ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

2024 წლის მთავარი სამედიცინო მიღწევები – „ტიტანის გული და ღორის თირკმელი“

2024 წლის მთავარი სამედიცინო მიღწევები - „ტიტანის გული და ღორის თირკმელი“
#post_seo_title

ისტორიაში პირველად, ადამიანს ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური გული გადაუნერგეს.

ყოველწლიურად გულის დონორის ლოდინში ბევრი ადამიანი კვდება. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ მეცნიერები. 58 წლის კაცი შეერთებულ შტატებში მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელსაც მწყობრიდან გამოსული გული დროებითი, ტიტანის სისხლის ტუმბოთი შეუცვალეს.

ტიტანისგან დამზადებული ეს მოწყობილობა ხელოვნური გულია და რეალური გულის მსგავსად არ სცემს. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ სატუმბი დიაფრაგმების (პარკუჭი) გარეშეც კი, მოწყობილობა საკმარისად მძლავრია, რათა ადამიანმა მისი გამოყენებით ვარჯიშიც შეძლოს.

გულმა 8 დღის განმავლობაში მშვენივრად იფუნქციონირა, იქამდე, სანამ რეალური გულის დონორი გამოჩნდა. შესაბამისად, ასეთი ხელოვნური გული იდეალური გამოსავალია, რათა პაციენტებმა ძვირფასი დრო მოიგონ.

გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი 

ორგანოების გადანერგვის მხრივ მნიშვნელოვანი იყო ოპერაცია, რომელიც აშშ-ში გაზაფხულში ჩატარდა. ქირურგებმა ქალს გულის მექანიკური ტუმბოა ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. ეს ცოცხალი პაციენტის სხეულში ცხოველის ამ ორგანოს ტრანსპლანტაციის მეორე შემთხვევაა, ქალისაში კი — პირველი.

პირველ ეტაპზე მის ორგანიზმში მარცხენა პარკუჭოვანი დამხმარე მოწყობილობა ჩანერგეს, რომელიც გულში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას უწყობს ხელს. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ღორის გენმოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაცია განხორციელდა. ამგვარი კომბინირებული პროცედურა აქამდე არ ჩატარებულა.

მეცნიერების თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ოფიციალურად დადასტურდა: ჩენაეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!

ოფიციალურად დადასტურდა: ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!
Giorgi Pkhakadze

ოფიციალურად დადასტურდა: ჩენაეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) ჩენაეთში არსებულ სიტუაციას აფასებს, როგორც სეზონურ ზრდას ჩვეულებრივი სასუნთქი ვირუსული ინფექციების და არა საფრთხეს ევროპის კავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EU/EEA) ქვეყნებისთვის (1).
ECDC აგრძელებს მონიტორინგს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან (WHO/EURO) ერთად (2).
ჰუმანური მეტაპნევმოვირუსი (#hMPV) არის სეზონური პათოგენი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურია გვიან ზამთარში და გაზაფხულზე. ის ხშირად ცირკულირებს სხვა სასუნთქი ვირუსების, მაგალითად, გრიპის (#influenza) და რესპირატორული სინციციალური ვირუსის (#RSV) გვერდით (3).
ეს არ არის ახალი ვირუსიდა ის მსოფლიო მასშტაბით
ათწლეულებია არსებობს (4).
რეკომენდაციები:
მსუბუქი სიმპტომების მქონე პირებმა უნდა დარჩნენ სახლში და დაისვენონ, რათა არ მოხდეს სხვების ინფიცირება (5).
მაღალი რისკის ჯგუფში მყოფმა ან რთული / მძიმე სიმპტომების მქონე პირებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას (5).
პირებმა, განსაკუთრებით ხალხმრავალ ან ცუდად განიავებულ სივრცეებში, უნდა გამოიყენონ პირბადე, დახველების / დაცემინების დროს დაიცვან ჰიგიენა ხელსახოცით ან მოხრილი იდაყვით, რეგულარულად დაიბანონ ხელები და მიიღონ რეკომენდებული ვაქცინები (#გრიპი, #COVID19, #RSV; hMPV-ს ვაქცინა არ არსებობს) ექიმის და ადგილობრივი საჯარო ჯანმრთელობის სამსახურის რჩევის შესაბამისად (5).
ჯანმრთელობა და სიფრთხილე ყველას!
პროფ. გიორგი ფხაკაძე
References:
1. European Centre for Disease Prevention and Control (ECDC). Official statement on respiratory infections in China. Available at: www.ecdc.europa.eu.
2. World Health Organization Regional Office for Europe (WHO/EURO). Updates on seasonal respiratory infections and monitoring collaborations. Available at: www.euro.who.int.
3. Centers for Disease Control and Prevention (CDC). Human metapneumovirus (hMPV) seasonal activity and global circulation. Available at: www.cdc.gov.
4. Peer-reviewed studies on hMPV. Historical presence and activity trends worldwide.
5. National Public Health Guidelines. Preventative measures for respiratory viruses.

მედიკოსები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

მედიკოსები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებით კი ეს ბავშვებს, ხანდაზმულებსა და იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს ეხებათ.

სპეციალისტები ჰიგიენის დაცვასა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობენ. ანა ბერძენიშვილის სიუჟეტი.

რესპირატორული ინფექციების გავრცელება ჩინეთში

რესპირატორული ინფექციების გავრცელება ჩინეთში
#post_seo_title

ჩინეთში სეზონური გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების (RSV, HMPV, COVID-19) შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა. რესპირატორული ვირუსების შემთხვევების ზრდა ზამთრის სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობა მოდის სეზონურ გრიპზე.

 HMPV – ადამიანის მეტაპნევმოვირუსი არ არის ახალი ვირუსი, იგი პირველად 2001 წელს დაფიქსირდა. HMPV ძირითადად ცირკულირებს ზამთარსა და გაზაფხულზე და ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები.
 HMPV-ის და სხვა ვირუსული დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად:
– დარჩით სახლში, თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ
– ატარეთ პირბადე ხალხმრავლობაში
– ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით ან დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით.
– პერიოდულად გაანიავეთ სივრცე, სადაც იმყოფებით

ბრაქითერაპია – ინოვაციური მიდგომა პროსტატის ადენოკარცინომის მკურნალობაში

ბრაქითერაპია – ინოვაციური მიდგომა პროსტატის ადენოკარცინომის მკურნალობაში
#post_seo_title

ბრაქითერაპია – ინოვაციური მიდგომა პროსტატის ადენოკარცინომის მკურნალობაში

პაციენტი: 65 წლის
დიაგნოზი: პროსტატის ადენოკარცინომა
ბრაქითერაპია გულისხმობს პროსტატის ჯირკვალში მცირე ზომის რადიაციული მარცვლების მოთავსებას. მარცვლები პროსტატის ჯირკვალში მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება, თუმცა მათი რადიაციული აქტივობა ეტაპობრივად შემცირდება და ორი წლის თავზე მათი რადიაციის დონე პრაქტიკულად მიაღწევს ნულს.
ეს მეთოდი პაციენტებისთვის კომფორტულია, რადგან იგი მინიმალურად ინვაზიური მიდგომაა და ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმზე სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა.
ბრაქითერაპია ხასიათდება როგორც ტარგეტირებული მკურნალობა, რომელიც ზუსტად მოქმედებს სიმსივნეზე და ამავე დროს მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს ჯანმრთელ ქსოვილებზე.

როგორ ვრცელდება HMPV ვირუსი, რამდენ ხანს გრძელდება…

როგორ ვრცელდება HMPV ვირუსი, რამდენ ხანს გრძელდება...
#post_seo_title

ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, ზაზა წე­რე­თე­ლი ახა­ლი ვირუსის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩინეთში აღინიშნება რესპირატორული ვირუსის ინფექციების ზრდა, რამაც გამოიწვია საავადმყოფოების გადატვირთულობა და ახალი მონიტორინგის ზომების შემოღება.
ვირუსი, რომელიც ცნობილია როგორც ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (HMPV), განსაკუთრებით გავრცელდა ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციებში და ბავშვებს შორის

რა არის HMPV?

ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (HMPV) არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც იწვევს სიმპტომებს, რომლებიც მსგავსია ჩვეულებრივი გაციების და გრიპის. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება, როგორც წესი, მსუბუქია, ის შეიძლება სერიოზულ გართულებებამდე, მაგალითად პნევმონიამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით ჩვილებში, ხანდაზმულებსა და იმუნიტეტის შესუსტებული მქონე პირებში.

ვირუსი ახალი არ არის, მაგრამ ყურადღება მიიპყრო შემთხვევების ზრდამ, განსაკუთრებით 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩრდილოეთ ჩინეთში.

2001 წელს პირველად იდენტიფიცირებული HMPV არის ერთძაფიანი RNA ვირუსი, რომელიც ვრცელდება რესპირატორული წვეთებით ან დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. შემთხვევები ადრე დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მისი სიმპტომებია ხველა, სიცხე, ცხვირის გაჭედვა და დაღლილობა, ხოლო ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდე მერყეობს. განსხვავებით COVID-19-ისგან, HMPV-სთვის ვაქცინა ან სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს; მკურნალობა ძირითადად სიმპტომების მართვას მოიცავს.

შემთხვევების ზრდა ემთხვევა ცივ ამინდსა და შიდა აქტივობების გაზრდას, რაც რესპირატორული ვირუსების გავრცელებას ხელს უწყობს. ჯანდაცვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ეს ზრდა სეზონური ტენდენციების თანხვედრაშია.

ჩინეთში დაწყებულია საპილოტე პროგრამა უცნობი წარმოშობის პნევმონიის გამოვლენისა და მონიტორინგისთვის, რაც უზრუნველყოფს ლაბორატორიებსა და ჯანდაცვის სააგენტოებს შემთხვევების უფრო ეფექტურად რეგისტრაციას და მართვას. ამის შესახებ სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-მ განაცხადა პრესკონფერენციაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლის ციტირებით.

როგორ გადაეცემა ვირუსი?

HMPV ვრცელდება სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად, როგორიცაა RSV და გრიპი. გადაცემა ძირითადად ხდება ინფიცირებული პირების რესპირატორული წვეთებით ან დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. HMPV-ს გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია კარგი ხელის ჰიგიენის დაცვა, რაც მოიცავს ხელების ხშირ დაბანას საპნით და წყლით.

რესპირატორული ეტიკეტი, როგორიცაა პირისა და ცხვირის დაფარვა დაცემინების ან დახველებისას და ნიღბის ტარება, ასევე ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების შეზღუდვას.

რამდენ ხანს გრძელდება HMPV?

HMPV-ის მსუბუქი შემთხვევები, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე. მძიმე შემთხვევებში აღდგენის დრო უფრო ხანგრძლივი შეიძლება იყოს. თუმცა, დარჩენილი სიმპტომები, მაგალითად ხველა, შესაძლოა უფრო ხანგრძლივად გაგრძელდეს.

შეუძლია თუ არა HMPV-ს გავრცელება სხვა ქვეყნებში?

ჰონგ-კონგში HMPV-ს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა კამბოჯა და ტაივანი, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. კამბოჯის გადამდები დაავადებების კონტროლის დეპარტამენტმა HMPV-ს შესახებ გაავრცელა გაფრთხილება, რომელიც ხაზს უსვამს მის მსგავსებას COVID-19-სა და გრიპთან.

ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ ვირუსი განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და იმუნოკომპრომეტირებული პირებისთვის.

მეზობელ ინდოეთში ოფიციალურმა პირებმა დღეს 3 შემთხვევა დაადასტურეს თუმცა განაცხადეს რომ რომ პანიკის საფუძველი არ არის, რადგან HMPV „ნებისმიერ სხვა რესპირატორულ ვირუსს ჰგავს.“

როგორ ხდება HMPV-ს დიაგნოსტიკა?

ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (HMPV) დიაგნოსტიკა მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით რთულია, რადგან ის მსგავსია სხვა რესპირატორული ინფექციების, როგორიცაა რესპირატორული სინციტიური ვირუსი (RSV) და გრიპი.HMPV-ს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი არის უკუთრანზკრიფციის პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR), რომელიც ვირუსის RNA-ს იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. თუმცა, ანტიგენის გამოვლენის ტესტები უფრო სწრაფი შედეგების მიღებას იძლევა, მაგრამ ისინი ნაკლებად სპეციფიკურია.

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში – რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
#image_title

ქვეყანაში ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ასევე, გავრცელებულია გრიპის სხვადასხვა ტიპები.

მედიკოსების თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა.

სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვის, შიდა სივრცეების ხშირად განიავებისა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

„H1N1-ის შემთხვევებიც არის და ასევე, მეტა პნევმო ვირუსის შემთხვევებიც, რომელიც აგრესიულად მიმდინარე დაავადება არ არის, თუმცა, მცირე ასაკის ბავშვებში და ასაკოვნებში საყურადღებოდ მიდის. განსაკუთრებით, ფონური დაავადებები თუ არის, სასურველია, დაავადების დაწყებიდან მეორე-მესამე დღესვე მიმართონ კლინიკებს. თუ არის ჯანმრთელი ადამიანი და 4-5 დღე აქვს მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, უგრძელდება კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მომართონ კლინიკას“, – ამბობს ექიმი ინფექციონისტი ქეთევან ჩიქოვანი.

„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები. საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს. ყველაზე კარგი დაცვა არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

„საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს“-პაატა იმნაძე

„საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს“-პაატა იმნაძე
#post_seo_title

„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

„საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს. ყველაზე კარგო დაცვა არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ჩინეთში შემთხვევები იმაზე ნაკლებია, რაც შარშან ამ პერიოდში იყო. ჩინეთშიც, ისვე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში A ტიპის ვირუსია წამყვანი და ამან გამოიწვია ზოგიერთ რეგიონში ეპიდემიური მატება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ბოლო კვირაში გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ბოლო კვირაში გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია
#post_seo_title

ქვეყანაში ბოლო კვირის მონაცემებით გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია. გრიპის, განსაკუთრებით A H1p-ის წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში, ბოლო ოთხი კვირაა, მატულობს, რაც დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ასევე, ცირკულირებს გრიპის სხვა ტიპისა და პარაგრიპის, რინო, ადენო, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და სხვა გამომწვევები.

„მათი გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის. ჩინეთში დაფიქსირდა გრიპის და სხვადასხვა რესპირაციული ინფექციის (მ.შ. HMPV-ით გამოწვეული) შემთხვევების ზრდა, რის გამოც ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში აღწერილია HMPV-ით ავადობის უმნიშვნელო მატება. HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ადამიანში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში. დამახასიათებელი სიმპტომებია: ხველა, ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება/შეშუპება და დაღლილობა. დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, იშვიათად ვირუსმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგ.: ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით, ჩვილებში, ხანდაზმულებში ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში.

ვირუსი თავდაპირველად დაფიქსირდა 2001 წელს. HMPV მიეკუთვნება Pneumoviridae-ს ჯგუფს. მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტირების ფართო გამოყენებამ შესაძლებელი გახადა HMPV-ის, როგორც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი ვირუსის იდენტიფიკაცია. HMPV ვირუსი დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ვრცელდება რესპირაციული სეკრეტებით – ხველის და ცემინების დროს, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, ხანდაზმულები, იმუნოდეფიციტის მქონე პირები. საყურადღებო სიმპტომებია – მუდმივი ცხელება, ლეთარგია ან სუნთქვის გაძნელება. სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში რეკომენდებულია, სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს. HMPV-სთვის არ არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა. მკურნალობა ძირითადად მოიცავს სიმპტომების მართვას, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა, რადგან გრიპისა და HMPV-ს აქტიური გავრცელების სეზონი თანხვედრაშია და ორივე ვირუსით ერთდროულმა ან ურთიერთ თანმიმდევრულმა ინფიცირებამ, შესაძლოა, დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა ან გაახანგრძლივოს გამოჯანსაღების პროცესი. HMPV-ს პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების:

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, მინიმუმ, 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით; მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებთან; დარჩით სახლში, თუ ავად ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის გავრცელება; ატარეთ პირბადე ხალხმრავალ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში; ხშირად გაანიავეთ შიდა სივრცეები და მოერიდეთ არასაჭირო მჭიდრო კონტაქტს; დაიფარეთ პირი და ცხვირი ხველის და ცემინების დროს; მოერიდეთ ჭურჭლის სხვებთან გაზიარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროა, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის საავადმყოფოების აკრედიტაცია, გადაიდება“-გიორგი ფხაკაძე 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროა, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის საავადმყოფოების აკრედიტაცია, გადაიდება“-გიორგი ფხაკაძე 
#post_seo_title

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას ეხება.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროა, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის საავადმყოფოების აკრედიტაცია, გადაიდება.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ აკრედიტაცია არ არის მხოლოდ ფორმალური პროცესი, არამედ ის არის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების ეფექტურობის ზრდას. საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული ქვეყნისთვის, ეს პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებაში შეიძლება არსებობდეს ტექნიკური ან სხვა მოსაზრებები, არ შეიძლება იგნორირება იმისა, რომ აკრედიტაციის პროცესში ყველა ორგანიზაცია არ დგას ერთსა და იმავე დონეზე.
Accreditation Canada (AC)-ს 14,000-ზე მეტი ორგანიზაცია ჰყავს აკრედიტირებული მთელ მსოფლიოში, ხოლო Joint Commission International (JCI)-ს – 1,000-მდე ორგანიზაცია გლობალურად. მათი აღიარება და საერთაშორისო გამოცდილება სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა.
ამის საპირისპიროდ, მინისტრის ბრძანებაში შეყვანილი სხვა ორგანიზაციები საერთაშორისო მასშტაბით ბევრად მცირე გავლენას ფლობენ. ამ ორგანიზაციებს ერთობლივად მხოლოდ 1000-მდე დაწესებულება აქვთ აკრედიტირებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი პროფესიული გამოცდილებისა და სანდოობის ნაკლებობას.
ამ საკითხის გადადება შესაძლოა:
• შეასუსტოს საზოგადოებრივი ნდობა ჯანმრთელობის დაცვის სისტემისადმი;
• შეაფერხოს პაციენტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესების პროცესები;
• შეამციროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრაციის ტემპი.
მინდა მოვუწოდო ჯანმრთელობის სამინისტროს, რომ:
1. დაადგინოს დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გამოყოფს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს სხვა დაბალი ხარისხის ორგანიზაციებისგან.
2. უზრუნველყოს გამჭვირვალობა და მკაფიო გეგმა აკრედიტაციის პროცესის განახლებისათვის.
3. შეინარჩუნოს პაციენტების ინტერესები და უსაფრთხოება ამ პროცესის პრიორიტეტად.
აკრედიტაცია არის საქართველოს ჯანდაცვის მომავლის გასაღები. მისი გადადება არ უნდა ნიშნავდეს პროგრესის შეჩერებას, არამედ უნდა გახდეს შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე და ეფექტური გახდეს.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights