სამშაბათი, ივნისი 16, 2026

ვაქცინის შესახებ – ვაქცინაციის ისტორია

აცერი და დაიცავი
#post_seo_title

ვაქცინის შესახებ

ვაქცინაციის ისტორია
იმუნიზაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან.
ინფექციებთან ბრძოლაში პირველი წარმატებები მიაღწეულ იქნა უფრო ადრე, ვიდრე დაავადებათა გამომწვევები იქნებოდა აღმოჩენილი. მხედველობაშია ცნობილი ინგლისელი ექიმის, ედუარდ ჯენერის, 1796 წელს შექმნილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა და ცნობილი ფრანგი მეცნიერის, ლუი პასტერის მიერ 1885 წელს შექმნილი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ჯენერისა და პასტერის მიგნებები შემთხვევით ხასიათს ატარებდნენ. მეცნიერებს კიდევ დიდი დრო და შრომა დასჭირდათ ყველაფრის გასაგებად და გამომწვევებთან გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ომის გამოსაცხადებლად.
ამჟამად ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ხელთ გვაქვს ერთერთი ძირითადი საშუალება – ვაქცინაცია, რომელიც სხვა მეთოდებს შორის უძველესი და სანდოა. იმუნიზაცია, როგორც მეცნიერება, უკვე ცნობილია 200 წელი დააქამდე ერთგულად ემსახურება კაცობრიობას. ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმისგანადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფით და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები – შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი – აი არასრული სია დაავადებებისას, რომელთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.
 
ვაქცინების შესახებ
დაავადებების გამომწვევებთან ბრძოლა ეფექტური აღმოჩნდა მათივე საშუალებით. საჭირო იყო მხოლოდ გვესწავლა, როგორ მოგვესპო მათში დამაავადებელი თვისებები. გამომწვევთა ასეთ უვნებელ „ორეულებს“ ეწოდებთ ვაქცინები. ვაქცინა ორგანიზმში შეყვანისას არ იწვევს დაავადებას და, ასე ვთქვათ, ასწავლის მას გაუმკლავდეს თავის საშიშ „მოძმეებს“. ანუ ასე ვითარდება ხელოვნურად შექმნილი ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. მისი ხანგრძლივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.
ზოგადი ინფორმაცია მართვადი ინფექციების შესახებ
იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას წარმოადგენს და მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან. მსოფლიოში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (იგპ, EPI) ფარგლებში 20 წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ამას გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის,გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებსაგან.
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მსოფლიოში
80–იან წლებში ავადდებოდა:
•წითელათი 25 მლნ ადამიანი, ხოლო კვდებოდა 2,5 მლნ;
•ყივანახველათი – 700 000 ადამიანი;
•ახალშობილთა ტეტანუსით – 1,1 მლნ ადამიანი;
•პოლიომიელიტით ინვალიდდებოდა 500 000 ადამიანი;
დღეს ყოველწლიურად:
•ტეტანუსით ავად ხდება 300 000 – 500 000 ადამიანი, აქედან იღუპება 45%.
•წითელათი მეტი ბავშვი იღუპება ვიდრე საომარი მოქმედებებისას და შიმშილობის შედეგად,
•2001 წელს აღირიცხა 30 მლნ წითელას შემთხვევა და მ.შ. გარდაიცვალა 745 000;
•ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვი იღუპება პნევმოკოკური და როტავირუსული ინფექციებით
აცრების შედეგად:
•ყვავილი, ლიკვიდირებულია 1978 წელს. ყოველწლიურად მსოფლიოში კვდებოდა 5 მილიონამდე ადამიანი.
•ამერიკის რეგიონში 2002 წელს მოხდა წითელას ლიკვიდაცია ზუსტად 12 წლის განმავლობაში. 1990 წელს ამ რეგიონში დაფიქსირდა წითელას მასშტაბური აფეთქება – დაავადების 250 000-ზე მეტი და გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა;
•წითელას საწინააღმდეგო აცრების შედეგად სიკდილს გადაურჩა 2 მლნ–ზე მეტი ბავშვი, ხოლო დაინვალიდებას 350 000 ბავშვი;
•1988 წლიდან პოლიემიელიტის ინციდენტობა შემცირდა 99%–ით ანუ 350 000 შემთხვევიდან 1352 შემთხვევამდე 2010 წლისათვის; მხოლოდ სამი ქვეყანა (ავღანეთი, ნიგერია და პაკისტანი) რჩება პოლიომიელიტისადმი ენდემურ კერებად, მაშინ როდესაც 1988 წელს მათი რიცხვი შეადგენდა 125-ს;
•2002 წელს ევროპის რეგიონი და მათ შორის საქართველო გამოცხადდა პოლიმიელიტისაგან თავისუფალ ზონად. ქვეყანაში ველური პოლიომიელიტის ვირუსით გამოწვეული ბოლო ადგილობრივი შემთხვევა აღრიცხული იქნა 1992 წელს, ხოლო შემოტანილი შემთხვევა – 2001 წლის ბოლოს.
• ნეონატალური ტეტანუსით გარდაცვალების 790 000 შემთხვევიდან (1988 წელი), შემცირდა 59 000-მდე
იგპ-ს ფარგლებში ვაქცინების უსაფრთხო შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის მომზადდა ჯანდაცვისმიოლიონობით სპეციალისტი, შეიქმნა „ცივი ჯაჭვის“ სისტემა, ვაქცინებით უზრუნველყოფის და მათი ხარისხისკონტროლის გლობალური სისტემა, ასევე დანერგილია ლაბორატორიული და ეპიდზედამხედველობის ქსელი.
რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები
დროულად ჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.
პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვის უნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტულიდაავადების მიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა აიცრას ბავშვი.
ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #183/ნ 25.06. 2010წ). რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე.
სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას.2014 წლიდან დაგეგმილია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვა. ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ხორციელდება 8 ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B ( ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB ( დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV(პოლიომიელიტი), MMR ( წითურა, წითელა, ყბაყურა), და Rota (როტავირუსული ინფექცია);
 
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით საქართველოში:
BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;
Hep B (მონო) – დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;
DPT-HIb-HepB – 2.3.4 თვის ასაკში;
OPV – 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;
ROTA – 2, 3 თვის ასაკში;
MMR – 12 თვის და 5 წლის ასაკში;
DT – 5 წლის ასაკში;
Td – 14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.
იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ:
– 1 წლამდე ასაკში ბავშვს ჩატარებული აქვს 10 აცრა: ბცჟ, ჰეპ ბ(0),
3 (დყტ+ჰეპ ბ+ჰიბ), 3 ოპვ და 2 როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა;
– 1 წლიდან 2 წლამდე ასაკში 3 აცრა: წწყ, დყტ და ოპვ ;
– 5 წლის ასაკში 3 აცრა: დტ, ოპვ და წწყ;
– 14 წლის ასაკში 1 აცრა – ტდ.
იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი –ბავშვს სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცულიიქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან , რომლის წინააღმდეგაც მას აცრები ჩაუტარდა.
ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.
დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო, ალერგია,ქრონიკული დაავადებები და ა.შ.
საქართველო განაგრძობს ახალი ვაქცინების დანერგვას ქვეყნის იმუნიზაციის კალენდარში. 2013 წელს დაიწყო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
2014 წლიდან GAVI-ს მხარდაჭერით იგეგმება პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება.
 
იმუნიზაციის უსაფრთხოება
 თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარებისიშვიათი რისკი.
იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგანგამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა დაეფექტურობა უდაოა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.
აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს.
აცრის შემდგომ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერთიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა,მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოებისმაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის (რეციპიენტის) ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით. პროგამულივაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფოიმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში;
ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ვაქცინაციის პროცესის განხორციელების წესების დაცვა, ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა ვაქცინისმოწოდების ყველა ეტაპზე მწარმოებლიდან მიმღებ ორგანიზმამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და მის პრაქტიკულ უსაფრთხოებას.
ინფორმაცია საქართველოში წითელას გავრცელების შესახებ შესახებ
2015 წლისათვის ევროპის რეგიონში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ელიმინაცია, რომლის ძირითადი სტრატეგიებია:
– წითელა/წითურას შემცველი ვაქცინით არანაკლებ 95% მოცვის მაჩვენებლის მიღწევა ორივე ასაკობრივ ჯგუფში ნაციონალურ და სუბნაციონალურ/რაიონულ დონეებზე გეგმიური იმუნიზაციის საშუალებით;
– აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებულთათვის იმუნიზაციის შესაძლებლობის მიცემა გეგმიური ან იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიებების მეშვეობით;
– ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერება წითელა/წითურას ყველა შემთხვევის აღმოჩენის და დადასტურების მიზნით;
ევროპის რეგიონში წითელას ელიმინაციის ფარგლებში, 2008 წელს საქართველოში ჩატარდა იმუნიზაციის მასობრივი კამპანია. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის 1 დოზით აცრას ექვემდებარებოდა 6 -27 წლის ასაკის მილიონამდე ადამიანი. კამპანიის მოცვის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 50,48%, ხოლო ქალაქ თბილისში აიცრა მხოლოდკონტინგენტის 16% . ერთერთი ძირითადი ფაქტორი, რამაც განაპირობა საზოგადოების უნდობლობა აცრის მიმართ,იყო სატელევიზიო მედიის დაუზუსტებელი ინფორმაცია და არაკორექტული გამოსვლა კამპანიის მიმდინარეობისპერიოდში.
აცრების კალენდრის მიხედვით, 2004 წლიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოებს 1 და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურის (წწყ) ვაქცინით. გარდა ამისა, 2004-2007 წლებში ჩატარდა მცირე კამპანიური ხასიათის აცრები წწყ ვაქცინით 13-14 წლის ასაკის მოზარდებში და ამის ძირითადი მიზეზი გახდა, ის რომ 1991-1994 წწ საერთოდ მოშლილი იყო გეგმიური ვაქცინაციის პროცესი.
2004-2005 წლებში დაფიქსირდა წითელას დიდი ეპიდაფეთქება საქართველოში – 8 391 შემთხვევა, რომელთაგან 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.
ბოლო წლებში, დაგროვდა რუტინულად (გეგმიურად) არასრულყოფილად ვაქცინაცირებულთა საკმაოდ დიდიკოჰორტა (დაახლოებით 40 000), რომლის 32% დედაქალაქის მოსახლეობაზე მოდის. 2009 წელს ჩატარებულისეროლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, არაიმუნურია 10-40 წლის ასაკის დაახლოებით300 000 ადამიანი. ასევე დაბალი იყო რუტინული ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი 2012 წლისათვის. ყოველივე ამან განაპირობა 2013-2014 წლებში წითელას მიმართ ეპიდსიტუაციის გამწვავება.
2013 წელს წითელას შემთხვევების უჩვეულო მატება დაიწყო თებერვალში (59 შემთხვევა) და მაქსიმალურ რაოდენობას მიაღწია მაისში (2410 შემთხვევა). გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან (როგორც ეპიდზედამხედველობის, ასევე იმუნიზაციის მიმართულებით) და ინფექციის სეზონურობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ივნისიდან აღინიშნა დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია, მაგრამ 2013 წლის დეკემბრიდან ისევ დაფიქსირდა დაავადების შემთხვევებისმატება და 2014 წლის იანვრიდან დღემდე 1178 (ინციდენტობა-26,3) შემთხვევა არის აღრიცხული. 2013 წელს დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.
ისევე როგორც 2013 წელს, 2014 წელშიც დაავადების შემთხვევები აღირიცხა თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. შემთხვევების რაოდენობა ისევ და ისევ ყველაზე მაღალია 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში (346 შემთხვევა, 29,4%), ხოლოინციდენტობა ყვლაზე მაღალია 0-1 წლის ასაკობრივ ჯგუფში (138 შემთხვევა, ინციდენტობა – 244,7). მიმდინარე წელსჰოსპიტალიზირებულია 493 (41,8%) დაავადებული. ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადების 264 (22,4%)შემთხვევა.
რაც შეეხება შემთხვევების რაოდენობას და შესაბამისად ინციდენტობას რეგიონულ ჭრილში, დღეისათვის არსებული მონაცემებით, ყველაზე მაღალი ავადობით გამოიჩევა
– თბილისი (499 შემთხვევა; ინციდენტობა – 42,6);
– სამეგრელო (157 შემთხვევა; ინციდენტობა – 32,9)
– შიდა ქართლი (143 შემთხვევა; ინციდენტობა – 45,6).
დღეისათვის სულ (2013-2014წწ) ქვეყანაში აღრიცხული არის წითელას 8 733 შემთხვევა, ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე – 194,8.
ქ. თბილისში დაფიქსირდა წითელას 4 074 შემთხვევა, ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე- 347,8.
არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია იმ პრევენციული ღონისძიებების უფრო სწრაფად, ზუსტად და მიზანმიმართულად გატარება, რომელიც ქვეყნის მაშტაბით არის დაგეგმილი საქართველოს მთავრობის განკარგულებებით,,წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ .
ქვეყანაში დავადების შემდგომი გავრცელების შეჩერებისა და წითელას ელიმინაციის მიზნით სავალდებულოა იმუნიზაციისა და ეპიდზედამხედველობის სისტემის განსაზღვრულ რეჟიმში მუშაობა: ორი დოზით ვაქცინაციის 95%-იანი მოცვა და დაავადების თითოეულ შემთხვევაზე ზედამხედველობის დამყარება, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩათვლით.
2013 წლის ნოემბერ – დეკემბრის თვეებში – წითელას საწინააღმდეგო კამპანიის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა დამხმარე ზედამხედველობის ღონისძიებები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი წითელას საწინააღმდეგო აცრებით მოცვის მაჩვენებლის ზრდას, თუმცა მოცვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია (74%) დასახულ მიზანთან შერდარებით (95%). როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის დასაწყისიდან დღემდე კვლავ შეინიშნება წითელას შემთხვევბის მატება, რადგან დაბალია მოსახლეობის, და მათ შორის სამედიცინო პერსონალის, მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციისათვის. ასევე ნაკლებია ინტერესი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელების მხრიდან წითელას დამატებითი ვაქცინაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მაშინ როდესაც ზუსტადამ სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის წარმატებით განხორციელების პროცესში.
უნდა გვახსოვდეს რომ:
• წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებითმაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დაწესებულებები)!
• წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირადრთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. მძიმე გართულებებიდან ყოველი მე-4-5 შემთხვევამთავრდება სიკვდილით!
• ამჯამად მიმდინარეობს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება წითელას გავრცელების შეჩერების მიზნით: 1-14 წლის ასაკის არასრულად იმუნიზებულ პირთა, სამედიცინო პერსონალის და კონტაქტების ერთჯერადი უფასო ვაქცინაცია!
• მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები, რათა ერთად შევაჩეროთ წითელა!

ეშერიხა კოლი

ეშერიხა კოლი
#post_seo_title

ეშერიხა კოლი

რა არის ეშერიხია კოლი (Escherichia coli)?

Escherichia coli ( E. coli) არის ბაქტერიების ფართო ჯგუფი, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება იყოს პათოგენური და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება (დიარეა, საშარდე გზების დაავადება, პნევმონია და სხვ.). ზოგიერთი E. coli გამოიყენება როგორც მარკერი წყლის კონტამინაციის (დაბინძურების) ხარისხის დასადგენად, რომელიც თავის მხრივ არ არის დამაზიანებელი, მაგრამ გვაჩვენებს წყლის დაბინძურების მდგომარეობას.
ზოგიერთი E. coli (STEC) გამოიმუშავებს ტოქსინს (Shiga toxin) და იწვევს დაავადების
განვითარებას. იგი შეიძლება იყოს verocytotoxic E. coli (VTEC) ან enterohemorrhagic E. coli (EHEC) სახელითაც. ყოველი ეს ბაქტერიების ერთსა და იმავე ჯგუფს მიეკუთვნება. ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებული დაავადების გამომწვევი არის E. coli O157:H7 (ან
შემოკლებით E. coli O157 ან „0157“).

ეშერიხია კოლი

ენდოკრინული დაავადებებით ავადობის თავისებურებები

ენდოკრინული დაავადებებით ავადობის თავისებურებები
#post_seo_title

ენდოკრინული დაავადებებით ავადობის თავისებურებები.

ენდოკრინული დაავადებები დაავადებათა ჯგუფია გამოწვეული ერთი ან რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით.

მათ საფუძვლად უდევთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჰიპერფუნქცია, ჰიპოფუნქცია ან დისფუნქცია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია აღინიშნება. სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7-8%. ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის ზოგადად წამყვანია შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, D-ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი, ერექციული დისფუნქცია და ა.შ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის მეორე ადგილი უჭირავს შაქრიანი დიაბეტის შემდეგ. ბოლო წლებში მსოფლიოში ზოგადად აღინიშნება თირეოპათიის ზრდა, ჯამური მაჩვენებელი ჩიყვის არაენდემურ ზონაში 20%-ს აღწევს, ხოლო ენდემური ჩიყვის გავრცელების ტერიოტორიაზე, სადაც ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის მესამედი, ეს მაჩვენებელი თითქმის 50%-მდეა.
ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოში 665 მლნ ადამიანზე მეტს აღენიშნება ენდემური ჩიყვისა და სხვა თირეოიდული პათოლოგიები. დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რაოდენობის ზრდა ყოველწლიურად 5%-ს შეადგენს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში ფარისებრი ჯირკვლის ახლად გამოვლენილი დაავადებების რაოდენობების აბსოლუტური ზრდა შეადგენს 51.8%-ს ქალებში, ხოლო მამაკაცებში 16.7%-ს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სწრაფი ზრდის მრავალ ეტიოლოგიურ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია არახელსაყრელი ეკოლოგიური სიტუაცია – ავარიები ატომურ სადგურებზე (ჩერნობილი (უკრაინა), ფუკუსიმა (იაპონია)), რომლებმაც გამოიწვია მრავალმილიონიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება, ტერიტორიების დაბინძურება რადიაქტიული იზოტოპებით, ორგანიზმის იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითება, მოსახლეობის კვების სტრუქტურის გაუარესება, სტრესული სიტუაციების ზრდა, სხვადასხვა მიკროელემენტის (სელენი, თუთია და სხვ.) დისბალანსი.

ენდოკრინული დაავადებები-2017

ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის წამყვანი ადგილი შაქრიან დიაბეტსა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ასევე სიმსუქნეს, მეტაბოლურ სინდრომს, ოსტეოპოროზს, ოსტეოპენიას, D-ვიტამინის ჰიპოვიტამინოზს, ერექციულ დისფუნქციას და სხვებს უკავია.

#post_seo_title

ენდოკრინული დაავადებები

თანამედროვე მედიცინის წარმატებების მიუხედავად ენდოკრინული დაავადებების პრობლემა მსოფლიოში დღესდღეობით მეტად აქტუალურია.  ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის წამყვანი ადგილი შაქრიან დიაბეტსა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ასევე სიმსუქნეს, მეტაბოლურ სინდრომს, ოსტეოპოროზს, ოსტეოპენიას, D-ვიტამინის ჰიპოვიტამინოზს, ერექციულ დისფუნქციას და სხვებს უკავია.

ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს. ამასთან, ქალებში ენდოკრინული დაავადებები ძირითადად 35-39 წლის ასაკში ვითარდება და ყველაზე ნაკლებად 20 წლამდე ასაკში გვხვდება, ხოლო მამაკაცებში ენდოკრინული პათოლოგიები ხშირია 45-49 წლის ასაკში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს მეორე ადგილი უჭირავს შაქრიანი დიაბეტის შემდეგ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ზრდა გარკვეულწილად ასაკის მომატებასთანაა
დაკავშირებული, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება მსოფლიო მოსახლეობის 2%-ში გვხვდება, ხოლო 60 წლის ზემოთ ასაკში მოსახლეობის – 8%-ში.
ევროპის რეგიონში თირეოიდული პათოლოგიები 18 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების 0,6%-ში და ქალების 2,4%-ში ვლინდება (ჰოლანდია). ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი
წარმონაქმნების დიაგნოზი თანამედროვე მეთოდებით მოზრდილი მოსახლეობის 30%-ში
დგინდება, ჩიყვი კი იოდდეფიციტური რეგიონის მცხოვრებ მოსახლეობის 10-30-%-ში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ზრდას, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოვლენის მიზნით კვლევის მეთოდებისადმი ხელმისაწვდომობაა თირეოიდული პათოლოგიის არასიმპტომური მიმდინარეობის დროსაც.
ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიმართ ინტერესის ზრდა და ყურადღების გამახვილება რადიაციული ფონის მომატების გამო.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს
იოდდეფიციტი წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ორ
მილიარდამდე ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 30%) ცხოვრობს იმ რეგიონებში, სადაც იოდის არასაკმარის მოხმარებას აქვს ადგილი და შესაბამისად გააჩნიათ იოდდეფიციტური დაავადების განვითარების რისკი.
ენდოკრინული დაავადებები-2016

უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია

უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია.
#post_seo_title

ენდოკრინული დაავადებები

უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია.

სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიებით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7-8%. ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის ზოგადად წამყვანია შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, D-ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი, ერექციული დისფუნქცია, თირეოიდიტი და აშ. აშშ-ში ენდოკრინული დაავადებების პრევალენტობა მოზრდილ მოსახლეობაში მინიმუმ 5 %-ში. ბოლო წლებში აშშ-ში განსაკუთრებით
მოიმატა ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის და ჰიპოფიზის ადენომის ინციდენტობამ, უფრო დაბალი ინციდენტობა აღინიშნება ფეოქრომოციტომის და თირკმელზედა ჯირკვლის სხვა სიმსივნეების შემთხვევაში. ისეთი დარღვევები, როგორიცაა ჰიპერპარათირეოზი და ფარისებრიჯირკვლის პათოლოგიები, უფრო მეტადაა გავრცელებული ქალებში.
ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ქალებს 7-10-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს. სიცოცხლის განმავლობაში 5-დან ერთ ქალს ექმნება პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების განვითარების გამო. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რისკი ასაკთან ერთად იზრდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში და 70 წლისათვის მამაკაცებში სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის გავრცელება ისეთივეა, როგორც ქალებში.
ზოგადად, ქალებს ძირითადი ენდოკრინული დაავადებები უვითარდებათ 35-39 წლის ასაკში და ყველაზე ნაკლებად 20 წლამდე, ხოლო მამაკაცებში ენდოკრინული პათოლოგიები ხშირია 45-49 წლის ასაკში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის მეორე ადგილი უჭირავს შაქრიანი დიაბეტის შემდეგ.
მსოფლიოში 665 მლნ ადამიანზე მეტს აღენიშნება ენდემური ჩიყვისა და სხვა თირეოიდული პათოლოგიები. დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რაოდენობის ზრდა ყოველწლიურად 5%-ს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ორ მილიარდამდე ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 30%) ცხოვრობს იმ რეგიონებში, სადაც ადგილი აქვს იოდის არასაკმარის მოხმარებას და, შესაბამისად, გააჩნიათ იოდდეფიციტური დაავადების განვითარების რისკი.

ენდოკრინული დაავადებები-2015

კვლევა და შედეგები – ბავშვობაში გლანდების ამოჭრას შეიძლება დრამატული გავლენა ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაზე

კვლევა და შედეგები - ბავშვობაში გლანდების ამოჭრას შეიძლება დრამატული გავლენა ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაზე
#post_seo_title

ტონზილექტომია და ფსიქიკური ჯანმრთელობა: კვლევა აჩვენებს გლანდების ოპერაციის და შფოთვის კავშირის რისკებს

მხოლოდ აშშ-ში, ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ბავშვს ქირურგიულად აჭრიან ნუშისებრ ჯირკვლებს (გლანდები), რათა გაუმჯობესდეს ძილში სუნთქვა და/ან შემცირდეს განმეორებითი ინფექცია. თუმცა, ახალი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ეს გავრცელებული ქირურგიული პროცედურა შესაძლოა ზრდიდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, კერძოდ კი შფოთვის, PTSD და დეპრესიის რისკს.

კვლევა და შედეგები

შვედეთის სამეფო ინსტიტუტისა და ჩინეთის გუანსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს შვედეთის ჯანდაცვის ბაზის მონაცემები, რომელიც მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავდა. მათი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ტონზილექტომია უკავშირდება პოსტტრავმული სტრესის (PTSD), დეპრესიისა და შფოთვის რისკის 43%-ით ზრდას. ამასთან, რისკი განსაკუთრებით მაღალი იყო მათ შორის, ვისაც გლანდები ადრეულ ასაკში ამოუჭრეს.

გლანდების ამოჭრის გავლენა

მკვლევრებმა აღნიშნული კვლევის დროს სიღრმისეულად შესწავლეს, როგორ იკვეთება ფსიქიკური აშლილობები და გლანდების ამოჭრის ისტორია. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც გლანდები ადრეულ ასაკში ამოაუჭრეს, 55%-ით უფრო მაღალი რისკით ებრძოდნენ PTSD-ს, დეპრესიასა და შფოთვას შედარებით იმ პირებთან, რომლებმაც ეს ოპერაცია არ ქონდათ გაკეთებული. მეტიც, ამ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ტონზილექტომიის გავლენა მაინც რჩება ხანგრძლივი პერიოდით — 20 წლის შემდეგაც კი.

სოციალური და გენეტიკური ფაქტორები

მკვლევრებმა ასევე გაითვალისწინეს პაციენტების სქესი, ოჯახური ისტორია სტრესთან დაკავშირებულ აშლილობებში და ოჯახების სოციალური მდგომარეობა. მათი დასკვნა ეხმარება მეცნიერებს უკეთ გაიგონ, როგორ შეიძლება გენეტიკურმა და გარემო ფაქტორებმა გავლენა მოახდინოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქირურგიული ოპერაციების კავშირზე.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და გლანდების ოპერაცია

„ეს აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ადენოტონზილარული დაავადების და მისი სიმპტომების განვითარება შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული სტრესთან დაკავშირებულ აშლილობებთან,“ — წერენ მკვლევრები. ეს განსაკუთრებით ეხება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის რისკის ზრდას, რაც უმნიშვნელოვანესია სპეციალისტებისთვის, რომლებიც ტონზილექტომიის პაციენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუშაობენ.

ტონზილექტომია და მისი გრძელვადიანი გავლენა

მიუხედავად იმისა, რომ ტონზილექტომია, როგორც პროცედურა, პიროვნების ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არსებობს ასევე კავშირი სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან, მათ შორის ავტოიმუნური დაავადებებისა და კიბოს განვითარებასთან. ახალი კვლევა კიდევ უფრო სიღრმისეულად ასახავს ტონზილექტომიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ასპექტების ურთიერთმოქმედებას.

შეგიძლია თუ არა ტონზილექტომიის გარეშე ცხოვრება?

ტონზილები ჩვენი ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თუმცა, თუ ნუშისებრი ჯირკვლების ამოჭრა ხდება ქრონიკული ანთების გამო, შესაძლებელია, რომ ამან მომავალში ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს შფოთვისა და სხვა სტრესული აშლილობების წინაპირობა.

სამომავლო კვლევები და დისკუსია

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, კვლევა მხოლოდ დაკვირვებითი იყო და ამიტომაც არ იყო შესაძლებელი ქირურგიული პროცედურებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შორის ზუსტი კავშირის დადგენა. საჭირო იქნება შემდგომი კვლევები, რათა უფრო ნათელი გახდეს, როგორ აისახება ტონზილექტომია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

დასკვნა:

ტონზილექტომია და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ახალი კვლევა გვთავაზობს სარწმუნო მტკიცებულებებს, რომ ტონზილექტომიამ შეიძლება გავლენა იქონიოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ექიმებსა და მშობლებსა შორის ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანია, რათა პაციენტების ფსიქიკური ჯანმრთელობა სათანადოდ იქნას გათვალისწინებული.

იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა – მთავრობის დადგენილება

იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა – მთავრობის დადგენილება
#post_seo_title

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა.

დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთან, დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

ენდოკრინული დაავადებები – რას წარმოადგენს ენდოკრინოლოგიური დაავადებები?

უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია.
#post_seo_title

ენდოკრინული დაავადებები

1) რას წარმოადგენს ენდოკრინოლოგიური დაავადებები?

ენდოკრინული დაავადებები დაავადებათა კლასია გამოწვეული ერთი ან რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით. მათ საფუძვლად უდევთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჰიპერფუნქცია,  ჰიპოფუნქცია ან დისფუნქცია.

ენდოკრინული დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის  (მაგ.  ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი), კუჭქვეშა ჯირკვლის (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ინსულინომა), ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის (მაგ. აკრომეგალია, იცენკო-კუშინგის დაავადება), თირკმელზედა ჯირკვლის  დარღვევები.

ენდოკრინული სისტემის ნებისმიერი დაავადების საფუძველს აქვს ერთი ან რამდენიმე ძირითადი მიზეზი:

  • ამა თუ იმ ჰორმონის უკმარისობა ან სიჭარბე
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის მიერ ანომალური ჰორმონის წარმოება
  • რეზისტენტობა ჰორმონის მოქმედების მიმართ
  • ჰორმონის მეტაბოლიზმის, მიწოდებისა და სეკრეციის რითმის დარღვევა
  • ზოგიერთი ჰორმონალური სისტემის ერთმომენტური დარღვევა და სხვ.

ჰორმონების დეფიციტის მიზეზები უმეტეს შემთხვევაში ცნობილია. მათ მიეკუთვნება:

  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ინფექციური დაზიანებები (კორტიზოლის დაბალი დონე თირკმელზედა ჯირკვლის ტუბერკულოზის დროს)
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების თანდაყოლილი განუვითარებლობა (ჰიპოპლაზია), მაგ. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში სისხლჩაქცევა ან არასაკმარისი სისხლმომარაგება (მშობიარობის შემდგომი ჰიპოპიტუიტარიზმი)
  • ანთებითი პროცესი (შაქრიანი დიაბეტის ან პანკრეატიტის გამო)
  • აუტოიმუნური დაზიანება (აუტოიმუნური თირეოიდიტი), სიმსივნეები (ჰიპოპიფიზის ადენომა)
  • ორგანიზმში ჰორმონწარმომქმნელი ნივთიერებების არასაკმარისი მიწოდება (იოდის დეფიციტის გამო ჰიპოთირეოზი)
  • სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებების გავლენა და დასხივება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე
  • იატროგენული მიზეზები (ფარისებრახლო ჯირკვლების ამოკვეთა გრეივსის დაავადების დროს)

www.endocrinology.org

www.who.int/diabets.

McGraw-Hill: Harrison’s Endocrinology, Second Edition : Bookwww.mhprofessional.com/product

2)  რატომ არის საყურადღებო ენდოკრინული  დაავადებები?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ბოლო წლებში  ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით გამოწვეული ავადმყოფობების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება. ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები  და  იოდდეფიციტი წარმოადგენს.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები  საქართველოსთვის ყოველთვის განეკუთვნებოდა სამხარეო პათოლოგიას, ხოლო მისი მაღალმთიანი რაიონები ოდითგანვე ჩიყვის  ენდემიის კერებად იყო ცნობილი. 1996 წელს იოდდეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლამ პრიორიტეტული ადგილი დაიკავა და დამტკიცდა იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა (1997-2007 წ), რომლის მიზანი იყო საქართველოში კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით იოდდეფიციტური დაავადებების  ეფექტური მართვა, რაც უზრუნველყოფდა მათ შემცირებას, ხოლო მომავალში მინიმუმამდე დაყვანას.

2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე მიღებული იქნა კანონი „იოდის, სხვა მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“. ეს კანონი კრძალავს არაიოდირებული მარილის იმპორტსა და გაყიდვას და ქვეყანაში საკვების ფორტიფიკაციის პოლიტიკის განხორციელების მექანიზმს აწესებს.

2006-2012 წლებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა შორის აღსანიშნავია სუბკლინიკური და სხვა ფორმის ჰიპოთირეოზის პრევალენტობის მაჩვენებლები. ყველაზე მაღალი შედეგები იყო 2006 წელს, შემდეგ წლებში ადგილი აქვს პრევალენტობის კლებას, და მხოლოდ 2012 წელს წინა წლებთან შედარებით აღსანიშნავია მკვეთრი მატება. აღნიშნული შეიძლება აიხსნას, რომ 2006 წლამდე ქვეყანაში მოქმედებდა „იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაუქმდა 2007 წელს. პროგრამის ფარგლებში ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფილაქტიკური გასინჯვები, რაც ხშირად და უკეთესად სუბკლინიკური და სხვა ფორმის ჰიპოთირეოზის გამოვლენის საშუალებას იძლეოდა.  მას შემდეგ ქვეყანაში არ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რაც შეეხება 2012 წელს პრევალენტობის მკვეთრი მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს ქვეყანაში სადაზღვეო სისტემების სერვისის გაუმჯობესებით.

http://www.ncdc.ge/index.

 3) ენდოკრინული დაავადების ძირითადი სიმპტომები

ენდოკრინული დაავადებებით ავადმყოფთა ჩივილები მრავალმხრივია: მათ მიეკუთვნება მაგ, წონაში კლება ან მატება, გულისცემის აჩქარება, ციებ-ცხელება, სიმხურვალის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, აგზნებულობა, ფაღარათი (დიფუზური ტოქსიური ჩიყვის დროს), არტერიული წნევის მომატებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი (ჰიპერკორტიციზმი, ფეოქრომოციტომა), კუნთოვანი ადინამია და მკვეთრად გამოხატული სისუსტე (თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის დროს), ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება (ჰიპოთირეოზის დროს), წყურვილის მომატებული გრძნობა (შაქრიანი დიაბეტის დროს), გაძლიერებული შარდვა (შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის დროს) და სხვ.

www.endocrinology.org/

 4) რა უნდა გავაკეთო თუ ეს სიმპტომები მაწუხებს?

აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ენდოკრინული სისტემის ორგანოებზე ნეგატიურად მომქმედი ინფექციური და სხვა ბუნების დაავადებების თანამედროვე მკურნალობა, გარემო მავნე ფაქტორების (დასხივება, სხვადასხვა ქიმიური ნაერთები) მოქმედების შემცირება, ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა და სხვ.

საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის/უახლოესი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმს, რომელიც გაუწევს შესაბამის რეკომენდაციებს.

5)    რისი გაკეთება შემიძლია ენდოკრინული დაავადებების თავიდან ასაცილებლად an რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად?

იოდდეფიციტურ დაავადებათა დაძლევა უმნიშვნელოვანეს სამედიცინო-სოციალურ ამოცანას წარმოადგენს. იოდდეფიციტს ადამიანის განვითარების კრიტიკულ ეტაპებზე, კერძოდ ორსულობის და ადრეული  ბავშვთა ასაკში,  შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის განვითარების  შეფერხება და, შესაბამისად  ფსიქიკური  დარღვევები. იოდდეფიციტის დაავადებათა სპექტრი მრავალმხრივია და მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს:

  • მუცლადყოფნის პერიოდი: აბორტი, მკვდრადშობადობა, განვითარების თანდაყოლილი მანკები, მაღალი პერინატალური სიკვდილიანობა, ნევროლოგიური და მიქსემატოზური კრეტინიზმი, ფსიქომოტორული განვითარების პათოლოგია;
  • ახალშობილი: ნეონატალური ჰიპოთირეოზი;
  • ბავშვები და მოზარდები: გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევა;
  • მოზრდილები: ჩიყვი და მისი გართულებები, იოდინდუცირებული თირეოტოქსიკოზი;
  • ყველა ასაკი: ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, კოგნიტური ფუნქციის დარღვევა, რადიოაქტიური იოდის შთანთქმის ზრდა.

იოდის დეფიციტი ორსულობის და ადრეული  ბავშვთა ასაკში წარმოადგენს თავის ტვინის დაზიანების მიზეზს, რომლის პრევენცია მსოფლიო მასშტაბით სავსებით შესაძლებელია. იოდდეფიციტით დაზიანებული რეგიონის მოსახლეობას შესაძლებელია ქონდეს  13,5 პუნქტით უფრო დაბალი გონებრივი განვითარების კოეფიციენტი (IQ),  ვიდრე იოდდეფიციტისგან თავისუფალი რეგიონის მოსახლეობას.  ამავე დროს, სხვა დაავადებისგან განსხვავებით, იოდდეფიციტური დაავადებები არის ძალზე ადვილი და იაფი პროფილაქტიკისათვის. მათი დაძლევისთვის და აღკვეთისათვის საჭიროა სულ მცირე ოდენობის იოდის სისტემატური დამატება მოსახლეობის მიერ მოხმარებულ მარილში.

დღეისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია,  გაეროს ბავშვთა ფონდი და იოდდეფიციტური დაავადებების კონტროლის საერთაშორისო საბჭო რეკომენდაციას უწევენ იოდის ყოველდღიური მოხმარების შემდეგ ნორმებს:

  • 90  მკგ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (0-59 თვის);
  • 120 მკგ დაბალი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (6-12 წელი);
  • 150 მკგ მოზრდილებისათვის (12 წელზე ზემოთ);
  • 250 მკგ ორსული და მეძუძური ქალებისთვის

http://www.ncdc.ge/index

ელიმინაციის პროცესში არსებული დაავადებები

ელიმინაციის პროცესში არსებული დაავადებები
#post_seo_title

ელიმინაციის პროცესში არსებული დაავადებები

საერთაშორისო მოთხოვნებისა და თანამედროვე გამოწვევების რეალიზაციის მიზნით, შესაბამისი სტანდარტების მიხედვით წარმოებს საელიმინაციო დაავადებების მართვა.
დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაცია:
აივ ინფექციისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის (EMTCT)
ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები. ამჟამად სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს ორსულთა ტესტირებას აივ ინფექციაზე, სიფილისზე, B და C ჰეპატიტებზე. საქართველოში ელიმინაციის გეგმის მიზანია დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის მიღწევა 2020 წლისათვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების შესაბამისად.
წითელა, წითურა, თანდაყოლილი წითურა:

2004 და 2013 წლებში ქვეყანაში ადგილი ქონდა წითელას ორ დიდ ეპიაფეთქებას. 2008 წელს დაგეგმილი წითელა-წითურას საწინააღმდეგო მასიური იმუნიზაციის კამპანიის ფარგლებში მოხერხდა სამიზნე პოპულაციის მხოლოდ 50%-ის აცრა. წარუმატებელი მასიური იმუნიზაციის კამპანიის გამოცდილების გამო, 2013 წელს დაწყებული წითელას ეპიდაფეთქების კონტროლის მიზნით, ქვეყანამ გადაწყვიტა, აეცრა მხოლოდ ის პირები, რომლებსიც არ იყვნენ იმუნიზირებულნი წითელას წინააღმდეგ. ამჟამად, დამატებით 181 000-ზე მეტი პირია აცრილი წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით, და აცრები ახლაც გრძელდება.

ელიმინაციის პროცესში მყოფი დაავადებები

ახალი კვლევა – მიღწევა თმის ცვენასთან ბრძოლაში

ახალი კვლევა - მიღწევა თმის ცვენასთან ბრძოლაში
#post_seo_title

მეცნიერები წააწყდნენ მემკვიდრეობითი თმის ცვენის პოტენციურ ახალ მკურნალობას, რომელიც თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

ყველაფერი დაიწყო შაქრის შესწავლით, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში და ხელს უწყობს დნმ-ის ფორმირებას. კვლევის პროცესში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ ამოჰყავდა შაქარს ბეწვი თაგვებში ადგილობრივი ხმარებისას. მათ შენიშნეს, რომ დაზიანებების ირგვლივ ბეწვი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე თაგვებში, რომლებსაც მკურნალობა არ მიუღიათ, წერს Sciencealert.

მეცნიერთა გაკვირვებულმა ჯგუფმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა კვლევა. მათ შეიმუშავეს ბიოდეგრადირებადი, არატოქსიკური დეზოქსირიბოზის გელი. სამუშაოდ აიყვანეს მამრი თაგვები ტესტოსტერონით გამოწვეული თმის ცვენით და ამოიღეს თმა ზურგიდან. ყოველ დღე, მკვლევრები უსვამდნენ შაქრის გელის მცირე დოზას დაუცველ კანზე და ბეწვი „სტაბილურად” იზრდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.

მკვლევრებმა ვერ გაიგეს, რატომ ასტიმულირებდა დეზოქსირიბოზის გელი თაგვებში გრძელი, სქელი თმის ზრდას, მაგრამ ჯგუფმა შეამჩნია სისხლძარღვების და კანის უჯრედების ზრდა დამუშავებულ ზონაში.

თუ დეოქსირიბოზის გელი ეფექტური იქნება ადამიანებში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ალოპეციის სამკურნალოდ ან თუნდაც თმის, წამწამების და წარბების ზრდის სტიმულირებისთვის ქიმიოთერაპიის შემდეგ.

„ჩვენი კვლევა ძალიან ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ შედეგები იმედის მომცემია და შემდგომ შესწავლას საჭიროებს“, – თქვა მეცნიერმა.

კვლევა გამოქვეყნდა Frontiers in Pharmacology-ში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights