შაბათი, ივნისი 13, 2026

ინფიცირებულთა უმეტესობა სკოლის ასაკის ბავშვია – წითელას ეპიდემია ვრცელდება

წითელას ეპიდემია
#post_seo_title

ტეხასის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გეინსის ოლქში წითელას ეპიდემიის გავრცელება დაადასტურა.

ამ დროისთვის გამოვლენილია 10 შემთხვევა, რომელთაგან 8 სკოლის ასაკის ბავშვია.

ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმაციით,ინფიცირებულთა უმეტესობა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული,ხოლო ყველა დაავადებული აცრილია.სპეციალისტები ვარაუდობენ,რომ მაღალი ინფიცირების რისკისა,შესაძლოა,ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდეს,როგორც გეინსის ოლქში,ასევე მიმდებარე რეგიონებშიც.

ჯანდაცვის დეპარტამენტი ადგილობრივ უწყებებთან ერთად იკვლევს ეპიდემიის წყაროსა და გავრცელების გზებს.ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში,მიიღონ შესაბამისი ვაქცინა.

წითელა გადამდები ვირუსული ინფექციაა,რომელიც ვრცელდება ჰაერის საშუალებით,ხველის ან ცემინების დროს.ვირუსი გარემოში ინფექციური რჩება ინფიცირებული პირის წასვლის შემდეგაც,დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.

მოსახლეობას მოუწოდებენ,ყურადღება მიაქციონ წითელას სიმპტომებს,რომლებიც მოიცავს მაღალ სიცხეს,ხველას,სურდოს,წითელ და წყლიან თვალებს,რასაც მოგვიანებით სხეულზე გავრცელებული გამონაყარი ემატება.ინფიცირებულ პირებს ურჩევენ დარჩნენ იზოლაციაში მინიმუმ ოთხი დღის განმავლობაში გამონაყარის გაჩენამდე და ოთხი დღის შემდეგაც,რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელება.

“პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ” „აკრედიტაცია კანადის“ საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

#post_seo_title

“კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” საერთაშორისო აღიარება

კლინიკა “პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ” წარმატებით გაიარა „აკრედიტაცია კანადის“ რთული შეფასების პროცესი და მოიპოვა საერთაშორისო სერტიფიკატი.
ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კლინიკა აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე პინეოს ხელმძღვანელი მზია ჯაფარიძე აკრედიტაცია კანადის ვიცე პრეზიდენტი კატერინა ტარასოვა

აკრედიტაციის სირთულე – რატომ არის ეს დიდი მიღწევა?

“აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობა დაიწყო 24-მა საავადმყოფომ საქართველოში და მხოლოდ 9-მ შეძლო სერტიფიკატის მიღება

მკაცრი და მიუკერძოებელი შეფასების პროცესი

სრულად გამჭვირვალე სტანდარტები

„აკრედიტაცია კანადის“ სერტიფიკატის მოპოვება რთული და შრომატევადი პროცესია. 287 საავადმყოფოდან მხოლოდ 24-მა დაიწყო აკრედიტაციის პროცესი, მაგრამ მხოლოდ 9-მ გაიარა ეს უმკაცრესი შეფასება წარმატებით.

აკრედიტაციის სერტიფიკატის გადაცემა

კლინიკა “პინეო სამედიცინო ეკოსისტემა” ერთ-ერთი მათგანია, რაც ნიშნავს, რომ ის მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში, პაციენტთა უსაფრთხოებაში და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში.

როგორ მოახერხა “პინეომ” ამ წარმატების მიღწევა?

  • გაუმჯობესება – პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა
  • მედპერსონალის გადამზადება – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგები
  • უსაფრთხოების პროტოკოლების დანერგვა – პაციენტთა უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, რომელიც უსაფრთხო, თანამედროვე და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს საზოგადოებას.

აკრედიტაციის სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია

რა სარგებელი მოაქვს ამ აკრედიტაციას პაციენტებისთვის?

  • უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება

პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა

  • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები

მუდმივი გაუმჯობესება და კონტროლი

აკრედიტაციის მიღება ნიშნავს, რომ კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემა უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და პაციენტებისთვის უსაფრთხო გარემოს.

სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია

ამ მნიშვნელოვან მოვლენას სპეციალური ცერემონია მიეძღვნა, სადაც „აკრედიტაცია კანადის“ და კლინიკის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:

  • კატერინა ტარასოვა – „აკრედიტაცია კანადის“ ვიცე-პრეზიდენტი
  • იულია შჩერბინა – „აკრედიტაცია კანადას“ ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი
  • პროფესორი გიორგი ფხაკაძე – „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელი საქართველოში
  • პროფესორი თამარ თალაკვაძე – „აკრედიტაცია კანადის“ მრჩეველი
  • იოსებ დემეტრაშვილი – პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი
  • თათია გოჩაძე – პაციენტთა საბჭოების სამდივნოს წარმომადგენელი
  • კლინიკის ხელძღვანელი გუნდთან ერთად
  • ქეთევან ბოჭორიშვილი პინეოს პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე
  • ქეთევან ბოჭორიშვილი პინეოს პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ეს წარმატება ქმნის ახალ სტანდარტს საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხისთვის.

საქართველოს ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი

აკრედიტაცია კანადის წარმომადგენელი საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძე და პინეოს ხელმძღვანელი მზია ჯაფარიძე

„აკრედიტაცია კანადის“ სერტიფიკატის მოპოვება საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემა გახდა სამაგალითო საავადმყოფო

პაციენტებისთვის გაიზარდა ნდობა და უსაფრთხოების განცდა

სამედიცინო მომსახურების ხარისხი მუდმივად უმჯობესდება

ეს მიღწევა ნიშნავს, რომ პაციენტებს შეუძლიათ სრული ნდობით მიმართონ “პინეოს”, რადგან აქ მათ ელოდებათ უმაღლესი დონის უსაფრთხო, თანამედროვე და ეფექტური სამედიცინო მომსახურება.

მზია ჯაფარიძე, კლინიკის ხელმძღვანელი:

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ “პინეოს სამედიცინო ეკოსისტემამ” დღეს მოიპოვა კანადის საერთაშორისო პლატინის ხარისხი. ამ დიდი მიღწევისათვის უღრმესი მადლობა კლინიკის მთელ პერსონალს და საერთაშორისო აკრედიტაციის წარმომადგენლებს – მათი ჩართულობისა და მხარდაჭერის გარეშე ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
ასევე, კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა იმ სარგებელს, რომელიც კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებით მიიღო. ეს არის დასტური იმისა, რომ კლინიკა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას. გარდა ამისა, პაციენტებს კიდევ უფრო მეტი ნდობა აქვთ, რადგან იციან, რომ პინეოს სამედიცინო ეკოსისტემაში მათ ხვდება ეფექტური, ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურება. აკრედიტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი “პაციენტთა საბჭოა”-, სადაც პაციენტები აქტიურად მონაწილეობენ კლინიკის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ახალი სერვისების დაგეგმვაში და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. ეს სრულიად ახალი ნაბიჯია საქართველოს სამედიცინო სფეროსთვის.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას ჩვენი გუნდის სახელით, რადგან ეს არის გუნდური წარმატება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წინსვლას და ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას.”

 

ინსულტი ახალგაზრდებში – ფაქტები, რისკები და გადამწყვეტი სიმპტომები!

#post_seo_title

ინსულტი ახალგაზრდებში – ფაქტები, რისკები და გადამწყვეტი სიმპტომები!

ინსულტი აღარ არის მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადება – ბოლო ათწლეულში 20-30 წლის ახალგაზრდებში ინსულტის შემთხვევები 44%-ით გაიზარდა!

ბოლო შემთხვევა: 19 წლის გოგონა მოულოდნელად საავადმყოფოში მოხვდა ინსულტით, თავდაპირველად მხოლოდ თავის ტკივილის ჩივილით. ექიმების თქმით, ადრეული ამოცნობა და დროული რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია!

მნიშვნელოვანი სტატისტიკა:

ინსულტი მსოფლიოში სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია!

ყოველ 4 წამში ერთ ადამიანს ემართება ინსულტი!

ყოველ წელს 12 მილიონზე მეტი ადამიანი იღებს ინსულტს, აქედან 3.3 მილიონი ფატალურად მთავრდება!

ახალგაზრდებში ინსულტის მთავარი გამომწვევი ფაქტორები:

  • მჯდომარე ცხოვრების წესი და არაჯანსაღი კვება – ზრდის ინსულტის რისკს 35%-ით!
  • სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) – პასუხისმგებელია ინსულტების 50%-ზე!
  • გულის არითმიები – ზრდის ინსულტის რისკს 5-ჯერ!
  • მაღალი ქოლესტერინი და დიაბეტი – ზრდის რისკს 2-ჯერ!
  • სიგარეტი და ალკოჰოლი – ზრდის ინსულტის ალბათობას მინიმუმ 30%-ით!

5 სასიგნალო ნიშანი, რომელიც უნდა იცოდეთ:

საუბრის გაძნელება და დაბნეულობა – თუ ადამიანი უცებ ვეღარ ლაპარაკობს ან სიტყვებს ვერ იგებს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო!

სახის ასიმეტრია – გაუღიმეთ სარკეში – თუ ერთი მხარე ჩამოშვებულია, შეიძლება ინსულტის ნიშანი იყოს.

ხელის ან ფეხის სისუსტე – თუ ვერ იმორჩილებთ სხეულის ერთ ნაწილს, განსაკუთრებით ხელსა და ფეხს, ეს სერიოზული სიმპტომია!

თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა – უეცარი თავბრუსხვევა, მოძრაობის გაძნელება ან არასტაბილურობა ინსულტზე მიანიშნებს.

ძალიან ძლიერი და უეცარი თავის ტკივილი – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაზე ძლიერი ტკივილია, რაც ოდესმე გქონიათ!

დრო = ტვინი!

ინსულტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დროული დახმარებაა – რაც უფრო მალე დაიწყება მკურნალობა, მით მეტია გადარჩენისა და სრულფასოვანი აღდგენის შანსი!

როგორ შევამციროთ ინსულტის რისკი?

სწორი კვება – მეტი ბოსტნეული, ხილი, თევზი და ნაკლები დამუშავებული საკვები.

სისტემატური ფიზიკური აქტივობა – ყოველდღიური 30 წუთიანი სიარული ინსულტის რისკს 25%-ით ამცირებს!

სისხლის წნევის კონტროლი – 130/80-ზე მაღალი წნევა არის სიგნალი, რომ ექიმთან უნდა მიხვიდეთ!

სიგარეტისა და ალკოჰოლის შემცირება – სიგარეტის მიტოვება ინსულტის რისკს 30%-ით ამცირებს!

სტრესის მართვა – ქრონიკული სტრესი ზრდის ინსულტის რისკს 2-ჯერ!

გაიგეთ მეტი ინსულტის პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ:

shenimedicina.ge – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები

sheniekimi.ge – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა

shenisupra.ge – ჯანსაღი კვება და ქართული სამზარეულოს საუკეთესო რეცეპტები

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომ მეტი ადამიანი იცოდეს სიმპტომები და გადარჩენის გზა!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ინსულტი #გადარჩენაისძლიერიქალი #ჯანმრთელობაეწყებაახლიდან

#post_seo_title

 

ისტორიაში პირველად, ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ისტორიაში პირველად, ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს
#post_seo_title

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით კენგურუს პირველი ემბრიონი შექმნეს, – წერს BBC-ი.

მეცნიერებმა ნაცრისფერი კენგურუს ოცზე მეტი ემბრიონი შექმნეს. მათი აზრით, ეს მისცემს მათ საშუალებას, რომ გადაარჩინონ სხვა ცხოველთა სახეობები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან. მაგალითად, კოალა, ტასმანიური ეშმაკი, ვომბატისებრნი და სხვა.

ავსტრალიაში ძუძუმწოვარი ჩანთოსნების ყველაზე დიდი ნაირსახეობა არსებობს, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი გადაშენების პირასაა.

მეცნიერების აზრით, ეს მეთოდი გადამწყვეტ როლს ითამაშებს „ამ უნიკალური ცხოველების გენეტიკური მასალის“ შენახვის საქმეში.

2024 წელს მეცნიერებმა მარტორქის ემბრიონის ხელოვნურად შექმნა შეძლეს.

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო აკრედიტაცია გადაეცა

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო აკრედიტაცია გადაეცა
#post_seo_title

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის საავადმყოფოს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Accreditaion Canada“-ის პლატინის ხარისხის ლიცენზია მიენიჭა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

კლინიკას ჯილდო გადასცეს ორგანიზაცია „Accreditaion Canada“-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე ტარასოვამ (კანადა) და ამავე ორგანიზაციის ევროპული განვითარების მენეჯერმა, იულია შჩერბინამ (იტალია). მათ დადებითად შეაფასეს საპატრიარქოს საავადმყოფოს მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც დაკმაყოფილდა სერტიფიცირების მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის საავადმყოფოს ხელმძღვანელს, ვეფხვია ოდიშარიას, სამედიცინო პერსონალს და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს იმ დიდი შრომისთვის, რაც გასწიეს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და დანერგვისათვის.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარემ და „Accreditaion Canada“-ის წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ, ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სერტიფიკატის მქონე საავადმყოფოს არსებობას. მისივე განცხადებით, საპატრიარქოს წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ და პერსონალმა უდიდესი ძალისხმევით მიაღწიეს დამსახურებულ საერთაშორისო აღიარებას და გამოთქვა იმედი, რომ სხვა კლინიკებიც აქტიურად ჩაერთვებიან სერტიფიცირების პროცესში, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ „Accreditaion Canada“-ის აღიარება მსოფლიო მასშტაბით 14000 საავადმყოფოს აქვს, ხოლო საქართველოში 287 საავადმყოფოდან 9-ს. სასიხარულოა, რომ ამ ორგანიზაციის პლატინის ლიცენზია მოიპოვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფომაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

“აკრედიტაცია კანადის” გუნდის ოფიციალური ვიზიტი საპატრიარქოს რეზიდენციაში – საპატრიარქოს კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატი მიიღო

#post_seo_title

საქართველოს საპატრიარქოს კლინიკის საერთაშორისო აღიარება

საქართველოს საპატრიარქოს კლინიკამ წარმატებით გაიარა „აკრედიტაცია კანადის“ შეფასების რთული პროცესი და მოიპოვა საერთაშორისო სერტიფიკატი.

ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კლინიკა აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და პაციენტებს უსაფრთხო და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.


აკრედიტაციის სირთულე – რატომ არის ეს დიდი მიღწევა?

• 24 საავადმყოფოდან მხოლოდ 9-მ შეძლო სერტიფიკატის მიღება
• მკაცრი და მიუკერძოებელი შეფასების პროცესი
• სრულად გამჭვირვალე სტანდარტები

„აკრედიტაცია კანადის“ სერტიფიკატის მოპოვება რთული და შრომატევადი პროცესია. 287 საავადმყოფოდან მხოლოდ 24-მა დაიწყო აკრედიტაციის პროცესი “აკრედიტაცია კანადასთან”, მაგრამ მხოლოდ 9-მ მოიპოვა სერტიფიკატი.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საპატრიარქოს კლინიკა არა მხოლოდ აკმაყოფილებს უმკაცრეს საერთაშორისო მოთხოვნებს, არამედ მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში.


როგორ მოახერხა საპატრიარქოს კლინიკამ ამ წარმატების მიღწევა?

• ინფრასტრუქტურის განახლება – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო
• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება – პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
• მედპერსონალის გადამზადება – საერთაშორისო ტრენინგები და სერტიფიკაცია
• უსაფრთხოების პროტოკოლების დანერგვა – პაციენტთა უსაფრთხოება უპირველესია.


რა სარგებელი მოაქვს ამ აკრედიტაციას პაციენტებისთვის?

უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება
პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები
მუდმივი გაუმჯობესება და კონტროლი

პაციენტებისთვის ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტური, უსაფრთხო და თანამედროვეა.


სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია

აკრედიტაცია კანადის ოფიციალური ვიზიტი საპატრიარქოს რეზიდენციაში

ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციამ უმასპინძლა.
ცერემონიაზე „აკრედიტაცია კანადის“  წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი, მათ შორის:

აკრედიტაცია კანადის გუნდი საქართველოში

○ კატერინა ტარასოვა – „აკრედიტაცია კანადას“ ვიცე-პრეზიდენტი
○ იულია შჩერბინა – „აკრედიტაცია კანადას“ ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი
○ პროფ. გიორგი ფხაკაძე – „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელი საქართველოში
პროფესორი თამარ თალაკვაძე – „აკრედიტაცია კანადას“ მრჩეველი

ასოცირებული პროფესორი სულხან ინაშვილი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი

○ “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი ირაკლი აფშინაშვილი

○ “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი სოფიო ქუთათელაძე

○ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი

პაციენტთა საბჭოების სამდივნოს წარმომადგენელი თათია გოჩაძე

აკრედიტაცია კანადის ვიცე პრეზიდენტი კატერინა ტარასოვა

საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

ქორეპისკოპოსი, მეუფე ანდრია გვაზავა

მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია

პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი

● საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე

ღონისძიების ფარგლებში საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრებმა მადლობა გადაუხადეს „აკრედიტაცია კანადას“ მხარდაჭერისთვის და კლინიკის ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის. ” აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობამ კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის. 


საქართველოს ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი

გიორგი ფხაკაძე, კატერინა ტარასოვა იულია შჩერბინა

„აკრედიტაცია კანადის“ სერტიფიკატის მოპოვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისკენ.

ეს გვაჩვენებს, რომ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა შესაძლებელია.
პაციენტებისთვის გაიზარდა ნდობა და უსაფრთხოების განცდა
სამედიცინო მომსახურების ხარისხი მუდმივად უმჯობესდება

საქართველოს საპატრიარქოს კლინიკის მიერ მიღებული „აკრედიტაცია კანადას“ საერთაშორისო სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კლინიკა მკაცრად იცავს უმაღლეს სტანდარტებს და უზრუნველყოფს ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას.

ეს მიღწევა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც პაციენტებისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისს უზრუნველყოფს!

პირის ღრუს ჯანმრთელობა და სწავლა

პირის ღრუს დაავადებები - რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?
#post_seo_title

პირის ღრუს ჯანმრთელობა და სწავლა

ბავშვებში პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემას თან სდევს პრობლემები სწავლაში

პირის ღრუს ჯანმრთელობის დაბალ ხარისხს შეიძლება ჰქონდეს საზიანო ეფექტი ბავშვთა ცხოვრების ხარისხზე, სწავლაში მოსწრებასა და ცხოვრებისეულ წარმატებაზე. მსოფლიოში მილიონობით ბავშვს ყოველდღიურად აწუხებს კბილის ტკივილი, დენტალური ქრონიკული აბსცესი, ღეჭვის გაძნელება, უხერხულობა დაზიანებული კბილების გამო, სწავლისა და თამაშისაგან დისტანცირება.

პირის ღრუს ჯანმრთელობის გავლენა საყოველთაო ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის შესაძლებელია ძალიან ბევრი მომღიმარი ბავშვის დანახვა დაუზიანებელი და საღი კბილებით, დანარჩენ მილიონობით ბავშვს ნაკლებად ეღიმებათ. მათთვის ყოველდღიური რეალობაა კბილის ტკივილი, დენტალური ქრონიკული აბსცესი (ინფექცია პირის ღრუში), ღეჭვის გაძნელება, უხერხულობა დაზიანებული კბილების გამო, სწავლისა და თამაშისაგან დისტანცირება.

კარიესით განპირობებული მწვავე ტკივილი დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახებსა და ჯანდაცვის სისტემაზე, რაც თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება და ზოგჯერ აღემატება ასთმით გამოწვეულ ეფექტებს.

ბავშვები და მოზარდები პირის ღრუს პრობლემებით არიან უფრო მორცხვები, სევდიანები, საბრალონი, დეპრესიულები და ნაკლებად კომუნიკაბელურები თავის თანატოლებთან შედარებით, რომელთაც აქვთ ჯანსაღი პირის ღრუ.

დაზიანებული კბილების ადეულმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სრულფასოვანი განვითარების შეფერხება, პრობლემები მეტყველების ჩამოყალიბებაში და დაბალი თვითშეფასება.

დენტალური ტრამვები ყოველწლიურად 5-14 წლის ასაკის თითქმის ყოველ მე-14 ბავშვსა ან მოზარდში გვხვდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ესთეტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და თერაპიული პრობლემები.

12-14 წლის ასაკის მოზარდები მოტეხილი კბილებით განიცდიან უფრო მეტ ყოველდღიურ პრობლემებს, ვიდრე ბავშვები კბილის ტრამვების გარეშე. ბავშვებს დაზიანებული კბილებით აქვთ კომპლექსები ღიმილთან, სიცილთან, სრულფასოვან კვებასა და საკვებით მიღებულ სიამოვნებასთან, ემოციების გამოხატვასა და კომუნიკაციასთან კბილის ტრამვის არმქონე ბავშვებთან შედარებით.

პირის ღრუს ჯანმრთელობის გავლენა სწავლაზე

ბავშვებს ხშირად არ შეუძლით თავიანთი პირის ღრუს ტკივილის ვერბალიზება. მასწავლებელმა შეიძლება შენიშნოს, რომ ბავშვი ვერ ართმევს თავს დასახულ ამოცანებს ან გამოხატავს ტკივილის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა: აგზნებულობა, სიბრაზე, დეპრესია, ადვილად გაღიზიანებადობა და სასკოლო აქტივობებისადმი გულგრილობა. თუმცაღა, მასწავლებელმა შეიძლება ბოლომდე ვერ გაიგოს ამგვარი საქციელის მიზეზი, თუ მან არ იცის, რომ ბავშვს აქვს პირის ღრუს პრობლემები.
პირის ღრუს დააავადებები შეიძლება გახდეს დეპრესიის, მადის დაქვეითების, ასევე უყურადღებობისა და გულმავიწყობის გაზრდის მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური გავლენა თვით-შეფასებაზე და წარუმატებლობა სკოლაში.

არანამკურნალები დაზიანებული კბილებით გამოწვეულმა ტკივილი და ინფექციამ შეიძლება შექმნას პრობლემები მეტყველების, კვებისა და სწავლის პროცესში.
ბავშვობის პერიოდში არასაკმარისი კვება ახდენს ნეგატიურ გავლენას მოზარდობის დროს კოგნიტიურ განვითარებაზე. საკვების უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს მოსწრებაზე, კონცენტრირების შესაძლებლობაზე, დავალების შესრულებასა და მათ ქცევაზე.

პირის ღრუს დაავადებების მქონე ბავშვებს უფრო მეტად აქვთ პრობლემები სკოლაში და ნაკლებად ასრულებენ საშინაო დავალებებს თანატოლებთან შედარებით, რომლეთაც არ აქვთ პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემები.

დაწყებით და მაღალი კლასის ბავშვები ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ კბილის ტკივილი 4-ჯერ უფრო მეტად, არიან მიდრეკილნი ჰქონდეთ შეფასების ქულა დაახლოებით 2,8-ზე ნაკლები იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც არ ჰქონდათ კბილის ტკივილი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

როცა ბავშვების პირის ღრუს მოვლილია და ისინი არ განიცდიან ტკივილს, მათი სწავლა და სკოლაში დასწრების მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

სკოლაში დასწრება და სწავლა

ჯოუსლინ ელდერი: „თქვენ ვერ გაანათლებთ ბავშვს, თუ ის არ არის ჯანმრთელი და ვერ შეუნარჩუნებთ მას ჯანმრთელობას განათლების გარეშე“

რაც უფრო გაუარესებულია ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა, მით მეტია ალბათობა, რომ ბავშვმა გააცდინოს სკოლა პირის ღრუს ტკივილისა ან ინფექციის გამო.
სკოლის გაცდენა, განპირობებული კბილის ტკივილითა და ინფექციით უარყოფითად მოქმედებს სკოლის მოსწრებაზე.

ბავშვები და მოზარდები პირის ღრუს გაუარესებული სტატუსით უფრო განიცდიან ტკივილს, მიდრეკილნი არიან სკოლის გაცდენისა და ცუდი მოსწრებისადმი მათ თანატოლებთან შედარებით, რომელთაც აქვთ პირის ღრუს უკეთესი მდგომარეობა.

საშუალოდ, ბავშვები და მოზარდები პირის ღრუს პრობლემებით დაახლოებით ერთი სკოლა -დღით მეტს აცდენენ ვიდრე სხვა ბავშვები.

დაწყებით და მაღალი კლასის ბავშვებს ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ კბილის ტკივილი, დაახლოებით 6-ჯერ მეტად არიან მიდრეკილნი გააცდინონ სკოლა პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვიდრე ისინი, რომელთაც არ ჰქონდათ კბილის ტკივილი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

დაწყებით და მაღალი კლასის ბავშვებს ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მკურნალობა პირის ღრუს ჯანრთელობის გამო, ბოლო 12 თვის განმავლობაში, 3-ჯერ მეტად არიან მიდრეკილები სკოლის გაცდენისადმი, ვიდრე ისინი, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ სათანადო მკურნალობა.

პირის ღრუს გასაუმჯობესებლად პროგრამები და პოლიტიკა

ზოგიერთ ქვეყანებში არის სპეციალური სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამები (მაგ. Head Start ფედერალური პროგრამა), რომელიც ითვალისწინებენ დაბალი შემოსავლის ოჯახებიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას, რომელიც მოიცავს კვების, კოგნიტიური განვითარებისა და სოციალურ სერვისებთან ერთად პირის ღრუს ჯანმთელობის საკითხებსაც.

პირის ღრუს დაავადებების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და ახალგაზრდებთან წვდომა უნდა მოხდეს სკოლის „პირის ღრუს ჯანმრთელობის“ პროგრამის საშუალებებითა და ამ დარგის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალების ჩართვით. ეს ღონისძიება ემსახურება პირის ღრუს დაავადებებზე ინფორმაციის გავრცელების, პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესების საკითხებს, პირის ღრუს დაავადებათა მაღალი რისკის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებში.

ასევე, ასეთი პროგრამების საშუალებით, ბავშვებისათვის დაბალი სოციალური ფენის ოჯახებიდან უფრო ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ისეთი პრევენციული სერვისები როგორიცაა ფტორირება და დენტალური ბჟენები. ეს სერვისები აგრეთვე მოიცავს სკრინინგს, რეფერალს, შემთხვევათა მართვას, რათა მოხდეს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ დროული სამედიცინო მომსახურეობა.

დასასრულ, პირის ღრუს ცუდმა ჯანმრთელობამ შეიძლება მიგვიყვანოს სკოლაში დაბალ მოსწრებასთან, სოციალური ურთიერთობების გაუარესებასთან და ცხოვრებაში წარუმატებლობასთან. ბავშვები, რომელთაც აწუხებთ ტკივილი პირის ღრუში, არიან დისტნცირებულები და ნაკლებად კონცენტრირებულები სასკოლო დავალებებზე.

 

#drpkhakadze #აქხარისხია

პირველი რიგის არვ მკურნალობა

პირველი რიგის არვ მკურნალობა
#post_seo_title

პირველი რიგის არვ მკურნალობა

პირველი რიგის არვ მკურნალობის რეჟიმი მოზრდილებში უნდა შეიცავდეს 2 ნუკლეოზიდ/ნუკლეოტიდის ანალოგ რევერს ტრანსკრიფტაზას ინჰიბიტორს (ნრტი ანუ NRTI) და 1 არა-ნუკლეოზიდის ანალოგი რევერს ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორს (ანრტი ანუ NNRTI) ან 1 ინტეგრაზას ინჰიბიტორს (ინტეგრაზას ჯაჭვის გადატანის ინჰიბიტორი, იჰ ანუ INSTI). განსაკუთრებულ გარემოებებში ანრტი და იჰ ნაცვლად შესაძლებელია ბუსტირებული პროტეაზას ინჰიბიტორის (პი ანუ PI) გამოყენება.

ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + ეფავირენზი (EFV) რეკომენდებულია როგორც უპირატესი არვ რეჟიმი მკურნალობის დასაწყებად (ძლიერი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება).

თუ TDF + 3TC (ან FTC) + EFV უკუნაჩვენებია ან არ არის ხელმისაწვდომი, რეკომენდებულია რომელიმე ქვემოთ მოყვანილი ალტერნატიული რეჟიმი (ძლიერი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება):

  • ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC) + ეფავირენზი (EFV).
  • ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC) + ნევირაპინი (NVP).
  • ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + ნევირაპინი (NVP).

ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + დოლუტეგრავირი (DTG) ან ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტირიციტაბინი, FTC) + ეფავირენზი (EFV) 400 მგ/დღეში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პირველი რიგის ალტერნატიულ რეჟიმად (პირობითი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება).

პირველი რიგის არვ მკურნალობის რეჟიმები მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებში და ორსულ/მეძუძურ ქალებში

პირველი რიგის არვ მკურნალობა პირველი რიგის უპირატესი რეჟიმი პირველი რიგის ალტერნატიული რეჟიმი
მოზრდილები და მოზარდები TDF + 3TC (ან FTC) +EFV AZT + 3TC + EFV (ან NVP)

TDF + 3TC (ან FTC) + DTG

TDF + 3TC (ან FTC) + EFV400

TDF + 3TC (ან FTC) + NVP

ABC და ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები

ორსული/მეძუძური ქალები TDF + 3TC (ან FTC) +EFV AZT + 3TC + EFV (ან NVP)

TDF + 3TC (ან FTC) + NVP

ABC და ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები

3-დან 10 წლამდე ბავშვები ABC + 3TC + EFV ABC + 3TC + NVP

AZT + 3TC + EFV (ან NVP)

TDF + 3TC (ან FTC) + EFV (ან NVP)

ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები

3 წლამდე ბავშვები ABC (ან AZT) + 3TC + LPV/r ABC (ან AZT) + 3TC + NVP

“ცდილობენ რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ, ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს, ჯანმრთელობის დაცვის მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება”-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

„აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს ყოველგვარი გაცხადება, რომლითაც ცდილობენ, რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტული ჯგუფების განცხადებას, რომლითაც ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ ე.წ. საფრთხეებზე საუბრობენ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული განცხადებები სამინისტროსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას. “ასეთი ტიპის განცხადებები ზოგიერთი ექსპერტისგან, ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებისგან, მომრავლდა ბოლო ხანებში მართლაც. იმდენად დაუსაბუთებელია ასეთი განცხადებები, ეს არ იქნებოდა საყურადღებო, რომ არა ერთი ფაქტორი – ჯანდაცვაზეა საუბარი, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი ნიშანი არ არსებობს საიმისოდ, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება არსებობდეს ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. ყველაფერი რაც დაგეგმილია, ბუნებრივია ხორციელდება გეგმის გათვალისწინებით. საქართველოს ჯანდაცვა რა თქმა უნდა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები
#post_seo_title

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ბიოლოგიური მაჩვენებლების ცოდნა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სწორად მართვისა და შესაძლო პრობლემების დროულად გამოვლენისათვის.
📊 ძირითადი ჯანმრთელობის მაჩვენებლები
🔹 წნევა (Blood Pressure): 120/80 mmHg
🔹 პულსი (Pulse): 70-100 დარტყმა წუთში
🔹 ტემპერატურა (Temperature): 36.8-37°C
🔹 სუნთქვა (Breathing Rate): 12-16 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა წუთში
🩸 სისხლის ძირითადი კომპონენტები
🔹 ჰემოგლობინი (Hemoglobin):
• მამაკაცი: 13-18 g/dL
• ქალი: 11.5-16 g/dL
🔹 ქოლესტეროლი (Cholesterol): 130-200 mg/dL
🔹 კალიუმი (Potassium): 3.50-5 mEq/L
🔹 ნატრიუმი (Sodium): 135-145 mEq/L
🔹 ტრიგლიცერიდები (Triglycerides): 220 mg/dL
🔹 სხეულში არსებული სისხლის მოცულობა: 5-6 ლიტრი
🍬 შაქრის (Glucose) ნორმები
🔹 ბავშვებისთვის: 70-130 mg/dL
🔹 მოზრდილებისთვის: 70-115 mg/dL
🔬 სისხლის უჯრედები
🔹 რკინა (Iron): 8-15 mg
🔹 თეთრი სისხლის უჯრედები (WBC – White Blood Cells): 4000-11000/μL
🔹 თრომბოციტები (Platelets): 150,000-400,000/μL
🔹 წითელი სისხლის უჯრედები (RBC – Red Blood Cells): 4.60-6 მილიონი/μL
🦴 ძვლებისა და მეტაბოლიზმის მაჩვენებლები
🔹 კალციუმი (Calcium): 8.6-10.3 mg/dL
🔹 ვიტამინი D3 (Vitamin D3): 20-50 ng/mL
🔹 ვიტამინი B12 (Vitamin B12): 200-900 pg/mL
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
“ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მრავალფეროვან ბიოლოგიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია. მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩაიტაროთ სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ორგანიზმი ფუნქციონირებს ნორმალურად.”
წყაროები:
შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge
🔹 შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge
👨‍⚕ პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
📢 გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ახლობლებს, რათა ყველამ იცოდეს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები!
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights