ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

რადონი – რა არის რადონი? რა  საფრთხეს  ქმნის  რადონი  და  როგორ  მოქმედებს  რადონი  ადამიანის  ორგანიზმზე?

რადონი - რა არის რადონი?
#post_seo_title

რადონი

რა არის რადონი?

რადონი რადიაქტიური გაზია, რომელიც 8-ჯერ მძიმეა ჰაერზე. მას არ გააჩნია  სუნი, გემო და ფერი. რადონის რადიოაქტივობა ჰაერში იზომება ბკ/მ3(ბეკერელი ერთ კუბურ მეტრში): წყალში ბკ/ლ (ბეკერელი ერთ ლიტრში); საამშენებელო მასალებში-ბკ/კგ.

არსებობს რადონის 4 ბუნებრივი იზოტოპი (ყველა α–სხივებს ასხივებს):

1. 222Rn (ნახევრად დაშლის პერიოდი T½ = 3.823 დღე/ღამე);
2. 220Rn, სახელწოდებით  თორონი Tn (T½ =55.6 წმ);
3. 219Rn, სახელწოდებით აქტინონი An (T½ =3.92 წმ);
4. 218Rn (T½ = 0.035 წმ).

რადონი უწყვეტად მოედინება დედამიწის ქანებიდან: რადონი ურან 238-ის ბირთვის დაშლის შედეგად, ხოლო თორონი-თორიუმ 232-ის ბირთვის დაშლის შედეგად. ურანისა და თორიუმის რაოდენობა დედამიწის წიაღში ულევია (მაგ. გრანიტი, ფოსფოტები), ამიტომ რადონის დანაკლისი მუდმივად კომპენსირდება და ატმოსფეროში მუდამ არსებობს მისი გარკვეული წონასწორული კონცენტრაცია. გამოყოფილი რადონი იხსნება მიწისქვეშა წყლებში და მასთან ერთად ამოდის დედამიწის ზედაპირზე. გარდა ამისა, რადონი ატმოსფეროში ხვდება ორგანულ საწვავზე (ქვანახშირი, ნავთობი, მაზუთი) მომუშავე საწარმოებიდან. საცხოვრებელში რადონის მოხვედრის ძირითადი წყაროს წარმოადგენს შენობის ქვეშ არსებული გრუნტი. რადონი ადვილად ხვდება შენობაში, რომელსაც გააჩნია გაზგამჭოლი იატაკი და  აგებულია დედამიწის ზედაპირზე, შესაძლოა 10-ჯერ გაიზარდოს მიწიდან გამოსული რადონის ნაკადი, შენობასა და ატმოსფეროში წნევის სხვაობის გამო (საკვამლე მილის ეფექტი). რადონის რაოდენობა შენობაში დამოკიდებულია ნიადაგში მის შემცველობაზე,  რადონის გამოყოფის უნარზე, კლიმატურ პირობებზე, შენობებზე, შენობის კონსტრუქციაზე და მისი ვენტილაციის სისტემასა და განიავებაზე. სხვადასხვა რეგიონეებისათვის და განსხვავებული ტიპის შენობებისათვის რადონის ნაკადი და კონცენტრაციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შენობაში შესული რადონის ნაკადში უდიდესი წვლილი შეაქვს გრუნტიდან და სამშენებლო მასალებიდან გამოსულ რადონს. გარდა ამისა, აღსანიშნავია გარე ჰაერიდან, წყალგაყვანილობის სისტემიდან, საყოფაცხოვრებო გაზიდან და თერმული წყლებიდან შემოსული რადონის წვლილი.

რა  საფრთხეს  ქმნის  რადონი  და  როგორ  მოქმედებს  რადონი  ადამიანის  ორგანიზმზე?

ძირითადი რადიაციული საფრთხე საკუთრივ რადონის იზოტოპებიდან კი არა, არამედ ამ იზოტოპების ხანმოკლე სიცოცხლის პერიოდის მქონე რადიაქტიური დაშლის დროს წარმოქმნილი მაიონებელი გამოსხივებით არის განპირობებული. ამასთან, პირველ რიგში აღსანიშნავია α–გამოსხივება, რომლის ბიოლოგიური ეფექტურობა γ– და β–გამოსხივებებზე 20-ჯერ მაღალია.  რადონის დაშლის პროდუქტები-მყარი ნივთიერებები, ქმნიან ე.წ. აეროზოლებს, მცირე ზომის ნაწილაკებს, რომლებსაც შეუძლიათ დიდიხანს იმყოფებოდნენ ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში და მასთან ერთად მოხვდნენ ორგანიზმში. აეროზოლის ნაწილაკებზე რადონის იზოტოპების დაშლის პროდუქტების ადსორბირების უნარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ადსორბირებული პროდუქტები კვლავაც ჰაერში რჩებიან და სუნთქვის ორგანოებით ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან. აეროზოლური ნაწილაკების არარსებობის შემთხვევაში კი რადიაქტიური პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჰაერიდან საკმაოდ სწრაფად გამოიდევნება და იატაკის, კედლების და სხვა საგნების ზედაპირზე ილექება.

რადონი შინაგანად ასხივებს ადამიანის ორგანიზმს და დასხივების თვალსაზრისით, ადამიანის ყველა ბუნებრივი წყაროდან  დასხივების ჯამური დოზის ნახევარს იძლევა (დედამიწის წყაროებიდან კი-3/4-ს). ძირითადად ამ დასხივებას  ადამიანი იღებს ცუდი  ვენტილაციის მქონე შენობებში ყოფნის დროს და არა გარეთ, ატმოსფერული ჰაერიდან (განსხვავება რადონის კონცენტრაციაში შენობისა და ატმოსფეროს ჰაერს შორის დაახლოებით 8-ჯერადია).

აეროზოლის ნაწილაკები, მათზე ადსორბირებული რადონის დაშლის პროდუქტებით, მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა. რადონის იზოტოპები წყალში და სხვა სითხეებში ხსნადია. ტემპერატურის ზრდასთან ერთად ხსნადობის კოეფიციენტი მცირდება (0.107-მდე 100°С -ზე), დუღილისას კი რადონი წყლიდან მთლიანად გამოიდევნება. ცხიმებში და ორგანულ გამხსნელებში ხსნადობა 20-100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე წყალში.

ყოველ წუთში ადამიანის  ფილტვებში ხვდება მილიონობით რადონის რადიაქტიური ატომი. ისინი განსაკუთრებით საშიშია იმ შემთხვევაში, თუ შერეულია წყლის ორთქლში. რადონი და მისი დაშლის პროდუქტები გროვდება ზოგიერთ ორგანოსა და ქსოვილში, განსაკუთრებით ჰიპოფიზსა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, ასევე  გულში, რვიძლსა და  სხვა სასიცოცხლო ორგანოში. სისხლის და ლიმფის მეშვეობით რადონი და მისი დაშლის პროდუქტები სწრაფად ვრცელდება მთელ ორგანიზმში და იწვევს ორგანიზმის მასიურ შინაგან დასხივებას.

რადონის საფრთხე, გარდა მის მიერ განპირობებული ფუნქციური დარღვევებისა (ასთმური შეტევები, შაკიკი, თავბრუსხვევა, გულისრევა, დეპრესიული მდგომარეობა და ს.შ), მდგომარეობს იმაშიც, რომ ფილტვის ქსოვილის შინაგანი დასხივების შედეგად მან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის კიბო.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, რადონი ხელს უწყობს პროცესებს, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს დაავადების წარმოქმნას ფილტვებში. რადონის ბირთვის და მისი შვილობილი იზოტოპების დაშლა ფილტვების ქსოვილებში შთაინთქმება პრაქტიკულად დაშლის წერტილშივე. განსაკუთრებულად საშიშია (აძლიერებს დაავადების რისკს) რადონის ზემოქმედების და მოწევის ერთდროული ურთიერთქმედება. ითვლება, რომ რადონი — მოწევის შემდგომ მეორე ფაქტორია, რომელიც იწვევს და აძლიერებს რისკს უპირატესად ბრონხოგენური  ტიპის ფილტვების კიბოს დაავადებისა. რადონის დასხივებით გამოწვეული კიბო, მეექვსე ადგილზეა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის.

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, რადონი არის ყოველწლიურად 20 ათასი კაცის სიკვდილის მიზეზი. ასევე მათ მიაჩნიათ, რომ ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზებს შორის რადონი თამბაქოს შემდეგ მეორე ადგილზეა. მსგავსი სიტუაციაა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამასთან მწეველებში ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი რადონის მაღალი შემცველობის გარემოში რამდენჯერმე იზრდება. სასმელ წყალში არსებული რადონის დასხივებისაგან სიკვდილიანობის წილი დაახლოებით 1,5 %-ს შეადგენს.

ფილტვის სიმსივნით დაავადებასა და რადონის დაშლის პროდუქტებისგან მიღებულ დასხივების დოზას შორის კავშირის გამოსავლენად სხვადასხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების მთელი რიგი ჩატარდა.

ფილტვის კიბოთი საბადოების მუშების დაავადების ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა ავადობის სიხშირესა და დასხივების დოზებს (მუშების რადონით დასხივების დოზა) შორის სრული კორელაცია გამოავლინა. მსგავსი გამოკვლევები ტარდებოდა ურანის საბადოების მუშა-მოსამსახურეებს შორის – აშშ-ში (შტატი კოლორადო, 1950-1977წწ), კანადაში (ონტარიოს პროვინცია, 1955-1981წწ), ჩეხოსლოვაკიაში (ბოჰემია,1948-1975წწ), საფრანგეთში (1947-1983წწ) და სხვა საბადოების (არა ურანის) მუშა-მოსამსახურეებს შორის – კანადაში (ნიუფაუნდლენდი, შპატის მოპოვება), ჩინეთში (თუთიის საბადო), შვედეთში (რკინამადნეულის, ტყვიისა და ცინკის საბადოები) და დიდ ბრიტანეთში (რკინამადნეულის მაღაროები). თამბაქოს წევა ზრდის მეშახტეებში რადონის დაშლის პროდუქტებით ინდუცირებული ფილტვის სიმსივნით დაავადების სიხშირეს და მისი განვითარების ფარული პერიოდის შემცირებას იწვევს.

მეშახტეებისა და მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მრავალი ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მოსახლეობაში ფილტვის კიბოთი დაავადების შემთხვევათა 5-დან 40%-მდე შესაძლებელია შენობის შიგნით ორგანიზმზე რადონის დაშლის შვილეული პროდუქტების გამოსხივების ზემოქმედებით იყოს განპირობებული.

რადონი საშიში ხდება ადამიანებისათვის, თუ ერთმანეთს ემთხვევა შემდეგი სამი ფაქტორი:

  • დედამიწაში მომატებულია ურანის, რადიუმის და თორიუმის რაოდენობა;
  • არსებობს დედამიწიდან გაზის გამოსვლის მარტივი გზები;
  • რადონი ხვდება ჩაკეტილ სივრცეში, სადაც დიდ დროს ატარებს ადამიანი.                                                                                                

როგორ ხვდება რადონი შენობაში?

შენობაში რადონი ხვდება საძირკველიდან, იატაკში არსებული ხვრელებიდან, კედლების საშენი მასალის ფორებიდან, კონსტრუქციებიდან. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენობა დგას ისეთ ნიადაგზე, რომელშიც რადიონუკლიდების  (U, Ra, Tn) შემცველობა მაღალია, ან შენობა აშენებულია მაღალი  რადიაქტივობის შემცველობის მასალისაგან. დათბობის მიზნით შენობის ჰერმეტიზაცია ზრდის რადონის კონცენტრაციას შენობაში (ანუ ენერგიის ეკონომია ზრდის რადონის კონცენტრაციას).

რადონის გამოყოფის თვალსაზრისით, სამშენებლო მასალებს შორის ვულკანური წარმოშობის მთის ქანები, მათ შორის გრანიტი, მინქაფა (გამოიყენება ბეტონის შემავსებლად). ხე, კირქვა, მარმარილო, ბუნებრივი თაბაშირი კი ამ მხრივ მინიმალურ საფრთხეს ქმნის.

პრობლემამ და მის მიმართ ინტერესმაც განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, როდესაც საცხოვრებელი ბინების დათბობის ძირითად ღონისძიებად ბინების საგულდაგულო ჰერმეტიზაცია იქცა. ამან, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საგრძნობლად გაზარდა რადონის კონცენტრაცია შენობების ჰაერში (ზოგ ქვეყანაში რადონის დონე 2-4-ჯერ გაიზარდა).სწორედ ამ პერიოდში – 1977წ UNSCEAR-მა რადონი მოსახლეობის რადიაციული საფრთხის ძირითად წყაროდ დაასახელა და შესაბამისი კვლიფიკაციაც მიანიჭა.
222Rn შენობის ჰაერში ძირითადად საძირკვლის ნიადაგიდან და სამშენებლო მასალებიდან (10%) ხვდება. შენობებში რადონის მთელი რაოდენობის 90% ქვედა სართულებზე იყრის თავს. აქედან გამომდინარე, მრავალსართულიან შენობებში რადონის ყველაზე მაღალი შემცველობა სარდაფებში და პირველი სართულის სათავსოებში აღინიშნება. რადონის დაგროვებაში გარკვეული წვლილი შეაქვს წყალგაყვანილობის წყალთან (რადონის მაღალი შემცველობის არტეზიული წყლის გამოყენებისას) და ბუნებრივ აირთან ერთად შენობებში რადონის შემოდინებას.

როგორ შეიძლება შევამციროთ საცხოვრებელ სივრცეში რადონის რაოდენობა ?

  • სარდაფების ჰერმენტული იზოლაცია საცხოვრებელ ფართიდან და მათი ხშირი განიავება. სასურველია გამწოვი ვენტილაციით სარგებლობა.
  • კედლების და იატაკის შეძლებისდაგვარად იზოლირება ზეთის საღებავით, პლასტიკატით, შპალერით, ლინოლეუმით.
  •  ინდივიდუალური ჭაბურღილების და ჭების მფლობელებს სასურველია ჰქონდეთ მონაცემები რადონის კონცენტრაციის შესახებ წყალში და თუ აუცილებელია, გამოიყენონ სპეციალური დანადგარი რადონის დონის შესამცირებლად ნორმალური სიდიდემდე. ასეთი დანადგარის არარსებობის შემთხვევაში რადონის რაოდენობის შემცირება წყალში შესაძლოა დუღილის ანდა გარკვეული დროით დადგმის  შეშვეობით.

ჰაერში რადიონუკლიდების რაოდენობა იცვლება ადგილისა და დროის მიხედვით (დღე-ღამე, ზამთარ-ზაფხული, ნიადაგში, რადიონუკლიდების შემცველობა და სხვა). აღსანიშნავია, რომ ატმოსფეროს ჰაერის რადიოაქტივობაზე გავლენას ახდენს ჰაერის მასების გადაადგილებაც.

მრავალ ქვეყანაში აწარმოებენ რადონის კონცენტრაციის ეკოლოგიურ მონიტორინგს შენობებში, რადგანაც გეოლოგიური ბზარის რაიონებში მისი კონცენტრაცია შშენობებში შეიძლება ატარებდეს საშიშ ხასიათს და მნიშვნელოვნად აღემატებოდეს საშუალო მაჩვენებლებს დანარჩენ რეგიონთან შედარებით.

„შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ“ „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი აღიარება

#post_seo_title

 „Accreditation Canada“-ს უმაღლესი შეფასება „შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციისთვის“

„შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ“ წარმატებით გაიარა „Accreditation Canada“-ს მკაცრი შეფასების პროცესი და პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო.
ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კლინიკა მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხო და მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერობას ჯანდაცვის სფეროში.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე პროფესორი თამარ თალაკვაძე და კლინიკის ხელმძღვანელი ხათუნა ჩაკვეტაძე

რატომ არის ეს აღიარება მნიშვნელოვანი?

სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია

„Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხი მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებს ენიჭებათ, რომლებიც:

უზრუნველყოფენ პაციენტებზე ორიენტირებულ და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას
მუდმივად აუმჯობესებენ სერვისებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავენ

როგორ მიაღწია „შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ“ ამ წარმატებას?

აკრედიტაცია კანადის მრჩეველი ირინე ფხაკაძე აკრედიტაცია კანადის ვიცე პრეზიდენტი კატერინა ტარასოვა

კლინიკის გუნდი წლების განმავლობაში შრომობდა და გარკვევით დაისახა მიზანი – უზრუნველყოს საქართველოში მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება.
„Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი ამ ძალისხმევის შედეგია და დადასტურებაა იმისა, რომ კლინიკა პაციენტთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს.

კლინიკის წარმომადგენლობა

როგორ ისარგებლებს პაციენტი ამ სერტიფიკატით?

„Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი პირდაპირ აისახება პაციენტების უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხზე.

გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისები
უსაფრთხო და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები
პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესება

სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია

ამ მნიშვნელოვან მოვლენას სპეციალური ცერემონია მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობდნენ „Accreditation Canada“-ს და კლინიკის წარმომადგენლები.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები სოფიო ქუთათელაძე თეონა ვარშალომიძე თამარ თალაკვაძე თამარ კრავეიშვილი

საერთაშორისო აღიარება – ახალი შესაძლებლობების დასაწყისი

„Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კლინიკა აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს
ეს აღიარება ზრდის პაციენტების ნდობას და კლინიკის ავტორიტეტს
„შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ მუდმივად ცდილობს, დანერგოს თანამედროვე მიდგომები და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

კლინიკის გუნდი გაგრძელებს განვითარებას, რათა გაწეული შრომა და მიღწეული წარმატება კიდევ უფრო განამტკიცოს და პაციენტებს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს!

„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ პლატინიუმის სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს

„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ პლატინიუმის სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს
#post_seo_title

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ გასულ წელს „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტები სრულად დააკმაყოფილა და პლატინიუმის ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა. კლინიკის გუნდისთვის ეს იყო შრომატევადი და საინტერესო პროცესი, რომლის აქტიური მხარდამჭერი იყო ჰოსპიტლის დამფუძნებელი – “ევროპის უნივერსიტეტი”.

#post_seo_title

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გენერალურ დირექტორს ზაზა სოფრომაძეს და აკრედიტაციის მენეჯერს, დირექტორის მოადგილეს მაია ცანავას პლატინიუმის სერტიფიკატი გადასცეს: „აკრედიტაცია კანადის“ ვიცე-პრეზიდენტმა კატერინა ტარასოვამ, „აკრედიტაცია კანადის“ ევროპის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, იულია შჩერბინამ, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელმა საქართველოში პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.

„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გუნდს მიულოცეს, რომ კლინიკებს შორის უმაღლესი შეფასება „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალში ძალიან მაღალი ხარისხი და სტანდარტია.

სერტიფიკატის გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდა „ჯო ენის“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ანი ალადაშვილი, პაციენტთა საბჭოს კოორდინატორი იოსებ დემეტრაშვილი და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ თანამშრომლები.

„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ პლატინიუმის სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მისია ყოველთვის იყო პროფესიონალთა გუნდის მიერ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჰოსპიტალი ორიენტირებულია ქვეყნის მოსახლეობას მიაწოდოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სერვისები. ჰოსპიტალში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო განათლებას, ინფორმირებულობასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და უახლოეს მომავალში გაფართოებული სამედიცინო სერვისებით და ინფრასტრუქტურით წარვდგებით პაციენტების წინაშე. „აკრედიტაცია კანადის“ პლატინიუმის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას”, – განაცხადა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.

10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს

თირკმლის დაავადებები დიაბეტის დროს
#post_seo_title

10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს:

უძილობა, ან ძილის რეჟიმის დარღვევა
კვლევების თანახმად, შესაძლოა ძილის აპნოესა და თირკმლების ქრონიკულ დაავადებას (CKD) შორის კავშირი იყოს. ამ უკანასკნელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა დააზიანოს თქვენი ორგანოები და ასევე გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. სხეულისთვის საკმარისი ჟანგბადის მიღებაში ხელისშეშლით, ძილის აპნოემ შეიძლება ნაწილობრივ დააზიანოს თირკმლები. ასევე თირკმლების ქრონიკულმა დაავადებამ (CKD) შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოე ყელის შევიწროებით, ტოქსინების დაგროვებითა და სხვა გზებით.
კანის ქავილი
კანის ქავილი სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს მაშინ, როდესაც თირკმლები ვერ გამოდევნის ტოქსინებს და ისინი გროვდება სისხლში. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ან ქავილი. დროთა განმავლობაში, თირკმლებმა შეიძლება ვეღარ დააბალანსოს ორგანიზმში მინერალები და საკვები. ეს კი გამოიწვევს მინერალებისა და ძვლების დაავადებას, რის გამოც თქვენი კანი გახდება მშრალი და გექნებათ ქავილის შეგრძნება.
სახისა და ფეხების შეშუპება
როდესაც თირკმლები ეფექტიანად ვერ განდევნიან ნატრიუმს, ორგანიზმში გროვდება სითხე. ამ დროს სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს ისეთი ჩივილები, როგორიცაა შეშუპებული ხელები, ფეხები, ტერფები, ან სახე. ასევე შარდში ცილის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების ირგვლივ შეშუპება.
კუნთების კრამპი
სპაზმი, კრამპი ფეხებში, ან სხვაგან შესაძლოა იყოს ნიშანი თირკმლების ცუდი ფუნქციონირების. ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის ან სხვა ელექტროლიტების დონის დისბალანსმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი კუნთებისა და ნერვების მუშაობა.
სუნთქვის გაძნელება
თირკმლების დაავადების დროს თქვენი ორგანოები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისად ჰორმონს, რომელსაც ერითროპოეტინი ეწოდება. ეს ჰორმონები აძლევენ ნიშანს თქვენს სხეულს რომ სისხლის წითელი უჯრედები წარმოქმნან. ამის გარეშე თქვენ შესაძლოა ანემია გქონდეთ, ან სუნთქვის უკმარისობა იგრძნოთ. სითხის დაგროვება არის ამ მდგომარეობის კიდევ ერთი მიზეზი. სერიოზულ შემთხვევებში, ამ დროს დაწოლა უფრო ცუდად გაგრძნობინებთ თავს, ისე თითქოს იხრჩობით.
დაბინდული გონება
როდესაც თირკმლები ვერ ფილტრავს ყველა ტოქსინს თქვენი ორგანიზმიდან, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ტვინზეც. ანემიამ შესაძლოა დაბლოკოს თქვენი ტვინი ჟანგბადის საჭირო რაოდენობისგან. შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა, ან პრობლემები მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან. შეიძლება ისე დაიბნეთ რომ მარტივი დავალებების გაკეთებაც კი გაგიჭირდეთ.
უმადობა
თირკმლების დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ან მუცლის პრობლემები. რის გამოც არ გექნებათ მადა. ამის გამო კი შესაძლოა წონაში დაიკლოთ.
არასასიამოვნო სუნი
როდესაც თირკმლები ვერ ფილტრავენ ტოქსინებს, ამან შეიძლება შემდეგი მდგომარეობა – ურემია გამოიწვიოს, რა დროსაც ერთ-ერთი სიმპტომია არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში. ასევე ტოქსინებს თქვენს სისხლის მიმოქცევაში შეუძლია საკვებს მეტალის, ან სხვაგვარად უსიამოვნო გემო მისცეს.
ქაფიანი, ყავისფერი, ან სისხლიანი შარდი
ბუშტოვანი შარდი შეიძლება მიგვანიშნებდეს ჭარბს ცილაზე, რასაც ალბუმინი ეწოდება. ამის გამომწვევი თირკმლის პრობლემებიც არის. შარდის მხრივ საყურადღებოა ასევე მოყავისფრო, ან უფერო, ფერმკრთალი, ან სისხლიანი შარდი.

ახალი კვლევა – ენერგეტიკული სასმელების ალკოჰოლთან შერევამ შეიძლება თავის ტვინის ფუნქცია დაარღვიოს, განსაკუთრებით მოზარდების შემთხვევაში

ენერგეტიკული სასმელების ალკოჰოლთან შერევამ შეიძლება თავის ტვინის ფუნქცია დაარღვიოს
#post_seo_title

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლისა და ენერგეტიკული სასმელების კომბინაციამ, შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი კოგნიტური პრობლემები, განსაკუთრებით მოზარდების შემთხვევაში.

იტალიის კალიარისა და კატანიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც ცხოველებში ალკოჰოლით, ენერგეტიკით ან ორივე ნაზავით გაანაწილეს. კვლევის მიზანი იყო მათზე გავლენის შეფასება და შემდგომი კოგნიტური შედეგების ანალიზი 53 დღის განმავლობაში.

ტესტების შედეგად გამოიკვეთა, რომ ორივე ნაზავის მიღების შემთხვევაში, ვირთხებს შენარჩუნებული ჰქონდათ მუდმივი ცვლილებები სწავლისა და მეხსიერების უნარებში. ცვლილებები დაფიქსირდა თავის ტვინის ჰიპოკამპუსში — ტვინის ნაწილში, რომელიც უკავშირდება ცნობიერებასა და მეხსიერების პროცესებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კომბინაციის მოხმარება მოზარდობის პერიოდში მნიშვნელოვნად მოქმედებს ტვინის პლასტიკურობაზე, რაც ნეგატიურად აისახება მასზე შემდგომში. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე თაგვებში აღინიშნებოდა ნეირონების ზრდა და ტვინის ფუნქციების დროებითი გაუმჯობესება, ეს შედეგები სწრაფად გაქრა, და ბოლოს კი ტვინის უნარები შემცირდა.

„დაწყებითი კვლევები მიუთითებს, რომ ალკოჰოლისა და ენერგეტიკული სასმელის კომბინაცია ახალგაზრდებში თავის ტვინის ცვლილებებს იწვევს, რაც ზემოქმედებას ახდენს მათი კოგნიტური ფუნქციების განვითარებაზე,“ — განმარტავენ მკვლევრები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმზე მსგავს ეფექტებზე დამატებითი კვლევები აუცილებელია, ეს შედეგები უკვე ცხადყოფს, რომ ენერგეტიკული სასმელების და ალკოჰოლის შერევა არ არის უსაფრთხო და შესაძლოა გამოიწვიოს გრძელვადიანი, არასასურველი შედეგები.

„საერთო ჯამში, მონაცემთა მთელი კრებული ძლიერ მიუთითებს, რომ მოზარდობის დროს, ალკოჰოლში შერეული ენერგეტიკული სასმელების მიღებას შეიძლება ჰქონდეს ისეთი შედეგები, რომლებიც სულაც არ არის ის, რაც მხოლოდ ცალკე ალკოჰოლის ან ენერგეტიკული სასმელების სმის შედეგად მიღებულ შედეგთა ჯამი იქნებოდა, იგულისხმება გამუდმებული ზემოქმედება ჰიპოკამპუსის პლასტიკურობაზე“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევარები ახლა კვლევის გაღრმავებაზე მუშაობენ, რათა გაიგონ, თუ როგორ მოქმედებს ეს კომბინაცია ადამიანის ტვინზე, განსაკუთრებით მოზარდების ჰორმონალური განვითარებისას. კვლევა ასევე აჩენს კითხვებს ალკოჰოლისა და ენერგეტიკულ სასმელების მიღებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი ჯანმრთელობის რისკების შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

კვლევა Neuropharmacology-ში გამოქვეყნდა.

„ჯო ენის ჰოსპიტალმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო – მსოფლიო დონის ჯანდაცვა საქართველოში

#post_seo_title

„Accreditation Canada“-ს უმაღლესი აღიარება „ჯო ენის ჰოსპიტლისთვის“

„ჯო ენის ჰოსპიტალმა“ „Accreditation Canada“-ს რთული შეფასების პროცესი წარმატებით გაიარა და პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო.
ეს აღიარება ადასტურებს, რომ კლინიკა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტიან და მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას და პაციენტების კეთილდღეობას პირველ ადგილზე აყენებს.

კატერინა ტარასოვა იულია შჩერბინა ზაზა სოფრომაძე მაია ცანავა

რატომ არის ეს სერტიფიკატი მნიშვნელოვანი?

„Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატის მოპოვება მსოფლიო დონის აღიარებაა, რომელიც მხოლოდ იმ კლინიკებს გადაეცემათ, რომლებიც:

უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას;
მუდმივად ავითარებენ ინფრასტრუქტურასა და სამედიცინო სერვისებს;
პაციენტთა უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს პრიორიტეტად ისახავენ;
ცდილობენ ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას.

სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია

როგორ მიაღწია „ჯო ენის ჰოსპიტალმა“ ამ წარმატებას?

„ჯო ენის ჰოსპიტალი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პაციენტზე ორიენტირებული კლინიკაა.
გუნდმა მრავალი წლის შრომა და ინვესტიცია ჩადო მომსახურების სრულყოფაში და მუდმივად ცდილობს განვითარებას.

გიორგი ფხაკაძე კატერინა ტარასოვა იულია შჩერბინა ზაზა სოფრომაძე მაია ცანავა

კლინიკის მთავარი მიღწევები:

სრულად აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აპარატურა და სამედიცინო ტექნოლოგიები;
გუნდის პროფესიული განვითარება – ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის რეგულარული გადამზადება;
უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები – ინფექციების პრევენცია, სტერილიზაციის მკაცრი პროცედურები და პაციენტთა უსაფრთხოების მექანიზმები;
ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტის მიმართ – პერსონალიზებული მკურნალობის გეგმები და პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები;
ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიები – მუდმივად განახლებადი დიაგნოსტიკური და მკურნალობის მეთოდები.

პაციენტებისთვის სერტიფიკატის მნიშვნელობა

პლატინის ხარისხის სერტიფიკატის მოპოვება პირდაპირ აისახება პაციენტების უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხზე.

უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურება;
პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და ინდივიდუალური ყურადღება;
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენება;
მუდმივი კონტროლი და მომსახურების გაუმჯობესება.

სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია

„Accreditation Canada“-ს სერტიფიკატის მიღებას „ჯო ენის ჰოსპიტალში“ სპეციალური ცერემონია მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

კატერინა ტარასოვა – „Accreditation Canada“-ს ვიცე-პრეზიდენტი
იულია შჩერბინა – „Accreditation Canada“-ს ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე – „Accreditation Canada“-ს წარმომადგენელი საქართველოში
კლინიკის ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე გუნდთან ერთად.

პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ანა ალადაშავილი.

ანა ალადაშვილი

 

ღონისძიებაზე „Accreditation Canada“-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ჯო ენის ჰოსპიტალი“ არის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ პრესტიჟულ აღიარებას და სამაგალითოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

„ჯო ენის ჰოსპიტალი“ – სამედიცინო სფეროს ლიდერი საქართველოში

კლინიკა ქმნის ახალ სტანდარტს საქართველოს ჯანდაცვაში;
პაციენტებს მეტი ნდობა აქვთ საავადმყოფოსადმი;
მომსახურების ხარისხი მუდმივად უმჯობესდება;
„Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხი ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.

„ჯო ენის ჰოსპიტალმა“ შესანიშნავი წარმატება მოიპოვა, რაც მისი გუნდური მუშაობისა და პაციენტებზე ზრუნვის მაღალი ხარისხის დამსახურებაა.

ეს მიღწევა ნიშნავს, რომ პაციენტებს შეუძლიათ სრული ნდობით მიმართონ „ჯო ენის ჰოსპიტალს“, რადგან აქ მათ ელოდებათ უსაფრთხო, თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება!

ტეხასში წითელას აფეთქება – ვაქცინაციის მნიშვნელობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევები

ტეხასში წითელას აფეთქებ
#post_seo_title

ტეხასში წითელას აფეთქება – ვაქცინაციის მნიშვნელობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევები

თებერვალი 2025 წელი – დასავლეთ ტეხასში წითელას შემთხვევების საგანგაშო ზრდა იწვევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების განგაშს. ჯანდაცვის ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია 35 შემთხვევა, საიდანაც 20 ბავშვია. ყველა ინფიცირებული არავაქცინირებული იყო.

რატომ არის ეს პრობლემა?

წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელსაც შეუძლია 90%-ით დაინფიციროს ნებისმიერი აუცრელი პირი, რომელიც ვირუსის მატარებელთან კონტაქტში აღმოჩნდება.

წითელას სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში 3-6%-მდეა განვითარებად ქვეყნებში, ხოლო გართულებული შემთხვევების რისკი მაღალია იმუნოდეფიციტიან პირებში.

წითელას შედეგად შესაძლებელია სერიოზული გართულებები, როგორიცაა ფილტვების ანთება (25% შემთხვევაში), ტვინის ანთება (1-2 შემთხვევა 1000 ინფიცირებულიდან) და სმენის დაქვეითება.

როგორ გავრცელდა ინფექცია?

ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, ვირუსი გავრცელდა ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.

დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა და ინფიცირებული ადამიანი სიმპტომების გამოვლენამდე 4 დღით ადრე უკვე საშიში ხდება სხვებისთვის.

წითელას სიმპტომები და საფრთხეები:

  • მაღალი ტემპერატურა (38°C-40°C)
  • მშრალი ხველა, ცხვირიდან გამონადენი და თვალების გაწითლება
  • კანის გამონაყარი, რომელიც სახიდან ვრცელდება მთელ სხეულზე

გართულებები: ფილტვების ანთება, ტვინის ანთება, იმუნური სისტემის სერიოზული დასუსტება

ვაქცინაციის აუცილებლობა – MMR ვაქცინა

MMR ვაქცინა (წითელა-წითურა-ყბაყურა) 97%-ით ეფექტურია წითელას წინააღმდეგ.

CDC და WHO რეკომენდაციას უწევენ 2 დოზას:

  • პირველი დოზა 12-15 თვის ასაკში
  • მეორე დოზა 4-6 წლის ასაკში

იმუნიზაცია იცავს არა მხოლოდ აცრილ პირებს, არამედ ჯოგური იმუნიტეტის მეშვეობით ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.

პრევენციული ზომები და რეკომენდაციები:

  • გადახედეთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ვაქცინა
  • მოერიდეთ დიდ შეკრებებს და დაიცავით ჰიგიენის წესები
  • სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს
  • ვირუსის გავრცელების არეალში რეგულარულად ჩაიტარეთ ეპიდზედამხედველობა

როგორი ვითარებაა საქართველოში?

ბოლო წლებში საქართველოში წითელას აფეთქებები არაერთხელ დაფიქსირდა, რაც პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის შემცირებულ მაჩვენებლებს.

2018-2019 წლებში 3000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2023 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (NCDC) ვაქცინაციის აუცილებლობაზე არაერთი გაფრთხილება გასცა.

ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ბავშვებში და მოზარდებში კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად და ქმნის მომავალ ეპიდაფეთქებების რისკს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები:

“წითელას აფეთქება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჯანდაცვის განათლება და ხელი შევუწყოთ აცრების ხელმისაწვდომობას. საქართველო უნდა იყოს მზად ეპიდემიური აფეთქებების პრევენციისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაქცინა უსაფრთხო და ხელმისაწვდომია.”

წყაროები:

CNN – West Texas Measles Outbreak Raises Public Health Concerns

https://edition.cnn.com/…/west-texas-measles…/index.html

Centers for Disease Control and Prevention (CDC) – Measles (Rubeola) Facts & Prevention

https://www.cdc.gov/measles/

World Health Organization (WHO) – Measles Global Surveillance and Prevention

https://www.who.int/health-topics/measles

National Center for Disease Control and Public Health (NCDC) – წითელას ეპიდზედამხედველობის ანგარიში

https://www.ncdc.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის:

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: shenimedicina.ge

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: sheniekimi.ge

გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა ყველამ იცოდეს ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ და ავიცილოთ თავიდან მსგავსი ეპიდაფეთქებები!

#წითელა #ვაქცინაცია #საზოგადოებრივი_ჯანმრთელობა #ჯანდაცვა #drpkhakadze #აქხარისხია

 

6 ნიშანი იმისა, რომ გჭირდებათ გულის გამოკვლევა რაც შეიძლება მალე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 17 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედ კარდივასკულური პათოლოგიებია
#post_seo_title

6 ნიშანი იმისა, რომ თქვენს მშობლებს სჭირდებათ გულის გამოკვლევა რაც შეიძლება მალე:

ტკივილი მკერდის ძვლის უკან

თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ადრე ადვილად ადიოდა მაღლა, ახლა კი რაღაც მღელვარებას და დაღლილობას განიცდის, როდესაც ფიზიკურ აქტივობას ასრულებს, ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნიშანი. მკერდის ძვლის უკან ტკივილი ან სიმძიმე, რომელიც ზოგჯერ ჩნდება ფიზიკური დატვირთვის დროს, ხშირად არის სტენოკარდიის, ანუ გულის დაავადების, ერთ-ერთი საყურადღებო სიმპტომი. ასეთ ტკივილი ხშირად აღწერენ როგორც წნეხი ან მოჭერის გრძნობა, რაც გულის მუშაობის დარღვევის შედეგი შეიძლება იყოს.

ქოშინი და დაღლილობა

თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ხშირად გრძნობს სუნთქვის გაძნელებას ფიზიკური აქტივობის დროს, ეს შეიძლება იყოს გულის უკმარისობის ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომი. ქოშინი, რომელიც ადრე არ ჰქონდათ, გონივრული მიზეზია, რათა ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.

ქვედა კიდურების შეშუპება

გულის უკმარისობამ, შეიძლება, გამოიწვიოს კიდეც ქვედა კიდურების შეშუპება, რაც ხშირად იგრძნობა საღამოს. მსგავსი სიმპტომები ხშირად პაციენტების მიერ ვარიკოზული ვენების სიმპტომებად ითვლება, თუმცა ამის არსი შეიძლება გულის ჯანმრთელობის დარღვევებში იყოს. თუ ფეხებზე რეზინის კვალი რჩება, ან შეშუპება თვალში შესამჩნევია, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

ორთოპნოე

ჰაერის ნაკლებობის გრძნობა, რომელიც ძილის დროს გაუარესდება, ასევე შეიძლება გულის უკმარისობის ნიშანი იყოს. აგულის უკმარისობის დამახასიათებელი „სიმპტომია“ ძილის დროს თავის ქვეშ რამდენიმე ბალიშის დადების აუცილებლობა.  ჰაერის ნაკლებობის გამო ადამიანს აღარ შეუძლია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ძილი.

მომატებული არტერიული წნევა

ხშირად ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ არტერიული წნევის მომატებას, რადგან თავს კარგად გრძნობენ, თუმცა 140/90 მმ Hg-ზე მეტი წნევის დროს ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ამ მდგომარეობას არ გააჩნია ნათელი სიმპტომები, მაგრამ ვლინდება გულთან დაკავშირებული გართულებებით.

ქოლესტერინის დონის მომატება

თუ თქვენი ქოლესტერინის დონე 5,0 მმოლ/ლ-ს აღემატება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა თავიდან აიცილოთ მაღალი რისკის გართულებები.

გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

„მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.“. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემგანაცხადა.

ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ქვეყანაში გრიპით გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. 

„გრიპი გრიპია, ყველა მისი შტამი მსგავსი სიმძიმისაა. გრიპი, ეს არის ყველაზე საშიში რესპირატორული ინფექცია, რაც ზუსტად ამას გულისხმობს, რომ გარკვეულ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები აიცრნენ გრიპის ვაქცინით. განსაკუთრებით უნდა მოხდეს ეს რისკჯგუფებში.

თუ ავიღებთ მსოფლიო სტატისტიკას და მათ შორის ქართულს, ძირითადად, გრიპით კლინიკაში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. (60 წელს ზემოთ, ორსულები, ბავშვები) თუ ადამიანი შედის რისკჯგუფში, მნიშვნელოვანია, მათ დროულად მიმართონ ექიმს. თუ დამძიმდა გრიპი, სამწუხაროდ ლეტალურად მთავრდება ერთეულ შემთხვევებში.

სამწუხაროდ, ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების შემთხვევები. ახლა საკმაოდ მაღალი გავრცელების ფაზაში ვართ და ბევრი პაციენტია კლინიკებში.

აქცენტი უნდა გავაკეთოთ უპირველესად იმაზე, რომ ვინც რისკჯგუფშია,მნიშვნელოვანია, რომ დროულად  მოხდეს მათი ჯანმრთელობის შეფასება, რათა თავიდან ავიცილოთ ლეტალობა“,- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.

„ვივამედმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება სამედიცინო სფეროში

#post_seo_title

„ვივამედის“ საერთაშორისო აღიარება

„ვივამედმა“ წარმატებით გაიარა „Accreditation Canada“-ს რთული აკრედიტაციის პროცესი და მოიპოვა პლატინის ხარისხის სერტიფიკატი.
ეს სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კლინიკა სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და პაციენტებისთვის უმაღლესი დონის უსაფრთხო და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია

რატომ არის ეს აღიარება მნიშვნელოვანი?

  • უმაღლესი ხარისხის სტანდარტი – კლინიკის ყველა სერვისი საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება
  • პაციენტთა უსაფრთხოების გარანტია – მკაცრი კონტროლი და ინფექციების პრევენციის სისტემები
  • გუნდის პროფესიონალიზმი – სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი უმაღლეს დონეზეა გადამზადებული.
აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლობა სერტიფიკატს გადასცემს კლინიკის გუნდს

როგორ მიაღწია „ვივამედმა“ ამ წარმატებას?

  • მედპერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება
  • უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა
  • მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის საჭიროებებზე ფოკუსირება
  • ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების ინტეგრაცია.

რა სარგებელი მოაქვს ამ სერტიფიკატს პაციენტებისთვის?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე კლინიკის გუნდთან ერთად
  • უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება
  • თანამედროვე მკურნალობის მეთოდების გამოყენება
  • პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და ინდივიდუალური ყურადღება
  • მუდმივი კონტროლი და მომსახურების გაუმჯობესება.

სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია

ამ მნიშვნელოვანი მიღწევის აღსანიშნავად „ვივამედმა“ სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ „Accreditation Canada“-ს და კლინიკის წარმომადგენლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

  • კატერინა ტარასოვა – „Accreditation Canada“-ს ვიცე-პრეზიდენტი
  • იულია შჩერბინა – „Accreditation Canada“-ს ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი
  • პროფესორი გიორგი ფხაკაძე – „Accreditation Canada“-ს წარმომადგენელი საქართველოში
  • იოსებ დემეტრაშვილი – პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი
  • თათია გოჩაძე – პაციენტთა საბჭოების სამდივნოს წარმომადგენელი
  • ნინო ნადირაძე – კლინიკის ხელმძღვანელი გუნდთან ერთად.
  • სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობს პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ „ვივამედის“ მიერ მოპოვებული პლატინის სერტიფიკატი ახალ სტანდარტს ქმნის საქართველოს სამედიცინო სისტემაში.

გიორგი ფხაკაძე იულია შჩერბინა კატერინა ტარასოვა

„ვივამედი“ – სამედიცინო სფეროს ლიდერი საქართველოში

  • „ვივამედი“ გახდა სამაგალითო კლინიკა, რომელიც პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომით გამოირჩევა
  • კლინიკის პროფესიონალიზმი და მაღალი სტანდარტები პაციენტებს მეტ ნდობას უქმნის
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი მუდმივად უმჯობესდება და ვითარდება
აკრედიტაცია კანადის მრჩევლები სოფიო ქუთათელაძე იოსებ დემეტრაშვილი და თათია გოჩაძე კლინიკის ხელმძღვანელ ნინო ნადირაძესთან ერთად

„ვივამედმა“ წარმატებით გაიარა უმკაცრესი საერთაშორისო აკრედიტაცია და ერთ-ერთი მოწინავე კლინიკაა საქართველოში.

ეს მიღწევა ნიშნავს, რომ პაციენტებს შეუძლიათ სრული ნდობით მიმართონ „ვივამედს“, რადგან აქ მათ ელოდებათ უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და თანამედროვე სამედიცინო მომსახურება!

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights