მოდერნას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა – რეალური იმედი მელანომის და ფილტვების კიბოს წინააღმდეგ
GLP-1 მიკროდოზირება – მოდის ტენდენცია თუ სამედიცინო რისკი
GLP-1 მიკროდოზირება – მოდის ტენდენცია თუ სამედიცინო რისკი.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დღეს, როგორც პაციენტები, ისე ექიმებიც, სულ უფრო მეტად მიმართავენ GLP-1 agonist პრეპარატების მიკროდოზირებას – მაგალითად, Ozempic, Wegovy და სხვ. მიზანი?
- ფულის დაზოგვა
- გვერდითი ეფექტების შემცირება
მაგრამ – ყველა სპეციალისტი არ ეთანხმება, რომ ეს კარგი იდეაა.
რატომ მიმართავენ მიკროდოზირებას?
GLP-1 პრეპარატები თავდაპირველად შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ იყო განკუთვნილი, მაგრამ დღეს ბევრმა ადამიანმა დაიწყო მათი გამოყენება წონის დასაკლებად. იმის გამო, რომ ეს პრეპარატები ძვირია და ხშირია გვერდითი ეფექტები (მათ შორის, გულისრევა, თავბრუსხვევა, ნაწლავური პრობლემები), ზოგი ცდილობს თვითნებურად შეამციროს დოზა.
რა არის პრობლემა?
- თვითნებური დოზირების შეცვლა არ ნიშნავს უსაფრთხოებას.
- მიკროდოზა შეიძლება არ იყოს საკმარისი ეფექტისთვის
- არ არსებობს საკმარისი კვლევები იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური ან უსაფრთხოა მიკროდოზირება
- წამლის არასწორმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წინააღმდეგობრივი შედეგები
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„წამალი არის სამედიცინო პროტოკოლით განსაზღვრული საშუალება, და არა TikTok ტენდენცია. მიკროდოზირება შეიძლება იყოს გამოსავალი მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და მკაფიო სამედიცინო მიზეზებით. თვითნებურად შემცირებული დოზით მიღება არ ნიშნავს, რომ გვერდითი ეფექტები აღარ იქნება – შეიძლება უბრალოდ ვეღარ მივიღოთ ის შედეგი, რასაც ველოდით, ან უარესი – მივიღოთ სხვა რისკები.“
წყარო:
Medscape. Some Patients — And Doctors — Turn to Microdosing GLP-1s.
ლინკი: https://www.medscape.com/viewa…/microdosing-glp1-weight-loss
შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge
შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #GLP1 #მიკროდოზირება #დოზირება #წონისდაკლება #შაქრიანიდიაბეტი #ჯანმრთელობამთავარია #შენიექიმი #შენიმედიცინა @[61552603185704:2048:SheniEkimi.ge • http://xn--podalbard8ewa.ge/] Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
რა ვირუსია რუსეთში? – სისხლიანი ხველა და მაღალი სიცხე მიკოპლაზმური პნევმონიის ფონზე
რა ვირუსია რუსეთში? – სისხლიანი ხველა და მაღალი სიცხე მიკოპლაზმური პნევმონიის ფონზე
- მიუხედავად იმისა, რომ მიკოპლაზმური პნევმონია ვაქცინით პირდაპირ არ პრევენირდება, ასეთი დაავადებების გავრცელება ხშირად უფრო მძაფრია ისეთ საზოგადოებებში, სადაც იმუნიზაციის ზოგადი დონე დაბალია.
- რუსეთში COVID-19-ის ვაქცინაციის მიმართ წინააღმდეგობა ფართოდ იყო გავრცელებული. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა ნდობის კრიზისზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე მიანიშნებს.

სტრესი – კიბოს განვითარების რისკფაქტორი
სტრესი – კიბოს განვითარების რისკფაქტორი.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
თანამედროვე სამედიცინო კვლევები მიუთითებენ, რომ ქრონიკული სტრესი შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს კიბოს განვითარების რისკზე. სტრესი არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, არამედ მას შეუძლია ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოწვევა, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა სისტემას აზიანებს.
სტრესის გავლენა იმუნურ სისტემაზე
ქრონიკული სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც ორგანიზმს ნაკლებად ეფექტურს ხდის ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. სტრესის დროს გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც თრგუნავს იმუნური სისტემის აქტივობას, ამცირებს ანტისხეულებისა და თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობას, რაც ზრდის ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადების რისკს. 
სტატისტიკური მონაცემები
კვლევების მიხედვით, ქრონიკული სტრესი დაკავშირებულია სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემასთან:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: სტრესი ზრდის მაღალი არტერიული წნევის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. 
- ავტოიმუნური დაავადებები: სტრესის მქონე პაციენტები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ავტოიმუნური დარღვევებისკენ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი და ფსორიაზი. 
სტრესის მართვის რეკომენდაციები
სტრესის შემცირება და მართვა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. რეკომენდაციები მოიცავს:
- რეგულარული ფიზიკური აქტივობა: ვარჯიში ხელს უწყობს სტრესის ჰორმონების დონის შემცირებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას. 
- ჯანსაღი კვება: ბალანსირებული დიეტა ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებით, რაც იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
- საკმარისი ძილი: ხარისხიანი ძილი აუცილებელია ორგანიზმის აღდგენისთვის და სტრესის შემცირებისთვის.
- რელაქსაციის ტექნიკები: მედიტაცია, იოგა და ღრმა სუნთქვის ვარჯიშები ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ მისი ქრონიკული ფორმა სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს ეფექტური მეთოდები სტრესის მართვისთვის და რეგულარულად იზრუნოს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
#გიორგიფხაკაძე #სტრესი #კიბო #იმუნური_სისტემა #ჯანმრთელობა #ფსიქიკური_ჯანმრთელობა #საზოგადოებრივი_ჯანდაცვა Giorgi Pkhakadze @[61552603185704:2048:SheniEkimi.ge • http://xn--podalbard8ewa.ge/]
მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო კონფერენციაში – „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“, მონაწილეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში – „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“, მონაწილეობს.
კონფერენციაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიის მიმართულებითა და სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის და მიზნობრივი, ვერტიკალური პროგრამების მეშვეობით, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოიცავს ანტენატალურ, პერინატალურ და პოსტნატალურ მოვლას, იმუნიზაციასა და ადრეულ სკრინინგს,
ამასთან, შემცირდა ფინანსური ბარიერები ოჯახებისთვის. ამ ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული მიდგომის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ერთი წლის ასაკის ბავშვთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 55%-ით შემცირდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის.
„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) პარტნიორობით, ვახორციელებთ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს, რომლის მიზანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოს დანერგვა. ეს ხელს უწყობს ქალებს აქტიურად ჩაერთონ საკუთარი და შვილების მოვლაში ორსულობიდან ბავშვის ადრეულ
განვითარებამდე“, – განაცხადა მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ინიციატივების ეფექტიანობას.საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
რა არის TMJ-ს ანკილოზი
ძვლები და სახსრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოძრაობა და ყოველდღიური აქტივობების შესრულება შევძლოთ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დაავადება მათ აზიანებს და არამხოლოდ დისკომფორტს გვიქმნის, არამედ ცხოვრების ხარისხსაც მნიშვნელოვნად აუარესებს.
საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის (TMJ) ანკილოზი დაავადებაა, რომელიც აღნიშნული სახსრის შეხორცებით გამოიხატება; ეს პროცესი ყბის მოძრაობას სრულად ან ნაწილობრივ ზღუდავს. შედეგად, შესაძლოა, ადამიანს მნიშვნელოვნად გაურთულდეს საუბარი, კვება და რთულ შემთხვევებში სუნთქვაც კი. სიტყვა ანკილოზი ბერძნულიდან მომდინარეობს და გაშეშებულ სახსარს ნიშნავს.
TMJ-ის ანკილოზი საკმაოდ იშვიათია, ამიტომ მისი გავრცელების სიხშირე საფუძვლიანად არ არის შეფასებული. ჩვეულებრივ, იგი 10 წლამდე ვითარდება, თუმცა ეს შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. იმისათვის, რომ მდგომარეობა არ გართულდეს, სიმპტომების დროული ამოცნობა და სამედიცინო ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ დაავადებას ხშირად შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:
- ყბის მოძრაობის შეზღუდვა ან პირის გაღების უუნარობა;
- საფეთქელ-ქვედაყბის მიდამოში ტკივილი ან დისკომფორტი;
- სახის ასიმეტრია;
- ყბის გადახრა პირის გაღებისას;
- ჭამისა და ლაპარაკის, ასევე ორალური ჰიგიენის დაცვის გაძნელება;რთულ შემთხვევებში სუნთქვის გაძნელება და ძილის ობსტრუქციული აპნოე.
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!
- ალცჰაიმერის დაავადება
- პარკინსონის დაავადება
- დემენცია
- კოგნიტური დარღვევები
- ყურადღება მიაქციეთ განმეორებად ჰერპესულ გამონაყარს
- კოგნიტური პრობლემების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ნევროლოგს
- გაიმყარეთ იმუნური სისტემა
- საჭიროების შემთხვევაში ჩაატარეთ HSV ტესტირება

„შაქრის გარეშე“ ნიშნავს ჯანსაღს? – მწარე სიმართლე დიეტურ პროდუქტებზე!
„შაქრის გარეშე“ ნიშნავს ჯანსაღს? – მწარე სიმართლე დიეტურ პროდუქტებზე!
- შაქარი ასტიმულირებს მადის დამთრგუნველ ჰორმონებს
- სუკრალოზი კი ვერ ახდენს მსგავს ეფექტს!
- „შაქრის შემცვლელი არ ნიშნავს ჯანსაღს!
- ტვინი ვერ იტყუება – თუ მის მოლოდინს არ ემთხვევა მიღებული კალორია, ის კომპენსაციას მოითხოვს.
- შედეგად, ჩვენ ვსვამთ 0 კალორიას – მაგრამ ვჭამთ 300-500 კალორით მეტს დღის განმავლობაში!“
- არ მოტყუვდეთ „შაქრის გარეშე“ ეტიკეტებით
- აირჩიეთ ბუნებრივი ტკბილი საკვები (ხილი, თესლი, სავსე მარცვლეული)
- უმჯობესია მცირე დოზით ნამდვილი შაქარი, ვიდრე ქიმიურად მართული “0 კალორიული” შეცვლილი ტკბილეულობა
- ყურადღებით იყავით ბავშვების და მოზარდების რაციონშიც – ტვინის განვითარებაზე ეს ზეგავლენა განსაკუთრებით საგრძნობია

კვლევა – გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია
დაბერების პროცესი მთელს ორგანიზმში მიმდინარეობს, მაგრამ ამის ყველაზე მკაფიო ვიზუალური გამოხატულება ჩვენს კანზეა ხოლმე. ასაკის მატების პარალელურად ნაოჭების რაოდენობაც იზრდება, ასევე კანი თხელდება და მასზე ლაქები ჩნდება. ამას გარე ფაქტორებიც იწვევს, როგორიც ულტრაიისფერი გამოსხივება და ჰაერის დაბინძურებაა. საბოლოოდ, ჩვენი სხეულის საფარველის ცვლილება დაზიანებისა და ინფექციების რისკს ზრდის, ამიტომ ეს მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად არ უნდა აღვიქვათ.
როგორ შეგვიძლია, რომ კანი დაბერებისგან დავიცვათ?
ახალმა კვლევამ ჰორმონების პოტენციალი გამოავლინა არა მხოლოდ ნაოჭების, არამედ ჭაღარების წინააღმდეგაც. ზოგიერთი ასეთი მოლეკულა იმავე მიზნით უკვე გამოიყენება, მაგრამ ისინი ძირითადად ესტროგენებითა და რეტინოიდებით შემოიფარგლება.
მეცნიერებმა ჰორმონებისა და მათთან დაკავშირებული ნივთიერებების უფრო დიდი რაოდენობა შეისწავლეს, რათა კანის დაბერებაზე მათი გავლენა გაეანალიზებინათ. გაითვალისწინეს ისიც, რომ ამგვარ მოლეკულებს ყველაზე უხვად სწორედ კანი წარმოქმნის (რა თქმა უნდა, ჯირკვლების შემდეგ). ამის გამო ის მნიშვნელოვან ენდოკრინულ ორგანოდ მიიჩნევა, რომლის ფუნქციონირებაშიც არამხოლოდ კანის ყველა ფენა, არამედ თმის ფოლიკულებიც მონაწილეობს. მათ ნეიროენდოკრინულ “მინიორგანოებსაც” უწოდებენ.
კანისა და ჰორმონების ურთიერთკავშირის უკეთ გასაგებად სპეციალისტებმა აქამდე ჩატარებული კვლევები შეისწავლეს. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან მოლეკულებზე, როგორიც IGF-1, ესტროგენები, რეტინოიდები, მელატონინი და ზრდის ჰორმონებია. ზოგიერთმა მათგანმა თმისა და კანის დაბერებაზე დიდი გავლენა აჩვენა, რაც მათ კლინიკურ პოტენციალზე მიანიშნებს.
ავტორები ამბობენ, რომ ეს ჰორმონები შემაერთებელი ქსოვილის დეგრადაციას, ღეროვანი უჯრედების შენარჩუნებასა და პიგმენტის დაკარგვას აკონტროლებს. პირველი სწორედ ნაოჭების წარმოქმნას იწვევს, ბოლო კი გაჭაღარავებას განაპირობებს. შესაბამისად, ზოგიერთ ჰორმონს ანტიასაკობრივი თვისებები აქვს, რომლის გამოყენებაც პრევენციისთვის შეგვიძლია.
მეცნიერების თქმით, ამ მხრივ მელატონინი ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ის მცირე ზომისაა, ბიუჯეტურია და მას სხეულიც მარტივად ეგუება. ის პირდაპირი და არაპირდაპირი ანტიოქსიდანტის სახით მოქმედებს და მიტოქონდრიულ მეტაბოლიზმს არეგულირებს. ასევე, მელატონინი დნმ-ის დაზიანებას, ანთებით პროცესებსა და უჯრედების თვითგანადგურებას ეწინააღმდეგება.
თერაპიული პოტენციალის მქონე სხვა ჰორმონები და კომპონენტებია: α-MSH (პეპტიდური ჰორმონი), ოქსიტოცინი, ენდოკანაბინოიდები და PPARs რეცეპტორები.
„ამ ჰორმონების შემდგომმა კვლევამ შეიძლება შესთავაზოს ახალი თერაპიული საშუალებების შემუშავება კანის დაბერების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის“, – ამბობს ბომი.
კვლევა გამოქვეყნდა Endocrine Reviews-ში.

















