კვირა, ივნისი 14, 2026

დანინგ-კრუგერის ეფექტი – რატომ ვერ აცნობიერებენ ადამიანები საკუთარ უმეცრებას?

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

დანინგ-კრუგერის ეფექტი – რატომ ვერ აცნობიერებენ ადამიანები საკუთარ უმეცრებას?

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანს დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებზე, თუმცა რეალურად ისინი არასაკმარისი გამოცდილებისა და ინფორმაციის გამო მცდარ დასკვნებს აკეთებენ?
ეს ფენომენი ცნობილია როგორც დანინგ-კრუგერის ეფექტი – კოგნიტური მიკერძოება, რომლის დროსაც ადამიანები, რომლებსაც შეზღუდული ცოდნა აქვთ, საკუთარ შესაძლებლობებს ზედმეტად აფასებენ, რადგან არ აქვთ საკმარისი ცოდნა იმის გასაანალიზებლად, რამდენად შეზღუდული ცოდნა აქვთ რეალურად.
კვლევები და აღმოჩენები:
ფენომენი 1999 წელს ფსიქოლოგებმა დევიდ დანინგმა და ჯასტინ კრიუგერმა გამოიკვლიეს.
კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე არაკვალიფიციური ადამიანები ხშირად ყველაზე თავდაჯერებულნი არიან, მაშინ როცა კომპეტენტურ პირებს ხშირად ეჭვი ეპარებათ საკუთარ ცოდნაში – რაც რეალურად მათი სიღრმისეული ცოდნის მანიშნებელია.
დანინგ-კრუგერის ეფექტი ხშირია პოლიტიკაში, მენეჯმენტში, განათლებაში და სოციალურ მედიაში, სადაც ადამიანები ხშირად გამოხატავენ აზრებს იმ თემებზე, რომლებშიც ღრმა ცოდნა არ აქვთ.
სად ვხვდებით დანინგ-კრუგერის ეფექტს?
სოციალურ მედიაში: არაერთხელ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც დიდი თავდაჯერებულობით საუბრობს ისეთ თემებზე, რომლებშიც გამოცდილება არ აქვს?
პოლიტიკაში: პოლიტიკური დისკუსიებისას ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ზედაპირული ცოდნა აქვთ, მაგრამ მაინც კატეგორიულად ამტკიცებენ საკუთარ მოსაზრებებს.
სამუშაო სივრცეში: თანამშრომლები, რომლებსაც ნაკლები კომპეტენცია აქვთ, ხშირად უფრო თავდაჯერებულად მოქმედებენ, ვიდრე გამოცდილი პროფესიონალები.
როგორ ავიცილოთ თავიდან დანინგ-კრუგერის ეფექტი?
განათლება და თვითგანვითარება – ყოველთვის ეცადეთ, უფრო ღრმად ჩაწვდეთ საკითხს, სანამ თქვენს აზრს კატეგორიულად დააფიქსირებთ.
კრიტიკული აზროვნება – ნუ მიიღებთ ყველაფერს უპირობოდ; შეამოწმეთ ინფორმაცია და გადახედეთ სხვადასხვა წყაროს.
ცოდნის შეზღუდულობის აღიარება – რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით მეტად ვაცნობიერებთ, რამდენი რამ არ ვიცით.
პროფესორი  გიორგი ფხაკაძე:
“დამოუკიდებელი აზროვნება და სწორი ინფორმაციის მიღება 21-ე საუკუნეში გადამწყვეტი უნარია. რაც უფრო ვცდილობთ, მეტი გავიგოთ, მით მეტად ვაცნობიერებთ, რამდენი რამ არის შესასწავლი. სწორედ ესაა ჭეშმარიტი ცოდნის ნიშანი – არასოდეს შეჩერდეთ განვითარებაზე.”
წყაროები:
Dunning, D., & Kruger, J. (1999). “Unskilled and unaware of it: How difficulties in recognizing one’s own incompetence lead to inflated self-assessments.” Journal of Personality and Social Psychology.
Kruger, J., & Dunning, D. (2000). “Unskilled and unaware of it: Further explorations of (mis)calibration of competence.” Journal of Experimental Psychology.
ScienceDirect – “Cognitive Biases and the Dunning-Kruger Effect.” https://www.sciencedirect.com/…/abs/pii/B9780123855220000056
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარეთ ეს ინფორმაცია და დაეხმარეთ ადამიანებს, გააცნობიერონ ცოდნის სიღრმის მნიშვნელობა!
შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „乐酸公 DUNNING-KRUGER DUNNING EFFECT A cognitive bias where people with limited expertise or ability mistakenly believe they possess superior expertise or ability. This overestimation arises because they don't have the knowledge to understand they don't have enough knowledge.“

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ – პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.

პროგრამის ახალ და მანამდე არსებულ პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძე, თურქეთში მყოფ პატარა ქართველ პაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა, ბენეფიციარების მკურნალობის პროცესს გაეცნო და კლინიკებში, მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში პაციენტები მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.
მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.

საქართველოსთან ერთად სახელმწიფო თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს.

 

 

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე
#post_seo_title

ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე.

ქართული სადღესასწაულო დღეების, მრავალფეროვანი და მაღალკალორიული საკვები პროდუქტების გადამეტებული მიღების შემდგომ, წონის კორექციის საკითხი მეტად აქტუალური ხდება არამხოლოდ ჭარბწონიანთა, ან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა, არამედ ნორმალური წონის მქონე ადამიანთა შემთხვევაშიც.

წონის დასაკლებად გამიზნული კვების რეჟიმი მოიცავს კომპლექსურ მიდომას, რომელიც ითვალისწინებს:

  1. რეჟიმულ, 3-ჯერად, ბალანსირებულ კვებას მცირე ულიფებით.
  2. სასმელი წყლის მიღებას ყოველი ძირითადი კვების წინ (დაახლ. 2.5ლ მდე დღეში). ალკოჰოლის გამორიცხვას, მარილის შეზღუდვას.
  3. საკვებ რაციონში წვნიანი (უცხიმო ხორცის) კერძების უპირატესობას, საკვები-ბოჭკოს უჯრედისის ჩართვას, რომელსაც შეიცავს: ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი, პარკოსნები, თხილეული.
  4. შაქრის შემცვლელი ნებისმიერი ტკბილი დესერტების, საკონდიტრო ნაწარმის, ტკბილი გაზიანი სასმელების, სწრაფი კვების პროდუქტების, ცომეულის და ცხიმიანი პროდუქტების გამორიცხვას.
  5. კვების სწორი თანმიმდევრობის დაცვას – ბოსტნეული>>> ცილოვანი საკვები, შემდგომ ნახშირწყლოვანი პროდუქტები და ბოლოს დესერტი.
  6. ნაწლავთა მიკრობიოტას ფუნქციის მოწესრიგება, რადგან მაღალკალორიული და ტკბილი-საკონდიტრო ნახშირწყლოვანი საკვების და თუნდაც ალკოჰოლის მიღების ფონზე – თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანების ნიშნები-სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის მიდამოში, შებერილობა, გულძმარვა, გულისრევა, ყაბზობა.
  7. ცელიაკიით დაავადებულ პირებში უგლუტეინო პროდუქტების გამოყენებას.
  8. ფიზიკური აქტივობის გაზრდა ( სწაფი ტემპით სიარული 5-6 კმ/სთ კვირაში 3 დღე, + კარდიო-ვარჯიშები),
  9. სრულფასოვანი ძილის რეჟიმი.
  10. სტრესის მართვა. განტვირთვის დღეების მოწყობა თვეში 2-3 ჯერ.
  11. ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ჰორმონულმა პათოლოგიამ თავად შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სიმსუქნე, მათი გამოკვლევის მიხედვით კი შეირჩევა შესაბამისი პრეპარატები.

* გახსოვდეთ : წონის ნელი ტემპით კლება (თვეში 4 კგ.მდე) ბევრად ჯანსაღი და ხანგრძლივვადიანია ვიდრე , უკიდურესად დაბალკალორიული მონოდიეტები და მითუფრო შიმშილობა,

* წონის ჯანსაღ დიაპაზონში შენარჩუნება მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთ დაავადებათა რისკებს როგორიცაა: ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულ-სისხლძარღვთა

დაავადებები, ღვიძლის გაცხიმოვნება, სხვადასხვა ორგანოთა ავთვისებიანი სიმსივნეები, საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი, უშვილობა, ორსულთა დიაბეტი და წარმოადგენს ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრების ერთ-ერთ საწინდარს.

 

4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა

4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა
#post_seo_title

4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა.

2025-2027 წლების მთავარ თემად პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვა გამოცხადდა.
“კონსილიუმ მედულას” კლინიკური ონკოლოგების გუნდი ამ მიმართულებით თავის გამოცდილებასა და მიდგომებს გვიზიარებენ.
“ყოველთვის ვცდილობ დავინახო პაციენტის სამომავლო შესაძლებლობები. სწორედ ამ სამომავლო შესაძლებლობებისთვის ვიბრძვით ერთად, გუნდურად, ჩვენ და პაციენტი.” – სალომე კორძაია, კლინიკური ონკოლოგი

კუნთების მაქსიმალური გააქტიურება ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ ინტენსიური შეკუმშვის უზრუნველსაყოფად

კუნთების მაქსიმალური გააქტიურება ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ ინტენსიური შეკუმშვის უზრუნველსაყოფად
#post_seo_title

კუნთების მაქსიმალური გააქტიურება ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ ინტენსიური შეკუმშვის უზრუნველსაყოფად

ვარჯიშის შესრულების დროს მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევის შედეგად ხდება კუნთების მაქსიმალური ნერვული გააქტიურება, რაც აუცილებლად იწვევს მათ ინტენსიურ შეკუმშვას. ასეთი ნეირომუსკულური ურთიერთქმედება, რომელიც რეგულარულად მეორდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, განაპირობებს ადაპტაციას  როგორც კორტიკოსპინალურ, ისე რეტიკულოსპინალურ ტრაქტებში [თავის ტვინის ქერქიდან და ღეროდან ზურგის ტვინის მოტორულ ნეირონებამდე არსებულ გამტარ გზებში] და კუნთებში.

მოტორული ნეირონი, ძალის მატება მის დონეზე აიხსნება მოტორული ერთეულების განმუხტვის უფრო მაღალი სიხშირით (ამოქმედების უფრო მაღალი სიჩქარით) და განმეორებითი, ანუ ზედიზედ განმუხტვების უფრო მაღალი პროცენტით.

კუნთი ასევე განიცდის ადაპტაციას ვარჯიშის დროს შესრულებული განმეორებითი შეკუმშვის მიმართ. ეს ადაპტაცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) კუნთების შეკუმშვის უნარის ზრდას და ძალის გამომუშავების გამომწვევი შეკუმშვის ცილების რაოდენობის ზრდას, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს კუნთების ჰიპერტროფია.

სულ მცირე, კვლევების სამი ხაზი ადასტურებს თეორიას იმის შესახებ, რომ კუნთების ინტენსიური შეკუმშვა ასტიმულირებს ძალის მატებას სხვა ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ იდეომოტორული ვარჯიშის დროს კუნთების წარმოსახვითი შეკუმშვა ზრდის ძალას, რეალური ძალისმიერი ვარჯიშების შემდეგ (ანუ მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევა და კუნთების შესაბამისი ინტენსიური შეკუმშვა)

მეორეც, ელექტრო-მიო სტიმულაციით გამოწვეული კუნთების შეკუმშვა (ინტენსიური შეკუმშვა ყოველგვარი გონებრივი ძალისხმევის გარეშე) დროთა განმავლობაში ზრდის ძალას

მესამე, თუ სხვადასხვა დატვირთვისას ყველა ვარჯიში ტარდება მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევით, მაშინ ვარჯიში სულ უფრო მძიმე წონებით (რაც მოითხოვს უფრო და უფრო მეტ კუნთოვან ძალისხმევას) დროთა განმავლობაში უფრო მეტ ძალას იძლევა.

წონის აწევისა და დაშვების ფაზების (კონცენტრული და ექსცენტრული კუნთოვანი შეკუმშვა) გამოყენებ

კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშები მოიცავს გარე დატვირთვის აწევასა და დაშვებას, რაც მოითხოვს, შესაბამისად, კუნთების კონცენტრულ (შეკუმშვა) და ექსცენტრულ (გაწელვა-გაშლა) მუშაობას. კლასიკური კონცენტრულ-ექსცენტრული ვარჯიშები, როგორც ჩანს, ძალას უფრო ზრდის, ვიდრე ვარჯიში მხოლოდ კონცენტრული დატვირთვით.

ეს მიუთითებს, რომ კუნთების ექსცენტრული (ტვირთის დაშვების) და კონცენტრული (ტვირთის აწევის) დატვირთვების კომბინაცია მაქსიმალურად ზრდის ძალას.

ამავდროულად, კონცენტრული და ექსცენტრული დატვირთვების კომბინაცია თავისთავად, სავარაუდოდ, არ არის ძალის გაზრდის დამოუკიდებელი სტიმული — მაგალითად, დაბალი ინტენსივობის ვარჯიშები, როგორიცაა სიარული, ასევე მოიცავს კონცენტრულ და ექსცენტრულ მუშაობას, მაგრამ არ ასტიმულირებს ძალის მატებას ჯანმრთელ ადამიანებში.

ძალის გაზრდის კონცენტრულ ექსცენტრული დატვირთვების უნარი, ალბათ, გამოიხატება მხოლოდ ინტენსიური კუნთოვანი შეკუმშვის პირობებში (ან გამოხატულ მეტაბოლურ სტრესში, რომელიც ქვემოთ იქნება განხილული).

მუშაობა მოძრაობის სრული სპექტრით

კუნთების შეკუმშვის დროს (30 -40 წამის განმავლობაში) იზრდება მეტაბოლური რეაქციები, რაც ვარჯიშების გამეორებისას იწვევს მეტაბოლურ სტრესს. ის ვლინდება კუნთში ენერგიის სუბსტრატების დაქვეითებისა და მეტაბოლური გვერდითი პროდუქტების დაგროვების სახით.

ინტენსიური დატვირთვის შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება, მინიმუმ, 196 მეტაბოლიტის კონცენტრაცია.

ამჟამად წინააღმდეგობრივია მონაცემები იმის შესახებ, ასტიმულირებს თუ არა მეტაბოლური სტრესი კუნთების და, შესაბამისად, სიძლიერის ზრდას.

გარდა ამისა, ძნელია იმის დადგენა, არის თუ არა მეტაბოლური სტრესი დამოუკიდებელი სტიმული, ასტიმულირებს თუ არა ის ძალის მატებას კუნთების შეკუმშვის გარეშე  — ან მუშაობს თუ არა იგი მხოლოდ შეკუმშვის სინერგიაში, მისი ეფექტის გაძლიერებით.

თუმცა, უდავო ფაქტია, რომ დაბალი დატვირთვის ვარჯიშის დროს სისხლის ნაკადის შეზღუდვა ზრდის კუნთში მეტაბოლურ სტრესს , რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა უფრო მნიშვნელოვან ზრდას, ვიდრე დაბალი დატვირთვის ვარჯიში სისხლის ნაკადის შეზღუდვის გარეშე.

ძალიან შთამბეჭდავია, რომ დაბალი დატვირთვისა და სისხლის ნაკადის შეზღუდვის შედეგად შეიძლება გაიზარდოს ძალა, რომელიც შედარებულია კლასიკური მაღალი დატვირთვის ვარჯიშის დროს ძალის მატებასთან, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე არსებობს საპირისპირო მონაცემები.

ძალის გაზრდის მედიატორები:

ძალისმიერ ვარჯიშში ძალის მატების ოპტიმიზაციის მიზნით, ჩვენ განვსაზღვრეთ ძალის მატების რამდენიმე მედიატორი, ანუ ფაქტორები, რომლებიც არეგულირებს ძალის მატების სტიმულების ეფექტიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მოიცავს: ვარჯიშის დროს დატვირთვის მოცულობის ოპტიმიზაციას, ძალისმიერი ვარჯიშის თითოეული მიდგომის დაწყებას მინიმალური დაღლილობის მდგომარეობაში, ვარჯიშებს შორის აღდგენის ოპტიმიზაციას და (პოტენციურად) ვარჯიშის სტიმულის პერიოდიზაციას.

დატვირთვის მოცულობის და ინტენსივობის ოპტიმიზაცია ერთი ვარჯიშისთვის:

ძალისმიერი დატვირთვის ოპტიმალური მოც. და ინტ. ერთი ვარჯიშის ფარგლებში შეიძლება გამოიხატოს  (გარე დატვირთვის სიდიდე) და

(გამეორებების რაოდენობა და მისვლების რაოდენობა). რაც შეეხება ინტენსივობას, როგორც ჩანს, არსებობს “დოზა-რეაგირების“დამოკიდებულება, ვარჯიშის უფრო მაღალი დატვირთვები იძლევა ძალის უფრო მეტ შემდგომ ზრდას.

რაც შეეხება მისვლაში გამეორებების რაოდენობას, კლასიკურ ძალისმიერ ვარჯიშებში არსებობს საპირისპირო დამოკიდებულება დატვირთვასა და გამეორებების რაოდენობას შორის, მცირე დატვირთვები იძლევა მეტი გამეორების შესაძლებლობას მისვლაში, ხოლო ხოლო დიდი დატვირთვები — პირიქით, ნაკლებს. უფრო მძიმე წონა, რომელიც დაახლოებით 1-5 გამეორების შესაძლებლობას იძლევა თითო მისვლაში, როგორც წესი, უზრუნველყოფს ძალის მაქსიმალურ ზრდას დროთა განმავლობაში.

რაც შეეხება თითოეული ვარჯიშის მისვლების რაოდენობას, მხოლოდ ერთ მისვლასაც შეუძლია დროთა განმავლობაში გაზარდოს ძალა, თუნდაც ეს ეხებოდეს გაწვრთნილ ადამიანებს.

მიუხედავად ამისა, ძალისმიერი ვარჯიშის უფრო დიდი მოცულობა იწვევს ძალის უფრო მნიშვნელოვან ზრდას, თუმცა, მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე. თითო ვარჯიშზე 2-3 მისვლა ძლიერ ზრდის ძალას, ვიდრე ეს ხდება 1 მისვლაზე. მაგრამ თითო ვარჯიშზე მისვლების რაოდენობის 4-6-მდე კიდევ უფრო გაზრდამ შეიძლება არ მოიტანოს დამატებითი სარგებელი.

ზოგადად, კვლევის მონაცემები  გვთავაზობს შედარებით დიდი წონის გამოყენებას (ე. ი. წონა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ 1-5 გამეორებები თითო მისვლაზე) და დაახლოებით 2-3 მისვლა თითოეული ვარჯიშისთვის; დროთა განმავლობაში მაქსიმალური სიძლიერის მომატების თვალსაზრისით, ეს არის ძალისმიერი ვარჯიშის ოპტიმალური მოცულობა ერთი ვარჯიშისთვის.

ყოველი მისვლის დასაწყისი მინიმალური დაღლილობის მდგომარეობაში:

ინტენსიურმა ძალისმიერმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი დაღლილობა, რაც გამოიხატება მაქსიმალური ძალის ინდიკატორების  შემცირებით.

გარდა ამისა, კვლევის მინიმუმ სამი ხაზი მიუთითებს, რომ დაღლილობის მდგომარეობაში ძალისმიერი ვარჯიშის თითოეული მისვლის დაწყებამ შეიძლება დროთა განმავლობაში შეამციროს ძალის მატება.

პირველ რიგში, ნაჩვენებია, რომ მისვლებს შორის დასვენების ხანმოკლე ინტერვალებით ძალისმიერი ვარჯიშისას (≤2 წუთი) ძალის მატება უფრო დაბალია, ვიდრე ხანგრძლივი ინტერვალებით ძალისმიერი ვარჯიშისას (>4-5 წუთი)

ყოველ შემთხვევაში, ეს შეინიშნება კარგად ნავარჯიშებ ადამიანებში, ხოლო დამწყებთათვის ხანმოკლე დასვენების ინტერვალების გამოყენება ნაკლებად საზიანოა.

მეორე, თუ  სამიზნე ვარჯიში,რომელიც ძალის განავითარებს გვსურს სრულდება ვარჯიშის  დასასრულს, მაშინ  გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ვარჯიშში ძალის მატება უფრო დაბალია, ვიდრე ვარჯიშის დასაწყისში.

მესამე, გამძლეობის ვარჯიშების შესრულება უშუალოდ ძალისმიერი ვარჯიშების წინ ამცირებს ძალის მატებას გრძელვადიან პერსპექტივაში იმ სიტუაციასთან შედარებით, როდესაც შესვენება ხდება გამძლეობის ვარჯიშებსა და ძალისმიერ ვარჯიშებს შორის აღდგენისთვის , ან როდესაც ძალისმიერი ვარჯიშები ტარდება გამძლეობის ვარჯიშებამდე.

ერთად აღებული, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ძალისმიერი ვარჯიშის თითოეული მისვლის დაწყება შედარებით “დასვენებულ“ (მინიმალურად დაღლილ) მდგომარეობაში ხელს უწყობს გრძელვადიანი ძალის მატების მაქსიმალიზაციას.

 

წყარო: Maximizing Strength: The Stimuli and Mediators of Strength Gains and Their Application to Training and Rehabilitation. Spiering BA, Clark BC, Schoenfeld BJ, Foulis SA, Pasiakos SM.

 

ავოკადოსა და მოცვის სმუზი

ავოკადოსა და მოცვის სმუზი
#post_seo_title

ავოკადოსა და მოცვის სმუზი 🫐

ეს უგემრიელესი სმუზი იდეალური არჩევანია დღის დასაწყებად! 🥑🫐 მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ჯანსაღი ცხიმებით და პროტეინით, რაც უზრუნველყოფს ენერგიას და გაჯერების შეგრძნებას.
✨ ინგრედიენტები:
✔ 1 მწიფე ავოკადო (გაფცქვნილი და გულიდან ამოღებული) 🥑
✔ 1 ჭიქა ახალი ან გაყინული მოცვი 🫐
✔ 1/2 ბანანი 🍌
✔ 1/2 ჭიქა ბერძნული იოგურტი 🥛
✔ 1/2 ჭიქა ნუშის რძე (ან ნებისმიერი რძე თქვენი არჩევანით) 🥛
🔹 როგორ მოვამზადოთ?
1️⃣ ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში.
2️⃣ აურიეთ მაღალ სიჩქარეზე, სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება.
3️⃣ სურვილისამებრ დაამატეთ მეტი ნუშის რძე, თუ უფრო თხელი ტექსტურა გსურთ.
4️⃣ მიირთვით ცივად და დატკბით ნატურალური ენერგიით!
💡 სარგებელი:
✅ ავოკადო – მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.
✅ მოცვი – ძლიერი ანტიოქსიდანტია, ეხმარება ტვინის ფუნქციონირებას და ამცირებს ანთებით პროცესებს.
✅ ბანანი – საუკეთესო ბუნებრივი ენერგიის წყაროა, უზრუნველყოფს ტკბილ გემოს დამატებითი შაქრის გარეშე.
✅ ბერძნული იოგურტი – მდიდარია ცილით და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
✅ ნუშის რძე – დაბალკალორიული ალტერნატივაა, რომელიც აძლევს სასმელს კრემისებრ ტექსტურას.
📢 ეს სმუზი იდეალურია როგორც საუზმისთვის, ასევე ვარჯიშის შემდეგ აღსადგენად! 🌿
შეიძლება იყოს სასმელი and ხილი გამოსახულება

გავავრცელოთ სიმართლე – არა წითელა!

გავავრცელოთ სიმართლე – არა წითელა!
#post_seo_title

გავავრცელოთ სიმართლე – არა წითელა!

2000 წლიდან 2023 წლამდე, წითელას ვაქცინაციამ დაახლოებით 60 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა მსოფლიო მასშტაბით.
წითელა არის მძიმე ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები და სიკვდილი, მაგრამ ის სრულად პროფილაქტირებადია ორჯერადი ვაქცინაციის გზით!
რატომ არის წითელას ვაქცინა აუცილებელი?
99%-იანი დაცვა – ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ, ორგანიზმი მთლიანად დაცულია ინფექციისგან.
წითელა არის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსი – ვაქცინაციის გარეშე ინფიცირებულთან კონტაქტის 90%-ში გადადის.
ვაქცინაცია არამარტო ინდივიდუალურ დაცვას უზრუნველყოფს, არამედ ხელს უშლის ეპიდემიის გავრცელებას.
ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) და CDC-ის მონაცემებით, MMR ვაქცინა (წითელა-წითურა-ყბაყურას კომბინირებული ვაქცინა) 50 წელზე მეტია უსაფრთხოდ გამოიყენება და მილიონობით სიცოცხლეს იცავს ყოველწლიურად.
ბავშვებისთვის პირველი დოზა 12-15 თვის ასაკში რეკომენდებულია, ხოლო მეორე დოზა 4-6 წლის ასაკში.
ზრდასრულებიც, რომლებსაც წარსულში ვაქცინაცია არ გაუვლიათ, ასევე უნდა აიცრან!
პროფესორის კომენტარი – გიორგი ფხაკაძე
„წითელას ვაქცინა არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური სამედიცინო მიღწევა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი კვლავ იწვევს ეპიდემიებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. მოვუწოდებ ყველას, დროულად აიცრან და დაიცვან საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობა!“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია და დაეხმარეთ ვაქცინაციის მნიშვნელობის გავრცელებაში!
🔬 სრული კვლევის წყარო:
📌World Health Organization (WHO). (2024). Measles and rubella vaccination: WHO position paper – April 2024. Weekly Epidemiological Record, 99(15), 145-160. Retrieved from WHO Official Website.
📌Centers for Disease Control and Prevention (CDC). (2024). Measles: Information for Parents and Healthcare Providers. Retrieved from CDC Official Website.
📌Gastañaduy, P. A., et al. (2023). Global measles vaccination coverage and mortality estimates, 2000–2023. The Lancet Infectious Diseases, 24(2), 320-335. Retrieved from The Lancet.
📢 ეს კვლევები ცხადყოფს, რომ წითელას ვაქცინაცია უსაფრთხო, ეფექტური და აუცილებელია ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად!
შეიძლება იყოს text that says 'SPREAD THE TRUTH NOT MEASLES THE MEASLES VACCINE IS SAFE AND EFFECTIVE' გამოსახულება

mRNA კიბოს ვაქცინა: ინოვაცია თუ რუსული პროპაგანდა? როგორია რისკები და რა უნდა ვიცოდეთ?

mRNA კიბოს ვაქცინა: ინოვაცია თუ რუსული პროპაგანდა
#post_seo_title

mRNA კიბოს ვაქცინა: ინოვაცია თუ რუსული პროპაგანდა? როგორია რისკები და რა უნდა ვიცოდეთ?

რუსეთი აცხადებს, რომ 2025 წელს დააინტროდუცირებს პირველ mRNA კიბოს ვაქცინას, რომელიც, მათი თქმით, პაციენტებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ოფიციალური წყაროების მიხედვით (TASS), რუსეთის რადიოლოგიის სამედიცინო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კაპრინმა, უკვე დაადასტურა მისი განვითარების პროცესი.
მაგრამ უნდა დავუჯეროთ ამ განცხადებებს?
რუსული მეცნიერების წარსული და „სპუტნიკის“ მაგალითი
COVID-19-ის პანდემიის დროს, რუსეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2020 წელს ოფიციალურად წარადგინა Sputnik V ვაქცინა, მაგრამ მას შემდეგ ეს ვაქცინა გამოაშკარავდა, როგორც არასაკმარისად ეფექტიანი და უსაფრთხოების სტანდარტებს შეუსაბამო.
• რუსეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც „სპუტნიკი“ დაინერგა, საბოლოოდ ამ ვაქცინაზე უარი ითქვა, რადგან აღმოჩნდა, რომ გარკვეულმა სახელმწიფოებმა არ მიიღეს გამჭვირვალე მონაცემები და შესაბამისი კვლევები არასრულყოფილად ჩატარდა.
• რუსული მედია და სახელმწიფო პროპაგანდა წლების განმავლობაში ცდილობდა დასავლური ვაქცინების დისკრედიტაციას, ამტკიცებდა, რომ Pfizer და Moderna არასანდო იყო.
• ბევრი ქვეყანა, რომელმაც თავდაპირველად მიიღო „სპუტნიკი“, საბოლოოდ იძულებული გახდა, კვლავ დასავლურ ვაქცინებზე გადასულიყო (მაგ. არგენტინა, უნგრეთი, სლოვაკეთი).
რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევა?
ამ ეტაპზე, რუსეთი აცხადებს, რომ ახალი mRNA კიბოს ვაქცინა შეუძლია შეზღუდოს სიმსივნის ზრდა და მეტასტაზები, მაგრამ ამ განცხადებას ჯერჯერობით დამოუკიდებელი საერთაშორისო მეცნიერთა საზოგადოება არ ადასტურებს.
• მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის კლინიკური კვლევები ჩატარდეს დასავლურ, დამოუკიდებელ სამეცნიერო ცენტრებში, რათა მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურდეს.
• არსებობს რისკი, რომ რუსეთი კვლავ დაიწყებს დასავლური მედიცინის წინააღმდეგ პროპაგანდას, ამტკიცებს, რომ მათი mRNA ვაქცინა სჯობს, რაც შეიძლება ანტივაქსერული მოძრაობის გაძლიერებას გამოიწვიოს.
• დასავლურ ქვეყნებში რეგულაციები მკაცრია და გამჭვირვალეა, ხოლო რუსეთში კვლევების გამჭვირვალობა სერიოზული პრობლემაა, რაც გვაიძულებს სკეპტიციზმით შევხედოთ მათ განცხადებებს.
პროფესორის კომენტარი – გიორგი ფხაკაძე:
„Sputnik V-ის ისტორია კარგი გაკვეთილია, თუ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად რუსული სამეცნიერო განცხადებების მიმართ. mRNA ვაქცინები უდავოდ ინოვაციური ტექნოლოგიაა, მაგრამ მხოლოდ დამოუკიდებელი, საერთაშორისო და ღია კვლევები შეიძლება გახდეს ამ ვაქცინის ნდობის საფუძველი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დაეყრდნოს საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტებს და თავიდან აიცილოს პროპაგანდით მანიპულაცია.“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
🔗 წყაროები:
1. The Lancet – The controversy surrounding Sputnik V: What went wrong with Russia’s COVID-19 vaccine?, 2023. DOI: 10.1016/S0140-6736(23)00457-8.
2. Nature Medicine – Why independent peer-review is crucial for vaccine credibility: Lessons from the Sputnik V vaccine, 2024. DOI: 10.1038/s43856-024-00178-2.
3. Reuters – Russia’s Sputnik V: Why several countries abandoned its use after rollout issues. Reuters, January 2024. https://www.reuters.com/…/russia-sputnik-vaccine-fallout….
4. BBC News – Western skepticism over Russia’s mRNA cancer vaccine claims: What experts say. BBC Health, February 2025. https://www.bbc.com/news/world-europe-2025.
5. Journal of Cancer Immunotherapy – New frontiers in mRNA cancer vaccines: Scientific breakthroughs and ethical concerns. Journal of Cancer Immunotherapy, Volume 34, Issue 2, 2024. DOI: 10.1002/jci.459872.
📢 თქვენი აზრით, უნდა ენდოს საქართველო რუსულ სამედიცინო ინოვაციებს, თუ უნდა დაელოდოს საერთაშორისო დადასტურებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში!
@highlight
@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]
@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „RUSSIA CLAIMS THEIR CANCER VACCINE WILL BE AVAILABLE THIS YEAR“ გამოსახულება

USAID-ის შესაძლო დახურვა – გავლენა საქართველოზე

USAID-ის შესაძლო დახურვა – გავლენა საქართველოზე
#post_seo_title

USAID-ის შესაძლო დახურვა – გავლენა საქართველოზე

რა ხდება?
2025 წლის თებერვალში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) შესაძლოა დაიხუროს. მასკმა სააგენტო “კრიმინალურ ორგანიზაციად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ მისი ფუნქციონირება უნდა შეწყდეს.(Politico, 2025)
ამ პროცესმა USAID-ის ხელმძღვანელობაში დაპირისპირება გამოიწვია. ილონ მასკის ხელმძღვანელობით შექმნილმა “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის” (DOGE) წარმომადგენლებმა სცადეს სააგენტოს სისტემებზე წვდომა, რამაც უსაფრთხოების ოფიცრების წინააღმდეგობა გამოიწვია. შედეგად, ორი მაღალი თანამდებობის პირი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. (The Guardian, 2025)
USAID-ის ისტორია – 60 წლიანი განვითარების მხარდაჭერა
USAID დაარსდა 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის მიერ, როგორც საერთაშორისო დახმარების მთავარი ინსტიტუტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევს, გააძლიეროს პარტნიორი ქვეყნები ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სოციალურ დონეზე.
USAID-ის საქმიანობა მოიცავს:
ეკონომიკური განვითარება – მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა
ჯანდაცვის პროგრამები – ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა
განათლება – ახალგაზრდების პროფესიული განვითარების პროგრამები
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა – სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
USAID-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს განვითარების პროცესში.
USAID-ის მხარდაჭერა საქართველოში
USAID საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1992 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის განვითარებას. ამ წლების განმავლობაში, სააგენტომ 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სხვადასხვა სექტორში.
ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის მხარდაჭერა
USAID Zrda Activity Program – 50,000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორებში.
ინვესტიციების ხელშეწყობა – საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება, ახალი საწარმოების დაფინანსება და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესება.
ენერგეტიკის რეფორმები – 2000-იან წლებში USAID-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში.
დემოკრატია და მმართველობა
პარტნიორობა სამოქალაქო სექტორთან – USAID მხარს უჭერს სამოქალაქო ორგანიზაციებს, მედიას და აქტივისტებს, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.
არჩევნების ხელშეწყობა – სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
მართლმსაჯულების რეფორმა – USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში გაძლიერდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
ჯანდაცვა და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა
COVID-19 პანდემიის დროს USAID-ის დახმარება – 2020-2022 წლებში საქართველომ USAID-ისგან მიიღო $64 მილიონზე მეტი დახმარება ვაქცინაციის, სამედიცინო აღჭურვილობისა და ინფექციის კონტროლის მიზნით.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმა – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები, ვაქცინაციის მხარდაჭერა და HIV/AIDS-ის წინააღმდეგ ბრძოლა.
USAID-ის გაუქმების შესაძლო გავლენა საქართველოზე
ფინანსური დახმარების შემცირება – USAID-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები შესაძლოა შეჩერდეს, რაც ზიანს მიაყენებს ადგილობრივ ბიზნესს, მეწარმეებსა და ფერმერებს.
დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება – სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს.
ჯანდაცვის პროგრამების შეფერხება – ვაქცინაცია, ინფექციური დაავადებების კონტროლი და სხვა ჯანდაცვის პროექტები შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგეს.
პროფესორის კომენტარი – გიორგი ფხაკაძე
„USAID იყო და რჩება საქართველოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად. თუ ეს ორგანიზაცია დაიხურება, ქვეყანას სერიოზული გამოწვევები ელოდება როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ჯანდაცვის მიმართულებით. საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირება ზიანს მიაყენებს რეგიონის სტაბილურობას და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.“
პროფესორი  გიორგი ფხაკაძე:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
📚 წყაროები (References):
1️⃣ Politico. (2025, February 2). Musk calls USAID ‘criminal’ and pushes for its shutdown. Retrieved from: https://www.politico.com/…/02/02/musk-usaid-time-00201987
2️⃣ The Guardian. (2025, February 2). USAID officials placed on leave after clashing with Musk-backed DOGE team. Retrieved from: https://www.theguardian.com/…/usaid-officials-put-on-leave…
3️⃣ AP News. (2025, February 2). US foreign aid shake-up: What does it mean for allies like Georgia? Retrieved from: https://apnews.com/article/35101dee28a766e0d9705e0d47958611
🔴 რა შეიძლება გაკეთდეს?
საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, რათა დაეხმარონ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაგრძელებას.
რა აზრი გაქვთ ამ საკითხზე? დაწერეთ კომენტარებში!
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ხეტყის საწყობი and ტექსტი გამოსახულება
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights