ორშაბათი, ივნისი 15, 2026

ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
#post_seo_title

ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით – „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა.

მიკრო ნუტრიენტები

მიკრო ნუტრიენტები
#post_seo_title

მიკრო ნუტრიენტები

საკვები დანამატი 

საკვები დანამატი — ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომლებიც ეძლევა პროდუქტს მომზადების სხვადასხვა ეტაპზე, რათა გააუმჯობესოს მისი ხარისხი, გემო, დაცვა და კონსერვაცია.

ნებისმიერი საკვები დანამატი, სანამ პროდუქტში მოხვდება, უნდა გაიაროს შემოწმება სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც დგინდება მათი უსაფრთხოება. თითქმის ყველა საკვები დანამატი ხელოვნური გზით მიღებული ქიმიური ნივთიერებაა. ამიტომ შეიძლება ყველაზე უსაფრთხომაც კი მგრძნობიარე ორგანიზმზე ინდივიდუალური რეაქცია გამოიწვიოს.

საკვებ დანამატებს შემდეგი ტექნოლოგიური ფუნქციები გააჩნია:

  • საღებავი – გამოიყენება საკვები პროდუქტებისთვის ფერის მისაცემად
  • კონსერვანტი – ზრდის პროდუქტის ვარგისიანობის ვადას
  • ანტიოქსიდანტი – არეგულირებს მჟავიანობას, იცავს პროდუქტს გაფუჭებისგან
  • სტაბილიზატორი – ინარჩუნებს პროდუქტის არსებულ შემადგენლობას
  • ემულგატორი – ინარჩუნებს პროდუქტის განსაზღვრულ სტრუქტურას
  • არომატიზატორი – აძლიერებს პროდუქტის გემოს და არომატს

1953 წელს მოხერხებულობის თვალსაზრისით ევროპაში შემოიღეს საკვები დანამატების კლასიფიკაცია ფუნქციონალური ჯგუფების მიხედვით. თითოეულს მიანიჭეს თავისი უნიკალური ნომერი, რომელიც Е ინდექსით იწყება, რაც ევროპას (Europe) აღნიშნავს. 

ინდექსის შემდეგმი წერილი სამნიშნა კოდი განსაზღვრავს კატეგორიასრომელსაც დანამატი მიეკუთვნება:

  • Е-100—199 — საღებავები
  • Е-200—299 — კონსერვანტები
  • Е-300—399 — დამჟავების საწინააღმდეგო
  • Е-400—599 — სტაბილიზატორები, ემულგატორები
  • Е-600—699 — გემოს და არომატის გამაძლიერებლები
  • Е-900—999 — ქაფის წარმოქმნის საწინააღმდეგო და სხვა ნივთიერებები

საღებავები – არსებოებს ორი ტიპის საღებავის დანამატი: ბუნებრივი (მაგალითად E120, E102) და სინთეზური, რომელიც მიიღება ქიმიური რეაქციებით. ისინი ნატურალური საღებავების ზუსტი ასლებია.

კონსერვანტები – არსებობს ორი სახის კონსერვანტი: ნატურალური (რომლებიც არ არის კოდირებული): მარილი, სპირტი, შაქარი, ძმარი და ქონი. მეორე არის ქიმიური წარმოშობის არანატურალური დანამატი: Sorbic acid E200 და სხვა.

ნტიოქსიდანტები– გამოიყენება უსიამოვნო სუნის გასაქრობად, არომატიზატორებად და უსიამოვნო ფერის შესაცვლელად. მაგალითად, ანტიოქსიდენებს იყენებენ ბანანის პიურეს წარმოებაში.

ყველაზე მეტად გამოყენებადი ანტიოქსიდანტებია:

  • Ascorbicis acid. E300,
  • Citric acid. E330
  • Acid Tartaric. E334,
  • Potassium. E336.

ემულგატორი –  ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ემულსიის წარმოქმნას და აგრეთვე ადიდებს მის მდგომარეობას.

ემულგატორი (ჟელატინი და მრავალი სხვა სინთეზური ნაერთები) არის საკვები დანამატი, რომლისგან შექმნილი ემულსიის საშუალებით საკვები ხდება გემრიელი, დიდხანს შენახვადი, პლასტიკური. იმ უამრავი ემულგატორიდან, რომლებიც ამ მიზნებით გამოიყენება საკვები პროდუქტების დამზადებისას,

საკვები დანამატები ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხის შემცველობის მიხედვით იყოფა 3 ძირითად ჯგუფად:

  1. უსაფრთხოდანამატი – დანამატი არ მოქმედებს უარყოფითად ადამიანის ორგანიზმზე.
  2. საეჭვოდანამატი – დანამატის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ბოლომდე არ არის გარკვეული, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე ან დიდი რაოდენობით მიღება უარყოფითად აისახება ორგანიზმზე.
  3. აკრძალულიდანამატი – დანამატის გამოყენება აკრძალულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში.
  • ჯანმრთელობისთვის საშიშ ემულგატორებს მიეკუთვნება: E102, E110, E120, E124, E127, E129,E155,E180, E201,E228, E233,E242,E270,E400,E401,E402,E403,E404,E501, E502, E503,E527,E620,E636,E637. გარდა ამისა:
  • საეჭვო დასახელების დანამატების კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული შემდეგ ემულგატორებს: E104, E122, E141, E150, E151, E153, E171, E173, E240, E241, E477.
  • უსაფრთხო ემულგატორებად ითვლება: E100, E101, E132, E140, E160, E161, E163, E170, E174, E175, E236, E237, E238, E260, E262, E263, E270, E280,E281, E282, E300, E301, E302, E303, E304, E305, E306, E307, E308, E309, E322, E325, E326, E327, E331, E332, E333, E334, E335, E336, E337, E400, E401, E402, E403, E404, E406, E408, E410, E411, E413, E414, E420, E421, E422, E471, E472, E473, E474, E475, E480.
  • სიმსივნის გამომწვევ ემულგატორებად ითვლება ყველა განვითარებულ ქვეყანაში  და შესაბამისად მკაცრად იკრძალება შემდეგი ემულგატორებით დამზადებული საკვები: E131, E142,E153, E210, E211, E212, E213, E214, E215,E216, E217,E219, E230,E239, E240,E249,E252,E280, E281, E282, E283, E330,E954,
  • ალერგიის გამომწვევ ემულგატორების სიაშია: E105,E151,E160,E230,E231, E232, E233, E239,E310,E311,E312,E907,E 951.
  • არტერიულ წნევის ამწევ დანამატებს მიეკუთვნება: E250, E251, E252,E254,E340,
  • ანადგურებს ვიტამინ B12-ს საკვები დანამატი – E220
  • სისხლში ქოლესტერინის ამწევ ემულგატორების სიაშია: E320, E321
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის გამაღიზიანებელ ემულგატორებს მიეკუთვნება: E338, E339, E340, E341, E407, E450,E451,E452, E461, E462, E463, E465, E466
  • განსაკუთრებით საშიში ემულგატორების სიაში შედის: E123; E-510; 513; 527.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ქვეყანაში შემოტანილ თუ ადგილზე წარმოებულ პროდუქციაში არ უნდა იყოს გამოყენებული (იკრძალება) შემდეგი საკვები დანამატები: E-121, E-123, E-240, E-924 a და b.

მეტად საყურადღებოა ბავშვების დაცვა ისეთი პროდუქტების მოხმარებისაგან, რომელიც შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ დანამატებს. საკვები პროდუქტების ყიდვის (მოხმარების) წინ აუცილებელია სათანადო ინფორმაციის მიღება მისი შემადგენლობის შესახებ, რომელიც პროდუქტის ეტიკეტზე უნდა იყოს განთავსებული. ძალიან ძნელია დღეს მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას ისეთ საკვებზე გააკეთო არჩევანი, რომლის შემადგენლობაში „Е საკვები დანამატი არ ერიოს.

რჩევები მოსახლეობას: სანამ რამეს შეიძენთ, კარგად დააკვირდით საკვებზე მითითებულ საკვები დანამატების ჩამონათვალს  და ისე აარჩიეთ პროდუქტი, რათა საფრთხე არ შეუქმნათ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას. თუ არ შეგიძლიათ Е დანამატებიან საკვებზე უარის თქმა, მაშინ ამოირჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავენ ორზე მეტ ასეთ დანამატს მაინც. უფრო მეტი საკვები დანამატის შემთხვევაში მოარიდეთ ასეთი საკვები ბავშვებს და მოზარდებს. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება პირადი საკითხია, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და შემდეგ, ამ ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, გააკეთოს სწორი არჩევანი, მისი ჯანმრთელობის სასარგებლოდ.

 

10 აუცილებელი საკვები ბავშვების ჯანსაღი ზრდისთვის – ექსპერტების რჩევები

10 აუცილებელი საკვები ბავშვების ჯანსაღი ზრდისთვის
#post_seo_title

10 აუცილებელი საკვები ბავშვების ჯანსაღი ზრდისთვის – ექსპერტების რჩევები

ბავშვის ორგანიზმის სწორი განვითარებისთვის, მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ კვებას. ჯანსაღი დიეტა არამარტო ზრდისა და ენერგიისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მხარს უჭერს იმუნურ სისტემას, ტვინის ფუნქციონირებას და ზოგად კეთილდღეობას. მეცნიერები და პედიატრები ერთხმად თანხმდებიან, რომ შემდეგი 10 საკვები აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისთვის.
1. კვერცხი – ტვინის ფუნქციისა და ზრდისთვის
კვერცხი შეიცავს სრულფასოვან ცილებს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, ქოლინს და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია ტვინის განვითარებისთვის, მეხსიერების გაუმჯობესებისთვის და ენერგიის მიღებისთვის.
2. იოგურტი – ძლიერი იმუნიტეტისა და ნაწლავების ჯანმრთელობისთვის
ბავშვის ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის აუცილებელია ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა. იოგურტი შეიცავს ცოცხალ პრობიოტიკებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებას და კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან აცილებას.
3. სტაფილო – მხედველობისა და კანის ჯანმრთელობისთვის
სტაფილო მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც A ვიტამინად გარდაიქმნება და ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას, ასევე კანის რეგენერაციას და იმუნური სისტემის გაძლიერებას.
4. ბანანი – ბუნებრივი ენერგიის წყარო
ბანანი არის მარტივი ნახშირწყლებისა და კალიუმის კარგი წყარო, რაც ენერგიის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ის ასევე შეიცავს B6 ვიტამინს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
5. ავოკადო – ჯანსაღი ცხიმებისა და ტვინის განვითარების წყარო
ავოკადო მდიდარია მონოუჯერი ცხიმებით, რაც აუცილებელია ტვინის უჯრედების ზრდისა და კოგნიტიური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. მასში ასევე ბევრი ფოლატი და E ვიტამინია, რაც ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა.
6. წითელი ხორცი – რკინისა და ცილების მდიდარი წყარო
ბავშვის ორგანიზმს რკინა სჭირდება სისხლის ჯანსაღი ცირკულაციისთვის. წითელი ხორცი შეიცავს ადვილად ასათვისებელ ჰემ-რკინას, რომელიც აუცილებელია ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის და ენერგიის წარმოქმნისთვის.
7. ქათმის ხორცი – კუნთოვანი და იმუნური სისტემის მხარდაჭერა
ქათმის ხორცი მდიდარია მჭლე ცილებით და B6 ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ცილების მეტაბოლიზმში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.
8. ლობიო და სხვა პარკოსნები – ბოჭკოსა და მცენარეული ცილის შესანიშნავი წყარო
ლობიო შეიცავს რკინას, თუთიას და ბოჭკოს, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია. ის ასევე ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილურობას და იმუნიტეტის გაძლიერებას.
9. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული – კალციუმისა და ანტიოქსიდანტების წყარო
ისპანახი, ბროკოლი და კეილ-კომბოსტო შეიცავს კალციუმს, რკინას, C ვიტამინს და ფოლატს, რაც აუცილებელია ძვლების და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის.
10. ნუში და თხილეული – ჯანსაღი ცხიმებისა და ტვინის ფუნქციისთვის
ნუში, კაკალი და ჩიას თესლი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, მაგნიუმითა და ცილებით, რაც ხელს უწყობს კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას და მეხსიერების გაძლიერებას.
ექპერტის რჩევა
“ბავშვებისთვის ჯანსაღი კვება ფუნდამენტური საფუძველია მათი სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ საკვებს, უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ ვიტამინსა და მინერალს, რაც ბავშვის ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.”
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
📌 წყაროები:
🔹 National Institutes of Health (NIH). “Nutritional Needs of Children: Essential Foods for Growth.” [Internet]. NIH; 2024 [cited 2025 Feb 5]. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov
American Academy of Pediatrics. “Building Healthy Eating Habits for Kids.” [Internet]. AAP; 2023 [cited 2025 Feb 5]. Available from: https://www.healthychildren.org
World Health Organization (WHO). “Healthy Diet Guidelines for Children and Adolescents.” [Internet]. WHO; 2023 [cited 2025 Feb 5]. Available from: https://www.who.int
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა მშობლებმა იცოდნენ, როგორ უზრუნველყონ ბავშვების ჯანმრთელი და დაბალანსებული კვება!
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ჩვილი and ხილი გამოსახულება

ხელოვნური ინტელექტი და კრიტიკული აზროვნების დეგრადაცია – რეალური საფრთხე?

ხელოვნური ინტელექტი და კრიტიკული აზროვნების დეგრადაცია – რეალური საფრთხე?
#post_seo_title

ხელოვნური ინტელექტი და კრიტიკული აზროვნების დეგრადაცია – რეალური საფრთხე?

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო მეტად ინაცვლებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, მისი გადაჭარბებული გამოყენება საფრთხეს უქმნის კრიტიკულ აზროვნებას და ადამიანის კოგნიტურ უნარებს.
რა აჩვენა კვლევამ?
666 მონაწილესთან ჩატარებული კვლევის შედეგებმა მნიშვნელოვანი უარყოფითი კორელაცია აჩვენა AI ინსტრუმენტების გამოყენებასა და კრიტიკული აზროვნების უნარებს შორის.
ხელოვნურ ინტელექტზე მუდმივი დაყრდნობა ამცირებს ინფორმაციის დამოუკიდებელ შეფასებასა და პრობლემების ანალიტიკურ გადაჭრის უნარს.
განსაკუთრებით მაღალი რისკი აღინიშნა 17-25 წლის ახალგაზრდებში, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ AI-ს სასწავლო თუ სამუშაო პროცესებში.
პროფესორი გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ხელოვნური ინტელექტი სასარგებლო ინსტრუმენტია, მაგრამ მისი გადაჭარბებული გამოყენება ჩვენს ტვინს პასიურს ხდის. კრიტიკული აზროვნება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არის ის, რაც გვაქცევს მოაზროვნე პიროვნებებად. საჭიროა ბალანსი – ტექნოლოგიის გამოყენება, მაგრამ არა კოგნიტური სიზარმაცის წახალისება.“
რა არის კოგნიტური გადატვირთვა (Cognitive Offloading)?
ეს არის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე დამოკიდებულება იმგვარად, რომ ტვინი წყვეტს დამოუკიდებელ აზროვნებას.
AI-ს საშუალებით ადამიანები თავს არიდებენ ინფორმაციის ანალიზს და გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ნელ-ნელა ამცირებს ტვინის აქტიურობას.
ადრე ეს მხოლოდ კალკულატორებსა და სმარტფონებს ეხებოდა, ახლა კი ხელოვნური ინტელექტი ახდენს ყველაზე რთული მენტალური პროცესების ჩანაცვლებას.
როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე?
განსაზღვრეთ, როდის გამოიყენოთ AI – არ გადააბაროთ ყველა ფიქრის პროცესი ხელოვნურ ინტელექტს.
პრაქტიკულად გამოიყენეთ კრიტიკული აზროვნება – როდესაც AI გაწვდით ინფორმაციას, დაკვირდით, რამდენად ლოგიკური და სანდოა ის.
გაანალიზეთ ინფორმაცია AI-ს გარეშე – რეგულარულად დაიყენეთ საკუთარი ტვინი პრობლემების გადასაჭრელად და ინფორმაციის გასაანალიზებლად.
დაიცავით “კოგნიტური ჰიგიენა” – AI-ს გამოყენება უნდა იყოს კონტროლირებადი და მიზანმიმართული, რათა ტვინი აქტიური და განვითარებადი დარჩეს.
წყაროები:
1. Carr, N. Is AI Making Us Dumb? [Internet]. HTEC. 2024 [cited 2025 Feb 5]. Available from: https://htec.com/insights/blogs/is-ai-making-us-dumb/
2. National Institutes of Health (NIH). The Impact of AI on Cognitive Functions [Internet]. NIH. 2024 [cited 2025 Feb 5]. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7867863/
3. World Economic Forum. AI and the Future of Human Intelligence [Internet]. WEF. 2024 [cited 2025 Feb 5]. Available from: https://www.weforum.org/…/ai-and-the-future-of-human…/
პროფესორი  გიორგი ფხაკაძე:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომ ყველამ იცოდეს, როგორ შევინარჩუნოთ კრიტიკული აზროვნება და კოგნიტური უნარები ტექნოლოგიების ეპოქაში!
შეიძლება იყოს text that says 'Experts Warn AI is Literally Destroying Our Ability to Think' გამოსახულება

ვიტამინი D და ორსულობა – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები!

ვიტამინი D და ორსულობა
#post_seo_title

ვიტამინი D და ორსულობა – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები!

დღესდღეობით ორსულობა და დედათა ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ახალი კვლევები ცხადყოფს, რომ ვიტამინი D-ის დეფიციტი ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება ნაადრევი მშობიარობის და სხვა სერიოზული გართულებების მთავარი მიზეზი იყოს.
ახალი კვლევის მთავარი მიგნებები
პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევა აჩვენებს, რომ ორსულ ქალებს, რომლებმაც ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაბალი ვიტამინი D-ის დონე (40 nmol/L-ზე ნაკლები) ჰქონდათ, 4.35-ჯერ მეტი შანსი ჰქონდათ ნაადრევი მშობიარობის, ვიდრე მათ, ვისაც ეს მაჩვენებელი 80 nmol/L ან უფრო მაღალი ჰქონდათ.
ვიტამინი D აუცილებელია ნაყოფის ძვლების, იმუნური სისტემის და ტვინის სწორი განვითარებისთვის.
მისი დეფიციტი დაკავშირებულია პრეკლამფსიასთან, გესტაციურ დიაბეტთან და დაბალი წონის ახალშობილების გაჩენის რისკთან.
კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ჩატარდა Harvard T.H. Chan School of Public Health-ში, აჩვენებს, რომ ორსულობის პერიოდში ვიტამინი D-ის ნაკლებობა 20%-ით ზრდის ნაყოფის იმუნური სისტემის დარღვევის რისკს.
World Health Organization (WHO) და American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG) რეკომენდაციას უწევს ვიტამინი D-ის ყოველდღიურ მიღებას ორსულებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და ნაადრევი მშობიარობა.
რატომ არის ვიტამინი D ასეთი მნიშვნელოვანი ორსულობის დროს?
ძვლოვანი ჯანმრთელობა – ვიტამინი D აუცილებელია კალციუმის შეწოვისთვის, რაც ნაყოფის კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის განვითარებას უწყობს ხელს.
იმუნური სისტემის გაძლიერება – მისი დეფიციტი შეიძლება გავიდეს ნაყოფის იმუნურ სისტემაზეც და გაზარდოს ახალშობილთა ინფექციების რისკი.
გულის და სისხლძარღვთა ჯანმრთელობა – ვიტამინი D ხელს უწყობს დედის და ნაყოფის გულის ჯანმრთელობას და ამცირებს ჰიპერტენზიის და პრეკლამფსიის განვითარების შანსს.
მენსტრუალური ციკლის რეგულაცია და ჰორმონალური ბალანსი – ვიტამინი D მონაწილეობს ჰორმონების ბალანსში, რაც ორსულობისას მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როგორ შევინარჩუნოთ ვიტამინი D-ის ოპტიმალური დონე?
მზის შუქი – ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს ვიტამინ D-ს მზის სხივების ზემოქმედებით. რეკომენდირებულია 10-30 წუთით მზეზე ყოფნა დილის საათებში.
ვიტამინ D-ით მდიდარი საკვები – ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია), კვერცხი, რძის პროდუქტები, გამდიდრებული საკვები.
დამატებების მიღება – ვიტამინი D3-ის დამატებითი მიღება აუცილებელია დაბალი დონის შემთხვევაში, თუმცა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.
რეკომენდირებული დღიური დოზა:
ორსულებისთვის: 600-800 IU (15-20 mcg)
ვიტამინი D-ის დეფიციტის შემთხვევაში: 1000-2000 IU (25-50 mcg) ექიმის დანიშნულებით.
პროფესორის კომენტარი – გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე
“ორსულობა არის პერიოდი, როდესაც თითოეული საკვები ნივთიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. ვიტამინი D არამხოლოდ ძვლოვანი ჯანმრთელობისთვის, არამედ დედისა და ნაყოფის საერთო იმუნური და მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მისი დეფიციტი ზრდის ორსულობის გართულებების რისკს, ამიტომ აუცილებელია ექიმის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ვიტამინების დანამატების მიღება.”
📌 წყაროები:
🔹 Technology Networks. (2025). “First Trimester Vitamin D Levels May Impact Pregnancy Outcomes.” ლინკი
Harvard T.H. Chan School of Public Health. (2024). “Vitamin D and Pregnancy: A Review of Evidence.” ლინკი
American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG). (2024). “Vitamin D Supplementation During Pregnancy.” ლინკი
World Health Organization (WHO). (2023). “Vitamin D Supplementation in Pregnancy: Guidelines.” ლინკი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომ ყველა ორსულმა და მომავალმა დედამ იცოდეს ვიტამინი D-ის მნიშვნელობა!
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „First Trimester Vitamin D Levels May Impact Pregnancy Outcomes“ გამოსახულება

ინოვაციური მკურნალობა ოსტეოპოროზის წინააღმდეგ – ახალი იმედი ძვლის გაძლიერებისთვის!

ინოვაციური მკურნალობა ოსტეოპოროზის წინააღმდეგ – ახალი იმედი ძვლის გაძლიერებისთვის!
#post_seo_title

ინოვაციური მკურნალობა ოსტეოპოროზის წინააღმდეგ – ახალი იმედი ძვლის გაძლიერებისთვის!

ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძვლების სისუსტეს და მოტეხილობის მაღალ რისკს იწვევს. 50 წელს გადაცილებული ქალების 40%-ს და მამაკაცების 20%-ს აღენიშნება ეს პრობლემა, ხოლო ბარძაყის მოტეხილობა ხანდაზმულებში ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათოა.
მეცნიერებმა მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინეს!
EPFL-ის მკვლევარებმა შეიმუშავეს ინოვაციური ინექციური ჰიდროგელი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას და ჰიდროქსიაპატიტის ნანონაწილაკებს.
კვლევის შედეგები:
ვირთაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ჰიდროგელის ადგილობრივი გამოყენება და სისტემური მედიკამენტებით მკურნალობის კომბინაცია მხოლოდ რამდენიმე კვირაში ძვლის სიმკვრივის ზრდას იწვევს.
ინექციის ადგილას ძვლის სიმკვრივე 4.8-ჯერ გაიზარდა – ეს კი ოსტეოპოროზით დაზარალებული ძვლების სწრაფად გაძლიერების იმედს იძლევა.
კლინიკური კვლევების დაწყება უკვე დაგეგმილია, რათა მეთოდის ეფექტიანობა ადამიანებშიც შეფასდეს.
პროფესორის კომენტარი – გიორგი ფხაკაძე:
„ოსტეოპოროზი ზრდასრულებში სერიოზული გამოწვევაა, რომელიც ხშირად იგვიანებს დიაგნოსტირებას და მოტეხილობების გამო მძიმე გართულებებს იწვევს. ეს ახალი მეთოდი, რომელიც ძვლის დაშლის პროცესს ანელებს და ახალ ზრდას აძლიერებს, შესაძლოა, გახდეს ოსტეოპოროზის მკურნალობის ახალი სტანდარტი. ასეთი ინოვაციური მიდგომები გვაძლევს იმედს, რომ ოსტეოპოროზით დაზარალებული ადამიანები შეძლებენ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მოტეხილობის რისკის შემცირებას.“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
📌 წყაროები:
1️⃣ European Molecular Biology Organization (EMBO). Injectable biomaterials for osteoporosis treatment. [Internet]. 2025 [cited 2025 Feb 5]. Available from: https://www.embopress.org/…/osteoporosis-treatment-hydrogel
2️⃣ Swiss Federal Institute of Technology Lausanne (EPFL). Injectable hydrogel technology for bone regeneration. [Internet]. 2025 [cited 2025 Feb 5]. Available from: https://actu.epfl.ch/…/new-hydrogel-could-improve…/
3️⃣ National Osteoporosis Foundation. Osteoporosis facts and statistics. [Internet]. 2024 [cited 2025 Feb 5]. Available from: https://www.nof.org/osteoporosis-facts-and-statistics
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომ ყველამ იცოდეს, როგორ შეიძლება ოსტეოპოროზის პრევენცია და მკურნალობა! 🦴💙
შეიძლება იყოს ძვალი, რენტგენი, საავადმყოფო and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „"Injectable bone" gel treatment offers new hope for osteoporosis patients“ გამოსახულება

უკუღმა სიარულის სარგებელი და წესები: თუ ზედმეტი წონა, გული ან სახსრები გაწუხებთ

უკუღმა სიარულის სარგებელი და წესები
#post_seo_title

ზურგშექცეული სიარული აუმჯობესებს კოორდინაციას, გულის მდგომარეობას, სახსრების ჯანმრთელობას, ამაგრებს კუნთებს და ამასთან კალორიების მეტი რაოდენობით დაწვას უწყობს ხელს, აცხადებს ექიმი-ფიზიოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის პედაგოგი ჯეკ მაკნამარა.

მისი განმარტებით, ადამიანი ჩვეულებრივი სიარულისას, რა დროსაც 200-მდე კუნთს იყენებს, ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან კუნთს — გულს ავარჯიშებს. შესაბამისად, რეგულარული სიარული, ათობით სამეცნიერო კვლევის თანახმად, ამცირებს არტერიულ წნევას და 20-40%-ით აქვეითებს ინსულტის ალბათობას. ხოლო როცა ადამიანი უკუღმა დადის, ჯანმრთელობისთვის სარგებელი ლამის ორმაგდება, ზედმეტი ცხიმები კი უფრო სწრაფად და ეფექტურად იწვება.

მაკნამარას თქმით, უკუღმა სიარული აუმჯობესებს მუხლის სახსრის ოსტეოართროზის მქონე ადამიანების მდგომარეობას. საქმე ისაა, რომ ამ დროს ადამიანი უფრო ხშირ და მოკლე ნაბიჯებს დგამს, ფეხები ნაკლებად გააქვს განზე და შესაბამისად, სახსრებზე დატვირთვა მცირდება.

უკუღმა სიარულის სარგებელი მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა, რომელშიც 70-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ყველა მათგანს მუხლის სახსრის ოსტეოართროზი ჰქონდა.
ექსპერიმენტის მონაწილეები კვირაში სამი დღე, 10-10 წუთით დადიოდნენ ზურგშექცევით. ექვსი კვირის შემდეგ მათ ბევრად ნაკლებად აწუხებდათ მუხლების ტკივილი და უფრო უკეთესადაც მოძრაობდნენ.

გარდა ამისა, უკუღმა სიარული სასიკეთო გავლენას ახდენს ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა:

პლანტარული ფასციიტი, ანუ ქუსლის დეზი;

წელის ქრონიკული ტივილები;

ნევროლოგიური დავადებები.

გარდა ამისა, ზურგშექცევით სიარული ხელს უწყობს:

ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას — კვლევებმა აჩვენა, რომ კვირაში სამჯერ 30-30 წუთიანი უკუღმა სიარული მოკლე დროში აღადგენს ბალანსის შეგრძნებას, აუმჯობესებს კიდურების მუშაობას და მოძრაობის სიჩქარეს;
წონაში კლებას — ამ დროს 40%-ით მეტი კალორია იწვება და ამასთან ცხიმების „ჩალაგებაც“ იკლებს.

უკუღმა სიარულის წესები
ზურგშექცეულ სიარულში თითქოს რთული და გაუგებარია არაფერია, მაგრამ, როგორც ჯეკ მაკნამარა ამბობს, ამას თავისი წესები აქვს.
 
მისი თქმით: უნდა იაროთ მხოლოდ უსაფრთხო ადგილას, სადაც ვერც ვერაფერს დაეჯახებით და არც წაიქცევით (იდეალურია სარბენი ბილიკი); უკუღმა სიარულში ვარჯიში დაბალი სიჩქარით უნდა დაიწყოთ და დროთა განმავლობაში აჩქარდეთ; თავი უნდა გეჭიროთ სწორად და იყურებოდეთ მხოლოდ წინ — არ უნდა ატრიალოთ აქეთ-იქით; ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გაჭიმეთ ცერა თითი და ტერფი თითებიდან ქუსლის მიმართულებით გადააგორეთ; ნუ შეეცდებით, ერთ ჯერზე უწყვეტად იაროთ დიდი ხნის განმავლობაში — სჯობს ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეოროთ; როდესაც უკუღმა სიარულს იმდენად შეეჩვევით, რომ თავს უკვე კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ უკუღმა სირბილზეც გადახვიდეთ — ოღონდ მხოლოდ სარბენ ბილიკზე, რომელსაც სახელურები აქვს.

#drpkhakadze #აქხარისხია

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება, ამ დიაგნოზით მკურნალობს მხოლოდ ერთი პაციენტი“-იაშვილის კლინიკა

#post_seo_title

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კლინიკაში 120 ბავშვი იმყოფება.

როგორც იაშვილი კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინტოქსიკაციის დიაგნოზით, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს და ინტოქსიკაციის მიზეზები მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია იაშვილის კლინიკის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გვარცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. განცხადება გაავრცელა კომპანია „IDS ბორჯომმა“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

ჯანმრთელობის წყალი: ბუნებრივი ჰიდრატაცია და ორგანიზმის გაწმენდა

ჯანმრთელობის წყალი: ბუნებრივი ჰიდრატაცია და ორგანიზმის გაწმენდა
#post_seo_title

ჯანმრთელობის წყალი: ბუნებრივი ჰიდრატაცია და ორგანიზმის გაწმენდა

წყლის სწორი მოხმარება მნიშვნელოვანია ჰიდრატაციისთვის, ენერგიისთვის და ორგანიზმის გაწმენდისთვის. თუ ჩვეულებრივი წყლის დალევა გეჩვენებათ ერთფეროვანი, შეგიძლიათ დაამატოთ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც აუმჯობესებენ მის თვისებებს და ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენენ.
როგორ გავამდიდროთ წყალი ბუნებრივი ინგრედიენტებით?
ლიმონის წყალი – იმუნიტეტის გაძლიერება
სარგებელი:
• მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას.
• ეხმარება ორგანიზმის დეტოქსიკაციას და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებას.
• აჩქარებს ცხიმების წვას და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.
მომზადება: 1 ჭიქა წყალში დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ.
პიტნის წყალი – შეშუპების შემცირება
სარგებელი:
• ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ამცირებს შეშუპებას.
• ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აფერხებს მუცლის გაბერვას.
• აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელ პროცესს.
მომზადება: დაამატეთ რამდენიმე ახალი პიტნის ფოთოლი 1 ჭიქა წყალში და გააჩერეთ 10-15 წუთი.
თაფლის წყალი – საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი
სარგებელი:
• ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ბუნებრივი პრებიოტიკია.
• ამცირებს გადაღლილობას და სწრაფ ენერგიას გვაძლევს.
• აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მომზადება: 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი გახსენით თბილ წყალში და დალიეთ დილით.
კიტრის წყალი – ჰიდრატაციის გასაუმჯობესებლად
სარგებელი:
• ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებას და ტოქსინების გამოდევნას.
• მდიდარია ელექტროლიტებით, რაც ხელს უწყობს უჯრედების ჰიდრატაციას.
• ამცირებს კანის გაღიზიანებას და ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას.
მომზადება: 1 ჭიქა წყალში დაამატეთ 5-6 ნაჭერი ახალი კიტრი და გააჩერეთ 15 წუთი.
კოჭას წყალი – სხეულის გათბობა და ანთების შემცირება
სარგებელი:
• ამცირებს ანთებას და აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.
• ამაღლებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
• ეხმარება საჭმლის მონელებას და ამცირებს გულისრევას.
მომზადება: დაამატეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი კოჭა თბილ წყალში და გააჩერეთ 10 წუთი.
ალოე ვერას წყალი – საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდა
სარგებელი:
• ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ეხმარება მეტაბოლიზმს.
• ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ტოქსინების გამოდევნას.
• მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
მომზადება: დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური ალოე ვერას გელი 1 ჭიქა წყალში და კარგად მოურიეთ.
კურკუმას წყალი – გაციების და გრიპის წინააღმდეგ
სარგებელი:
• აქვს მძლავრი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
• ეხმარება გაციების და გრიპის სიმპტომების შემცირებას.
• აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება იმუნურ სისტემას.
მომზადება:1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.
პროფესორის კომენტარი –  გიორგი ფხაკაძე:
„წყლის სწორად მოხმარება აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. მის გამდიდრებას ბუნებრივი ინგრედიენტებით შეუძლია გააძლიეროს იმუნიტეტი, გააუმჯობესოს საჭმლის მონელება და შეამციროს ანთებითი პროცესები. სცადეთ ეს მარტივი და ეფექტური მეთოდები ჯანმრთელობისთვის!“
👨‍⚕ პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა მეტი ადამიანი გაიგოს, როგორ გააუმჯობესოს ყოველდღიური ჰიდრატაცია!
შეიძლება იყოს წყლის სივრცე and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „HEALTHY WATER LEMON boost immunity MINT treat bloating HONEY aids digestion ลลมศรยย MINT treat bloating CUCUMBER cools cools&hydrates & hydrates GINGER warm warmthebody the body TURMERIC fight cold & flu ALOE VERA cleans the digestive system“ გამოსახულება

მითი და სინამდვილე მარილთან დაკავშირებით

მარილის მაღალმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს გაფანტული სკლეროზის განვითარებას
#post_seo_title

მითი და სინამდვილე მარილთან დაკავშირებით

მითი 1: ჩემს ულუფას დამატებით მარილს არ ვამატებ, ამდენად, მარილის ჭარბ რაოდენობას არ მოვიხმარ.

სინამდვილე: მოხმარებული მარილის თითქმის 75%-ს ადამიანები  იმ პროდუქტებიდან ღებულობენ, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევენ, როგორიცაა პური, ყველი და სხვა მზა პროდუქტები, ასე რომ, ადამინების უმრავლესობა მარილის ჭარბ რაოდენობას მოიხმარს გაცნობიერების გარეშე.

მითი 2: რადგან მაღალი არტერიული წნევა არ მაწუხებს, მარილის მოხმარების შეზღუდვა არ მჭირდება.

სინამდვილე: არტერიული წნევის დონე ასაკთან ერთად მატულობს და ზრდის დაავადების განვითარების რისკს, თუ ადამიანები ნაკლებ მარილს მოიხმარენ, ასაკის მატებასთან ერთად დაავადების რისკი ნაკლები იქნება.

მითი 3: მხოლოდ ზღვის მარილს მოვიხმარ, რომელიც ნაკლებად საზიანოა.

სინამდვილე: ზღვის და სუფრის მარილში ნატიუმის ქლორიდის შემცველობა თითქმის თანაბარია, ამდენად, ორივე მათგანი ჭარბი მოხმარებისას თანაბარ ზიანს აყენებს მოსახლეობას.

მითი 4: თუ პროდუქტი მარილიანია, ეს ადვილი შესამჩნევია.

სინამდვილე: მრავალი პროდუქტი „დაფარულ“ მარილს შეიცავს – საკვებად გამოყენებისას მარილიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა მარილს ჭარბად შეიცავს.

მითი 5: უმარილო სადილი უგემურია.

სინამდვილე: მარილის მოხმარების შეზღუდვიდან 3 კვირაში გემოვნებითი რეცეპტორები უფრო მგრძნობიარე ხდებიან, ასე რომ ნაკლები მარილით იგივე არომატს გრძნობს ადამიანი.

მითი 6: მჭირდება მარილის ჭარბი რაოდენობა, რადგან ფიზიკურად აქტიური ვარ და ოფლთან ერთად დიდი რაოდენობით მარილს ვკარგავ.

სინამდვილე:  გახსოვდეთ, ოფლთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით მარილი გამოიყოფა და რადგანაც ადამიანები მას ისედაც ჭარბად მოიხმარენ, ფიზიკურად აქტიურებს დამატებითი დოზების მიღება არ სჭირდებათ.

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights