სამშაბათი, ივნისი 16, 2026

ებოლას ვირუსი იწვევს მწვავე დაავადებას, რომელიც, მკურნალობის გარეშე, როგორც წესი,  ფატალურად მთავრდება

ებოლას ვირუსი იწვევს მწვავე დაავადებას, რომელიც, მკურნალობის გარეშე, როგორც წესი,  ფატალურად მთავრდება
#post_seo_title

ებოლა

1.ზოგადი მიმოხილვა-ებოლას ვირუსი იწვევს მწვავე დაავადებას, რომელიც, მკურნალობის გარეშე, როგორც წესი,  ფატალურად მთავრდება. ებოლას ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება დაიწყო დასავლეთ აფრიკაში (პირველი შემთხვევა დაფიქსირებულია 2014 წლის მარტის თვეში). სულ აღირიცხა 28,652 შემთხვევა, მ.შ.  11,325 გარდაცვალება. ებოლას ვირუსული დაავადების (ევდ) ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება პირდაპირი ან დაუცველი კონტაქტით დაავადებული ადამიანის/პაციენტის დაინფიცირებულ სისხლთან, სეკრეტებთან, ორგანოებთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან.

საქართველოში ებოლას არც ერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.

 2. გამომწვევი აგენტი – ებოლას ვირუსული დაავადების გამომწვევია  Filoviridae  ოჯახის და Ebolavirus გვარის ვირუსი. ამ დროისთვის, იდენტიფიცირებულია ებოლას ვირუსის ხუთი სახეობა. ცნობილია, რომ ოთხ მათგანს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის დაავადება. ამ სახეობებს მიეკუთვნება: Zaire ebolavirus, Sudan ebolavirus, Taï Forest ebolavirus და Bundibugyo ebolavirus.

 3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – სამედიცნო პერსონალი და ის პირები, რომლებიც ახორციელებენ ებოლას ვირუსული დაავადების მქონე პირის მოვლას, არიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, რადგანაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ისინი კონტაქტში შევლენ დაავადებული პირის სისხლთან და/ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან; ადამიანებში დაავადების გარცელება შეიძლება აგრეთვე მოხდეს დაავადებულ გარეულ ცხოველებთან (ღამურები და პრიმატები)  კონტაქტის შედეგად.

 4. რეზერვუარი – დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა სამეცნიერო მონაცემებზე და სხვა მსგავსი მიმდინარეობის მქონე დაავადებების გავრცელების და გადაცემის გზების შესწავლის შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები ინფიცირდებიან დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად. ებოლას გადამტანებად მიიჩნევიან პტეროპოდილის ოჯახის წარმომადგენელი ღამურები (fruit bats).

 5. გადაცემის გზები – ებოლას ვირუსული დაავადების (ევდ) ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება პირდაპირი ან დაუცველი კონტაქტით დაავადებული ადამიანის სისხლის, და სხვა ბიოლოგიური სითხეების დაზიანებულ კანთან ან ლორწოვანთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად; კონტამინირებულ საგნებთან (მაგ. ნემსები) კონტაქტის შედეგად; ინფიცირებულ ღამურებთან (fruit bats), პრიმატებთან კონტაქტისას; სქესობრივი კონტაქტისას ებოლას ვირუსული დაავადებისგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცთან.

 6. ინკუბაციური პერიოდი – ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო ექსპოზიციის მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შესაძლებელია გაგრძელდეს 2-21 დღე, საშუალოდ კი 8-10 დღე.

 7.გადამდებლობის პერიოდი-ზოგიერთ ვირუსს ახასიათებს გამოჯანმრთელების შემდგომ  ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში დაგროვება/აკუმულირება (სათესლეები, თვალები, თავზურგტვინის სითხე), ასეთი ვირუსების რიცხვს მიეკუთვნება ებოლას ვირუსიც.  ამ დროისთვის არაა დადგენილი თუ რამდენხანს ცოცხლობს ვირუსი გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში.

 8.მიმღებლობა – ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

 9.კონტროლის ღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები :

ü  აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა;

ü  სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისგან თავის არიდება;

იმ რიტუალებისგან თავის არიდება, რომლებიც ითვალისწინებენ გვამთან შეხებას;

ü  ცხოველებთან ან უმ ხორცთან კონტაქტისგან თავის არიდება;

ü  იმ სამედიცინო დაწესებულებებისგან თავის არიდება, სადაც ებოლას ვირუსული დაავადების მქონე პირებს მკურნალობენ;

ü  იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება ცხელება, ძლიერი ტკივილი კუნთებში, ზოგადი სისუსტე, ინტენსიური თავისა და ყელის ტკივილი, პირღებინება, დიარეა, გამონაყარი მთელ სხეულზე, სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. ექიმთან მიმართვამდე მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სხვა ადამიანებთან კონტაქტი;

ü  ეპიდაფეთქების ზონიდან დაბრუნების შემდეგ, 21 დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირს შესაძლო კონტაქტი ჰქონდა სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან;

 ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – შესაძლო შემთხვევის გამოვლენისას, ჯანდაცვის მუშაკი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც უკვე  ებოლას ვირუსით გამოწვეულ დაავადების დადასტურებულ შემთხვევასთან, რომელიც მოიცავს:

ü  შესაძლო შემთხვევის მოთავსება უნდა მოხდეს ცალკე ოთახში ან იმ ტერიტორიაზე, სადაც მოთავსებულები არიან სხვა შესაძლო შემთხვევები. ეს უნდა მოხდეს იზოლირებულად იმ პაციენტებისგან, რომელთაც უკვე დადასტურებული აქვთ ებოლას ვირუსული დაავადება.

ü  დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეტყობინება  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში;

ü  უნდა მოხდეს ყველა პირის მოკვლევა, რომელსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა საეჭვო პაციენტთან ან მის გამონაყოფებთან და უნდა განხორციელდეს მონიტორინგი იდენტიფიცირებულ კონტაქტებთან (ცხელება და ადრეული სომპტომები); უნდა მოხდეს ნარჩენების დატოვება იზოლირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ მოხდება მათი დეკონტამინაცია შესაბამისი წესების დაცვით, მათ შორის სასაზღვრო პუნქტზე.

ü  პაციენტის ნიმუშის მიწოდება და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს საშიში ტვირთის ტრანსპორტირების საერთაშორისო პროცედურების დაცვით.

 გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

პაციენტის განთავსება

  • პაციენტი უნდა განთავსდეს იზოლირებულად ცალკე დახურულ პალატაში, რომელსაც ექნება ცალკე სველი წერტილი;
  • უნდა იწარმოოს პაციენტთან შემსვლელთა სია.

სამედიცინო მუშაკებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა:

  • პაციენტთან შემსვლელ სამედიცინო მუშაკს სულ მცირე აუცილებლად უნდა ეკეთოს: ხელთათმანი, უნდა ეცვას უნიფორმა (სითხის გაჟონვისგან დაცული და ჰერმეტული), თვალის დამცავი საშუალება და პირზე ასაფარებელი ნიღაბი;
  • პირადი დაცვის აღჭურვილობა (PPE) უნდა შეიცავდეს (სისხლის, ლორწოს, ნარწყევის ან ფეკალური ნაწილაკებთან კონტაქტის შემთხვევაში) ორმაგ ხელთათმანებს, ერთჯერად ბახილებს და რეზინის შესაბამის ფეხსაცმელს;
  • სამედიცინო მუშაკებმა ხშირად უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ, მ.შ. ხელთათმანების.

პაციენტის მოვლის აღჭურვილობა:

  • პაციენტისათვის პერსონალურად გამოყენებული ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილობები;
  • მრავალჯერადი მოწყობილობები რომლებიც დეზინფიცირდება;
  • ნემსის და წვეტიანი იარაღების ლიმიტირებული გამოყენება;
  • ყველა გამოყენებული ნემსი თუ წვეტიანი იარაღი უნდა იყოს განსაკუთრებულად უსაფრთხოდ უტილიზებული (ერთჯერად – დახურულ კონტეინერებში)
  • არ უნდა იქნას გამოყენებული აეროზოლების წარმომქმნელი პროცედურები.

ტრანსპორტირება

  • ებოლათი დაავადებული ადამიანის გადაყვანის შემთხვევაში, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით, როგორიცაა სათანადოდ აღჭურვილი თვითმფრინავი (საჰაერო სასწრაფო დახმარების თვითმფრინავები)/სათანადოდ აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანა.

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – არ შეესაბამება

 ე) საერთაშორისო ღონისძიებები – ებოლა ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ებოლაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
#post_seo_title

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება

როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს სწავლის პროცესში

რა სიმპტომები ახასიათებს და რა არის ეპილეფსიის გამოვლინების ყველაზე ადრეული ასაკი?

რა სიმპტომები ახასიათებს და რა არის ეპილეფსიის გამოვლინების ყველაზე ადრეული ასაკი?
#post_seo_title

რა სიმპტომები ახასიათებს და რა არის ეპილეფსიის გამოვლინების ყველაზე ადრეული ასაკი?

საუბრობს ეპილეფსიისა და ძილის დარღვევის სპეციალისტი, ექიმი ნინო გზირიშვილი გადაცემაში “იმუნიტეტი”:

ეპილეფსია თავის ტვინის ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიური შეტევებით, ეპილეფსიური გულყრებით ხასიათდება. ეპილეფსიური გულყრა შეიძლება გენერალიზებული, კრუნჩხვითი ფორმის იყოს.

ეპილეფსიური შეტევები ბევრნაირია. დაახლოებით, 40 ტიპის გულყრა არსებობს, რომლებიც ცნობიერების შეცვლით ხასიათდება.

ნათელი ცნობიერების ფონზე, შესაძლებელია პაციენტს გარკვეული აურა, ანუ წინასწარი შეგრძნება ჰქონდეს, რაც მიგვითითებს, კონკრეტულად რომელი წილის ეპილეფსიაზე გვაქვს საუბარი. შესაძლოა, გამოხატული იყოს დეჟავუ, კუჭის აირიდან ზემოთ აღმავალი სიმხურვალის შეგრძნება, განგაშის შეგრძნება, ტაქიკარდია, შიშის შეგრძნება, სხვა სამყაროში გადასვლის შეგრძნება.

შესაძლოა, კეფის ეპილეფსიის დროს ფერადი ბურთებისა გამოჩენა და უეცრად გაქრობა. ძალიან საყურადღებოა გენერალიზებული ეპილეფსიის სიმპტომები, – დილით უეცარი შეკრთომის ეპიზოდები. გაღვიძებისას ზედა კიდურების შეკრთომა, საგნების ვარდნით.  ეპილეფსია ძირითადად სწორედ გარდატეხის ასაკიდან იწყება, რასაც შეიძლება წლების შემდეგ კრუნჩხვითი გულყრა მოჰყვეს. ძალიან საყურადღებო ეპილეფსიური შეტევის ის ფორმა, როცა შესაძლებელია, დღის განმავლობაში პაციენტი ძალიან ბევრჯერ გამოითიშოს. ეპილეფსიური გულყრა შეიძლება, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს გამოვლინდეს.

არსებობს ეპილეფსიური გულყრის ფორმები, რომლებიც გენეტიკურია. გენერალიზებული ეპილეფსიები გენეტიკური ფორმისაა.“

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

H1N1 და კოკსაკი – საქართველოში ახლა აქტიურად ეს ორი ვირუსი ცირკულირებს. ბოლო ერთ კვირაში შემთხვევები გაორმაგდა. ე.წ. ღორის გრიპისა და ენტეროვირუსის გართულებებით მიმართვიანობა გაზრდილია ბავშვთა კლინიკებში. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია

გრიპის ვირუსის სიმპტომებით ბავშვთა კლინიკებს თვითდინებით პაციენტები მაღალი ცხელებით მიმართავენ. მშობლები ჰყვებიან, რომ ტემპერატურის დაწევას სახლის პირობებში მედიკამენტებით ვერ ახერხებენ.

ექიმების თქმით, ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში მიმართვიანობა გაორმაგდა. სხვა სეზონურ ვირუსებთან ერთად ახლა საქართველოში ყველაზე აქტიურად H1N1, ანუ ე.წ. ღორის გრიპი ცირკულირებს. მაღალი ტემპერატურით, სასუნთქი გზების პრობლემებით, ბრონქიტით და გართულების შემთხვევაში პნევმონიით.

ციციშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ გარდა A ტიპის ვირუსისა, გავრცელებულია B ტიპის ვირუსებიც. ბავშვებში გახშირდა სხვა ინფექციური დაავადებებიც. განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას კოკსაკის ვირუსზე, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.

ვირუსების შემთხვევები მნიშვნელოვნად მზარდია ზრდასრულებშიც. გართულებებით კლინიკებს მეტწილად ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ორსულები მიმართავენ.

სეზონური ვირუსების გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, ექიმები პიკს იანვრის შუა რიცხვებში ელოდებიან. პრევენციის მიზნით კი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

„ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა – ჭარბობს კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია“,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, დღეს საქართველოში, დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25%-ს შეადგენს.

„44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვარი იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. ეს სტატისტიკა ექვემდებარება ანალიზს.

ბოლო 2 კვირაში, 49-ე კვირას, გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, 50-ე კვირას, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. დომინანტურია ახლა ქვეყანაში გრიპი.

თუ წინა კვირებში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა „ბე“ ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა, ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური იქნება.

ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

დალტონიზმი წარმოადგენს მხედველობის დარღვევას, რომელსაც ახასიათებს თვალის მიერ ერთ ან რამდენიმე ფერის აღქმის უნარის დაკარგვა

დალტონიზმი წარმოადგენს მხედველობის დარღვევას, რომელსაც ახასიათებს თვალის მიერ ერთ ან რამდენიმე ფერის აღქმის უნარის დაკარგვა
#post_seo_title

დალტონიზმი – წარმოადგენს მხედველობის დარღვევას, რომელსაც ახასიათებს თვალის მიერ ერთ ან რამდენიმე ფერის აღქმის უნარის დაკარგვა. როგორც წესი, ადამიანი-დალტონიკები ვერ ახერხებენ ერთი რომელიმე კონკრეტული ფერის გარჩევას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამას ადამიანები ზრდასრულ ასაკში ხვდებიან.

დალტონიზმი (ფერთა სიბრმავე) არის თანდაყოლილი ან შეძენილი მხედველობის დარღვევა. ხასიათდება თვალის მიერ ფერების არასრულყოფილი აღქმით. ადამიანები, რომლებთაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ ერთ ან რამდენინე ძირითად ფერს. დალტონიზმის მქონე პირებისთვის, მეტწილად დამახასიათებელია მწვანე და წითელი ფერების გარჩევის შეუძლებლობა. თანამედროვე მედიცინაში დალტონიზმი განუკურნებელი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება.

რა იწვევს დალტონიზმს?

მიზეზები
დალტონიზმის მიზეზი ხდება დაავადება, რომელიც გამოწვეულია X-ქრომოსომას დაზიანებით. ასევე გვხდება შემთხვევები, როცა დალტონიზმი ნევროლოგიური დაავადებების შედეგია. სამწუხაროდ მიზეზის მიუხედავად, აღნიშნული დაავადება განუკურნებელია. ფერების აღქმის რეცეპტორების არასწორი მუშაობა იწვევს დალტონიზმს.
არსებობს ასევე დალტონიზმის ისეთი ტიპი, რომელიც არ ითვლება დაავადებად. საქმე ეხება ადამიანის მხედველობის ანატომიურ თვისებას, რომელიც აქვს იმ ადამიანებს, ვინც ვერ ანსხვავებს მწვანე და წითელ ფერს, ასევე ვერ აღიქვამენ ხაკის ფერს. მხედველობის ასეთი განსაკუთრებულობა ფიქსირდება ცხოველებშიც, რომლებიც ადვილად გადაადგილდებიან ტყეში და საკვებსაც მარტივად მოიპოვებენ სიმწვანეში.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ფერების აღქმის დარღვევა;
·         ფერების გართულებეული აღქმა;
·         მწვანე და წითელი ფერის გარჩევის შეუძლებლობა;
·         ლურჯი და მწვანე ფერის გარჩევის პრობლემა.
ზოგჯერ დალტონიზმს თან სდევს სუსტი მხედველობა. გარდა ამისა, აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვები ნივთებს ხედავენ ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობებში.

დიაგნოსტიკა
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვებს ფერების გარჩევა შეუძლიათ 3-4 წლის ასაკიდან. დალტონიზმის დაიაგნოსტირება შეიძლება ბავშვზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად. ამ დაავადების მქონე ბავშვები, როგორც წესი, ყურადღებას არ აქცევენ ღია ფერის სათამაშოებს. ექიმი-ოფთალმოლოგი აღნიშნული პრობლემის გამოსავლენად იყენებს სპეციალურ ფერად წრეებს და რაბკინის ცხრილს.

მკურნალობა
როგორ უნდა ვუმკურნალოთ მემკვირეობით გადაცემულ დალტონიზმს? სამწუხარდო მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს ასეთი მეთოდი. თუმცა სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ შეძენილი დალტონიზმის მკურნალობა შესაძლებელია. მაგალითად, თუ დალტონიზმის პრობლემა დაკავშირებულია კატარაქტასთან, მისი განკურნება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით.
ასევე დალტონიზმი იკურნება, თუ ამის მიზეზი რაიმე პრეპარატის მიღებაა (მაგალითად „ვიაგრა“). ასევე შეიძლება სპეციალური სათვალის გამოყენება, რომლსაც შეფერილი ლინზები აქვს, რაც ფერების აღქმას უწყობს ხელს. რაც შეეხება დალტონიზმს ზრდასრულ ასაკში – მისი განკურნება არა, მაგრამ გაკორექტირება შესაძლებელია. ზოგადად დალტონიზმის სრულად განკურნება სამწუხაროდ შეუძლებელია.

რისკის ჯგუფი
ძირითად რისკის ჯგუფს შეადგენენ მამაკაცები, რამდენადაც მემკვიდრეობით დალტონიზმის გადაცემა დედისგან ვაჟზე ხდება. გოგონები აღნიშნული პრობლემით იმ შემთხვევაში იბადებიან, თუ ორივე მშობელი დალტონიკია. თუ დალტონიზმით დაავადებულია მხოლოდ ერთი მშობელი, ჯანმრთელი X-ქრომოსომა ბლოკავს დაზიანებულს.

რა ტიპის დალტონიზმი არსებობს?

  • მონოქრომაზია – თვალი აღიქვავს მხოლოდ ერთ ძირითად ფერს, წითელს, მწვანეს ან ლურჯს;
  • დიქრომაზია – თვალი აღიქვავს ორ ძირითად ფერს, ხოლო მესამე არასრულფასოვნად ფორმირდება არსებული ორის კომბინაციით;
  • პროტანოპია – დიქრომაზიის ქვესახეობა, რომელიც ხასიათდება წითელი ფერის აღქმის უუნარობით;
  • დეიტერანოპია – დიქრომაზიის ქვესახეობა, რომელიც ხასიათდება მწვანე ფერის აღქმის უუნარობით;
  • ტრიტანოპია – დიქრომაზიის ქვესახეობა, რომელიც ხასიათდება ლურჯი ფერის აღქმის უუნარობით;

მსოფლიოში პირველად – ფერტილოს პროცედურის გამოყენებით, პირველი ბავშვი გაჩნდა

მსოფლიოში პირველად - ფერტილოს პროცედურის გამოყენებით, პირველი ბავშვი გაჩნდა
#post_seo_title

მსოფლიოში პირველი ბავშვი დაიბადა ფერტილოს პროცედურის გამოყენებით. ასეთ დროს კვერცხუჯრედები სხეულის გარეთ მწიფდება ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიის გამოყენებით.

Gameto-ს მიერ შემუშავებული განაყოფიერების ახალი ტექნოლოგია გთავაზობთ უფრო სწრაფ, უსაფრთხო და უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივას ტრადიციულ IVF-სთან შედარებით (ინ ვიტრო განაყოფიერება).

პროცედურის დროს იყენებენ ე.წ. საკვერცხის დამხმარე უჯრედებს, რომლებიც მიიღება ადამიანის მიერ გამოწვეული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებიდან, რათა დაეხმაროს მოუმწიფებელ კვერცხუჯრედებს ლაბორატორიაში მომწიფებაში.

როგორც ექიმები ამბობენ, ინ ვიტრო განაყოფერებისგან განსხვავებით, Fetrilo მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კვერცხუჯრედის მომწიფებას და ემბრიონის ფორმირებას, 2023 წლის კვლევის საფუძველზე. კომპანია აცხადებს, რომ ეს პროცედურა გამორიცხავს ტრადიციული IVF-სთვის საჭირო ჰორმონალური ინექციების 80%-ს და ამცირებს მკურნალობის ციკლს სულ რაღაც სამ დღემდე.

ახალი ვარიანტი პოსტტრავმული სტრესული აშლილობისთვის

ახალი ვარიანტი პოსტტრავმული სტრესული აშლილობისთვის
#post_seo_title

პრეპარატი, რომელიც აერთიანებს ატიპიურ ანტიფსიქოზურ ბრექსპიპრაზოლს და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორს, სერტრალინს, მნიშვნელოვნად ათავისუფლებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) სიმპტომებს, ვიდრე სერტრალინი პლუს პლაცებო, აჩვენა 3 ფაზის კვლევის შედეგებმა.

წამალი ამჟამად განიხილება აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ და თუ დამტკიცდება, ეს იქნება PTSD-ის პირველი ფარმაკოლოგიური ვარიანტი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

კვლევამ მიაღწია ცვლილების ძირითად საბოლოო წერტილს კლინიკის მიერ ადმინისტრირებული PTSD-ს სკალაში ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოსთვის -5 (DSM-5) (CAPS-5) საერთო ქულა მე-10 კვირაში და მეორადი პაციენტის მიერ მოხსენებული PTSD სიმპტომების, შფოთვის შედეგები და დეპრესია.

„ნამდვილად კარგია, რაც ნამდვილად ზეგავლენას ახდენს, ის არის, რომ კომბინაციამ უკეთესად იმოქმედა, ვიდრე სერტრალინი და პლაცებო ფსიქოსოციალური ფუნქციონირების მოკლე ინვენტარზე“, – განუცხადა Medscape Medical News-ს კვლევის მკვლევარმა ლორი ლ. დევისიმ, – უფროსი მკვლევარი ფსიქიატრი, ბირმინგემის ვეტერანთა საქმეთა ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, ბირმინგემი, ალაბამა.

„ჩვენ შეგვიძლია ვუმკურნალოთ სიმპტომებს, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც რეზინი ხვდება გზას, თუ რამდენად უკეთესად ფუნქციონირებს ისინი“, – დასძინა დევისმა, რომელიც ასევე არის ფსიქიატრიის პროფესორი, ჰერსინკის მედიცინის სკოლა, ალაბამას უნივერსიტეტი ბირმინგემში.

დასკვნები გამოქვეყნდა ინტერნეტში 18 დეკემბერს JAMA Psychiatry-ში და მოხსენებული იქნა ამ წლის დასაწყისში, როგორც ტრიო ცდების ნაწილი, რომელიც ჩატარდა Otsuka Pharmaceutical-ისა და Lundbeck Pharmaceuticals-ის მიერ, რომლებიც ნარკოტიკების კოდეველები არიან.

წყარო:

იწვევს თუ არა, კონტრაცეპტივების გამოყენება ღრძილების მოცულობაში გაზრდას?

იწვევს თუ არა, კონტრაცეპტივების გამოყენება ღრძილების მოცულობაში გაზრდას?
#post_seo_title

იწვევს თუ არა, კონტრაცეპტივების გამოყენება ღრძილების მოცულობაში გაზრდას?

„მედიკამენტები შეიცავს ესტროგენსა და პროგესტერონს, რომელიც ცვლის პაროდონტიტის ქსოვილების ანთებით პასუხს…“

 

ალკოჰოლის კალორიულობა მყარ ცხიმთან და დამატებულ შაქართან ერთად, ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებული ენერგია შეიძლება დისკრეციულად ჩაითვალოს

ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო
#post_seo_title

ალკოჰოლის კალორიულობა მყარ ცხიმთან და დამატებულ შაქართან ერთად, ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებული ენერგია შეიძლება დისკრეციულად ჩაითვალოს; ანუ, მას შემდეგ რაც ნუტრიციული მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამ წყაროდან მიღებული ენერგია ორგანიზმმა ყოველდღიური ენერგეტიკული მოთხოვნილებების შესავსებად შეიძლება გამოიყენოს. თუ ალკოჰოლი უნდა მიიღოთ, მაშინ ყველა დისკრეციული წყაროდან მიღებული ენერგია გამოთვლილ დისკრეციულ კალორიას არ უნდა აღემატებოდეს.

შესაბამისად, ცხიმისა და დამატებუ ლი შაქრის რაოდენობა უნდა შემცირდეს. თუმცა, ალკოჰოლის მოხმარებასთან ერთად მათი დისკრეციული კალორიების მინიმუმამდე შემცირება გასაკეთებლად არცთუ ისე მარტივია.

საყურადღებო!

ენერგეტიკული მოთხოვნილების გაანგარიშებისას ალკოჰოლიდან მიღებული ენერგია აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ალკოჰოლისგან მიღებულმა ენერგიამ საკვები წყაროებიდან მიღებული ენერგია არ უნდა ჩაანაცვლოს, რადგან ისინი ორგანიზმს მაკრო და მიკროელე მენტებითაც უზრუნველყოფენ.

დისკრეციული ენერგია: ნუტრიციული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ კვების რაციონში დარჩენილი კალორიები.

 

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?
#post_seo_title

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად? ფიტნეს კლუბშიც ვერ დადიხარ: რადგან არც საშუალება გაქვს, არც დრო და არც ტერიტორიულად გეწყობობა ხელი?“  რატომ უნდა იყო რეგულარულად ფიზიკურად აქტიური?“ ამაზე პასუხს ეხლავე გაგცემ.

თანამედროვე ტექნოლოგიები, მ/შ სოციალურ ქსელებზე საათობით მიჯაჭვულობა; სამსახურში ხანგრძლივი დროით ჯდომა,  სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ყველა მიმართულებით მრავლად დადიან; მარკეტები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბაზრები და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრები ბევრია და ახლოსაა სახლთან თუ სამსახურთან არა? თითქოს ეს ყველაფერი „გაიძულებს“ და „გავალდებულებს“იყო უმოძრაოდ. არადა ეტყობა არ იცი, თუ როგორი მავნებელია ფიზიკური ინერტულობა შენი ჯანმრთელობისათვის.

მაგალითისთვის გეტყვი, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემების მიხედვით: ფიზიკური ინერტულობა (ფიზიკურად არააქტიური ცხოვრების წესი) მსოფლიოში ავადობის და სიკვდილობის (სიკვდილობის ყველა შემთხვევის 6%) მეოთხე რისკ ფაქტორია. კერძოდ იზრდება: 21-25% ძუძუსა და სწორი ნაწლავის, 27% დიაბეტის და 30% გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკი. მაშინ, როცა მრავალი ინფექციური და ვირუსული დაავადების ლიკვიდაცია და მართვა მოხერხდა, გააქტიურდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები. აღმოჩნდა, რომ 25%-ინსულტის, 30%-გულის იშემიური დაავადებების, დეპრესიის, დიაბეტის განვითარების რისკისა და სხვადასხვა მავნე ჩვევების ჩამოყალიბების შემცირება შესაძლებელია სწორედ რეგულარული, თანმიმდევრული და სისტემატური ფიზიკური აქტივობით.  ამავდროულად, უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით ან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით დაკავებული თითოეული საათი,  დაახლოებით ორი საათით გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს“.

ამის შემდეგ მაინც არ შეეცდები რეგულარული ფიზიკური აქტივობით გაიხანგრძლივო ჯანმრთელობა?

არადა, ისე მარტივად და უბრალოდ შეგიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიტანო ფიზიკური აქტივობის ქცევები, რომ თვითონაც გაოცდები.

და თანაც, რეგულარული ფიზიკური აქტივობისათვის საერთოდ არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ფინანსები და სპეციალური სავარჯიშო ხელსაწყოები.  თუ აუზზე და სპორტდარბაზებზე ხელი არ მიგიწვდება იმედი არ დაკარგო. ფიზიკური აქტივობა არის, ის რითაც სხეულს აიძულებ იმოძრაოს და დაწვას კალორიები სახლში თუ გარეთ, და მთავარია დაიწყო მინიმალურიდან:

  • ფეხით სიარული გახადე ყოველდღიური ცხოვრების წესი.
  • თუ სამსახური საკმაოდ მოშორებულია შენ სახლს და იძულებული ხარ ტრანსპორტით იმგზავრო, ჩამოდი ტრანსპორტიდან ორი-სამი გაჩერებით ადრე და ფეხით გააგრძელე გზა ადგილამდე.
  • დილა-საღამოს 15 წუთი სახლში შეგიძლია ვარჯიში (თუ გინდა ვარჯიში ჩაანაცვლე: ცეკვით, ლახტით ან მის გარეშე ხტუნვით).
    • ჩართე  ოჯახი  ფიზიკურ აქტივობაში, მოაწყვე ველორბოლა  შვილებთან (შვილთან) ერთად, ითამაშეთ ფეხბურთი, ფრენბურთი ან თვითონ ბავშვებს სთხოვე მოიფიქრონ რაიმე  ხალისიანი, ახალ-ახალი და ფიზიკურად ინტენსიური გასართობი.
    • ძაღლი გყავს? თუ კი: ხშირად  ასეირნე  ეზოში. მასთან ერთად ირბინე და ითამაშე.
    • ტელევიზორის ყურების, ბავშვების მეცადინეობის ან ნებისმიერი საქმის კეთების დროს, რომელიც  ჯდომას მოითხოვს, დროგამოშვებით ატრიალე ფეხები, თითქოს  ველოსიპედის პედლებს ატრიალებ.
    • გაქვს მიწის ნაკვეთი სახთან ახლოს ან აგარაკი? თუ კი: თვითონ დარგე და მოუარე ყვავილებს,  ბოსტნეულს.
    • სამსახურში შესვენების დროს ჯდომა და წახემსება შეცვალე 10-15 წუთიანი სიარულით. სთხოვე თანამშრომელს შენთან ერთად ისეირნოს – აიყოლიე სხვებიც!
    • თუ სავარჯიშო დარბაზი სამსახურთან ახლოსა გაქვს, შესვენების დროს გადაირბინე და 10 წუთი ივარჯიშე.
    • იქნებ შესთავაზო თანამშრომლებს რომელიმე სპორტულ სახეობაში  გუნდების შექმნა  და შესვენების დროს შეეჯიბროთ ხანდახან ერთმანეთს. მე მგონი ღირს ამის ცდა!

მთავარია გააცნობიერო და შენს გარშემო ყველას გააგებინო, რომ ფიზიკურ ინერტულობაში გატარებული თითოეული დღე იმ ქრონიკული დაავადებებისაკენ მისასვლელი უმოკლესი გზაა, დასაწყისში, რომ ვისაუბრეთ. სულ უმოძრაობას, დაბალი ინტენსივობის  ფიზიკური აქტივობა ჯობია. თანმიმდევრული და სისტემატური ფიზიკური აქტივობის შემდეგ სულ, რაღაც ორ კვირაში იგრძნობ, რომ, თავისუფლად სუნთქავ, გულის ცემა და პულსი საგრძნობლად აღარ გიჩქარდება, როცა ბაზრიდან ან მარკეტიდან ტვირთი სახლში მოგაქვს, ლიფტით არ სარგებლობ და კიბებზე ფეხით ადიხარ.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights