ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

მისამართი:
თბილისი, ლუბლიანას ქ N 35

მისამართი: თბილისი, ლუბლიანას 35 |

დაჯავშნე აქ: 032 2 22 22 11

ხარისხი: გადის „აკრედიტაცია კანადის“ საერთაშორისო სტანდარტებს |

 

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის ” საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამით. 🇨🇦

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი | შენი ექიმი

“კლინიკების აკრედიტაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის” – “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალური დირექტორი, ზაზა სოფრომაძე:

2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” წარმომადგენლებთან.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი | შენი ექიმი
გიორგი ფხაკაძე ზაზა სოფრომაძე

შეხვედრის შემდეგ “შენი ექიმი” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალურ დირექტორ ზაზა სოფრომაძეს ესაუბრა:

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი | შენი ექიმი

“აკრედიტაციის პროცესი ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ემსახურება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს კი მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის,  მოსახლეობისათვის ადეკვატური, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მისაწოდებლად.

   მოხარული ვართ, რომ “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლებს ვმასპინძლობთ. ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია, მზად არის ამ ერთობლივი სამუშაოსთვის“- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

👉 პაციენტთა კმაყოფილების კვლევა

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დაიწყო პაციენტების ონლაინ გამოკითხვა „შენი აზრი“. პაციენტებს შეგიძლიათ, გადახვიდეთ ტექსტში მითითებულ ბმულზე; შეავსეთ კითხვარი და დააფიქსირეთ საკუთარი აზრი. ანონიმურობა დაცულია.

https://www.surveymonkey.com/r/joannhospital

ან დაასკანეროს QR კოდი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი | შენი ექიმი

👉 სიახლეებს გაეცანით ჰოსპიტლის facebook გვერდზე 

სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები:  

  • ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგია
  • ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოლოგია
  • ბავშვთა და მოზრდილთა არითმოლოგია
  • ბავშთა და მოზრდილთა კათეტერიზაციის ლაბორატორია
  • ბავშვთა და მოზრდილთა თორაკალური ქირურგია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • სისხლძარღვთა ქირურგია
  • ნევროლოგია
  • თერაპია
  • სისხლის ბანკი
  • ლაბორატორია
  • გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი
  • ჰოსპიტალში ფუნქციონირებს სამედიცინო სერვისებთან ინტეგრირებული ფსიქო-სოციალური სამსახური

👉 ჰოსპიტლის ისტორია/ ჰოსპიტლის შესახებ:

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ 1996 წლის 16 სექტემბერს დაარსდა, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. ამჟამად  ფუნქციონირებს, როგორც ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოპსპიტალი.

ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

დაწესებულების სტრატეგიას წარმოადგენს საქართველოში ბავშვთა ასაკის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის და თანამედროვე მკურნალობის უზრუნველყოფა. ამ ამოცანის გადაწყვეტის მთავარი გასაღები – დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო საგანმანათლებლო საქმიანობაა. მაღალი კლასის თაობათა აღზრდა კი, მისი ტრადიციაა.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სახელთან ასოცირდება ქვეყნის ნომერ პირველი კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისები, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ მუდმივად გამოირჩევა პაციენტზე მორგებული სერვისებით. მის ერთერთ ძირითად მიმართულებად, ამ დრომდე რჩება, ყველა ასაკის პაციენტთა კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სრული სპექტრი. კლინიკაში მუდმივად შემოგვაქვს და ინერგება მკურნალობის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები. ფართოვდება სამედიცინო სერვისების სპექტრი, ემატება სამედიცინო მიმართულებები და იგეგმება საწოლფონდის გაზრდა.

უნიკალური სერვისები:

გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგია.

ჰოსპიტალში ხორციელდება ნებისმიერი ტიპის ურთულესი სამედიცინო ჩარევები გულზე, გარდა ტრანსპლანტაციისა. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, დაარსების დღიდან მაღალი პროფესიონალიზმისა და ლიდერი ბრენდის სინონიმად იქცა.

ჰოსპიტალში ფუნქციონირებს სამედიცინო სერვისებთან ინტეგრირებული ფსიქო-სოციალური სამსახური ბავშვებისთის და მათი მშობლებისთვის. ფსიქოლოგის მომსახურებაში პაციენტი დამატებით ანაზღაურებას არ იხდის.

ჰოსპიტლის მმართველი გუნდი:

ზაზა სოფრომაძე – გენერალური დირექტორი;

მაია ცანავა – გენერალური დირექტორის მოადგილე;

პაატა ბუკია – სამედიცინო დირექტორი;

👉 ჰოსპიტლის ექიმები

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights