სიმსივნეების რისკის შემცირების ხუთი საკვები: როგორ ავიცილოთ ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?
28 თებერვალს შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მერკური იმ ექვს პლანეტას შეურთდება, რომლებიც ცაზე უკვე ჩანან, – წერს BBC-ი.
„შეხედეთ ცას ნათელ ღამეს იანვარსა და თებერვალში და თქვენ სიურპრიზი დაგხვდებათ. ექვსი პლანეტა – ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ღამით ცაზე მოჩანან. თებერვლის ბოლოს მათ შეურთდება მერკური – ეს იშვიათი პლანეტების მწკრივში განლაგებაა, რომელიც ცაში მოჩანს“, – წერია სტატიაში.
ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის. მათი თქმით, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი საკმაოდ კაშკაშა პლანეტებია და მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, მაშინ როდესაც ურანისა და ნეპტუნის დანახვა მხოლოდ ტელესკოპით არის შესაძლებელი.
„არის რაღაც განსაკუთრებული იმაში, რომ პლანეტებს შეუიარაღებელი თვალით ვუყურებთ“, – განაცხადა ბრიტანელმა მეცნიერმა ჯენიფერ მილარდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, როდესაც პლანეტები თავისი ორბიტების მსგავს განლაგებაში აღმოჩნდნენ.
მეცნიერების ნაწილი გამოთქვავდა ვარაუდს, რომ პლანეტების ერთ მწკრივში განლაგებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს დედამიწაზე, თუმცა უდიდესმა სამეცნიერო წრეებმა ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.
ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას ჩაანაცვლებს
ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას ჩაანაცვლებს და სწრაფი მოქმედება ექნება – წერს BBC-ი.
მეცნიერების განცხადებით, ახალი მეთოდი ექიმებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი სიმსივნის სახეობას ებრძოლონ ნაკლები გვერდითი მოვლენების განვითარებით, რაც ჩვეულებრივი რადიოთერაპიის დროს შეუძლებელია.
„არის იმედი, რომ ამ მოწყობილობების საშუალებით ტვინის სიმსივნის რთული ფორმების განკურნება იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია სტატიაში.
ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია არის ადგილი, სადაც მეცნიერები ადრონული კოლაიდერის განვითარებაზე მუშაობენ, რომელიც ენერგეტიკული ნაწილაკების ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელია მსოფლიოში. დიდი ადრონული კოლაიდერი ზეგამტარი მაგნიტებისგან შემდგარი 27-კილომეტრიანი რკალია, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ მდებარეობს.
CERN-ის მთავარ მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს “ღმერთის ნაწილაკად” წოდებული ჰიგსის ბოზონი. ეს ელემენტარული ნაწილაკია, რომელიც გარკვეულწილად, სამყაროს რაობას ხსნის, თუმცა ბოლო წლებში CERN-ს ინტერესის ახალი ობიექტი აქვს – რადიოთერაპია, რომელსაც სიმსივნის მკურნალობის დროს იყენებენ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის გადამზადებას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბათუმის რამდენიმე სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის გადამზადებას
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მერაბ მარაქველიძემ, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ხათუნა ვარშანიძემ და სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის გადამზადებას, დროებით დევნილი მოსახლეობის მომსახურებას ფასდაკლებით და სამედიცინო ცენტრის „დიომედის” ზუგდიდის ფილიალის გინეკოლოგიური კაბინეტის სრულ აღჭურვას.
საშვილოსნოს ყელის კიბო თავიდან აცილებადი დაავადებაა
საშვილოსნოს ყელის კიბო თავიდან აცილებადი დაავადებაა.
- ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
- რეგულარული სკრინინგი
- კიბოსწინარე დაზიანებების მკურნალობა




ვიდეო – როგორ დავამარცხოთ თიაქარი ქირურგიული ჩარევის გარეშე
თიაქარი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ორგანო ჩაიზრდება კუნთში ან შემაერთებელ ქსოვილში არსებულ ღიობში, რომელიც განკუთვნილია მის შესაკავებლად. მაგალითად, ნაწლავებმა შეიძლება გაარღვიოს მუცლის წინა კედელში არსებული დასუსტებული ადგილი.
თიაქარების უმეტესობა არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო, მაგრამ ისინი თვითნებურად არ ქრებიან და აუცილებლად საჭიროებენ სპეციალისტის ჩარევას. ხშირად მათ შეიძლება დასჭირდეთ ქირურგიული ჩარევა საშიში გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ექიმი ზაზა თელია გასწავლით სახლის პირობებში შესასრულებელ ვარჯიშებს, რომელიც მალთაშუა თიაქარის პრევენციას შეუწყობს ხელს:
წონის დაკლების ინიექციები: სარგებელი თუ საფრთხე?
წონის დაკლების ინიექციები: სარგებელი თუ საფრთხე?
საჯარო განცხადება – ბათუმის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ლაბორატორიები მუშაობენ ხელოვნური ვირუსების შესაქმნელად ადამიანების გასანადგურებლად,“ არის არა მხოლოდ ღრმად შემაშფოთებელი, არამედ სრულიად მიუღებელი
საჯარო განცხადება – პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე:



ახალი კვლევა: ოზემპიკის რისკები წონაში დაკლებისთვის
ახალი კვლევა: ოზემპიკის რისკები წონაში დაკლებისთვის
- STEP-1 კლინიკური კვლევის მიხედვით, ოზემპიკის გამოყენებისას მონაწილეებმა საშუალოდ 17.3 კგ დაიკლეს 68-კვირიან პერიოდში, თუმცა წონის დაკარგვის დაახლოებით 40% კუნთოვანი მასა აღმოჩნდა.
- ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ GLP-1 რეცეპტორების აგონისტები, როგორიცაა ოზემპიკი, შესაძლოა გამოიწვიოს კუნთოვანი მასის დაკარგვა, რაც საჭიროებს შემდგომ კვლევას.
- კუნთოვანი მასის დაკარგვა ორგანიზმის სისუსტეს იწვევს და შესაძლოა უარყოფითად აისახოს ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელობაზე.
პარამედიკოსთა მომზადების კურსი გრძელდება – ეს ამიერკავკასიაში უნიკალური პროექტი
პარამედიკოსთა მომზადების კურსი გრძელდება.ეს ამიერკავკასიაში უნიკალური პროექტია, რომელიც პირველად სწორედ საქართველოში მიმდინარეობს
ეს ამიერკავკასიაში უნიკალური პროექტია, რომელიც პირველად სწორედ საქართველოში მიმდინარეობს.
რა ევალებათ პარამედიკოსთა პროექტის მონაწილეებს და როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია, დეტალები გივი კუჭავას სიუჟეტში.










