დნმ-ნანორობოტები – ბიოტექნოლოგიაში რევოლუცია?
- მიზანმიმართულად მიიტანონ მედიკამენტები დაზიანებულ უჯრედებში,
- დაადგინონ და გაანადგურონ სიმსივნური უჯრედები,
- იმოქმედონ როგორც ბიოსენსორები, რომლებიც ამოიცნობენ მავნე მოლეკულებს ორგანიზმში.

თავის ტვინის სიმსივნედ მიჩნეული წარმონაქმნი ოპერაციის დროს ცოცხალ პარაზიტად – Taenia solium-ად დადასტურდა.
შემთხვევა საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნეიროქირურგი, გიორგი სეკანია წერს.
„მინდა გაგიზიაროთ საინტერესო, იშვიათი და შესძლოა, პირველი ფაქტი მედიცინის ისტორიაში, ჩვენი ნეიროქირურგიული პრაქტიკიდან, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ.
მდედრობითი სქესის პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით. იმყოფებოდა ჩვენს „მეზობელ“ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია. ონკოლოგიური სიფხიზლის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონქამნი.
ვციტირებ პაციენტის სიტყვებს:
“3 წლის მანძილზე 8-ჯერ ჩამიტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს მითხრეს რომ სიმსივნის მე-4 სტადია მქონდა, შემომთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი და გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება“.
საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა, კონსულტირებულ იქნა ჩემს მიერ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ქალბატონს შევთავაზე წარმონაქმნის ამოკვეთა, დავიწყეთ განმეორებითი კვლევები.
ჩატარებული-თავის ტვინის მრ კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა. სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი), თუმცა ოპერაციული ჩარევის დროს, თავის ტვინში ნანახი იქნა 15სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში.
პარაზიტი გაიგზავნა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სახეობა – Taenia solium (ღორის სოლიტერი). ჯერჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ.
ამჟამად პაციენტი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელდება შემთხვევის კლინიკური კვლევა.
(ტექსტი კოლეგებისთვის) სიმსივნის ინტრაცერებრული ლოკალიზაციის გამო (3 სმ კონვექსიდან), ცერებროტომიის წინ გამოვიყენეთ ულტრაბგერითი აპარატი, მიღებული სურათზე წარმონაქმნი მკვეთრად დიფერენცირდებოდა ტვინის ქსოვილისგან, რაც არ არის დამახასიათებელი თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური დაზიანებისთვის. დაზიანების ირგვლივ ვლინდებოდა ტვინის პერიფოკალური შეშუპების სურათი, ტვინის თეთრი ნივთიერებისთვის არადამახასიათებელი ვასკულირება, თუმცა ეს ცვლილებები მაინც არ მივიჩნიეთ საკმარისად მოცულობითი წარმონაქმნის დასადასტურებლად, გავაგრძელეთ მიდგომის პროცესი. თავის ტვინში, უკანა რქასთან ნანახი იქნა მოძრავი პარაზიტი, რომელიც დაუზიანებლად ამოვიყვანეთ.
ტექსტის განახლება: (P.S) მადლობა კომენატარებისთვის, ‘საუკეთესოობამდე’ დიდი გზაა გასავლელი :)) კონკრეტულად ამ ოპერაციის ჩატარება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ საჭიროებებს, ან ზებუნებრივ “სქილებს”
ეს შემთხვევა საინტერესოა მისი უნიკალურობით. ჩვენთან ტარდება ბევრად რთული ნეიროქირურგიული ოპერაციები და ამ ქვეყანას ყავს ძალიან მაღალი დონის ნეიროქირურგები, რომელთა გამოცდილების, ცოდნის გაზიარება დიდი პრივილეგიაა პირადად ჩემთვის. აქვე დავამატებ, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამხელა განსხვავებაა ქვეყნის განვითარებასა და ნეიროქირურგიულ დონეს შორის“, – წერს ნეიროქირურგი.
მოქალაქე ნინო ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში ბაკურიანი ციდას წყლით მცირეწლოვანთა ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბოთლი, რომლიდანაც მცირეწლოვანმა (მისმა ძმისშვილმა) სითხე მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადასცეს, ხოლო ექსპერტიზის შედეგად ბოთლში აზოტმჟავა იქნა აღმოჩენილი.
“ხალხო, ჩემი ძმისშვილი იაშვილში გადაიყვანეს ყელის დამწვრობით. გლოვოთი რამდენიმე ბაკურიანის პატარა ციდას ბოთლი გამოიძახეს, თავისი ხელით გაუხსნეს დალუქული ბოთლი და მიაწოდეს ბავშვს, ბავშვმა მოსვა თუარა გადმოაფურთხა და დაიწყო კივილი, ღმერთის წყალობით გადავრჩით ფატალური შედეგისგან რომ არ გადაყლაპა.
აღნიშნული ბოთლი გადავეცით სამხარაულს ანალიზისთვის და დადგინდა რომ მასში იყო სუფტა აზოტმჟავა, დანარჩენი ბოთლები აქვს გამოძიებას.
ვრცელდება ინფორმაცია რომ ჟვანიაში წევს ბავშვი, რომელსაც ციდას ბოთლში ჩასხმული ქლორის შეცდომით მოსმის შედეგად ჩაეწვა ყელი, ეგ სხვა ბავშვია და არარის ერთი და იგივე ქეისი.
იაშვილმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას ეს ამბავი და მიმდინარეობს გამოძიება”. – წერს ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია:
„ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პოლიმერული მასალის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით „ბაკურიანი ციდა ნატურალური მინერალური წყალი არაგაზირებული 330 მლ 10.11.24. 15:12 10.11.25. L26“, მოთავსებული ძლიერი მჟავური ბუნების მქონე უფერო, გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას.“

„კვირა დღეს შევიძინეთ „ბაკურიანის ციდა“ წყალი და სხვა პროდუქტები. წყალმა ბავშვს დაწვა პირი. როგორც სამხარაულმა დაწერა დასკვნაში. წყლის ნაცვლად ბოთლში აღმოჩნდა აზოტმჟავა. ბავშვი ჯერ 4 წლის არ არის. გუშინ გამოწერეს იაშვილის კლინიკიდან. პირის ღრუ აქვს დამწვარი. საბედნიეროდ, როგორც დღეს მითხრეს კლინიკაში, საყლაპავი მილი და კუჭი არ აქვს დამწვარი. მოკვლევაა დაწყებული. ჩვენ მოწმეების სახით გამოვიკითხეთ.შეკვეთიდან რაც იყო დარჩენილი, გადავეცით პოლიციას. დანარჩენს გამოძიება დაადგენს…“ – ამბობს დაზარალებული ბავშვის მშობელი.
ცნობისთვის, 4 თებერვალს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანი ციდას წყალმა მცირეწლოვნის მოწამვლა გამოიწვია.
ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, აცხადებს, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე, მოგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ჩვენი წარმოება, მათ შორის უშუალოდ საწარმოო პროცესი და „ბაკურიანი ციდას“ კონკრეტული პარტია. შემოწმების შედეგების თანახმად, ჩვენს ქარხანაში დანერგილი საწარმოო პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას. ამასთან, ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული პარტია უსაფრთხოა გამოყენებისთვის და შეესაბამება ყველა სტანდარტს.
აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენს საწარმოში დანერგილია პროცესების კონტროლისა და წარმოების უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც გამორიცხავს პროდუქტში უცხო ნივთიერებების მოხვედრას,“ – აცხადებენ კომპანიაში.
არაგეგმური შემოწმება ჩაატარა კომპანიაში სურათის ეროვნულმა სააგენტომაც.
უწყებამ აღებული ნიმუშები გამოკვლევისათვის გაგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ყველა მაჩვენებელი შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად შეფასდა.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.
კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალებს შორის მსოფლიოში ფიქსირდება:
– ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული 630 000 კიბოს შემთხვევა, მათ შორის – 530 000 (84%) საშვილოსნოს ყელის კიბო.
– საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 266 000 შემთხვევა, რაც ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ს შეადგენს.
– საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 71% გამოწვეული იყო პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით.
– საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო მეხუთე ადგილზე – ევროპის რეგიონში.
– ევროპის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს 67 000-ზე მეტი და 28 000 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.
საქართველოში:
– ბოლო წლების მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს.
– 2016 წლის მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ.
პრობლემის სერიოზულობიდან გამომდინარე, 2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა მსოფლიოს 71 (31%) ქვეყნის აცრების კალენდარში, რომელთა შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 270 მლნ-ზე მეტი დოზით მსოფლიოში უკვე აიცრა 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი.
ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა – ვაქცინირებულების თითქმის 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი. აპვ საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული, ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და გენიტალურ მეჭეჭებს.
2016 წლის ბოლოსთვის იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) მხარდაჭერით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა 23 ქვეყანაში. ალიანსის მხარდაჭერა საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომ 2020 წლისათვის 40 მლნ გოგონა იქნას დაცული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან და ამით მსოფლიომ თავიდან აიცილოს გარდაცვალების 900 000-მდე შემთხვევა.
იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსი სხვადასხვა ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, აძლევს შესაძლებლობას, 2017-2019 წლების განმავლობაში განახორციელოს 2008-2009 წლებში დაბადებული 9 წლის ასაკის გოგონების ვაქცინაცია.
გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ალიანსის მხარდაჭერა ქვეყნისათვის საკმარისია წელიწადში 15 000 გოგონას ორჯერადი ვაქცინაციისათვის, შობადობის გათვალისწინებით (2008 წელს დაბადებულ გოგონათა რაოდენობა შეადგენს 24 845, 2009 წელს – 30 999) შერჩეულ იქნა ქალაქები – თბილისი და ქუთაისი და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები.
აღნიშნული ორწლიანი პროექტის წარმატებით განხორციელება საწინდარი იქნება ქვეყანაში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეტაპობრივი დანერგვისათვის, რაც უზრუნველყოფს პაპილომავირუსით გამოწვეული სერიოზული დაავადებების ტვირთის შემცირებას.
აპვ ვაქცინის დანერგვის შედეგად მიღებული ეფექტის მტკიცებულება – ნარჩევი კვლევები
ყოველკვირეული ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩანაწერები
ზოგადი ინფორმაცია ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) გამოწვეული დაავადებების და ვაქცინაციის შესახებ