ორშაბათი, ივნისი 15, 2026

ლეპტოსპიროზი – ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება

ლეპტოსპიროზი - ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება
#post_seo_title

ლეპტოსპიროზი

1.ზოგადიმიმოხილვა – ლეპტოსპიროზის ორი კლინიკური ფორმა არსებობს: სიყვითლით მიმდინარე და უსიყვითლო. ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება. სიმპტომები შიძლება ორ ეტაპად გამოვლინდეს. თითქმის ყველა მძიმე შემთხვევაში აღინიშნება თირკმლის ფუნქციის მოშლა – ნეფრიტი ანურიით და ურემიული მოვლენებით, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თრომბო-ჰემორაგიული სინდრომი,  რეციდივები 3-4 ტემპერატურული ტალღით, ხშირად ახლავს მენინგეალური მოვლენები (ლეპტოსპიროზული მენინგიტი), პნევმონია, ფილტვის ჰემორაგია, მიოკარდიტი, ბრადიკარდია, სისხლის წნევის დაქვეითება,  მესამე დღიდან სხვადასხვა ტიპის გამონაყარი მთელ ტანზე და სისხლჩაქცევები.

ლეპტოსპიროზის ბუნებრივი კერები რეგისტრირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,  შემთხვევვები აღრიცხულია საქართველოშიც. ლეპტოსპიროზი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, თუმცა არათანაბრადაა გავრცელებული. ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აჭარაში. ლეპტოსპიროზისათვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული სეზონურობა. დაავადება გავრცელებულია თანაბარი ინტენსივობით, როგორც ქალაქად, ისე სოფლად.

2. გამომწვევიაგენტილეპტოსპიროზის გამომწვევი ბაქტერია მიეკუთვნება Leptospira interrogans  – ის გვარს და სპიროქეტების ოჯახს.

3. მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები – დაავადება არის პროფესიული, რისკის ჯგუფები არიან:ვეტერინარები, სამხედროები, მინდორში მომუშავეები, ცხოველთა ფერმის მუშაკები,  მეთევზეები, კანალიზაციის მუშები. შემთხვევები ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანთა დაინფიცირება ძირითადად ხდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულებისას, ღია წყალსატევების წყლის გამოყენებისას, შინაური ცხოველების მოვლისას, მღრღნელებთან კონტაქტისას.

4. რეზერვუარი-ლეპტოსპირა ბინადრობს გარეული და შინაური ცხოველების თირკმლის გორგლებში და გარემოში გამოიყოფა შარდთან ერთად. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველები: ვირთაგვა, ტყის მემინდვრია, სახლის თაგვი, ძაღლი, ძროხა, ღორი და სხვა, რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებ პროდუქტებს, გარშემო საგნებს.

5. გადაცემისგზებიადამიანი ინფიცირდება ცხოველების შარდით დაბინძურებულ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად,. Leptospira  ადამიანის ორგანიზმში ლორწოვანი გარსის, დაზიანებული კანის, აგრეთვე  დაბინძურებული საკვები პროდუქტების საშუალებით იჭრება (ალიმენტური), ასევე კონტაქტური გზით (დაავადებული ცხოველის სისხლთან  და ქსოვილებთან კონტაქტით). დაავადების ეპიდაფეთქება უმეტესად დაკავშირებულია ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ბანაობასთან.

 6. ინკუბაციურიპერიოდიძირითადად 10 დღეა, მერყეობს 2-დან 30 დღემდე.

7.  გადამდებლობისპერიოდი– ლეპტოსპიროზი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. ძალიან იშვიათად სქესობრივი გზით, ტრანსპლაცენტარულად და დედის რძით. ლეპტოსპირები შარდში გვხვდება დაავადების გადატანიდან 1 თვის განმავლობაში.

8. მიმღებლობა – ლეპტოსპიროზით ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხებადაავადებისადმი მგრძნობიარეა ყველა ასაკი. დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი სეროვარსპეციფიურია. ვაქცინაცია ვერ იცავს ადამიანს ლეპტოსპირას სხვა სეროვარებით გამოწვეული დაავადებისაგან.

9.       კონტროლისღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები

ü  არ იცურაოთ და არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს დაავადებული ცხოველების შარდით;

ü  პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმნები) დაბინძურებულ ნიადაგთან, წყალთან, ცხოველთა ქსოვილებთან  ან შარდთან კონტაქტისას;

ü  ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა  ექიმის დანიშნულებით (200 მგ დოქსიციკლინი კვირაში, არ არის რეკომენდირებული ორსულებისა და ბავშვებისათვის).

ü  ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ;

ü  დაბინძურებული ზედაპირების დასამუშავებლად ანტიბაქტერიული სითხის გამოყენება;

ü  დერატიზაცია

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.

ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები. ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  შესაბამის  ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ – ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად. საჭიროა შემთხვევის სასწრაფოდ შეტყობინება ლოკალურ და ცენტრალურ დონეზე.

გ) ეპიდსაწინაამღდეგო ღონისძიებები – ინფექციის წყაროს და გადაცემის გზების დადგენა. სავარაუდო წყაროსთან ექსპოზირებულებზე მეთვალყურეობა.

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა –  ლეპტოსპიროზის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას ხელს უწყობს კლიმატის გლობალური ცვლილება. წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

ე) საერთაშორისო ღონისძიებები – არ შეესაბამება.

ლეიშმანიოზები გავრცელებულია მსოფლიოს 98 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მსოფლიოში დაახლოებით 310 მილიონი ადამიანი იმყოფება დაავადების რისკის ქვეშ

ლეიშმანიოზები გავრცელებულია მსოფლიოს 98 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მსოფლიოში დაახლოებით 310 მილიონი ადამიანი იმყოფება დაავადების რისკის ქვეშ
#post_seo_title

ლეიშმანიოზი

ზოგადი მიმოხილვა – „ლეიშმანიოზების” სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულია ანთროპონოზული და ზოონოზური დაავადებები. ლეიშმანიოზები პარაზიტულ დაავადებათა ჯგუფია, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული მსოფლიოში და დიდ ზიანს აყენებს მოსახლეობის მნიშვლელოვან ნაწილის ჯანმრთელობას, ძირითადად კი განვითარებად ქვეყნებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ლეიშმანიოზები გავრცელებულია მსოფლიოს 98 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მსოფლიოში დაახლოებით 310 მილიონი ადამიანი იმყოფება დაავადების რისკის ქვეშ. ყოველწლიურად რეგისტრირდება ლეიშმანიოზის დაახლოებით 3 მილიონი ახალი შემთხვევა, რომელთაგან დაახლოებით 20 000 სიკვდილით მთავრდება.

ცნობილია დაავადების 3 ფორმა:

  1. კანის ლეიშმანიოზი – დამახასიათებელია ხანგრძლივად მიმდინარე და  შეუხორცებადი წყლულების განვითარება.
  2. კან-ლორწოვანის ლეიშმანიოზი – რომლის დროსაც აღინიშნება, როგორც ლორწოვანი გარსების, ასევე კანის ლოკალური პათოლოგიური გადაგვარება.
  3. ვისცერული ლეიშმანიოზი – რომელიც ხასიათდება უპირატესად შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, მკვეთრი ლეიკოპენიით, ანემიით და დაავადების პროგრესირებადი მიმდინარეობით.

ვისცერული ლეიშმანიოზი (კალა–აზარი) ენდემურია ინდოეთის სუბკონტინენტზე და  აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის. არანამკურნალევი შემთხვევები, როგორც წესი მთავრდება სიკვდილით. ახასიათებს ტემპერატურის არარეგულარული ცვლილება, წონაში კლება, ღვიძლის გადიდება და ანემია. სპეციალისტთა შეფასებით ყოველწლიურად კალა-აზარის 200 000-დან 400 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რომელთა 90% მოდის 6 ქვეყანაზე (ბანგლადეში, ბრაზილია, ეთიოპია, ინდოეთი, სამხრეთ სუდანი და სუდანი).

კანის ლეიშმანიოზის ახალი შემთხვევების ორი მესამედი (1.3 მილიონამდე) ავღანეთში, ალჟირში, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ირანის ისლამური რესპუბლიკაში და სირიის არაბთა რესპუბლიკაში აღირიცხება. დაავადება ხასიათდება კანზე, ძირითადად სხეულის დაუცველ ადგილას ძნელად შეხორცებადი წყლულების განვითარებით და შემდეგ სიცოცხლის განმავლობაში ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს ნაწიბურები. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ინვალიდობაც. კან-ლორწოვანი ლეიშმანიოზი იწვევს ცხვირის, პირის და ყელის ლორწოვანის ნაწილობრივ ან სრულ განადგურებას. ლორწოვანი გარსის ლეიშმანიოზის შემთხვევების 90% გვხვდება ბოლივიაში, ბრაზილიასა და პერუში.

საქართველოში ლეიშმანიოზი ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ქვეყანაში აღირიცხება, სხვა ლეიშმანიოზებისგან განსხვავებით პროგნოზის თვალსაზრისით შედარებით უფრო კეთისაიმედოდ მიმდინარე, ვისცერული ლეიშმანიოზი, ხოლო კანის ლეიშმანიოზი ერთეული შემთხვევების სახით გვხვდება. საქართველოში ვისცერული ლეიშმანიოზის პირველი 4 შემთხვევა აღწერილია 1913 წელს (სავარაუდოდ ეს იყო პირველი ცნობები მთელს კავკასიის რეგიონში ამ დაავადებაზე). 1954 წლისთვის აღმოსავლეთ საქართველოში ჯამურად აღირიცხა ვისცერული ლეიშმანიოზის 540 შემთხვევა. 1995-2013 წლების პერიოდში რეგისტრირებილია ვისცერული ლეიშმანიოზის 2375 შემთხვევა, 2011-2016 წლებში – 513, რომელთაგან 6 დასრულდა ლეტალური გამოსავლით.

გამომწვევიაგენტილეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტები მიეკუთვნებიან Protozoa-ს ტიპს, ფეხსახსრიანთა კლასს, Trypanosomidae-ს ოჯახს და Leishmania-ს გვარს. გამოჰყოფენ ვისცერული ლეიშმანიოზის გამომწვევის რამოდენიმე ვარიანტს: ანთროპონოზული ინდური ვისცერული ლეიშმანიოზი (კალა-აზარი) გამომწვევია L. donovani donovani, ზოონოზური ხმელთაშუა ზღვის და შუააზიური ვარიანტი, გამომწვევი L.donovani infantum, სამხრეთ-ამერიკული  L.d. archibaldi, ანთროპონოზული აღმოსავლეთ აფრიკული ვარიანტი  L.d. chagasi. ეს სახეობები განსხვავდებიან ანტიგენური და ბიოქიმიური თავისებურებებით.

კანის ლეიშმანიოზები აერთიანებს ანთროპონოზულ გვიან დაწყლულებად (მშრალი ტიპის) და ზოონოზურ მწვავე მანეკროზებელ (სველი ტიპის) ფორმებს. გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით გამოჰყოფენ ძველი და ახალი სამყაროს (ამერიკის კონტინენტი) ფორმებს. ძველი მსოფლიოს კანის ლეიშმანიოზის გამომწვევებია: L. tropika minor, L tropika major, L aethiopica. ახალი სამყაროს კანის ლეიშმანიოზის კი – L.mexicana complex და L. braziliensis complex, იგი ენდემურია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

საქართველოში გავრცელებულია ზოონოზური ვისცერული (რომლის გამომწვევია L. donovani infantum) და კანის ლეიშმანიოზი,.

ლეიშმანიების განვითარების ციკლი მიმდინარეობს პატრონის შეცვლით და ორი სტადიისაგან შედგება: 1) პრომასტიგოტური (შოლტიანი), რომლებიც გვხვდება გადამტანი მოსკიტის ორგანიზმში და 2) ამასტიგოტური (უშოლტო) – უმოძრაო, ოვალური ფორმის, ობლიგატური, უჯრედშიგა პარაზიტებია, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების მონონუკლეარულ უჯრედებში.

ძირითადი რისკ ფაქტორები

ა) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: ცუდი საცხოვრებელი პირობები და სანიტარული მდგომარეობა (როგორიცაა ნაგავსაყრელების და კანალიზაციების მოუწესრიგებლობა) ზრდის მოსკიტების გამრავლების შანსს. ადამიანების ჩვევები, როგორიცაა გარეთ ძილი, მიწაზე წამოწოლა,  ასევე ზრდის  დაავადების განვითარების რისკს.

ბ) კვების ნაკლებობა: დიეტები, პროტეინების, რკინის, ვიტამინი A-ს და თუთიის ნაკლებობა ზრდის კალა–აზარის განვითარების შანსს.

გ) მოსახლეობის მიგრაცია: ორივე ფორმის ლეიშმანიოზის ეპიდაფეთქებები და ეპიდემიები ასოცირდება მოსახლეობის მიგრაციასთან და არაიმუნური ადამიანების გადაადგილებასთან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს გადაცემის აქტიური ციკლი.

დ) პროფესიული ფაქტორები: როგორიცაა ხეების გაჩეხვა, რაც ხელს უწყობს დაავადების განვითარებას, რადგან შესაძლოა გაჩეხილი ტყეების ადგილებზე გაჩნდეს გადამტანთა ბუდეები, რაც ახლომდებარე მოსახლეობაში გამოიწვევს დაავადების მატებას.

დ) კლიმატის ცვლილება:  ლეიშმანიოზი  კლიმატის მიმართ მგრძნობიარეა, განსაკუთრებით ნალექების, ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილების მიმართ. ერთდროულად გლობალური დათბობა და ნიადაგის გამოფიტვა გავლენას ახდენს  ლეიშმანიოზის ეპიდსიტუაციაზე.

რეზერვუარი:  დაავადების ძირითად რეზერვუარი ძაღლისებრთა ოჯახის (ძაღლი, ტურა, მელა, მგელი) სახეობებია. საქართველოში კანის ლეიშმანიოზის ერთ-ერთ რეზერვუარად მიჩნეულია მაჩვები. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში დაავადების გავრცელებაში წამყვანი ფაქტორია ძაღლები (როგორც მაწანწალა ისე პატრონიანი).   ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს უვითარდება წყლულები თავსა და სხეულზე, ექერცლება კანი (განსაკუთრებით თვალების გარშემო), უვითარდება კერატიტი და კონიუნქტივიტი. ადრეულ სტადიაზე ძაღლის ცხვირზე და ტუჩებზე შეიძლება გაჩნდეს დეპიგმენტაციის უბნები და პაპულები. ახალგაზრდა ცხოველში დაავადება სწრაფად მიმდინარეობს და ხშირად სიკვდილით მთავრდება, ზრდასრულ ძაღლში კი დავადების კლინიკა წაშლილია. აღწერილია უსიმპტომო მტარებლობაც. ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლების მკურნალობის ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ არის, ამიტომ ეპიდემიოლოგიური საშიშროების გამო სასურველია დაავადებული ძაღლის ევთანაზია.

გადაცემისგზებიადამიანზე ლეიშმანიოზის გადაცემა ხდება მდედრი ინფიცირებული ფლებოტომუსის გვარის მოსკიტის კბენის შედეგად. ფლებოტომუსი მცირე ზომის სისხლმწოვი მწერია, რომელიც „ბუდიდან“ შორს არ დაფრინავს (რამდენიმე ათეულ მეტრამდე). გამრავლებისათვის საჭირო პირობებს მოსკიტები პოულობენ ცხოველთა ბუნაგებში, გამოქვაბულებში, მღრნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზარებში, დაჩრდილულ ნაგვის გროვებში, ნიადაგში. ინფიცირდებიან დაავადებული ცხოველის სისხლწოვის დროს. ასეთი მწერის კბენისას პარაზიტი გადადის ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ან ცხოველის ორგანიზმში და ასნებოვნებს მას. საკვების, ანუ სისხლის მოსაპოვებლად ფლებოტომუსი საღამოს ან ღამის საათებში  დაფრინავს. ზოგ სახეობას იზიდავს შუქი სახლებში. დედალი მოსკიტი დიდი აგრესიულობით ხასიათდება.

ინკუბაციურიპერიოდივისცერული ლეიშმანიოზის ინკუბაციური პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდეა, საშუალოდ 3-5 თვე. მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (39-400C), მძიმე ინტოქსიკაცია, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სწრაფად პროგრესირებადი გაუარესება და სისხლში ცვლილებები. ავადმყოფობის ხანგძლივობა 3-6 თვეა. ქრონიკული ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა იმატებს 37,5-380C, იშვიათად 39,50C – მდე. ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და სისხლის მაჩვენებლები ნელ-ნელა იცვლება. პერიოდულად აღინიშნება ცხელება, რომლის ხანგძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 1,5-3 წელი. მწვავე ფორმა, როგორც წესი, ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, ქრონიკული კი მოზრდილ ასაკში. დაავადებისათვის ზოგადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, ადინამია, ფერმკრთალობა, უმადობა. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია. ვითარდება ანემია. სპეციფიური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. ვისცერული ლეიშმანიოზის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს და ეპიდანამნეზურ მონაცემებს (ავადმყოფის დაავადების კერაში ყოფნა). დიაგნოზში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლეიშმანიების აღმოჩენას ძვლის ტვინში, ელენთაში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებში.

კანის ლეიშმანიოზი: შეჭრის ადგილას პარაზიტი ხვდება ადგილობრივი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებში, სადაც შეუძლია იპარაზიტოს 1 წლამდე.  კანის ლეიშმანიოზის ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან 4 კვირამდეა. ორგანიზმში შეჭრის ადგილას ვითარდება 1 სმ დიამეტრის ღია წითელი ფერის კვანძი, მის პერიფერიაზე აღენიშნება კანის შეშუპება. 10-20 დღის შემდეგ კვანძის  ცენტრალური ნაწილი ნეკროზდება, წარმოიქმნება მოყავისფრო ფუფხი, რომლის ქვეშ განლაგებულია წყლული. გარშემო ვითარდება უფრო პატარა ზომის კვანძები, რომლებიც შემდგომ ასევე განიცდიან დაწყლულებას. წელიწადის ბოლოს წყლული განიცდის ეპითელიზაციას და მის ადგილას რჩება მკვრივი ნაწიბური.

დაავადების ამოცნობა ხდება ეპიდემიური მონაცემების, ანამნეზის, კლინიკური სურათის საფუძველზე და გრანულაციის უბნიდან აღებული ანაფხეკის მიკროსკოპირებით. კანის ლეიშმანიოზის დროული მკურნალობა იძლევა შესაძლებლობას არ დარჩეს ნაწიბური.

გადამდებლობისპერიოდისაქართველოში მოსკიტების აქტიურობის სეზონი იწყება ივნისის ბოლო კვირას ან ადრე ივლისის თვეში და მთავრდება სექტემბრის შუა რიცხვებში. მოსკიტების პოპულაციური რიცხოვნობის მაღალი პიკი ფიქსირდება ივლისის შუა რიცხვებში, რომელიც კლებას იწყებს აგვისტოს თვის მეორე ნახევარში. აღსანიშნავია, რომ მოსკიტების რიცხოვნობა დამოკიდებულია კლიმატურ და გარემო პირობებზე.  რაც შეეხება ტროპიკულ ქვეყნებს გადამდებლობის პერიოდი გრძელდება წლის განმავლობაში.

მიმღებლობალეიშმანიოზი შეიძლება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შეგვხვდეს, თუმცა ყველაზე ხშირია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. საქართველოში დაავადებულთა თითქმის 90% ბავშვია, დღეისთვის ეს მაჩვენებელი შეიცვალა – მოიმატა ზრდასრული კონტინგენტის წილმა. მატება უმთავრესად აივ-ინფიცირებულთა ხარჯზე მოხდა, რადგან ლეიშმანია ადვილად მრავლდება იმუნოკომპრომეტირებულ პირებში.

ლეიშმანიოზის და აივ-ის კოინფექცია: ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ლეიშმანიოზის და აივ-ის კოინფექცია იმყოფებიან დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ. ანტირეტროვირუსული მკურნალობა ამცირებს დაავადების განვითარების შესაძლებლობას და ზრდის გადარჩენის შანსებს კოინფექციის მქონე პაციენტებში.

კონტროლისღონისძიებები:ლეიშმანიოზის პრევენცია და კონტროლი საჭიროებს კომბინირებულ ინტერვენციას, რადგან გადაცემის გზა კომპლექსური სისტემაა: მასპინძელი (ადამიანი), პარაზიტი, მოსკიტი (ვექტორი) და რეზერვუარი ცხოველი. შესაბამისად სტრატეგიაც კომპლექსურია, მოიცავს: ადრეული დიაგნოსტიკას, შემთხვევათა ეფექტურ მართვას, ვექტორის, რეზერვუარის და მასპინძლის კონტროლსდაუნდა იყოს ადგილობრივ სიტუაციას, ეკონომიკურ და კლიმატურ ფაქტორებზე მორგებული.

a. პრევენციული ღონისძიებები: მაქსიმალურად დაიცავით თავი მოსკიტის კბენისაგან იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ფლებოტომუსი არის ან შეიძლება იყოს გავრცელებული, წლის თბილ პერიოდში მოსაღამოებისთანავე ჩაიცვით გრძელსახელოებიანი და სხეულის კოჭებამდე დამფარავი ტანსაცმელი (გრძელი კაბები ან შარვლები). გამოიყენეთ კანზე წასასმელი დამაფრთხობელი საშუალებები – რეპელენტები.

შენობაში ფლებოტომუსების და საერთოდ მწერების შემოფრენის აღსაკვეთად კარებებსა და ფანჯრებზე უნდა გაიკრას დამცავი ბადეები (ან მარლა), ხოლო ოთახებში შემოფრენილი მწერების განადგურება შეიძლება ელექტროფუმიგატორებით ან ინსექტიციდური აეროზოლებით.

b.  პაციენტის და კონტაქტების კონტროლი: სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ეჭვს მიიტანს ლეიშმანიოზზე, ვალდებულია აცნობოს შესაბამის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური თავის მხრივ აწარმოებს დეტალურ ეპიდკვლევას ინფიცირების კერის გამოვლენის მიზნით.

c. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: დაავადების ნაადრევი გამოვლენა და შემთხვევის ეფექტური მართვა ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და ხელს უშლის დაავადებისშემდგომი უნარშეზღუდულობასა და სიკვდილს. ამჟამად არსებობს მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხო ანტი-ლეიშმანიის (anti-leishmanial) მედიკამენტები, კერძოდ, ვისცერული ლეიშმანიოზისათვის. ვექტორის კონტროლი ხელს უწყობს შეამციროს დაავადების გადაცემა მოსკიტის რაოდენობრივი კონტროლის საშუალებით, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო პირობებში. კონტროლის მეთოდები მოიცავს ინსექტიციდების შესხურებას, ინსექტიციდებით დამუშავებული ბადეების გამოყენებას, გარემოს და პირად დაცვას. დაავადების ეფექტური ზედამხედველობა ძალიან მნივშვნელოვანია, ეპიდემიისას ანგარიშგების სწრაფი მონაცემები მონიტორინგისა და გარკვეული ზომების მიიღების საშუალებას იძლევა. რეზერვუარების (ცხოველთა)  კონტროლი კომპლექსურია, რაც უნდა იყოს ადგილობრივ სიტუაციაზე მორგებული, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ქცევითი ფაქტორების ცვლილებისათვის ეფექტური ინტერვენციაა საჭირო.

d. ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა

ლეიშმანიოზი კლიმატის მიმართ მგრძნობიარეა, განსაკუთრებით ნალექების, ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილების მიმართ. ერთდროულად გლობალური დათბობა და ნიადაგის გამოფიტვა გავლენას ახდენს  ლეიშმანიოზის ეპიდსიტუაციაზე. გარემოს ცვლილებები როგორიცაა ტყის გაჩეხვა, კაშხლებისა და საირიგაციო სისტემების მშენებლობა,  ურბანიზაცია და სხვ., რაც მცირე ცვლილებებს იწვევს მიკროკლიმატში (ტემპერატურის მცირე ცვლილება), შესაძლოა ღრმა ეფექტი იქონიოს ლეიშმანიოზის პრომასტიგოტების (შოლტიანი) მოსკიტებში განვითარების ციკლზე, რომელიც პარაზიტის გადაცემის საშუალებას იძლევა არა ენდემურ ტერიტორიაზე.

e.       საერთაშორისო ღონისძიებები

საერთაშორისოღონისძიებები

საერთაშორისო ღონისძიებები ლეიშმანიოზის კონტროლისთვის მოიცავს:

  • ლეიშმანიოზის კონტროლის ეროვნული პროგრამების მხარდაჭერას;
  • ლეიშმანიოზზე ცნობიერების ამაღლებასა და ადვოკატირებას.
  • მონაცემებზე დაფუძნებულ გაიდლაინების, სტრატეგიების და ნორმების განვითარებას;
  • პარტინორი ქვეყნებისათვის ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • მონიტორინგს ლეიშმანიოზის გლობალურ სიტუაციაზე, ტენდენციებზე, პროგრესზე, ასევე დაფინანსებაზე;
  • კვლევებს, რომელთაც ახორციელებს  უსაფრთხო ტერიტორიებზე ლეიშმანიოზის კონტროლისთვის, ეფექტური და ხელმისაწვდომი მედიკამენტების, ასევე სადიაგნოსტიკო საშუალებების ხელმისაწვდომობას. ასევე კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელებას.

ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა – ინფიცირებულთა 80%-ში სიმპტომები არ ვლინდება

ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა
#post_seo_title

ლასას ცხელება

1.ზოგადი მიმოხილვა – ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა. ამჟამად არსებული მონაცემებით, ენდემიურია დასავლეთ აფრიკის შემდეგ ქვეყნებში: ბენინი, განა, გვინეა, ლიბერია, მალი, სიერა ლეონე, ნიგერია. სავარაუდოა ვირუსის არსებობა დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც.

ლასას ვირუსით ინფიცირებულთა 80%-ში სიმპტომები არ ვლინდება, მეხუთედში კი  ვირუსი აზიანებს ღვიძლს, ელენთას, თირკმელებს და დაავდება მიმდინარეობს მძიმედ. გამოსავალი ლეტალურია დაავადებულთა 1%-ში და ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 15%-ში. დროულად დაწყებული რეჰიდრატაცია და სიმპტომატური მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს.

საქართველოში ლასას ცხელების არც ერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.

 2. გამომწვევი აგენტი – ლასას ვირუსი მიეკუთვნება არენავირუსებს. სეროლოგიურად ენათესავება ლიმფოციტურ ქორიომენინგიტის (Old World arenavirus group) და Machupo, Junin, Guanarito, Sabia ვირუსებს (New World arenavirus group).

 3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები –  ლაბორატორიის მუშაკები, სამედიცნო პერსონალი და ის პირები, რომლებიც ახორციელებენ ლასას ცხელების მქონე პირის მოვლას, არიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, რადგანაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ისინი კონტაქტში შევლენ დაავადებული პირის სისხლთან და/ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან; ადამიანებში დაავადების გარცელება შეიძლება აგრეთვე მოხდეს დავადებულ მღრღნელთან ან მათ გამონაყოფებთან კონტაქტით.

 4. რეზერვუარი – დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი გარეული მღრღნელებია, კერძოდ დასავლეთ აფრიკაში მობინადრე Mastomys სახეობის თაგვი.

 5. გადაცემის გზები – ლასას ვირუსისპირველადი გადაცემა ხდება აეროზოლით ან უშუალო კონტაქტით ინფიცირებული მღრღნელის ექსკრემენტებთან ან დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ლაბორატორიასა და საავადმყოფოში შესაძლებელია ინფექციის გადაცემა კონტამინირებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტით ან ავადმყოფის ფარინგეულ სეკრეტთან და შარდთან კონტაქტისას; ასევე შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტისას ლასას ცხელებისაგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცთან.

 6. ინკუბაციური პერიოდი – 6-21 დღე.

 7.გადამდებლობის პერიოდი – ვირუსის გამოყოფა ხდება მწვავე ფებრილურ ფაზაში სეკრეტებითა და ექსკრემენტებით. შარდში ვირუსის გამოყოფა შეიძლება გაგრძელდეს დაავადებიდან 3-9 კვირის განმავლობაში, სათესლე ჯირკვლებში კი 3 თვემდე.

 8.მიმღებლობა – საყოველთაოა. იმუნიტეტის ხანგძლივობა დაავადების გადატანის შემდეგ უცნობია.

 9.კონტროლის ღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები :

ü  აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა;

ü  გარეულ მღრღნელებთან კონტაქტისგან თავის არიდება. საცხოვრებელისა და საკვები პროდუქტების შესანახი სათავსოს დაცვა მღრღნელების შეღწევისავან;

ü  სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისგან თავის არიდება;

იმ რიტუალებისგან თავის არიდება, რომლებიც ითვალისწინებენ გვამთან შეხებას;

ü  იმ სამედიცინო დაწესებულებებისგან თავის არიდება, სადაც ლასას ცხელებით დაავადებულ პირებს მკურნალობენ;

ü  იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება ცხელება, სიმშრალე ყელში, ხველა, ზოგადი სისუსტე, თავისა ტკივილი, პირღებინება, დიარეა, მიალგია, ტკივილი მკერდისა და მუცლის არეში, სახის შეშუპება, სითხე ფილტვებში, სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან, გასტრო-ინტესტინური ტრაქტიდან,  სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. ექიმთან მიმართვამდე მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სხვა ადამიანებთან კონტაქტი;

ü  ეპიდაფეთქების ზონიდან დაბრუნების შემდეგ, 21 დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირს შესაძლო კონტაქტი ჰქონდა სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან;

 ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – შესაძლო შემთხვევის გამოვლენისას, ჯანდაცვის მუშაკი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც უკვე  ლასას ცხელების დადასტურებულ შემთხვევასთან, რომელიც მოიცავს:

ü  შესაძლო შემთხვევის მოთავსება უნდა მოხდეს ცალკე ოთახში ან იმ ტერიტორიაზე, სადაც მოთავსებულები არიან სხვა შესაძლო შემთხვევები. ეს უნდა მოხდეს იზოლირებულად იმ პაციენტებისგან, რომელთაც უკვე დადასტურებული აქვთ ლასას ცხელება;

ü  დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეტყობინება  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში;

ü  უნდა მოხდეს ყველა პირის მოკვლევა, რომელსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა საეჭვო პაციენტთან ან მის გამონაყოფებთან და უნდა განხორციელდეს მონიტორინგი იდენტიფიცირებულ კონტაქტებთან (ცხელება და ადრეული სომპტომები); უნდა მოხდეს ნარჩენების დატოვება იზოლირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ მოხდება მათი დეკონტამინაცია შესაბამისი წესების დაცვით, მათ შორის სასაზღვრო პუნქტზე;

ü  პაციენტის ნიმუშის მიწოდება და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს საშიში ტვირთის ტრანსპორტირების საერთაშორისო პროცედურების დაცვით.

 

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

პაციენტის განთავსება

  • პაციენტი უნდა განთავსდეს იზოლირებულად ცალკე დახურულ პალატაში, რომელსაც ექნება ცალკე სველი წერტილი, სასურველია აღჭურვილი იყოს უარყოფითი წნევის მოწყობილობით;
  • მინიმუმამდე უნდა შეიძღუდოს პაციენტთან შემსვლელთა რიცხვი და იწარმოოს მათი სია.

სამედიცინო მუშაკებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა:

  • პაციენტთან შემსვლელ სამედიცინო მუშაკს სულ მცირე აუცილებლად უნდა ეკეთოს: ხელთათმანი, უნდა ეცვას უნიფორმა (სითხის გაჟონვისგან დაცული და ჰერმეტული), თვალის დამცავი საშუალება და პირზე ასაფარებელი ნიღაბი;
  • პირადი დაცვის აღჭურვილობა (PPE) უნდა შეიცავდეს (სისხლის, ლორწოს, ნარწყევის ან ფეკალური ნაწილაკებთან კონტაქტის შემთხვევაში) ორმაგ ხელთათმანებს, ერთჯერად ბახილებს და რეზინის შესაბამის ფეხსაცმელს;
  • სამედიცინო მუშაკებმა ხშირად უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ, მ.შ. ხელთათმანების.

პაციენტის მოვლის აღჭურვილობა:

  • პაციენტისათვის პერსონალურად გამოყენება ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილობები;
  • მრავალჯერადი მოწყობილობები რომლებიც დეზინფიცირდება;
  • ნემსის და წვეტიანი იარაღების ლიმიტირებული გამოყენება;
  • ყველა გამოყენებული ნემსი თუ წვეტიანი იარაღი უნდა იყოს განსაკუთრებულად უსაფრთხოდ უტილიზებული (ერთჯერად – დახურულ კონტეინერებში)
  • არ უნდა იქნას გამოყენებული აეროზოლების წარმომქმნელი პროცედურები.

ტრანსპორტირება

  • ლასას ცხელებით დაავადებული ადამიანის გადაყვანის შემთხვევაში, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით, როგორიცაა სათანადოდ აღჭურვილი თვითმფრინავი (საჰაერო სასწრაფო დახმარების თვითმფრინავები)/სათანადოდ აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანა.

 

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – Mastomys სახეობის თაგვების რიცხოვნობის მატებისას იზრდება მათი საცხოვრებელ სახლებში შეღწევის ალბათობა და შესაბამისად მატულობს დაავადების რისკიც.

 

ე) საერთაშორისო ღონისძიებები – ლასას ცხელება ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ამ დაავდებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.

მეცნიერებმა ცუდი მოგონებების წაშლის მეთოდს მიაგნეს

მეცნიერებმა ცუდი მოგონებების წაშლის მეთოდს მიაგნეს
#post_seo_title

ცუდი მოგონებებისა და ტრავმული მოვლენების წაშლის შესაძლებლობა შეიძლება სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს. და, აი, ახლა მეცნიერებმა ამის გასაკეთებლად ახალი პერსპექტიული მეთოდი აღმოაჩინეს – უარყოფითი მოგონების შესუსტება პოზიტიური მოგონების ხელახალი გააქტიურებით.

ექსპერიმენტში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, მკვლევრებმა 37 მონაწილეს სთხოვეს დაეკავშირებინათ შემთხვევითი სიტყვები ნეგატიურ სურათებთან. ამის შემდეგ მოგონებების ნახევრის “გადაპროგრამირება” სცადეს და ისინი დადებით მოგონებებთან დაკავშირებას.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ პროცედურამ შეასუსტა ავერსიული მეხსიერება და გაზარდა დადებითი მეხსიერება”, – აღნიშნეს მკვლევრებმა.

კვლევისთვის ჯგუფმა გამოიყენა სურათების მონაცემთა ბაზები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც ნეგატიური ან დადებითი. მაგალითად, ადამიანის დაზიანებები ან სახიფათო ცხოველები შედარებული მშვიდ პეიზაჟებთან და მოღიმარ ბავშვებთან.

კვლევის პირველ საღამოს მეხსიერების სავარჯიშოები გამოიყენეს, რათა მონაწილეებს ნეგატიური გამოსახულებები კვლევისთვის შექმნილ სიტყვებისთვის დაეკავშირებინათ. მეორე დღეს მოგონებების გასამყარებლად, მკვლევრებმა სცადეს ამ სიტყვების ნახევარი მონაწილეთა გონებაში დადებით სურათებთან დაეკავშირებინათ.

მეორე ღამის განმავლობაში (NREM ძილის ფაზაში) მონაწილეებს გამოგონილ სიტყვებს ასმენინებდნენ. ცნობისთვის NREM ფაზა მეხსიერების ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. მეცნიერები კვლევის მონაწილეების ტვინის აქტივობის მონიტორინგს ელექტროენცეფალოგრაფიის გამოყენებით ახორციელებდნენ.

ტვინში ისეთი აქტივობა დაფიქსირდა, რომელიც ემოციური მეხსიერების დამუშავებასთან არის დაკავშირებული. ეს აქტივობა გაიზარდა აუდიო მეხსიერების გააქტიურებისას და მნიშვნელოვნად მაღალი იყო დადებით მახსოვრობასთან დაკავშირებული მახასიათებლებისას.

რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლევრებმა კითხვარების მეშვეობით დაადგინეს, რომ მოხალისეები ისეთ უარყოფით მოგონებებს ნაკლებად იხსენებდნენ, რომლებიც შერეული იყო პოზიტიურთან. საინტერესოა, რომ პოზიტიური მოგონებები უფრო ხშირად ჩნდებოდა მათ გონებაში, ვიდრე ნეგატიური.

“ეს ნიშნავს, რომ არაინვაზიური ძილის ინტერვენცია შესაძლებელია და მას შეუძლია შეცვალოს ავერსიული მეხსიერება. ამას შეუძლია შემოგვთავაზოს ახალი შეხედულებები ტრავმებთან დაკავშირებული მეხსიერების მკურნალობის მხრივ”, — აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა, კვლევა ჯერ ახალია და მას გადამოწმება კიდევ სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცუდ მოგონებასთან დაკავშირებული ვიზუალის გონებიდან “წაშლა” შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ტრავმული მოვლენის.

ჩვენ ვიცით, რომ ტვინი მოგონებებს ძილის დროს მათი ხანმოკლე გამეორებით ინახავს და ბევრმა კვლევამ უკვე შეისწავლა, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის გაკონტროლება. ამით შეიძლება დადებითი მოგონებების გააქტიურება და ცუდი მოგონებების დავიწყება.

ეს მეხსიერების რედაქტირების კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა. ყველაფერი ამის გაერთიანებით მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მალე მოგონებებზე კონტროლი შეგვეძლება და ამით ტრავმული მოვლენებისგან ჩვენი ფსიქიკის დაცვას შევძლებთ.

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა - შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს
#post_seo_title

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა

ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით ვიზუალით, ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ა.შ. ერთმანეთისგან განსხვავებულია ის შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს. სწორედ ამ უსიამოვნო სიმპტომებისადმი შიში, ხშირად  სიგარეტზე უარის თქმის დამაბრკოლებელი ფაქტორი ხდება მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტზე თავის დანებების შემთხვევაში სარგებელი საგრძნობლად შესამჩნევია (მწეველებში, რომლებმაც თავი დაანებეს მოწევას, 24 საათში მცირდება გულის შეტევის განვითარების რისკი; 48 საათში  ნერვული დაბოლოებები იწყებენ აღდგენას – უმჯობესდება ყნოსვითი და საგემოვნო მგრძნობელობა; 1-9 თვეში ქრება მოწევასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ქრონიკული დაღლილობა, ქოშინი; რაც შეეხება ინფარქტისა და ფილტვების კიბოს განვითარების ალბათობას, 5 წელიწადში 50%-ით მცირდება და 10 წელიწადში კი უახლოვდება არამწეველებში იგივე დაავადებების განვითარების)[i] [ii].

სიგარეტზე თავის დანებებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი არცთუისე იშვიათი სიმპტომი ღრძილებიდან სისხლდენაა, რაც დამეთანხმებით, არაა სასიამოვნო. თუმცა,  ღირს გავიგოთ მისი მიზეზი. კვლევებით აღმოჩნდა, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს  – ირღვევა ამ უბნების მიკროცირკულაცია (სისხლის მიდინება) და კვება, სქელდება ღრძილების ქსოვილი, საგრძნობლად მატულობს კბილების დაკარგვის რისკი არამწეველებთან შედარებით. სიგარეტზე უარის თქმის   პირველივე დღეებში ღრძილების და კბილების მიკროცირკულაცია ნელ-ნელა უბრუნდება ნორმას – იმატებს სისხლის ნაკადის მიდინება ამ ქსოვილებში. შესაბამისად, ეს უბნები მცირე ტრავმვაზეც კი (მაგ, კბილების უხეში ჯაგრისით  გამოხეხვა), ადვილად სისხლმდენი ხდება. სისხლდენა მნიშვნელოვნად მაღალია პირველი სამი დღის განმავლობაში და დაახლოებით 2 კვირაში (ეს ის პერიოდია, როცა მწეველის ღრძილები არამწეველის ღრძილების მდგომარეობას უბრუნდება) ნორმას უბრუნდება, ხოლო კბილების დაკარგვის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა ზოგჯერ, ისევ და ისევ ნიკოტინის და თამბაქოს მავნე ზემოქმედების გახანგრძლივებული ეფექტისა და ადამიანების ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე,  შესაძლოა სისხლდენა გახანგრძლივდეს – ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.  [iii]

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

კუჭის კიბოს ავადობა თითქმის ერთი მილიონი (952 000 შემთხვევა, საერთო შემთხვევების 6.8%) ახალი შემთხვევით 2012 წელს მეხუთე ადგილზეა ფილტვის, ძუძუს, კოლორექტალური და პროსტატის კიბოს შემდეგ

კუჭის კიბო
#post_seo_title

კუჭის კიბო

ექსპერტთა შეფასებით, კუჭის კიბოს ავადობა თითქმის ერთი მილიონი (952 000 შემთხვევა, საერთო შემთხვევების 6.8%) ახალი შემთხვევით 2012 წელს მეხუთე ადგილზეა ფილტვის, ძუძუს, კოლორექტალური და პროსტატის კიბოს შემდეგ. ეს შეფასება მიუთითებს, რომ სხვადასხვა ლოკალიზაცის კიბოთი ავადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა 1975 წლის შემდეგ, როცა კუჭის კიბოთი ავადობა პირველ ადგილზე იყო. 

კუჭის კიბოს ახალი შემთხვევების 70%-ზე მეტი (677 000, რომელთა შორის 456 000 შემთხვევა გამოვლინდა მამაკაცებში, ხოლო 221 000
შემთხვევა – ქალებში) განვითარებად ქვეყნებში ვლინდება; საერთო შემთხვევების თითქმის ნახევარი კი – აღმოსავლეთ აზიაში, ძირითადად ჩინეთში. ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში; ავადობა მამაკაცებში ვარირებს 3.3-დან დასავლეთ აფრიკაში 35.4-მდე აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო ქალებში 2.6-დან დასავლეთ აფრიკაში 13.8-მდე აღმოსავლეთ აზიაში.

gastric_cancer1

კოლორექტალური კიბოთი ავადობა მამაკაცთა შორის ავადობის 746000 ახალი შემთხვევით (კიბოთი ავადობის 10%) მესამე ადგილზეა

კოლორექტალური კიბოთი ავადობა მამაკაცთა შორის ავადობის 746000 ახალი შემთხვევით (კიბოთი ავადობის 10%) მესამე ადგილზეა
#post_seo_title

კოლორექტალური კიბო

კოლორექტალური კიბოთი ავადობა მამაკაცთა შორის ავადობის 746000 ახალი შემთხვევით (კიბოთი ავადობის 10%) მესამე ადგილზეა, ხოლო ქალთა შორის მეორე ადგილზე 614000 ახალი შემთხვევით (ავადობის 9.2%).

შემთხვევების თითქმის 55% მაღალგანვითარებულ რეგიონებში ვლინდება. ავადობა ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია, თითქმის 10-ჯერ. ამასთან, თითოეულ ქვეყანაში ავადობის მახასითებელი ქალებსა და მამაკაცებში ძალიან იდენტურია: ავადობის ყველაზე მაღალი ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე ვლინდება ავსტრალია / ახალ ზელანდიაში (44.8 მამაკაცებში და 32.2 ქალებში), ხოლო ყუველაზე დაბალი დასავლეთ აფრიკაში (4.5 მამაკაცებში და 3.8 ქალებში).

colorectal cancer1

ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო

ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო
#post_seo_title

მტკიცებულება ნათელია: ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო.

ამერიკელი ქირურგი, გენერალური ექიმი ვივეკ მერთი მოუწოდებს, ალკოჰოლურ სასმელებზე კიბოს რისკის შესახებ გამაფრთხილებელი ეტიკეტი იყოს. კონსულტაციამ მოიხსენია ალკოჰოლი, როგორც მესამე წამყვანი, კიბოს პრევენციული მიზეზი  შეერთებულ შტატებში, თამბაქოს და სიმსუქნის შემდეგ, და ხაზი გაუსვა ხალხის შეზღუდულ ინფორმირებულობას ალკოჰოლსა და კიბოს რისკს შორის ურთიერთობის შესახებ.

მაგრამ, როდესაც საქმე კიბოს რისკს ეხება, არის თუ არა ყველა სახის ალკოჰოლი თანაბარი?

მრავალი წლის განმავლობაში, წითელი ღვინო გამორიჩეოდა, კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ზომიერად, ის შესაძლოა კარგი იყოს თქვენთვის. წითელ ღვინოს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები – განსაკუთრებით ის შეიცავს ანტიოქსიდანტ რესვერატროლს. 1990-იანი წლებიდან დაწყებული კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთმა შეიძლება დაიცვას გულის დაავადება, დაბერება და კიბო, თუმცა ამ სამუშაოს დიდი ნაწილი კეთდებოდა ცხოველებში ან საცდელ მილებში.

იდეა, რომ წითელ ღვინოს აქვს ჯანმრთელობის სარგებელი, თუმცა, ბოლო დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მაგალითად, ბოლოდროინდელი მეტაანალიზი ვარაუდობს, რომ მრავალი წინა კვლევა, რომელიც ამტკიცებდა უფრო ზომიერი სასმელის ჯანმრთელობის სარგებელს, სავარაუდოდ მიკერძოებული იყო, რაც პოტენციურად მიგვიყვანდა „შეცდომით პოზიტიური ჯანმრთელობის ასოციაციებისკენ“. და ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის, ძირითადად წითელი ღვინისა და ლუდის, ყველა დონეზე მოხმარება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკთან.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ჯანმრთელობის ჰალო მცირდება, შეიძლება იყოს გამონაკლისი: კიბოს რისკი.

საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი და ზომიერი დალევაც კი ზრდის მინიმუმ შვიდი ტიპის კიბოს რისკს, მაგრამ როდესაც ყურადღებას ვაქცევთ წითელ ღვინოს, ეს რისკის გაანგარიშება შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს.

”ეს ძალიან რთული და ნიუანსია”, – თქვა ტიმოთი რებეკმა, დოქტორმა, კიბოს პრევენციის პროფესორმა, ჰარვარდის T.H. ჩანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, ბოსტონი. “და რთული და ნიუანსი” არ მუშაობს კარგად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შეტყობინებებში.”

წყარო:

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს
#post_seo_title ფოტო: DailyMail

ამერიკელი ეპიდემიოლოგი მაიკლ ოსტერჰოლმი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს, – იუწყება DailyMail-ი.

აშშ-ში ქრონიკული დაავადება CWD, რომელსაც ასევე „ზომბის ვირუსს“ უწოდებენ ირმებში ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვეტერინარების თქმით, დაავადება არ იკურნება და ცხოველებში სიკვდილს იწვევს.

ამერიკელი მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ ირმის დაავადება, შესაძლოა, გარეულ ღორებზე გავრცელდა. მათგან კი დაავადება შეიძლება შინაურ ღორებზეც გავრცელდეს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

ბოლო მონაცემებით, ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აშშ-ს 33 შტატშია გავრცელებული, თუმცა დაავადების ადამიანზე გავრცელების არცერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული.

ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აზიანებს ირმების ტვინს, ცხოველები მკვეთრად კარგავენ წონას, ეკარგებათ კოორდინაცია და ა.შ.

ჯანმო-ს ექსპერტთა პროგნოზით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის არსებული დონე გაიზრდება და 13 მილიონზე მეტი გახდება

ონკოლოგიურ დაავადებათა ტვირთი მსოფლიოში
#post_seo_title

ონკოლოგიურ დაავადებათა ტვირთი მსოფლიოში

მსოფლიოში სიკვდილობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზით, ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 19901 წლიდან თითქმის 40%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება. ჯანმო-ს ექსპერტთა პროგნოზით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის არსებული დონე, რომელიც დაახლოებით 8.2 მილიონს შეადგენს წელიწადში, გაიზრდება და 13 მილიონზე მეტი გახდება 20302, 3 წლისთვის. კიბოს ახალი შემთხვევების ზრდის უმეტეს ნაწილს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ექნება ადგილი, სადაც ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და მკურნალობა კვლავაც პრობლემად რჩება.
აშკარაა, რომ კიბოს კონტროლის არსებული სტრატეგიები ეფექტური არ არის. „შეაჩერე კიბო ახლა!“ – არის მოწოდება ახალი სტრატეგიებისკენ, რათა მოხდეს კიბოს გამომწვევი
ზოგიერთი მიზეზის დაძლევა, უზრუნველყოფილი იყოს ყველა ონკოლოგიური პაციენტის
წვდომა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო მომსახურებაზე და შემუშავდეს
მკურნალობის თანამედროვე სქემები, ონკოლოგიურ პაციენტთა წარმატებული
მკურნალობის მიზნით. ონკოლოგიის ევროპული სკოლის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად
მოწვეულმა ონკოლოგიის მსოფლიო ფორუმის მონაწილეებმა შეაფასეს წარსულში
განხორციელებული კიბოს კონტროლის ღონისძიებების პროგრესი და გამოიტანეს
ზოგიერთი სტრატეგიული დასკვნა.
ბოლო რამდენიმე ათწლეულში, კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და
მკურნალობის დარგში ერთობლივად მიღწეულმა წარმატებებმა გამოიწვია საერთო
სიკვდილიანობის შემცირება ზოგიერთი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში, კიბოს
ცალკეული ლოკალიზაციის ინციდენტობის შემცირებით ან გადარჩენის მაჩვენებელთა
გაზრდით, მათ შორისაა ფილტვის, საშვილოსნოს ყელის, ძუძუს და კუჭის კიბო, ასევე
ლეიკემია.4

ამ ქვეყნებშიც კი, ბევრი სხვა ლოკალიზაციის ონკოლოგიური დაავადებების
შემთხვევაში არსებული პროგრესი უმნიშვნელოა ან არარსებული. როგორც რიჩარდ პეტომ, ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის
პროფესორმა, აუხსნა ონკოლოგიის მსოფლიო ფორუმის მონაწილეებს, სტატისტიკურმა
მონაცემებმა, რომლებიც საერთო სიკვლილიანობის მაჩვენებლების შემცირებას აჩვენებს,
შეიძლება ცრუ ოპტიმისტური სურათი წარმოადგინოს.

ონკოლოგია_820af5fc-3712-44bf-a0b2-089d8a9a8ba7

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights