“, – აღნიშნა ლომინაძემ.

#drpkhakadze

ზაზა ლომინაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights