ოფიციალურად დადასტურდა: ჩენაეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!
მედიკოსები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ
მედიკოსები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებით კი ეს ბავშვებს, ხანდაზმულებსა და იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს ეხებათ.
სპეციალისტები ჰიგიენის დაცვასა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობენ. ანა ბერძენიშვილის სიუჟეტი.
რესპირატორული ინფექციების გავრცელება ჩინეთში
ჩინეთში სეზონური გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების (RSV, HMPV, COVID-19) შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა. რესპირატორული ვირუსების შემთხვევების ზრდა ზამთრის სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობა მოდის სეზონურ გრიპზე.
ბრაქითერაპია – ინოვაციური მიდგომა პროსტატის ადენოკარცინომის მკურნალობაში
ბრაქითერაპია – ინოვაციური მიდგომა პროსტატის ადენოკარცინომის მკურნალობაში
როგორ ვრცელდება HMPV ვირუსი, რამდენ ხანს გრძელდება…
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, ზაზა წერეთელი ახალი ვირუსის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ჩინეთში აღინიშნება რესპირატორული ვირუსის ინფექციების ზრდა, რამაც გამოიწვია საავადმყოფოების გადატვირთულობა და ახალი მონიტორინგის ზომების შემოღება.
ვირუსი, რომელიც ცნობილია როგორც ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (HMPV), განსაკუთრებით გავრცელდა ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციებში და ბავშვებს შორის
რა არის HMPV?
ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (HMPV) არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც იწვევს სიმპტომებს, რომლებიც მსგავსია ჩვეულებრივი გაციების და გრიპის. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება, როგორც წესი, მსუბუქია, ის შეიძლება სერიოზულ გართულებებამდე, მაგალითად პნევმონიამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით ჩვილებში, ხანდაზმულებსა და იმუნიტეტის შესუსტებული მქონე პირებში.
ვირუსი ახალი არ არის, მაგრამ ყურადღება მიიპყრო შემთხვევების ზრდამ, განსაკუთრებით 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩრდილოეთ ჩინეთში.
2001 წელს პირველად იდენტიფიცირებული HMPV არის ერთძაფიანი RNA ვირუსი, რომელიც ვრცელდება რესპირატორული წვეთებით ან დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. შემთხვევები ადრე დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მისი სიმპტომებია ხველა, სიცხე, ცხვირის გაჭედვა და დაღლილობა, ხოლო ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდე მერყეობს. განსხვავებით COVID-19-ისგან, HMPV-სთვის ვაქცინა ან სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს; მკურნალობა ძირითადად სიმპტომების მართვას მოიცავს.
შემთხვევების ზრდა ემთხვევა ცივ ამინდსა და შიდა აქტივობების გაზრდას, რაც რესპირატორული ვირუსების გავრცელებას ხელს უწყობს. ჯანდაცვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ეს ზრდა სეზონური ტენდენციების თანხვედრაშია.
ჩინეთში დაწყებულია საპილოტე პროგრამა უცნობი წარმოშობის პნევმონიის გამოვლენისა და მონიტორინგისთვის, რაც უზრუნველყოფს ლაბორატორიებსა და ჯანდაცვის სააგენტოებს შემთხვევების უფრო ეფექტურად რეგისტრაციას და მართვას. ამის შესახებ სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-მ განაცხადა პრესკონფერენციაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლის ციტირებით.
როგორ გადაეცემა ვირუსი?
HMPV ვრცელდება სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად, როგორიცაა RSV და გრიპი. გადაცემა ძირითადად ხდება ინფიცირებული პირების რესპირატორული წვეთებით ან დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. HMPV-ს გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია კარგი ხელის ჰიგიენის დაცვა, რაც მოიცავს ხელების ხშირ დაბანას საპნით და წყლით.
რესპირატორული ეტიკეტი, როგორიცაა პირისა და ცხვირის დაფარვა დაცემინების ან დახველებისას და ნიღბის ტარება, ასევე ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების შეზღუდვას.
რამდენ ხანს გრძელდება HMPV?
HMPV-ის მსუბუქი შემთხვევები, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე. მძიმე შემთხვევებში აღდგენის დრო უფრო ხანგრძლივი შეიძლება იყოს. თუმცა, დარჩენილი სიმპტომები, მაგალითად ხველა, შესაძლოა უფრო ხანგრძლივად გაგრძელდეს.
შეუძლია თუ არა HMPV-ს გავრცელება სხვა ქვეყნებში?
ჰონგ-კონგში HMPV-ს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა კამბოჯა და ტაივანი, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. კამბოჯის გადამდები დაავადებების კონტროლის დეპარტამენტმა HMPV-ს შესახებ გაავრცელა გაფრთხილება, რომელიც ხაზს უსვამს მის მსგავსებას COVID-19-სა და გრიპთან.
ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ ვირუსი განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და იმუნოკომპრომეტირებული პირებისთვის.
მეზობელ ინდოეთში ოფიციალურმა პირებმა დღეს 3 შემთხვევა დაადასტურეს თუმცა განაცხადეს რომ რომ პანიკის საფუძველი არ არის, რადგან HMPV „ნებისმიერ სხვა რესპირატორულ ვირუსს ჰგავს.“
როგორ ხდება HMPV-ს დიაგნოსტიკა?
ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (HMPV) დიაგნოსტიკა მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით რთულია, რადგან ის მსგავსია სხვა რესპირატორული ინფექციების, როგორიცაა რესპირატორული სინციტიური ვირუსი (RSV) და გრიპი.HMPV-ს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი არის უკუთრანზკრიფციის პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR), რომელიც ვირუსის RNA-ს იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. თუმცა, ანტიგენის გამოვლენის ტესტები უფრო სწრაფი შედეგების მიღებას იძლევა, მაგრამ ისინი ნაკლებად სპეციფიკურია.
რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში – რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
ქვეყანაში ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ასევე, გავრცელებულია გრიპის სხვადასხვა ტიპები.
მედიკოსების თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა.
სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვის, შიდა სივრცეების ხშირად განიავებისა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
„H1N1-ის შემთხვევებიც არის და ასევე, მეტა პნევმო ვირუსის შემთხვევებიც, რომელიც აგრესიულად მიმდინარე დაავადება არ არის, თუმცა, მცირე ასაკის ბავშვებში და ასაკოვნებში საყურადღებოდ მიდის. განსაკუთრებით, ფონური დაავადებები თუ არის, სასურველია, დაავადების დაწყებიდან მეორე-მესამე დღესვე მიმართონ კლინიკებს. თუ არის ჯანმრთელი ადამიანი და 4-5 დღე აქვს მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, უგრძელდება კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მომართონ კლინიკას“, – ამბობს ექიმი ინფექციონისტი ქეთევან ჩიქოვანი.
„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები. საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს. ყველაზე კარგი დაცვა არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
„საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს“-პაატა იმნაძე
„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
„საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს. ყველაზე კარგო დაცვა არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ჩინეთში შემთხვევები იმაზე ნაკლებია, რაც შარშან ამ პერიოდში იყო. ჩინეთშიც, ისვე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში A ტიპის ვირუსია წამყვანი და ამან გამოიწვია ზოგიერთ რეგიონში ეპიდემიური მატება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ბოლო კვირაში გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია
ქვეყანაში ბოლო კვირის მონაცემებით გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია. გრიპის, განსაკუთრებით A H1p-ის წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში, ბოლო ოთხი კვირაა, მატულობს, რაც დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ცენტრში აცხადებენ, ასევე, ცირკულირებს გრიპის სხვა ტიპისა და პარაგრიპის, რინო, ადენო, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და სხვა გამომწვევები.
„მათი გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის. ჩინეთში დაფიქსირდა გრიპის და სხვადასხვა რესპირაციული ინფექციის (მ.შ. HMPV-ით გამოწვეული) შემთხვევების ზრდა, რის გამოც ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში აღწერილია HMPV-ით ავადობის უმნიშვნელო მატება. HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ადამიანში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში. დამახასიათებელი სიმპტომებია: ხველა, ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება/შეშუპება და დაღლილობა. დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, იშვიათად ვირუსმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგ.: ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით, ჩვილებში, ხანდაზმულებში ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში.
ვირუსი თავდაპირველად დაფიქსირდა 2001 წელს. HMPV მიეკუთვნება Pneumoviridae-ს ჯგუფს. მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტირების ფართო გამოყენებამ შესაძლებელი გახადა HMPV-ის, როგორც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი ვირუსის იდენტიფიკაცია. HMPV ვირუსი დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ვრცელდება რესპირაციული სეკრეტებით – ხველის და ცემინების დროს, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, ხანდაზმულები, იმუნოდეფიციტის მქონე პირები. საყურადღებო სიმპტომებია – მუდმივი ცხელება, ლეთარგია ან სუნთქვის გაძნელება. სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში რეკომენდებულია, სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს. HMPV-სთვის არ არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა. მკურნალობა ძირითადად მოიცავს სიმპტომების მართვას, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა, რადგან გრიპისა და HMPV-ს აქტიური გავრცელების სეზონი თანხვედრაშია და ორივე ვირუსით ერთდროულმა ან ურთიერთ თანმიმდევრულმა ინფიცირებამ, შესაძლოა, დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა ან გაახანგრძლივოს გამოჯანსაღების პროცესი. HMPV-ს პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების:
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, მინიმუმ, 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით; მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებთან; დარჩით სახლში, თუ ავად ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის გავრცელება; ატარეთ პირბადე ხალხმრავალ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში; ხშირად გაანიავეთ შიდა სივრცეები და მოერიდეთ არასაჭირო მჭიდრო კონტაქტს; დაიფარეთ პირი და ცხვირი ხველის და ცემინების დროს; მოერიდეთ ჭურჭლის სხვებთან გაზიარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროა, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის საავადმყოფოების აკრედიტაცია, გადაიდება“-გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას ეხება.
საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს
საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს.
საქართველოში H1 ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევები კვირიდან კვირამდე იზრდება. როგორც იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, დომინანტი ვირუსი ამჟამად „ღორის გრიპის“ სახელით ცნობილი პანდემიური H1 ვირუსია. ხოლო პიკური პერიოდი იანვრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.
ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებით ბავშვებს შორის.
ექიმის თქმით, 2 წლამდე ბავშვები განსაკუთრებით რისკჯგუფს წარმოადგენენ, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ პედიატრები ან ოჯახის ექიმები ბავშვების მკურნალობაში პირველივე დღიდან ჩაერთონ.
გრიპის ძირითადი სიმპტომებია:
- მაღალი ტემპერატურა (38°C ან მეტი),
- თავის, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი,
- ხველა და საერთო სისუსტე.
ივანე ჩხაიძემ გრიპის ვაქცინაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ვაქცინაცია გრიპის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, განსაკუთრებით 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ვაქცინაციის არმქონე პირებისთვის კი რეკომენდაციები მოიცავს:
- ნიღბის ტარებას,
- სოციალური დისტანციის დაცვას,
- ხელების ხშირ დაბანას,
- დახურული სივრცეების განიავებას,
- კონტაქტების მინიმალიზებას.
ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის სიმპტომების სიმძიმე არ შეედრება სხვა ვირუსებს, რომლებიც ამჟამად ცურკულირებს ქვეყანაში. პრევენცია და დროული სამედიცინო ჩარევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დასაცავად.
გაიგეთ მეტი ჩვენს სტატიაში sheniekimi.ge–ზე და დარჩით ჩვენთან, რათა ყოველდღიურად მიიღოთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეები ჯანმრთელობის შესახებ.











