რატომ ცხელა დედამიწაზე? 











მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლენა ნანუშიანმა მიმართეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის მთავარი თემა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის კიდევ უფრო გაუმჯობესება იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, ციფრული გადაწყვეტილებების მიღებას. სამუშაო შეხვედრის ფორმატში მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტებს.
თეა გიორგაძემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. ისაუბრეს საქართველო-სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ვაქცინა, სახელად Matrix-M, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტმა შეიმუშავა, 77%-იან ეფექტიანობას აჩვენებს ჩვილ ბავშვებში. ვაქცინამ, რომლის ტესტიურებაც 2019 წელს ბურკინა-ფასოში 450 ჩვილზე ჩატარდა, მნიშვნელოვნად წარმატებული შედეგები აჩვენა, რაც შეიძლება გადამწყვეტი იყოს მალარიის მიმართ გლობალური ბრძოლისთვის.
Matrix-M ვაქცინა: რევოლუციური მიღწევა მალარიის წინააღმდეგ
ამ ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება გადამწყვეტი იყოს, რადგან იგი პირველია, რომელმაც 75%-იან ზღვარს გადააჭარბა, რაც იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი 2030 წლისთვის. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ვაქცინამ გრძელვადიან პერიოდში 77%-იანი შედეგი აჩვენა.
კლინიკური ცდები და შედეგები
ბურკინა-ფასოში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა მიანიშნა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და არ გამოუვლენია სერიოზული გვერდითი ეფექტები. გარდა ამისა, ეს არის პირველი ვაქცინა, რომელმაც შეიძლება გადაჭრას მალარიისგან გარდაცვლილთა რიცხვი, რომელიც ყოველწლიურად 400,000 ადამიანს აღწევს მთელს მსოფლიოში.
მომავალი ნაბიჯები და გლობალური პარტნიორობები
Matrix-M ვაქცინის მესამე ფაზის კლინიკური ცდები ამჟამად მიმდინარეობს ინდოეთის სისხლის შრატის ინსტიტუტისა და Novavax-ის მხარდაჭერით აფრიკის ქვეყნებში, სადაც 4800 ბავშვი მონაწილეობს. ვაქცინის მომზადება და ლიცენზირება შეიძება უახლოეს წლებში.
მალარიის მსოფლიო მნიშვნელობა
მალარია, რომელიც აფრიკაში ბავშვების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, შეიძლება მალე კონტროლირებადი გახდეს ახალი ვაქცინის დახმარებით. ინდოეთის სისხლის შრატის ინსტიტუტი პირობას დებს, რომ წელიწადში 200 მილიონ დოზას დაამზადებს. ვაქცინის ავტორიზაციის შემთხვევაში, Matrix-M შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.
ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერა
„Matrix-M“-ის შედეგები „საეტაპო მიღწევაა“ მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი ეფექტიანი ვაქცინა გლობალურ ტრაგედიას დაამთავრებს, რადგან მალარია ასობით ათას ბავშვს კლავს ყოველწლიურად.
ამ გამოკვლევის შედეგები და ვაქცინის პოტენციალი აჩენს ახალ იმედს მალარიის განადგურების მიმართულებით. ამ ეტაპზე, ვაქცინას აქვს დიდი პერსპექტივა, რათა ეფექტურად მოაგვაროს დაავადება, რომელიც დღემდე უდიდეს საფრთხეს უქმნის მსოფლიო მოსახლეობას.
კლინიკური ცდების შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.
ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში.
პაციენტები სტაციონარს ძირითადად ცხელებით მიმართავენ, მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურა არ ექვემდებარება მედიკამენტს.
მედიკოსები ამბობენ, რომ “ღორის გრიპის” ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობა ეფექტურია დაავადების პირველ 72 საათში, ამიტომ მოუწოდებენ პაციენტებს დროულად მიმართონ ექიმს.
პაციენტები ხშირად ვირუსის გამოვლენის პირველ სიმპტომებისას თვითმკურნალობას მიმართავენ.
განსაკუთრებით გახშირდა გრიპის ვირუსის გართულებების შემთხვევები ბავშვებში. რისკ-ჯგუფში შედიან 2 წლამდე ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პატარები. პედიატრიულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების 52 პროცენტს, სწორედ ღორის გრიპის დადასტურებული შემთხვევები წარმოადგენს.
ვირუსის ფონზე კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვანების და მცირეწლოვანების უმრავლესობას განუვითარდა პნევმონია, თუმცა არის სხვა გართულებების ფართო სპექტრი.
“ღორის გრიპისა” და სხვა სეზონური ვირუსების გართულებების პრევენციისთვის, ექიმები საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკვე დაავადების გავრცელების პიკს უახლოვდება, აცრა დაგვიანებული არ არის.
გრიპის ვირუსის გავრცელების პარალელურად ქვეყანაში კვლავ აქტუალური გახდა კოვიდ პანდემიის მთავარი ატრიბუტი. ექიმები მოგვიწოდებენ ხალხმრავალ ადგილებში გამოვიყენოთ პირბადე, მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენა რადგან გრიპი გადამდებია ზედაპირებთან შეხებითაც, ასევე, სიმპტომების გამოვლენისას თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან.
ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.
