ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო აკრედიტაცია გადაეცა

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო აკრედიტაცია გადაეცა
#post_seo_title

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის საავადმყოფოს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Accreditaion Canada“-ის პლატინის ხარისხის ლიცენზია მიენიჭა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

კლინიკას ჯილდო გადასცეს ორგანიზაცია „Accreditaion Canada“-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე ტარასოვამ (კანადა) და ამავე ორგანიზაციის ევროპული განვითარების მენეჯერმა, იულია შჩერბინამ (იტალია). მათ დადებითად შეაფასეს საპატრიარქოს საავადმყოფოს მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც დაკმაყოფილდა სერტიფიცირების მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის საავადმყოფოს ხელმძღვანელს, ვეფხვია ოდიშარიას, სამედიცინო პერსონალს და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს იმ დიდი შრომისთვის, რაც გასწიეს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და დანერგვისათვის.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარემ და „Accreditaion Canada“-ის წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ, ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სერტიფიკატის მქონე საავადმყოფოს არსებობას. მისივე განცხადებით, საპატრიარქოს წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ და პერსონალმა უდიდესი ძალისხმევით მიაღწიეს დამსახურებულ საერთაშორისო აღიარებას და გამოთქვა იმედი, რომ სხვა კლინიკებიც აქტიურად ჩაერთვებიან სერტიფიცირების პროცესში, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ „Accreditaion Canada“-ის აღიარება მსოფლიო მასშტაბით 14000 საავადმყოფოს აქვს, ხოლო საქართველოში 287 საავადმყოფოდან 9-ს. სასიხარულოა, რომ ამ ორგანიზაციის პლატინის ლიცენზია მოიპოვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფომაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

“აკრედიტაცია კანადის” გუნდის ოფიციალური ვიზიტი საპატრიარქოს რეზიდენციაში – საპატრიარქოს კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატი მიიღო

#post_seo_title

საქართველოს საპატრიარქოს კლინიკის საერთაშორისო აღიარება

საქართველოს საპატრიარქოს კლინიკამ წარმატებით გაიარა „აკრედიტაცია კანადის“ შეფასების რთული პროცესი და მოიპოვა საერთაშორისო სერტიფიკატი.

ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კლინიკა აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და პაციენტებს უსაფრთხო და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.


აკრედიტაციის სირთულე – რატომ არის ეს დიდი მიღწევა?

• 24 საავადმყოფოდან მხოლოდ 9-მ შეძლო სერტიფიკატის მიღება
• მკაცრი და მიუკერძოებელი შეფასების პროცესი
• სრულად გამჭვირვალე სტანდარტები

„აკრედიტაცია კანადის“ სერტიფიკატის მოპოვება რთული და შრომატევადი პროცესია. 287 საავადმყოფოდან მხოლოდ 24-მა დაიწყო აკრედიტაციის პროცესი “აკრედიტაცია კანადასთან”, მაგრამ მხოლოდ 9-მ მოიპოვა სერტიფიკატი.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საპატრიარქოს კლინიკა არა მხოლოდ აკმაყოფილებს უმკაცრეს საერთაშორისო მოთხოვნებს, არამედ მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში.


როგორ მოახერხა საპატრიარქოს კლინიკამ ამ წარმატების მიღწევა?

• ინფრასტრუქტურის განახლება – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო
• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება – პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
• მედპერსონალის გადამზადება – საერთაშორისო ტრენინგები და სერტიფიკაცია
• უსაფრთხოების პროტოკოლების დანერგვა – პაციენტთა უსაფრთხოება უპირველესია.


რა სარგებელი მოაქვს ამ აკრედიტაციას პაციენტებისთვის?

უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება
პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები
მუდმივი გაუმჯობესება და კონტროლი

პაციენტებისთვის ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტური, უსაფრთხო და თანამედროვეა.


სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია

აკრედიტაცია კანადის ოფიციალური ვიზიტი საპატრიარქოს რეზიდენციაში

ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციამ უმასპინძლა.
ცერემონიაზე „აკრედიტაცია კანადის“  წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი, მათ შორის:

აკრედიტაცია კანადის გუნდი საქართველოში

○ კატერინა ტარასოვა – „აკრედიტაცია კანადას“ ვიცე-პრეზიდენტი
○ იულია შჩერბინა – „აკრედიტაცია კანადას“ ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი
○ პროფ. გიორგი ფხაკაძე – „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელი საქართველოში
პროფესორი თამარ თალაკვაძე – „აკრედიტაცია კანადას“ მრჩეველი

ასოცირებული პროფესორი სულხან ინაშვილი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი

○ “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი ირაკლი აფშინაშვილი

○ “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი სოფიო ქუთათელაძე

○ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი

პაციენტთა საბჭოების სამდივნოს წარმომადგენელი თათია გოჩაძე

აკრედიტაცია კანადის ვიცე პრეზიდენტი კატერინა ტარასოვა

საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

ქორეპისკოპოსი, მეუფე ანდრია გვაზავა

მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია

პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი

● საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე

ღონისძიების ფარგლებში საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრებმა მადლობა გადაუხადეს „აკრედიტაცია კანადას“ მხარდაჭერისთვის და კლინიკის ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის. ” აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობამ კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის. 


საქართველოს ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი

გიორგი ფხაკაძე, კატერინა ტარასოვა იულია შჩერბინა

„აკრედიტაცია კანადის“ სერტიფიკატის მოპოვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისკენ.

ეს გვაჩვენებს, რომ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა შესაძლებელია.
პაციენტებისთვის გაიზარდა ნდობა და უსაფრთხოების განცდა
სამედიცინო მომსახურების ხარისხი მუდმივად უმჯობესდება

საქართველოს საპატრიარქოს კლინიკის მიერ მიღებული „აკრედიტაცია კანადას“ საერთაშორისო სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კლინიკა მკაცრად იცავს უმაღლეს სტანდარტებს და უზრუნველყოფს ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას.

ეს მიღწევა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც პაციენტებისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისს უზრუნველყოფს!

პირის ღრუს ჯანმრთელობა და სწავლა

პირის ღრუს დაავადებები - რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?
#post_seo_title

პირის ღრუს ჯანმრთელობა და სწავლა

ბავშვებში პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემას თან სდევს პრობლემები სწავლაში

პირის ღრუს ჯანმრთელობის დაბალ ხარისხს შეიძლება ჰქონდეს საზიანო ეფექტი ბავშვთა ცხოვრების ხარისხზე, სწავლაში მოსწრებასა და ცხოვრებისეულ წარმატებაზე. მსოფლიოში მილიონობით ბავშვს ყოველდღიურად აწუხებს კბილის ტკივილი, დენტალური ქრონიკული აბსცესი, ღეჭვის გაძნელება, უხერხულობა დაზიანებული კბილების გამო, სწავლისა და თამაშისაგან დისტანცირება.

პირის ღრუს ჯანმრთელობის გავლენა საყოველთაო ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის შესაძლებელია ძალიან ბევრი მომღიმარი ბავშვის დანახვა დაუზიანებელი და საღი კბილებით, დანარჩენ მილიონობით ბავშვს ნაკლებად ეღიმებათ. მათთვის ყოველდღიური რეალობაა კბილის ტკივილი, დენტალური ქრონიკული აბსცესი (ინფექცია პირის ღრუში), ღეჭვის გაძნელება, უხერხულობა დაზიანებული კბილების გამო, სწავლისა და თამაშისაგან დისტანცირება.

კარიესით განპირობებული მწვავე ტკივილი დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახებსა და ჯანდაცვის სისტემაზე, რაც თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება და ზოგჯერ აღემატება ასთმით გამოწვეულ ეფექტებს.

ბავშვები და მოზარდები პირის ღრუს პრობლემებით არიან უფრო მორცხვები, სევდიანები, საბრალონი, დეპრესიულები და ნაკლებად კომუნიკაბელურები თავის თანატოლებთან შედარებით, რომელთაც აქვთ ჯანსაღი პირის ღრუ.

დაზიანებული კბილების ადეულმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სრულფასოვანი განვითარების შეფერხება, პრობლემები მეტყველების ჩამოყალიბებაში და დაბალი თვითშეფასება.

დენტალური ტრამვები ყოველწლიურად 5-14 წლის ასაკის თითქმის ყოველ მე-14 ბავშვსა ან მოზარდში გვხვდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ესთეტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და თერაპიული პრობლემები.

12-14 წლის ასაკის მოზარდები მოტეხილი კბილებით განიცდიან უფრო მეტ ყოველდღიურ პრობლემებს, ვიდრე ბავშვები კბილის ტრამვების გარეშე. ბავშვებს დაზიანებული კბილებით აქვთ კომპლექსები ღიმილთან, სიცილთან, სრულფასოვან კვებასა და საკვებით მიღებულ სიამოვნებასთან, ემოციების გამოხატვასა და კომუნიკაციასთან კბილის ტრამვის არმქონე ბავშვებთან შედარებით.

პირის ღრუს ჯანმრთელობის გავლენა სწავლაზე

ბავშვებს ხშირად არ შეუძლით თავიანთი პირის ღრუს ტკივილის ვერბალიზება. მასწავლებელმა შეიძლება შენიშნოს, რომ ბავშვი ვერ ართმევს თავს დასახულ ამოცანებს ან გამოხატავს ტკივილის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა: აგზნებულობა, სიბრაზე, დეპრესია, ადვილად გაღიზიანებადობა და სასკოლო აქტივობებისადმი გულგრილობა. თუმცაღა, მასწავლებელმა შეიძლება ბოლომდე ვერ გაიგოს ამგვარი საქციელის მიზეზი, თუ მან არ იცის, რომ ბავშვს აქვს პირის ღრუს პრობლემები.
პირის ღრუს დააავადებები შეიძლება გახდეს დეპრესიის, მადის დაქვეითების, ასევე უყურადღებობისა და გულმავიწყობის გაზრდის მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური გავლენა თვით-შეფასებაზე და წარუმატებლობა სკოლაში.

არანამკურნალები დაზიანებული კბილებით გამოწვეულმა ტკივილი და ინფექციამ შეიძლება შექმნას პრობლემები მეტყველების, კვებისა და სწავლის პროცესში.
ბავშვობის პერიოდში არასაკმარისი კვება ახდენს ნეგატიურ გავლენას მოზარდობის დროს კოგნიტიურ განვითარებაზე. საკვების უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს მოსწრებაზე, კონცენტრირების შესაძლებლობაზე, დავალების შესრულებასა და მათ ქცევაზე.

პირის ღრუს დაავადებების მქონე ბავშვებს უფრო მეტად აქვთ პრობლემები სკოლაში და ნაკლებად ასრულებენ საშინაო დავალებებს თანატოლებთან შედარებით, რომლეთაც არ აქვთ პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემები.

დაწყებით და მაღალი კლასის ბავშვები ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ კბილის ტკივილი 4-ჯერ უფრო მეტად, არიან მიდრეკილნი ჰქონდეთ შეფასების ქულა დაახლოებით 2,8-ზე ნაკლები იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც არ ჰქონდათ კბილის ტკივილი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

როცა ბავშვების პირის ღრუს მოვლილია და ისინი არ განიცდიან ტკივილს, მათი სწავლა და სკოლაში დასწრების მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

სკოლაში დასწრება და სწავლა

ჯოუსლინ ელდერი: „თქვენ ვერ გაანათლებთ ბავშვს, თუ ის არ არის ჯანმრთელი და ვერ შეუნარჩუნებთ მას ჯანმრთელობას განათლების გარეშე“

რაც უფრო გაუარესებულია ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა, მით მეტია ალბათობა, რომ ბავშვმა გააცდინოს სკოლა პირის ღრუს ტკივილისა ან ინფექციის გამო.
სკოლის გაცდენა, განპირობებული კბილის ტკივილითა და ინფექციით უარყოფითად მოქმედებს სკოლის მოსწრებაზე.

ბავშვები და მოზარდები პირის ღრუს გაუარესებული სტატუსით უფრო განიცდიან ტკივილს, მიდრეკილნი არიან სკოლის გაცდენისა და ცუდი მოსწრებისადმი მათ თანატოლებთან შედარებით, რომელთაც აქვთ პირის ღრუს უკეთესი მდგომარეობა.

საშუალოდ, ბავშვები და მოზარდები პირის ღრუს პრობლემებით დაახლოებით ერთი სკოლა -დღით მეტს აცდენენ ვიდრე სხვა ბავშვები.

დაწყებით და მაღალი კლასის ბავშვებს ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ კბილის ტკივილი, დაახლოებით 6-ჯერ მეტად არიან მიდრეკილნი გააცდინონ სკოლა პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვიდრე ისინი, რომელთაც არ ჰქონდათ კბილის ტკივილი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

დაწყებით და მაღალი კლასის ბავშვებს ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მკურნალობა პირის ღრუს ჯანრთელობის გამო, ბოლო 12 თვის განმავლობაში, 3-ჯერ მეტად არიან მიდრეკილები სკოლის გაცდენისადმი, ვიდრე ისინი, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ სათანადო მკურნალობა.

პირის ღრუს გასაუმჯობესებლად პროგრამები და პოლიტიკა

ზოგიერთ ქვეყანებში არის სპეციალური სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამები (მაგ. Head Start ფედერალური პროგრამა), რომელიც ითვალისწინებენ დაბალი შემოსავლის ოჯახებიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას, რომელიც მოიცავს კვების, კოგნიტიური განვითარებისა და სოციალურ სერვისებთან ერთად პირის ღრუს ჯანმთელობის საკითხებსაც.

პირის ღრუს დაავადებების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და ახალგაზრდებთან წვდომა უნდა მოხდეს სკოლის „პირის ღრუს ჯანმრთელობის“ პროგრამის საშუალებებითა და ამ დარგის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალების ჩართვით. ეს ღონისძიება ემსახურება პირის ღრუს დაავადებებზე ინფორმაციის გავრცელების, პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესების საკითხებს, პირის ღრუს დაავადებათა მაღალი რისკის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებში.

ასევე, ასეთი პროგრამების საშუალებით, ბავშვებისათვის დაბალი სოციალური ფენის ოჯახებიდან უფრო ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ისეთი პრევენციული სერვისები როგორიცაა ფტორირება და დენტალური ბჟენები. ეს სერვისები აგრეთვე მოიცავს სკრინინგს, რეფერალს, შემთხვევათა მართვას, რათა მოხდეს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ დროული სამედიცინო მომსახურეობა.

დასასრულ, პირის ღრუს ცუდმა ჯანმრთელობამ შეიძლება მიგვიყვანოს სკოლაში დაბალ მოსწრებასთან, სოციალური ურთიერთობების გაუარესებასთან და ცხოვრებაში წარუმატებლობასთან. ბავშვები, რომელთაც აწუხებთ ტკივილი პირის ღრუში, არიან დისტნცირებულები და ნაკლებად კონცენტრირებულები სასკოლო დავალებებზე.

 

#drpkhakadze #აქხარისხია

პირველი რიგის არვ მკურნალობა

პირველი რიგის არვ მკურნალობა
#post_seo_title

პირველი რიგის არვ მკურნალობა

პირველი რიგის არვ მკურნალობის რეჟიმი მოზრდილებში უნდა შეიცავდეს 2 ნუკლეოზიდ/ნუკლეოტიდის ანალოგ რევერს ტრანსკრიფტაზას ინჰიბიტორს (ნრტი ანუ NRTI) და 1 არა-ნუკლეოზიდის ანალოგი რევერს ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორს (ანრტი ანუ NNRTI) ან 1 ინტეგრაზას ინჰიბიტორს (ინტეგრაზას ჯაჭვის გადატანის ინჰიბიტორი, იჰ ანუ INSTI). განსაკუთრებულ გარემოებებში ანრტი და იჰ ნაცვლად შესაძლებელია ბუსტირებული პროტეაზას ინჰიბიტორის (პი ანუ PI) გამოყენება.

ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + ეფავირენზი (EFV) რეკომენდებულია როგორც უპირატესი არვ რეჟიმი მკურნალობის დასაწყებად (ძლიერი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება).

თუ TDF + 3TC (ან FTC) + EFV უკუნაჩვენებია ან არ არის ხელმისაწვდომი, რეკომენდებულია რომელიმე ქვემოთ მოყვანილი ალტერნატიული რეჟიმი (ძლიერი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება):

  • ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC) + ეფავირენზი (EFV).
  • ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC) + ნევირაპინი (NVP).
  • ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + ნევირაპინი (NVP).

ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + დოლუტეგრავირი (DTG) ან ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტირიციტაბინი, FTC) + ეფავირენზი (EFV) 400 მგ/დღეში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პირველი რიგის ალტერნატიულ რეჟიმად (პირობითი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება).

პირველი რიგის არვ მკურნალობის რეჟიმები მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებში და ორსულ/მეძუძურ ქალებში

პირველი რიგის არვ მკურნალობა პირველი რიგის უპირატესი რეჟიმი პირველი რიგის ალტერნატიული რეჟიმი
მოზრდილები და მოზარდები TDF + 3TC (ან FTC) +EFV AZT + 3TC + EFV (ან NVP)

TDF + 3TC (ან FTC) + DTG

TDF + 3TC (ან FTC) + EFV400

TDF + 3TC (ან FTC) + NVP

ABC და ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები

ორსული/მეძუძური ქალები TDF + 3TC (ან FTC) +EFV AZT + 3TC + EFV (ან NVP)

TDF + 3TC (ან FTC) + NVP

ABC და ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები

3-დან 10 წლამდე ბავშვები ABC + 3TC + EFV ABC + 3TC + NVP

AZT + 3TC + EFV (ან NVP)

TDF + 3TC (ან FTC) + EFV (ან NVP)

ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები

3 წლამდე ბავშვები ABC (ან AZT) + 3TC + LPV/r ABC (ან AZT) + 3TC + NVP

“ცდილობენ რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ, ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს, ჯანმრთელობის დაცვის მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება”-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

„აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს ყოველგვარი გაცხადება, რომლითაც ცდილობენ, რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტული ჯგუფების განცხადებას, რომლითაც ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ ე.წ. საფრთხეებზე საუბრობენ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული განცხადებები სამინისტროსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას. “ასეთი ტიპის განცხადებები ზოგიერთი ექსპერტისგან, ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებისგან, მომრავლდა ბოლო ხანებში მართლაც. იმდენად დაუსაბუთებელია ასეთი განცხადებები, ეს არ იქნებოდა საყურადღებო, რომ არა ერთი ფაქტორი – ჯანდაცვაზეა საუბარი, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი ნიშანი არ არსებობს საიმისოდ, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება არსებობდეს ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. ყველაფერი რაც დაგეგმილია, ბუნებრივია ხორციელდება გეგმის გათვალისწინებით. საქართველოს ჯანდაცვა რა თქმა უნდა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები
#post_seo_title

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ბიოლოგიური მაჩვენებლების ცოდნა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სწორად მართვისა და შესაძლო პრობლემების დროულად გამოვლენისათვის.
📊 ძირითადი ჯანმრთელობის მაჩვენებლები
🔹 წნევა (Blood Pressure): 120/80 mmHg
🔹 პულსი (Pulse): 70-100 დარტყმა წუთში
🔹 ტემპერატურა (Temperature): 36.8-37°C
🔹 სუნთქვა (Breathing Rate): 12-16 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა წუთში
🩸 სისხლის ძირითადი კომპონენტები
🔹 ჰემოგლობინი (Hemoglobin):
• მამაკაცი: 13-18 g/dL
• ქალი: 11.5-16 g/dL
🔹 ქოლესტეროლი (Cholesterol): 130-200 mg/dL
🔹 კალიუმი (Potassium): 3.50-5 mEq/L
🔹 ნატრიუმი (Sodium): 135-145 mEq/L
🔹 ტრიგლიცერიდები (Triglycerides): 220 mg/dL
🔹 სხეულში არსებული სისხლის მოცულობა: 5-6 ლიტრი
🍬 შაქრის (Glucose) ნორმები
🔹 ბავშვებისთვის: 70-130 mg/dL
🔹 მოზრდილებისთვის: 70-115 mg/dL
🔬 სისხლის უჯრედები
🔹 რკინა (Iron): 8-15 mg
🔹 თეთრი სისხლის უჯრედები (WBC – White Blood Cells): 4000-11000/μL
🔹 თრომბოციტები (Platelets): 150,000-400,000/μL
🔹 წითელი სისხლის უჯრედები (RBC – Red Blood Cells): 4.60-6 მილიონი/μL
🦴 ძვლებისა და მეტაბოლიზმის მაჩვენებლები
🔹 კალციუმი (Calcium): 8.6-10.3 mg/dL
🔹 ვიტამინი D3 (Vitamin D3): 20-50 ng/mL
🔹 ვიტამინი B12 (Vitamin B12): 200-900 pg/mL
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
“ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მრავალფეროვან ბიოლოგიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია. მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩაიტაროთ სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ორგანიზმი ფუნქციონირებს ნორმალურად.”
წყაროები:
შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge
🔹 შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge
👨‍⚕ პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
📢 გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ახლობლებს, რათა ყველამ იცოდეს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები!

გრიპის სეზონი ამერიკაში – 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები!

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
#image_title

გრიპის სეზონი ამერიკაში – 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები!

ამერიკაში გრიპის შემთხვევები რეკორდულ დონეზეა!
2009 წლის შემდეგ გრიპის ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რამაც გამოიწვია სკოლების დახურვა და ჰოსპიტალების გადატვირთვა.
ექიმთან ვიზიტები ბოლო 15 წლის რეკორდულ დონეს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს გრიპის მძიმე სეზონზე.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
  • გრიპი საშიშია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.
  • საავადმყოფოები გართულებული შემთხვევების მატების გამო გადატვირთულია.
  • გრიპის ვირუსი მარტივად ვრცელდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში.
როგორ დავიცვათ თავი?
  • გაიკეთეთ გრიპის ვაქცინა – ვაქცინაცია გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური გზაა.
  • დაიცავით ჰიგიენა – ხშირად დაიბანეთ ხელები და მოერიდეთ სახესთან შეხებას.
  • არ გახვიდეთ გარეთ ავადმყოფობისას – გრიპი მარტივად გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით.
  • გაუფრთხილდით რისკის ქვეშ მყოფ პირებს – განსაკუთრებით ხანდაზმულებს, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
“გრიპი სერიოზული დაავადებაა, რომელსაც არ უნდა შევხედოთ როგორც უბრალო გაციებას. ყოველწლიურად, გრიპის ვირუსი მილიონობით ადამიანს აზიანებს და ბევრი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ვაქცინაცია, პირადი ჰიგიენის დაცვა და სიმპტომების შემთხვევაში სახლში დარჩენა არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საზოგადოებას გრიპისგან დაიცავს.”
დეტალური ინფორმაცია აქ
📌 წყაროები:
🔹 შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და პრევენციული ღონისძიებები: https://www.shenimedicina.ge
🔹 შენი ექიმი – ვირუსული ინფექციები და მათი მართვა: https://www.sheniekimi.ge
🔹 შენი სუორა – საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჰიგიენის სტანდარტები: https://www.shenisuora.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
📢 გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა გრიპის სეზონმა უფრო ნაკლები საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას!
შეიძლება იყოს text that says '3иpж ainc ជមន្ធន የፍ sá LA ta Fluseasondoctor Flu season doctor visits are at highest level in 15 years' გამოსახულება

ნანონაწილაკოვანი ვაქცინა – COVID-19-ის ვარიანტებისა და მომავალი კორონავირუსების წინააღმდეგ!

ნანონაწილაკოვანი ვაქცინა – COVID-19-ის ვარიანტებისა და მომავალი კორონავირუსების წინააღმდეგ!
Giorgi pkhakadze

ნანონაწილაკოვანი ვაქცინა – COVID-19-ის ვარიანტებისა და მომავალი კორონავირუსების წინააღმდეგ!

MIT-ისა და Caltech-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური ნანონაწილაკოვანი ვაქცინა, რომელსაც პოტენციალი აქვს დაიცვას არა მხოლოდ არსებული COVID-19 შტამებისგან, არამედ მომავალი კორონავირუსული პანდემიებისგანაც!
ეს ახალი მიდგომა ფოკუსირებულია ვირუსის ისეთ უბნებზე, რომლებიც ნაკლებად განიცდიან მუტაციას, რაც უფრო ფართო და ძლიერ იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს.
როგორ მუშაობს ეს ინოვაციური ვაქცინა?
მეცნიერებმა შექმნეს “მოზაიკის” ნანონაწილაკები, რომლებიც ერთდროულად შეიცავენ სხვადასხვა კორონავირუსის სპაიკ-ცილების ფრაგმენტებს.
რა უპირატესობა აქვს?
ვაქცინა ავითარებს იმუნურ სისტემას, რომ მან ამოიცნოს და ებრძოლოს არა მხოლოდ ერთ ვირუსს, არამედ სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებს.
ფოკუსირებულია სპაიკ-ცილის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც ნაკლებად მუტირებს, რაც ვაქცინის ხანგრძლივ ეფექტურობას უზრუნველყოფს.
ეს მიდგომა სავარაუდოდ უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს მომავალი პანდემიების წინააღმდეგაც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ვაქცინა შეიძლება იყოს ეფექტური არა მხოლოდ SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ, არამედ სხვა ახლო მონათესავე კორონავირუსების – ე.წ. არბოვირუსების წინააღმდეგაც.
რატომ არის ეს ვაქცინა მნიშვნელოვანი?
ტრადიციულ COVID-19 ვაქცინებთან შედარებით, ეს ახალი ვაქცინა:
შესაძლოა, უფრო მდგრადი იყოს ახალი შტამების მიმართ.
გაძლიერებულ იმუნურ პასუხს იწვევს მრავალფეროვანი ვირუსული ნაწილაკების გამო.
საშუალებას მოგვცემს, მოვემზადოთ მომავალი კორონავირუსული ეპიდემიებისთვის.
COVID-19 კვლავ ვითარდება, ახალი შტამები რეგულარულად ჩნდება, ამიტომ მეცნიერების ახალი მიდგომები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვირუსთან ბრძოლის გრძელვადიანი სტრატეგიისთვის.
რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში?
კვლევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რათა საქართველო მომზადებული შეხვდეს მომავალ პანდემიებს.
ახალი ვაქცინების მიღებისა და შეფასების პროცესის ოპტიმიზაცია.
საზოგადოების ინფორმირება და იმუნიზაციის პოპულარიზაცია, რათა დავიცვათ მოსახლეობა ახალი ვირუსებისგან.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის  კომენტარი
„ვირუსები მუდმივად იცვლება, ამიტომ ვაქცინები უნდა განვითარდეს უფრო სწრაფად და ეფექტურად. ეს ახალი მიდგომა გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მეცნიერებამ მომავალი ეპიდემიების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს. COVID-19 არ იქნება ბოლო პანდემია, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ!“
დამატებითი ინფორმაციისთვის:
შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: shenimedicina.ge
შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა მეტი ადამიანი გაეცნოს მომავლის ვაქცინების შესაძლებლობებს!

ვაშინგტონში ყივანახველას პირველი სიკვდილი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – როგორ დავიცვათ ბავშვები?

ყივანახველა ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით
#post_seo_title

ვაშინგტონში ყივანახველას პირველი სიკვდილი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – როგორ დავიცვათ ბავშვები?

ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა ყივანახველას (პერტუსის) გამო პირველი სიკვდილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
გარდაცვლილი იყო სკოლის ასაკის ბავშვი, რომელიც არ იყო ვაქცინირებული – ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ვაქცინაციის მნიშვნელობას დაავადების პრევენციაში.
დაავადება კვლავ აქტიურად ვრცელდება! 2023 წელს ვაშინგტონის შტატში 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც საგანგაშო სიგნალია საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.
რა არის ყივანახველა და რატომ არის ის სახიფათო?
ყივანახველა (პერტუსი) – სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის, ორსულებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
დაავადება სწრაფად ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, ხანგრძლივი ხველა, სუნთქვის გაძნელება და გართულებები, მათ შორის პნევმონია და თირკმლის უკმარისობა.
ჩვილებში ყივანახველა შეიძლება ფატალურად დასრულდეს, რადგან მათი სასუნთქი გზები ჯერ კიდევ განუვითარებელია და დაავადება სერიოზულ რესპირატორულ დისტრესს იწვევს.
ყივანახველა უკან ბრუნდება – რა არის მთავარი მიზეზი?
ვაქცინაციის შემცირებული მაჩვენებლები – ბოლო წლებში ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმი გაიზარდა, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას.
კოლექტიური იმუნიტეტის დასუსტება – თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული, ინფექციას შეუძლია სწრაფად გავრცელდეს, რაც ზრდის ეპიდემიის რისკს.
მშობლების დაუდევრობა – ბევრ ქვეყანაში მშობლები ვერ აცნობიერებენ ვაქცინაციის მნიშვნელობას და ამჯობინებენ აცრების გადადებას ან საერთოდ უარს ამბობენ მათზე.
როგორ დავიცვათ ბავშვები და ჩვენი ოჯახი?
ვაქცინაცია – ყველაზე ეფექტური დაცვა!
ჩვილებმა უნდა მიიღონ DTaP ვაქცინა 2, 4, 6 და 15-18 თვის ასაკში, ხოლო შემდეგ 4-6 წლის ასაკში.
მოზარდებმა უნდა მიიღონ Tdap ვაქცინა 11-12 წლის ასაკში.
მოზრდილებმა და ორსულებმა უნდა მიიღონ Tdap ვაქცინა, რათა დაიცვან თავიანთი ჩვილები დაბადების შემდეგ.
დაავადების სიმპტომების ადრეული ამოცნობა!
თუ ბავშვი განიცდის ხანგრძლივ ხველას, ღამით ხველით იღვიძებს ან უჭირს სუნთქვა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!
ინფიცირებული ადამიანების იზოლაცია!
ყივანახველა ადვილად გადადის, ამიტომ ინფიცირებულმა ბავშვებმა და მოზრდილებმა უნდა მოერიდონ კონტაქტს დაუცველ ჯგუფებთან (ჩვილებთან, ორსულებთან, ხანდაზმულებთან).
ჰიგიენის დაცვა!
ხელების ხშირი დაბანა, ხველისას ხელის ჩაგდება ან ცხვირსახოცის გამოყენება და ნიღბის ტარება ხალხმრავალ ადგილებში დაავადების გავრცელების პრევენციაში დაგეხმარებათ.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
*“ყივანახველა სერიოზული დაავადებაა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. ის არ არის უბრალოდ „გაციების მსგავსი დაავადება“, არამედ შესაძლოა მძიმე გართულებებით დასრულდეს, განსაკუთრებით ჩვილებში და დაუცველ მოსახლეობაში.
ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ვაქცინაცია საერთო დაცვის მექანიზმია. მშობლებს მოვუწოდებ, რომ დროულად აცრან თავიანთი შვილები და თვითონაც დაიცვან თავი. ჩვენ არ შეგვიძლია ინფექციური დაავადებების უგულებელყოფა – მხოლოდ კოლექტიური იმუნიტეტი გვიცავს ეპიდემიებისგან!”*
📌 წყაროები:
1. The Seattle Times. WA sees first whooping cough death in more than a decade. The Seattle Times [Internet]. 2023 Aug 15 [cited 2025 Feb 9]; Available from: https://www.seattletimes.com/…/wa-sees-first-whooping…/
• სტატია იუწყება ვაშინგტონის შტატში ყივანახველას გამო პირველი სიკვდილის შესახებ ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას.
2. Washington State Department of Health. Whooping Cough (Pertussis). Washington State Department of Health [Internet]. Available from: https://doh.wa.gov/you…/illness-and-disease-z/whooping-cough
• ვებგვერდი უზრუნველყოფს ინფორმაციას ყივანახველას სიმპტომების, გავრცელებისა და პრევენციის შესახებ, მათ შორის ვაქცინაციის რეკომენდაციებს.
3. Centers for Disease Control and Prevention (CDC). Pertussis Vaccination: Summary of Who and When to Vaccinate. CDC [Internet]. 2021 Sep 22 [cited 2025 Feb 9]; Available from: https://www.cdc.gov/pertussis/vaccines.html
• CDC-ის ვებგვერდი უზრუნველყოფს დეტალურ ინფორმაციას ყივანახველას ვაქცინაციის რეკომენდაციებზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
👨‍⚕ პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
📢 გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ყივანახველას პრევენციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობა!
შეიძლება იყოს text გამოსახულება

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში მეორადი პრევენციის მედიკამენტების ნაკლებობა – გლობალური ჯანდაცვის გამოწვევა!

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში მეორადი პრევენციის მედიკამენტების ნაკლებობა – გლობალური ჯანდაცვის გამოწვევა!

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (CVD) მქონე პაციენტები მეორადი პრევენციის მედიკამენტებს სათანადოდ არ იღებენ!
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში (LMIC, LIC) მედიკამენტების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად დაბალია, რაც ზრდის ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს.
PURE კვლევის ძირითადი მიგნებები (JACC, 2025):
მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში (HICs)
მკურნალობის დაფარვა შემცირდა 88.8%-დან 77.3%-მდე (საწყისი მონაცემებიდან მე-5 ვიზიტამდე).
ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში (UMICs)
მკურნალობის დონე 55%-დან 61.1%-მდე გაიზარდა, თუმცა კვლავ არასაკმარისია.
ქვედა საშუალო შემოსავლის ქვეყნებში (LMICs)
მხოლოდ 29.5% იღებდა საჭირო მედიკამენტებს კვლევის დასაწყისში, ხოლო ეს მაჩვენებელი 13.4%-მდე შემცირდა!
დაბალი შემოსავლის ქვეყნებში (LICs)
მდგომარეობა მცირე გაუმჯობესდა – 20.8%-დან 27.5%-მდე, თუმცა კვლავ კრიტიკულად დაბალია.
რატომ არის ეს პრობლემა?
მეორადი პრევენციის მედიკამენტები, როგორიცაა ასპირინი, სტატინები და ბეტა-ბლოკატორები, ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის განმეორების რისკს.
თუმცა, მათი ნაკლებობა იწვევს ნაადრევ სიკვდილიანობას, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
LMIC და LIC ქვეყნებში CVD-ის მართვის რესურსების შეზღუდულობა და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა ამძიმებს მდგომარეობას.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის  კომენტარი
*“ეს მონაცემები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჯანდაცვაში არსებული უთანასწორობა პირდაპირ აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არის წამყვანი მკვლელი მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეფექტური, დაბალფასიანი მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სიკვდილიანობას.
საჭიროა გლობალური ქმედებები, რომ ეს მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მათი მიღება შეზღუდულია.”*
📌 წყაროები (Vancouver Style References):
1. Joseph P, et al. Secondary Prevention Medication Trends in Patients With Cardiovascular Disease in 17 Countries Across Income Levels. JACC [Internet]. 2025;85(5):436-447. Available from: https://bit.ly/4aNGKyW
• კვლევა აჩვენებს, რომ მეორადი პრევენციის მედიკამენტების გამოყენება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
2. World Health Organization (WHO). Cardiovascular Diseases: Prevention and Control. WHO [Internet]. 2024 Jan 10 [cited 2025 Feb 9]; Available from: https://www.who.int/…/detail/cardiovascular-diseases-(cvds)
• WHO ხაზს უსვამს, რომ მეორადი პრევენციის მედიკამენტები აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
👨‍⚕ პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
📢 გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა ავიცილოთ თავიდან ნაადრევი სიკვდილიანობა და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი პოლიტიკის განვითარებას!
შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: რუკა და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Cohort CENTRAL ILLUSTRATION: Secondary Prevention Medication Trends in Patients With Cardiovascular Disease in 17 Countries Across Income Levels Patients With Cardiovascular Disease From 17 Countries Across Income Levels Sand High-incamecountries(HICS) High-income countries (HICs) Upper-middle-income countries (UMICs) Lower-middle-income Lower-midle-in.comecounties(LMC -income countries (LMICs) Low-income.countries(LI Low-income countries (LICs) Use 88.8% Secondary Prevention Medications Over Time HICs 国 100 80 60 40 20- 77.3% UMICS 100 80 60- 40 20- 55.0% 61.1% Baseline Visit5 LMICs 100- 80 60 40 Baseline Visit5 00- 80 LICs 20- 29.5% 13.4% Baseline Joseph P, 20.8% Visit5 27.5% al. JACC. 2025;85(5):436-447. Baseline Visit5“
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights