იცოდით, რომ პირველი დოკუმენტირებული წყალში მშობიარობა 1803 წელს საფრანგეთში მოხდა? ქალმა შემთხვევით იმშობიარა აბაზანაში და განაცხადა, რომ თბილი წყალი ტკივილს უმსუბუქებდა!






გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 4 ტიპი: A (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B, C და D . B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.
ინფექციის გავრცელების მიზეზად მიიჩნევა დაავადებული ადამიანი,რომელიც ხველის, ცემინების და ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს 1,5 მეტრის რადიუსში.
ზოგადად გრიპის ვირუსების რეზერვუარად ითვლება წყალზე მიგრირებადი ფრინველები, თუმცა ანთროპონოზული სეზონური გრიპის ვირუსის რეზერვუარს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი
გრიპი გადამდებია დაავადების პერიოდში გამოჯანმრთელებამდე.
სეზონურიგრიპის ერთადერ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. რისკის ჯგუფების დადგენა ხდება მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების ანალიზის შედეგად. 2016-2017 წლის გრიპის სეზონისათვის სულ სახელმწიფომ შეისყიდა 20 000 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. 2017-2018 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 27 000 ვაქცინა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში.
2017-2018 წლების გრიპის სეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციისათვის რისკი პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე
ნაწლავების ჯანმრთელობა ჩვენი იმუნიტეტის, ენერგიისა და საერთო კეთილდღეობის საფუძველია.
კვლევების მიხედვით, ნაწლავების მიკროფლორა გავლენას ახდენს არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც! (Nature Reviews Gastroenterology, 2023)
რა უნდა ვჭამოთ ნაწლავების ჯანმრთელობისთვის?
პრობიოტიკები (Probiotics) – ცოცხალი ბაქტერიები, რომლებიც აუმჯობესებენ მიკროფლორას:
პრებიოტიკები (Prebiotics) – ხელს უწყობს კარგი ბაქტერიების ზრდას:
ბოჭკო (Fiber) – აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და ხელს უშლის ყაბზობას:
ჯანმრთელი ცხიმები (Healthy Fats) – ხელს უწყობს ანთების შემცირებას და უჯრედების რეგენერაციას:
პოლიფენოლები (Polyphenols) – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ნაწლავების ბალანსს ინარჩუნებენ:
ცილა (Protein) – აუცილებელია ნაწლავების კუნთოვანი ქსოვილის აღდგენისთვის:
სოკო
ანტი-ანთებითი პროდუქტები (Anti-inflammatory Foods & Drinks) – ამცირებს ნაწლავის ანთებას:
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
2023 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ს აწუხებს ნაწლავური პრობლემები, მათ შორის მუცლის შებერილობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) და ქრონიკული ანთება. (WHO Report, 2023)
ბოჭკოს დაბალი მოხმარება და გადამუშავებული საკვების მაღალი რაოდენობა ნაწლავების დისბალანსს იწვევს!
წყლის უკმარისობა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც მონელებას და ნაწლავის ფუნქციას ამცირებს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია:
„ნაწლავის ჯანმრთელობა არა მხოლოდ საჭმლის მონელებას, არამედ მთელ ორგანიზმს განსაზღვრავს.
მიიღეთ მეტი მცენარეული ბოჭკო, მინიმუმ 25-30 გრ დღეში.
დაიწყეთ დილა ჭიქა თბილი წყლით საჭმლის მომნელებელი სისტემის გასააქტიურებლად.
შეამცირეთ გადამუშავებული საკვები და გაზარდეთ ბუნებრივი, ორგანული პროდუქტების რაოდენობა.
პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების კომბინაცია საუკეთესოა ნაწლავების ბალანსისთვის!“
წყაროები:
შენი სუფრა – ჯანსაღი ცხოვრება და ჯანმრთელობა: shenisupra.ge
შენი ამბები – საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიახლეები: sheniambebi.ge
Nature Reviews Gastroenterology, 2023 – ნაწლავის მიკრობიომის გავლენა ჯანმრთელობაზე
WHO Report, 2023 – ნაწლავის დაავადებების გავრცელება ევროპაში
Harvard Medical School, 2023 – პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების მნიშვნელობა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი;
WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარე ეს პოსტი და გაუზიარე მეგობრებს ნაწლავის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად!
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ჯანმრთელინაწლავები #ნაწლავისჯანმრთელობა #ჯანსაღიკვება #ცხოვრებაშენთვის
@[61552603185704:2048:SheniEkimi.ge • http://xn--podalbard8ewa.ge/]
@[61554408115760:2048:SheniAmbebi.ge • http://xn--lodcajcveug2j.ge/]

როგორც აღინიშნა, მას შემდეგ რაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალები სრულად აღიჭურვა შშმ ადაპტირებული ინვენტარით, გადაადგილების თუ მოძრაობის სირთულეების მქონე ქალებს, შესაძლებლობა ექნებათ მარტივად ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით.
ეს არის ჩვეულებრივი პლასტიკური დანამატი, რომელიც საწოვარებიდან, საკვების ლითონის ქილით დაწყებული – ქვითრებით დამთავრებული, ყველაფერში გვხვდება. მკვლევრები თვლიან, რომ სწორედ ეს დანამატია დაკავშირებული ბიჭებში აუტიზმის გაზრდილ რისკთან.

ორსული ქალის ორგანიზმში თუ ბისფენოლ A-ს სამჯერ გაზრდილი მაჩვენებელი აღმოჩნდა, არის დიდი რისკი, რომ მის ჩვილს მომავალში, აუტიზმის სიმპტომები განუვითარდეს.
“პლასტმასი ყველა ჩვენგანის სახლშია, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ბიჭები ექვსჯერ უფრო ხშირად ვხვდებით აუტიზმის დიაგნოზს 11 წლის ასაკში – მათთან შედარებით, ვის დედებსაც ჰქონდათ BPA-ის დაბალი დონე ორსულობის დროს“, – აღნიშნულია სტატიაში.


BPA, ქიმიკატი განკუთვნილია პლასტმასის გასამაგრებლად და ლითონების დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად, ასევე დაკავშირებულია სიმსუქნის, ასთმის, დიაბეტის და გულის დაავადებების უფრო მაღალ რისკებთან. მას მეორენაირად უწოდეს “გენდერის დამამშვიდებელი” ქიმიკატი იმის გამო, რომ ადამიანებში, თევზებში და სხვა სახეობებში ჰორმონალურ და სექსუალურ დარღვევებს ასტიმულირებს.
ახალმა კვლევამ ასევე აჩვენა მტკიცებულება სპეციფიკური ქიმიური რეაქციებსა და აუტიზმის შემთხვევებს შორის.
„კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს ერთ-ერთ ბიოლოგიურ მექანიზმს, რომელიც პოტენციურად არის ჩართული. BPA-ს შეუძლია შეაფერხოს ჰორმონებით კონტროლირებადი, მამრობითი ნაყოფის ტვინის განვითარება რამდენიმე გზით. მათ შორის, გააჩუმებს საკვანძო ფერმენტს – არომატაზას, რომელიც აკონტროლებს ნეიროჰორმონებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის ტვინის განვითარებაში”, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმმა დოქტორ ენ-ლუიზ პონსონბიმ.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ არომატაზა ხელს უწყობს ტვინში მამრობითი სქესის ზოგიერთი ჰორმონის წარმოქმნას, რომელიც ცნობილია როგორც ნერვული ანდროგენები. ეს ესტროგენები ეხმარება ყველა ადამიანს, მოაწესრიგოს თავის ტვინში ანთება, შეინარჩუნოს სინაფსების მოქნილობა, რომელიც ეხმარება ნეირონების კომუნიკაციას მთელ ნერვულ სისტემაში და ასევე ხელს უწყობს ქოლესტერინის მართვას.
“ღმოვაჩინეთ, რომ BPA თრგუნავს არომატაზას ფერმენტს და ასოცირდება ანატომიურ, ნევროლოგიურ და ქცევით ცვლილებებთან“, – იტყობინება კვლევის თანაავტორი და ბიოქიმიკოსი დოქტორი უა ჩინ ბუნი. როგორც ჩანს, ეს აუტიზმის თავსატეხის ნაწილია“, – თქვა დოქტორ პონსონბიმ.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
ინტერვიუ პაციენტთან, რომელსაც ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღეს. უცხო სხეული, რომელიც თავდაპირველად სიმსივნე ეგონათ და 34 წლის ქირურგის მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაცია.
ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა ცოცხალი, ბრტყელი ჭიის არსებობისა თავის ტვინში.
ქალს, რომელსაც მხედველობის გაუარესება, ძლიერი თავის ტკივილები და გულყრა აწუხებდა, მეზობელ ქვეყანაში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და 4 წლის განმავლობაში მკურნალობდნენ.
პაციენტმა, ია ნარსიამ ქირურგიულ ჩარევაზე სხვა ქვეყანაში, ბევრჯერ თქვა უარი. ბოლოს ოპერაციაზე საქართველოში მყოფმა ახალგაზრდა ქირურგმა დაითანხმა.
“უკვე ვერ დავდიოდი, თვალებში ვერ ვიხედებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად… ნუ გეშინია, ძალიან კარგად გაგიკეთებო, მისასვლელად ძალიან კარგ ადგილას არისო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. ვიფიქრე, ნუთუ ეს ბავშვი გამწირავს მეთქი.
კიდევ ვერ ვიჯერებ, დღესაც ვერ ვიჯერებ… ჩემმა ბიჭმა მითხრა: დედა ჭია ამოგიყვანესო. რა ჭია, რაზეა საუბარი მეთქი,“ – ამბობს ია ნარსია.
როგორც ნეიროქირურგი გიორგი სექანია ამბობს, ამის დაჯერება მასაც გაუკვირდა.
“ფორმას იცვლიდა, ხან შეშუპების ხარისხი იცვლებოდა. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე იყო. ამ სურათით, რომ ნახოთ ეს დასკვნები, ყველანაირად ემთხვევა სიმსივნის ფორმას. ოპერაცია 3 საათს გაგრძელდა“, – ამბობს ქირურგი და აღნიშნავს, რომ
“სიღრმეში იყო. ყველა მილიმეტრი არის კილომეტრის ტოლფასი. ემოციებს რაც შეეხება, მარტივი არასდროს არაა.
როდესაც ვნახე ეს ჭია, პირველი ემოცია იყო, რამე სისხლძარღვი ან ნერვი ხომ არ არის- მეთქი. მაგრამ გახსენდება ანატომია, ეგრევე ყველაფერი გიტრიალებს თავში და გახსენდება, რომ იქ არ უნდა იყოს არც ნერვი, არც სისხლძარღვი. ნელ-ნელა, ამოყვანის დროს, არ დამთავრდა. ალბათ 10-15 სმ იყო, მაგრამ მოდუნებულ მდგომარეობაში, როდესაც გაიშალა, 20 სმ იქნებოდა,“ – იხსენებს გიორგი სექანია
„დეტალურად განვსაზღვრეთ საგაზაფხულო სესიაზე საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განსახილველი საკითხები. დაგეგმილი გვაქვს კომიტეტის გასვლითი სხდომები და სამუშაო შეხვედრები დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, როგორც ცალკეულ უწყებებში, ასევე მოსახლეობასთან, რათა ადგილზე შევისწავლოთ მათი პრობლემები“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
გეგმის თანახმად, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტს დაგეგმილი აქვს ინფორმაციის მოსმენა: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ, „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის თაობაზე, ფარმაცევტულ სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე და ა. შ.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტში შეიქმნა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭო.
როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, საბჭოს შემადგენლობა 26 წევრით განისაზღვრება, რომელიც გააერთიანებს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში მომუშავე პროფესიონალებს და დამოუკიდებელ სპეციალისტებს. საბჭოს საქმიანობის მიზანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის გაძლიერება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



