ბურულის წყლული არის კანისა და რბილი ქსოვილების ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Mycobacterium ulcerans.
ბუნებრივი კატასტრიფებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობები
ბუნებრივი კატასტრიფებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობები
საგანგებო სიტუაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც დაუყოვნებლივ დგება ჯანმრთელობის, სიცოცხლის, გარემოს ან ქონების დაზიანების რისკი. საგანგებო სიტუაციების უმეტესობა, საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას, რათა არ მოხდეს სიტუაციის გაუარესება.
საგანგებო სიტუაცია შესაძლოა იყოს, როგორც ბუნებრივი ისე ადამიანის მიერ შექმნილი
მოვლენით გამოწვეული. საჭიროა სწორად დაგეგმილი რეაგირება, რათა დაიცვათ
საკუთარი თავი და გარშემომყოფები.
ქვემოთ მოცემული მასალა დაგეხმარებათ შესაბამისად იმოქმედოთ ბუნებრივი
კატასტროფებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციებისას.
წყალდიდობა არ აქვს მნიშვნელობა წყალდიდობის მასშტაბი დიდია თუ პატარა, მან შესაძლოა ნებისმიერ შემთხვევაში იქონიოს დამანგრეველი გავლენა თქვენს ოჯახსა და
საცხოვრებელზე.
სწორად დაგეგმილი რეაგირების ნაბიჯების მეშვეობით, თქვენ შეძლებთ შეამციროთ
წყალდიდობისგან მიყენებული ზიანი. მოემზადეთ წყალდიდობისთვის, ეცადეთ
უზრუნველყოთ საკუთარი უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა წყალდიდობისას და
სახლში დაბრუნებისას.
წყლდიდობის საფრთხის შემთხვევაში, მუდმივად ეცადეთ იყოთ ინფორმირებული, თვალი ადევნეთ საინფორმაციო საშუალებებს, რათა დროულად მიიღოთ ინფორმაცია არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. თუ იმყოფებით საფრთხის ზონაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით შესაბამის სამსახურებს და დეტალურად მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი მდგომარეობის შესახებ, მიჰყევით მათ მითითებებს და ეცადეთ დარჩეთ უსაფრთხო ადგილას.
წყალდიდობის საფრთხის შემთხვევაში საჭიროა გარკვეული საგანგებო მარაგის არსებობა.
უნდა ეცადოთ, რომ სახლში შექმნათ მარაგი, რომელიც აუცილებელია საგანგებო
სიტუაციისთვის. ეს მარაგი უნდა შეიცავდეს:
- სუფთა წყლის რეზერვუარები, რომელშიც შეგიძლიათ შეინახოთ 3-5 დღის სამყოფი
სასმელი წყალი;
• 3-5 დღის სამყოფი საკვები, რომლის მომზადებასაც არ სჭირდება
ელექტროენერგია;
• პირველადი დახმარების ნაკრები, წამლები და მათი გამოყენების ინსტრუქცია;
• რადიო და ფანარი, რომელიც მუშაობს ელემენტზე, ასევე დამატებითი ელემენტები;
• საძილე ტომრები ან დამატებითი პლედები;
• გამწმენდი საშუალებები, როგორიცაა: იოდის ტაბლეტები ან საყოფაცხოვრებო
ქლორი, საწმენდი საშუალებები;
• ბავშვის საჭმელი/ან გამზადებული ფორმულა, საფენები და სხვა საჭირო ნივთები;
• ერთჯერადი საწმენდი საშუალებები;
• პირადი ჰიგიენის ნივთები;
• საგანგებო კომპლექტი თქვენი მანქანისთვის: საკვები, ფანარი, აკუმლიატორისთვის
ელ.ენერგიის დამატებით მიწოდების სადენები, რუქები, ხელსაწყოები, პირველადი
დახმარების ნაკრები, ცეცხლსაქრობი, საძილე ტომრები და სხვა;
• რეზინის ჩექმები, გამძლე ფეხსაცმელი და წყალგაუმტარი ხელთათმანი
• რეპელენტები, გრძელტოტიანი ტანსაცმელი.
ბუნებრივი კატასტრიფებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობები
კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას
დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა
კიბოს სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე
კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას
ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგულ გამოკვლევებს სახელმწიფო უზრუნველყოფს
ძუძუს კიბოს სკრინინგი პროგრამა უზრუნველყოფს:
მამოგრაფიას
საჭიროების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიურ გამოკვლევას
ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ
დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა
დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა
კიბოს სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე
კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას
ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგულ გამოკვლევებს სახელმწიფო უზრუნველყოფს ძუძუს კიბოს სკრინინგი პროგრამა უზრუნველყოფს:
ფაქტი: ტყვია შხამია, ის ყველასათვის მავნებელია
ფაქტი: ტყვია შხამია
ის ყველასათვის მავნებელია და აზიანებს:
ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ–სისხლძარღვთა სისტემას, რეპროდუქციულ სისტემას.
ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან.
მათი ნერვული სისტემა განვითარების პროცესშია და ამიტომ 4-5-ჯერ უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მოზრდილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:
გონებრივი ჩამორჩენა
სწავლის უნარის დაქვეითება
ქცევითი პრობლემები
რომელი ანალიზებია საჭირო თმის ცვენის დროს
თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა როგორც მოზრდილებში, ასევე მოზარდებში. არაერთი შინაურული თუ სააფთიაქო საშუალების მიუხედავად, ექიმები გვეუბნებიან, რომ უშუალოდ თმის ცვენის სამკურნალო შამპუნები არ არსებობს. საჭიროა გაირკვეს ცვენის მიზეზი, რისთვისაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ ანალიზების გაკონტროლებაა საჭირო:
ყველაზე მთავარი ნივთიერება ცილაა. ის პასუხისმგებელია ჩვენი თმის სტრუქტურაზე. ამიტომ საჭიროა ავიღოთ საერთო ცილის ანალიზი.
შემდეგ ვამოწმებთ რკინას. ეს არიოს ჩვენი თმებისთვის წვდომა ჟანგბადზე. აქვე ვიღებთ სისხლის საერთოს და ფერიტინის ანალიზს, რათა გამოვრიცხოთ ანემია.
აუცილებლად უნდა შემოწმდეს D ვიტამინი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი თმის სიმკვრივეზე.
ასევე საჭიროა თუთიის ანალიზი, რომელიც პასუხისმგებელია თმის ცვენასა და მის ხარისხზე.
მართალია, თმის ცვენა არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობას, მაგრამ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება.
რა უნდა გააკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად – 12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად
12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად – ექიმი ზაზა თელია ვიტამინებისა და მულტივიტამინების შესახებ
ექიმი ზაზა თელია ვიტამინებისა და მულტივიტამინების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და ,,დაამარცხოს” გაციება და სხვა რიგი ინფექციები. ექიმი მკითხველს 12 რჩევას აძლევს იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:
საზოგადოებაში სამწუხაროდ გავრცელებულია მითი იმის თაობაზე, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს (Boost Immune System).
ასევე სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ვიტამინების მიღების აგიტაციას ახდენენ ექიმები, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.
იმუნური სისტემის ,,გასაძლიერებლად” ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს.
სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინების მიღება დანამატის სახით რაიმე სახის სარგებელს აძლევს ადამიანს არ არსებობს და მეტიც, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის ორგანიზმში რომელიმე კონკრეტული მიკროელემენტის ნაკლებობა, მისი დანამატის სახით მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად შესაძლოა სახიფათო იყოს იმის გამო რომ ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინის ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატება) ადამიანს დაემართოს ტოქსიკოზი ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები.
ასევე მულტივიტამინების მიღებით არ ხდება ორგანიზმის დაცვა ვირუსებისგან ან სხვა ინფექციებისგან.იმისათვის რომ იმუნურმა სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და იყოს ძლიერი საჭიროა:
1. ჯანსაღი კვების რუტინა, წყლის მიღება;
2. ფიზიკური აქტივობა, რეგულარული ვარჯიში;
3. მოწესრიგებული ძილი, მინიმუმ 6 საათი;
4. თამბაქოს ელიმინაცია, მეორე და მესამე ხელით მოწევისგან თავის არიდება;
5. ჭარბი ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა;
6. პირადი ჰიგიენა;
7. წონის კლება, კუნთის ჰიპერტროფია
8. მედიკამენტების მიღების შეზღუდვა
როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და ,,დაამარცხოს” გაციება და სხვა რიგი ინფექციები.
12 რჩევა იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:
1. ჭამე ხილი და ბოსტნეული – სხვადასხვა ფერები; 2. თავი დაანებე მოწევას; 3. დაკავდი სექსით ხშირად; 4. იყავი პოზიტიურად განწყობილი; 5. ხშირად დაიბანე ხელები და სახე; 6. ივარჯიშე სისტემატურად, ხშირად; 7. ჩამოაყალიბე შენი სოციალური ქსელი; 8. გაიცინე ხშირად; 9. შეზღუდე ჭარბი ალკოჰოლის მიღება; 10. გქონდეს კარგი ძილი – მინიმუმ 6 საათი; 11. სკეპტიკურად იყავი განწყობილი მცენარეული და საკვები დანამატების მიმართ, მათი მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად სახიფათოა; 12. კარგია შინაურ ცხოველებთან კონტაქტი – აუცილებელია ისინი იყვნენ აცრილები სხვადასხვა ინფექციების მიმართ,” – აღნიშნავს ზაზა თელია.
დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა
კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ შედარებით მსუბუქად მიმდინარე სეზონურ რესპირატორულ დაავადებებს. დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა.
ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი არა.
დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. ამასთან ერთად,
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კორონავირუსების ზოგიერთი
წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები როგორიცაა მძიმე მწვავე
რესპირატორული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირატორული
სინდრომი (MERS).
მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) ეპიდემიოლოგია დაავადების გამომწვევია SARS კორონავირუსი. იგი პირველად აღმოჩენილი იქნა აზიაში, 2003 წლის თებერვალში, თუმცა რეტროსპექტული კვლევით დადგინდა, რომ დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2002 წლის ნოემბერში – გუანგდონგის პროვინციაში (ჩინეთი). მომდევნო რამდენიმე თვეებში, დაავადება გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.
საქართველოში SARS-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა 2003 წელს – რუსეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს. სულ, 26 ქვეყანაში 8098 შემთხვევა, მათ შორის 774 (9.55%) გარდაცვალება დაფიქსირდა. სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად, მასაც ახასიათებს >38° ტემპერატურა, თავის და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე.
კიბოს სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე
კიბოს სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე
კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას,
ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგულ გამოკვლევებს სახელმწიფო უზრუნველყოფს
რატომ არ უნდა აკოცოთ ჩვილ ბავშვს არასოდეს – საფრთხეებს განმარტავს ექსპერტი
ექსპერტი განმარტავს, რატომ არ უნდა აკოცოთ ჩვილ ბავშვს არასოდეს
ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის ქირურგმა კარან რაჯმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხალხს აფრთხილებდა ჩვილისთვის კოცნის საფრთხეების შესახებ.
რატომ არის სახიფათო ახალშობილისთვის კოცნა?
დაბადებისას ჩვილის იმუნური სისტემა ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის, რაც ამ დროს განსაკუთრებით ამძიმებს სერიოზული ინფექციების რისკს. ახალშობილებისთვის კოცნამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციები, რომლებსაც მოზრდილებში ძალიან მცირე ეფექტი აქვთ. რაც უფრო ასაკით პატარაა ჩვილი, მით უფრო მოწყვლადია ჰერპესის ინფექციისადმი, განსაკუთრებით დაბადებიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში.
დაბადებისას, ბავშვის იმუნური სისტემა სრულად ჩამოყალიბებული არ არის და ამიტომ, გაცილებით მაღალია სერიოზული ინფექციის მიღების რისკი.
გასული წლის ბოლოს, ბრიტანულმა ფონდმა The Lullaby Trust-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, ახალი და მომავალი მშობლების 54 პროცენტი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ახალშობილისთვის კოცნოს უფლებას მისცემს, რადგან არაფერი იცოდნენ სერიოზულ ინფექციათა რისკის შესახებ.
ჰერპესის ვირუსი — ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექცია, რომელიც ჩვილებს უქმნის საფრთხეს. ჰერპესი მოზრდილებში მუწუკებს იწვევს, მაგრამ ჩვილებში ეს ვირუსი შეიძლება სასიკვდილო გახდეს, რადგან ინფექცია შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და მიაღწიოს ორგანიზმის შიდა ნაწილებს.
B ჯგუფის სტრეპტოკოკები — კიდევ ერთი ბაქტერია, რომელიც ახალშობილებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. ის იწვევს სეფსისს, პნევმონიასა და მენინგიტს, რამაც შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.
როგორ დავიცვათ ახალშობილი ინფექციებისგან?
- ხელი დაიბანეთ — სანამ ახალშობილს აკოცებთ, ყოველთვის გაიკეთეთ სათანადო ჰიგიენური ღონისძიებები.
- არ აკოცოთ სახესა და პირის მიდამოებში — ჩვილს აკოცეთ სხეულის სხვა ნაწილებს, როგორიცაა ფეხები ან ზურგი.
- გაიგზავნეთ ექიმთან — თუ თქვენ გაქვთ აქტიური ინფექცია, უმჯობესია საერთოდ თავი შეიკავოთ ბავშვის ნახვისგან.
- ნიღბის ტარება — თუ მაინც უნდა შეხვდეთ ახალშობილს და გაქვთ რესპირატორული ინფექცია, ატარეთ ნიღაბი და მოერიდეთ ჩვილთან ახლოს ყოფნა.
ახალშობილებს საფრთხე ჰერბესისა და სხვა ინფექციებისგან
ჩვილები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ჰერპესისა და სხვა ინფექციური ბაქტერიების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კოცნა მშობლების სიყვარულის გამოხატვაა, იგი ახალშობილს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.















