სამშაბათი, ივნისი 16, 2026

რა არის დეპრესია?

რა არის დეპრესია?
#post_seo_title

დეპრესია

რა არის დეპრესია?

დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

დეპრესია – (ლათ. დათრგუნული) არის ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს. ამ დროს ქვეითდება გუნება-განწყობილება, თვითშეფასების უნარი, ადამიანი კარგავს ცხოვრებისა და საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესს;  დეპრესია ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის უნარს, აუარესებს მადას, ძილს და .შ.

ჯანმოს მონაცემებით, 2020 წლისათვის,  დეპრესია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.  გლობალურად, დეპრესიით  121 მილიონი ადამიანია დაავადებული.

დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დიდ მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკასა და ცხოვრების წესს.

აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული სტიგმა: ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დეპრესიის მიზეზი სისუსტისა და სიზარმაცის მაჩვენებელია და მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია. ადამიანები ცდილობენ დამალონ დეპრესია, არავის გაუმხილონ თავისი მდგომარეობა და დამოუკიდებლად გაუმკვლავდნენ. ამან შესაძლებელია პაციენტი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს.  საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების შეცვლასა და ამაღლებას, აწვდის მათ სათანადო ინფორმაციას დეპრესიის სიმპტომების, ფორმების, მკურნალობის მეთოდების შესახებ და შესაბამისად, ეხმარება ამ  მძიმე დაავადების დაძლევაში.

ფაქტები

დეპრესია, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი და კიბო ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს. დეპრესია ემართება ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. ის შეიძლება განვითარდეს როგორც უმიზეზოდ,  ასევე გარკვეული მიზეზების –  მაგ. ახლობლის, სამსახურის დაკარგვის ან  სოციალური ფაქტორის  გამო.

დეპრესიით დაავადებული ადამიანი აუცილებლად ექიმ-ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს და მკურნალობა ჩაიტაროს.  თანამედროვე მედიცინა ეფექტურად უმკვლავდება დეპრესიას; პაციენტების 80% სრულად იკურნება. მკურნალობის ძირითად მიმართულებებს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპია წარმოადგენს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დეპრესიის მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის  და მას არაეფექტური ტრადიციული მეთოდებით ებრძვიან; მკურნალობის გარეშე კი დეპრესია შესაძლებელია რამდენიმე კვირის, თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

დეპრესიის ფორმები

არსებობს დეპრესიის სხვადასხვა ფორმა:

  • დეპრესიის ეპიზოდის გამოვლენა  ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ხდება
  • პერიოდულად მორეციდივე ფორმა
  • ქრონიკული ფორმა

გავრცელება

დეპრესიით დაავადებულია მსოფლიოს 40-50 წლის მოსახლეობის 10 %,  მათი 2/3 ქალია. 65 წლის შემდგომ დეპრესია დახლოებით სამჯერ ნაკლები სიხშირით ვითარდება.

საქართველოში, 2013 წელს, ფსიქიატრიული დისპანსერის კონტიგენტის მოძრაობის წლიური სტატისტიკური ანგარიშით, დეპრესიული ეპიზოდით წლის მანძილზე სულ დაფიქსირდა  1694 პაციენტი; პირველად დადგენილი დიაგნოზით – 181, მათ შორის 20-59 ასაკის პაციენტების რაოდენობა შეადგენდა-134-ს, ხოლო  ქალების – 95-ს.

რისკ-ფაქტორები:

  • სქესი – დეპრესია  2-3-ჯერ ხშირია ქალებში მამაკაცებთან შედარებით;
  • სოციალური ფაქტორი (სიღარიბე);
  • გენეტიკური განწყობა;
  • ძალადობა;
  • ოჯახური მდგომარეობა (განქორწინება);
  • სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები

თავის მხრივ, დეპრესია  ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს  წარმოადგენს, როგორიც არის დიაბეტი, ინსულტი,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შიდსი; ხელს უწყობს ტოქსიკომანიის, ნარკომანიის განვითარებას მოზარდებში, თვითმკვლელობას, უბიძგებს მათ ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაული.

 რეკომენდაციები:

  • ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ირბინეთ, იცურავეთ;

გახსოვდეთ: ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმტომებს!

  • ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს;
  • მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი:
  • მიიღეთ სრულფასოვანი საკვები:  მარცვლეული, ცილები, ახალი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ცხიმის შემცველ პროდუქტებს;
  • ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში; მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ  ოჯახის წევრს, ახლო მეგობარს;
  • მიუხედავად თქვენი განწყობილებისა, ეცადეთ არ გაირიყოთ საზოგადოებისაგან;
  • აუცილებლად გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისათვის
  • მიმართეთ პროფესიონალს დახმარებისთვის და თვითნებურად ნუ შეწყვეტთ დანიშნული ანტიდეპრესიული პრეპარატების მიღებასა და ფსიქოთერაპიულ სეანსებს;

ყოველთვის მოუსმინეთ დეპრესიით დაავადებულ ადამიანს! აგრძნობინეთ რომ ამ რთულ მომენტში მარტო არ არის, უთანაგრძვნეთ, დაეხმარეთ პრობლემის დაძლევაში.

გახსოვდეთ, დეპრესიიდან სუიციდამდე ერთი ნაბიჯია!

თბილისში არსებული სისხლის ბანკები

ზოგადი ინფორმაცია - უსაფრთხო სისხლი
#post_seo_title

თბილისში არსებული სისხლის ბანკები:

დაუკავშირდით და გახდით უანგარო დონორი მარტივად:

რა ხდება მაშინ, როცა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო რაოდენობის სისხლი არაა:

რა ხდება მაშინ, როცა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო რაოდენობის სისხლი არაა:
#post_seo_title

რა ხდება მაშინ, როცა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო რაოდენობის სისხლი არაა:

სასწრაფო ოპერაციები გაურკვეველი ვადით გადაიდება

დონაცია – რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?

დონაცია - რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
#post_seo_title

დონაცია

რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?

ყველა დონორი გმირია!

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე თუ:

  • ერთი დონორის სისხლი შეიძლება გამოყენებულ იქნას 3 სხვადასხვა პაციენტისათვის. ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ  ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ საკუთარი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოდ.
  • სისხლი შეიძლება დასჭირდეს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს. მისი საჭიროება განსაკუთრებით მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, გართულებული მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი გართულებების, ანემიების, სიმსივნეების დროს.
  • თქვენი წონა 50 კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ჰეპატიტი B ან C, შიდსი,  სიფილისი;
  • არ ხართ დაავადებული აივ ინფექციით, სიფილისით, მალარიით
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი

სისხლს ვერ ჩააბარებთ, თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

  • სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე, თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე, სისხლის მარაგის შესაქმნელად კი საჭიროა ადმიანთა გარკვეული რაოდენობა აბარებდეს სისხლს.
  • გადატანილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;
  • გქონიათ სქესობრივი კავშირი ვინმესთან, ვისაც ჰქონია B ან C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი, სიფილისი;
  • გაკეთებული გაქვთ ტატუ, პირსინგი, აკუპუნქტურა;
  • გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
  • გქონიათ კონტაქტი სხვის სისხლთან;
  • ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე გქონიათ ორსულობა

დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.

რატომ უანგარო დონორი?

  • სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის ჩაბარებაა.
  • უსაფრთხოობისა და სანდოობის მაღალი გარანტი;
  • არ მალავენ ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • ხდებიან “გმირები” მათთვის, ვისაც სისხლის გადასხმა ესაჭიროება

დამატებითი ინფორმაცია დონორობის მსურველთათვის:

  • სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია, სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.
  • სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა კითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი;
  • სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია;
  • სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია და 10-იოდე წუთი გრძელდება.
  • დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ათაშანგზე, ჰეპატიტებსა და შიდსის ვირუსზე;
  • სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა;
  • სისხლის დონაციის შემდეგ მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;
  • ორი თვის შემდეგ კვლავ შეგიძლიათ იხსნათ სიცოცხლე!

გმადლობთ, რომ ზრუნავთ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად!

  • სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.
  • სისხლის შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. დაეხმარეთ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ სისხლის გადასხმას!
  • სისხლის დონორობა ადამიანური სოლიდარობის გმირული აქტია, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა;
  • თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ მინიმუმ სამი ადამიანის სიცოცხლე, თუ გახდებით სისხლის უანგარო დონორი!
  • სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობა მთელს მსოფლიოში საამაყო და საპატიოა!
  • გახდი სისხლის უანგარო დონორი, გაიღე სისხლი, გადაურჩინე სიცოცხლე!

ცხელი ხაზი: 15-05, 116001

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

მ. ასათიანის 9, თბილისი 0177; ტელ: 231 17 50

 

დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა მოგზაურობისას

დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა მოგზაურობისას
#post_seo_title

დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა მოგზაურობისას

მიირთვით მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული საკვები

იდენტიფიცირებულია მოზრდილთა ADHD-ის ყველაზე ეფექტური მკურნალობა

იდენტიფიცირებულია მოზრდილთა ADHD-ის ყველაზე ეფექტური მკურნალობა
#post_seo_title

მოზრდილებში ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის აშლილობის (ADHD) ამჟამად ხელმისაწვდომი ყველა ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური თერაპიისგან, მხოლოდ სტიმულატორები და ატომოქსეტინი არიან ეფექტური ძირითადი სიმპტომების შესამცირებლად, აჩვენებს დიდი ყოვლისმომცველი მეტა-ანალიზის შედეგები.

113 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის კვლევამ ADHD-ის ოფიციალური დიაგნოზით 15000 ზრდასრულთან ერთად ასევე აჩვენა, რომ ატომოქსეტინი ნაკლებად მისაღებია პაციენტებისთვის და რომ არაფარმაკოლოგიური სტრატეგიების ეფექტურობის შედეგები არათანმიმდევრულია.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ADHD თერაპიის გრძელვადიანი ეფექტურობის შესახებ მონაცემები აკლია, ამიტომ ეს შედეგები ეხება მხოლოდ მოკლევადიან ეფექტურობას.

„მედიკამენტებთან დაკავშირებით ბევრი კამათია, ამიტომ ეს საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია და, რა თქმა უნდა, აძლიერებს მედიკამენტების როლს, როგორც ADHD-ის სამკურნალოდ“, – თქვა კვლევის მკვლევარმა სამუელ კორტეზემ, მედიცინის დოქტორი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან, ინგლისი. დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო მედია ცენტრის მიერ გამართულ პრეს ბრიფინგზე, სადაც დასკვნები გამოქვეყნდა.

შედეგები ასევე მიუთითებს „არაფარმაკოლოგიური ინტერვენციების შესაძლო როლზე, რომელიც ამჟამად კარგად არ არის ჩამოყალიბებული მიმდინარე გაიდლაინებში. თუმცა, საჭიროა უკეთესი მტკიცებულება, რომ სრულად გავიგოთ ამ არაფარმაკოლოგიური ჩარევების ზუსტი ეფექტი“, – აღნიშნა კორტეზემ.

კვლევა ონლაინ გამოქვეყნდა 17 დეკემბერს The Lancet Psychiatry-ში.

წყარო:

“აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით, მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი მიიღეს” – სასამართლომ 4 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

#post_seo_title

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. უკანონო თანხებით ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირებზე გააფორმეს, რითაც მისი წარმოშობის წყარო შენიღბეს, თუმცა თავად ფლობდნენ და განაგებდნენ აღნიშნულ ქონებას.

ფიზიკურ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩდენილი ჯგუფურად) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო იურიდიულ პირს 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარედგინათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ორ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით, ხოლო ორს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე მათ ჩამოერთვა უკანონო საქმიანობით მიღებული თანხებით შეძენილი ქონება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, სასამართლომ მას სასჯელად ჯარიმა დაუნიშნა და საქმიანობის უფლება ჩამოართვა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ჭარბობს „ღორის გრიპი“ – ივანე ჩხაიძე

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს.
#post_seo_title

„ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა – ჭარბობს კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია“,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, დღეს საქართველოში, დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25%-ს შეადგენს.

„44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვარი იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. ეს სტატისტიკა ექვემდებარება ანალიზს.

ბოლო 2 კვირაში, 49-ე კვირას, გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, 50-ე კვირას, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. დომინანტურია ახლა ქვეყანაში გრიპი.

თუ წინა კვირებში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა „ბე“ ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა, ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური იქნება.

ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

დემენციის 5 ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ – ამ ნიშნის შესახებ ალბათ არ იცოდით

დემენციის 5 ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ - ამ ნიშნის შესახებ ალბათ არ იცოდით
#post_seo_title

დემენციის 5 ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ -ამ ნიშნის  შესახებ ალბათ არ იცოდით

დემენცია არის მდგომარეობა, რომელიც ხშირად იწყება თანდათანობით, მაგრამ მისი ნიშნების დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვნად დაეხმარება პიროვნებას ჯანმრთელობის უკეთესად შენარჩუნებაში.

აქ არის 5 ძირითადი ნიშანი, რომელთაც არ უნდა გამოტოვოთ:

  1. აპათია
    აპათია გულისხმობს გულგრილობასა და ინტერესის დაკარგვას. ადამიანი შეიძლება კარგავდეს მოტივაციას, აღარ დაინტერესდეს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობით. ამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება შესაძლოა დაკარგოს ინტერესს გარშემო არსებული მოვლენების მიმართ, შეიძლება აღარ განიხილავდეს სოციალური ნორმების მნიშვნელობას და აღარ ფიქრობდეს საკუთარ ქმედებებზე.
  2. ემოციური დისრეგულაცია
    დემენციის მქონე ადამიანებმა ემოციური დისრეგულაცია შეიძლება განიცადონ. ეს გამოიხატება იმაში, რომ ისინი ზედმეტად რეაგირებენ ჩვეულებრივ სიტუაციებზე და გადაჭარბებულ ემოციებს გამოხატავენ. შეიძლება გახდნენ მეტად მგრძნობიარეები, ბრაზიანები ან უბედურები, აგრესიულები, რაც გამოიწვევს  სხვა ადამიანებთან კონფლიქტებს.
  3. თვითკონტროლის ნაკლებობა
    დემენციით დაავადებულები ხშირად კარგავენ საკუთარ ქცევის კონტროლს და იმპულსებს. მათ შეიძლება გაუჩნდეთ გაღიზიანება, შეუწყნარებლობა და აგრესია. ასეთ ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეთ უარყოფითი, კომპულსიური ქცევები, როგორიცაა აზარტული თამაშები, მაღაზიებში ქურდობა ან ზედმეტი სმა და მოწევა.
  4. სოციალურად მიუღებელი ქცევისადმი მიდრეკილება
    დემენციის დროს ადამიანებმა შეიძლება ამოიცნონ სოციალურ ნორმებსა და წესებს შორის განსხვავება. მათ შეუძლიათ გაუგებრად, უხეშად საუბარი პირად საკითხებზე ან უცნობ ადამიანებთან ისე, როგორც ახლობლებთან. შესაძლოა დაიწყონ ისეთ ქცევები, რომლებიც სოციალური კონვენციებით არ არის მისაღები, რაც მათ ვერბალურ ან ფიზიკურ კონფლიქტებში ჩართავს.
  5. არანორმალური აზრები და განსჯა
    ზოგიერთს უჩნდება ეჭვი სხვათა განზრახვებში. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ვინმე აპირებს მათთვის ზიანის მიყენებას ან მათი ნივთების წაღებას. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებს ხშირად ესმით ხმები, საუბრობენ წარმოსახვით პირებთან და წარმოდგენების სამყაროში მოქმედებენ ისე, რომ სხვები ვერ ხედავენ.

დემენციის ადრეული ნიშნები: სხვა მიზეზებიც შესაძლებელია
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს ნიშნები შეიძლება იყოს სხვა სერიოზული პრობლემების სიმპტომებიც, როგორიცაა მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, ინფექციები, სტრესი ან ფსიქოლოგიური დაავადებები. ამიტომ მნიშვნელოვანია დროული კონსულტაცია ექიმთან.

დამატებითი რჩევები
დემენციის პირველადი ნიშნების აღიარება და ადრეული ჩარევა შესაძლებელია დაეხმაროს პიროვნებას, შეინარჩუნოს ცხოვრების მაღალი ხარისხი და დაავადების პროცესის ეფექტური მართვა შეძლოს.

რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,

რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,
#post_seo_title

„ნაწილაკები“ თვალში: რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ?

უმეტეს ჩვენგანს ალბათ ჰქონია შემთხვევა, როდესაც უცნობ ნაწილაკებს ვხედავთ თვალში. ეს უსიამოვნო შეგრძნება ხშირად ჩნდება კაშკაშა სინათლის ან თეთრი კედლის დათვალიერების შემდეგ, – რა არის ამის მიზეზი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

რა არის ნაწილაკები თვალში?

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამეფო ოფთალმოლოგთა კოლეჯის ექსპერტმა, დოქტორმა დანიელ პოლიამ, განმარტა, რომ თვალში „ნაწილაკები“ კოლაგენის ბოჭკოების კონდენსაციის შედეგად ჩნდება. კოლაგენის მოლეკულები ერთმანეთს უსწორდება და ქმნის შდილებს, რომლებიც აღიქმება როგორც მცურავი ნაწილაკები. ეს ნაწილაკები ხშირად იღებენ ფორმებს, როგორიცაა მუქი ბურთები ან სქელი ხაზები, რომლებიც თვალში ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაკვირვებას ახდენთ კაშკაშა სინათლეზე ან თეთრ კედელზე.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

იმის მიუხედავად, რომ ნაწილაკების ხილვა ჩვეულებრივია და შესაძლოა არ იყოს სახიფათო, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია მაშინ, როცა ისინი გახშირდება ან გამოჩნდება უცებ. დოქტორი პოლია განმარტავს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, როდესაც პირველად გამოჩნდება ნაწილი“.

ხშირად, ამგვარი ნაწილაკები არ იწვევს პრობლემას და ხდება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ეს შეიძლება სიგნალი იყოს იმის შესახებ, რომ რაღაც არასწორია.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ნაწილაკები მღელვარებას იწვევს?

თუ ნაწილაკების ხილვა გაუსაძლისად გეჩვენებათ ან შეშფოთება იწვევს, ექიმი დაგინიშნავთ გამოკვლევებს, რათა შეამოწმოს თვალის ჯანმრთელობა. თუ საჭირო გახდება, შესაძლებელია ლაზერული ქირურგიის ჩატარება, რათა გათავისუფლდეთ დიდი და პრობლემური ნაწილებისგან, თუმცა ამას ახლავს გარკვეული რისკები.

რა არის ლაზერული ქირურგია?

ლაზერული ქირურგია ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც გამოიყენება ნაწილაკების სამკურნალოდ. ის ხელს უწყობს მათ დაშლას და მათი თვალიდან მოცილებას, მაგრამ დოქტორი პოლია გვაფრთხილებს, რომ ამ პროცესთან დაკავშირებულია გარკვეული რისკები. ამიტომ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროფესიონალმა ექიმმა, რომელიც სათანადოდ შეაფასებს თქვენთვის შესაბამისი მკურნალობის მეთოდს.

გაფრთხილება: არასოდეს დააიგნორიროთ ცვლილებები თვალში!

როდესაც თვალში უცნობ ნაწილაკებს ხედავთ, ხშირად არ წუხდებით, მაგრამ თუ ეს მოვლენა გახშირდება, აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს. რეგულარული ვიზიტები ექიმთან დაგეხმარებათ თვალის ჯანმრთელობის დაცვაში და თავიდან აიცილებთ პრობლემებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights