განსხვავება კარდიო და აერობული ვარჯიშებს შორის
მსგავსი ფორმატის შეხვედრები და დისკუსია, შესაძლებლობას მისცემს სამინისტროს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შექმნას საკანონმდებლო ინიციატივები და გაატაროს შესაბამისი რეფორმებ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტის დარგობრივ კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყება მზადაა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მოსაზრებები. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები და დისკუსია, შესაძლებლობას მისცემს სამინისტროს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შექმნას საკანონმდებლო ინიციატივები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები.
შეხვედრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს შორის, მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი ცაგარეიშვილი, ირინე წაქაძე, თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე. ასევე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე, კომიტეტის წევრები – ირმა ზავრადაშვილი და ანტონ ობოლაშვილი.
ახალი კვლევა – როგორ მოქმედებს კლასიკური მუსიკა ბავშვზე საშვილოსნოში
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კლასიკურ მუსიკას შეუძლია დამამშვიდებელი გავლენა მოახდინოს ნაყოფის გულისცემაზე საშვილოსნოში და ასევე შეიძლება დაეხმაროს არ დაბადებული ბავშვის განვითარებას, წერს Interesting Engineering .
მექსიკელ მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია, როგორ მოქმედებს კლასიკური მუსიკა ნაყოფის გულისცემაზე.
მეცნიერებმა შეისწავლეს გულისცემის ცვალებადობა (HRV), გაზომეს პაწაწინა ვარიაციები თითოეულ გულისცემას შორის. მათი თქმით, HRV-ის ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ის გვაწვდის ინფორმაციას ნაყოფის ავტონომიური ნერვული სისტემის განვითარებაზე.
ნაყოფის გულისცემის ცვალებადობის უფრო მაღალი ხარისხი ზოგადად განიხილება დადებით ნიშნად, რაც მიუთითებს ამ მნიშვნელოვანი სისტემის ჯანსაღ მომწიფებაზე.
კვლევაში მონაწილეობდა 36 ორსული ქალი. მკვლევრებმა მათ დაუკრეს ორი კლასიკური მუსიკა.
გულისცემის გარე მონიტორების გამოყენებით, მკვლევრებმა გაზომეს, თუ როგორ რეაგირებს ნაყოფის გულისცემა დამამშვიდებელ მუსიკაზე. ამ ანალიზმა მკვლევრებს საშუალება მისცა დაენახათ ნაყოფის გულისცემის დახვეწილი ცვლილებები, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ბავშვის განვითარებად ნერვულ სისტემაზე.
„საერთო ჯამში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მუსიკის ზემოქმედებამ განაპირობა ნაყოფის გულისცემის უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი შაბლონები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ მყისიერმა ეფექტმა შეიძლება გაააქტიუროს ნაყოფის ავტონომიური ნერვული სისტემის განვითარება”, – თქვა მკვლევარმა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათ დასკვნებს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მომავალი მშობლებისთვის:
„დამამშვიდებელი მუსიკის დაკვრა, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის, შეიძლება იყოს მარტივი, მაგრამ ძლიერი გზა ნაყოფის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობისთვის“.
დნმ-ნანორობოტები – ბიოტექნოლოგიაში რევოლუცია?
დნმ-ნანორობოტები – ბიოტექნოლოგიაში რევოლუცია?
- მიზანმიმართულად მიიტანონ მედიკამენტები დაზიანებულ უჯრედებში,
- დაადგინონ და გაანადგურონ სიმსივნური უჯრედები,
- იმოქმედონ როგორც ბიოსენსორები, რომლებიც ამოიცნობენ მავნე მოლეკულებს ორგანიზმში.

ალცჰაიმერის პრევენციის რევოლუცია – ახალი ექსპერიმენტული პრეპარატი რემტერნეტუგი
ალცჰაიმერის პრევენციის რევოლუცია – ახალი ექსპერიმენტული პრეპარატი რემტერნეტუგი

ახალი კვლევა: ქალების 10%-ს დაუმტკიცებელი ვაგინალური მიკრობიომი აქვს! რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ახალი კვლევა: ქალების 10%-ს დაუმტკიცებელი ვაგინალური მიკრობიომი აქვს! რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ზუსტი დიაგნოზი – თქვენი ჯანმრთელობის გასაღები!
ზუსტი დიაგნოზი – თქვენი ჯანმრთელობის გასაღები!

საქართველოში, პაციენტს თავის ტვინში ცოცხალი ბრტყელი ჭია აღმოუჩინეს – ოპერაციის კადრები
ჩვენს ნეიროქირურგიულ პრაქტიკაში დაფიქსირდა უნიკალური და შესაძლოა პირველი შემთხვევა მედიცინის ისტორიაში.
თავის ტვინის სიმსივნედ მიჩნეული წარმონაქმნი ოპერაციის დროს ცოცხალ პარაზიტად – Taenia solium-ად დადასტურდა.
შემთხვევა საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნეიროქირურგი, გიორგი სეკანია წერს.
„მინდა გაგიზიაროთ საინტერესო, იშვიათი და შესძლოა, პირველი ფაქტი მედიცინის ისტორიაში, ჩვენი ნეიროქირურგიული პრაქტიკიდან, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ.
მდედრობითი სქესის პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით. იმყოფებოდა ჩვენს „მეზობელ“ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია. ონკოლოგიური სიფხიზლის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონქამნი.
ვციტირებ პაციენტის სიტყვებს:
“3 წლის მანძილზე 8-ჯერ ჩამიტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს მითხრეს რომ სიმსივნის მე-4 სტადია მქონდა, შემომთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი და გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება“.
საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა, კონსულტირებულ იქნა ჩემს მიერ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ქალბატონს შევთავაზე წარმონაქმნის ამოკვეთა, დავიწყეთ განმეორებითი კვლევები.
ჩატარებული-თავის ტვინის მრ კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა. სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი), თუმცა ოპერაციული ჩარევის დროს, თავის ტვინში ნანახი იქნა 15სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში.
პარაზიტი გაიგზავნა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სახეობა – Taenia solium (ღორის სოლიტერი). ჯერჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ.
ამჟამად პაციენტი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელდება შემთხვევის კლინიკური კვლევა.
(ტექსტი კოლეგებისთვის) სიმსივნის ინტრაცერებრული ლოკალიზაციის გამო (3 სმ კონვექსიდან), ცერებროტომიის წინ გამოვიყენეთ ულტრაბგერითი აპარატი, მიღებული სურათზე წარმონაქმნი მკვეთრად დიფერენცირდებოდა ტვინის ქსოვილისგან, რაც არ არის დამახასიათებელი თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური დაზიანებისთვის. დაზიანების ირგვლივ ვლინდებოდა ტვინის პერიფოკალური შეშუპების სურათი, ტვინის თეთრი ნივთიერებისთვის არადამახასიათებელი ვასკულირება, თუმცა ეს ცვლილებები მაინც არ მივიჩნიეთ საკმარისად მოცულობითი წარმონაქმნის დასადასტურებლად, გავაგრძელეთ მიდგომის პროცესი. თავის ტვინში, უკანა რქასთან ნანახი იქნა მოძრავი პარაზიტი, რომელიც დაუზიანებლად ამოვიყვანეთ.
ტექსტის განახლება: (P.S) მადლობა კომენატარებისთვის, ‘საუკეთესოობამდე’ დიდი გზაა გასავლელი :)) კონკრეტულად ამ ოპერაციის ჩატარება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ საჭიროებებს, ან ზებუნებრივ “სქილებს”
ეს შემთხვევა საინტერესოა მისი უნიკალურობით. ჩვენთან ტარდება ბევრად რთული ნეიროქირურგიული ოპერაციები და ამ ქვეყანას ყავს ძალიან მაღალი დონის ნეიროქირურგები, რომელთა გამოცდილების, ცოდნის გაზიარება დიდი პრივილეგიაა პირადად ჩემთვის. აქვე დავამატებ, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამხელა განსხვავებაა ქვეყნის განვითარებასა და ნეიროქირურგიულ დონეს შორის“, – წერს ნეიროქირურგი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნევადაში, პირველად დაფიქსირდა ფრინველის გრიპის ახალი შტამი (D1.1), რომელიც უკვე ინფიცირებს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს!
ფრინველის გრიპის ახალი შტამი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში – ახალი საფრთხე გლობალური ჯანმრთელობისთვის!
„ბაკურიანის ციდა“ წყლის ბოთლში ნატურალური წყლის ნაცვლად აზოტმჟავა აღმოჩნდა, რამაც ბავშვს სერიოზული დამწვრობა მიაყენა“
„ბაკურიანის ციდა“ წყლის ბოთლში ნატურალური წყლის ნაცვლად აზოტმჟავა აღმოჩნდა, რამაც ბავშვს სერიოზული დამწვრობა მიაყენა“.
მოქალაქე ნინო ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში ბაკურიანი ციდას წყლით მცირეწლოვანთა ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბოთლი, რომლიდანაც მცირეწლოვანმა (მისმა ძმისშვილმა) სითხე მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადასცეს, ხოლო ექსპერტიზის შედეგად ბოთლში აზოტმჟავა იქნა აღმოჩენილი.
“ხალხო, ჩემი ძმისშვილი იაშვილში გადაიყვანეს ყელის დამწვრობით. გლოვოთი რამდენიმე ბაკურიანის პატარა ციდას ბოთლი გამოიძახეს, თავისი ხელით გაუხსნეს დალუქული ბოთლი და მიაწოდეს ბავშვს, ბავშვმა მოსვა თუარა გადმოაფურთხა და დაიწყო კივილი, ღმერთის წყალობით გადავრჩით ფატალური შედეგისგან რომ არ გადაყლაპა.
აღნიშნული ბოთლი გადავეცით სამხარაულს ანალიზისთვის და დადგინდა რომ მასში იყო სუფტა აზოტმჟავა, დანარჩენი ბოთლები აქვს გამოძიებას.
ვრცელდება ინფორმაცია რომ ჟვანიაში წევს ბავშვი, რომელსაც ციდას ბოთლში ჩასხმული ქლორის შეცდომით მოსმის შედეგად ჩაეწვა ყელი, ეგ სხვა ბავშვია და არარის ერთი და იგივე ქეისი.
იაშვილმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას ეს ამბავი და მიმდინარეობს გამოძიება”. – წერს ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია:
„ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პოლიმერული მასალის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით „ბაკურიანი ციდა ნატურალური მინერალური წყალი არაგაზირებული 330 მლ 10.11.24. 15:12 10.11.25. L26“, მოთავსებული ძლიერი მჟავური ბუნების მქონე უფერო, გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას.“

„კვირა დღეს შევიძინეთ „ბაკურიანის ციდა“ წყალი და სხვა პროდუქტები. წყალმა ბავშვს დაწვა პირი. როგორც სამხარაულმა დაწერა დასკვნაში. წყლის ნაცვლად ბოთლში აღმოჩნდა აზოტმჟავა. ბავშვი ჯერ 4 წლის არ არის. გუშინ გამოწერეს იაშვილის კლინიკიდან. პირის ღრუ აქვს დამწვარი. საბედნიეროდ, როგორც დღეს მითხრეს კლინიკაში, საყლაპავი მილი და კუჭი არ აქვს დამწვარი. მოკვლევაა დაწყებული. ჩვენ მოწმეების სახით გამოვიკითხეთ.შეკვეთიდან რაც იყო დარჩენილი, გადავეცით პოლიციას. დანარჩენს გამოძიება დაადგენს…“ – ამბობს დაზარალებული ბავშვის მშობელი.
ცნობისთვის, 4 თებერვალს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანი ციდას წყალმა მცირეწლოვნის მოწამვლა გამოიწვია.
ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, აცხადებს, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე, მოგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ჩვენი წარმოება, მათ შორის უშუალოდ საწარმოო პროცესი და „ბაკურიანი ციდას“ კონკრეტული პარტია. შემოწმების შედეგების თანახმად, ჩვენს ქარხანაში დანერგილი საწარმოო პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას. ამასთან, ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული პარტია უსაფრთხოა გამოყენებისთვის და შეესაბამება ყველა სტანდარტს.
აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენს საწარმოში დანერგილია პროცესების კონტროლისა და წარმოების უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც გამორიცხავს პროდუქტში უცხო ნივთიერებების მოხვედრას,“ – აცხადებენ კომპანიაში.
არაგეგმური შემოწმება ჩაატარა კომპანიაში სურათის ეროვნულმა სააგენტომაც.
უწყებამ აღებული ნიმუშები გამოკვლევისათვის გაგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ყველა მაჩვენებელი შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად შეფასდა.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.
კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.











