პარასკევი, ივლისი 3, 2026

მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს

მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს
#post_seo_title

მალარია

ზოგადი მიმოხილვა: მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს და გლობალური კლიმატური ცვლილებების, მოსახლეობის მზარდი მიგრაციისა და ტვირთბრუნვის მატების ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნისათვის ხდება პრობლემა. ამჟამად მალარიაზე ენდემურია ასზე მეტი ქვეყანა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიით ავადდება 200 მილიონამდე ადამიანი და მათ შორის 660000 (უმეტესად აფრიკის კონტინენტზე საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში) ამ დაავადებისაგან კვდება.
მალარიის 5 ფორმიდან ყველაზე გავრცელებულია ტროპიკული და სამდღიური
მალარია, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ინტენსივობით. მაგალითად
ავღანეთში აღრიცხული მალარიის შემთხვევების 80% მოდის სამდღიურ მალარიაა,
ხოლო 20% ტროპიკული. აფრიკის კონტინენტზე სახარის სამხრეთით მდებარე
ქვეყნებში შემთხვევების თითქმის 100% ტროპიკული მალარიაა.
მალარია ძველი დროიდან ფართოდ იყო გავცელებული საქართველოშიც,
წარმოადგენდა საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისათვის, იწვევდა მაღალ
სიკვდილიანობას და ქვეყანას აყენებდა უზარმაზარ ეკონომიურ დანაკარგებს. გასული
საუკუნის ოციან წლებში კოლხეთის დაბლობსა (დასავლეთ საქართველო) და ალაზნის
ველზე (აღმოსავლეთ საქართველო) მოსახლეობის დაახლოებით 30% იყო
დაავადებული მალარიით. დაავადების შემთხვევების დიდი ნაწილი ლეტალურად
სრულდებოდა. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ტროპიკული მალარიაც, რომელიც
როგორც ადგილობრივი (ენდემური) დაავადება ლიკვიდირებულია 1954 წლიდან და
ამჟამად რეგისტრირდება მხოლოდ აზია-აფრიკის ქვეყნებიდან შემოტანილი
შემთხვევები. სამდღიური მალარია, როგორც ადგილობრივი გავრცელების დაავადება
1970 წლისათვის აღმოფხვრის შემდგომ, 1996 წლიდან კვლავ აღმოცენდა (ძირითადად
აღმოსავლეთ საქართველოში აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რაიონებში). ამჟამად
საქართველო მალარიის ელიმინაციის სტადიაშია. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია
მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება.
გამომწვევი აგენტი: მალარია-ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც იწვევს
უმარტივესი სისხლის Plasmodium-ის გვარის პარაზიტები. მათი გადაცემა ბუნებრივ
პირობებში Anopheles-ის გვარის მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება. ადამიანის
მალარიით დაავადებას იწვევს plasmodium-ის 5 სახეობა: სამდღიური მალარია,
რომლის გამომწვევია Plasmodium vivax, ტროპიკული მალარია – გამომწვევი Plasmodium
falciparum, ოთხდღიური მალარია – გამომწვევი Plasmodium malariae, ოვალე მალარია
გამომწვევი Plasmodium ovale და Plasmodium knowlesi-ით გამოწვეული მალარია. ეს
უკანასკნელი ახლახანს იქნა აღმოჩენილი ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე.
მნიშვნელოვანი ეპიდემიური როლი ენიჭება ტროპიკულსა Plasmodium falciparum და
სამდღიურ მალარიას Plasmodium vivax.
მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: მალარია ბუნებრივ-ენდემური დაავადებაა.
მისი გავრცელება შეზღუდულია ბუნებრივი ფაქტორების მიერ. იგი გვხვდება მხოლოდ
იმ რეგიონებში, სადაც არსებობს მისი განვითარებისათვის (გამრავლება-გავრცელება)
საჭირო ყველა პირობა. ასეთ ადგილებს მალარიოგენურს უწოდებენ. მალარიის
განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები განსხვავებულია და შესაბამისად
ტრანსმისიის (გადატანის) ხარისხიც სხვადასხვაა. კერძოდ, ტერიტორიის
მალარიოგენურობის განმსაზღვრელი პირობები შემდეგია:
 ტემპერატურა, რომელიც ხელს უწყობს გადამტანში (კოღო Anopheles)
პარაზიტის სპოროგონიის (პარაზიტის სქესობრივი მომწიფების სტადია)
პროცესის დასრულებას.
 ტერიტორიაზე Anopheles-ის გვარის კოღოების არსებობა, რომელთაც უნარი აქვთ
მიიღონ მალარიის გამომწვევები.
 მოცემულ ტერიტორიაზე მდედრი Anopheles-ისათვის ხელსაყრელი პირობები,
რათა მიაღწიოს ზრდასრულ ასაკს და გახდეს ეპიდემიოლოგიურად საშიში.
 მდედრი კოღოების ადამიანთან კონტაქტის (კბენის) შესაძლებლობა.
 ტერიტორიაზე მოსახლეობის არსებობა.
ტერიტორიის მალარიოგენურობა ფორმირდება, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი
პირობების კომპლექსით. ტერიტორიის მალარიოგენურობის განმსაზღვრელ უმთავრეს
პირობას წარმოადგენს: მოცემულ ტერიტორიაზე მდედრი Anopheles-ისათვის
ზრდასრულ ასაკამდე მისაღწევი ხელსაყრელი პირობები და მისი ადამიანებთან
კონტაქტის შესაძლებელობლობა.

მალარია

ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან  და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე,

ლუგარის სჯ ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია
#post_seo_title

ლუგარის სჯ ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია

ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან  და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე, როგორიცაა Enterobacteriaceae, non-Enterobacteriaceae, Salmonella spp, Shigella spp, Clostridium spp, Campilobacter spp, Acinetobacter spp, Staphylococcus spp, Strepococcus spp, Nieseria spp, Bartonella spp, Klebsiella spp და ა.შ.

ლაბორატორიის ძირითადი ფუნქციებია: დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები) დიაგნოსტიკა, მორფოლოგიის, კულტურალური თვისებების, ბიოქიმიის  შესწავლა; მიკროორგანიზმების მგრძნობელობის შესწავლა ანტიბიოტიკების და სადეზინფექციო პრეპარატების მიმართ;

ლაბორატორია წარმოადგენს ეპიდზედამხედველობის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს; მონაწილეობს ნოზოკომიური და დიარეული ინფექციების კვლევის  და მალარიის ეპიდზედამხედველობის პროგრამებში, ასევე ხარისხის კონტროლი.

ლაბორატორიაში კლინიკურ და გარემო ნიმუშების კვლევაზე გამოყენებულია კვლევის შემდეგ მეთოდები:

– ბაქტერიოსკოპია;

– ბაქტერიოლოგია, მიკრობის ინდიკაცია/იდენტიფიკაცია;

– სეროტიპირება;

– ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრა -აგარში დიფუზიის 2 მეთოდით (კირბი ბაუერის დისკო დიფუზია); MIC-მონიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის განსაზღვრა E-ტესტით;  ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრა ხდება CLSI და EUCAST სტანდარტებით;

– მიკროსკოპია პარაზიტულ გამომწვევებზე.

ლაბორატორია ჯანმოს მხარდაჭერით ახორციელებს  რეფერენს ლაბორატორიის ფუნქციას ანტიმიკრობული რეზისტენტობის სფეროში ქვეყნის მასშტაბით (ამ ეტაპზე ჩართულია 11 წამყვანი კლინიკა).

ლაბორატორიას ჯანმოსგან მინიჭებული აქვს აკრედიტაცია დიფთერიაზე. ასევე, ყოველწლიურად მონაწილეობს ჯანმოს გარე ხარისხის კონტროლის პროგრამაში – Salmonella/Shigella , Haemophilus influenzae, Neisseria meningitidis , Streptococcus pneumoniae, მალარია და AMR.

ლაბორატორია მონაწილეა რამდენიმე სამეცნიერო კვლევითი პროექტის:

ISTC/BTEP #G-1759p  ”Epidemiology of Clostridium difficileassociated disease in Georgia”

ISTC/BTEP #G-1683p “Distribution and diversity of Bartonella pathogens among people and animals in Georgia and evaluation of factors associated with the emergence of bartonellosis”

ISTC/BTEP #G-2099p “Molecular Epidemiology of Toxigenic Escherichia coli in country of Georgia”

ISTC/BTEP #G-1462p “Establishment of national sentinel-site, laboratory-based Salmonella surveillance system and outbreak response capacity for enhanced control of food borne disease in the Republic of Georgia”

ISTC/BTEP #G-2175p “Genotype-phenotype characterization and toxin study of archival and newly isolated Georgian Clostridium botulinum strains “

Proof-of-Principale Study (WHO surveillance project on AMR)

CBR  GG21 –  “Human  Disease  Epidemiology  and Surveillance of Especially   Dangerous   Pathogens   in   Georgia”,   2014-2017. USAMRIID,   Walter   Reed Army Institute of Research (WRAIR)

პერსონალი

ლაბორატორიაში მუშაობს 12 გამოცდილი/კვალიფიციური კადრი, მათ შორის სამს მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი მედიცინაში.

ლაბორატორიის ბაზაზე მუშავდება ორი სადოქტორო ნაშრომი შიგა-ტოქსისინის მაპროცედურებელ E.coli-ზე (STEC).

პუბლიკაციები/აბსტრაქტები

ლაბორატორიის ბაზაზე სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულია 37 სამეცნიერო პუბლიკაცია და 14 აბსტრაქტი.

ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა

ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა
#post_seo_title

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლეს შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.
ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ – საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების  და 2002 წელს  აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.
ამ შეთანხმების ფარგლებში, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორცილდება უპრეცენდენტო ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის (Cooperative Biological Engagement Program-CBEP, რომელსაც ძირითადად ახორციელებს DTRA – Defense Threat Reduction Agency) ფარგლებში, ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის. სერიოზული ინვესტიცია განხორციელდა ადამიანური რესურსების მზადებაში.
ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს,  რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.
ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიები და ასევე პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდაა დაცული ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები (გსპ). ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცნეტრში. ლუგარის ცენტრი აღჭურვილია „შემდგომი თაობის სეკვენსის“ აღჭურვილობით, რაც გენომის კვლევის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ჩვენ რეგიონში.
ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ზონა მოიცავს შემდეგ ლაბორატორიებს: ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიებს.
ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრმა წარადგინოს განაცხადი ჯანმოს მოთანამშრომლე ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად.
ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA), ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი – BSL-3 სივრცეში და აშშ უოლტერ რიდის სახელობის სახმელეთო ძალების კვლევითი ცენტრი (WRAIR) – BSL-2 სივრცეში.
ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.

 

კვლევის შედეგები – სიმსივნის მქონე კაცებში სიკვდილიანობა, შესაძლოა, 93%-ით გაიზარდოს

კვლევის შედეგები - სიმსივნის მქონე კაცებში სიკვდილიანობა, შესაძლოა, 93%-ით გაიზარდოს
#post_seo_title

2030-2050 წლებისთვის კიბოს შემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდა: ამერიკული კვლევის შედეგები

ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების ახალი კვლევა პროგნოზირებს, რომ კაცებში სიმსივნის შემთხვევები და სიკვდილიანობა საგრძნობლად გაიზრდება 2050 წლისთვის. კვლევის მიხედვით, სიმსივნის შემთხვევები კაცებში 84%-ით გაიზრდება, ხოლო კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 93%-ით მოიმატებს.

ეს კვლევა გლობალური ხასიათისაა და ის მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელდა. კვლევის ფარგლებში 185 ქვეყანაში/ტერიტორიაში კიბოს 30 ტიპი გაანალიზდა, რის შედეგადაც დასკვნა გაკეთდა, რომ კაცებში სიმსივნის შემთხვევები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ქალებში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბიოლოგიური განსხვავებები, მავნე ჩვევები და იშვიათი სამედიცინო შემოწმებები.

მეცნიერების დასკვნის მიხედვით, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ასაკოვანი კაცები (65 წლის და უფროსი) და დაბალი განვითარების ინდექსის მქონე ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები. მაგალითად, ყველაზე დაბალი განვითარების ინდექსი სამხრეთ სუდანს აქვს, ხოლო შვეიცარიას — ყველაზე მაღალი.

კვლევის პროგნოზი აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოში სიმსივნის შემთხვევების რაოდენობა 10.3 მილიონიდან 19 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო სიკვდილიანობა 5.4 მილიონიდან 10.5 მილიონამდე მოიმატებს.

როგორ შეიძლება შემცირდეს სიმსივნის რისკი?

მეცნიერების აზრით, ცხოვრების სტილის შეცვლა, ჯანმრთელი კვება და რეგულარული სამედიცინო შემოწმებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიმსივნის რისკის შემცირებაში.

დაბალი განვითარების ქვეყნები და რისკი:

ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან ადამიანები დაბალი განვითარების ინდექსის მქონე ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვა და განათლება ნაკლებადაა განვითარებული.

რა შეიძლება შეიცვალოს 2050 წლისთვის?

აღნიშნული კვლევის შედეგები ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია ზრუნვა საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რათა რისკი შემცირდეს.

დასკვნა:

მიუხედავად იმისა, რომ კიბოს შემთხვევების ზრდა ნაჩვენებია როგორც ქალებში, ის განსაკუთრებით საგანგაშოა კაცებში, სადაც სიმსივნის შემთხვევები და სიკვდილიანობა 2050 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჯანდაცვის გაუმჯობესება და პრევენცია არის პრიორიტეტი, რათა ამ ტენდენციას დავუპირისპირდეთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში CANCER გამოქვეყნდა.

ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, „გახსნას“ ინფექციური დაავადებების და კიბოს მკურნალობის მომავალი

ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, „გახსნას“ ინფექციური დაავადებების და კიბოს მკურნალობის მომავალი
#post_seo_title

ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, „გახსნას“ ინფექციური დაავადებების და კიბოს მკურნალობის მომავალი

მკვლევრებმა დაადგინეს პროტეინის „დამცავი მექანიზმი“, რომელიც თავს ესხმის ინფიცირებულ უჯრედებში არსებულ მიკრობებს, რაც ხსნის ტოქსოპლაზმის, ქლამიდიის, ტუბერკულოზისა და კიბოს ახალი მკურნალობის შესაძლებლობას.

ბირმინგემის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა საკეტი და გასაღები მექანიზმი, რომელიც აკონტროლებს შეტევის პროტეინს – GBP1.

GBP1 აქტიურდება ანთების დროს და აქვს პოტენციალი, შეუტიოს უჯრედების მემბრანებს და გაანადგუროს ისინი.

ახლად აღმოჩენილი მექანიზმი ქმნის დამცავ მექანიზმს, რომელიც მგრძნობიარეა უჯრედების შიგნით პათოგენების მოქმედების დარღვევის მიმართ. ახალი აღმოჩენა გააკეთა დანიელ ფიშმა, ყოფილმა დოქტორანტმა ფრიკელის ლაბორატორიაში.

დოქტორმა დანიელ ფიშმა თქვა: „ეს იყო ფანტასტიკური პროექტი, რომელზეც ექვსი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მასში ჩართული იყო მრავალი კვლევითი ჯგუფი მთელი მსოფლიოდან“.

ბირმინგემის უნივერსიტეტის უფროსმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, განმარტა: ”ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, მცველების მექანიზმები, როგორიცაა ის, რომელიც აკონტროლებს GBP1-ს, ცნობილია მცენარეთა ბიოლოგიაში. წარმოიდგინეთ როგორც საკეტისა და გასაღების სისტემა. GBP1-ს სურს გასვლა და შეტევა ფიჭურ მემბრანებზე, მაგრამ PIM1 არის გასაღები, რაც იმას ნიშნავს, რომ GBP1 უსაფრთხოდ არის ჩაკეტილი.”

დოქტორმა ფრიკელმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს ეს საწყისი კვლევა ტოქსოპლაზმაზე , ერთუჯრედიან პარაზიტზე, რომელიც გავრცელებულია კატებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებში ტოქსოპლაზმის ინფექციები ნაკლებად იწვევს სერიოზულ დაავადებას, სამხრეთ ამერიკაში მას შეუძლია გამოიწვიოს თვალის ინფექცია, სიბრმავე. ის განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის.

დოქტორმა ფრიკელმა ასევე განმარტა: ”ამ მექანიზმს შეუძლია ასევე იმუშაოს სხვა პათოგენებზე, როგორიცაა ქლამიდია, მიკობაქტერია ტუბერკულოზი და სტაფილოკოკი, ყველა ძირითადი დაავადების გამომწვევი პათოგენი, რომელიც სულ უფრო და უფრო მდგრადი ხდება ანტიბიოტიკების მიმართ. დამცავი მექანიზმის კონტროლით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შეტევის პროტეინი ორგანიზმში პათოგენების აღმოსაფხვრელად. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ შესაძლებლობაზე დაკვირვება, რათა გვენახა, შეგვიძლია თუ არა იმის გამეორება, რაც ვნახეთ ტოქსოპლაზმის ექსპერიმენტებში. ჩვენ ასევე წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვართ იმის გამო, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება კიბოს უჯრედების მოსაკლავად“.

PIM1 არის ძირითადი მოლეკულა კიბოს უჯრედების გადარჩენისთვის, ხოლო GBP1 აქტიურდება კიბოს ანთებითი ეფექტით. მკვლევრები ფიქრობენ, რომ PIM1-სა და GBP1-ს შორის ურთიერთქმედების დაბლოკვით მათ შეუძლიათ კონკრეტულად აღმოფხვრან კიბოს უჯრედები.

ბირმინგემის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა საკეტი და გასაღები მექანიზმი, რომელიც აკონტროლებს GBP1-ს – შეტევის პროტეინს, რომელიც აქტიურდება ანთების დროს. GBP1-ს აქვს უნარი შეწყვიტოს უჯრედების მემბრანებზე შეტევა და გაანადგუროს ისინი. ახალი აღმოჩენა წარმოადგენს დამცავ მექანიზმს, რომელიც რეაგირებს უჯრედებში პათოგენების მოქმედებაზე.

„ეს იყო ფანტასტიკური პროექტი, რომელზეც ექვსი წლის განმავლობაში ვმუშაობდით,“ – აცხადებს დანიელ ფიშმა, ყოფილმა დოქტორანტმა ფრიკელის ლაბორატორიაში. „მრავალი კვლევითი ჯგუფი მთელი მსოფლიოდან იყო ჩართული.“

ბირმინგემის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი განმარტავს, რომ GBP1-ის კონტროლი საკეტისა და გასაღების სისტემას ჰგავს. GBP1-ი ცდილობს შეტევას ფიჭურ მემბრანებზე, მაგრამ PIM1 არის გასაღები, რომელიც ამცირებს GBP1-ის აქტივობას, შენარჩუნებს მას უსაფრთხოდ ჩაკეტილი.

დოქტორმა ფრიკელმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მექანიზმს შეუძლია იმუშაოს არა მხოლოდ ტოქსოპლაზმაზე, არამედ სხვა პათოგენებზე, როგორიცაა ქლამიდია, ტუბერკულოზი და სტაფილოკოკი, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. „ჩვენ ვაპირებთ შევისწავლოთ, შეგვიძლია თუ არა მექანიზმის გამოყენება პათოგენების აღმოსაფხვრელად,“ – აცხადებს ფრიკელი.

PIM1 მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოს უჯრედების გადარჩენაში, ხოლო GBP1 აქტიურდება კიბოს ანთებითი ეფექტით. მკვლევარების აზრით, PIM1-სა და GBP1-ს შორის ურთიერთქმედების დაბლოკვა შესაძლოა ეფექტური იყოს კიბოს უჯრედების განსაკუთრებულად გაწმენდაში.

„კიბოს მკურნალობაზე გავლენა უზარმაზარია,“ – აღნიშნავს დოქტორმა ფრიკელმა. „ჩვენ ვაპირებთ გამოვიკვლიოთ, შეგვიძლია თუ არა PIM1-ის დაცვა და კიბოს უჯრედების შერჩევითი გაწმინვა.“

GBP1-ის ახალი აღმოჩენა და მისი აქტივაციის მექანიზმი წარმოადგენს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტოქსოპლაზმის, ქლამიდიის, ტუბერკულოზისა და კიბოს მკურნალობის ახალი გზების ძიებაში. PIM1-ის კონტროლი და GBP1-ის აქტივობის გადაყვანა შესაძლოა რევოლუციური აღმოჩნდეს ჯანმრთელობის სფეროში.

დოქტორმა ფრიკელმა თქვა: ”კიბოს მკურნალობაზე გავლენა უზარმაზარია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დამცავი მექანიზმი აქტიურია კიბოს უჯრედებში, ასე რომ, შემდეგი ნაბიჯი არის ამის შესწავლა და იმის დანახვა, შეგვიძლია თუ არა მცველის დაბლოკვა და კიბოს უჯრედების შერჩევით აღმოფხვრა. ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ PIM1 მცველის აღმოჩენა მექანიზმი შეიძლება იყოს მასიური პირველი ნაბიჯი კიბოსა და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი პათოგენების მკურნალობის ახალი გზების მოსაძებნად“.

ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 33 ადამიანი დაიღუპა

ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 33 ადამიანი დაიღუპა
#post_seo_title

სტამბოლში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმლის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სტამბოლში ბოლო 96 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებებში 88 ადამიანი მოხვდა. ექიმებმა 33 ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. 29 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ფალსიფიცირებული სასმელი ხშირად ტოქსიკურ მეთანოლს ან ეთანოლს შეიცავს. ყველაზე ხშირი მოწამვლის შემთხვევები სტამბოლის ოთხ რაიონში დაფიქსირდა: გიუნგიორენში, ბეიოღლუში, ბაქირქოიში და ბაშაქშეჰირში.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, 15 ადამიანი, რომელიც ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმლის დიდი რაოდენობით გაყიდვაშია ბრალდებული სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

ისაუბრეს, ადგილზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე

ისაუბრეს, ადგილზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილსა და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს, ლაშა ქარდავას შეხვდა.

მხარეებმა, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საჭიროებები განიხილეს. ისაუბრეს, ადგილზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, უწყება, დევნილთა საჭიროებების უზრუნველყოფისთვის აქტიურად აგრძელებს მუშაობს.
შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება
#post_seo_title ფოტო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ფულადი დახმარებების გაცემას 2025 წელსაც აგრძელებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთაც სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებების ხარჯებსა და სოციალურ დახმარებებს სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს.

ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს და იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტში.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს – FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა

ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს
#post_seo_title

ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს – FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დააწესა კონკრეტული ზღვარი, რომელიც ბავშვთა საკვებში ტყვიის შემცველობის გამოყენებისას მწარმოებლებმა უნდა დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ ამ დადგენილების მიღება პირველად გასული წელს მოითხოვეს, როდესაც აშშ-ში, 2024 წლის ოქტომბრიდან აპრილამდე – ვაშლისა და დარიჩინის პიურის მირთმევის შემდეგ 560-ზე მეტი ბავშვი დაავადდა. პაციენტებს ხილის ფაფის მირთმევის შემდეგ სისხლში, ტყვიის შემცველობა 8-ჯერ ჰქონდათ მომატებული.

ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ ე.წ.ვაშლის დარიჩინის პიურე კანონით განსაზღვრულზე, 200-ჯერ მეტ ტყვიას შეიცავდა. FDA-ის მიერ დაწესებული შეზღუდვა ასე გამოიყურება – ათას კილოგრამ ბავშვის საკვებში ტყვიის შემცველობა 10 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ანუ ბავშვის თხევად ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულსა თუ პუდინგების 1 ცალ შეკვრაში ტყვიის შემცველობა უნდა იყოს 0.000001 მილიგრამი. მწარმოებლები ვალდებულები არიან დაიცვან FDA-ის მიერ გაცემული ეს წესი, წინააღმდეგ შემთხვევაში – ისინი დაჯარიმდებიან.

 

ლეპტოსპიროზი – ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება

ლეპტოსპიროზი - ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება
#post_seo_title

ლეპტოსპიროზი

1.ზოგადიმიმოხილვა – ლეპტოსპიროზის ორი კლინიკური ფორმა არსებობს: სიყვითლით მიმდინარე და უსიყვითლო. ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება. სიმპტომები შიძლება ორ ეტაპად გამოვლინდეს. თითქმის ყველა მძიმე შემთხვევაში აღინიშნება თირკმლის ფუნქციის მოშლა – ნეფრიტი ანურიით და ურემიული მოვლენებით, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თრომბო-ჰემორაგიული სინდრომი,  რეციდივები 3-4 ტემპერატურული ტალღით, ხშირად ახლავს მენინგეალური მოვლენები (ლეპტოსპიროზული მენინგიტი), პნევმონია, ფილტვის ჰემორაგია, მიოკარდიტი, ბრადიკარდია, სისხლის წნევის დაქვეითება,  მესამე დღიდან სხვადასხვა ტიპის გამონაყარი მთელ ტანზე და სისხლჩაქცევები.

ლეპტოსპიროზის ბუნებრივი კერები რეგისტრირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,  შემთხვევვები აღრიცხულია საქართველოშიც. ლეპტოსპიროზი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, თუმცა არათანაბრადაა გავრცელებული. ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აჭარაში. ლეპტოსპიროზისათვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული სეზონურობა. დაავადება გავრცელებულია თანაბარი ინტენსივობით, როგორც ქალაქად, ისე სოფლად.

2. გამომწვევიაგენტილეპტოსპიროზის გამომწვევი ბაქტერია მიეკუთვნება Leptospira interrogans  – ის გვარს და სპიროქეტების ოჯახს.

3. მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები – დაავადება არის პროფესიული, რისკის ჯგუფები არიან:ვეტერინარები, სამხედროები, მინდორში მომუშავეები, ცხოველთა ფერმის მუშაკები,  მეთევზეები, კანალიზაციის მუშები. შემთხვევები ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანთა დაინფიცირება ძირითადად ხდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულებისას, ღია წყალსატევების წყლის გამოყენებისას, შინაური ცხოველების მოვლისას, მღრღნელებთან კონტაქტისას.

4. რეზერვუარი-ლეპტოსპირა ბინადრობს გარეული და შინაური ცხოველების თირკმლის გორგლებში და გარემოში გამოიყოფა შარდთან ერთად. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველები: ვირთაგვა, ტყის მემინდვრია, სახლის თაგვი, ძაღლი, ძროხა, ღორი და სხვა, რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებ პროდუქტებს, გარშემო საგნებს.

5. გადაცემისგზებიადამიანი ინფიცირდება ცხოველების შარდით დაბინძურებულ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად,. Leptospira  ადამიანის ორგანიზმში ლორწოვანი გარსის, დაზიანებული კანის, აგრეთვე  დაბინძურებული საკვები პროდუქტების საშუალებით იჭრება (ალიმენტური), ასევე კონტაქტური გზით (დაავადებული ცხოველის სისხლთან  და ქსოვილებთან კონტაქტით). დაავადების ეპიდაფეთქება უმეტესად დაკავშირებულია ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ბანაობასთან.

 6. ინკუბაციურიპერიოდიძირითადად 10 დღეა, მერყეობს 2-დან 30 დღემდე.

7.  გადამდებლობისპერიოდი– ლეპტოსპიროზი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. ძალიან იშვიათად სქესობრივი გზით, ტრანსპლაცენტარულად და დედის რძით. ლეპტოსპირები შარდში გვხვდება დაავადების გადატანიდან 1 თვის განმავლობაში.

8. მიმღებლობა – ლეპტოსპიროზით ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხებადაავადებისადმი მგრძნობიარეა ყველა ასაკი. დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი სეროვარსპეციფიურია. ვაქცინაცია ვერ იცავს ადამიანს ლეპტოსპირას სხვა სეროვარებით გამოწვეული დაავადებისაგან.

9.       კონტროლისღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები

ü  არ იცურაოთ და არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს დაავადებული ცხოველების შარდით;

ü  პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმნები) დაბინძურებულ ნიადაგთან, წყალთან, ცხოველთა ქსოვილებთან  ან შარდთან კონტაქტისას;

ü  ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა  ექიმის დანიშნულებით (200 მგ დოქსიციკლინი კვირაში, არ არის რეკომენდირებული ორსულებისა და ბავშვებისათვის).

ü  ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ;

ü  დაბინძურებული ზედაპირების დასამუშავებლად ანტიბაქტერიული სითხის გამოყენება;

ü  დერატიზაცია

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.

ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები. ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  შესაბამის  ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ – ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად. საჭიროა შემთხვევის სასწრაფოდ შეტყობინება ლოკალურ და ცენტრალურ დონეზე.

გ) ეპიდსაწინაამღდეგო ღონისძიებები – ინფექციის წყაროს და გადაცემის გზების დადგენა. სავარაუდო წყაროსთან ექსპოზირებულებზე მეთვალყურეობა.

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა –  ლეპტოსპიროზის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას ხელს უწყობს კლიმატის გლობალური ცვლილება. წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

ე) საერთაშორისო ღონისძიებები – არ შეესაბამება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights