ორშაბათი, ივნისი 15, 2026

კატარაქტა – თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა

კატარაქტა - თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა
#post_seo_title

კატარაქტა

განმარტება: კატარაქტა  თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა. როგორც წესი, კატარაქტა მოხუცებულობის ასაკში ვლინდება, თუმცა თანდაყოლილი შემთხვევებიც გვხვდება. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტრამვას, ანთებას და ა.შ.

გავრცელება: სიბრმავის 51%-ის მიზეზი სწორედ კატარაქტა გახლავთ. ეს კი 20 მლნ ადამიანს შეადგენს (2010).  ამრიგად, მას ამ მიმართულებით წამყვანი ადგილი უჭირავს.  სიბრმავის მიზეზის დანარჩენი ნაწილი დაკავშირებულია გლაუკომისთან, ონქოცერკოზსა  და ბავშვთა დაავადებებთან.

კატარაქტის მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული გზით. კატარაქტა მხედველობის დაქვეითების მიზეზს წარმოადგენს, როგორც განვითარებად, ისევე განვითარებულ ქვეყნებში. გასაკვირი არაა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად, მატულობს კატარაქტით დაავადებულთა რიცხვიც.

პრევენცია: დადგენილია, რომ ულტრიისფერი სხივებით ექსპოზირებისა და თამბაქოს მოხმარების შემცირება ერთმნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტით ავადობის რისკს. ცნობილია,, რომ შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონა ხელს უწყობს კატარაქტას განვითარებას.

მკურნალობა: როგორც წესი, ქირურგიული მკურნალობა, რომელიც თავის მხრივ დაზიანებული ბროლის ხელოვნული ბროლით ჩანაცვლებას გულისხმობს, საკმაოდ წარმატებით გამოიყენება, მხედველობის აღდგენის მიზნით.

 სიბრმავე

მსოფლიოში დღესდღეობით 180 მილიონ ადამიანს მხედველობის პრობლემა აქვს.

აქედან, 40-დან 45 მილიონამდე ადამიანი ბრმაა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. სიბრმავის  დაახლოებით 50% კატარაქტითაა გამოწვეული. სიბრმავის შემთხვევაში, ადამიანები, როგორც წესი, პროფესიულ ან/და სოციალურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მხედველობის დაკარგვა მძიმე ტვირთად აწვება როგორც დაავადებულ ადამიანს, ისე მათ ოჯახებს. ის ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც მსოფლიოს ყოველი 10 უსინათლო ადამიანიდან 9 ცხოვრობს. ფაქტიურად, მათგან დაახლოებით 60%  აფრიკაში საჰარის სამხრეთით, ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი:

თვალის მოვლის ხელმისაწვდომობის ბარიერების აღმოფხვრაზე ადვოკატირება, თვალის მოვლის კომპლექსური სისტემების სრულყოფისათვის ტექნიკური მხარდაჭერა  კატარაქტისა და თვალების სხვა ქრონიკული დაავადებების ტვირთის აღმოფხვრის მიზნით.

მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

http://who.int/blindness/causes/priority/

https://www.cdc.gov/visionhealth/basics/ced/index.html

კამპილობაქტერიოზი

კამპილობაქტერიოზი
#post_seo_title

კამპილობაქტერიოზი

ზოგადიმიმოხილვა (გავრცელება): კამპილობაქტერიოზი მწვავე ზოონოზური დაავადება, რომელიც უმეტესად დიარეითა და მუცლის ტკივილით მიმდინარეობს. კამპილობაქტერიები დიარეული დაავადების ოთხ ყველაზე ხშირ გამომწვევებს შორისაა. აშშ CDC-ის მონაცემებით,  ყოველწლიურად სავარაუდოდ 1.8 მილიონი ადამიანი ავადდება კამპილობაქტერიოზით, თუმცა დადასტურებული შემთხვევები გაცილებით მცირე რაოდენობითაა. შემთხვევათა დიდი ნაწილი ასიმპტომურია და ზოგჯერ თვით-ლიმიტირებადიც. საქართველოში, გაძნელებული ლაბორატორიული დიაგნოსტირების მიზეზით, კამპილობაქტერიოზის მხოლოდ ერთეული შემთხვევბია აღწერილი.

გამომწვევიაგენტი:  Campylobacter-ის გვარი   სპირალური, მოძრავი, გრამ-უარყოფიტი ბაქტერიებია. ადამიანში დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადებებს ხშირად Campylobacter jejuni იწვევს, თუმცა აღწერილია  C. coli, C. Lari  და C. Fetus-ით გამოწვეული დიარეებიც. კამპილობაქტერიები ცნობილია, როგორც გასტროენტერიტული დიარეების გამომწვევი პათოგენები. როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში კამპილობაქტერიები საკვებისმიერი დიარეების სალმონელებზე უფრო  ხშრად იწვევენ გასტროენტერიტებს. სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით მათი მნიშვნელობა დიდია. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ფართო გავრცელების მიუხედავად ხასიათდება მსუბუქი კლინირი მიმდინარეობით და ძალიან იშვიათად დაავადება მთავრდება გარდაცვალებით. კამპილობაქტერიების ზრდისთვის მიკროაერობული ნიადაგები და გარემოა საჭირო.

მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები:  დაავადების განვითარება ასოცირებულია თერმულად არასაკმარისად  დამუშავებელი ხორცის (განსაკუთრებით ფრინველის ხორცის)  ან ამ პროდუქტებთან შეხებაში მყოფ სხვა საკვების მიღებასთან. დაავადების შემთხვევები დაკავშირებულია არაპასტერიზებული რძის და რძის ნაწარმთან, ასევე დაბინძურებულ წყალთან. გარკვეულ რისკს წარმოადგენს დაინფიცირებულ შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით კნუტებთან და ლეკვებთან, ახლო კონტაქტი.

რეზერვუარი:  ბუნებრივ რეზერვუარს ფრინველები და  თბილსისხლიანი ცხოველები წარმოადგენენ, რომელთა ნაწლავებშიც კამპილობაქტერიები ცხოვრობენ და მრავლდებიან. ცხოველებში დაავადება კლინიკურად არ ვლინდება. კამპილობაქტერიების ფართოდ გავრცელება პრობლემებს ქმნის კონკრეტული პრევენციული ღონისძიებების ჩამოყალიბებისა და განხორციელებისთვის. ქვეყნებში სადაც შინაურ ფრინველებში კამპილობაქტერიოზის პროფილაქტიკისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება, ადამიანებში დაავადების შემთხვევბმაც მნიშვნელოვნად მოიკლო.

გადაცემისგზები ფეკალურ-ორალურია, თუმცა შეიძლება გადაეცეს ასევე კონტაქტურ გზითაც, მაგ. ცხოველების მოვლის დროს. დამაინფიცირებელი დოზა დაბალია (1000-10,000 მიკრ. ერთეული). ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემის ალბათობა უმნიშვნელოა.

ინკუბაციურიპერიოდი 1-დან 10 დღემდეა (საშუალოდ 2-5) და დამოკიდებულია მიღებული გამომწვევის რაოდენობაზე (დოზაზე). დაავადება ჩვეულებრივ მსუბუქი და/ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს ჩვილებში, მოხუცებულებში და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში. დაავადება როგორც წესი დიარეით (ხშირად სისხლიანი) გამოვლინდება. პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატუროის მომატება. დაავადება 6 დღემდე გრძელდება და როგორც წესი თვითგანკურნებით სრულდება. მკურნალობაში მთავარია დიარეით გამოწვეული ელექტროლიტების დეფიციტის შევსება. დიაგნოზის დადასტურებისთვის გამოიყენება ბაქტერიოლოგია (მიკრობი ძნელად კულტივირდებადია და გამოიყენება უჟანგბადო არე), ასევე შესაძლებელია PCR და ELISA მეთოდების გამოყენებაც. განავალში ანტიგენის აღმოსაჩენად მხოლოდ სწრაფი ტესტის გამოყენება საკამათოა. უმრავლესი შემთხვევები არ საჭიროებენ სპეციფიურ მკურნალობას ანტიბიოტიკებით.

გადამდებლობისპერიოდი: ავადმყოფი გადამდებია ინფექციის მთელი მიმდინარობის განმავლობაში. ანტიბიოტიკით არა ნამკურნალევი პაციენტი ბაქტერიებს 2-დან 7 კვირამდე გამოყოფენ. ბაქტერიამტარებლობას არ აქვს  ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა, რადგან დაავადების ძირითად წყაროს ინფიცირებული ფრინველები და ცხოველები წარმოადგენენ.

მიმღებლობა პრაქტიკულად საყოველთაოა, თუმცა ბავშვთა ასაკში დაავადება გაცილებით ხშირია ვიდრე მოზრდილებში. ცნობილია, რომ დაავადების გადატანის შემდეგ გამომუშავდება ტიპოსპეციფიური ხანგრძლივი იმუნიტეტი, თუმცა იმუნური მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი.

კონტროლისღონისძიებები:

a.       პრევენციული ღონისძიებები: კამპილობაქტერიოზის პრევენცია გულისხმობს საკვების წარმოების და მომზადების სრული პროცესის (ფერმიდან-თეფშამდე) კონტროლს, როგორც კომერციულ დაწესებულებებში, ასევე ოჯახურ პირობებში. მნიშვნელოვანია  პირადი ჰიგიენის წესების განუხრელად დაცვა.

პრევენციის ძირითადი პრინციპებია: 

•          ყოველთვის მიიღეთ  თერმულად კარგად დამუშავებული  ხორცი, რძე და კვერცხი;

•          კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;

•          დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

•          კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

•          გამოიყენეთ ხარისხიანი წყალი;

•          დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;

•          განცალკევებიულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები;

•          დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს;

•          დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ.

კამპილობაქტერიოზის შემთხვევების შემცირებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციფიური ღონისძიებების გატარება ფერმებში და სასაკლაოებში.

b.      პაციენტის და კონტაქტების კონტროლი:

– სიმპტომების (დიარეის) მქონე პირები არ დაიშვებიან სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია საკვების მომზადებასთან, ბავშვების, ავადმყოფების, და მოხუცებულების მოვლასთან;

– კონტაქტების მიკრობიოლოგიური კვლევა მიზანშეწონილია აფეთქებების გამოსავლენად.

c.       ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: ეპიაფეთქებების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება წყაროს გამოვლენის და ლიკვიდაციის მიზნით .

d.      ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა დადასტურებული არაა.

e.       საერთაშრისო ღონისძებები:WHO პარტნიორ ორაგანიზაციებთან ერთად (FAO) მუშაობს დეტალური პრევენციული ღონისძიებების შესამუშუშავებლად. ძირითადი აქცენტი კეთდება ფრინველებისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობის მიმართებით. ესაა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე პროდუქტის ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე. ასევე მნიშვნელოვანი ჯანმოს ,,სურსათის უსაფრთხოების ხუთი ძირითადი პრინციპის“ დაცვა.

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs255/ru/

კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

კვებასთან დაკავშირებული რჩევები COVID-19 -ის დროს მოზრდილთათვის
#post_seo_title

კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებს შეუძლიათ ინსულტის თავიდან აცილება კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო კოლეჯის (ბრონქსი) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ინსულტის და ამ მიზეზთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდება. ამ კვლევის შედეგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობას, რადგან ეს პროდუქტები კალიუმის წყაროს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ კალიუმის მიღება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში არა მარტო ინულტის, არამედ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკსაც ამცირებს.

ადრე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კალიუმის მოხმარება ამცირებს სისხლის წნევას, მაგრამ შეუძლია თუ არა კალიუმის მიღებას ინსულტისა და სიკვდილიანობის პრევენცია, აქამდე გაურკვეველი იყო.

კვლევაში ჩართული იყო 50-79 წლის ასაკის პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი 90,137 ქალი. პოსტმენოპაუზის საშუალო ხანგრძლივობა 11 წელს შეადგენდა. კვლევისას აღირიცხებოდა ქალების მიერ კალიუმის მოხმარების დონე, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტის და გარდაცვალების შემთხვევები.

კვლევის დაწყებისას არცერთ მონაწილეს არ აღენიშნებოდა ინსულტი. კალიუმის საკვებისმიერი მიღების საშუალო მაჩვენებელი დღეში 2,611 მილიგრამს შეადგენდა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კალიუმის საშუალოზე მაღალი მოხმარებისას ინსულტის განვითარების ზოგადი რისკი 12%-ით და იშემიური ინსულტის განვითარების რისკი 16%-ით მცირდება. დადგინდა, რომ კალიუმის მაქსიმალური რაოდენობის მოხმარების პირობებში ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი 10%-ით მცირდებოდა.ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა შორის კალიუმის მაღალი მოხმარება დაკავშირებული იყო ნაადრევი სიკვდილიანობის განვითარების რისკის შემცირებასთან, იშემიური ინსულტის რისკის 27%-ით და ზოგადად ინსულტის რისკის 21%-ით დაბალ რისკთან.

ამ კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საჭირო რაოდენობით კალიუმის საკვებისმიერი მიღება უფრო ეფექტურია ჰიპერტონული დაავადების დაწყებამდე. დღეისათვის აშშ-ში რეკომენდებულია 4.7 მილიგრამი კალიუმის მიღება ყოველდღიურად.
კვლევების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციით ქალებმა აუცილებლად უნდა მიიღონ კალიუმით მდიდარი საკვები. კალიუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა თეთრიკარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, ბანანი, თეთრი პარკოსნები (ლობიო) და სხვა.

American Heart Association’s Journal Stroke

http://www.scienceworldreport.com/articles/16980/20140905/food-rich-in-potassium-cuts-stroke-and-death-risk-in-older-women.htm

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის
#post_seo_title

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის

სიმსუქნის დროს, ორგანიზმში ცხიმის ჭარბად დაგროვება ხდება. 

თირკმლის დაავადებებისაკენ უფრო მეტად მსუქანი, მათ შორის დიაბეტითა და ჰიპერტონული დაავადებების მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი.

თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, მთელ მსოფლიოში, 2025 წელს სიმსუქნით, მამაკაცების 18% და ქალების 21%  იქნება დაავადებული.

ზოგიერთ ქვეყანაში, ჭარბი წონა ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედს აქვს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და წლიურ სამედიცინო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ზოგად მოსახლეობაში, სიმსუქნე ხელს უწყობს გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ოსტეოართროზის, კიბოს, ფსიქიკური დარღვევების, ღვიძლის გაცხიმოვნების განვითარებას, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას, იწვევს ძილის აპნოეს (სუნთქვის შეწყვეტა).

გარდა ამისა, სიმსუქნე ცხოვრების ხარისხს აქვეითებს  და ზრდის სიკვდილიანობის რისკს. 

არსებული მონაცემებით, სიმსუქნე ასევე თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და  თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების უდიდეს რიკს- ფაქტორს წარმოადგენს.

მსუქანი და ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, (ნორმალური წონის მქონე ადამიანებთან შედარებით), თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების 2-დან 7-მდე მეტი შანსი აქვთ.

სიმსუქნეს – ჰიპერტონიის, დიაბეტი 2-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  „ხარჯზე“, ირიბი გზით მივყავართ თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარებამდე; თირკმელების გაძლიერებული მუშაობა კი, მათი პირდაპირ გზით დაზიანებას იწვევს.

წონის კონტროლმა, შესაძლებელია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარება შეაფერხოს. 

თირკმლის მწვავე დაზიანება ძირითადად სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს ემართებათ.

თირკმლის მწვავე დაზიანება უეცრად ვითარდება, ხშირად ხანმოკლე მიმდინარეობა ახასიათებს და ძირითადი მიზეზის აღკვეთის შემთხვევაში სრული გამოჯანმრთელებით სრულდება; თუმცა, შესაძლებელია მძიმე შორეული შედეგები და შესაბამისად, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

http://www.who.int/life-course/news/events/world-kidney-day-2017/en/#

იცოდე შენი წნევის შესახებ!

იცოდე შენი წნევის შესახებ!
#post_seo_title

იცოდე შენი წნევის შესახებ!

ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი წნევა, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო, და სხვა.

ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, გულის უკმარისობა, თირკმლისდაავადება, სიბრმავე და სხვა გართულებები.

140/90 მმ.ვწყ.სვ. და მეტი მაჩვენებელი მაღალ წნევად ანუ ჰიპერტენზიად ითვლება.

უნდა იცოდეთ წნევის ციფრები, რათა ადრეულად გამოავლინოთ ჰიპერტენზია.

თუ თქვენი წნევის ციფრები არ იცით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წნევის სწორი გაზომვა მოითხოვს სათანადო წესების მკაცრად დაცვას და შემოწმებულ წნევის აპარატს.

ექიმი ან ექთანი გასწავლით როგორია წნევის გაზომვის ტექნიკა. ასევე მოახდენს საზომი აპარატის სტანდარტიზაციას იზომეთ წნევა სახლშიც რეგულარულად დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში.

მაღალი წნევის მომატების თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მკურნალობაც.

მაღალი წნევის თავიდან ასაცილებლად მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს:
– ნაკლებად მოიხმარეთ მარილი და მლაშე საკვები.
– მირთვითმეტი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ტკბილეულს, ცომეულსა და ცხოველურ ცხიმს.
– ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას.
– იმოძრავეთ მეტი, ივარჯიშეთ რეგულარულად.
– თავი დაანებეთ თამბაქოს წევას, ერიდეთ მის კვამლს.

მაღალ წნევის მკურნალობისთვის: 
1. დაიწყეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
ბევრისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესით შეცვლა საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად.
2. უმეტესობას ცხოვრების ჯანსაღი წესთან ერთად მედიკამენტურიმკურნალობაცსჭირდება.

მედიკამენტები ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.

მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა ჯანმრთელობის გართულების საფრთხეს ზრდის.

ისეთი წესით მიიღეთ მედიკამენტები,როგორითაც ექიმმა დაგინიშნათ.

წნევის გაკონტროლება და მისი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ იცხოვრებთ ჯანსაღი წესით და მედიკამენტებს ექიმის დანიშნულებით რეგულარულად მიიღებთ წნევის კონტროლი გულისხმობს მისი მაჩვენებლების 140/90 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას და სხვა რისკფაქტორების შემცირებას.

მნიშვნელოვანი მიღწევა – ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრება შეცვალოს

ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრება შეცვალოს
#post_seo_title

ბრიტანელმა მეცნიერებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან მიღწევას ნაწლავის ანთებითი დაავადების გამოკვლევისას, რამაც შეიძლება შეცვალოს ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

ამ აღმოჩენის გამო, აღარ არის „გაურკვეველი“ რა იწვევს ამ მდგომარეობას. 

ამ აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს IBD-ით (ნაწლავის ანთებითი დაავადება) დაავადებულთა ცხოვრება.

ეს მდგომარეობა იწვევს დისკომფორტს, შებერილობას, ტკივილს მუცლის არეში და ასევე შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, თუ მიირთმევთ გარკვეულ საკვებს.

დოქტორი ლი იმედოვნებს, რომ კლინიკური კვლევები ხუთ წელიწადში ჩატარდება.

ახლა მათ სურთ შექმნან ადამიანებზე კვლევები მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ უკვე არსებული წამლები, როგორც ჩანს, აბრუნებს დაავადებას ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში.

NHS ვებსაიტის თანახმად, „გაურკვეველია“ რა იწვევს დაავადებას, მაგრამ „ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი იმუნური სისტემა თავს დაესხმება თქვენს ნაწლავებს, რაც იწვევს მის ანთებას“.

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია?
#post_seo_title

რა არის რეაბილიტაცია?

ვის ესაჭიროება იგი?
რეაბილიტაცია, შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე – ტრავმის, სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციის, ავადმყოფობის შემდეგ, ან, სულაც, ასაკის მატებისას, ფუნქციური შესაძლებლობების შემცირებას­თან ერთად.
რეაბილიტაცია ადამიანს ეხმარება იყოს უფრო დამოუკიდებელი, ჩაერთოს სასწავლო, სამუშაო, გასართობ აქტი­ვობ­ებ­ში, იზრუნოს საკუთარ თავზე, ოჯახზე თუ ახლობლებზე.
პროფესიონალთა გუნდთან ერთად, ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეაბილიტაციის პროცესის დროულად დაწყება საუკეთესო შედეგის მიღების წინაპირობაა.

მოტივაციის არსის გაგება “გააკეთე შენი მაქსიმუმის  110%!”

მოტივაციის არსის გაგება
#post_seo_title

მოტივაციის არსის გაგება “გააკეთე შენი მაქსიმუმის  110%!”,

 “იბრძოლე ბოლომდე ან წადით სახლში!” მსგავს მოწოდებებს ხშირად იყენებენ მწვრთნელები სპორტსმენების მოტივაციისთვის. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები ასევე ცდილობენ  არააქტიური ბავშვების მოტივირებას, რომლებსაც უფრო მეტად იზიდავთ კომპიუტერული თამაშები, ვიდრე ფრენბურთი.

მიუხედავად იმისა, რომ მოტივაცია აუცილებელია ყველა ამ სპეციალისტის წარმატებისთვის, ბევრ მათგანს, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ესმის მოტივაციის არსი. მასწავლებლის, მწვრთნელის ეფექტური მუშაობა დიდწილად განისაზღვრება მოტივაციის არსის გაგებით, მასზე გავლენის ფაქტორების ჩათვლით, ასევე მისი გაუმჯობესობის მეთოდებით. ძალიან ხშირად, სწორედ ეს უნარი განასხვავებს კარგ სპეციალისტს საშუალო დონის სპეციალისტისგან.

რა არის მოტივაცია?

მოტივაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც პიროვნების ძალისხმევის მიმართულება და ინტენსივობა (Sage, 1977, Ames, 1995).

ძალისხმევის მიმართულება:

ძალისხმევის მიმართულება ნიშნავს, რომ ადამიანი ეძებს ან მიისწრაფვის გარკვეული სიტუაციებისკენ, ან რომ გარკვეული სიტუაციები იზიდავს მას. მაგალითად, საშუალო სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოტივირებული, რომ ითამაშოს ჩოგბურთის გუნდში, ან  სპორტსმენმა რომელმაც მიიღო ტრავმა შეიძლება მოტივირებული იყოს საუკეთესო ექიმის პოვნაში, რომ მალე დაუბრუნდეს თავის საქმიანობას.

სიტუაციაში მონაწილეობის სურვილი: ძალისხმევის ინტენსივობა განაპირობებს შედეგის ხარსხს . მაგალითად, სტუდენტს შეუძლია დაესწროს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილს (მონაწილეობა მიიღოს სიტუაციაში), მაგრამ არ გამოიყენოს დიდი ძალისხმევა.

ძალისხმევის მიმართულებასა და ინტენსივობას შორის ურთიერთობა ადამიანების უმეტესობისთვის მჭიდრო კავშირია.

მაგალითად, სტუდენტები და სპორტსმენები, რომლებიც იშვიათად აცდენენ გაკვეთილებს და ვარჯიშებს, ყოველთვის ადრე მოდიან, უფრო მეტ ინტერესს იჩენენ გაკვეთილებისა და ვარჯიშების დროს.

ხოლო ისინი, ვინც მუდმივად აცდენენ გაკვეთილებს და ვარჯიშებს და ხშირად აგვიანებენ, ნაკლებად შრომობენ.

მოტივაციის დაქვეითების მიზეზები შეიხლება იყოს განპირობებული როგორც გარე, ისევე შიდა ფაქტორებით.

გარე ფაქტორები მიეკუთვნება გარემოს,სიტუაციებს და სოციალური ინჰიბირების შიშს

შიდა ფაქტორები: ფრუსტრაციის შიში, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა, არამდგრადობა, მიზნის გაუფასურება, და მიზნის დასახვის არასწორი პატერნები.

როგორც წესი შიდა და გარე ფაქტორები ყოველთვის იკვეთებიან როგორც მოტივაციის ასევე დემოტივაციის შემთხვევაში.

მაგალითად ადამიანი რომელიც დაკავდა სპორტით მშობლების ზეწოლის შედეგად, არ ცხოვრობს საკუთარი მიზნით, ის მშობლების მიზნებით ხელმძღვანელობს, აქედან ჩნდება წაგების შიში, განსჯის შიში, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა და შემდგომ ან საკუთარი თავის ან მიზნის გაუფასურება. ჭეშმარიტი მოტივაცია პირველ რიგში მოითხოვს არამხოლოდ მიზნების ან მიზნის არსებობას არამედ ამ მიზნის სწორ პატერნებს.

(უპასუხეთ ამ კითხვებს)

  1. რატომ მსურს ამ მიზნის მიღწევა

2) ვისთვის ვაღწევ ამ მიზანს

3) რა შეიცვლება ჩემში და ჩემს გარშემო როცა ამ მიზანს მივაღწევ

4) რა შეიცვლება ჩემში და ჩემს გარშემო თუ ამ მიზანს  ვერ მივაღწევ

5) იმოქმედებს თუ არა ჩემი მიზნების მიღწევა ჩემს გარემოცვაზე

6) მაბედნიერებს თუ არა გზა ჩემს მიზნამდე

ზოგჯერ ჩვენ ვერ ვასხვავებთ ჩვენს ჭეშმარიტ სურვილებს ფსევდო სურვილებისგან, რომელსაც  გვახვევენ რეკლამები, სოც ქსელები, ამხანაგები. ხშირად ფსევდო სურვილის მოტივაცია ძალიან ძლიერია, მაგრამ როცა თქვენ იღებთ იმას რაც გინდოდათ, შიგნით გებადებათ სიცარიელეს გრძნობა.

ჭეშმარიტი მოტივაციისთვის სირთულეები საშუალებაა მიზანთან მისაახლოებლად

მოტივირებული სპორტსმენისთვის-წაგება არის ახალი გამოცდილების შეძენა და შეცდომების გამოსწორების მანიშნებელი ფაქტორი.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ სპორტსმენი არ იქნება ფრუსტრირებული  ან ემოციურად გამოფიტული. რა თქმა უნდა გარე ფაქტორები ძალიან მოქმედებენ მყარ მოტივაციაზეც კი, მაგრამ როცა მოტივაციის პატერნები სწორია, სპორტსმენი არ ცვლის გეზს ის უბრალოდ ეძებს სხვა ხერხს, რომ მიაღწიოს მიზანს.

მოვარჯიშეს ან პროფესიონალი სპორტსმენის მოტივაცია დამოკიდებულია ასევე მის პიროვნული თვისებებზე, და მწვრთნელის მიდგომაზე.

ბევრ შემთხვევაში მწვრთნელის მიდგომამ შეიძლება დემოტივირება მოახდინოს სპორტსმენის მენტალური შეუთავსებლობის გამო.

1)  ავტორიტარული მიდგომა

2) სპორტსმენის  პიროვნული თვისებების არგათვალისწინება

3) გადაჭარბებული სიმკაცრე

4) მიზნის მიღწევისადმი ინტერესის ნაკლებობა

კვლევებმა აჩვენა

გუნდურ სპორტში მონაწილე  სპორტსმენებს  ხშირ შემთხვევაში ნაკლები პასუხისმგებლობის განცდა აქვთ შედეგზე ვიდრე ინდივიდუალური სპორტის სახეობაში მონაწილე სპორტსმენებს.

მაგრამ ორივე ამ მიმართულების სპორტსმენებს გააჩნიათ მახასიათებელი ატრიბუციები

არასასურველი შედეგის შემთხვევაში,წაგებული სპორტსმენი მიზეზად ასახელებს გარე ფაქტორებს,და არ აანალიზებს საკუთარ შეცდომებს ასპარეზის დროს. ამას ჰქვია გარე ატრიბუციების გამოყენება წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს მიუთითებს სპორტსმენის პიროვნულ თვისებებზე რომელიც მას ხელს აუშლის განვითარებაში.

წარმატებული სპორტსმენები წაგებისას ხაზს უსვამენ შიდა ფაქტორებს და აანალიზებენ საკუთარ შეცდომებს, რათა მომავალში უფრო ხარისხიანად იასპარეზონ

 ვალიტა გორელჩანიკი

 

მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
#post_seo_title ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. მინისტრის განცხადებით, სექტორი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, სამინისტრო კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და უახლოეს პერიოდში, სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო ცვლილებებს შეიმუშავებს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი და დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ.

“შეიძლება ვირუსები იყოს ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი”

“შეიძლება ვირუსები იყოს ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი”
#post_seo_title

“შეიძლება ვირუსები იყოს ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი”

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროდეგენერაციული დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, შესაძლოა სრულიად ახალი მიმართულებით განიხილებოდეს. ახალმა კვლევამ (1) შესაძლო კავშირზე მიუთითა ვირუსებსა და ამ დაავადებას შორის, რაც არსებითად ცვლის ჩვენი მიდგომების საფუძვლებს. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის შესაძლებლობას აჩენს ახალი პრევენციული და სამკურნალო სტრატეგიების შექმნისთვის.
ალცჰაიმერის დაავადების ახლებური გაგება
ტრადიციულად, ალცჰაიმერის დაავადება ბეტა-ამილოიდის ფოლაქებსა და ტაუპროტეინის ტანჯლებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ახალი კვლევები მიუთითებს, რომ ჰერპესვირუსები, განსაკუთრებით ჰერპესის ვირუსი ტიპი 1 (HSV-1), შესაძლოა იყოს დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი.
მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დემენციის სხვადასხვა ფორმით, რომელთა 60-70% ალცჰაიმერზე მოდის (2). საქართველოში, 2021 წლის მონაცემებით, დემენციით დაავადებული მოსახლეობის პროცენტი 1%-ს აღწევს, რაც დაახლოებით 40,000 ადამიანს შეადგენს (3).
კვლევის მიხედვით, HSV-1-ის ინფექციამ შესაძლოა ტვინში ქრონიკული ანთება გამოიწვიოს, რაც ნეიროდეგენერაციულ პროცესებს აძლიერებს (4). ამას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჰერპესის ვირუსით ინფიცირებული ადამიანები ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის 50%-ზე მეტს წარმოადგენენ (5).
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობა
თუ ვირუსები მართლაც მნიშვნელოვანი როლი ასრულებენ ალცჰაიმერის განვითარებაში, პრევენციის სტრატეგიები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მაგალითად, ჰერპესის ვირუსის მართვა ან შესაბამისი ვაქცინაცია ალცჰაიმერის პრევენციის მთავარ ნაწილად შეიძლება იქცეს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების მართვა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ვირუსების დროული გამოვლენა და მათი კონტროლი ნეიროლოგიური დაავადებების პრევენციის სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენს.
გამოწვევები და შესაძლებლობები
ახალი მიდგომები ასევე სერიოზულ გამოწვევებს აჩენს. ჯერ კიდევ გასარკვევია, ვირუსი პირდაპირი მიზეზია თუ უბრალოდ ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. ასევე, საჭიროა იმის გათვალისწინება, როგორ შეიძლება ასეთი მიდგომების დანერგვა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.
სტიგმა, რომელიც ჰერპესის ვირუსთანაა დაკავშირებული, შესაძლოა კიდევ ერთი დაბრკოლება გახდეს. ამიტომ, საზოგადოებრივი კამპანიები ამ საკითხების მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს და მგრძნობიარობას მოითხოვს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პერსპექტივა
როგორც ექიმი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, მე, გიორგი ფხაკაძე, დავიწყე „საყდრის“ (Sakato) ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ნეიროდეგენერაციული და სხვა ქრონიკული დაავადებების პრევენციისთვის ახალი გზების განვითარებას საქართველოში. Sakato მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ადრეული პრევენციული ღონისძიებების მხარდაჭერას.
ეს კვლევა ხაზს უსვამს ინტეგრირებული მიდგომების აუცილებლობას. ალცჰაიმერი მხოლოდ “ტვინის დაავადება” არ არის, ის მრავალმხრივი დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია ვირუსებთან, გენეტიკასთან, ცხოვრების წესთან და გარემოსთან. ამ პრობლემასთან ბრძოლა მოითხოვს მეცნიერების, მედიცინის და სოციალური პოლიტიკის კოორდინაციას.
საქართველოში, ეს კვლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიების გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს. ვირუსული ინფექციების მართვა, ვაქცინაცია და მათი ეფექტის შესწავლა მოსახლეობის ნეიროლოგიურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანია.
დასკვნა
ალცჰაიმერის დაავადების შესაძლო ვირუსული წარმომავლობა მნიშვნელოვან სამეცნიერო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ შედეგებს უტოვებს. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, ეს ნიშნავს ახალი პრევენციული პოლიტიკის და ინოვაციების დანერგვას.
როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, მე მჯერა, რომ საქართველო შეუძლია გახდეს მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების მართვა გლობალური კვლევების საფუძველზე.
წყაროები
1. Read C. New Study Suggests Viruses Could Be Cause of Alzheimer’s. UNILAD. [Internet]. 2025 Jan 6 [cited 2025 Jan 8]. Available from: https://www.unilad.com/…/alzheimer-disease-cause-virus…
2. World Health Organization. Dementia Fact Sheet. WHO. [Internet]. 2022 Sep 2 [cited 2025 Jan 8]. Available from: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/dementia
3. Georgian Statistics Office. Health Statistics 2021. GeoStat. [Internet]. 2022 Jan [cited 2025 Jan 8]. Available from: https://www.geostat.ge
4. Itzhaki RF, Lathe R. Herpes Viruses and Alzheimer’s Disease: The Viral Hypothesis. Lancet Neurology. 2018;17(3):271-278. Available from: https://doi.org/10.1016/S1474-4422(18)30090-9
5. Looker KJ, Magaret AS, Turner KM, et al. Global Estimates of Prevalent and Incident Herpes Simplex Virus Type 1 Infections in 2012. PLoS ONE. 2015;10(10):e0140765. Available from: https://doi.org/10.1371/journal.pone.0140765
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ხარისხის და აკრედიტაციის პროცესების მართვაში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. პროფესორი ფხაკაძე ცნობილია, როგორც ლიდერი, რომელიც მუდმივად მუშაობს საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაზე, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაძლიერებისკენაა მიმართული.
@ [61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights