ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა
#post_seo_title

თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! საქართველოში ადამიანის კვერცხუჯრედებით უკანონო ვაჭრობის სქემის გამო, საერთაშორისო გამოძიება დაიწყო.
ფაქტები და სტატისტიკა:
• თაილანდელი ქალების გამოყვანა ტრეფიკინგის ბადიდან
2025 წლის თებერვალში სამი თაილანდელი ქალი გადაარჩინეს საქართველოში მოქმედი ჩინური კრიმინალური ჯგუფის მიერ ორგანიზებული კვერცხუჯრედების არალეგალური ვაჭრობის სქემიდან.
(Bangkok Post, 2025)
• სამუშაოს შეთავაზება და მოტყუების სქემა
ქალები სოციალური ქსელების საშუალებით აგებდნენ თავს მოტყუებას – მათ სთავაზობდნენ 400,000-600,000 ბატის (დაახლოებით 12,000-18,000 ლარის) ოდენობის შემოსავალს.
(VnExpress, 2025)
• არალეგალური ქირურგიული ჩარევა
ტრეფიკინგის მსხვერპლები კვირაში რამდენჯერმე გადიოდნენ კვერცხუჯრედების ამოღების პროცედურას, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
(Thai PBS, 2025)
• გადახდის მოთხოვნა და შანტაჟი
კრიმინალური ჯგუფი თავისუფლების სანაცვლოდ 70,000 ბატის (დაახლოებით 2,100 ლარის) გადახდას ითხოვდა.
(Nation Thailand, 2025)
ტრეფიკინგის ზრდა – სიგნალი საქართველოსთვის
საქართველო ადამიანის კვერცხუჯრედების უკანონო ვაჭრობის სამიზნე?
საქართველოს შსს-ს (2024) მონაცემებით, ადამიანებით ვაჭრობის 15 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 25%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ქვეყანა სუროგატ დედობის ლეგალურობის გამო შეიძლება კრიმინალური ქსელების სამიზნე გახდეს.
გლობალური სტატისტიკა და საფრთხე
ჯანმოს (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად 10,000-ზე მეტი უკანონო ორგანოების და ქსოვილების ტრანსპლანტაცია ხდება, რაც მთლიანი ტრანსპლანტაციების 10%-ს შეადგენს.
გაეროს (UNODC) 2023 წლის მონაცემებით, ადამიანების 70% სექსუალური ექსპლუატაციისთვის, ხოლო 30% ორგანოების უკანონო ვაჭრობისთვის ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები:
საზოგადოების ინფორმირება – მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მსგავსი სქემების შესახებ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში მომუშავე პირებისთვის.
კანონმდებლობის გამკაცრება – რეგულაციები უნდა გაძლიერდეს სუროგატ დედობის და კვერცხუჯრედების დონაციის სფეროში.
საერთაშორისო თანამშრომლობა – საქართველო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს INTERPOL-სა და სხვა საერთაშორისო სააგენტოებთან, რათა აღმოფხვრას ასეთი სქემები.
წყაროები:
1️⃣ Bangkok Post – Thai women rescued from human egg farm in Georgia
2️⃣ VnExpress – Thai women rescued from human egg trafficking ring run by Chinese gang in Georgia
3️⃣ Thai PBS – Thai woman who fell victim to smuggling ring recounts ordeal in Georgia
4️⃣ Nation Thailand – Thai police to expand investigation into human egg harvesting trade in Georgia
5️⃣ The Online Citizen – Thai women rescued from human egg harvesting scheme run by Chinese gang in Georgia
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა საზოგადოება უფრო ფხიზლად იყოს და თავიდან აიცილოს ასეთი რისკები!
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]
@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

პირის ღრუს დაავადებები – რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?

პირის ღრუს დაავადებები - რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?
#post_seo_title

პირის ღრუს დაავადებები

1)   რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?

პირის ღრუს დაავადებებს  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ გლობალურ ავადობაში, მათი გავრცელება და სიმძიმე  დამოკიდებულია ეკონომიკურ, სოციალურ, ქცევით და გარემო ფაქტორებზე. პირის ღრუს პათოლოგიებიდან ოდითგანვე ყველაზე გავრცელებული იყო კარიესი და პარადონტოზი. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც კი,  კბილის კარიესი აღენიშნება მოსწავლეების 60–90%–სა და მოზრდილთა  უმრავლესობას. ჯანმრთელი პირის ღრუ უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მიკრობული ინფექციებისა და ეკოლოგიური საფრთხეებისაგან. არაჯანსაღი პირის ღრუ აქვეითებს შრომის უნარიანობას და  ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს პიროვნებაზე. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა ასოცირებულია პირის ღრუს ჰიგიენასთან.  არაჯანსაღი პირის ღრუ ქრონიკული დაავადებების, კერძოდ გულის, თირკმელების, ფილტვის დაავადებებისა და დიაბეტის მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია.

მილიონობით ხანდაზმული ადამიანი   კარგავს კბილებს, რასაც  მოყვება უკბილობა და კბილების პროტეზირება. ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო ხანდაზმულებს მედიკამენტების ხშირი მიღება უწევთ, რაც თავის მხრივ იწვევს პირის ღრუს  სიმშრალეს, ინფექციისადმი მიდრეკილებასა და კბილების დაშლას. კბილების კარიესისა და დაკარგვის ძირითად მიზეზი ღრძილების დაავადებები და პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობაა. ხშირ შემთხვევებში ცუდად მორგებული პროტეზი აქვეითებს ღეჭვის უნარს და აუარესებს სიცოცხლის ხარისხს. ხანდაზმულებში ხშირია პირის ღრუს ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები, რაც მრავალი წლის განმავლობაში თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება. ამ ლოკალიზაციის სიმსივნური დაავადებების გავრცელება მაღალია იმ რეგიონებში, რომლებიც თამბაქოს ჭარბი მოხმარებით გამოირჩევიან.[i]

 2)   პირის ღრუს დაავადებათა  პრიორიტეტულობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით

პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით პირის ღრუს დაავადებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითად პრობლემას წარმოადგენენ. მათი გავლენა, როგორც   ცალკეულ პიროვნებების, ასევე მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის სტატუსზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, პირის ღრუს დაავადებების ტრადიციული მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია, იგი არის მეოთხე ძვირადღირებულ დაავადებების მკურნალობაში განვითარებულ ქვეყნებში. ბევრ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ბავშვების კარიესზე დახარჯული დანახარჯები უსწრებს მთლიანად ბავშვების ჯანმრთელობაზე გაწეულ დანახარჯებს.  პირის ღრუს დაავადებები წარმოადგენენ ოთხი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტი, სიმსივნე და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები)  ცხოვრების წესთან  დაკავშირებულ რისკის ფაქტორებს. მაგალითად, კვებასთან დაკავშირებული ქცევები გავლენას ახდენს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისა  და კარიესის განვითარებაზე. თამბაქოს გამოყენება  90% შეთხვევებში იწვევს პირის ღრუს სიმსივნისა და სხვადასხვა ანთებითი პროცესების განვითარებას. ის ასოცირდება  ორალური ჰიგიენის დაბალ სტანდარტთან, თავისთავად კბილების დაკარგვას  იწვევს.[ii]

3)   რა ზეგავლენას ახდენს პირისღრუს დაავადებები ადამიანის საერთო ჯანმრთელობაზე

 კვლევებით დასტურდება, რომ პარადონტიტით დაავადებულ ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ  ინფარქტი და სამჯერ უფრო ხშირად აქვთ ინსულტი, ვიდრე მათ, ვინც მუდმივად უვლის პირის ღრუს. გამოკვლევებმა გამოავლინეს, რომ ბაქტერია რომელიც იწვევს პარადონტიტს აღწევს სისხლში და შესაძლებელია ხელი შეუწყოს თრომბის გაჩენასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს.

დიაბეტით დაავადებულები ინფექციებისადმი მგრძნობიარეები არიან, მათ შორის პირის ღრუს ინფექციების მიმართაც. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად პარადონტიტმა შესაძლოა დაამძიმოს დიაბეტით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა და გახადოს იგი ინსულინ რეზისტენტული. მიკრობები, რომლებიც იწვევენ პნევმონიას და სხვა რესპირატორულ დაავადებებს, ხშირად პარადონტიტით დაავადებულების პირის ღრუშიც ბუდობენ და ხელსაყრელ პირობებში ამ დაავადებების პროვოცირებას იწვევენ.

პირის ღრუს პროფილაქტიკური გასინჯვების გზით სიმსივნეებთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს მთელი რიგი დაავადებები – საკვები ნივთიერებების დეფიციტი, მიკრობული ინფექციები, იმუნური სისტემის დარღვევები, პირის ღრუს ტრავმა  და ა.შ. პირის ღრუს ჰიგიენასა და დაავადებების ადრეულ გამოვლენას კრიტიკული როლი ეკისრება ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებისა და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით.

 4)   რა მნიშვნელობა აქვს ფტორიდებს პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის?

კვლევებით დადგენილია, რომ ფტორი  კარიესის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ფტორიდები პირის ღრუში შესაძლებელია მოხვდეს ფტორირებული წყლის, მარილის, რძის, სავლები საშუალებებისა და კბილის პასტების დახმარებით; არსებობს უტყუარი მტკიცებულებები ფტორიდების ხანგრძლივი გამოყენების დადებით მხარეზე, კერძოდ ის ამცირებს კარიესის შემთხვევების რიცხვს ბავშვებსა და მოზარდებში. წყლის ფტორირების მეთოდი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინტერვენციაა, თუმცა ეს პროცესი აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს, რადგანაც ფტორის დასაშვებ დოზაზე მეტის მიღებამ შესაძლოა ფლუოროზი გამოიწვიოს, რაც კბილის სიმყიფეს ზრდის და ასევე კბილების დალაქავებას იწვევს.  ფტორის სხვადასხვა სახით საზოგადოებისათვის მიწოდების მეთოდი გულისხმობს აბების, ფტორის შეცველი სავლები  ხსნარების, ფტორირებული კბილების საწმენდი საშუალებებისა ან მარილისა და რძის გამოყენებას. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სასმელი წყალი საჭირო რაოდენობის ფტორს არ შეიცავს,  ყველაზე ეფექტური მეთოდი წყლის ფტორირებაა. წყლის ფტორირებაზე გაწეული დანახარჯი მოსახლეობის მოცულობაზეა დამოკიდებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად იმ რეგიონებში,  სადაც მოსახლეობა 200.000-ს აღემატება, ერთ სულ მოსახელეზე გაწეული დანახარჯი  12-დან 21-ცენტამდე მერყეობს, ხოლო შედარებით პატარა დასახლებებში ერთ სულ მოსახლეზე – 60 ცენტიდან 5.41 დოლარამდე.

 5)   ახდენს თუ არა გავლენას ხშირი დიეტები და არასრულფასოვანი კვება  პირის ღრუს ჯანმრთელობაზე?

 დღეს მსოფლიოს წინაშე ორი სახის მალნუტრიციული პრობლემა დგას: ერთი, რომელიც ასოცირდება შიმშილთან ან საკვები ელემენტების დეფიციტთან და მეორე – დიეტურ შიმშილთან. ურბანიზაციამ და სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ადამიანთა ცხოვრების წესსა და  კვებაში  ცვლილებები განაპირობა. დიეტაზე ხშირად ყოფნა და არასრულფასოვანი კვება  გავლენას ახდენს – ქალა-სახის,  პირის ღრუს სიმსივნეების, პირის ღრუს ინფექციების განვითარებაზე. კარიესი დიეტასთან ასოცირებულ სტომატოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს, ჭარბი დიეტები  ემალის განვითარების დეფექტს, კბილების ეროზიასა და პაროდონტიტის განვითარებას იწვევს. შაქრის ხანგრძლივი და ხშირი გამოყენება პატარა ბავშვებში კარიესის მიზეზი ხდება. ხშირად ბავშვები საწოლში  მთელი ღამის ან დღის განმავლობაში ბოთლით ტკბილ საჭმელს მიირთმევენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, ცნობილია, რომ დედის რძე ხელს უშლის კარიესის განვითარებას ადრეული ასაკის ბავშვებში. დამატებით, კბილების ეროზია ხშირად  მჟავების შემცველი არაალკოჰოლური სასმელების ხშირ მოხმარებასთან ასოცირდება.

კვებაში ცვლილებები გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ზოგად სტატუსზე, მათ შორის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. პირის ღრუს დაავადებების პრევენციისა და კონტროლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შემდეგი პრინციპების გათვალისწინება:

  • ძუძუთი კვების პოპულარიზაცია.
  • ჯანსაღი კვების  პოპულარიზაცია.
  • შაქრის ჭარბი მოხმარების შეზღუდვა;
  • არაალკოჰოლური გამაგრილებელი მჟავე სასმელების მოხმარების შეზღუდვა.

6)   რა ზეგავლენას ახდენს თამბაქოს  მოხმარება პირის ღრუს ჯანმრთელობაზე?

 თამბაქო, როგორც მავნე ჩვევა, ნაადრევი სიკვდილიანობისა  და  სხვადასხვა სისტემური დაავადებების განვითარების მიზეზია. გარდა ამისა, სიგარების, სიგარეტების, საღეჭი თამბაქოს გამოყენება პირის ღრუს სიმსივნეების განვითარებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია; თამბაქო, პირის ღრუს სიმსივნეების რეციდივის მიზეზია, მოზრდილებში პაროდონტიტის განვითარების რისკის ფაქტორია,  ამასთან, იგი თრგუნავს იმუნური სისტემის მოქმედებას (21 WHO/NMH/NPH/ORH/03.2 The World Oral Health Report 2003).

 7)   რა არის პირის ღრუს სიმსივნეების გამომწვევი რისკის ფაქტორები?

პირისა და ხახის სიმსივნეები (ტუჩის სიმსივნე, ენის, პირის ღრუს ფსკერის, ღრძილების, პირის ღრუს ლორწოვანის, ალვეოლური ლორწოვანის) საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს; კვლევებით დადგენილია, რომ თამბაქო და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება  პირისა და ხახის სიმსივნეების განვითარებაში ერთ-ერთ უმთავრეს რისკის ფაქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ გარკვეულ ასოციაციას ადამიანის პაპილომა ვირუსსა და პირის ღრუს სიმსივნეებს შორის (,,Goal 3. Prevent and control oral and pharyngeal cancers and their risk factors“  CDC’s Oral Health Program: Strategic Planning for 2011–2014). დაავადების კონტროლის თვალსაზრისით პრიორიტეტულია ძირითადი რისკის ფაქტორების – მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება – მოქმედების შემცირება, ასევე სასურველია, ყველა საეჭვო დაზიანებაზე ბიოფსიური კვლევის განხორციელება, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებში, როგორებიც არიან 40 წელს გადაცილებული მწეველი ან ალკოჰოლზე დამოკიდებული მამაკაცები.

 8)   რას წარმოადგენს კარიესი?

კარიესის შეთხვევათა უმეტესი ნაწილი 2-5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება,  აქ უდიდეს როლს სოციალური ფაქტორი თამაშობს, რადგანაც შეთხვევათა მეტი წილი სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებზე მოდის. ასევე, დაბალი შემოსავლის მქონე 12-19 წლის მოზარდების დაახლოებით ორ მესამედს კარიესი აღენიშნება. კარიესი კვლავ რჩება ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის პრობლემად, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია შენარჩუნებულ იქნას ჯანსაღი კბილები. კბილების დაკარგვამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს პიროვნების თავდაჯერებულობაზე და შეექნას პრობლემები საკვების დამუშავებასთან დაკავშირებით, რადგანაც ნაკლული კბილებით ადამიანს არ შეუძლია სრულფასოვნად მოახდინოს საკვების მექანიკური დამუშავება, რაც თავის მხრივ გარკვეულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

9)   რას წარმოადგენს პაროდონტიტი?

პაროდონტიტი მიეკუთვნება იმ დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ ღრძილების შემაერთებელ ქსოვილზე და ძვლებზე, რომლებზედაც მაგრდება კბილები. პაროდონტიტი იწყება ღრძილების მარტივი ანთებით (გინგინიტი)  და მთავრდება სერიოზული დაავადებით, რის შედეგადაც ხდება რბილი ქსოვილებისა და ძვლების დაზიანება, რომლებიც ძირითადად იჭერენ კბილებს. თუკი დაავადების გამოვლენა დროულად არ მოხდა, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს    კბილების ფუნქციის დარღვევა. კბილების დაკარგვა და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის გაუარესება. პაროდონტული დაავადებები გავლენას ახდენენ მთელ რიგ სისტემურ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციული სისტემის დაავადებები. დაავადების მთავარი  მიზეზი პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობაა, მისი  პრევენცია კბილების რეგულარული გახეხვითა და გასუფთავებით, ასევე ანტიანთებითი სავლების გამოყენებითაა შესაძლებელი.

  10) რისი გაკეთება შემიძლია პირის ღრუს დაავადებებისთავიდან ასაცილებლად ან რისკის მინიმუმამდეშესამცირებლად?

პირველი მნიშვნელოვანი ქცევა, რომელიც  პირის ღრუს ჯანმრთელობას განაპირობებს -არის კბილების სწორი გაწმენდა ორჯერ დღეში ჯაგრისითა და  ფტორირებული კბილის პასტის გამოყენებით, ასევე კბილების რეგულარული დათვალიერება.

ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელი ღიმილი ბედნიერების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. ჯანდაცვის მუშაკები თვლიან, რომ კბილების ჰიგიენა განაპირობებს პირის ღრუს, კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობას, რაც მომავალში თავიდან აგვაცილებს კბილების კარიესს, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს, ღრძილების სხვადასხვა სახის ანთებებსა და პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკებს. თავის მხრივ ჯანმრთელი კბილები და ღრძილები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას.[iii]

მშობლებს შეუძლიათ  თავიანთ პატარებს ასწავლონ და გამოუმუშაონ  კბილების სწორი გახეხვისა და ენის გაწმენდის მყარი ჩვევები.

 გაითვალისწინეთ, რომ:

  • ჯაგრისის ზომა უნდა იყოს ასაკის შესაბამისი, რბილი, ნეილონის მრგვალი ბოლოებით, რათა არ დააზიანოს ბავშვის კბილის სათუთი  ემალი და ღრძილები.
  • შეურჩიეთ ბავშვებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა.
  • მოუწყვეთ მოსახერხებელი პირსაბანი, შესაძლებელია ჯაგრისს ჰქონდეს სახალისო ფორმები (მაგალითად ცხოველების), რათა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი არ გახდეს კბილების გახეხვის პროცესი.
  • ასწავლეთ, როგორ დაიჭიროს ჯაგრისი (დაახლოებით 450-ის კუთხის დახრილობით კბილების მიმართ) და წინ და უკან მბრუნავი მოძრაობით ნაზად გაიხეხოს წინა კბილების წინა და უკანა ზედაპირები. მოათავსებინეთ ჯაგრისი საღეჭი კბილების ზედაპირებზე და წინ და უკან მოძრაობით ასწავლეთ ენისა და საღეჭი კბილების გახეხვა.
  • სასარგებლო იქნება, თუ თქვენც მასთან ერთად გაიხეხავთ კბილებს მინიმუმ დღეში ორჯერ.
  • კბილების გახეხვის შემდეგ ჯაგრისი კარგად უნდა გარეცხოთ და სუფთად შეინახოთ.
  • ნახმარ კბილის ჯაგრისებს სჭირდება მინიმუმ თვეში ერთხელ ახლით შეცვლა.[iv]


[i] http://apps.who.int/iris/bitstream/10665/39644/1/WHO_TRS_826.pdf?ua=1

[ii] Canadian Oral Health Strategy

Federal, Provincial and Territorial Dental Directors

Federal, Provincial, Territorial Dental Director’s working group meeting- Montreal, August 2005

პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს

პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს
#post_seo_title

პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვითმსოფლიოში ეპილეფსია 50 მილიონ ადამიანს აქვს.

10-დან 1 ადამიანს კი  ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შესაძლოაგამოუვლინდეს ეს დაავადება[i].

საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ეპილეფსიისთვის მხოლოდ კრუნჩხვითი შეტევებია დამახასითებელი. სინამდვილეში, ის სხვადასხვა ტიპის შეტევებით  ვლინდება, მაგრამ დღეს  სწორედ კრუნჩხვითი შეტევებით მიმდინარე ეპილეფსიაზე ვისაუბრებთ (მდგომარეობა, რომელიცხშირადცნობიერების დაკარგვით მიმდინარეობს, თან ახლავს დაცემა, კიდურების არაკონტროლირებადი მოძრაობები – დაკრუნჩხვა), რათა ვიცოდეთ,  როგორ გავუწიოთ დახმარება ამ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს.  [ii]

პირველადი დახმარება კრუნჩხვის დროს:[iii]

თუ გვერდზე მყოფს დაეწყო ეპილეფსიური კრუნჩხვა

  1. შეინარჩუნე სიმშვიდე
  2. უზრუნველყავი მისი უსაფრთხოება
  • მოათავსეთ იატაკზე უსაფრთხო ადგილას და/ან გაანთავისუფლეთ მის ირგვლივ  არე ისეთი საგნებისგან, რომლებმაც შეიძლება ტრამვა მიაყენონ (ქურა, ბასრი საგნები…)
  • შეეცადეთ, დააწვინოთ გვერდზე- ასე სუნთქვა გაუიოლდება
  • თავქვეშ ბალიში ან დახვეული რბილი ტანსაცმელი ამოუდეთ, თუ ამის საშუალება არაა, მისი თავი თქვენს ხელებზე მოათავსეთ
  • მოუხალვათეთ ტანსაცმელი: შეუხსენით ქამარი/საკინძე, მოხსენით სათვალე

კატეგორიულად აკრძალულია:[iv]

  • პირში მყარი საგნების (ხის/პლასტმასის ნაჭრის, კოვზის, დანის, ჩანგლის და ა.შ.) ან თითის ჩაყოფა, პირის ძალდატანებით გახსნა (ამითი შეიძლება დაუზიანოთ კბილები, ყბა, ან შესაძლოა ეს საგნები გადაეყლაპოს)
  • ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, წყლის ან წამლის მიცემა
  •  წამოსმა, თავის წამოწევა, ან შებოჭვა
  • ენის დაჭერა (ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ადამიანმა ენა გადაყლაპოს)

დარეკეთ სასწრაფოში თუ:

  • ეს გულყრის პირველი შემთხვევაა
  • პიროვნებას უჭირს სუნთქვა და გამოფხიზლება გულყრის შემდეგ
  •  გულყრა გაგრძელდა 5 წთ-ზე დიდხანს
  • კრუნჩხვის პირველ შეტევას მალევე მოყვა მეორე
  • მიიღო ტრამვა  გულყრის პროცესში
  • აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადება ან ფეხმძიმეა

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

გამოყენებული წყაროები:

 


[i] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs999/en/

[ii] http://www.cdc.gov/epilepsy/basics/faq.htm#What is epilepsy? What is a seizure?

[iii] http://www.cdc.gov/epilepsy/basics/first-aid.htm

[iv] http://www.stjohnnsw.com.au/epileptic-seizures/

განსხვავება კარდიო და აერობული ვარჯიშებს შორის

განსხვავება კარდიო და აერობული ვარჯიშებს შორის
#post_seo_title

მსგავსი ფორმატის შეხვედრები და დისკუსია, შესაძლებლობას მისცემს სამინისტროს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შექმნას საკანონმდებლო ინიციატივები და გაატაროს შესაბამისი რეფორმებ

მსგავსი ფორმატის შეხვედრები და დისკუსია, შესაძლებლობას მისცემს სამინისტროს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შექმნას საკანონმდებლო ინიციატივები და გაატაროს შესაბამისი რეფორმებ
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტის დარგობრივ კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყება მზადაა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მოსაზრებები. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები და დისკუსია, შესაძლებლობას მისცემს სამინისტროს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შექმნას საკანონმდებლო ინიციატივები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები.

შეხვედრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს შორის, მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი ცაგარეიშვილი, ირინე წაქაძე, თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე. ასევე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე, კომიტეტის წევრები – ირმა ზავრადაშვილი და ანტონ ობოლაშვილი.

ახალი კვლევა – როგორ მოქმედებს კლასიკური მუსიკა ბავშვზე საშვილოსნოში

ახალი კვლევა - როგორ მოქმედებს კლასიკური მუსიკა ბავშვზე საშვილოსნოში
#post_seo_title

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კლასიკურ მუსიკას შეუძლია დამამშვიდებელი გავლენა მოახდინოს ნაყოფის გულისცემაზე საშვილოსნოში და ასევე შეიძლება დაეხმაროს არ დაბადებული ბავშვის განვითარებას, წერს Interesting Engineering .

მექსიკელ მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია, როგორ მოქმედებს კლასიკური მუსიკა ნაყოფის გულისცემაზე.

მეცნიერებმა შეისწავლეს გულისცემის ცვალებადობა (HRV), გაზომეს პაწაწინა ვარიაციები თითოეულ გულისცემას შორის. მათი თქმით, HRV-ის ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ის გვაწვდის ინფორმაციას ნაყოფის ავტონომიური ნერვული სისტემის განვითარებაზე.

ნაყოფის გულისცემის ცვალებადობის უფრო მაღალი ხარისხი ზოგადად განიხილება დადებით ნიშნად, რაც მიუთითებს ამ მნიშვნელოვანი სისტემის ჯანსაღ მომწიფებაზე.

კვლევაში მონაწილეობდა 36 ორსული ქალი. მკვლევრებმა მათ დაუკრეს ორი კლასიკური მუსიკა.

გულისცემის გარე მონიტორების გამოყენებით, მკვლევრებმა გაზომეს, თუ როგორ რეაგირებს ნაყოფის გულისცემა დამამშვიდებელ მუსიკაზე. ამ ანალიზმა მკვლევრებს საშუალება მისცა დაენახათ ნაყოფის გულისცემის დახვეწილი ცვლილებები, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ბავშვის განვითარებად ნერვულ სისტემაზე.

„საერთო ჯამში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მუსიკის ზემოქმედებამ განაპირობა ნაყოფის გულისცემის უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი შაბლონები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ მყისიერმა ეფექტმა შეიძლება გაააქტიუროს ნაყოფის ავტონომიური ნერვული სისტემის განვითარება”, – თქვა მკვლევარმა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათ დასკვნებს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მომავალი მშობლებისთვის:

„დამამშვიდებელი მუსიკის დაკვრა, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის, შეიძლება იყოს მარტივი, მაგრამ ძლიერი გზა ნაყოფის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობისთვის“.

დნმ-ნანორობოტები – ბიოტექნოლოგიაში რევოლუცია?

დნმ-ნანორობოტები – ბიოტექნოლოგიაში რევოლუცია?
#post_seo_title

დნმ-ნანორობოტები – ბიოტექნოლოგიაში რევოლუცია?

მეცნიერები სულ უფრო მეტად უახლოვდებიან ბიოტექნოლოგიური რევოლუციის ახალ ეტაპს – დნმ-ნანორობოტების გამოყენებას ხელოვნურ უჯრედებში, რაც შესაძლოა სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გახსნის.
რა არის დნმ-ნანორობოტები?
ეს არის მოლეკულური ზომის მექანიზმები, რომლებიც დნმ-ისგან არიან აგებულნი და აქვთ უნარი, იმოქმედონ როგორც “ბიოლოგიური მიკრორობოტები” – შეასრულონ ზუსტი დავალებები უჯრედებში.
როგორ მუშაობენ ისინი?
დნმ-ნანორობოტები კონსტრუქციულად ჰგავს ნანოსკოპიურ ხელსაწყოებს, რომელთაც შეუძლიათ:
  • მიზანმიმართულად მიიტანონ მედიკამენტები დაზიანებულ უჯრედებში,
  • დაადგინონ და გაანადგურონ სიმსივნური უჯრედები,
  • იმოქმედონ როგორც ბიოსენსორები, რომლებიც ამოიცნობენ მავნე მოლეკულებს ორგანიზმში.
კვლევის შედეგები და პერსპექტივები
ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ დნმ-ნანორობოტები 90%-ზე მეტ სიზუსტით ახდენენ კიბოს უჯრედების ამოცნობას და მკურნალობას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 10-15 წელიწადში ეს ტექნოლოგია სრულად ჩაერთვება კლინიკურ პრაქტიკაში და შესაძლებელს გახდის ისეთ ზუსტ და პერსონალიზებულ მკურნალობას, როგორიც დღეს მხოლოდ ფანტასტიკის სფეროდ ჩანს.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის?
ზუსტი მედიცინის განვითარების შესაძლებლობა – პერსონალიზებული მკურნალობა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა კიბო და აუტოიმუნური დარღვევები.
ბიოტექნოლოგიური კვლევების გაძლიერება – ნანორობოტების განვითარება მოითხოვს მაღალკვალიფიციური მეცნიერების ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სამედიცინო და ბიოტექნოლოგიურ პროგრესს.
სამედიცინო ინოვაციების იმპორტის აუცილებლობა – საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს მსგავსი ტექნოლოგიების ადაპტირებისთვის.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
🔹 შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: shenimedicina.ge
🔹 შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: sheniekimi.ge
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომ ყველას ჰქონდეს ცოდნა მომავლის მედიცინის შესახებ!
@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]
შეიძლება იყოს text that says 'DNA nanorobots that can alter artificial cells offer a new tool for synthetic biology by Jutta Witte University of Stuttgart Reconfigurable DNA nanorobots that are working on the surface of synthetic cells. Credit: 2nd Physics Institute, University srthteocoh/hihihi of Stuttgart' გამოსახულება

ალცჰაიმერის პრევენციის რევოლუცია – ახალი ექსპერიმენტული პრეპარატი რემტერნეტუგი

ალცჰაიმერის პრევენციის რევოლუცია – ახალი ექსპერიმენტული პრეპარატი რემტერნეტუგი
#post_seo_title

ალცჰაიმერის პრევენციის რევოლუცია – ახალი ექსპერიმენტული პრეპარატი რემტერნეტუგი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ექსპერიმენტული ანტისხეული რემტერნეტუგი, რომელიც შესაძლოა გახდეს ალცჰაიმერის დაავადების პირველი პრევენციული მკურნალობა. ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა, რადგან ალცჰაიმერის დაავადება გლობალურად 55 მილიონ ადამიანს აწუხებს, ხოლო პროგნოზით, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 152 მილიონამდე გაიზრდება (Alzheimer’s Disease International, 2023).
კვლევის ძირითადი მიგნებები
მიზანი – პრეპარატი შექმნილია გენეტიკური რისკის მქონე პირებისთვის, რომლებსაც ალცჰაიმერის სიმპტომები შესაძლოა 20 წლით ადრე განუვითარდეთ.
მოქმედების მექანიზმი – რემტერნეტუგი ებრძვის ამილოიდ-ბეტას ცილის დაგროვებას ტვინში, რომელიც ითვლება ალცჰაიმერის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად
კვლევის მასშტაბი – პროგრამაში მონაწილეობას იღებს 240 გენეტიკურად მაღალი რისკის მქონე ადამიანი
გრძელვადიანი მონიტორინგი – მონაწილეები დაკვირვების ქვეშ იქნებიან 2034 წლამდე, რათა შეფასდეს მათი კოგნიტური ფუნქციების ცვლილებები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
გლობალური სტატისტიკა:
ალცჰაიმერი არის მეხუთე ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიკვდილიანობის ასაკოვანი ადამიანებისთვის (WHO, 2023).ყოველ 3 წამში ერთ ადამიანს უდგინდება დემენცია (Alzheimer’s Disease International, 2022).
ალცჰაიმერის მკურნალობაზე დახარჯული თანხა 2030 წლისთვის 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს (The Lancet Neurology, 2023).
როგორ მუშაობს პრეპარატი?
ამილოიდ-ბეტას მოცილება – პრეპარატი ხელს უწყობს ტვინის დაზიანებული უჯრედებიდან ამილოიდ-ბეტას ნეიტრალიზებას (Harvard Medical School, 2024).
ნეიროპროტექცია – ხელს უწყობს ნეირონების გადარჩენას და კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას.
ადრეული ჩარევა – ის ეფექტურია ადრეულ ეტაპზე, სანამ დაავადება შეუქცევადი გახდება.
რა ხდება საქართველოში?
საქართველოში ალცჰაიმერი და სხვა დემენციური დაავადებები 50,000-ზე მეტ ადამიანს აქვს, თუმცა დიაგნოსტიკის დონე 40%-ზე ნაკლებია (Global Dementia Observatory, 2023).
საქართველოში ნეიროდეგენერაციული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სპეციალიზებული ცენტრებიც კი არ არის სრულყოფილად განვითარებული, რაც სერიოზული გამოწვევაა მოსახლეობის დაბერების ფონზე.
აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა და ინოვაციური თერაპიების ხელმისაწვდომობა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების უკონტროლო ზრდა.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
“ეს კვლევა უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ალცჰაიმერი არ არის მხოლოდ ხანდაზმულთა პრობლემა – ეს არის გლობალური ჯანდაცვის კრიზისი. პრევენციული მკურნალობა, რომელიც დაავადების განვითარებამდე გამოიყენება, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს მიდგომა ნეიროდეგენერაციული დაავადებების მიმართ. საქართველომ უნდა განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები და გააძლიეროს დემენციის ადრეული დიაგნოსტიკა!”
👨‍⚕ პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
📌 დამატებითი ინფორმაციისთვის:
🔹 შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: shenimedicina.ge
🔹 შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: sheniekimi.ge
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული ამ მნიშვნელოვანი კვლევის შესახებ!
შეიძლება იყოს text გამოსახულება

ახალი კვლევა: ქალების 10%-ს დაუმტკიცებელი ვაგინალური მიკრობიომი აქვს! რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

ახალი კვლევა: ქალების 10%-ს დაუმტკიცებელი ვაგინალური მიკრობიომი აქვს! რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

“Technology Networks”-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ქალების 10%-ს აქვს ვაგინალური მიკრობიომი, რომელიც არსებული კლასიფიკაციებში არ ჯდება.
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალის ჯანმრთელობის უკეთ გასაგებად და გინეკოლოგიური დაავადებების კვლევისთვის.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
10%-ზე მეტი ქალისა – ვაგინალური მიკრობიომის ანალიზმა აჩვენა, რომ მათი მიკრობული გარემო უნიკალურია და მისი ზუსტი კლასიფიკაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია.
55%-ს ჰქონდა ლაქტობაცილების დომინირება – რაც ჯანსაღ ვაგინალურ მიკრობიომთან ასოცირდება.
10%-ს კი, დაბალი ლაქტობაცილების შემცველობა და ბაქტერიების უნიკალური კომბინაცია აღენიშნებოდა.
მკვლევარებმა 2021-2023 წლებში 3,345 ქალის ვაგინალური მიკრობიომი შეისწავლეს, რათა გაერკვიათ, როგორ მოქმედებს ეს მიკრობები ჯანმრთელობაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ განსხვავებული მიკრობიომი გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ინფექციებისადმი მდგრადობაზე.
რატომ არის ვაგინალური მიკრობიომი ასეთი მნიშვნელოვანი?
ინფექციების პრევენცია – ჯანსაღი მიკრობიომი იცავს ვაგინას ბაქტერიული ვაგინოზისგან (BV), კანდიდოზისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა – მიკრობიომის დისბალანსი (Dysbiosis) დაკავშირებულია უნაყოფობასთან, ნაადრევ მშობიარობასთან და სპონტანურ აბორტთან.
ჰორმონალური გავლენა – მიკრობიომი პირდაპირ კავშირშია ესტროგენის დონესთან და ვაგინალური pH ბალანსთან.
რა შეიძლება ნიშნავდეს ეს საქართველოსთვის?
საქართველოში ვაგინალური მიკრობიომის კვლევა პრაქტიკულად არ ტარდება, რაც ნიშნავს, რომ ქალების 10%-ს შესაძლოა, ჰქონდეს დაუდგენელი მიკრობიომი, რაც ინფექციებისა და რეპროდუქციული პრობლემების რისკს ზრდის.
გინეკოლოგიური ინფექციები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა – ბაქტერიული ვაგინოზის შემთხვევები მაღალია, მაგრამ დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხშირად არაა ეფექტური.
აუცილებელია მეტი კვლევა, რათა გაირკვეს, როგორია ქართველ ქალებში მიკრობიომის ტიპები და როგორ შეიძლება მათი ოპტიმიზაცია ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები:
“ქალის ჯანმრთელობა უნდა იყოს პრიორიტეტი! მიკრობიომის სწორი დიაგნოსტიკა და ბალანსის შენარჩუნება პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ასევე საერთო იმუნურ მდგრადობაზე. საჭიროა მეტი კვლევა, საზოგადოების განათლება და ადრეული დიაგნოსტიკა!”
გინეკოლოგთან რეგულარული კონსულტაციები – ყოველწლიური გამოკვლევა მიკრობიომის სტატუსის გასაგებად.
ანტიბიოტიკების შემცირება – ხშირად ანტიბიოტიკები მიკრობიომის დისბალანსს იწვევს.
ბუნებრივი პრობიოტიკების მიღება – ლაქტობაცილების დონის გასაზრდელად და ბალანსის შესანარჩუნებლად.
მკვებავი კვება – ფერმენტირებული საკვები და პრობიოტიკებით მდიდარი დიეტა.
წყაროები:
Technology Networks – 10% of Women Have Unclassified Vaginal Microbiomes
დამატებითი ინფორმაციისთვის:
შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: shenimedicina.ge
შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: sheniekimi.ge
👨‍⚕ პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
📢 გააზიარეთ ეს პოსტი, რათა ქალებმა გაიგონ მეტი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ!
შეიძლება იყოს text that says 'BREAKING SCIENCE NEWS 10% of Women Have Unclassified Vaginal Microbiomes' გამოსახულება

ზუსტი დიაგნოზი – თქვენი ჯანმრთელობის გასაღები!

დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუს ბაქტერიები ინსულტის რისკთან? – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები
Giorgi pkhakadze

ზუსტი დიაგნოზი – თქვენი ჯანმრთელობის გასაღები!

ჯანმრთელობის პრობლემების ზუსტი და დროული დიაგნოზი უმნიშვნელოვანესია ეფექტური მკურნალობისთვის. სამწუხაროდ, შეცდომები დიაგნოზში ხშირია და შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა თავადაც იზრუნოს პროცესის გაუმჯობესებაზე.
აი, 5 მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ ზუსტი დიაგნოზის მიღებაში:
გააზიარეთ ყველა სიმპტომი და თქვენი სამედიცინო ისტორია
ექიმისთვის სრული სურათის მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არ დაიმალოთ არც ერთი სიმპტომი, თუნდაც უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ. მაგალითად, ქრონიკული დაღლილობა, მუცლის დისკომფორტი ან უჩვეულო ტკივილი შესაძლოა მნიშვნელოვანი ნიშანი იყოს.
დასვით კითხვები ექიმთან – მოითხოვეთ განმარტებები და მკურნალობის გეგმა
არ მოგერიდოთ მკაფიოდ და გასაგებად დასვათ კითხვები თქვენი მდგომარეობის, მკურნალობის შემდეგი ეტაპებისა და შესაძლო გართულებების შესახებ. მაგალითად:
რა დიაგნოზი მაქვს?
რა ვარიანტებია მკურნალობისთვის?
არის თუ არა საჭირო დამატებითი ტესტები?
გაითვალისწინეთ და მოითხოვეთ ანალიზების პასუხები
მრავალი პაციენტი არ აქცევს სათანადო ყურადღებას ტესტებისა და კვლევების შედეგებს, რაც დიდი შეცდომაა. ექიმთან ვიზიტისას დარწმუნდით, რომ ყველა ჩატარებული ანალიზის შედეგი სწორად არის განხილული და გაანალიზებული.
დაგეგმეთ და აკონტროლეთ თქვენი სამედიცინო ვიზიტები და მკურნალობის პროცესი
მკურნალობის წარმატება ხშირად დამოკიდებულია მის უწყვეტობაზე. რეგულარული ვიზიტები ექიმთან, საჭირო მედიკამენტების მიღება და რეკომენდაციების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ სამედიცინო აპლიკაციები ან ბლოკნოტი ვიზიტების და წამლებისთვის.
✅ არ მოგერიდოთ მეორე აზრის მოსმენა
თუ დიაგნოზი ბუნდოვანია ან მკურნალობის გეგმა თქვენთვის არადამაჯერებელია, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ სხვა სპეციალისტს. ზოგჯერ, მეორე აზრი შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
იყავით აქტიური და ინფორმირებული – თქვენი ჯანმრთელობა თქვენივე ხელშია!
📌 🔎 დამატებითი ინფორმაციისთვის:
🔹 შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: shenimedicina.ge
🔹 შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: sheniekimi.ge
👨‍⚕ პროფესორი  გიორგი ფხაკაძე
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა ყველამ იცოდეს, როგორ მიიღოს ზუსტი დიაგნოზი და თავიდან აიცილოს შეცდომები ჯანდაცვაში!
@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]
შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: რუკა და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „5 tips for patients to help get an accurate diagnosis A delayed, incorrect or missed diagnosis can have big impact on your health Share all your symptoms and medical history Ask questions about your condition, next steps and wait times Follow up on test results d Track appointments and treatments Don't hesitate to get a second opinion Be proactive about your diagnosis World Health Organization World Patient Safety Day 7Seplember 2024“
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights