ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს

ვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს
#post_seo_title

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევა

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

დაბალი ფიზიკური აქტივობის, ნაადრევ სიკვდილსა და სიმსუქნეს შორის კავშირის განსაზღვრის მიზნით, მთელი ევროპის მასშტაბით „კიბოსა და სიმსუქნის ევროპული პროსპექტული კვლევა“ ჩატარდა.

  • კვლევაში მონაწილეობდა 334,161 მამაკაცი და ქალი.
  •  1992-2000 წლების მანძილზე მკვლევარები სიმაღლეს, წონასა და თეძოს გარშემოწერილობას ზომავდნენ.
  • ფიზიკური აქტივობის განსაზღვრის მიზნით იყენებდნენ თვითშეფასების მეთოდს. აქტივობის განსაზღვრა ხდებოდა სამსახურსა და რეკრიაციულ  (დასვენების დროს) ზონაში. მონაწილეთა თითქმის მეოთხედი (22,7%)  კვალიფიცირდებოდა  როგორც არააქტიური (ინერტული) ჯგუფი.
  • კვლევაში მონაწილეებზე დაკვირვება 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა

მათგან 21,438 გარდაიცვალა.

აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად არააქტიური ადამიანები ზომიერად არააქტიურებთან  შედარებით, ნაადრევი სიკვდილის მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ავტორები თვლიან, რომ ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული (90-დან და 110-მდე კალორიის დაწვა)   ფიზიკური აქტივობის არ მქონე ადამიანს (არააქტიურს, ინერტულს) ზომიერად არააქტიურს (დაბალინტენსიურს) გახდის და ნაადრევი სიკვდილის რისკს 16-30 %-ით შეამცირებს (როგორც ნორმალური სხეულის წონის, ასევე მაღალი BMI-ის მქონე პირებში).

სიკვდილობის ბოლო მონაცემებით, ევროპაში ( მამაკაცები+ქალები) 9,2 მილიონი გარდაცვალების შემთხვევიდან 337 000-ს სიმსუქნე იწვევს (BMI>30), ფიზიკური უმოქმედობა კი 676,000 შემთხვევას.

კეთრი (Leprosy) (ლეპრა, ჰანსენის დაავადება, ლომის სახე)

კეთრი (Leprosy) (ლეპრა, ჰანსენის დაავადება, ლომის სახე)
#post_seo_title

კეთრი (Leprosy) (ლეპრა, ჰანსენის დაავადება, ლომის სახე)

ზოგადიმიმოხილვა: კეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. მას ასევე უწოდებენ ჰანსენის დაავადებას, რომელმაც 1873 წელს Mycobacterium leprae-ის  იდენტიფიცირება მოახდინა. დაავადებას ახასიათებს კანის, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსისა და პერიფერიული ნერვული სისტემის გრანულემატოზური დაზიანება. დიაგნოსტიკის დაგვიანების შემთხვევაში პროცესი ითრევს ძვალკუნთოვან აპარატს, მხედველობისა და შინაგან ორგანოებს. დაავადება ძირითადად ორი კლინიკური ფორმით ვლინდება: 

–                     ლეპრომატოზული (მულტიბაცილარული) კეთრი: გამოვლინდება ანთებითი კვანძების, მაკულების, ბალთებისა და კანქვეშა წარმონაქმნების სახით. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, ყურები, იდაყვები, მუხლები და დუნდულები. ასევე ახასიათებს ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, ეპიტაქსისი, წარბების ცვენა და ყალიბდება ე.წ. ,,ლომის სახე’’.

–                     ტუბერკულოიდური (ოლიგობაცილური) კეთრი: ვლინდება იშვიათად ჰიპერპიგმენტური ლაქების სახით, რომელთაც თან ახლავს ანესთეზია, დამახასიათებელია ტკივილი, კუნთების სისუსტე, მშრალი კანი, კიდურების მუტილაცია (დანეკროზებული კიდურის ან სხეულის სხვა ნაწილის თვითნებური მოცილება) და სიბრმავე.

–                     აღწერილია ე.წ შუალედური (გარდამავალი) და არადიფერენცირებული ფორმის კეთრიც.

შუალედური ტიპის კეთრს აქვს ორივე ფორმისთვის მახასიათებელი კლინიკური სურათი და უფრო ლაბილურია. არადიფერენცირებული კეთრი ხასიათდება ჰიპოპიგმენტური ლაქების არასწორი საზღვრებით, მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ტუბერკულოიდური, შუალედური ტიპის ან ლეპრომატოზული დაავადება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) 1990 წელს ჩამოყალიბებული ლეპრის/კეთრის საელიმინაციო მიზნის შედეგად 1985-დან 2011 წლამდე აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 5.4 მილიონიდან შემცირდა 219075-მდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 6 რეგიონის 138 ქვეყნიდან მიღებული გლობალური ლეპრის/კეთრის სტრატეგიის მონაცემების თანახმად 2015 წლის დასაწყისში  რეგისტრირებული იყო 176176 შემთხვევა. ამავე წელს კი 211973 ახალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი. 1990 წლისთვის კეთრით დაავადებული 21 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა აღრიცხვაზე, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ ბაქოში და ასტრახანში მოქმედ ლეპროზორიუმებში. საქართველოში 1991 წლიდან კეთრი აღარ დაფიქისრებულა. კეთრი ამჟამადაც პრობლემურია ბრაზილიისა და ინდოეთისთვის, სადაც დაავადებულთა უმრავლესობაა აღრიცხული. დაავადება იშვიათია 3 წლამდე ბავშვებში. დაახლოებით 50 შემთხვევამდეა აღრიცხული  1 წლამდე ბავშვებში. კეთრი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დაავადებაა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაავადებულთათვის საცხოვრებლად ცალკე, სხვა მოსახლეობისგან იზოლირებული ტერიტორიები იყო გამოყოფილი. კეთრით დაავადებულთა განკურნება ქრისტეს მიერ სახარებაშიცაა აღწერილი.

მთლიანობაში მსოფლიოში კეთრით დაინფიცირების რისკი მოზრდილი ასაკის ადამიანებში დაბალია, ვინაიდან 95% -ზე მეტს უკვე აქვს ბუნებრივი იმუნიტეტი. იმ ქვეყნებში, სადაც დაავადება ფართოდ არის გავრცელებული, დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია. 2011-2015 წწ. მსოფლიოში კეთრის 1000 ახალი შემთხვევა აღირიცხა:

–         აფრიკაში: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, მადაგასკარი, მოზამბიკი, ნიგერია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა.

–         აზიაში: ბანგლადეში, ინდოეთი, ინდონეზია, მიანმარი, ნეპალი, ფილიპინები, შრილანკა.

–         სამხრეთ ამერიკაში: ბრაზილია.

გამომწვევიაგენტი:გრამ-დადებითი Mycobacterium leprae, რომელიც მიეკუთვნება Mycobacteriaceae-ს ოჯახს, Mycobacterium-ის გვარს. იგი სწორი, ან ოდნავ მოღუნული ჩხირის ფორმისაა, მომრგვალებული ბოლოებით. ის 1-7 მკმ სიგრძისა და 0.2-0.5 მკმ სიგანისაა. ზოგჯერ მასში აღინიშნება წვრილი, მარცვლოვანი გრანულაცია. Mycobacterium lepraeახდენს გლიცერინის და გლუკოზის უტილიზაციას. კეთრის მიკობაქტერიების დამახასიათებელი თვისებაა მჟავასა და სპირტისადმი გამძლეობა, რაც განაპირობებს მის ელექტიურ შეღებვას ცილ-ნილსენის მეთოდით. მიკროორგანიზმის რეპლიკაცია ხდება მასპინძელი უჯრედის შიგნით, კერძოდ კანის ჰისტიოციტებში, ენდოთელურ უჯრედებში, აგრეთვე ნერვების ე.წ. შვანის უჯრედებში.

მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები:ლეპრით (კეთრი) დაინფიცირების ერთ-ერთ რისკ ფაქტორად ითვლება Mycobacterium leprae-ით დაავადებული ადამიანთან ხანგრძლივი, მჭიდრო კონტაქტი და არა უბრალოდ შეხება. მულტიმედიკამენტოზური თერაპიის დაწყებისთანავე პაციენტები ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენენ. დასნებოვნების უშუალო წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით გამოყოფს მიკობაქტერიებს. ყველაზე ხშირია დასნებოვნება ცხვირის ლორწოვანი გარსისა და დაზიანებული კანის მეშვეობით. დასნებოვნებას ხელს უწყობს მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, არასაკმარისი კვება, ცუდი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. ორგანიზმის დამასუსტებელი ყველა ფაქტორი არა მარტო აქვეითებს მის მდგრადობას, არამედ ხშირად ხელს უწყობს კეთრის გამომწვევის გააქტიურებას, რომელიც მანამდე ლატენტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რეზერვუარი: ითვლება, რომ მხოლოდ ადამიანია რეზერვუარი. ნანახია ბუნებრივად დასნებოვნებული ცხოველი არმადილო (საქართველოში არ ბინადრობს). ზოგიერთი კვლევის შედეგების თანახმად, არმადილოსგან ბუნებრივად მოხდა დაავადების გადაცემა ადამიანებზე. კეთრის ექსპერიმენტებისთვის გამოიყენება შიმპანზეები.

გადაცემის  გზები:  დაავადების გადაცემა ხდება დაავადებული ადამიანის ცხვირის გამონადენის მოხვედრით სხვა ადამიანის კანზე და სასუნთქ გზებში, რასაც როგორც წესი მჭიდრო კონტაქტისას აქვს ადგილი. არაპირდაპირი გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა. დაავადება არ გადადის: ხელის ჩამორთმევისას ან ჩახუტებისას, ორსულობის პერიოდში ნაყოფზე, სქესობრივი კონტაქტით. გაითვალისწინეთ რომ: ბაქტერიების ნელად მზარდი ბუნებისა და დაავადების სიმპტომების გვიანი გამოვლენის გამო, ინფექციის წყაროს დაზუსტება ზოგჯერ ვერ ხერხდება.

ინკუბაციურიპერიოდი:მერყეობს 9 თვიდან 20 წლამდე, საშუალოდ 4 წელი ტუბერკულოიდური (ოლიგობაცილარული) კეთრისთვის და 2 წელი – ლეპრომატოზული (მულტიბაცილარული) კეთრისთვის.

გადამდებლობისპერიოდი:გამომშრალი ცხვირის სეკრეტში ბაცილა ცხოვრობს 7 დღემდე, სხეულის გარეთ არსებულ გამონადენში – 36 საათზე მეტ ხანს, ხოლო ტროპიკული კლიმატის პირობებში – 9 დღემდე.

მიმღებლობა: დაავადება გვხვდება ორივე სქესის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, კვლევების მიხედვით მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მამაკაცები 2 – ჯერ მეტად ავადდებიან ვიდრე ქალები.

კონტროლის ღონისძიებები:

a.       პრევენციული ღონისძიებები: კეთრის პრევენცია დამოკიდებულია დაავდებაზე სავარაუდო პირების ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობაში დროულ ჩართვაზე. დაავადებული პირების, მათი ოჯახის წევრების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე მულტიმედიკამენტოზურ თერაპიაში ჩართვა. საყოფაცხოვრებო კონტაქტში მყოფი პირების მონიტორინგი. ამბულატორიული მკურნალობის შესაბამისად, პაციენტი ჰოსპიტალიზირებას საჭიროებს მხოლოდ დეფორმაციების ქირურგიული კორექციისათვის, ანესთეზიით გამოწვული წყლულების და მწვავე კეთროვანი რეაქციების სამკურნალოდ.

b.      კონტროლი: კეთრზე ეჭვის მიტანისას შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, შემთხვევის შეტყობინება უმეტეს ქვეყნებში სავალდებულოა.

c.       პაციენტის იზოლაცია არ არის რეკომენდირებული ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს სტიგამტიზაცია. დაავადებაზე საკარანტინო რეჟიმი არ ვრცელდება, თუმცა კონტაქტების და ინფექციის წყაროს გამოკვლევა მიზანშეწონილია.

d.      ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: არ შეესაბამება

  1. ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა: ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც გამოიწვევს მკურნალობის შეფერხებას, გავლენას ახდენს დაავადების გავრცელებაზე.

საერთაშორისო ღონისძიებები:  კეთრით დაავადების შემცირების მიზნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა ,,2016-2020 წწ გლობალური პროგრამა“ რომლის საფუძველიც არის 3 ძირითადი კომპონენტი:

– სახელმწოფითა ჩართულობის გაზრდა პარტნიორებთან კოორდინაციის უზრუნველყოფით;

– შევაჩეროთ კეთრი და მისი გართულებები;

– შევაჩეროთ დაავადებულთა დისკრიმინაცია და ხელი შევუწყოთ მათ სოციალიზაციას.

2016 წლის რედაქციით შემუშავებულია  კეთრთან ბრძოლის სახელმძღვანელო.

დამატებითი, დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ: http://www.who.int/lep/  და http://www.who.int/tdr/diseases/leprosy/default.htm

კეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა

კეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა
#post_seo_title

კეთრი

ზოგადი მიმოხილვაკეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. მას ასევე უწოდებენ ჰანსენის დაავადებას, რომელმაც 1873 წელს Mycobacterium leprae-ის  იდენტიფიცირება მოახდინა. დაავადებას ახასიათებს კანის, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსისა და პერიფერიული ნერვული სისტემის გრანულემატოზური დაზიანება. დიაგნოსტიკის დაგვიანების შემთხვევაში პროცესი ითრევს ძვალკუნთოვან აპარატს, მხედველობისა და შინაგან ორგანოებს. დაავადება ძირითადად ორი კლინიკური ფორმით ვლინდება:  
– ლეპრომატოზული (მულტიბაცილარული) კეთრი: გამოვლინდება ანთებითი კვანძების, მაკულების, ბალთებისა და კანქვეშა წარმონაქმნების სახით. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, ყურები, იდაყვები, მუხლები და დუნდულები. ასევე ახასიათებს ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, ეპიტაქსისი, წარბების ცვენა და ყალიბდება ე.წ. ,,ლომის სახე’’.
– ტუბერკულოიდური (ოლიგობაცილური) კეთრი: ვლინდება იშვიათად ჰიპერპიგმენტური ლაქების სახით, რომელთაც თან ახლავს ანესთეზია, დამახასიათებელია ტკივილი, კუნთების სისუსტე, მშრალი კანი, კიდურების მუტილაცია (დანეკროზებული კიდურის ან სხეულის სხვა ნაწილის თვითნებური მოცილება) და სიბრმავე.
– აღწერილია ე.წ შუალედური (გარდამავალი) და არადიფერენცირებული ფორმის კეთრიც.
შუალედური ტიპის კეთრს აქვს ორივე ფორმისთვის მახასიათებელი კლინიკური სურათი და უფრო ლაბილურია. არადიფერენცირებული კეთრი ხასიათდება ჰიპოპიგმენტური ლაქების არასწორი საზღვრებით, მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ტუბერკულოიდური, შუალედური ტიპის ან ლეპრომატოზული დაავადება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) 1990 წელს ჩამოყალიბებული ლეპრის/კეთრის საელიმინაციო მიზნის შედეგად 1985-დან 2011 წლამდე აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 5.4 მილიონიდან შემცირდა 219075-მდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 6 რეგიონის 138 ქვეყნიდან მიღებული გლობალური ლეპრის/კეთრის სტრატეგიის მონაცემების თანახმად 2015 წლის დასაწყისში  რეგისტრირებული იყო 176176 შემთხვევა. ამავე წელს კი 211973 ახალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი. 1990 წლისთვის კეთრით დაავადებული 21 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა აღრიცხვაზე, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ ბაქოში და ასტრახანში მოქმედ ლეპროზორიუმებში. საქართველოში 1991 წლიდან კეთრი აღარ დაფიქისრებულა. კეთრი ამჟამადაც პრობლემურია ბრაზილიისა და ინდოეთისთვის, სადაც დაავადებულთა უმრავლესობაა აღრიცხული. დაავადება იშვიათია 3 წლამდე ბავშვებში. დაახლოებით 50 შემთხვევამდეა აღრიცხული  1 წლამდე ბავშვებში. კეთრი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დაავადებაა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაავადებულთათვის საცხოვრებლად ცალკე, სხვა მოსახლეობისგან იზოლირებული ტერიტორიები იყო გამოყოფილი. კეთრით დაავადებულთა განკურნება ქრისტეს მიერ სახარებაშიცაა აღწერილი.
მთლიანობაში მსოფლიოში კეთრით დაინფიცირების რისკი მოზრდილი ასაკის ადამიანებში დაბალია, ვინაიდან 95% -ზე მეტს უკვე აქვს ბუნებრივი იმუნიტეტი. იმ ქვეყნებში, სადაც დაავადება ფართოდ არის გავრცელებული, დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია. 2011-2015 წწ. მსოფლიოში კეთრის 1000 ახალი შემთხვევა აღირიცხა: 
– აფრიკაში: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, მადაგასკარი, მოზამბიკი, ნიგერია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა.
– აზიაში: ბანგლადეში, ინდოეთი, ინდონეზია, მიანმარი, ნეპალი, ფილიპინები, შრილანკა.
– სამხრეთ ამერიკაში: ბრაზილია.
 გამომწვევი აგენტი: გრამ-დადებითი Mycobacterium leprae, რომელიც მიეკუთვნება Mycobacteriaceae-ს ოჯახს, Mycobacterium-ის გვარს. იგი სწორი, ან ოდნავ მოღუნული ჩხირის ფორმისაა, მომრგვალებული ბოლოებით. ის 1-7 მკმ სიგრძისა და 0.2-0.5 მკმ სიგანისაა. ზოგჯერ მასში აღინიშნება წვრილი, მარცვლოვანი გრანულაცია. Mycobacterium leprae ახდენს გლიცერინის და გლუკოზის უტილიზაციას. კეთრის მიკობაქტერიების დამახასიათებელი თვისებაა მჟავასა და სპირტისადმი გამძლეობა, რაც განაპირობებს მის ელექტიურ შეღებვას ცილ-ნილსენის მეთოდით. მიკროორგანიზმის რეპლიკაცია ხდება მასპინძელი უჯრედის შიგნით, კერძოდ კანის ჰისტიოციტებში, ენდოთელურ უჯრედებში, აგრეთვე ნერვების ე.წ. შვანის უჯრედებში.
მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: ლეპრით (კეთრი) დაინფიცირების ერთ-ერთ რისკ ფაქტორად ითვლება Mycobacterium leprae-ით დაავადებული ადამიანთან ხანგრძლივი, მჭიდრო კონტაქტი და არა უბრალოდ შეხება. მულტიმედიკამენტოზური თერაპიის დაწყებისთანავე პაციენტები ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენენ. დასნებოვნების უშუალო წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით გამოყოფს მიკობაქტერიებს. ყველაზე ხშირია დასნებოვნება ცხვირის ლორწოვანი გარსისა და დაზიანებული კანის მეშვეობით. დასნებოვნებას ხელს უწყობს მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, არასაკმარისი კვება, ცუდი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. ორგანიზმის დამასუსტებელი ყველა ფაქტორი არა მარტო აქვეითებს მის მდგრადობას, არამედ ხშირად ხელს უწყობს კეთრის გამომწვევის გააქტიურებას, რომელიც მანამდე ლატენტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
რეზერვუარი: ითვლება, რომ მხოლოდ ადამიანია რეზერვუარი. ნანახია ბუნებრივად დასნებოვნებული ცხოველი არმადილო (საქართველოში არ ბინადრობს). ზოგიერთი კვლევის შედეგების თანახმად, არმადილოსგან ბუნებრივად მოხდა დაავადების გადაცემა ადამიანებზე. კეთრის ექსპერიმენტებისთვის გამოიყენება შიმპანზეები.
გადაცემის  გზები:  დაავადების გადაცემა ხდება დაავადებული ადამიანის ცხვირის გამონადენის მოხვედრით სხვა ადამიანის კანზე და სასუნთქ გზებში, რასაც როგორც წესი მჭიდრო კონტაქტისას აქვს ადგილი. არაპირდაპირი გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა. დაავადება არ გადადის: ხელის ჩამორთმევისას ან ჩახუტებისას, ორსულობის პერიოდში ნაყოფზე, სქესობრივი კონტაქტით. გაითვალისწინეთ რომ: ბაქტერიების ნელად მზარდი ბუნებისა და დაავადების სიმპტომების გვიანი გამოვლენის გამო, ინფექციის წყაროს დაზუსტება ზოგჯერ ვერ ხერხდება.
ინკუბაციური პერიოდი: მერყეობს 9 თვიდან 20 წლამდე, საშუალოდ 4 წელი ტუბერკულოიდური (ოლიგობაცილარული) კეთრისთვის და 2 წელი – ლეპრომატოზული (მულტიბაცილარული) კეთრისთვის.
გადამდებლობის პერიოდი: გამომშრალი ცხვირის სეკრეტში ბაცილა ცხოვრობს 7 დღემდე, სხეულის გარეთ არსებულ გამონადენში – 36 საათზე მეტ ხანს, ხოლო ტროპიკული კლიმატის პირობებში – 9 დღემდე.
მიმღებლობა: დაავადება გვხვდება ორივე სქესის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, კვლევების მიხედვით მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მამაკაცები 2 – ჯერ მეტად ავადდებიან ვიდრე ქალები.
კონტროლის ღონისძიებები:
a. პრევენციული ღონისძიებები: კეთრის პრევენცია დამოკიდებულია დაავდებაზე სავარაუდო პირების ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობაში დროულ ჩართვაზე. დაავადებული პირების, მათი ოჯახის წევრების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე მულტიმედიკამენტოზურ თერაპიაში ჩართვა. საყოფაცხოვრებო კონტაქტში მყოფი პირების მონიტორინგი. ამბულატორიული მკურნალობის შესაბამისად, პაციენტი ჰოსპიტალიზირებას საჭიროებს მხოლოდ დეფორმაციების ქირურგიული კორექციისათვის, ანესთეზიით გამოწვული წყლულების და მწვავე კეთროვანი რეაქციების სამკურნალოდ.
b. კონტროლი: კეთრზე ეჭვის მიტანისას შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, შემთხვევის შეტყობინება უმეტეს ქვეყნებში სავალდებულოა.
c. პაციენტის იზოლაცია არ არის რეკომენდირებული ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს სტიგამტიზაცია. დაავადებაზე საკარანტინო რეჟიმი არ ვრცელდება, თუმცა კონტაქტების და ინფექციის წყაროს გამოკვლევა მიზანშეწონილია.
d. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: არ შეესაბამება
e. ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა: ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც გამოიწვევს მკურნალობის შეფერხებას, გავლენას ახდენს დაავადების გავრცელებაზე.
საერთაშორისო ღონისძიებები:  კეთრით დაავადების შემცირების მიზნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა ,,2016-2020 წწ გლობალური პროგრამა“ რომლის საფუძველიც არის 3 ძირითადი კომპონენტი:
– სახელმწოფითა ჩართულობის გაზრდა პარტნიორებთან კოორდინაციის უზრუნველყოფით;
– შევაჩეროთ კეთრი და მისი გართულებები;
– შევაჩეროთ დაავადებულთა დისკრიმინაცია და ხელი შევუწყოთ მათ სოციალიზაციას.
2016 წლის რედაქციით შემუშავებულია  კეთრთან ბრძოლის სახელმძღვანელო. 
დამატებითი, დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ: http://www.who.int/lep/  და http://www.who.int/tdr/diseases/leprosy/default.htm

კატარაქტა – თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა

კატარაქტა - თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა
#post_seo_title

კატარაქტა

განმარტება: კატარაქტა  თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა. როგორც წესი, კატარაქტა მოხუცებულობის ასაკში ვლინდება, თუმცა თანდაყოლილი შემთხვევებიც გვხვდება. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტრამვას, ანთებას და ა.შ.

გავრცელება: სიბრმავის 51%-ის მიზეზი სწორედ კატარაქტა გახლავთ. ეს კი 20 მლნ ადამიანს შეადგენს (2010).  ამრიგად, მას ამ მიმართულებით წამყვანი ადგილი უჭირავს.  სიბრმავის მიზეზის დანარჩენი ნაწილი დაკავშირებულია გლაუკომისთან, ონქოცერკოზსა  და ბავშვთა დაავადებებთან.

კატარაქტის მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული გზით. კატარაქტა მხედველობის დაქვეითების მიზეზს წარმოადგენს, როგორც განვითარებად, ისევე განვითარებულ ქვეყნებში. გასაკვირი არაა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად, მატულობს კატარაქტით დაავადებულთა რიცხვიც.

პრევენცია: დადგენილია, რომ ულტრიისფერი სხივებით ექსპოზირებისა და თამბაქოს მოხმარების შემცირება ერთმნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტით ავადობის რისკს. ცნობილია,, რომ შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონა ხელს უწყობს კატარაქტას განვითარებას.

მკურნალობა: როგორც წესი, ქირურგიული მკურნალობა, რომელიც თავის მხრივ დაზიანებული ბროლის ხელოვნული ბროლით ჩანაცვლებას გულისხმობს, საკმაოდ წარმატებით გამოიყენება, მხედველობის აღდგენის მიზნით.

 სიბრმავე

მსოფლიოში დღესდღეობით 180 მილიონ ადამიანს მხედველობის პრობლემა აქვს.

აქედან, 40-დან 45 მილიონამდე ადამიანი ბრმაა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. სიბრმავის  დაახლოებით 50% კატარაქტითაა გამოწვეული. სიბრმავის შემთხვევაში, ადამიანები, როგორც წესი, პროფესიულ ან/და სოციალურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მხედველობის დაკარგვა მძიმე ტვირთად აწვება როგორც დაავადებულ ადამიანს, ისე მათ ოჯახებს. ის ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც მსოფლიოს ყოველი 10 უსინათლო ადამიანიდან 9 ცხოვრობს. ფაქტიურად, მათგან დაახლოებით 60%  აფრიკაში საჰარის სამხრეთით, ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი:

თვალის მოვლის ხელმისაწვდომობის ბარიერების აღმოფხვრაზე ადვოკატირება, თვალის მოვლის კომპლექსური სისტემების სრულყოფისათვის ტექნიკური მხარდაჭერა  კატარაქტისა და თვალების სხვა ქრონიკული დაავადებების ტვირთის აღმოფხვრის მიზნით.

მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

http://who.int/blindness/causes/priority/

https://www.cdc.gov/visionhealth/basics/ced/index.html

კამპილობაქტერიოზი

კამპილობაქტერიოზი
#post_seo_title

კამპილობაქტერიოზი

ზოგადიმიმოხილვა (გავრცელება): კამპილობაქტერიოზი მწვავე ზოონოზური დაავადება, რომელიც უმეტესად დიარეითა და მუცლის ტკივილით მიმდინარეობს. კამპილობაქტერიები დიარეული დაავადების ოთხ ყველაზე ხშირ გამომწვევებს შორისაა. აშშ CDC-ის მონაცემებით,  ყოველწლიურად სავარაუდოდ 1.8 მილიონი ადამიანი ავადდება კამპილობაქტერიოზით, თუმცა დადასტურებული შემთხვევები გაცილებით მცირე რაოდენობითაა. შემთხვევათა დიდი ნაწილი ასიმპტომურია და ზოგჯერ თვით-ლიმიტირებადიც. საქართველოში, გაძნელებული ლაბორატორიული დიაგნოსტირების მიზეზით, კამპილობაქტერიოზის მხოლოდ ერთეული შემთხვევბია აღწერილი.

გამომწვევიაგენტი:  Campylobacter-ის გვარი   სპირალური, მოძრავი, გრამ-უარყოფიტი ბაქტერიებია. ადამიანში დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადებებს ხშირად Campylobacter jejuni იწვევს, თუმცა აღწერილია  C. coli, C. Lari  და C. Fetus-ით გამოწვეული დიარეებიც. კამპილობაქტერიები ცნობილია, როგორც გასტროენტერიტული დიარეების გამომწვევი პათოგენები. როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში კამპილობაქტერიები საკვებისმიერი დიარეების სალმონელებზე უფრო  ხშრად იწვევენ გასტროენტერიტებს. სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით მათი მნიშვნელობა დიდია. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ფართო გავრცელების მიუხედავად ხასიათდება მსუბუქი კლინირი მიმდინარეობით და ძალიან იშვიათად დაავადება მთავრდება გარდაცვალებით. კამპილობაქტერიების ზრდისთვის მიკროაერობული ნიადაგები და გარემოა საჭირო.

მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები:  დაავადების განვითარება ასოცირებულია თერმულად არასაკმარისად  დამუშავებელი ხორცის (განსაკუთრებით ფრინველის ხორცის)  ან ამ პროდუქტებთან შეხებაში მყოფ სხვა საკვების მიღებასთან. დაავადების შემთხვევები დაკავშირებულია არაპასტერიზებული რძის და რძის ნაწარმთან, ასევე დაბინძურებულ წყალთან. გარკვეულ რისკს წარმოადგენს დაინფიცირებულ შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით კნუტებთან და ლეკვებთან, ახლო კონტაქტი.

რეზერვუარი:  ბუნებრივ რეზერვუარს ფრინველები და  თბილსისხლიანი ცხოველები წარმოადგენენ, რომელთა ნაწლავებშიც კამპილობაქტერიები ცხოვრობენ და მრავლდებიან. ცხოველებში დაავადება კლინიკურად არ ვლინდება. კამპილობაქტერიების ფართოდ გავრცელება პრობლემებს ქმნის კონკრეტული პრევენციული ღონისძიებების ჩამოყალიბებისა და განხორციელებისთვის. ქვეყნებში სადაც შინაურ ფრინველებში კამპილობაქტერიოზის პროფილაქტიკისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება, ადამიანებში დაავადების შემთხვევბმაც მნიშვნელოვნად მოიკლო.

გადაცემისგზები ფეკალურ-ორალურია, თუმცა შეიძლება გადაეცეს ასევე კონტაქტურ გზითაც, მაგ. ცხოველების მოვლის დროს. დამაინფიცირებელი დოზა დაბალია (1000-10,000 მიკრ. ერთეული). ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემის ალბათობა უმნიშვნელოა.

ინკუბაციურიპერიოდი 1-დან 10 დღემდეა (საშუალოდ 2-5) და დამოკიდებულია მიღებული გამომწვევის რაოდენობაზე (დოზაზე). დაავადება ჩვეულებრივ მსუბუქი და/ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს ჩვილებში, მოხუცებულებში და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში. დაავადება როგორც წესი დიარეით (ხშირად სისხლიანი) გამოვლინდება. პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატუროის მომატება. დაავადება 6 დღემდე გრძელდება და როგორც წესი თვითგანკურნებით სრულდება. მკურნალობაში მთავარია დიარეით გამოწვეული ელექტროლიტების დეფიციტის შევსება. დიაგნოზის დადასტურებისთვის გამოიყენება ბაქტერიოლოგია (მიკრობი ძნელად კულტივირდებადია და გამოიყენება უჟანგბადო არე), ასევე შესაძლებელია PCR და ELISA მეთოდების გამოყენებაც. განავალში ანტიგენის აღმოსაჩენად მხოლოდ სწრაფი ტესტის გამოყენება საკამათოა. უმრავლესი შემთხვევები არ საჭიროებენ სპეციფიურ მკურნალობას ანტიბიოტიკებით.

გადამდებლობისპერიოდი: ავადმყოფი გადამდებია ინფექციის მთელი მიმდინარობის განმავლობაში. ანტიბიოტიკით არა ნამკურნალევი პაციენტი ბაქტერიებს 2-დან 7 კვირამდე გამოყოფენ. ბაქტერიამტარებლობას არ აქვს  ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა, რადგან დაავადების ძირითად წყაროს ინფიცირებული ფრინველები და ცხოველები წარმოადგენენ.

მიმღებლობა პრაქტიკულად საყოველთაოა, თუმცა ბავშვთა ასაკში დაავადება გაცილებით ხშირია ვიდრე მოზრდილებში. ცნობილია, რომ დაავადების გადატანის შემდეგ გამომუშავდება ტიპოსპეციფიური ხანგრძლივი იმუნიტეტი, თუმცა იმუნური მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი.

კონტროლისღონისძიებები:

a.       პრევენციული ღონისძიებები: კამპილობაქტერიოზის პრევენცია გულისხმობს საკვების წარმოების და მომზადების სრული პროცესის (ფერმიდან-თეფშამდე) კონტროლს, როგორც კომერციულ დაწესებულებებში, ასევე ოჯახურ პირობებში. მნიშვნელოვანია  პირადი ჰიგიენის წესების განუხრელად დაცვა.

პრევენციის ძირითადი პრინციპებია: 

•          ყოველთვის მიიღეთ  თერმულად კარგად დამუშავებული  ხორცი, რძე და კვერცხი;

•          კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;

•          დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

•          კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

•          გამოიყენეთ ხარისხიანი წყალი;

•          დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;

•          განცალკევებიულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები;

•          დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს;

•          დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ.

კამპილობაქტერიოზის შემთხვევების შემცირებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციფიური ღონისძიებების გატარება ფერმებში და სასაკლაოებში.

b.      პაციენტის და კონტაქტების კონტროლი:

– სიმპტომების (დიარეის) მქონე პირები არ დაიშვებიან სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია საკვების მომზადებასთან, ბავშვების, ავადმყოფების, და მოხუცებულების მოვლასთან;

– კონტაქტების მიკრობიოლოგიური კვლევა მიზანშეწონილია აფეთქებების გამოსავლენად.

c.       ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: ეპიაფეთქებების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება წყაროს გამოვლენის და ლიკვიდაციის მიზნით .

d.      ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა დადასტურებული არაა.

e.       საერთაშრისო ღონისძებები:WHO პარტნიორ ორაგანიზაციებთან ერთად (FAO) მუშაობს დეტალური პრევენციული ღონისძიებების შესამუშუშავებლად. ძირითადი აქცენტი კეთდება ფრინველებისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობის მიმართებით. ესაა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე პროდუქტის ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე. ასევე მნიშვნელოვანი ჯანმოს ,,სურსათის უსაფრთხოების ხუთი ძირითადი პრინციპის“ დაცვა.

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs255/ru/

კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

კვებასთან დაკავშირებული რჩევები COVID-19 -ის დროს მოზრდილთათვის
#post_seo_title

კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებს შეუძლიათ ინსულტის თავიდან აცილება კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო კოლეჯის (ბრონქსი) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ინსულტის და ამ მიზეზთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდება. ამ კვლევის შედეგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობას, რადგან ეს პროდუქტები კალიუმის წყაროს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ კალიუმის მიღება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში არა მარტო ინულტის, არამედ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკსაც ამცირებს.

ადრე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კალიუმის მოხმარება ამცირებს სისხლის წნევას, მაგრამ შეუძლია თუ არა კალიუმის მიღებას ინსულტისა და სიკვდილიანობის პრევენცია, აქამდე გაურკვეველი იყო.

კვლევაში ჩართული იყო 50-79 წლის ასაკის პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი 90,137 ქალი. პოსტმენოპაუზის საშუალო ხანგრძლივობა 11 წელს შეადგენდა. კვლევისას აღირიცხებოდა ქალების მიერ კალიუმის მოხმარების დონე, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტის და გარდაცვალების შემთხვევები.

კვლევის დაწყებისას არცერთ მონაწილეს არ აღენიშნებოდა ინსულტი. კალიუმის საკვებისმიერი მიღების საშუალო მაჩვენებელი დღეში 2,611 მილიგრამს შეადგენდა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კალიუმის საშუალოზე მაღალი მოხმარებისას ინსულტის განვითარების ზოგადი რისკი 12%-ით და იშემიური ინსულტის განვითარების რისკი 16%-ით მცირდება. დადგინდა, რომ კალიუმის მაქსიმალური რაოდენობის მოხმარების პირობებში ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი 10%-ით მცირდებოდა.ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა შორის კალიუმის მაღალი მოხმარება დაკავშირებული იყო ნაადრევი სიკვდილიანობის განვითარების რისკის შემცირებასთან, იშემიური ინსულტის რისკის 27%-ით და ზოგადად ინსულტის რისკის 21%-ით დაბალ რისკთან.

ამ კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საჭირო რაოდენობით კალიუმის საკვებისმიერი მიღება უფრო ეფექტურია ჰიპერტონული დაავადების დაწყებამდე. დღეისათვის აშშ-ში რეკომენდებულია 4.7 მილიგრამი კალიუმის მიღება ყოველდღიურად.
კვლევების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციით ქალებმა აუცილებლად უნდა მიიღონ კალიუმით მდიდარი საკვები. კალიუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა თეთრიკარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, ბანანი, თეთრი პარკოსნები (ლობიო) და სხვა.

American Heart Association’s Journal Stroke

http://www.scienceworldreport.com/articles/16980/20140905/food-rich-in-potassium-cuts-stroke-and-death-risk-in-older-women.htm

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის
#post_seo_title

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის

სიმსუქნის დროს, ორგანიზმში ცხიმის ჭარბად დაგროვება ხდება. 

თირკმლის დაავადებებისაკენ უფრო მეტად მსუქანი, მათ შორის დიაბეტითა და ჰიპერტონული დაავადებების მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი.

თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, მთელ მსოფლიოში, 2025 წელს სიმსუქნით, მამაკაცების 18% და ქალების 21%  იქნება დაავადებული.

ზოგიერთ ქვეყანაში, ჭარბი წონა ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედს აქვს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და წლიურ სამედიცინო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ზოგად მოსახლეობაში, სიმსუქნე ხელს უწყობს გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ოსტეოართროზის, კიბოს, ფსიქიკური დარღვევების, ღვიძლის გაცხიმოვნების განვითარებას, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას, იწვევს ძილის აპნოეს (სუნთქვის შეწყვეტა).

გარდა ამისა, სიმსუქნე ცხოვრების ხარისხს აქვეითებს  და ზრდის სიკვდილიანობის რისკს. 

არსებული მონაცემებით, სიმსუქნე ასევე თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და  თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების უდიდეს რიკს- ფაქტორს წარმოადგენს.

მსუქანი და ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, (ნორმალური წონის მქონე ადამიანებთან შედარებით), თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების 2-დან 7-მდე მეტი შანსი აქვთ.

სიმსუქნეს – ჰიპერტონიის, დიაბეტი 2-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  „ხარჯზე“, ირიბი გზით მივყავართ თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარებამდე; თირკმელების გაძლიერებული მუშაობა კი, მათი პირდაპირ გზით დაზიანებას იწვევს.

წონის კონტროლმა, შესაძლებელია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარება შეაფერხოს. 

თირკმლის მწვავე დაზიანება ძირითადად სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს ემართებათ.

თირკმლის მწვავე დაზიანება უეცრად ვითარდება, ხშირად ხანმოკლე მიმდინარეობა ახასიათებს და ძირითადი მიზეზის აღკვეთის შემთხვევაში სრული გამოჯანმრთელებით სრულდება; თუმცა, შესაძლებელია მძიმე შორეული შედეგები და შესაბამისად, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

http://www.who.int/life-course/news/events/world-kidney-day-2017/en/#

იცოდე შენი წნევის შესახებ!

იცოდე შენი წნევის შესახებ!
#post_seo_title

იცოდე შენი წნევის შესახებ!

ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი წნევა, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო, და სხვა.

ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, გულის უკმარისობა, თირკმლისდაავადება, სიბრმავე და სხვა გართულებები.

140/90 მმ.ვწყ.სვ. და მეტი მაჩვენებელი მაღალ წნევად ანუ ჰიპერტენზიად ითვლება.

უნდა იცოდეთ წნევის ციფრები, რათა ადრეულად გამოავლინოთ ჰიპერტენზია.

თუ თქვენი წნევის ციფრები არ იცით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წნევის სწორი გაზომვა მოითხოვს სათანადო წესების მკაცრად დაცვას და შემოწმებულ წნევის აპარატს.

ექიმი ან ექთანი გასწავლით როგორია წნევის გაზომვის ტექნიკა. ასევე მოახდენს საზომი აპარატის სტანდარტიზაციას იზომეთ წნევა სახლშიც რეგულარულად დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში.

მაღალი წნევის მომატების თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მკურნალობაც.

მაღალი წნევის თავიდან ასაცილებლად მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს:
– ნაკლებად მოიხმარეთ მარილი და მლაშე საკვები.
– მირთვითმეტი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ტკბილეულს, ცომეულსა და ცხოველურ ცხიმს.
– ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას.
– იმოძრავეთ მეტი, ივარჯიშეთ რეგულარულად.
– თავი დაანებეთ თამბაქოს წევას, ერიდეთ მის კვამლს.

მაღალ წნევის მკურნალობისთვის: 
1. დაიწყეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
ბევრისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესით შეცვლა საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად.
2. უმეტესობას ცხოვრების ჯანსაღი წესთან ერთად მედიკამენტურიმკურნალობაცსჭირდება.

მედიკამენტები ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.

მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა ჯანმრთელობის გართულების საფრთხეს ზრდის.

ისეთი წესით მიიღეთ მედიკამენტები,როგორითაც ექიმმა დაგინიშნათ.

წნევის გაკონტროლება და მისი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ იცხოვრებთ ჯანსაღი წესით და მედიკამენტებს ექიმის დანიშნულებით რეგულარულად მიიღებთ წნევის კონტროლი გულისხმობს მისი მაჩვენებლების 140/90 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას და სხვა რისკფაქტორების შემცირებას.

მნიშვნელოვანი მიღწევა – ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრება შეცვალოს

ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრება შეცვალოს
#post_seo_title

ბრიტანელმა მეცნიერებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან მიღწევას ნაწლავის ანთებითი დაავადების გამოკვლევისას, რამაც შეიძლება შეცვალოს ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

ამ აღმოჩენის გამო, აღარ არის „გაურკვეველი“ რა იწვევს ამ მდგომარეობას. 

ამ აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს IBD-ით (ნაწლავის ანთებითი დაავადება) დაავადებულთა ცხოვრება.

ეს მდგომარეობა იწვევს დისკომფორტს, შებერილობას, ტკივილს მუცლის არეში და ასევე შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, თუ მიირთმევთ გარკვეულ საკვებს.

დოქტორი ლი იმედოვნებს, რომ კლინიკური კვლევები ხუთ წელიწადში ჩატარდება.

ახლა მათ სურთ შექმნან ადამიანებზე კვლევები მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ უკვე არსებული წამლები, როგორც ჩანს, აბრუნებს დაავადებას ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში.

NHS ვებსაიტის თანახმად, „გაურკვეველია“ რა იწვევს დაავადებას, მაგრამ „ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი იმუნური სისტემა თავს დაესხმება თქვენს ნაწლავებს, რაც იწვევს მის ანთებას“.

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია?
#post_seo_title

რა არის რეაბილიტაცია?

ვის ესაჭიროება იგი?
რეაბილიტაცია, შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე – ტრავმის, სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციის, ავადმყოფობის შემდეგ, ან, სულაც, ასაკის მატებისას, ფუნქციური შესაძლებლობების შემცირებას­თან ერთად.
რეაბილიტაცია ადამიანს ეხმარება იყოს უფრო დამოუკიდებელი, ჩაერთოს სასწავლო, სამუშაო, გასართობ აქტი­ვობ­ებ­ში, იზრუნოს საკუთარ თავზე, ოჯახზე თუ ახლობლებზე.
პროფესიონალთა გუნდთან ერთად, ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეაბილიტაციის პროცესის დროულად დაწყება საუკეთესო შედეგის მიღების წინაპირობაა.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights