სამშაბათი, ივნისი 16, 2026

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის მიმართვა დიდი ოცეულის (G-20) ლიდერებისადმი

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის მიმართვა დიდი ოცეულის (G-20) ლიდერებისადმი
#post_seo_title

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის მიმართვა დიდი ოცეულის (G-20) ლიდერებისადმი

გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტიერესმა 2020 წლის 23 მარტს გააკეთა მიმართვა, რომელშიც მხარი დაუჭირა დიდი ოცეულის (G-20) ლიდერთა გადაწყვეტილებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კატასტროფული გამოწვევების საპასუხოდ საგანგებო ვირტუალური სამიტის გამართვასთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა, რომ გლობალური ჯანმრთელობის კრიზისის პერიოდში, რომელიც მოქმედებს ადამიანებზე და ანგრევს გლობალურ ეკონომიკას, მსოფლიოს მოლოდინები მიმართულია მსოფლიო ლიდერების შეთანხმებულ და გადამწყვეტ მოქმედებებზე. 

მან აღნიშნა ის 3 კრიტიკული სფერო, რომელთანაც დაკავშირებით საჭიროა მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება დაგეგმილ  G-20-ის სამიტზე:

  1. კოორდინაცია და თანამშრომლობა ვირუსის დასამარცხებლად

ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია პანდემიის დამარცხება მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყილ იქნას უსაფრთხოება ყველგან.

მოვუწოდებ G-20-ის ლიდერებს, შემუშავდეს ძლიერი რეაგირების მექანიზმი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც გააძლიერებს გლობალური რეაგირების მექანიზმებს და ქვეყნებს მისცემს საშუალებას, გააძლიერონ შესაძლებლობები ინფექციის გავრცელების შესაკავებლად ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ტესტები, მიდევნება, კარანტინი, დაავადებულთა მკურნალობა და კოორდინირებული ქმედებები გადაადგილებისა და კონტაქტების შეზღუდვის მიზნით. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობას სამეცნიერო კუთხით, რომელიც მიმართულია ვაქცინისა და სამკურნალო საშუალებების შესამუშავებლად.

ასევე საჭიროა გლობალური ძალისხმევის მიმართვა სამედიცინო და დამცავი საშუალებების მზარდი მოთხოვნის უკეთესად განსაზღვრის მიზნით, კრიტიკული მარაგების გაზრდისა და შესყიდვის ხელშესაწყობად და დამატებითი სატრანსპორტო და მომარაგების გზების დასადგენად. გაერო მზად არის ხელი შუწყოს ასეთ ძალისხმევას, რომელიც ებოლასთან ბრძოლის გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ჩვენი გლობალური მარაგების ქსელი სრულად თქვენს განკარგულებაშია.

ამ მიზნით ჩვენ უნდა შევქმნათ კოორდინირებული მექანიზმი და მოვახდინოთ რესურსების მობილიზება, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნებისთვის  კრიზისთან გამკლავების მიზნით.

ვთხოვ G-20-ის ქვეყნებს, გააუქმონ ტარიფები, ქვოტები და არასატარიფო მექანიზმები და მოხსნან შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე და რომელიც გავლენას ახდენს სამედიცინო აპარატურის, მედიკამენტებისა და პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი სხვა პროდუქციის მიწოდებაზე.

ასევე მოვუწოდებ ქვეყნებს, მოუხსნან სანქციები სხვა ქვეყნებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სათანადო წვდომა საკვებზე, აუცილებელ სამედიცინო მარაგებსა და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამედიცინო საშუალებებზე.

  1. უნდა შევამციროთ COVID-19-ის სოციალური და ეკონომიკური გავლენა თითოეულ ადამიანზე და ხელი შევუწყოთ სიტუაციის სწრაფ გაუმჯობესებას ყველგან

მიმდინარე წლის ბოლოსთვის პანდემიით გამოწვეული ზარალი ალბათ ტრილიონობით დოლარს შეადგენს. G-20-ის ლიდერების საპასუხო რეაქცია უნდა იყოს თანმიმდევრული და გადამწყვეტი, ის უნდა მოიცავდეს დიდი ოდენობით რესურსების ჩადებას ეკონომიკაში, რომელიც მიაღწევს ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებლებს მთლიან შიდა პროდუქტში გლობალურად.

ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ „ჩვეულებრივი ბიზნესის“ ეკონომიკური წესები და პოლიტიკის მექანიზმები აღარ მუშაობს.

2008 წლის შემთხვევიდან განსხვავებით საქმე არ გვაქვს საბანკო კრიზისთან. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სისტემის ლიკვიდურობა უნდა იყოს გარანტირებული, ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ადამიანებზე – ოჯახებზე, დაბალანაზღურებად მუშაკებზე, მცირე და საშუალო ბიზნესზე და არაფორმალურ სექტორზე.

მოვუწოდებ G-20-ის ლიდერებს,  შეიმუშავონ ფართომასშტაბიანი, ტრილიონობით დოლარზე გათვლილი კოორდინირებული სტიმულირების პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება რესურსების პირდაპირ ჩადებაზე იმ ქვეყნების ეკონომიკების, დასაქმებულებისა და ოჯახებისთვის, რომლებიც ამის განხორციელებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ. აღნიშნული უნდა მოიცავდეს ფულადი გადარიცხვების გაზრდის ღონისძიებებს, სოციალური დაცულობის გაზრდას,  გადასახადების შემცირებას, ფისკალურ სტიმულირებას, საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, კრედიტებზე წვდომის გაზრდას, დაზღვევისა და სახელფასო მხარდაჭერის სქემებს. აღნიშნული აქტივობები უნდა განხორციელდეს კერძო პროტექციონიზმის გარეშე.

ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ G-20-ს, რომელზეც გლობალურად, მთლიანი შიდა პროდუქტის 85% მოდის, კრიტიკული როლი ენიჭება განვითარებადი ქვეყნების კრიზისთან გამკლავების საქმეში მხარდასაჭერად. შესაბამისად, დახმარების მეორე პაკეტი, რომელსაც ჩვენ ველოდეით, არის განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერი პაკეტი.

G-20-ს შეუძლია მოახდინოს დაუყოვნებელი ლიკვიდურობის შემცირება განვითრებადი მსოფლიოს კერძო და ფინანსურ სექტორზე, სავაჭრო კრედიტების, საგარანტიო სქემებისა და სხვა პოგრამების მეშვეობით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, G-20-ს შეუძლია განვითრებადი ქვეყნებს დაეხმაროს, დამზოგველი ფინანსირების მექანიზმებზე წვდომის გაზრდაში.

დღესდღობით საერთშორისო სავალუტო ფონდში არსებული რესურსები არ არის საკმარისი არსებული კრიზისის დასაძლევად და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი გაზრდა. ვალების რესტრუქტურიზაცია ასევე პრიორიტეტულია, რომელიც მოიცავს 2020 წლის საპროცენტო განაკვეთების დაუყოვნებელ შეჩერებას. ამ მიზნით ასევე აუცილეელია კოორდინირება სხვა დიდ ცენტრალურ ბანკებთან.

ოთხშაბათს, 2020 წლის 25 მარტს, მე ვიწყებ ჰუმანიტარულ კამპანიას, რომელიც ფოკუსირებული იქნება პირველ რიგში, 40 ყველაზე დაუცველ ქვეყანაზე, რომელზეც COVID-19-ის გავლენა განსაკუთრებით მწვავე იქნება. ამ კრიტიკული მხარდაჭერის გარეშე იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ჯანდაცვის სისტემები განსაკუთრებით მყიფეა, ვშიშობ, ვირუსით გამოწვეული შედეგები განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

მოვუწოდებ G-20-ის ლიდერებს, თავისი წვლილი შეიტანონ აღნიშნულ კამპანიაში.

3. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, რომ ”აღვადგინოთ უკეთ“, განვითარების უფრო მეტად ინკლუზიური და მდგრადი მოდელების ჩართვით

არსებული კრიზისი არის მკაფიო შეხსენება იმისა, რომ კაცობრიობა იზიარებს  საერთო ბედს და რომ აუცილებელია წინასწარი ინვესტიციების უზრუნველყოფა პანდემიის დროს კატასტროფული რისკების შესამცირებლად.

ეს ასევე არის გარდამტეხი მომენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებისთვის. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ყველაზე ნაკლებად დაზარალდა ძლიერი  სოციალური დაცვის სისტემების მქონე ქვეყნები და ისინი ყველაზე სწარაფად გამოვიდნენ ფინანსური კრიზისიდან.

მსოფლიო  შეთანხმდა სამოქმედო ჩარჩოზე – მდგრადი განვითარების  2030 წლის დღის წესრიგი და პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ გზამკლევს ხალხისა და პლანეტისთვის.

ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ ამ კრიზისის შემდგომი აღდგენითი სტრატეგია  იყოს დაფუძნებული გრძელვადიანი პერსპექტივების მიზნებზე, რაც ითვალისწინებს  მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის შექმნას.

რიგგარეშე შეხვედრა საშუალებას მისცემს G-20 ლიდერებს გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯი COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში, აღადგინონ საზოგადოებრივი ინსტიტუტების  ნდობა და სოლიდარობის კუთხით უკეთესი მომავლის იმედი.

დარწმუნებული ვარ, მხოლოდ საერთაშორისო კოორდინაციამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ყველაზე ცუდი სცენარი. ახლა, როგორც არასდროს  საჭიროა G-20 – ის ლიდერების შეთანხმებული მოქმედების ერთიანი გზავნილის შემუშავება.

გაერო,  ქვეყნებში მისი ოფისების გლობალური ქსელითა და პარტნიორებით,  მზად არის იმუშაოს G-20–ის ქვეყნებთან ერთად. ერთობლივად ჩვენ შევძლებთ  გლობალური ეკონომიკა და ხალხი გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან.

ველი კონკრეტული ვალდებულების კომპლექტს G-20 – ის ლიდერების ვირტუალური შეხვედრიდან.

ანტონიო გუტიერესი

ახლესი კვლევის შედეგები – როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად

ახლესი კვლევის შედეგები - როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად
#post_seo_title

როგორ უნდა შევანელოთ დაბერების პროცესი?

ასაკთან ერთად დაბერების პროცესი ბუნებრივია, თუმცა არსებობს რამდენიმე გზa, რომელიც ამ პროცესს შეანელებს. იტალიელმა მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ მოქმედებს D ვიტამინის დანამატები დაბერების პროცესზე. ახალი კვლევა Nutrients-ში გამოქვეყნდა.

პერუჯას უნივერსიტეტის გერიატრიის სპეციალისტმა, კარმელინდა რუჯიერომ და მისმა კოლეგებმა მიმოიხილეს დაკვირვებითი კვლევები და კლინიკური ცდები, რომლებშიც ეძებდნენ D ვიტამინის შესაძლო ეფექტებს დაბერების ბიოლოგიურ ნიშნებზე.

„ამ დრომდე, მტკიცებულებები მწირია და ძირითადად ეფუძნება პრეკლინიკურ მოდელებს“ – ამბობენ მკვლევრები.

მეცნიერების თქმით, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, D ვიტამინი ეპიგენეტიკურ დაბერებას ანელებს, რადგან D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანები ბიოლოგიურად უფრო ხანდაზმულები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც D ვიტამინი ნორმაში აქვს. თუმცა მათივე თქმით, ძალიან ცოტაა მტკიცებულება, თუ რა დოზით ან რა ასაკში შეიძლება ჰქონდეს D ვიტამინის დანამატებს ეფექტი, რადგან ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული და შედეგებიც არასრულია.

„მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის დანამატების, როგორც ადამიანის დღეგრძელობის მხარდამჭერი სტრატეგიისადმი ინტერესი დიდია და ამას ზოგიერთი მტკიცებულებაც უჭერს მხარს, ზუსტი პასუხის დადგენისგან ჯერ შორს ვართ“, – წერენ მკვლევრები.

შეგახსენებთ, დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ D ვიტამინი უმნიშვნელოვანესია კუნთებისა და ძვლებისთვის, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის ნაკლებობისას მისი დონის მომატება ლოგიკური ჩანს, ექსპერტები ამბობენ, რომ დანამატების სახით ბევრი ვიტამინის მოხმარება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის უკეთესია. მეცნიერები გვირჩევენ, ნებისმიერი ვიტამინის ექიმთან რეკომენდაციის შედეგად მიღებას.

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
#post_seo_title

როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ბავშვი, რა უნდა შეეძლოს და სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა. ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა

რას ნიშნავს ბავშვის დამოუკიდებლობა, მშობლებმა როგორ უნდა მოამზადონ ბავშვი დამოუკიდებლობისთვის – საუბრობს ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“, 

მშობლების უმრავლესობა მიზნად ისახავს, რომ მათი შვილები დამოუკიდებლად გაიზარდონ. თუმცა, რას ნიშნავს ბავშვის დამოუკიდებლობა და რას ნიშნავს, რომ ბავშვი მართლაც დამოუკიდებელია?

ბავშვში დამოუკიდებლობის განვითარების პირველადი ნაბიჯები

დამოუკიდებლობა – ეს არის ძლიერი უნარი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს წარმატებით გაუმკლავდეს ცხოვრების გამოწვევებს და იმოქმედოს, ემოციურად გამძლე იყოს. თამარ ედიბერიძე გვაფრთხილებს, რომ დამოუკიდებლობის ჩამოყალიბება ბავშვში იწყება უკვე ჩვილობიდან. როგორც იგი განმარტავს, როდესაც პატარა ბავშვი მოტივირებულია და ცდილობს მოიპოვოს სათამაშო, ეს უკვე პირველი ნაბიჯებია დამოუკიდებლობისკენ.

როგორ გამოიყურება 3 წლის დამოუკიდებელი ბავშვი?

თამარ ედიბერიძის თქმით, 3 წლის ბავშვს უკვე უნდა შეელოს საკვების დამოუკიდებლად მიღება, მის ასაკთან და ფიზიკურ შესაძლებლობებთან შესაბამის პირობებში. ამ ასაკში ბავშვი განვითარების მაღალ დონეზე უნდა მეტყველებდეს, ფლობდეს სიტყვების მარაგს და შეძლოს დამოუკიდებლად, არგუმენტირებულად გამოთქვას აზრი.

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში ბავშვმა უნდა შეძლოს ხანმოკლე, მაგრამ თავისუფალი თამაში, როდესაც თავად არჩევს სათამაშოს, თავად გეგმავს და მართავს თამაშს. მაგალითად, ბავშვი ირჩევს, როგორ ჩააცვას თოჯინას, როგორ დაამშვენოს მისი საწოლი, ან როგორ მოაწყოს სათამაშოები.

დამოუკიდებლობა და მოტორული უნარები

ბავშვში დამოუკიდებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ შემეცნებით უნარებთან, არამედ მოიცავს მოტორულ უნარებსაც. როდესაც ბავშვი აცმევს თოჯინას, ღილებს ხსნის ან ფლომასტერს იყენებს ხატვის დროს, იგი ივითარებს თავის მოტორულ უნარებს და ამით დამოუკიდებლობის კიდევ ერთ საფეხურს გადადის.

უჯრა კი არ უნდა დაუკეტოთ, ის იმ ნივთებით უნდა გაავსოთ, რაც ბავშვისთვის დასაშვები და საინტერესოა. ფეხზე მოსიარულე ბავშვის აწეული ხელის სიმაღლეს რომ დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი დავამატოთ, ამ სიმაღლის ფარგლებში გარემო უნდა იყოს უსაფრთხო მისთვის. მსხვრევადი და სახიფათო ნივთები მის ტეროტორიაზე საერთოდ არ უნდა ჩანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია ყოველ წამს თვალი ვადევნოთ ან ყველფერი აუკრძალოთ. აკრძალვები მას აფიქრებინებს, რომ ინიციატივა აღარ უნდა გამოიჩინოს. ან პირიქით, მოსწრებაზე იქნება, რომ თვალს მოაშორებთ თუ არა, ზუსტად ის აიღოს, რასაც უშლით, ზუსტად ის უჯრა გააღოს, რომელიც თქვენ აუკრძალეთ. პირიქით, ხელი შეუწყვეთ, რომ რაიმე საინტერესო იპოვოს, გაგიზიაროთ და ერთად მოიფიქროთ, როგორ გამოიყენოთ ის. ამით ეჩვევა სწორედ გადაწყვეტილებების მიღებას, დასკვნების გაკეთებას, დამოუკიდებელ აზროვნებას. მაგრამ სულ უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს ყველაფერი გაგვიზიაროს. ვიღაცას აუცილებლად უნდა ეცალოს ბავშვისთვის, რომ ეს ახალი აღმოჩენა, ეს ემოცია გაიზიაროს“ – განაცხადა თამარ ედიბერიძემ და რამდენიმე რჩევა შესთავაზა მშობლებს, თი როგორ გამოვიყენოთ ზაფხული, რომ მეტად შევუწყოთ ხელი ბავშვის დამოუკიდებლობას და შემოდგომიდან, ახალ სასწავლო წელს მომზადებული უნარებით შეხვდეს.

როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს დამოუკიდებლობის განვითარება?

  • ოჯახური აქტივობები: ბავშვები სწრაფად სწავლობენ, როდესაც ჩართული არიან ოჯახურ აქტივობებში. კარგი ტრადიცია იქნება, რომ ოჯახი ერთად აკეთებს ყველაფერს. რაც არ უნდა პატარა იყოს ბავშვი, შეიძლება მისთვის რაღაც ფუნქცია დავამკვიდროთ.
  • მაგალითის გაწევა: ბავშვი სწავლობს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ჩვენს საქციელზე დაკვირვებით. თუ მშობლები თავად მოქმედებენ დამოუკიდებლად, ბავშვს ბუნებრივად შეეძლება მსგავსი ქცევის მიღება.
  • ჰიპერმზრუნველობისგან თავის არიდება: უსაფრთხოება აუცილებელია, მაგრამ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავად შეიმუშაონ დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები.

 თამარ ედიბერიძე და ტექნიკისა და ეკრანის თემასაც შეეხო.

„ოჯახებში იქმნება ბავშვის დამოუკიდებლობის ილუზია. ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან: „ისეთი გონიერია, ისე კარგად იცის რა როგორ ჩართოს, გადართოს, იპოვოს სასურველი თამში თუ მულტფილმი“ – სინამდვილეშ ეს მხოლოდ ილუზიაა დამოუკიდებლობის და არ არის ის უნარი, რაც უნდა გვიხაროდეს. არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს და არ მოქმედებს სასიკეთოთ. ყოველი ზედმეტი წუთი ეკრანთან გატარებული უფრო ზიანის მომტანია, არათუ სარგებლის“ – განახცადა თამარ ედიბერიძემ.

რა არის საუკეთესო გზა ბავშვის დამოუკიდებლობის დასახმარებლად?

  1. მშობლების მხარდაჭერა: გახსოვდეთ, რომ ბავშვებისათვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს უსაფრთხო გარემოში.
  2. პოზიტიური შეფასება: როცა ბავშვი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ან განახორციელებს დამოუკიდებლად ქმედებას, შექება და მხარდაჭერა აუცილებელია.
  3. მიზეზ-შედეგის გაუმჯობესება: შეეცადეთ, რომ ბავშვი ამაში ჩაერთოთ, რათა მან შეძლოს უკეთესად გაანალიზოს მისი მოქმედებები და გამოიტანოს დასკვნები.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ხშირად ცდილობენ ბავშვის დამოუკიდებლობას, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მისცეთ საშუალება განვითარდეს ბუნებრივად და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. თამარ ედიბერიძის რჩევები მშობლებს საშუალებას აძლევს უფრო დამოუკიდებლები გაზარდონ ბავშვები, რაც მომავალში მათ უფრო გამძლე და ემოციურად ძლიერი პიროვნებების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ ᲯᲐᲜᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲛᲣᲨᲐᲙᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ – ᲢᲣᲑᲔᲠᲙᲣᲚᲝᲖᲘᲡ ᲡᲐᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝ ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐ

ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ ᲯᲐᲜᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲛᲣᲨᲐᲙᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ - ᲢᲣᲑᲔᲠᲙᲣᲚᲝᲖᲘᲡ ᲡᲐᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝ ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐ
#post_seo_title

ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ ᲯᲐᲜᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲛᲣᲨᲐᲙᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ

ᲢᲣᲑᲔᲠᲙᲣᲚᲝᲖᲘᲡ ᲡᲐᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝ ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐ

ᲑᲪᲟ – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ატენუირებული, ცოცხალი, ლიოფილიზებული ვაქცინაა, დამზადებულია Mycobacterium bovis Calmette&Guerin (BCG) -ის შტამებისაგან.
ბცჟ ვაქცინა გამოდის ფხვნილის სახით. გამხსნელად გამოიყენება მხოლოდ მწარმოებლის მიერ კონკრეტულ ვაქცინასთან ერთად მოწოდებული გამხსნელი. ვაქცინა და გამხსნელი შერევისას უნდა იყოს ერთნაირი ტემპერატურის.

ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲥᲔᲛᲐ

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა ტარდება სამშობიარო სახლში/განყოფილებაში დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში. თუ ახალშობილის აცრა ვერ განხორციელდა სამშობიარო სახლში/განყოფილებაში 0-5 დღის განმავლობაში, მას ბცჟ ვაქცინაცია უტარდება პირველივე შესაძლებლობისთანავე, 1 წლამდე ასაკში იმუნიზაციის მომსახურების მიმწოდებელთან;
ვაქცინაცია 1 წლამდე ასაკში შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად ნებისმიერ სხვა რუტინულ ვაქცინასთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა შპრიცით;
საქართველოში და ტუბერკულოზის პრევალენტობის მაღალი მაჩვენებლების მქონე სხვა ქვეყნებში დაბადებული 12 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების ბცჟ ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის, რადგან კლებულობს ვაქცინის დამცველობითი ეფექტი;
ბცჟ ვაქცინაციის წინ მანტუს სინჯი არ კეთდება.

ბცჟ

ბცჟ (BCG) იცავს დაავადებისგან: ტუბერკულოზი…

ბცჟ (BCG) იცავს დაავადებისგან: ტუბერკულოზი...
#post_seo_title

ბცჟ (BCG)

იცავს დაავადებისგან
 

ტუბერკულოზი

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი
 

ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,05 მლ-ს. ინექცია კეთდება  კანში, უპირატესად მარცხენა მხრის ზედა მესამედის გარე ზედაპირზე. ვაქცინის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მისი აღდგენიდან 6 საათის განმავლობაში. ვაქცინა ზიანდება სინათლის სხივების ზემოქმედებით

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.
 

აივ ინფექცია/შიდსი კლინიკური ნიშნების არსებობის/ან არარსებობის მიუხედავად

 

გაფრთხილება
 

ახალშობილები 2 000  გრამზე ნაკლები წონით იცრებიან სამშობიაროდან გაწერამდე წონის კორექციის შემთხვევაში;

ავადმყოფი ახალშობილები, მათ შორის კანზე გენერალიზირებული ცვლილებებით.

 

ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება
 

მცირედ ან ზომიერად  გამოხატული ადგილობრივი რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;
თიმუსის  ჩრდილის  გადიდება;
ალერგია, ასთმა,  პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ პირთან კონტაქტი  და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი  მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა – დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი.

 

ბურულის წყლული არის კანისა და რბილი ქსოვილების  ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Mycobacterium ulcerans.

ბურულის წყლული არის კანისა და რბილი ქსოვილების  ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Mycobacterium ulcerans.
#post_seo_title

ბურულის წყლული

ძირითადი ინფორმაცია:  
• 2002-2017 წლებში მსოფლიოს 17 ქვეყანაში დარეგისტრირდა ბურულის წყლულის 55 000-ზე მეტი შემთხვევა
• გვიან რეგისტრირებულ შემთხვევათაგან 25%-ზე მეტი რჩება ინვალიდი
• მსუბუქი კატეგორიის დაზიანების დროს შემთხვევების 80% იკურნება მხოლოდ ანტიბიოტიკების მეშვეობით
ბურულის წყლული რეგისტრირდება აფრიკის, ამერიკის, აზიის და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონების 33 ქვეყანაში. შემთხვევათა უდიდესი უმრავლესობა რეგისტრირდება აფრიკის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილის შემდეგ ქვეყნებში – ბენინი, კამერუნი, კოტ დივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და განა. აფრკის გარეთ ავსტრალია და იაპონია წარმოადგენს ენდემურ ქვეყნებს აღნიშნული დაავადებისათვის
• 2015 წელს 13 ქვეყანაში აღირიცხა 2037 ახალი შემთხვევა
• პაციენტთა უმრავლესობას შეადგენს 15 წლამდე ასაკის ბავშვები
• ბურულის წყლულისათვის პრევენციული ღონისძიებები არ არსებობს, ვინაიდან გადაცემის გზები უცნობია
რა არის ბურულის წყლული?
ბურულის წყლული არის კანისა და რბილი ქსოვილების  ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Mycobacterium ulcerans. ინფექცია იწყება უმტკივნეული ლაქოვანი კვანძების წარმოქმნით და მათი შეშუპებით, რომელიც შემდგომში წყლულად იქცევა. ის აზიანებს კანს და რბილ ქსოვილებს და წარმოქმნის წყლულებს ძირითადად ქვემო და ზემო კიდეურებზე.  გამომწვევი გამოიმუშავებს ტოქსინს – მიკოლაქტონს, რომელიც აზიანებს ქსოვილებს.
პაციენტები, როგორც წესი, სამედიცინო დახმარებას მიმართავენ წყლულის სტადიაზე მრავლობითი პრობლემებით.
ლაბორატორიული დიაგნოსტირება
სწრაფი დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება ქსოვილების თხელი ანათალის გამოკვლევა ქრომატოგრაფიული მეთოდით. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია (პჯრ).
მკურნალობა 
მკურნალობა არის კომპლექსური, რომელიც მოიცავს ქირურგიულ ჩარევას და კანის მთლიანობის აღდგენას ასევე ანტიბიოტიკოთერაპიას. ანტიბიოტიკების სხვადასხვა კომბინაციით მკურნალობა გრძელდება 8 კვირის განმავლობაში იმის მიუხედავად, დაავადების რომელ სტადიაზე იწყება იგი.
პრევენცია
ბურულის წყლულის პირველადი პრევენციული საშუალებები არ არსებობს, რადგან ჯერ კიდევ უცნობია ამ დაავადების გადაცემის გზები.
კონტროლი
ბურულის წყლულის კონტროლის მიზანია, შეამციროს ავადმყოფისათვის ტკივილი და ქსოვილების ღრმა დაზიანება და დაავადების სოციო-ეკონომიკური ტვირთი. დაავადების დროული აღმოჩენა და ანტიბიოტიკებით თერაპია არის ჯანმო-ს სტრატეგიის ქვაკუთხედი ბურულის წყლულის კონტროლის საკითხებში.
ჯანმო და გლობალური რეაგირება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ტექნიკურად ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ამ დაავადების კონტროლს და კვლევების გაფართოებას ბურულის წყლულის უცნობი ასპექტების შესასწავლად.

ბუნებრივი კატასტრიფებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობები

ბუნებრივი კატასტრიფებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობები
#post_seo_title

ბუნებრივი კატასტრიფებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობები

საგანგებო სიტუაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც დაუყოვნებლივ დგება ჯანმრთელობის, სიცოცხლის, გარემოს ან ქონების დაზიანების რისკი. საგანგებო სიტუაციების უმეტესობა, საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას, რათა არ მოხდეს სიტუაციის გაუარესება.
საგანგებო სიტუაცია შესაძლოა იყოს, როგორც ბუნებრივი ისე ადამიანის მიერ შექმნილი
მოვლენით გამოწვეული. საჭიროა სწორად დაგეგმილი რეაგირება, რათა დაიცვათ
საკუთარი თავი და გარშემომყოფები.
ქვემოთ მოცემული მასალა დაგეხმარებათ შესაბამისად იმოქმედოთ ბუნებრივი
კატასტროფებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციებისას.
წყალდიდობა არ აქვს მნიშვნელობა წყალდიდობის მასშტაბი დიდია თუ პატარა, მან შესაძლოა ნებისმიერ შემთხვევაში იქონიოს დამანგრეველი გავლენა თქვენს ოჯახსა და
საცხოვრებელზე.
სწორად დაგეგმილი რეაგირების ნაბიჯების მეშვეობით, თქვენ შეძლებთ შეამციროთ
წყალდიდობისგან მიყენებული ზიანი. მოემზადეთ წყალდიდობისთვის, ეცადეთ
უზრუნველყოთ საკუთარი უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა წყალდიდობისას და
სახლში დაბრუნებისას.
წყლდიდობის საფრთხის შემთხვევაში, მუდმივად ეცადეთ იყოთ ინფორმირებული, თვალი ადევნეთ საინფორმაციო საშუალებებს, რათა დროულად მიიღოთ ინფორმაცია არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. თუ იმყოფებით საფრთხის ზონაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით შესაბამის სამსახურებს და დეტალურად მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი მდგომარეობის შესახებ, მიჰყევით მათ მითითებებს და ეცადეთ დარჩეთ უსაფრთხო ადგილას.
წყალდიდობის საფრთხის შემთხვევაში საჭიროა გარკვეული საგანგებო მარაგის არსებობა.
უნდა ეცადოთ, რომ სახლში შექმნათ მარაგი, რომელიც აუცილებელია საგანგებო
სიტუაციისთვის. ეს მარაგი უნდა შეიცავდეს:

  • სუფთა წყლის რეზერვუარები, რომელშიც შეგიძლიათ შეინახოთ 3-5 დღის სამყოფი
    სასმელი წყალი;
    • 3-5 დღის სამყოფი საკვები, რომლის მომზადებასაც არ სჭირდება
    ელექტროენერგია;
    • პირველადი დახმარების ნაკრები, წამლები და მათი გამოყენების ინსტრუქცია;
    • რადიო და ფანარი, რომელიც მუშაობს ელემენტზე, ასევე დამატებითი ელემენტები;
    • საძილე ტომრები ან დამატებითი პლედები;
    • გამწმენდი საშუალებები, როგორიცაა: იოდის ტაბლეტები ან საყოფაცხოვრებო
    ქლორი, საწმენდი საშუალებები;
    • ბავშვის საჭმელი/ან გამზადებული ფორმულა, საფენები და სხვა საჭირო ნივთები;
    • ერთჯერადი საწმენდი საშუალებები;
    • პირადი ჰიგიენის ნივთები;
    • საგანგებო კომპლექტი თქვენი მანქანისთვის: საკვები, ფანარი, აკუმლიატორისთვის
    ელ.ენერგიის დამატებით მიწოდების სადენები, რუქები, ხელსაწყოები, პირველადი
    დახმარების ნაკრები, ცეცხლსაქრობი, საძილე ტომრები და სხვა;
    • რეზინის ჩექმები, გამძლე ფეხსაცმელი და წყალგაუმტარი ხელთათმანი
    • რეპელენტები, გრძელტოტიანი ტანსაცმელი.

ბუნებრივი კატასტრიფებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობები

 

კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას

კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას
#post_seo_title

დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა

კიბოს სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე

კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას
ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგულ გამოკვლევებს სახელმწიფო უზრუნველყოფს

ძუძუს კიბოს სკრინინგი პროგრამა უზრუნველყოფს:

მამოგრაფიას
საჭიროების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიურ გამოკვლევას
ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ

ბუკლეტი ქართულ-სომხური

დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა

კიბოს სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე
#post_seo_title

დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა

კიბოს სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე

კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას
ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგულ გამოკვლევებს სახელმწიფო უზრუნველყოფს ძუძუს კიბოს სკრინინგი პროგრამა უზრუნველყოფს:

ბუკლეტი ქართული

ფაქტი: ტყვია შხამია, ის ყველასათვის მავნებელია

ფაქტი: ტყვია შხამია, ის ყველასათვის მავნებელია
#post_seo_title

ფაქტი: ტყვია შხამია

ის ყველასათვის მავნებელია და აზიანებს:

ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ–სისხლძარღვთა სისტემას, რეპროდუქციულ სისტემას.

ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან.

მათი ნერვული სისტემა განვითარების პროცესშია და ამიტომ 4-5-ჯერ უფრო  მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მოზრდილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:
 გონებრივი ჩამორჩენა
 სწავლის უნარის დაქვეითება
 ქცევითი პრობლემები

ბუკლეტი ტყვია 2019

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights