ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი ტვინის დეგრადაციის რისკი!


რა გზა გაიარეს და როგორ დაასრულეს მკურნალობა – ამბები პაციენტებზე, მიხეილ სარჯველაძემ, მათი მშობლებისაგან მოისმინა. შეხვედრაზე, ისაუბრეს სამედიცინო შემოწმებებსა და კონტროლზეც, რომლებსაც ბავშვები ისევ საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით გაივლიან.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ბავშვის გამოჯანმრთელება, ყველასთვის, დიდი გამარჯვებაა და სახელმწიფო, ამისთვის, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.
პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას 8 კლინიკაში – „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ , ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, „აჯიბადემის ჰოსპიტალში“, „მემორიალი ჰოსპიტალში“, „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ იღებენ. საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 160 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 101-მა პაციენტმა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი ხათუნა ჩაჩავა და ფონდის წარმომადგენელი ქეთევან კარტოზია.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც მკურნალობა დაასრულა, გამოჯანმრთელება მიულოცა. მინისტრმა სხვა ბენეფიციარებიც მოინახულა და მათი მკურნალობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია – ამ მიზნით, გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები, რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ღონისძიებას ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებელი თინათინ ჩხვიმიანი ესწრებოდნენ.
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე – ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად უფინანსდება.
“Accreditation Canada (AC) სიამაყით აცხადებს, რომ ამ კვირაში ცხრა ქართულმა სამედიცინო ორგანიზაციამ წარმატებით გაიარა Qmentum International™ პროგრამის აკრედიტაციის ციკლი. ეს აღიარება ხაზს უსვამს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროგრესს და კიდევ უფრო ამყარებს საქართველო-კანადის პარტნიორობას ხარისხიანი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების განვითარებისთვის.
ეს მნიშვნელოვანი მიღწევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ შრომასა და ძალისხმევას, რომელიც ქართულმა სამედიცინო ორგანიზაციებმა ჩადეს HSO-ს საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. Accreditation Canada-ს ექსპერტებისა და პროფესორ გიორგი ფხაკაძის მხარდაჭერით, აღნიშნულმა კლინიკებმა განახორციელეს ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივები, რათა გააძლიერონ საკუთარი სისტემები და კიდევ უფრო განავითარონ პაციენტებზე მორგებული მომსახურება.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში, აღნიშნავს:
„საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება მხოლოდ სტანდარტების დაკმაყოფილებას არ ნიშნავს—ეს არის ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების და უწყვეტი განვითარებისთვის მყარი კულტურის შექმნა. ამ ცხრა კლინიკამ დაამტკიცა, რომ ისინი მოწოდებულნი არიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად.“
საპატრიარქოს „წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრი“
ეს კლინიკა საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ფუნქციონირებს და მოსახლეობას სთავაზობს როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეთიკურ და სულიერ მხარდაჭერას პაციენტებისთვის, რაც მას უნიკალურ ადგილად აქცევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში.
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონი“
„ქსენონი“ არის ქუთაისში მოქმედი საეკლესიო კლინიკა, რომელიც მაღალი სტანდარტებით ემსახურება პაციენტებს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქირურგიულ და თერაპიულ მიმართულებებს, ასევე სოციალურად დაუცველი პაციენტების მხარდაჭერას.
„პინეო“ ინოვაციური მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად ტრავმატოლოგიას, ორთოპედიას და რეაბილიტაციას სპეციალიზებულად ემსახურება. კლინიკა იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და მკურნალობის უახლეს მეთოდებს, რათა პაციენტებს სწრაფი და ეფექტური აღდგენის საშუალება მისცეს.
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“
„ჯო ენის ჰოსპიტალი“ არის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ სამედიცინო განათლებასაც ეწევა. ისწვე როგორც “აკრედიტაცია კანადის” მიერ აკრედიტებულ ყველა 9 კლინიკაში, აქაც ფუნქციონირებს პაციენტთა საბჭო, რომელიც ხელს უწყობს სერვისების გაუმჯობესებას. კლინიკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამედიცინო კვლევებსა და სტუდენტების მომზადებას.
„ვივამედი“ არის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც ინოვაციურ მკურნალობასა და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა გამოირჩევა დიაგნოსტიკის, თერაპიისა და ქირურგიის თანამედროვე მეთოდებით. აქ დასაქმებული პროფესიონალები მუდმივად გადიან საერთაშორისო ტრენინგებს, რაც ხელს უწყობს ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში.
„ჰერა 2011“ ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათ შორის, მშობიარობისა და უშვილობის მკურნალობას.
„N ქირონ+“ არის ნეონატოლოგიური ცენტრი, რომელიც დაბადებიდანვე უზრუნველყოფს ახალშობილთა სრულფასოვან მოვლას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას. კლინიკა სპეციალიზებულია პრემატურ და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის მიმართულებით.
კლინიკაში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდები, რაც უზრუნველყოფს მომავალი თაობის ჯანმრთელობის დაცვასა და განვითარებას. პროფესიონალი ნეონატოლოგების გუნდი თანამედროვე აპარატურის დახმარებით უზრუნველყოფს ახალშობილთა სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას და ჯანმრთელობის ოპტიმალურ მართვას.
„შპს ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“
„ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ არის ნეფროლოგიური კლინიკა და დიალიზის ცენტრი, რომელიც სპეციალიზებულია თირკმლის დაავადებების მართვასა და მკურნალობაში. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ჰემოდიალიზის, პერიტონეული დიალიზისა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის სრულ სერვისს, რაც უმნიშვნელოვანესია ქრონიკული თირკმლის დაავადებების მართვისთვის.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დიალიზის აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ თერაპიას. გამოცდილი ნეფროლოგებისა და სამედიცინო პერსონალის გუნდი ახორციელებს ინდივიდუალურ მკურნალობასა და პაციენტზე მორგებულ მოვლას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტთა ცხოვრების ხარისხს.
„კონსილიუმ მედულა“ გამოირჩევა მულტიპროფილური კონსილიუმის მომსახურებით, რაც პაციენტებს განსაკუთრებულად ზუსტ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. კლინიკის მთავარი მიზანია ინდივიდუალური მიდგომის გაძლიერება და პაციენტებისთვის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.
აღნიშნული კლიკების აკრედიტაციის მიღება აქტიურად გააშუქა ქართულმა მედიამ და ასევე Accreditation Canada-ს მთავარმა ვებ და facebook გვერდებმა:
https://www.facebook.com/share/r/14pC4SD3J4/?mibextid=D5vuiz
Accreditation Canada Celebrates Georgian Health Organizations Accreditation
„ჰერა 2011“-მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონმა“ წარმატებით გაიარა „Accreditation Canada“-ს რთული შეფასების პროცესი და პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო.
ეს საქართველოში ჯანდაცვის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა და “ქსენონს” საერთაშორისო სტანდარტების მქონე სამედიცინო დაწესებულებად აქცევს.

„Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებს ენიჭებათ, რომლებიც:
● მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უწევენ;
● უზრუნველყოფენ პაციენტთა უსაფრთხოებას და მკურნალობის მაღალ ხარისხს;
● ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს;
● გადიან მკაცრ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომელიც მხოლოდ საუკეთესოს აღიარებს.

საავადმყოფომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, რათა მოეხდინა სამედიცინო სერვისების მოდერნიზაცია და პაციენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
● თანამედროვე სამედიცინო აპარატურა – საავადმყოფოს აღჭურვა საერთაშორისო სტანდარტების ტექნოლოგიებით.
● მაღალკვალიფიციური ექიმებისა და ექთნების გუნდი – რეგულარული გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
● უსაფრთხოების გაძლიერებული პროტოკოლები – ინფექციების კონტროლი და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები.
● პაციენტზე ორიენტირებული სერვისები – ინდივიდუალური ყურადღება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
● ინოვაციური მეთოდების დანერგვა – უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენება მკურნალობის პროცესში.

● გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურება – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა;
● უსაფრთხო და კომფორტული გარემო – მკაცრი სტანდარტების დაცვა ჰიგიენისა და ინფექციების პრევენციის კუთხით;
● მუდმივი გაუმჯობესება – საავადმყოფო აგრძელებს ინვესტიციებს სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
● გლობალური აღიარება – პაციენტებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ჯანმრთელობა საუკეთესო ხელშია.
ამ მნიშვნელოვან მოვლენას სპეციალური ცერემონია მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობდნენ „Accreditation Canada“-ს და კლინიკის წარმომადგენლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
● კატერინა ტარასოვა – „Accreditation Canada“-ს ვიცე-პრეზიდენტი.
● იულია შჩერბინა – „Accreditation Canada“-ს ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი.
● პროფესორი გიორგი ფხაკაძე – „Accreditation Canada“-ს წარმომადგენელი საქართველოში, გუნდთან ერთად.
● მეუფე იოანე გამრეკელი – კლინიკა “ქსენონის” მმართველი.
● მაგდა კოსტავა – “ქსენონის” კლინიკური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, გუნდთან ერთად.
● ნანო ტაბეშაძე – “ქსენონის” პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე.

● „Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ პასუხისმგებლობაც – კლინიკამ უნდა შეინარჩუნოს უმაღლესი სტანდარტები და მუდმივად განაგრძოს განვითარება.
● ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სანდო სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში.
● ეს წარმატება აჩვენებს, რომ ქართული კლინიკები მზად არიან საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და პაციენტებისთვის უმაღლესი დონის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
„ქსენონმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი დაიმსახურა თავისი პროფესიონალიზმით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით.

კლინიკა გაგრძელებს განვითარების გზას და უზრუნველყოფს, რომ მისმა პაციენტებმა მიიღონ საუკეთესო სამედიცინო მომსახურება არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში!
უნდა შევიცვალო საცხოვრებელი პირობები, რადგან ჩემი იმუნური სისტემა სუსტია?
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებმა, რომლებიც ახლა გადიან ან უკვე ჩაუტარდათ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა, რამაც გავლენა მოახდინა მათ იმუნურ სისტემაზე, საჭიროა, სიფრთხილის მაქსიმალური ზომები დაიცვან, რათა შემცირდეს COVID-19-ით ინფიცირების რისკი.
ჩემი ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი
თუ შესაძლებელია, ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც ამჟამად მკურნალობას გადის, ან ახლახან დაამთავრა მკურნალობის კურსი, სასურველია, იზოლირებულად ცხოვრობდეს; თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ ის უნდა მოთავსდეს საცხოვრებლის ერთ ოთახში, სასურველია, ცალკე სველი წერტილებით. ცალკე აბაზანის არ არსებობის პირობებში ყველა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია მოხდეს პაციენტთან მცხოვრები პირების მიერ აბაზანით სარგებლობის შემდეგ. ონკოლოგიურ პაციენტს უნდა გამოეყოს ინდუალური მოხმარების საგნები – ჭურჭელი, თეთრეული და სხვა.
ჩემი ოჯახის წევრი კორონავირუსზე დადებითი აღმოაჩნდა, როგორია ჩემი ინფიცირების რისკი?
იმის გათვალისწინებით, რაც COVID-19–ის შესახებ ცნობილია, სავარაუდოდ, თქვენც ასევე გაქვთ ვირუსით დაინფიცირების რისკი. თქვენ უნდა დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ტელეფონით, რათა მას აცნობოთ შესაძლო დაინფიცირების შესახებ და მიიღოთ რეკომენდაციები სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თქვენი ტესტირების და დაავადების პრეევენციის მომდევნო ნაბიჯები. განაგრძეთ მეთვალყურეობა თქვენს სიმპტომებზე და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ცხელების, ყელის ტკივილის ან ხველის გამოვლინების შემთხვევაში.
ჩემი პარტნიორი ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგო მკურნალობას გადის, რა შემიძლია გავაკეთო მისი დაცვის მიზნით?
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კიბოს მკურნალობას გადიან, რეკომენდებულია, თავიდან აიცილონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა და, თუ ეს შესაძლებელია, მათთან ერთად მცხოვრებმა ადამიანებმაც იგივე უნდა გააკეთონ, რათა შეამცირონ ონკოპაციენტზე ვირუსის გადაცემის რისკი. შეიძლება დაფიქრდეთ, შესაძლებელია თუ არა ამ დროს ბავშვების სახლში გაჩერება. თუ ოჯახის წევრები ურთიერთობენ საზოგადოებაში, მათ შორის ბავშვები სკოლაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიცვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ზოგადი რჩევები COVID-19-ის გავრცელების პრევენციის შესახებ, მათ შორის ხელების ხშირი დაბანა, სუფთა ზედაპირების შენარჩუნება და დისტანცირება ოჯახის წევრებისაგანაც კი.
| იცავს დაავადებისგან |
|
|
| ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი |
|
ერთი დოზა შეადგენს 1,5 მლ-ს, ვაქცინის ადმინისტრირება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით).
|
| ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება. |
|
მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
|
| გაფრთხილება |
|
საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით ან მის გარეშე – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე
|
| ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება. |
|
მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე; |
გამომწევი ბაქტერია
ვირუსით გამოწვეული ძალზე კონტაგიოზური დაავადებაა,შესაძლებელია გახდეს ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევის, ჰოსპიტალიზაციის და ფატალური გამოსავალის მიზეზი.
გადაცემის გზები
ვირუსი ვრცელდება ავადმყოფისაგან ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული ხელების, წყლის, ნივთების, საკვების საშუალებით. ჰიგიენის ნორმების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია დაავადების პრევენციისათვის, მაგრამ არ არის საკმარისი მისი გავრცელების კონტროლისათვის.
სიმპტომები
დიარეა, ხშირი ღებინება, ცხელება, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა.
გართულებები
ხშირი დიარეა და ღებინება შესაძლებელია გაგრძელდეს 3-8 დღის განმავლობაში, დეჰიდრატაცია (ორგანიზმის გაუწყლოვნება), რაც განსაკუთრებით დიდი ზიანის მომტანია ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის.
დეჰიდრატაციის ნიშნებია: შარდვის გაძნელება, პირის და ხახის სიმშრალე, სისუსტე.
მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების რეკომენდირებული ნორმაა 6 გრამი დღე–ღამეში. რეალურად, მოზრდილთა უმეტესი ნაწილი გაცილებით მეტ მარილს მოიხმარს.
ჩვენს დღიურ რაციონში არსებული მარილის დიდი ნაწილი ,,დამალულია’’ პურ–პროდუქტებში. მოხმარებული მარილის 80% –ს შეიცავს, მზა საკვები პროდუქტები, მზა სადილები და მზა მარცვლეული.
მოხმარებული მარილის 20% მოდის საკვების მომზადებისას ან უშუალოდ სუფრასთან დამატებულ მარილზე.
• საკვების მომზადება ნაკლები მარილით
შეგიძლით შეამციროთ მარილის მოხმარება 20%–თ ანუ მეხუთედი ნაწილით, ერთი მარტივი ცვლილებით: არ დაამატოთ მარილი საკვებს მომზადებისას ან უშუალოდ სუფრასთან. აღნიშნული რთულად მოგეჩვენებათ, განსაკუთრებით, თუ ამზადებთ საკვებს სეზონურად შესანახად და აყრით მარილს განუსაზღვრელად. მაღალი წნევის მქონე პირებში ჩვევის ცვლილება ამ მიმართულებით ძალზე სასარგებლოა. გემოვნებითი რეცეპტორები დროთა განმავლობაში ეჩვევიან ამ გემოს და თქვენ შეძლებთ კვებითი ქცევის ხარჯზე დააქვეითოთ არტერიული წნევა.
• საკვების მომზადებისას მარილის გამოყენების შემცირების გზები
გააკეთეთ შესვენება: პირველი სასარგებლო ნაბიჯი იქნება, თუ მაგიდიდან აიღებთ სამარილეს.
არ დაამატოთ მარილი განუსაზღვრელად: ეს არ გააკეთოთ, არა მარტო საკვები პროდუქტის შესანახად დამარილებისას, არამედ არ იხმაროთ მარილწყალი მაკარონის, ბრინჯის და ბოსტნეულის მოხარშვისას.
თავი აარიდეთ მარილიან სოუსებს და სანელებლებს: არ გამოიყენოთ მარილიანი სოუსები და სანელებლები, გამოიყენეთ ან მოამზადეთ თქვენ თვითონ–მათი ნაკლებ მარილიანი შემცვლელები. შეარჩიეთ თქვენს საყვარელ საკვებ პროდუქტებში, დაბალი მარილის შემცველობის სახეობები.
• ნატრიუმის დაბალი შემცველობით, მარილის შემცვლელები
თუ აღმოაჩენთ, რომ ვერ შეძლებთ კვებას ამ გემოვნებითი ფაქტორის გარეშე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილის შემცვლელები, ნატრიუმის დაბალი შემცველობით. ამ შემთხვევაში მარილის ძირითადი ინგრედიენტი, არის კალიუმი, რომელიც ასევე სასარგებლოა წნევის დამწევი ეფექტის თვალსაზრისითაც.
სამწუხაროდ, ყველასათვის არ არის რეკომენდირებული ნატრიუმ–ჩანაცვლებული მარილის მიღება, ამ გადაწყვეტილების მიღება ექიმის კონსულტაციას საჭიროებს.
უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს დარწმუნდი, რომ შენ და შენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე.
რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:
ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
თავი აარიდეთ სიცხეს
შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად
როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?
დავეხმაროთ ერთმანეთს
თუ თქვენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:
თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ
სითბურ დაავადებებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევებით, განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგონებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუჯი ნიშნავს კარგ ჯანმრთელობას და ესთეტიურ სილამაზეს, თუმცა, დერმატოლოგები განმარტავენ, რომ ნამზეურევი ეს არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას.
გასათვალისწინებელია, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების რისკის მომატებას.
მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.
მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა.
ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.
მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე დაიფინე ცივი კომპრესები, მიიღე ცივი აბაზანა, წაისვი ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.
მიმართეთ ექიმს, თუ:
დაიმახსოვრეთ:
მზით დამწვრობის რისკ–ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:
როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისაგან
ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი ბავშვის ორგანიზმისთვის.
ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. რამდენადაც შესაძლებელია მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.
ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ არსებულ სიმპტომს შენიშნავთ:
თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულსისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.
ბავშვები ძლიერ სიცხეში შეიძლება გახდნენ დეპრესიულები. მაგალითად, მათთვის სტრესია მკვდარი ცხოველების ან მცენარეების დანახვა. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს სიტუაციის მოსაგვარებლად და მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ბავშვებს ხშირად აქვთ კითხვები გარემოსთან დაკავშირებით, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ მათ კითხვებს ღიად და გულწრფელად, მაგრამ გაითვალისწინეთ, მიაწოდეთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ ასაკს შეესაბამება.
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
თუ თქვენი სახლი განსაკუთრებულად ცხელია
თავიდან აიცილეთ ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება (ექსპოზიცია)
აირიდეთ მზის დასხივება
უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ შერჩეული ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერებში და დამზადებული იყოს ჰაერგამტარი მასალისგან.
დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.
მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული გამოიყენება უსაფრთხოა
მზადება ძლიერი სიცხისთვის
ზაფხული და გადამდები დაავადებები
ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების შემთხვევათა 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.
დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.
ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.
თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადება-გადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიამტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.
წყლითა და საკვებით გადაცემადი დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, გახსოვდეთ:
o ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად
o საკვების მოსამზადებლად
o სასმელების დასამზადებლად
o ყინულის მოსამზადებლად
o ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად
o ხელების დასაბანად
ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ცხოველისგან დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია უახლოესი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა ვაქცინაციის საკითხის გადასაწყვეტად.
საქართველოში გავრცელებული გველებიდან მხოლოდ ორი სახეობაა შხამიანი. გველისგან დაკბენის შემთხვევაში დაზარალებული დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ უახლოეს რაიონულ ცენტრში. რაიონულ ცენტრებში არსებული საავადმყოფოები მომარაგებულია გველის შხამის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ აგვისტოში) მატულობს ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა და შესაბამისად ადამიანთა დასენიანების საფრთხეც. ცხოველების დაკვლა უნდა მოხდეს ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ, დაუშვებელია დაცემული ან/და ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. არ შეიძინოთ ხორცი თუ დარწმუნებული არ ხართ ხარისხის საიმედოობაში.
ლეიშმანიოზით (ლეიშმანიოზის რეზერვუარი ბუნებაში ძირითადად ავადმყოფი ძაღლებია) დასნებოვნების რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია გადამტანებისაგან (ფლებოტომუსები) თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას.
ფლებოტომუსებისა და კოღოებისგან თავის დაცვის მიზნით სასურველია ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელისა და რეპელენტების (დამაფრთხობლები) გამოყენება. ანალოგიური წესები უნდა დაიცვათ ტკიპებისაგან თავის დასაცავადაც, დამატებით, ბუნებაში ყოფნისას სასურველია ატაროთ წინდებში ჩატანებული შარვალი. ტკიპებს ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ბორელიოზი და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ტკიპების გავცელების არეალში ყოფნის შემდეგ, საგულდაგულოდ დაითვალიერეთ სხეული – ტკიპას გამოვლენისა და მისი უსაფრთხოდ მოცილების მიზნით. გახსოვდეთ – ტკიპას დროული მოშორება სხეულიდან – დაინფიცირების რისკის შემცირების კარგი შესაძლებლობაა.დაუშვებელია ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.
გახსოვდეთ, რომ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში ფიქსირდება წითელას შემთხვევები. წითელა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და მისი პრევენციის ერთადერთი საშუალება – ვაქცინაციაა. დაბეჯითებით გირჩევთ 41 წლამდე ასაკის პირებმა გადაამოწმოთ საკუთარი აცრის სტატუსი და თუ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა არასდროს მიგიღიათ ან ვერ აღმოაჩენთ აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს – ჩაიტაროთ იმუნიზაცია წითელას წინააღმდეგ!
ასევე შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, აუცილებელია ბავშვთა აცრის სტატუსის კიდევ ერთხელ გადამოწმება და ასაკობრივად გამორჩენილი აცრების სკოლაში/ბაღში შეყვანამდე ჩატარება.
ოთახში ტემპერატურის შემცირების გზები ცხელი ამინდის პირობებში
| გაზომვები | კომენტარები |
| თერმომეტრის გამოყენება შიდატემპერატურის გასაზომად | გაზომეთ ოთახის ტემპერატურა 8:00-10:00 სთ დროის შუალედში, 13:00 საათზედა ღამე 22:00 საათის შემდეგ. ოთახის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს320C-ს დღის განმავლობაში და 320 C-ს ღამის განმავლობაში |
| ღამის ვენტილაციის გამოყენება | გააღეთ ყველა ფანჯარა ღამის განმავლობაში და დილით ადრე, რათაგამოიყენოთ, ღამის ჰაერი ოთახის გასაგრილებლად, |
| ყველა ფანჯრის დახურვა დღისცხელ პერიოდში | შეინარჩუნეთ სიგრილე ოთახში |
| ფანჯრების დაჩრდილვა | იმ ოთახებში, სადაც დილის და შუადღის მზე უდგება, ფანჯრებზე ჩამოკიდეთდამჩრდილავი საშუალებები |
| შიდა გათბობის შემცირება | გამორთეთ შუქი და ელექტრო-ხელსაწყოები ოთახში (გარდა მაცივრისა) |
| სველი პირსახოცების დაკიდება | დაკიდეთ ოთახში სველი პირსახოცები, რომელიც გაგრილებასთან ერთად ჰაერსდაატენიანებს |
| ელექტროენერგიის დაზოგვა | ეფექტურად გამოიყენეთ ელექტროენერგია, მაშინაც კი როდესაც კონდიციონერსიყენებთ გაგრილებისთვის. ეს აგაცილებთ თავიდან ელექტროენერგიისგათიშვის საფრთხეს ქვეყანაში |
| ტექნიკური ზომები | |
| გარეთა დამჩრდილავებისგამოყენება | ფანჯრებზე გარეთა დამჩრდილავების გამოყენება კარგ ეფექტს იძლევა (შიდადამჩრდილავებთან ერთად) სიცხის ოთახში შეღწევის შემცირებისთვალსაზრისით |
| ვენტილატორის გამოყენება | ვენტილატორის გამოყენებას აქვს გარკვეული ეფექტი, როდესაც ტემპერატურა35°C-ზე ნაკლებია. თუ იგი აღემტება 35°C-ს, მაშინ სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს ვერ აგვაცილებს თავიდან. ამასთან, ვენტილატორი უნდა იდგესოთახში ხალხისგან გარკვეული მანძილზე და არ უნდა იყოს პირდაპირმიმართული სხეულისკენ; ამავე დროს, აუცილებელია სითხეების მიღება |
| მობილური ამაორთქლებელიგამაგრილებლების გამოყენება | მისი ეფექტი იზრდება ტემპერატურასთან ერთად და მცირდება ჰაერისტენიანობასთან ერთად |
| ტენიანობის შემცირება | ტენიანობის შემამცირებელი ეფექტურია მაღალი ტენიანობის შემთხვევაში დაარა ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს. |
| ჰაერის ლოკალური კონდიცირება | კონდიციონერის გამოყენებას სასურველი ეფექტი აქვს. თუმცაგასათვალისწინებელია, რომ იგი ძალიან ეფექტური უნდა იყოსელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, და ყურადღება უნდა მიექცესმისი გაწმენდის მდგომარეობას რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სხვაპრობლემები |
რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს ჯანდაცვის პროფესიონალებისა და მომვლელებისთვის:
საზოგადოების ინფორმირებისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს იმ პოპულაციურ ჯგუფებზე და ასევე მათ მომვლელებზე, რომლებიც სითბური დაავადებებისა დასიკვდილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: მაგ., ხანდაზმულები ან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.
რისკის ჯგუფებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ რჩევებს (მაგ, დიდი რაოდენობით წყლის მიღება და გრილ, კარგად კონდიცირებად გარემოში ყოფნა)ინფორმაციას პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ სამედიცინო, მათ შორის სასწრაფო დახმარების სერვისების საკონტაქტო დეტალებს.
რისკ–ჯგუფები და ფაქტორები:
სხვა რისკ–ფაქტორები:
გარემო ფაქტორები:
ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები, თუმცა ინფექციური დაავადებები, ცხელებები, გასტროენტერალური დაავადებები, კანის ინფექციები აგრთვე წარმოადგენენ რისკფაქტორებს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ასოცირებული სიკვდილიანობისათვის.
|
ტყის ხანძრები – რეკომენდაციები მოსახლეობას
ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით, გოგირდის დიოქსიდითა და ორგანული მინარევებით.
| ზემოქმედების ტიპი | შესაძლო პრობლემები |
| მწვავე ეფექტები | · დამწვრობა
· ფილტვის ფუნქციის გაუარესება (დისტრეს სინდრომი) · ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების გამწვავება · ასთმა და სხვა მწვავე რესპირატორული პრობლემები ბავშვებში · გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება |
| ქრონიკული ეფექტები | · ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შეტევების გახშირება
· ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ახალი შემთხვევები · სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება და სიცოცხლის ხანგრძლივობისშემცირება |
| სხვა შესაძლო რისკები | · ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობისგამო)
· სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ავადობის/სიკვდილობის რისკი · ბარიერები რუტინული ჯანდაცვითი სერვისების ხელმისაწვდომობისმხრივ |
მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები:
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:
o თუ კონდიციონერს აქვს, როგორც „გარე“, ისე „რეცირკულაციის“ მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში ჩართეთ მხოლოდ რეცირკულაციის რეჟიმი;
o შესაძლებლობისამებრ შეუცვალეთ კონდენციონერს ფილტრი და დაუყენეთ მაღალი ეფექტურობის ფილტრი;
o ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა;
o სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებებში არსებული სავენტილაციო სისტემები მექანიკურია და განსხვავებულ მიდგომასა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.