სამშაბათი, ივნისი 16, 2026

იმუნიზაცია – პროგრამის მიზანია ქვეყნის მოსახლეობის დაცვა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

ზოგადი ინფორმაცია

(პროგრამული კოდი 27 03 02 02)

 მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ქვეყნის მოსახლეობის დაცვა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან, პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის მოსახლეობის უზრუნველყოფა ანტირაბიული ვაქცინითა და იმუნოგლობულინით, ასევე, სპეციფიკური შრატების/იმუნოგლობულინებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შექმნა.

 მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

  1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.
  2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

 მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის (მათ შორის, B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს (დიალიზზე მყოფი პირები, ჰემოფილიით დაავადებული პირები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი პირები, მსმ პირები, აივ-ინფექციით/შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტები) მიკუთვნებული პირების B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, აგრეთვე ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებული პირების (მ.შ., სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით) ტეტანუსის/დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის ვაქცინაციისთვის) საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას;

ბ) სპეციფიკური (ბოტულიზმის, დიფთერიის, ტეტანუსის, გველის შხამის საწინააღმდეგო) შრატების/იმუნოგლობულინების და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას;

გ) ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას;

დ) გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვას;

ე) ვაქცინების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებების, სპეციფიკური შრატებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) მიღებას, შენახვასა და გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის” პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან რეგიონულ/რაიონულ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე;

ვ) ვაქცინაციას დაქვემდებარებული სხვადასხვა სამიზნე, რისკის და პრიორიტეტული, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვა მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა სამინისტროსთან შეთანხმებით; ასევე, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების აცრა ან/და აცრის პროცესის კოორდინირება და  სხვა შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

ზ) „ცივი ჯაჭვი“-ს (მ.შ. სიგნალიზაციის სისტემები) მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვასა და მონტაჟს.

თ) საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას, მ.შ. იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მართვას და ადმინისტრირებას.

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

  1. პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინები და ასაცრელი მასალები, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებები, სპეციფიკური შრატები და ვაქცინები არ ითვალისწინებს თანაგადახდას.
  2. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 ლარს,,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სოფლის ექიმისა და ექთნის შემთხვევაში 50-50 თეთრს.

 მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

  1. მე-3 მუხლის „ა“, ,,გ“ (გარდა ანტირაბიული იმუნოგლობულინისა) და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინების, ასაცრელი მასალებისა (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) და ,,ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა ხორციელდება „საქართველოს 2020წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვით, ხოლო იმ ვაქცინების, ასაცრელი მასალებისა და ,,ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
  2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ (გარდა ანტირაბიული ვაქცინისა), „დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინების/შრატების/იმუნოგლობულინების და ,,ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის(მ.შ. სიგნალიზაციის სისტემები)მონტაჟის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  3. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ბენეფიციართათვის ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.
  4. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება, რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების (შემდგომში – სჯდ) მეშვეობით იმ სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინებისა და შრატების/იმუნოგლობულინების ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და ცენტრის მიერ განსაზღვრული წესით რეგისტრირებულნი არიან განმახორციელებელთან, სჯდ ცენტრებში გეოგრაფიული პრინციპით. სჯდ ცენტრების მიერ დარეგისტრირებული დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს განმახორციელებელთან.
  5. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის  ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტისათვის, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გველის შხამის საწინააღმდეგო შრატის გადაცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისათვის მათი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინისა და ასაცრელი მასალების და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაცემა სჯდ ცენტრების მეშვეობით „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტებისა და „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის მკურნალობის კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის, მოთხოვნის შესაბამისად.(4.05.2020 N290)
  6. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  7. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურებას ახორციელებს არაგეგმური ვაქცინების, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დაწესებულებები.
  8. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად(გარდა იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა/ადმინისტრირებისა, რომელსაც ახორციელებს ცენტრი).

 მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლები განისაზღვრება მე-5 მუხლის შესაბამისად.

 მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია ცენტრი.

 მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი (4.05.2020 N290)

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 23,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად

კომპონენტის დასახელება ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

  ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა 16,248.0
  სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა 200.0
  პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა 2,600.0
  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა 3,500.0
  საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები (მ. შ. იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა და ადმინისტრირება) 252.0
  აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება 100.0
  „ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი 100.0
  სულ: 23,000.0

 

მუხლი 9. დამატებითი პირობები

  1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყვითელი ცხელების ვაქცინის გაცემისას პრიორიტეტი ენიჭებათ საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტებით წამსვლელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ითხოვენ შემომსვლელთათვის ვაქცინაციას ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ითვლებიან ყვითელი ცხელების გავრცელების არეალად.
  2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური შრატები გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო მიზნით.
  3. „ბცჟ” და„В“ ჰეპატიტის ვაქცინების მიმწოდებლები ასევე არიან სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სამეანო მომსახურებას და აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დადგენილი წესით დარეგისტრირებულნი არიან სჯდ ცენტრებში ვაქცინების მიმღებად.
  4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებისმიმწოდებლები (სააგენტოს მიერ დაკონტრაქტებული ფიზიკური პირები და სამედიცინო დაწესებულებები) და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას (აღრიცხვაზე ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვები) და აქვთ ვაქცინების შენახვა/ლოჯისტიკა/ადმინისტრირებისათვის აუცილებელი პირობები, ასევე ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პირობები, არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პროგრამების მიმწოდებლებს, მაგრამ დადგენილი ფორმით დარეგისტრირდებიან სჯდ ცენტრში და მოსარგებლეებს ვაქცინებს მიაწვდიან უსასყიდლოდ, გაწეული მომსახურებისათვის (ექიმის კონსულტაცია და აცრა-ვიზიტი) დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.
  5. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“,  „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად მიიჩნევა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის  ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „B“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმწოდებლად – „აივ-ინფექცია/შიდსის მართვა“,  „C ჰეპატიტის მართვა“, „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ სახელმწიფო პროგრამებით და ,,იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ სახელმწიფო პროგრამის ,,ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების” კომპონენტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები.
  6. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისა და სჯდ ცენტრების სარეგისტრაციო ფორმას, შერჩევის კრიტერიუმებსა და ვადებს ადგენს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით.
  7. შენარჩუნებულ იქნეს ,,იმუნიზაციის“ 2019წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად.
  8. სჯდ ცენტრები ვალდებული არიან, ვაქცინების, შრატების/იმუნოგლობულინებისა და ასაცრელი მასალების გაცემა განახორციელონ ვაქცინებისა და შრატების/იმუნოგლობულინების მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებზე და,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებისმიმწოდებელ ფიზიკურ პირებზე, მას შემდეგ რაც განახორციელებენ აღნიშნული მიმწოდებლების მონიტორინგს ,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, იმ ინფექციური დაავადებების სიის, რომელთათვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრები და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლების, ვადებისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 სექტემბრის N01-60/ნ ბრძანებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
  9. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლის მიმღებმა დაწესებულებებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული (მ.შ. წინა პერიოდში) გეგმური და ეპიდჩვენებით აცრების თაობაზე ინფორმაციის სრულად აღრიცხვა;

ბ) ბენეფიციარის მშობლის და/ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ჩატარებული აცრების თაობაზე ცნობის/ამონაწერის პროფილაქტიკური აცრების რუკიდან (ფორმა 063) მათთვის (მიმდინარე და/ან წინა პერიოდში) გაცემა უსასყიდლოდ, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

  1. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონელი, ურგენტულ შემთხვევებში – სასიცოცხლო სამედიცინო ჩვენებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ პირებზე ვინც არ წარმოადგენს აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონელი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს 18 წლამდე ასაკის საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლის თაობაზეც ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შესაბამის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
  2. სჯდ ცენტრმა უზრუნველყოს, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმღები სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მომართვისა და საქართველოს მოქალაქის განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაზე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გაცემა, საქართველოს მოქალაქის შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით ასაცრელად.  ამასთან, ცენტრი უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც იმყოფება პროფესიული რისკის ქვეშ, ასევე, B ჰეპატიტზე ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირებს (დიალიზზე მყოფ პაცინტებს, ჰემოფილიით დაავადებულ პირებს, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, მსმ პირებს), სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტებს, ხოლოტეტანუსი-დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინით -ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებული პირებს (მ.შ., სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით).
  3. ცენტრს ეძლევა უფლება „ცივი ჯაჭვის” სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად შესყიდული და/ან დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული საქონელი დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს სჯდ ცენტრებს იმ პირობით, რომ აღნიშნული საქონელი გამოყენებული იქნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მხოლოდ იმუნიზაციისათვის არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის (მ.შ.,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური პირებისათვის) დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლებით.
  4. წითელას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის არაიმუნურ ან არასრულად იმუნიზებულ ფენებში ეპიდჩვენებით იმუნოპროფილაქტიკის წარმოების წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.
  5. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლეები (გარდა აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებული პაციენტებისა და ,,C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისა), კონკრეტული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დამატებით განისაზღვრებიან ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით. ამასთან, ბენეფიციართა დამატებითი ჯგუფის განსაზღვრა საჭიროა მხოლოდ წინა წლისგან განსხვავებული კონტინგენტის არსებობის შემთხვევაში.

ტუბერკულოზის მართვა

ტუბერკულოზის მართვა
#post_seo_title

ზოგადი ინფორმაცია

ტუბერკულოზის მართვა

პროგრამული კოდი 27 03 02 06)

 პროგრამის მიზანია:

პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.

პროგრამა/კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:

  ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა კონტაქტების კვლევას:

 ფილტვის ტუბერკულოზის ახლადგამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტების ეპიდკვლევ ისას ეპიდემიოლოგი უზრუნველყოფს კონტაქტების ინფორმირებულობას და მიმართვას ტუბერკულოზის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში;

  • გამოვლენილი კონტაქტების რეფერალს დადასტურებისა და შემდგომი მკურნალობისთვის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარების გზით (მ.შ. პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების რეფერალს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩასატარებლად).

    მეთვალყურეობიდან დაკარგულ პაციენტებთან და პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებთან (რომლებიც იმყოფებოდნენ ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობაზე) მუშაობას:

 მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებას;

  • მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების რეფერალს მკურნალობის გასაგრძელებლად მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელთან, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარების გზით;
  • პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობაზე მყოფ პირთა მოძიება და დადგენა – გააგრძელეს თუ არა შესაბამისი მკურნალობა სამოქალაქო სექტორში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მათი რეფერირება მკურნალობის გასაგრძელებლად.
  • დადგენილ ვადაზე ადრე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაშეწყვეტილი პაციენტების მოძიება და მკურნალობის პროცესში მათი ხელახლა ჩართვის ღონისძიებების განხორციელება.

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველის ლოჯისტიკა, რომელიც გულისხმობს ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევების ლაბორატორიულ დადასტურებასა და მკურნალობის პროცესში ჩართული პაციენტების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკურ კვლევებს და მოიცავს:

 ნახველის და სხვა / საკვლევი მასალის (მ.შ. ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების აივ-ინფექცია/შიდსზე სწრაფი მარტივი ტესტირებით მიღებული საეჭვო დადებითი სისხლის ნიმუშების) ტრანსპორტირებას;

  • სპეციფიკურ ლაბორატორიულ კვლევებს (მ.შ. პილოტურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში ნახველის კვლევა ჯინექსპერტ აპარატზე);
  • ხარისხის კონტროლს როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში ( მ.შ. ჯინექსპერტ აპარატებით პილოტურ კვლევებში ჩართულ დაწესებულებებში) ;
  • ტუბერკულოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის საჭირო იმ მასალით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა, რომელიც არ ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მიერ;
  • სამედიცინო სერვისების მიწოდებაში ჩართული სამედიცინო პერსონალისათვის რესპირატორების შესყიდვა, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებისათვის ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების შესყიდვა.

სამედიცინო სერვისების მიწოდებაში ჩართული სამედიცინო პერსონალისათვის რესპირატორების შესყიდვა, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებისათვის ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების შესყიდვა.

 ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი (გლობალური ფონდის თანადაფინანსებით), რაც თავის მხრივ მოიცავს:

 ამბულატორიული სექტორის ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ტუბსაწინააღმდეგო აქტივობების ზედამხედველობასა და მონიტორინგს, მათ შორის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

  • ზედამხედველობის ოქმების და გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში შესყიდული წამლებისა და პაციენტზე ორიენტირებულ სარგებელთა პაკეტის (პაციენტების მკურნალობისადმი სრული დამყოლობისათვის ფინანსური წახალისება) შესახებ ანგარიშგებას;
  • ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფ რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტთა სარეგისტრაციო ჟურნალების ზედამხედველობას და გამოვლენილ ნაკლოვანებათა ოპერატიულად აღმოფხვრას;
  • რეგიონის დონეზე DOT-ის დაგეგმვას და უზრუნველყოფის მონიტორინგს;
  • ამბულატორიული და სტაციონარული ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებიდან, მათ შორის, ტუბსაწინააღმდეგო აქტივობებში ჩართული პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების, ასევე სამედიცინო პერსონალისათვის რესპირატორების, პაციენტების C ჰეპატიტსა და აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგის ჩასატარებლად საჭირო ტესტების და სახარჯი მასალების, ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების თაობაზე მოთხოვნისა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმების შეგროვებასა და ანალიზს.

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების (სრულად) და მეორე რიგის მედიკამენტების (სრული ღირებულების არაუმეტეს 80 %- ის) შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯები);

 სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა ფულადი წახალისების დაფინანსება; ხოლო სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა ფულადი წახალისების დაფინანსებას უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაცია ;

 პაციენტებისთვის ტუბერკულოზის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებისა და ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას, ასევე სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებით, სახარჯი მასალებითა და პირადი დაცვის საშუალებებით სახელმწიფო პროგრამებისა და გლობალური ფონდის პროექტით დაფინანსებული პროგრამების ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები; (3.07.2020 N406)

 ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, რაც მოიცავს სახელმწიფო და დონორული დაფინანსების წყაროთი შესყიდული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით ;

 პილოტური პროექტი „ დაფუძნებული დაფინანსება და ინტეგრირებული მკურნალობის მოდელი ტუბერკულოზის მართვის ამბულატორიულ დონეზე“ (დანართი 6.3).

  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა #06-57/ო 

ზოგადი ინფორმაცია – უსაფრთხო სისხლი

ზოგადი ინფორმაცია - უსაფრთხო სისხლი
#post_seo_title

ზოგადი ინფორმაცია

უსაფრთხო სისხლი-2020

(პროგრამული კოდი 27 03 02 04)

პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია და საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

  • დონორული სისხლის კვლევას В და С ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და სიფილისზე;
  • ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკებში და ასევე ყველა დანარჩენ სისხლის ბანკში, რომელიც ფლობს საწარმოო ტრანფუზიოლოგიის საქმიანობის ლიცენზიას, არ არის პროგრამით განსაზღვრული სერვისების მიმწოდებელი და წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს ამ კომპონენტში მონაწილეობის სურვილს;
  • სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელებას, მ.შ. “უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან” დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას;
  • სისხლის დონორებში C ჰეპატიტზე სკრინინგით საეჭვო-დადებითი შემთხვევების კონფირმაციული კვლევას HCV Cor-Ag მეთოდით, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ნიმუშების კვლევას –  HCV რნმ პჯრ მეთოდით, მ.შ. იმ სისხლის ბანკებში, რომლებიც ფლობენ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის ლიცენზიას, არ წარმოადგენენ პროგრამით განსაზღვრული სერვისების მიმწოდებლებს, მაგრამ წერილობით დაუდასტურებენ განმახორციელებელს ამ კომპონენტში მონაწილეობის სურვილს;
  • სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ადმინისტრირებას.
  • ცენტრის მიერ დონორთა სისხლის ცენტრალიზებულად კვლევას NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, იმ სისხლის ბანკებში, რომლებიც ფლობენ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის ლიცენზიას და წერილობით დაუდასტურებენ განმახორციელებელს ამ კომპონენტში მონაწილეობის სურვილს;
  • დონორთა სისხლის ალიქვოტების მომზადებას და ტრანსპორტირებას ცენტრში.

რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?
#post_seo_title

ზოგადი ინფორმაცია

C ჰეპატიტის მართვა

რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.

რას მოიცავს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტი?

ცენტრი ახორციელებს პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტს, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
•    სკრინინგისათვის საჭირო C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო სწრაფი-მარტივი ტესტებისა და ლაბორატორიული სახარჯი მასალების, ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავისა და სკრინინგების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესყიდვას;
•     შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემას, მოთხოვნის შესაბამისად, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აფთიაქებზე, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტზე;
•    შესყიდული სკრინინგული ტესტებისა და სახარჯი მასალის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით გეოგრაფიული პრინციპით, სჯდ ცენტრში წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე;
•    მოსახლეობის ინფორმირებას, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარების თაობაზე;
•    C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით, დკსჯეც-ის, დკსჯეც-ის რეგიონული ლაბორატორიების და გამსვლელი ბრიგადების გამოყენებით, ასევე კომპონენტის მიმწოდებელ არასამთავრობო ორგანიზაციები;
•    ცენტრი უფლებამოსილია შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში შესყიდული აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევისთვის საჭირო ტესტები გამოიყენოს აივ-ინფექცია/შიდსზე ტანდემ-ტესტირებისათვის, რომელსაც ახორციელებენ ცენტრი, ცენტრის რეგიონული ლაბორატორიები და გამსვლელი ბრიგადები, ასევე, მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები;
•    C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე სკრინინგით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების რეფერალს დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად;
•    C ჰეპატიტზე სკრინინგის შედეგების აღრიცხვას ელექტრონული ფორმით;
•    სკრინინგული კვლევის კომპონენტის ადმინისტრირების უზრუნველყოფას.
•    ლუგარის ცენტრის მიერ:
    კონფირმაციულ კვლევას „საქართველოსა (წარმოდგენილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს, ინკ. („გილიადი“) (Gilead Sciences, Inc. („Gilead“)-ს შორის გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის №2068 განკარგულების, ან ამ პროგრამის ფარგლებში, ან სხვა  დონორი ორგანიზაციის მიერ შესყიდული ტესტსისტემების საშუალებით, ხოლო HCV core antigen მეთოდით მიღებული უარყოფითი შედეგის მქონე ნიმუშების კვლევას – HCV რნმ პჯრ მეთოდით;
    სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში კონფირმაციული კვლევების ხარისხის გარე კონტროლის ღონისძიებების უზრუნველყოფას;
    „უსაფრთხო სისხლისა“ და „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღებული C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ნიმუშების კონფირმაციულ კვლევას, ამ პუნქტის „ა.ა.ა.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
    ლუგარის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კონფირმაციული კვლევის შედეგების აღრიცხვას C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემასა და ელექტრონულ ბაზაში.
    საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის  №214  დადგენილებით შევიდა ცვლილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც სტაციონარულ დაწესებულებებს დაევალათ უზრუნველყონ მათთან ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტის კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით (სწრაფი მარტივი ტესტირება ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით კვლევის ჩატარება და ანგარიშგება), მათ შორის  გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღებ ერთეულში მოხვედრილი პაციენტების, მიუხედავად მათი სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობისა (იმ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტის დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია). აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენენ ის პაციენტები, რომლებიც:

•    რეგისტრირებულნი არიან ან გადიან ანტივირუსული მკურნალობის კურსს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის მთელი პერიოდის   განმავლობაში; დასრულებული აქვთ ანტივირუსული მკურნალობის კურსი (მათ შორის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), რაც დასტურდება სათანადო დოკუმენტირებული მტკიცებულებით;
•    ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;
•    ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე და დადგენილი აქვთ დადებითი შედეგი, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;

•    ინტეგრირებული სკრინინგის პილოტურ პროექტში ჩართულია აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონები.
•    საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო“ პროგრამით გათვალისწინებული „ქალაქ თბილისში პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგი“.


ვინ არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტის მოსარგებლე?
პროგრამის მოსარგებლეები არიან:

•    საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები;
•    პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/ მსჯავრდებულები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად;
•    „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული – აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამა) HCV კოინფექციის მქონე ბენეფიციარები;
•    პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;
•    ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული – დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის თირკმლის ტერმინალური დაავადების მქონე (ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი) ბენეფიციარები.

ვის უნდა მიმართოთ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად?

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ დანართ 1-ში მითითებულ სკრინინგული კვლევის მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს/ფიზიკურ პირებს, ხოლო მკურნალობის და დიაგნოსტიკის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მიზნით, დანართი 2-ით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებს.

როგორ ხდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის და Core Ag კონფირმაციული კვლევის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება?

•    სკრინინგული კვლევის კომპონენტით გათვალისწინებული სკრინინგული კვლევები და დიაგნოსტიკის კომპონენტით განსაზღვრული  HCV core antigen მეთოდით კონფირმაციული კვლევები არ ითვალისწინებს თანაგადახდას, მოსარგებლე მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით;

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრის“ ცხელი ხაზის მეშვეობით ( ტელეფონი –  116 001).

„იანვარში გვექნება ვირუსული ინფექციების პიკი…“ – ივანე ჩხაიძე

#post_seo_title

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვირუსული ინფექციების მატების პიკი შემდგომ კვირებში დაფიქსირდება და იანვრამდე გასტანს.

თუ იმ სტატისტიკას გადავხედავთ, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, დეკემბერ-იანვარი ვირუსების თვალსაზრისით, იქნება ყველაზე აქტიური პერიოდი. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ვირუსული ინფექციების მატების შემდგომ ზრდას და სავარაუდოდ, პიკის მოლოდინი იანვრის თვეში გვაქვს. რთულია პროგნოზი, მაგრამ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ეს ასე უნდა იყოს.

ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონური მატებაა. სეზონური მატება საქართველოში იწყება ნოემბრიდან და მარტის ბოლომდე, იშვიათ შემთხვევებში, აპრილამდე გრძელდება. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ პიკი მომდევნო კვირებში დაფიქსირდება“, – განმარტავს ჩხაიძე.

Patient Council Secretariat Initiative – Transforming Patient Engagement in Georgia

მაგნიუმი და წამლები, ფრთხილად იყავით! - პროფესორი გიორგი ფხაკაძე გვირჩევს
Giorgi Pkhakadze

The establishment of the Patient Council Secretariat is a groundbreaking initiative aimed at institutionalizing patient engagement in healthcare governance across Georgia.

Spearheaded by the Public Health Institute of Georgia (PHIG) in collaboration with Accreditation Canada, this initiative underscores the importance of creating a structured, sustainable, and culturally sensitive platform for patients to actively participate in healthcare decision-making and quality improvement processes.

What is the Patient Council Secretariat?

The Patient Council Secretariat is a centralized body designed to support the formation, operation, and effectiveness of Patient and Family Advisory Councils (PFACs) in hospitals across Georgia. These councils empower patients, families, and caregivers to collaborate with healthcare providers and management, ensuring that patient voices are integral to safety, quality, and service improvements.

Key Objectives of the Secretariat:

1. Standardization: Provide a unified framework for establishing and operating patient councils in hospitals.
2. Capacity Building: Offer training and resources to council members and healthcare providers.
3. Advocacy: Ensure patient feedback is integrated into hospital policies and practices.
4. Sustainability: Develop long-term strategies for maintaining active and effective patient councils.

The initiative currently supports 20 Patient and Family Advisory Councils (PFACs) across Georgia, with plans for further expansion.

The Role of the Patient Council Secretariat

The Secretariat serves as a bridge between hospitals, patients, and policymakers, ensuring that patient engagement becomes a cornerstone of healthcare in Georgia.

Core Functions of the Secretariat:

1. Technical Support:
• Develop templates, guidelines, and tools for patient councils.
• Provide operational support to ensure councils function effectively.
2. Training and Education:
• Conduct workshops for patient representatives and healthcare staff on collaboration, communication, and conflict resolution.
• Educate council members about patient safety, healthcare rights, and advocacy strategies.
3. Monitoring and Evaluation:
• Establish metrics to assess the impact of patient councils.
• Collect and analyze feedback to identify best practices and areas for improvement.
4. Resource Development:
• Collaborate with PHIG and www.patienti.ge to create culturally sensitive educational materials, including 160 patient education booklets that are tailored to Georgian needs.
5. Advocacy and Policy Integration:
• Work with hospitals and government agencies to ensure patient feedback shapes healthcare policies and accreditation standards.

Cultural Sensitivity and Local Relevance

A key strength of the Patient Council Secretariat is its emphasis on cultural sensitivity. Recognizing Georgia’s unique healthcare context, the Secretariat ensures that all its initiatives are:

• Developed in Georgian Language: All training materials, tools, and resources are designed to be accessible to the Georgian population.
• Locally Relevant: Patient councils address issues specific to their hospital’s community and environment.
• Inclusive: Efforts are made to involve diverse patient groups, including rural populations, ethnic minorities, and vulnerable communities.

Integration with Accreditation Canada Standards

The Secretariat initiative is aligned with the internationally recognized standards of Accreditation Canada, ensuring that Georgian hospitals are not only meeting global benchmarks but also tailoring them to local needs.

Professor Giorgi Pkhakadze, Chair of PHIG and the Representative of Accreditation Canada in Georgia, emphasizes:

“The Patient Council Secretariat bridges the gap between global standards and local realities. By integrating patient voices into healthcare governance, we are creating a system that respects both international benchmarks and Georgian cultural identity.”

Key Achievements of the Secretariat Initiative

1. 20 Active Patient Councils: Successfully supporting councils across Georgian hospitals, fostering collaboration and transparency.
2. www.patienti.ge Information Portal: Providing a digital platform for patient education, rights advocacy, and engagement.
3. Patient Education Materials: Developing 160 culturally sensitive booklets on topics ranging from chronic disease management to patient safety and healthcare rights.
4. Policy Advocacy: Ensuring that patient feedback influences hospital accreditation processes and healthcare reforms.
5. Capacity Building: Training over 100 patient representatives and healthcare staff in effective engagement and communication strategies.

Future Goals of the Secretariat

The Secretariat aims to further institutionalize patient engagement in Georgian healthcare by:

1. Expanding the Network: Establishing patient councils in all major hospitals across Georgia.
2. Enhancing Digital Resources: Adding interactive tools and multimedia resources to www.patienti.ge.
3. Regional and Global Collaboration: Sharing Georgia’s patient engagement model with neighboring countries and participating in international forums.
4. Integrating into National Policies: Advocating for the inclusion of patient council frameworks in Georgian healthcare legislation.

Conclusion

The Patient Council Secretariat is not just an initiative; it is a movement toward transforming healthcare in Georgia. By institutionalizing patient engagement, fostering collaboration, and prioritizing cultural sensitivity, the Secretariat is setting a new standard for patient-centered care.

Professor Pkhakadze aptly states:

“When patients become partners, healthcare systems evolve. The Patient Council Secretariat ensures that this partnership is structured, sustainable, and impactful, paving the way for a safer and more inclusive healthcare system in Georgia.”

This initiative, jointly driven by PHIG and Accreditation Canada, is a testament to the power of collaboration in achieving meaningful healthcare reform. Georgia is not only embracing global best practices but also creating a model that reflects its unique cultural and healthcare landscape.

პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ინიციატივა – პაციენტთა ჩართულობის ტრანსფორმაცია საქართველოში

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

პაციენტთა საბჭოების სამდივნოს შექმნა საქართველოში ჯანდაცვის მართვაში პაციენტთა ჩართულობის ინსტიტუციონალიზაციისკენ მიმართული ინიციატივაა.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა (PHIG) და “აკრედიტაცია კანადის” თანამშრომლობით განხორციელებული ეს ინიციატივა პაციენტთა აქტიური ჩართულობის სტრუქტურირებული, მდგრადი და კულტურულად სენსიტიური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ინიციატივა მოიცავს 20 “პაციენტთა და ოჯახთა მრჩეველთა საბჭოს” (PFAC) მხარდაჭერას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ფუნქციონირებენ.

რა არის პაციენტთა საბჭოების სამდივნო?

პაციენტთა საბჭოების სამდივნო წარმოადგენს ცენტრალიზებულ ორგანოს, რომელიც მხარს უჭერს პაციენტთა და ოჯახთა მრჩეველთა საბჭოების (PFAC) შექმნას, ფუნქციონირებას და ეფექტიანობას. ეს საბჭოები საშუალებას აძლევენ პაციენტებს და ოჯახებს, აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და მენეჯმენტთან, პაციენტთა საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.

სამდივნოს ძირითადი მიზნები:

1. სტანდარტიზაცია: საბჭოების შექმნისა და ფუნქციონირებისთვის ერთიანი ჩარჩოს შემუშავება.
2. უნარების გაძლიერება: საბჭოს წევრებისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის სასწავლო და საინფორმაციო რესურსების მიწოდება.
3. ადვოკატირება: პაციენტთა უკუკავშირის ინტეგრაცია კლინიკის პოლიტიკასა და პრაქტიკაში.
4. მდგრადობა: გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება საბჭოების აქტიურობისა და ეფექტიანობის შესანარჩუნებლად.

სამდივნოს როლი

სამდივნო წარმოადგენს ხიდს კლინიკებს, პაციენტებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის, რაც უზრუნველყოფს პაციენტთა ჩართულობის დამკვიდრებას ჯანდაცვის სისტემაში.

სამდივნოს ძირითადი ფუნქციები:

1. ტექნიკური მხარდაჭერა:
• შაბლონებისა და ინსტრუმენტების შემუშავება საბჭოებისთვის.
• საბჭოების ეფექტური ფუნქციონირების მხარდაჭერა.
2. სწავლება და განათლება:
• ტრენინგების ჩატარება პაციენტთა წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის.
• პაციენტთა უსაფრთხოების, ჯანდაცვის უფლებებისა და ადვოკატირების სტრატეგიების სწავლება.
3. მონიტორინგი და შეფასება:
• საბჭოების გავლენის გაზომვის ინდიკატორების დადგენა.
• უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი საუკეთესო პრაქტიკების გამოსავლენად.
4. რესურსების განვითარება:
• PHIG-თან და www.patienti.ge-სთან თანამშრომლობით, კულტურულად სენსიტიური საგანმანათლებლო მასალების, მათ შორის 160 პაციენტთა საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა.
5. ადვოკატირება და პოლიტიკის ინტეგრაცია:
• პაციენტთა უკუკავშირის უზრუნველყოფა ჯანდაცვის პოლიტიკისა და სტანდარტების ფორმირებაში.

კულტურულად სენსიტიური და ადგილობრივად შესაფერისი მიდგომა

სამდივნოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის კულტურულად სენსიტიური მიდგომა. საქართველოს ჯანდაცვის უნიკალური კონტექსტის გათვალისწინებით, სამდივნო უზრუნველყოფს, რომ მისი ყველა ინიციატივა:

• შექმნილი იყოს ქართულ ენაზე: ყველა სასწავლო მასალა და რესურსი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.
• ადგილობრივად შესაფერისი: პაციენტთა საბჭოები მორგებულია მათი კლინიკის საზოგადოებრივ საჭიროებებს.
• ინკლუზიური: ინიციატივა მოიცავს სოფლის მოსახლეობას, ეთნიკურ უმცირესობებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

შერწყმა “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან

სამდივნოს ინიციატივა შეესაბამება “აკრედიტაცია კანადის” საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს კლინიკები არა მხოლოდ აკმაყოფილებენ გლობალურ კრიტერიუმებს, არამედ მათ ადაპტირებას ახდენენ ადგილობრივ საჭიროებებზე.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, PHIG-ის თავმჯდომარე და “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში, აღნიშნავს:

“პაციენტთა საბჭოს სამდივნო წარმოადგენს გლობალურ სტანდარტებსა და ადგილობრივ რეალობას შორის ხიდს. პაციენტთა ხმის ინტეგრაცია ჯანდაცვის მართვაში ქმნის სისტემას, რომელიც პატივს სცემს როგორც საერთაშორისო კრიტერიუმებს, ასევე საქართველოს კულტურულ იდენტობას.”

სამდივნოს ინიციატივის ძირითადი მიღწევები

1. 20 აქტიური პაციენტთა საბჭო: საბჭოების მხარდაჭერა საქართველოს კლინიკებში.
2. ინფორმაციული პორტალი www.patienti.ge: პაციენტთა განათლებისა და ადვოკატირების ციფრული პლატფორმა.
3. პაციენტთა საგანმანათლებლო მასალები: 160 საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა, რომელიც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მართვა, უსაფრთხოება და ჯანმრთელობის უფლებები.
4. პოლიტიკის ადვოკატირება: პაციენტთა უკუკავშირის ინტეგრირება კლინიკის პოლიტიკაში და აკრედიტაციის პროცესში.
5. უნარების გაძლიერება: 100-ზე მეტი პაციენტის წარმომადგენლისა და ჯანდაცვის თანამშრომლის სწავლება.

სამომავლო მიზნები

სამდივნო მიზნად ისახავს პაციენტთა ჩართულობის ინსტიტუციონალიზაციას საქართველოს ჯანდაცვაში:

1. ქსელის გაფართოება: პაციენტთა საბჭოების შექმნა ყველა მსხვილ კლინიკაში.
2. ციფრული რესურსების გაუმჯობესება: www.patienti.ge-ს ფუნქციონალის გაფართოება.
3. რეგიონული და გლობალური თანამშრომლობა: საქართველოს პაციენტთა ჩართულობის მოდელის გავრცელება მეზობელ ქვეყნებში.
4. ეროვნულ პოლიტიკაში ინტეგრაცია: პაციენტთა საბჭოების ჩარჩოს ქართული ჯანდაცვის კანონმდებლობაში გაერთიანება.

დასკვნა

პაციენტთა საბჭოს სამდივნო მხოლოდ ინიციატივა კი არა, ჯანდაცვის ტრანსფორმაციის მოძრაობაა საქართველოში. პაციენტთა ჩართულობის ინსტიტუციონალიზაციით, თანამშრომლობის გაღრმავებით და კულტურულად სენსიტიური მიდგომის დანერგვით, სამდივნო ახალ სტანდარტს აწესებს პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვისთვის.

პროფესორი ფხაკაძე ხაზს უსვამს:

“როდესაც პაციენტები პარტნიორებად იქცევიან, ჯანდაცვის სისტემა ვითარდება. პაციენტთა საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს, რომ ეს პარტნიორობა იყოს სტრუქტურირებული, მდგრადი და გავლენიანი, რაც უფრო უსაფრთხო და ინკლუზიურ ჯანდაცვის სისტემას გაუხსნის გზას საქართველოში.”

ეს ინიციატივა, რომელსაც PHIG და “აკრედიტაცია კანადა” ერთობლივად ახორციელებენ, წარმოადგენს თანამშრომლობის ძალას, რომელიც საშუალებას იძლევა ჯანდაცვის მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდეს.

ავტორი: თათია გოჩაძე 

ექსპერტები გვაფრთხილებენ -ექსპერტები ონკოლოგებსა და ოფთალმოლოგებს მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ

#post_seo_title

მიუხედავად იმისა, რომ მიზნობრივი თერაპიაა, ანტისხეულ-წამლის კონიუგატებს (ADCs) შეუძლიათ გამოიწვიონ მნიშვნელოვანი მიზანმიმართული ტოქსიკურობა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ განვითარებული მრავლობითი მიელომას ან საშვილოსნოს ყელის კიბოს, თუმცა, ონკოლოგებისა და ოფთალმოლოგების აზრით, რისკები შედარებით უცნობი რჩება.

ექსპერტებმა Medscape Medical News-თან ინტერვიუში ონკოლოგებსა და ოფთალმოლოგებს შორის მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.

ADC-ები აერთიანებს მონოკლონურ ანტისხეულს, რომელიც მიმართულია კიბოს უჯრედებზე ზედმეტად გამოხატულ ანტიგენზე ტოქსიკური ქიმიოთერაპიის დატვირთვით – მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს წამლის ეფექტურობა სიმსივნის საწინააღმდეგოდ, ხოლო ჯანსაღი ქსოვილების დაზიანება და სისტემური ტოქსიკურობის შემცირება.

თუმცა, ტრასტუზუმაბი დუოკარმაზინი (T-Duo), მესამე თაობის ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორ 2 (HER2) – მიზნობრივი ADC, რომელიც შექმნილია HER2-დადებითი სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, ახლახან აღმოჩნდა, რომ ჰქონდა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი TULIP-ის კვლევაში 437 პაციენტზე. .

Medscape Medical News-ის ცნობით, პრეპარატი ასოცირებული იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენის მნიშვნელოვან ზრდასთან, ვიდრე ექიმის მიერ არჩეული თერაპია. თუმცა, ADC ჯგუფში პაციენტთა 78%-ს განუვითარდა სულ მცირე ერთი მკურნალობის გამომწვევი თვალის ტოქსიკურობის გვერდითი მოვლენა საკონტროლო ჯგუფში მყოფთა 29.2%-ის წინააღმდეგ.

თვალის ტოქსიკურობა ამ წამლებთან “აუცილებლად ახალი არ არის”, თქვა ჯოან ჯ. კანგმა, მედიცინის დოქტორმა, რქოვანას და რეფრაქციული ქირურგიის დირექტორმა და ოფთალმოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯში, მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრში, ბრონქსი, ნიუ-იორკი.

”მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, როდესაც გარკვეულ ADC-ებთან არის ბევრი თვალის ტოქსიკურობა, განსაკუთრებით თვალის ზედაპირზე”, ტოქსიკურობის ხარისხი განსხვავდება მოცემული ADC-ის მიხედვით. ”ეს ნამდვილად არის რეალური შეშფოთება.”

კანგმა აღნიშნა, რომ T-Duo-სგან განცალკევებით, ზოგიერთ ADC-ს უკვე აქვს შავი ყუთის გაფრთხილებები თვალის ტოქსიკურობის შესახებ, მათ შორის:

ბელანტამაბი მაფოდოტინი (Blenrep) – დამტკიცებულია მორეციდივე ან რეფრაქტერული მრავლობითი მიელომისთვის და შეიცავს გაფრთხილებას სპეციალურად კერატოპათიის დროს.
ტიზოტუმაბი ვედოტინი (ტივდაკი) – მითითებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს მორეციდივე ან მეტასტაზური კიბოსთვის და შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები რქოვანას ეპითელიუმსა და კონიუნქტივაში.
Mirvetuximab soravtansine (Elahere) – გამოიყენება ფოლიუმის რეცეპტორების (FR) ალფა-დადებითი საკვერცხის, ფალოპის მილის და პერიტონეუმის კიბოს სამკურნალოდ და შეიძლება გამოიწვიოს კერატოპათია, ბუნდოვანი მხედველობა და თვალების სიმშრალე.
მართლაც, ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის 2024 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც მიუთითებდა, რომ მირვეტუქსიმაბი ასოცირებული იყო რქოვანას ზომიერ ან მძიმე ტოქსიკურობასთან პირველადი გინეკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალ პაციენტთა 47%-ში.

როგორც Medscape Medical News იტყობინება, კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტის Byers Eye ინსტიტუტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევა მოიცავდა 18 ქალის 36 თვალის რეტროსპექტულ ანალიზს, რომლებიც მიღებულნი იყვნენ მირვეტუქსიმაბი FR ალფა-დადებითი, პლატინისადმი მდგრადი პირველადი საკვერცხის კიბოსთვის.

წყარო:

ვილსონის დაავადება

ვილსონის დაავადება
#post_seo_title

ვილსონის დაავადება

ვილსონის დაავადება თანდაყოლილი პათოლოგიაა და იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება.

ვილსონის დაავადების დროს ორგანიზმიდან სპილენძის გამოყოფა ფერხდება და თავის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებსა და თვალის ქსოვილებში გროვდება. ჭარბად დაგროვილი სპილენძი სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს დაშესაძლებელია ფატალური შედეგით – პაციენტის სიკვდილით დასრულდეს. ამავე დროს, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ავადმყოფის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

გავრცელება

ვილსონის დაავადება, ძირითადად 40 წლამდე ასაკის მქონე ადამიანებში,  აღმოსავლეთ ევროპაში, სიცილიასა და ზოგადად სამხრეთ იტალიაშია გავრცელებული; თუმცა ის შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერ რეგიონში შეგვხვდეს.

მიმდინარეობა

დაავადება ხშირად წლობით, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და30 წლიდან ვლინდება; ამავე დროს, შესაძლებელია პირველმა სიმპტომებმა ბავშვებში, 4-5 წლის ასაკშიც იჩინოს თავი.

სიმპტომები

ვილსონის დაავადების დროს, ღვიძლის დაზიანება  სხვადასხვა სიმძიმით (ჰეპატიტიდან – ციროზამდე) არის  გამოხატული.

სიმპტომები

  • ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშაარეში;
  • მუცლის შებერილობა, ასციტი (სითხე მუცლის ღრუში)
  • კანისა და სკლერების სიყვითლე;
  • სისხლიანი ღებინება;
  • ელენთის გადიდება;
  • ქვედა კიდურების შეშუპება.

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • კიდურების ანომალური პოზა;
  • ბოდვები;
  • სიარულისა და მეტყველების გაძნელება;
  • ემოციური და ქცევითი დარღვევები;
  • ნევროზები, ფობიები (შიშები);
  • უკონტროლო, შენელებული მოძრაობები;
  • ხელების ტრემორი (კანკალი);
  • დემენცია (ჭკუასუსტობა).

ვილსონის დაავადების დროს ხშირად ვითარდება: 

  • თირკმლის უკმარისობა;
  • ოსტეოპოროზი;

სპილენძის ჭარბი დაგროვების გამო, თვალის რქოვანას ირგვლივ მოყვითალო-მოოქროსფრო პიგმენტურირგოლი (კაიზერ- ფლეიშერის რგოლი) ფიქსირდება. 

რისკფაქტორი

ვილსონის დაავადების გენის მატარებელ ორივე მშობელს დაავადებული  ბავშვის  გაჩენის 25% აქვთ; ასეთივეა ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი. 50% შემთხვევაში კი, ბავშვი გენის მატარებელი იქნება და ამ გენეტიკას საკუთარ შვილს გადასცემს.

პრევენცია  

დიაგნოზის დროულად დასმის მიზნით პაციენტებს, რომელთა ოჯახის წევრებს ანამნეზში ვილსონის დაავადება აქვთ, აუცილებლად გენეტიკური ანალიზი უნდა ჩაუტარდეთ.

ასევე, მნიშვნელოვანიარაციონიდან სპილენძით მდიდარი საკვების ამოღება:

  • ღვიძლი
  • მოლუსკები;
  • შოკოლადი;
  • ჩირი;
  • სოკო;
  • კაკალი.

 

მკურნალობა

მკურნალობის მიზანს, გარკვეული მედიკამენტების საშუალებით ორგანიზმიდან ჭარბი სპილენძის გამოდევნა წარმოადგენს და მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

წყარო: 

https://www.nlm.nih.gov/medlineplus/ency/article/000785.htm

Brewer GJ. Wilson’s disease. In: Longo DL, Fauci AS, Kasper DL, et al., eds. Harrison’s Principles of Internal Medicine. New York, NY: McGraw-Hill; 2012:chap 360.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights