საოცარი ფაქტი: თქვენი ფილტვები სისხლსაც წარმოქმნის
სტელა – ახალი იმედი კიბოს მკურნალობაში
სტელა – ახალი იმედი კიბოს მკურნალობაში

ნემსების დრო შეიძლება მალე დასრულდეს: ახალი ნემსის გარეშე ვაქცინა
ნემსების დრო შეიძლება მალე დასრულდეს: ახალი ნემსის გარეშე ვაქცინა
აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” წერს.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში სისუსტის, სიცხის, სასქესო ორგანოს ბუშტუკოვანი გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით მივიდა.
„ინფექციონისტმა, რომელიც ეჭვობდა, რომ პაციენტი დაინფიცირდა მაიმუნის ვირუსით, ანამნეზის დროს აღმოაჩინა, რომ მოგზაურობის დროს პაციენტს ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც გამონაყარი ჰქონდა. სიმპტომების არსებობა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საფუძველი გახდა. PCR ტესტის შედეგებმა მაიმუნის ვირუსის არსებობა დაადასტურა”, – წერს SOVA.
„ეხო კავკაზას” ცნობით, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და სტაციონარულ მკურნალობას გადის. ოჯახის წევრებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, არ აღენიშნებათ დაავადების ნიშნები. ისინი ტერიტორიული ამბულატორიული სამედიცინო სამსახურისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანიზებით შინ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
„მათ ჩაუტარდათ პროფილაქტიკური მკურნალობა და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები. პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფთა სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდება ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
“ახალი სიტყვა შიზოფრენიის მკურნალობაში: ათწლეულების შემდეგ ინოვაციური პრეპარატი”
“ახალი სიტყვა შიზოფრენიის მკურნალობაში: ათწლეულების შემდეგ ინოვაციური პრეპარატი”

მარბურგის ვირუსის დაავადების (MVD) აფეთქების შესახებ ინფორმაცია გლობალურ შეშფოთებას იწვევს
მარბურგის ვირუსი: გლობალური ჯანდაცვის სისტემა განგაშში ტანზანიაში ეჭვმიტანილი შემთხვევების შემდეგ



ახალი იმედი HIV-ის წინააღმდეგ: ვაქცინაციის გარღვევა
ახალი იმედი HIV-ის წინააღმდეგ: ვაქცინაციის გარღვევა
მარბურგის ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული ინფექციაა, რომელიც მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, ფატალურად მთავრდება
მარბურგის ცხელება
1.ზოგადი მიმოხილვა– მარბურგის ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული ინფექციაა, რომელიც მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, ფატალურად მთავრდება. ამ დაავადების დიდი აფეთქებები დიწყო ერთდროულად მარბურგში, ფრანკფურტში (გერმანია) და ბელგრადში (სერბია) 1967 წელს. ეს აფეთქებები უკავშირდებოდა ლაბორატორიულ საქმიანობას, რომელშიც იყენებდნენ უგანდიდან შეყვანილ მწვანე მაიმუნებს (Cercopithecus aethiops). შემდგომში დაფიქსირდა აფეთქებები და სპორადული შემთხვევები ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხრეთ აფრიკაში (პაციენტი ავად გახდა ზიმბაბვეში მოგზაურობის შემდეგ) და უგანდაში. სიკვდილიანობა ამ აფეთქებების დროს მერყეობდა 24%-დან 88%-მდე.
მარბურგის ცხელების გამომწვევი ენათესავება ებოლას ვირუსს. ეს ორი დაავადება კლინიკურად მსგავსია, ორივე იშვიათია, აქვთ უნარი გამოიწვიონ დიდი აფეთქება, ახასიათებთ მაღალი ლეტალობა.
საქართველოში მარბურგის ცხელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.
2. გამომწვევი აგენტი – მარბურგის ვირუსი ფილოვირუსების (Filoviridae) ოჯახის წევრია.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – სამედიცნო პერსონალი და ის პირები, რომლებიც უვლიან მარბურგის ცხელების მქონე პირებს, არიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, რადგანაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ისინი კონტაქტში შევლენ დაავადებული პირის სისხლთან და/ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან; ადამიანებში დაავადების გარცელება შესაძლებელია დაავადებულ გარეულ ცხოველებთან (ღამურები და პრიმატები) კონტაქტის შედეგადაც.
4. რეზერვუარი – დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა სამეცნიერო მონაცემებზე და სხვა მსგავსი მიმდინარეობის მქონე დაავადებების გავრცელების და გადაცემის გზების შესწავლის შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები ინფიცირდებიან დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად. მარბურგის ცხელების გადამტანებად მიიჩნევიან ღამურები (სახეობა Rousettus aegyptiacus, ოჯახი Pteropodidae). ასევე არის მოსაზრება, რომ ამ სახეობისა და მარბურგის ვირუსის გავრცელების არეალი ემთხვევა.
ეს ვირუსი ასევე აღმოჩენილია მწვანე მაიმუნებში (Cercopithecus aethiops) და ღორებში. აფეთქების დროს ღორის ფერმები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ისინი შეიძლება გახდნენ ინფექციის დამატებითი წყაროები.
5. გადაცემის გზები – ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება პირდაპირი ან დაუცველი კონტაქტით დაავადებული ადამიანის სისხლის და/ან სხვა ბიოლოგიური სითხეების დაზიანებულ კანთან ან ლორწოვანთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად; კონტამინირებულ საგნებთან (მაგ. ნემსები) კონტაქტის შედეგად; ინფიცირებულ ღამურებთან (Rousettus aegyptiacus), პრიმატებთან კონტაქტისას; მარბურგის ცხელებისაგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტისას.
6. ინკუბაციური პერიოდი – 2-21 დღე.
7.გადამდებლობის პერიოდი – ზოგიერთ ვირუსს ახასიათებს გამოჯანმრთელების შემდგომ ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში დაგროვება/აკუმულირება (სათესლეები, თვალები, თავზურგტვინის სითხე), ასეთი ვირუსების რიცხვს მიეკუთვნება მარბურგის ვირუსიც. ამ დროისთვის არაა დადგენილი თუ რამდენხანს ცოცხლობს ვირუსი გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში.
8.მიმღებლობა – ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
9.კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები :
ü აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა;
ü სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისგან თავის არიდება;
იმ რიტუალებისგან თავის არიდება, რომლებიც ითვალისწინებენ გვამთან შეხებას;
ü ცხოველებთან ან უმ ხორცთან კონტაქტისგან თავის არიდება;
ü იმ სამედიცინო დაწესებულებებისგან თავის არიდება, სადაც მარბურგის ცხელების მქონე პირებს მკურნალობენ;
ü იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება ცხელება, ძლიერი ტკივილი კუნთებში, ზოგადი სისუსტე, ინტენსიური თავისა და ყელის ტკივილი, პირღებინება, დიარეა, გამონაყარი მთელ სხეულზე, სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. ექიმთან მიმართვამდე მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სხვა ადამიანებთან კონტაქტი;
ü ეპიდაფეთქების ზონიდან დაბრუნების შემდეგ, 21 დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირს შესაძლო კონტაქტი ჰქონდა სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან.
ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – შესაძლო შემთხვევის გამოვლენისას, ჯანდაცვის მუშაკი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც უკვე მარბურგის ცხელების დადასტურებულ შემთხვევასთან, რომელიც მოიცავს:
ü შესაძლო შემთხვევის მოთავსება უნდა მოხდეს ცალკე ოთახში ან იმ ტერიტორიაზე, სადაც მოთავსებულები არიან სხვა შესაძლო შემთხვევები. ეს უნდა მოხდეს იზოლირებულად იმ პაციენტებისგან, რომელთაც უკვე დადასტურებული აქვთ მარბურგის ცხელება.
ü დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში;
ü უნდა მოხდეს ყველა პირის მოკვლევა, რომელსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა საეჭვო პაციენტთან ან მის გამონაყოფებთან და უნდა განხორციელდეს მონიტორინგი იდენტიფიცირებულ კონტაქტებთან (ცხელება და ადრეული სომპტომები); უნდა მოხდეს ნარჩენების დატოვება იზოლირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ მოხდება მათი დეკონტამინაცია შესაბამისი წესების დაცვით, მათ შორის სასაზღვრო პუნქტზე.
ü პაციენტის ნიმუშის მიწოდება და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს საშიში ტვირთის ტრანსპორტირების საერთაშორისო პროცედურების დაცვით.
გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები
პაციენტის განთავსება
- პაციენტი უნდა განთავსდეს იზოლირებულად ცალკე დახურულ პალატაში, რომელსაც ექნება ცალკე სველი წერტილი;
- უნდა იწარმოოს პაციენტთან შემსვლელთა სია.
სამედიცინო მუშაკებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა:
- პაციენტთან შემსვლელ სამედიცინო მუშაკს სულ მცირე აუცილებლად უნდა ეკეთოს: ხელთათმანი, უნდა ეცვას უნიფორმა (სითხის გაჟონვისგან დაცული და ჰერმეტული), თვალის დამცავი საშუალება და პირზე ასაფარებელი ნიღაბი;
- პირადი დაცვის აღჭურვილობა (PPE) უნდა შეიცავდეს (სისხლის, ლორწოს, ნარწყევის ან ფეკალური ნაწილაკებთან კონტაქტის შემთხვევაში) ორმაგ ხელთათმანებს, ერთჯერად ბახილებს და რეზინის შესაბამის ფეხსაცმელს;
- სამედიცინო მუშაკებმა ხშირად უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ, მ.შ. ხელთათმანების.
პაციენტის მოვლის აღჭურვილობა:
- პაციენტისათვის პერსონალურად გამოყენებადი ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილობები;
- მრავალჯერადი მოწყობილობები, რომლებიც დეზინფიცირდება;
- ნემსის და წვეტიანი იარაღების ლიმიტირებული გამოყენება;
- ყველა გამოყენებული ნემსი თუ წვეტიანი იარაღი უნდა იყოს განსაკუთრებულად უსაფრთხოდ უტილიზებული (ერთჯერად – დახურულ კონტეინერებში);
- არ უნდა იქნას გამოყენებული აეროზოლების წარმომქმნელი პროცედურები.
ტრანსპორტირება
- მარბურგის ცხელებით დაავადებული ადამიანის გადაყვანის შემთხვევაში, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით, როგორიცაა სათანადოდ აღჭურვილი თვითმფრინავი (საჰაერო სასწრაფო დახმარების თვითმფრინავები), სათანადოდ აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანა.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – არ შეესაბამება
ე) საერთაშორისო ღონისძიებები – მარბურგის ცხელება ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ამ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.
მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს
მალარია
ზოგადი მიმოხილვა: მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს და გლობალური კლიმატური ცვლილებების, მოსახლეობის მზარდი მიგრაციისა და ტვირთბრუნვის მატების ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნისათვის ხდება პრობლემა. ამჟამად მალარიაზე ენდემურია ასზე მეტი ქვეყანა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიით ავადდება 200 მილიონამდე ადამიანი და მათ შორის 660000 (უმეტესად აფრიკის კონტინენტზე საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში) ამ დაავადებისაგან კვდება.
მალარიის 5 ფორმიდან ყველაზე გავრცელებულია ტროპიკული და სამდღიური
მალარია, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ინტენსივობით. მაგალითად
ავღანეთში აღრიცხული მალარიის შემთხვევების 80% მოდის სამდღიურ მალარიაა,
ხოლო 20% ტროპიკული. აფრიკის კონტინენტზე სახარის სამხრეთით მდებარე
ქვეყნებში შემთხვევების თითქმის 100% ტროპიკული მალარიაა.
მალარია ძველი დროიდან ფართოდ იყო გავცელებული საქართველოშიც,
წარმოადგენდა საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისათვის, იწვევდა მაღალ
სიკვდილიანობას და ქვეყანას აყენებდა უზარმაზარ ეკონომიურ დანაკარგებს. გასული
საუკუნის ოციან წლებში კოლხეთის დაბლობსა (დასავლეთ საქართველო) და ალაზნის
ველზე (აღმოსავლეთ საქართველო) მოსახლეობის დაახლოებით 30% იყო
დაავადებული მალარიით. დაავადების შემთხვევების დიდი ნაწილი ლეტალურად
სრულდებოდა. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ტროპიკული მალარიაც, რომელიც
როგორც ადგილობრივი (ენდემური) დაავადება ლიკვიდირებულია 1954 წლიდან და
ამჟამად რეგისტრირდება მხოლოდ აზია-აფრიკის ქვეყნებიდან შემოტანილი
შემთხვევები. სამდღიური მალარია, როგორც ადგილობრივი გავრცელების დაავადება
1970 წლისათვის აღმოფხვრის შემდგომ, 1996 წლიდან კვლავ აღმოცენდა (ძირითადად
აღმოსავლეთ საქართველოში აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რაიონებში). ამჟამად
საქართველო მალარიის ელიმინაციის სტადიაშია. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია
მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება.
გამომწვევი აგენტი: მალარია-ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც იწვევს
უმარტივესი სისხლის Plasmodium-ის გვარის პარაზიტები. მათი გადაცემა ბუნებრივ
პირობებში Anopheles-ის გვარის მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება. ადამიანის
მალარიით დაავადებას იწვევს plasmodium-ის 5 სახეობა: სამდღიური მალარია,
რომლის გამომწვევია Plasmodium vivax, ტროპიკული მალარია – გამომწვევი Plasmodium
falciparum, ოთხდღიური მალარია – გამომწვევი Plasmodium malariae, ოვალე მალარია
გამომწვევი Plasmodium ovale და Plasmodium knowlesi-ით გამოწვეული მალარია. ეს
უკანასკნელი ახლახანს იქნა აღმოჩენილი ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე.
მნიშვნელოვანი ეპიდემიური როლი ენიჭება ტროპიკულსა Plasmodium falciparum და
სამდღიურ მალარიას Plasmodium vivax.
მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: მალარია ბუნებრივ-ენდემური დაავადებაა.
მისი გავრცელება შეზღუდულია ბუნებრივი ფაქტორების მიერ. იგი გვხვდება მხოლოდ
იმ რეგიონებში, სადაც არსებობს მისი განვითარებისათვის (გამრავლება-გავრცელება)
საჭირო ყველა პირობა. ასეთ ადგილებს მალარიოგენურს უწოდებენ. მალარიის
განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები განსხვავებულია და შესაბამისად
ტრანსმისიის (გადატანის) ხარისხიც სხვადასხვაა. კერძოდ, ტერიტორიის
მალარიოგენურობის განმსაზღვრელი პირობები შემდეგია:
ტემპერატურა, რომელიც ხელს უწყობს გადამტანში (კოღო Anopheles)
პარაზიტის სპოროგონიის (პარაზიტის სქესობრივი მომწიფების სტადია)
პროცესის დასრულებას.
ტერიტორიაზე Anopheles-ის გვარის კოღოების არსებობა, რომელთაც უნარი აქვთ
მიიღონ მალარიის გამომწვევები.
მოცემულ ტერიტორიაზე მდედრი Anopheles-ისათვის ხელსაყრელი პირობები,
რათა მიაღწიოს ზრდასრულ ასაკს და გახდეს ეპიდემიოლოგიურად საშიში.
მდედრი კოღოების ადამიანთან კონტაქტის (კბენის) შესაძლებლობა.
ტერიტორიაზე მოსახლეობის არსებობა.
ტერიტორიის მალარიოგენურობა ფორმირდება, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი
პირობების კომპლექსით. ტერიტორიის მალარიოგენურობის განმსაზღვრელ უმთავრეს
პირობას წარმოადგენს: მოცემულ ტერიტორიაზე მდედრი Anopheles-ისათვის
ზრდასრულ ასაკამდე მისაღწევი ხელსაყრელი პირობები და მისი ადამიანებთან
კონტაქტის შესაძლებელობლობა.
ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე,
ლუგარის სჯ ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია
ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე, როგორიცაა Enterobacteriaceae, non-Enterobacteriaceae, Salmonella spp, Shigella spp, Clostridium spp, Campilobacter spp, Acinetobacter spp, Staphylococcus spp, Strepococcus spp, Nieseria spp, Bartonella spp, Klebsiella spp და ა.შ.
ლაბორატორიის ძირითადი ფუნქციებია: დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები) დიაგნოსტიკა, მორფოლოგიის, კულტურალური თვისებების, ბიოქიმიის შესწავლა; მიკროორგანიზმების მგრძნობელობის შესწავლა ანტიბიოტიკების და სადეზინფექციო პრეპარატების მიმართ;
ლაბორატორია წარმოადგენს ეპიდზედამხედველობის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს; მონაწილეობს ნოზოკომიური და დიარეული ინფექციების კვლევის და მალარიის ეპიდზედამხედველობის პროგრამებში, ასევე ხარისხის კონტროლი.
ლაბორატორიაში კლინიკურ და გარემო ნიმუშების კვლევაზე გამოყენებულია კვლევის შემდეგ მეთოდები:
– ბაქტერიოსკოპია;
– ბაქტერიოლოგია, მიკრობის ინდიკაცია/იდენტიფიკაცია;
– სეროტიპირება;
– ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრა -აგარში დიფუზიის 2 მეთოდით (კირბი ბაუერის დისკო დიფუზია); MIC-მონიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის განსაზღვრა E-ტესტით; ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრა ხდება CLSI და EUCAST სტანდარტებით;
– მიკროსკოპია პარაზიტულ გამომწვევებზე.
ლაბორატორია ჯანმოს მხარდაჭერით ახორციელებს რეფერენს ლაბორატორიის ფუნქციას ანტიმიკრობული რეზისტენტობის სფეროში ქვეყნის მასშტაბით (ამ ეტაპზე ჩართულია 11 წამყვანი კლინიკა).
ლაბორატორიას ჯანმოსგან მინიჭებული აქვს აკრედიტაცია დიფთერიაზე. ასევე, ყოველწლიურად მონაწილეობს ჯანმოს გარე ხარისხის კონტროლის პროგრამაში – Salmonella/Shigella , Haemophilus influenzae, Neisseria meningitidis , Streptococcus pneumoniae, მალარია და AMR.
ლაბორატორია მონაწილეა რამდენიმე სამეცნიერო კვლევითი პროექტის:
ISTC/BTEP #G-1759p ”Epidemiology of Clostridium difficile–associated disease in Georgia”
ISTC/BTEP #G-1683p “Distribution and diversity of Bartonella pathogens among people and animals in Georgia and evaluation of factors associated with the emergence of bartonellosis”
ISTC/BTEP #G-2099p “Molecular Epidemiology of Toxigenic Escherichia coli in country of Georgia”
ISTC/BTEP #G-1462p “Establishment of national sentinel-site, laboratory-based Salmonella surveillance system and outbreak response capacity for enhanced control of food borne disease in the Republic of Georgia”
ISTC/BTEP #G-2175p “Genotype-phenotype characterization and toxin study of archival and newly isolated Georgian Clostridium botulinum strains “
Proof-of-Principale Study (WHO surveillance project on AMR)
CBR GG21 – “Human Disease Epidemiology and Surveillance of Especially Dangerous Pathogens in Georgia”, 2014-2017. USAMRIID, Walter Reed Army Institute of Research (WRAIR)
პერსონალი
ლაბორატორიაში მუშაობს 12 გამოცდილი/კვალიფიციური კადრი, მათ შორის სამს მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი მედიცინაში.
ლაბორატორიის ბაზაზე მუშავდება ორი სადოქტორო ნაშრომი შიგა-ტოქსისინის მაპროცედურებელ E.coli-ზე (STEC).
პუბლიკაციები/აბსტრაქტები
ლაბორატორიის ბაზაზე სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულია 37 სამეცნიერო პუბლიკაცია და 14 აბსტრაქტი.











