სამშაბათი, ივნისი 16, 2026

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს
#post_seo_title

„საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევები კვირიდან კვირამდე მატულობს“, – ამის შესახებ იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა. ექიმი ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს დომინანტი H1 ტიპის ვირუსია.

მისივე პროგნოზით, პიკური პერიოდი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

ივანე ჩხეიძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ, ამ შემთხვევაში, რისკჯგუფში ბავშვები არიან.

“დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპი არის, დადასტურებულ შემთხვევებში, პირველ ადგილზე, სიხშირის მიხედვით. ამ საერთო მაჩვენებელში უპირატესი ე.წ. H1 ტიპის ვირუსია – პანდემიური ვირუსი, “ღორის გრიპის” სახელით ცნობილი. საქართველოში, გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება, მოლოდინია, რომ ეს მატება გაგრძელდება, შემდეგი კვირების განმავლობაში და, ალბათ, იანვარში მიაღწევს თავის პიკს.

გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, გრიპს ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა, ყველაფერი ეს, ჯამში, ხდება მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელი.დღეს საქართველოში, ვირუსი, რომელსაც შეუძლია ანალოგიური სიმპტომატიკის გამოწვევა, არ არსებობს.

ყველა ის ვირუსი, რომელიც ფიქსირდება გრიპის ვირუსთან ერთად, ამ ვირუსების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათი მიმდინარეობა არ არის ასე მძიმე. განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია 2 წლამდე ბავშვებისთვის – ეს არსი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი. უმჯობესია, პირველივე დღიდანვე იყოს პედიატრი, ან ოჯახის ექიმი ჩართული ბავშვის მართვაში.

ნოემბრის პირველი ნახევრიდან დაწყებული, ვაქცინაციის ჩატარება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული საშუალება. როდესაც ვაქცინაციის საკითხის დგას, პირველ რიგში, რისკ ჯგუფში არის ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ბავშვები.

ვისთანაც არ ჩატარებულა ვაქცინაცია, რეკომენდაცია რჩება სტანდარტული, ეს არის ნიღბების ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ოთხების ხშირი განიავება და რაც მთავარია, კონტაქტების თავიდან აცილება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„2025 წელს, 25%-ით გაიზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და 95 მილიონი ლარით განისაზღვრება“-მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

2025 წელს, 25%-ით გაიზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და 95 მილიონი ლარით განისაზღვრება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც უკავშირდება სოციალურ მხარდაჭერას, ბავშვზე ზრუნვას. 2024 წელს, დაახლოებით, 40 000 ბენეფიციარისთვის მათი საჭიროებებისთვის ბიუჯეტიდან 76 მლნ ლარი დაიხარჯა.

მომდევნო წლის განმავლობაში კი, პრაქტიკულად იგივე რაოდენობის ბენეფიციართათვის დაგეგმილია 25%-იანი ზრდა და პროგრამის ბიუჯეტი იქნება 95 მილიონი ლარი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, 2025 წლიდან დაფინანსება იზრდება ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც და 2024 წელთან შედარებით, 237 მილიონი ლარით მეტით განისაზღვრება. მათ შორის, 185 მილიონი ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიც.

„დაფინანსების ზრდა გათვალისწინებულია ჯანდაცვის პროგრამებშიც. მათ შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2025 წელს 185 მილიონი ლარით გაიზრდება. მთლიანად ჯანდაცვის ხარჯები კი 237 მილიონით გაიზრდება და გადააჭარბებს 1 მლრდ 800 მილიონს, რაც არის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა, პაციენტთათვის და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორისთვის“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი იყო უპრეცედენტოდ დიდი. სამინისტრომ სრულად, 100%-ით შეასრულა დაგეგმილი ბიუჯეტი.

„სამინისტროს მიერ პრაქტიკულად სრულად 100% -ით შესრულდა ამოცანები, რის შედეგადაც ბიუჯეტის შესრულებაც მოხდა 100%ით. თითოეული ხარჯი, რომელიც იყო გათვალისწინებული დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის, ყველა ეს ხარჯი სახელმწიფომ პირნათლად და სრულად შეასრულა მათი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველებს გაწეული ქველმოქმედებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო „სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველებს. მინდა, თითოეულმა მათგანმა იცოდეს, რომ მათი ქველმოქმედება თავიდან ბოლომდე შემოწირული თანხის თითოეული თეთრი იმ ადამიანებს ხმარდებათ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ფინანსური დახმარება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების უდიდესმა ნაწილმა, საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში სრულად შესრულებას, მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით, მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ.

„მიმდინარე წელს, დღის წესრიგში იყო დაყენებული ამოცანა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2024 წლის ბოლომდე უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო აკრედიტაცია. სამედიცინო დაწესებულებების უდიდესმა ნაწილმა თავი გაართვა ამ გამოწვევას და მათ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. თუმცა რჩება გარკვეული ნაწილი კლინიკებისა, რომელთაც ეს პროცესი ჯერ არ დაუსრულებია და ამ მოთხოვნებს უახლოესი თვეების განმავლობაში დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სამინისტრომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და კლინიკებს მიეცემათ საშეღავათო პერიოდი იმისათვის, რომ ერთის მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი და მეორეს მხრივ, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობა არ გახდეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა

მიხეილ სარჯველაძემ ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრ

ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, გაგრძელდება, კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მინისტრმა შობა-ახალი წელი მიულოცა სამედიცინო პერსონალსაც და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა, პაციენტებისთვის საუკეთესო სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში უმნიშვნელოვანესია.

ახალი კვლევა – ზურგის ტვინის ტრავმებთან ბრძოლაში ნამდვილი გარღვევაა

#post_seo_title

ახალი კვლევა

ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს სიარულს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ხერხემლის თიაქარი, ტრავმა

ძვირფასო მსმენელებო წარმოგიდგენთ ახალ კვლევას, რომელიც ზურგის ტვინის ტრავმებთან ბრძოლაში ნამდვილი გარღვევაა!

ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიარულის ფუნქციას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას ხერხემლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

კვლევამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი ააქტიურებს გლუტამატერგიულ ნეირონებს, რაც მოძრაობის აღდგენის მთავარ მექანიზმად მიიჩნევა.

ეს ნაბიჯი ახალი მიდგომაა ხერხემლის ტრავმის მკურნალობაში, რომელიც აქამდე მხოლოდ ზურგის სტიმულაციაზე იყო ორიენტირებული.

ამავე დროს, ტვინის ღრმა სტიმულაციის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული პარალიზის შემცირება და ფუნქციის გაუმჯობესება.

ეს მართლაც იმედის მომეცი სიახლეა ხერხემლის დაზიანების მქონე პაციენტებისთვის, რაც თანამედროვე მედიცინაში ნამდვილი გარღვევაა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე.

დარჩით ჩვენთან, რათა მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო სიახლეები.

კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 131 პაციენტი

კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით - 131 პაციენტი
#post_seo_title

ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.

მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა

მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბენეფიციარების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

“განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ისინი თავიანთი დამსახურებებით, თავიანთი გავლილი ცხოვრებით, უზარმაზარია სითბო, რომელსაც ისინი გვჩუქნიან. მინდა ყოველივე საუკეთესო, დღეგრძელობა, მტკიცე ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, ბედნიერება ვუსურვო თითოეულ მათგანს. აქ მყოფ ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს კი ვუსურვებ, რომ მალე აფხაზეთში ემასპინძლოთ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრთან ერთად, ხანდაზმულთა პანსიონატში, მისი მოადგილე ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე იმყოფებოდნენ.

კიბოს ვაქცინის შექმნის სფეროში გარღვევა მოხდება – მეცნიერები

კიბოს ვაქცინის შექმნის სფეროში გარღვევა მოხდება - მეცნიერები
#post_seo_title

კიბოს ვაქცინის შექმნის ახალი ეტაპი შესაძლოა 2025 წელს დაიწყოს, რაც ამ სფეროში გარღვევას მოახდენს.

კიბოს ვაქცინის შექმნა 2025 წელს შესაძლოა ახალი გარღვევის საწინდარი გახდეს, რაც მეცნიერების მიერ განხორციელებული უახლესი კვლევების შედეგებით დაკვირვების საფუძველზე ჩანს. ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის ცნობით, კიბოს ვაქცინების ტესტირება წარმატებული იყო, ხოლო უახლეს ნიმუშებში ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდა. ამჟამად მეცნიერები სწავლობენ პრეპარატების მოქმედებას კანის, ფილტვებისა და თავის ტვინის სიმსივნეების წინააღმდეგ.

კიბოს ვაქცინა: ინვაზიური მკურნალობის შემცირება

მეცნიერებს დიდი იმედი აქვთ, რომ კიბოს ვაქცინები მომავალში მნიშვნელოვნად შეამცირებს ისეთი ინვაზიური მკურნალობის საჭიროებას, როგორიცაა ქიმიოთერაპია და ქირურგია. ვაქცინები, რომლებიც თერაპიულ მიდგომას ეფუძნებიან, ხელს უშლიან სიმსივნის განვითარებას და მკურნალობენ უკვე არსებული კიბოს უჯრედების განადგურებით.

ნანოვაქცინა და ნეოანტიგენები

2025 წელს ანტიკიბოსური ნანოვაქცინები, მათ შორის ჩინეთის მეცნიერების აკადემიის მიერ შემუშავებული სიმსივნის მემბრანის ანტიგენებზე დაფუძნებული პრეპარატი, შესაძლოა ახალ ეტაპზე გადავიდნენ. თაგვებზე ტესტირების წარმატების შემდეგ, ეს ვაქცინა უკვე აჩვენებს შედეგებს. ნეოანტიგენების გამოყენება, რომელთა არსებობა არ არის ჯანმრთელ უჯრედებში, საშუალებას იძლევა იმუნურ სისტემას “გააცნოს” კიბოს უჯრედები და მხოლოდ მათზე იმოქმედოს.

პერსონალიზებული ვაქცინები და მათი ეფექტურობა

ამერიკულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პერსონალიზირებული კიბოს ვაქცინები, რომლებიც კონკრეტული პაციენტის სიმსივნის მახასიათებლების მიხედვით იქმნება, ეფექტურად იცავს სიმსივნის ხელმეორედ განვითარებას. კვლევებმა, რომელიც 4 წლის განმავლობაში გაგრძელდა, დაადასტურა, რომ ეს ვაქცინები წარმატებით ხელს უშლიან კიბოს რეციდივს.

კიბოს თერაპიული ვაქცინების როლი

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება როგორც მკურნალობდეს კიბოს, ისე შეაჩეროს მისი განვითარება. მსგავსი ვაქცინები ხშირად ეფუძნებიან იმუნოთერაპიის პრინციპებს, სადაც ადამიანის საკუთარი იმუნური სისტემა იწყებს კიბოს უჯრედების განადგურებას.

დასკვნა

კიბოს ვაქცინების განვითარებამ 2025 წლისთვის, შესაძლოა, ისეთ მნიშნელოვან პროგრესს მიაღწიოს, რომ ეს ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად შეცვლიან კიბოს მკურნალობის მეთოდებს. ახალი თერაპიები, ნანოვაქცინები და პერსონალიზებული მიდგომები აღმოაჩენენ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ შესაძლებლობებს, რაც მომავალში ინვაზიურ მკურნალობას და ქიმიოთერაპიის საჭიროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ჩინეთი ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხის წინაშეა

რესპირატორული ინფექციების გავრცელება ჩინეთში
#post_seo_title

Covid-ის კრიზისიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთი ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (HMPV) სწრაფად ვრცელდება, რაც იწვევს გრიპის და COVID-19-ის მსგავს სიმპტომებს. ჩინეთიდან მომდინარე ახალი საფრთხის შესახებ უცხოური მედია წერს.

სამედიცინო ჩანაწერებიდან და სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორები ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოები და კრემატორიუმები გადატვირთულია. ონლაინ გაზიარებულ ვიდეოებში ჩანს ხალხმრავალი საავადმყოფოები, ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ ცირკულირებს მრავალი ვირუსი, მათ შორის გრიპი A, HMPV, Mycoplasma pneumoniae და Covid-19.

ცნობილია, რომ HMPV იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ასევე შეიძლება გამოავლინოს Covid-19-ის მსგავსი სიმპტომებიც. ჯანდაცვის წარმომადგენლები აკვირდებიან ვირუსის გავრცელების მასშტაბს.

ჩინეთში არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა Reuters-ის ახალი ამბების განყოფილებაც. მედიის ცნობით, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ორგანომ პარასკევს განაცხადა, რომ ის გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიის მონიტორინგს იწყებს, შემთხვევები სავარაუდოდ, გაიზრდება ზამთარში. დაგეგმილია შეიქმნას სპეციალური პროტოკოლები უცნობი პათოგენების გამოსავლენად.

ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს სიარულს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ხერხემლის თიაქარი ტრავმა – ახალი კვლევა

ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს სიარულს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ხერხემლის თიაქარი ტრავმა - ახალი კვლევა
#post_seo_title

გვერდითი ჰიპოთალამუსის (LH) ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) აუმჯობესებს სიარულს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში (SCI), აჩვენა ახალმა კვლევამ.

ეს ჩარევა აღაგზნებს გლუტამატერგიულ ნეირონებს LH-ში, რომლებიც, როგორც ჩანს, მოძრაობის აღდგენის გასაღებია. შედეგები წარმოადგენს ცვლის მიდგომას SCI-ების მკურნალობისადმი, რომელიც ბოლო წლებში ფოკუსირებული იყო ზურგის და არა ტვინის სტიმულაციაზე.

„ეს კვლევა ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ ზურგის ტვინის დაზიანება არის ისევე, როგორც ტვინის, როგორც ხერხემლის დაავადება, ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ როგორც თავის ტვინს, ასევე ხერხემალს, რომ რეალურად გავაუმჯობესოთ ფუნქცია“, – განუცხადა კვლევის მკვლევარმა, მედიცინის დოქტორმა, დოქტორმა, ხერხემლის ქირურგიის კლინიკურმა თანამშრომელმა, კალგარის უნივერსიტეტში, ნიუტონ ჩომ კალგარი ალბერტა (კანადა) Medscape Medical News-ს.

დასკვნები ინტერნეტში გამოქვეყნდა 2 დეკემბერს Nature Medicine-ში.

ნამდვილი გარღვევა
SCI არღვევს ნეირონულ პროექციას ტვინიდან ზურგის ტვინის ზონამდე, რაც ხელს უწყობს სიარულს, რაც იწვევს სხვადასხვა ხარისხის დამბლას. იმის გამო, რომ არასრული SCI მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს ზურგის ტვინს, ასეთი ტრავმის მქონე პაციენტებმა შეიძლება შეინარჩუნონ გარკვეული ფუნქციები და შეგრძნება დაზიანების ადგილზე.

მკვლევარებმა პირველად შეისწავლეს მღრღნელები, რომლებსაც აქვთ არასრული SCI – დაზიანება, რომელიც აზიანებს ზურგის ტვინის 83,2%-ს, რაც იწვევს ქვედა კიდურების დამბლას. მათ გამოიყენეს „ძალიან მძლავრი“ ანატომიური და ფუნქციური რუქა „თაგვის მთელი ტვინის გამოსაკვლევად, რათა დაენახათ, რომელი უბნები იცვლება როგორც აქტივობის, ასევე ზურგის ტვინთან კავშირის თვალსაზრისით“, – თქვა ჩომ.

ასევე კვლევის კომენტირებისას, მედიცინის დოქტორი ჯეიმს დევიდ გესტმა, რომელიც ასევე იკვლევს DBS-ს SCI-ში, აღნიშნა, რომ მისი გუნდის კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს მესენცეფალურ რეტიკულურ ფორმირებას, ასევე აჩვენებს, რომ გლუტამატერგიული ნეირონები ააქტიურებენ ტვინის ღეროს რეტიკულურ ნეირონებს.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტვინის ღეროს ეს ნეირონები მნიშვნელოვანი კონვერგენტული სამიზნეა ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ აღდგენის გასაძლიერებლად“, – თქვა გესტმა, ნევროლოგიური ქირურგიის პროფესორმა, მაიამის პროექტი პარალიზის სამკურნალოდ, მილერის მედიცინის სკოლა, მაიამიში.

კვლევა „მიუთითებს, რომ ტვინის ღრმა სტიმულაცია არის პერსპექტიული და ახალი გზა დამბლისგან გამოჯანმრთელებისთვის“.

საინტერესოა, რომ იდეა, რომ LH-ში გლუტამატერგიული ნეირონების სტიმულირებამ შეიძლება გააუმჯობესოს სიარული. SCI რეალურად წარმოიშვა ჯერ კიდევ 1945 წელს, თქვა გესტმა. იმ დროს მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ემოციურ მდგომარეობას შეუძლია გააძლიეროს მოძრაობა პოლიომიელიტით დაავადებულ ცხოველში.

კვლევა ნაწილობრივ მხარდაჭერილია ONWARD Medical-ის, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კანადის ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტისა და ევროპის კვლევითი საბჭოს მიერ.

Cho, Bloch და Courtine-მა განაცხადეს, რომ ისინი ფლობენ სხვადასხვა პატენტს წინამდებარე ნაშრომთან დაკავშირებით. კორტინი არის ONWARD Medical-ის კონსულტანტი, კომპანია, რომელსაც ნაწილობრივი ურთიერთობა აქვს წარმოდგენილ ნამუშევართან. კორტინი და ბლოხი ONWARD Medical-ის მინორიტარი აქციონერები არიან. გრანმა არ იტყობინება ინტერესთა კონფლიქტი.

წყარო:

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights