სამშაბათი, ივნისი 16, 2026

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
#post_seo_title

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

1.    რას წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები?

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს მიეკუთვნება:

▫          პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების ავადმყოფობები

▫          საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ავადმყოფობები

▫          ჭია ნაწლავის ავადმყოფობები

▫          თიაქარი

▫          არაინფექციური ენტერიტები და კოლიტები

▫          ნაწლავების სხვა ავადმყოფობები

▫          პერიტონეუმის ავადმყოფობები

▫          ღვიძლის ავადმყოფობები

▫          ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის ავადმყოფობები

▫          საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ავადმყოფობები[i]

 

საჭმლის მონელების მნიშვნელოვანი ასპექტებია:

▫          საჭმლის მონელების საშუალებით საკვები იშლება საკვებ ნივთიერებებად, რომელსაც ორგანიზმი გამოიყენებს ზრდა-განვითარებისა და უჯრედების შენებისათვის.

▫          კუჭ-ნაწლავის (გასტრო-ინტესტინულ) ტრაქტში გადაადგილებისას საკვებს ერევა  საჭმლის მომნელებელი წვენები, რომლებიც საკვებს შლიან მცირე მოლეკულებად, ხოლო ეს მოლეკულები, წვრილი ნაწლავის კედლის გავლით, ხვდება სისხლძარღვებში, საიდანაც გადაიტანება მთელ ორგანიზმში.

▫          წვრილი ნაწლავი შეიწოვს მონელებული საკვები მოლეკულების უდიდეს ნაწილს, წყალს და მინერალებს, რომლებიც იგზავნება შემდგომი ქიმიური გარდაქმნისათვის ან სხეულის რომელიმე ნაწილში შესანახად.

▫          მონელების პროცესი კონტროლდება ნერვული და ჰორმონული რეგულატორების საშუალებით.[ii]

 

  1. 2.    რატომ არის საყურადღებო საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები?

საქართველოში გავრცელების მიხედვით, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები მესამე ადგილს იკავებს (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში), ახალი შემთხვევების სიხშირის მიხედვით კი – მეორე ადგილზეა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: პირის ღრუს სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები, საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები და ნაღვლის ბუშტის სანაღვლე გზებისა და პანკრეასის ავადმყოფობები. დაავადებათა ქვეჯგუფებიდან მაღალი პრვალენტობით გამოირჩევა  ქოლეცისტიტი და ქოლელითიაზი (1119,4), გასტრიტი და დუოდენიტი (996,8) და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (455,4). საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან მაღალი ლეტალობით გამოირჩევა ღვიძლის ავადმყოფობები, პერიტონიუმის ავადმყოფობები და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.

ვინაიდან საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან მაღალი გავრცელებით ქოლეცისტიტი, გასტრიტი და კუჭის წყლულოვანი დაავადებები გამოირჩევა, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილავთ ამ დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორებს.

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. განასხვავებენ ალიმენტურ, ალკოჰოლურ, ალერგიულ, ანაციდურ, ანტრალურ, კატარალურ, კოროზიულ, მწვავე, ზედაპირულ, პოლიპოზურ, ქრონიკულ, ეროზიულ, წყლულოვან და სხვა ტიპის გასტრიტებს. კუჭის ლორწოვანი დამცავი გარსის დასუსტებას და დაზიანებას მრავალი ფაქტორი იწვევს. ესენია: თამბაქო, ზოგიერთი მედიკამენტი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სტრესი, კაუსტიკური ნივთიერებები, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქოს წევა, ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.[iii]

კუჭის წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ ფაქტორს ენიჭება. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. რიგ შემთხვევაში წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. სხვა ფაქტორებია: სხვადასხვა მუკოტროპული ვირუსით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება, ფსიქოლოგიური სტრესი, კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი, გენეტიკური მიდრეკილება და სხვა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან ასევე გავრცელებულია ინფექციური ბუნების დიარეული დაავადებები.

 

  1. 3.    რომელია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ძირითადი სიმპტომები?

გასტრიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვარირებს ინდივიდთა შორის, ზოგჯერ ის შესაძლოა სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობდეს; თუმცა ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • მუცლის შებერილობა
  • ტკივილი მუცლის არეში
  • გულისრევა
  • ღებინება
  • დისპეფსიური (საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები) მოვლენები
  • ბოყინი
  • მადის დაქვეითება

წყლულოვანი დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც განსხვავდება იმის მიხედვით, წყლული არის კუჭში თუ თორმეტგოჯა ნაწლავში:

  • კუჭის წყლულის დროს ტკივილი არის ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც იწყება ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ და გრძელდება კუჭის შიგთავსის გადასვლამდე თორმეტგოჯა ნაწლავში ან ღებინებამდე.
  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის დამახასიათებელია რითმული ტკივილი, რომელიც იხსნება საკვების ან ანტაციდების (სიმჟავის დასაქვეითებელი პრეპარატები) მიღების შემდეგ. ტკივილი იწყება უზმოზე ანუ “მშიერ ტკივილი” ან ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ, ტიპიურია ღამის ტკივილი. ტკივილი გადაეცემა მარჯვენა ფერდქვეშა არეში.
  • წყლულოვანი დაავადების დროს ზოგჯერ აღინიშნება დისპეფსიური მოვლენები: გულძმარვა, ღებინება, გულისრევა და ბოყინი.

ქოლეცისტიტის დროს, თანდართული დაავადების სახით დისკინეზია ანუ ნაღვლის ბუშტის მოტორიკის (შეკუმშვის უნარის გაძლიერება ან შესუსტება) მოშლა გვხვდება. ნაღვლის ბუშტის მოტორიკის შესუსტების დროს დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: პირში მწარე გემო, ბოყინი, გულისრევა (შესაძლოა პირღებინება ნაღვლის მინარევით), ყრუ ხასიათის მუდმივი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც პირღებინების ან საკვების მიღების შემდეგ (ნაღვლის ბუშტის დაცლის გამო) რამდენადმე მცირდება. ნაღვლის ბუშტის მოტორიკის გაძლიერების შემთხვევაში კლინიკური სურათი განსხვავებულია. დამახასიათებელია მარჯვენა ფერდის ქვეშ ტკივილის ხანმოკლე შეტევა, რომელიც წამლების გარეშეც სწრაფად ქრება. ამ დროს ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეზე ხელით ზეწოლისას მკვეთრი ტკივილი აღინიშნება. ქოლეცისტიტს შეიძლება თან სდევდეს ცხელება, ოფლიანობა, შემცივნება და მუცლის შებერილობა. ჩვეულებრივ ქოლეცისტიტის ნიშნები გამოვლინდება ჭამის შემდგომ დიდი რაოდენობით ან ცხიმიანი საკვების მიღებისას.[iv]

 

  1. რა უნდა გავაკეთო თუ ეს სიმპტომები მაწუხებს?

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს პაციენტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს თვითმკურნალობა, მან უნდა მიმართოს სპაციალისტს (ოჯახის ექიმს ან სპეციალიზებულ კლინიკას), რომელიც გაუწევს შესაბამის რეკომენდაციებს.

იმისათვის, რათა თავიდან აიცილოთ გამწვავებები, საჭიროა, დაიცვათ დიეტა. რემისიის პერიოდში მიზანშეწონილია საკვების ხშირი მიღება. დღეში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებით, მკაცრად ფიქსირებულ საათებში. მშრალი საკვები და სწრაფად მირთმეული კერძი საჭმლის მონელების პროცესს არღვევს. ამიტომ, ნაღველი არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა, რასაც საკვების არასრული შეთვისება მოსდევს. ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილია, ყოველდღიურ რაციონში 30-50 გრამი მცენარეული ცხიმი შედიოდეს. მისი რაოდენობა კალკულოზური (კენჭოვანი) ქოლეცისტიტის შემთხვევაში 20-30 გრამამდე იკლებს. ცხარე და მწარე საკვები იკრძალება. ცხოველური ცხიმებიდან შეიძლება მხოლოდ კარაქი, დღეში 15-20 გრამის ოდენობით. უმჯობესია გამომშრალი, თეთრი პური.

 

  1. რისი გაკეთება შემიძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ან რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად?
  •  თუ ხართ ჭარბი წონის, დაიკელით წონაში თანდათანობით. წონის სწრაფმა დაკლებამ შესაძლებელია გაზარდოს ნაღვლ-კენჭოვან დაავადების განვითარების რისკი. სწორება აიღეთ კვირაში ნახვარი კილოგრამის დაკლებაზე
  • შეინარჩუნეთ ოპტიმალური წონა. ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის კენჭების წარმოქმნის რისკს. ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევაში შეამცირეთ მიღებული კალორიების რაოდენობა და გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა.
  • იკვებეთ ჯანსაღად, რეგულარულად. ჭარბი რაოდენობით ცხიმის შემცველი საკვები და უჯრედისის დეფიციტის მქონე დიეტა ზრდის ნაღვლ-კენჭოვან დაავადების განვითარების რისკს. აირჩიეთ ისეთი საკვები რომელიც შეიცავს ბოსტნეულს, ხილს, არარაფინირებულ მარცვლოვნებს.

მეტი ინფორმაცია ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=154

 



[i] http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx

[ii] http://digestive.niddk.nih.gov/ddiseases/pubs/yrdd/index.aspx

[iii] http://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/3769-mtsvave-gastriti.html

#drpkhakadze #აქხარისხია

საყლაპავის კიბო – საყლაპავის კიბოს გადარჩენის მაჩვენებელი ძლიერ დაბალია

საყლაპავის კიბოა
#post_seo_title

საყლაპავის კიბო

საყლაპავის კიბოს ავადობა 2012 წელს სავარაუდოდ გამოვლენილი 456 000 ახალი შემთხვევით (ონკოლოგიურ დაავადებათა საერთო ავადობის 3.2%) მერვე ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის და სიკვდილიანობა მეექვსე ადგილზე სიკვდილის დაახლოებით 400 000 შემთხვევით (კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 4.9%).
შემთხვევათა თითქმის 80% დაბალ განვითარებულ ქვეყნებში ვლინდება. მსოფლიოში
საყლაპავის კიბოს ინციდენტობის მაჩვენებელი მამაკაცთა შორის თითქმის ორნახევარჯერ
მეტია (მამაკაცი : ქალი თანაფარდობა = 2.4:1). ავადობა 100 000 მოსახლეზე ორივე სქესის
წარმომადგენლებში ქვეყნების მიხედვით თითქმის 20-ჯერ ვარირებს მამაკაცებში – 0.8-დან (დასავლეთი აფრიკა) 17-მდე (აღმოსავლეთ აზია), ხოლო ქალებში 0.2-დან (დასავლეთ აფრიკა) 7.8-მდე (აღმოსავლეთ აფრიკა).

საყლაპავის კიბოს გადარჩენის მაჩვენებელი ძლიერ დაბალია, ამიტომაც სიკვდილიანობის
მაჩვენებლების მახასიათებელი სხვადასხვა ქვეყნებში ავადობის მაჩვენებლების იდენტურია, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლებით მამაკაცებში აღმოსავლეთ აზიასა (100000 მოსახლეზე -14.1) და სამხრეთ აფრიკაში (12.8) და ქალებში აღმოსავლეთ (7.3) და სამხრეთ აფრიკაში (

oesophagus_cancer1

#drpkhakadze #აქხარისხია

საინტერესო ფაქტები ხანდაზმულებზე

საინტერესო ფაქტები ხანდაზმულებზე
#post_seo_title

საინტერესო ფაქტები ხანდაზმულებზე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზით: 2000 წლიდან 2050 წლამდე მსოფლიოში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა 11%-დან 22%-მდე გაიზრდება. სავარაუდოდ, აბსოლუტური რიცხვი 60 წლის და მეტი ასაკის  მოსახლეობის 605 მილიონიდან 2 მილიარდი გახდება.

მსოფლიოში, როგორც არასდროს იმდენი 80-დან 90 წლამდე მცხოვრები ადამიანი იქნება. 80 წლის და მეტი ასკის ადამიანები 2050 წლამდე 395 მილიონი გახდება (თითქმის 4-ჯერ გაიზრდება). საშუალო ასაკის და ხანდაზმულ ადამიანებსაც კი შეიძლება ჰყავდეთ ცოცხალი მშობლები. ბევრ ბავშვს ექნება საშუალება იცნობდეს სამი-ოთხი წინა თაობის ბაბუებსა და ბებიებს.

ჩვენიდაბერებაბევრფაქტორზეადამოკიდებული

ადამიანის ბიოლოგიური სისტემის ფუნქციონალური პოტენციალი სწრაფად იზრდება სიცოცხლის პირველ წლებში, პიკს აღწევს ადრეული ახალგაზრდობის ასაკში და შემდეგ ბუნებრივია თანდათან კლებულობს. მთელი სიცოცხლის მანძილზე პოტენციალის კლების ტემპი  ნაწილობრივ  ჩვენს ქცევებსა და ზოგიერთი ფაქტორის ურთიერთქმედებაზეცაა დამოკიდებული. ამ ფაქტორებში იგულისხმება ის, თუ რითი ვიკვებებით, ფიზიკურად რამდენად აქტიურნი ვართ, გვაქვს თუ არა  მავნე ჩვევები: მაგალითად თამბაქოსა და ტოქსიური ნივთიერებების მოხმარება,  ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება.

ხანდაზმულთა უმრავლესობა უფრო არაინფექციური ქრონიკული დაავადებებით იღუპება, ვიდრე ინფექციური და პარაზიტული პათოლოგიებით. როგორიცაა: გულის დაავადებები, კიბო, დიაბეტი,  ინსულტი. ძალიან ხშირია, როცა ერთ ადამიანს ერთდროულად რამდენიმე ჯანმრთელობის პრობლემა აღენიშნება: მაგალითად დიაბეტი და გულის დაავადება.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ აწყდებიან ხანდაზმულები საზოგადოებისა და ოჯახის მხრიდან სხვადასხვა ფორმით ცუდ დამოკიდებულებას.  მსგავსმა დამოკიდებულებამ კი ისინი შეიძლება ფიზიკურ და ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ ტრავმებამდე მიიყვანოს.

გრძელვადიანი ზრუნვის საჭიროება იზრდება.

რადგან დემენციის განვითარების რისკი  ასაკის მატებასთან ერთად იზრდება,  სიცოცხლის გახანგრძლივების პარალელურად პროგნოზის მიხედვით: 2050 წლისათვის 4-ჯერ გაიზრდება იმ ასაკის ხანდაზმულთა რიცხვი, რომლებიც  დამოუკიდებელი ცხოვრების უნარს კარგავს  სხვადასხვა ფიზიკური თუ გონებრივი პრობლემების გამო. მათ უმრავლესობას სჭირდება სხვადსხვა ფორმით ხანგრძლივი მოვლა:  ოჯახში, მოხუცებულთა სახლში, თუ  ჰოსპიტალიზაციის დროს. საზოგადოება მზად უნდა იყოს ღირსეულად შეასრულოს მათ წინაშე თავისი მოვალეობა.

ხანდაზმულების მისაბაძი მაგალითები

საგანგებო სიტუაციების დროს ხანდაზმულები შეიძლება განსაკუთრებულად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ვერ შეძლონ თავის დაღწევა სტიქიური უბედურებისა თუ შეიარაღებული კონფლიქტების ზონებიდან.  მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული საგანგებო სიტუაციების დროს აღინიშნა ბევრი მაგალითი თუ, როგორ ღირებულ რესურს წარმოადგენენ ხანდაზმულები ასეთ სიტუაციებში და მათ არამარტო თავის გადარჩენა შეძლეს, არამედ საზოგადოებასაც გაუწიეს დახმარება. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ:   ბანგლადეშში 2007 წელს ციკლონის შემდეგ ხანდაზმულთა კომიტეტმა აქტიური როლი შეასრულა საზოგადოებისა და ოჯახების წინაშე, არცთუ მცირე რისკის ფასად, ჰუმანიტარული ტვირთის მისაღებად გამოავლინეს დაზარალებულები, შეადგინეს სიები და ადგილებზე ჩაატარეს მათი რეგისტრაცია. 2011 წელს იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ხანდაზმულებმა და პენსიონერებმა ბირთვული ავარიის ადგილებში,  მოხალისეებად შესთავაზეს  სამსახური მთავრობას იმ მოტივით, რომ არ ეშინოდათ  რადიაციული ზემოქმედების გრძელვადიანი ეფექტის თავიანთი ასაკის გამო[ii].

წყარო:


[i] http://www.who.int/ageing/about/facts/ru/

[ii] http://www.who.int/world-health-day/2012/toolkit/background/ru/index3.html

#drpkhakadze #აქხარისხია

არამწეველ ადამიანებში ფილტვის სიმსივნე გახშირდა – რა არის მიზეზი

რა არის ფილტვის კიბო
ფილტვის კიბოს პრევენციის ახალი ეპოქა: სისხლის ანალიზი, რომელიც დაავადებას 5 წლით ადრე პროგნოზირებს და დიეტა, რომელიც რისკს მესამედით ამცირებს

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა პროპორციულად იკლებს, ფილტვის კიბო კვლავ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად რჩება. ის ყოველწლიურად თითქმის 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევები იზრდება იმ ადამიანებში, რომლებიც მწეველები არასოდეს ყოფილან. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ არამწეველებში ფილტვის კიბოს გავრცელება შესაძლოა, ჰაერის დაბინძურებასთან და მისი ზიანის მატებასთან იყოს დაკავშირებული. ამ მხრივ, ყველაზე მძიმე ვითარება აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა პროექტ GLOBOCAN-ის 2022 წლის ონკოლოგიური სტატისტიკური მონაცემები გააანალიზეს. ასევე, შეისწავლეს 1988-2017 წლებში აღრიცხული სიმსივნის შემთხვევებიც. დადგინდა, რომ ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი ადენოკარცინომაა, რომელიც კაცებში სიმსივნური ავადობის 45.6%-ს, ხოლო ქალებში 59.7%-ს შეადგენს.

ადენოკარცინომა ჯირკვლოვან ქსოვილში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოწევაც შეიძლება გახდეს, ეს დაავადება მწეველებში ყველაზე გავრცელებული მაინც არ არის. საინტერესოა, რომ ის არამწეველებში უფრო ხშირად გვხვდება.

წინა კვლევებთან შედარების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევები არამწეველებში აშკარა მატებით ხასიათდება. მათი აზრით, აუცილებელია, ამ პრობლემის გადაჭრას მეტი ყურადღება დაეთმოს, პარალელურად კი გაგრძელდეს ძალისხმევა როგორც მწეველთა რაოდენობის შემცირების, ასევე ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიმართულებით.

ეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მრავალი ქვეყნის მაგალითზე ჩანს, როგორ იკლებს თამბაქოს მოხმარება, თუმცა, პარალელურად, არამწეველებში ფილტვის კიბოს მაჩვენებელი იზრდება. დღეს მსოფლიოში ფილტვის კიბო არამწეველებში სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის მეხუთე წამყვანი მიზეზია. ის თითქმის ყოველთვის ადენოკარცინომის ფორმით ვლინდება და განსაკუთრებით ხშირად ქალებსა და აზიურ პოპულაციებში ფიქსირდება.

მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. ადრეული კვლევებიც ადასტურებს, რომ ადენოკარცინომასა და გარემოს დაბინძურებას შორის მჭიდრო კავშირია.

აღმოსავლეთ აზია, განსაკუთრებით კი ჩინეთი, კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ რეგიონად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოხმარების კლებასთან ერთად მოწევასთან დაკავშირებული ფილტვის კიბოს შემთხვევებიც მცირდება, დაბინძურებასთან დაკავშირებული შემთხვევები პირიქით, იმატებს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ფილტვის კიბოს შესწავლა, მონაცემთა მუდმივი შეგროვება და ანალიზი მათ დაავადების გავრცელების მექანიზმების უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ასევე, საშუალებას მისცემს შეიმუშაონ შესაბამისი სტრატეგიები, რომლებიც სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლას გაამარტივებს.

კიბოს ვაქცინამ იმედის მომცემი შედეგები აჩვენა

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

ექსპერიმენტულმა კიბოს ვაქცინამ,რომელიც პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნება, ეფექტურობა აჩვენა თირკმლის კიბოს მესამე და მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებში.

კვლევა ჩატარდა Dana-Farber-ის კიბოს ინსტიტუტის,ჰარვარდის სამედიცინო სკოლის და იელის კიბოს ცენტრის მიერ.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო ცხრა პაციენტმა,რომლებმაც ოპერაციის შემდეგ მიიღეს ვაქცინა, შექმნილი მათი სპეციფიკური მუტაციების მიხედვით. ვაქცინამ გამოიწვია ძლიერი იმუნური პასუხი, T უჯრედების რაოდენობის 166-ჯერ გაზრდით. ვლევის შედეგების მიხედვით, საშუალოდ 34.7 თვის შემდეგ ყველა პაციენტი რჩებოდა კიბოსგან თავისუფალი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი შედეგები იმედის მომცემია, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევები, ვაქცინის ეფექტურობის საბოლოოდ დასამტკიცებლად.

ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდ “City Cancer Challenge”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მემორანდუმი გაფორმდა

#post_seo_title

ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდ “City Cancer Challenge”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, 2025-2026 წლებში, განხორციელდება პროექტები კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და თითოეული პაციენტის მკურნალობისთვის საჭირო, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და “City Cancer Challenge”-ის ევროპის რეგიონის დირექტორმა სოფი ბუსმანმა მოაწერეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონდთან ინტენსიური თანამშრომლობით, ონკოლოგიური დაავადების მქონე თითოეული პაციენტისთვის, ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

ჯანდაცვის სამინისტრო და „City Cancer Challenge”, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ერთობლივ პროექტებს, 2019 წლიდან ახორციელებენ.

მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარეებმა, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტით გათვალისწინებულ პროექტებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ონკოლოგიური დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა და მის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებები. ისაუბრეს, ონკოლოგიის მკურნალობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტთა ორგანიზაციისა და „City Cancer Challenge”-ის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

მოზარდები და ალკოჰოლი – რატომ არის ეს სერიოზული საფრთხე

მოზარდები და ალკოჰოლი – რატომ არის ეს სერიოზული საფრთხე
#post_seo_title

მოზარდები და ალკოჰოლი – რატომ არის ეს სერიოზული საფრთხე

საქართველოში ტრადიციულად ალკოჰოლი კულტურისა და დღესასწაულების ნაწილი იყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდებში მისი მოხმარება სერიოზული რისკია ჯანმრთელობისთვის!

კვლევები ცხადყოფს, რომ:

მოზარდებში ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება 5-ჯერ ზრდის ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების რისკს მომავალში.

ტვინის განვითარება გრძელდება 25 წლამდე, ხოლო ალკოჰოლი აზიანებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე.

მოზარდებში ალკოჰოლის მოხმარება ზრდის დეპრესიის, ანტისოციალური ქცევის და სასკოლო მიღწევების გაუარესების ალბათობას. (National Geographic)

რატომ არის ალკოჰოლი განსაკუთრებით საშიში მოზარდებისთვის?

  1. ტვინის განვითარება და დაზიანება
  2. დამოკიდებულების გაჩენის მაღალი რისკი
  3. იმუნური სისტემის დასუსტება და ჯანმრთელობის გაუარესება
  4. ქცევითი და აკადემიური პრობლემები
  5. უბედური შემთხვევების და ძალადობის რისკის ზრდა

კვლევების თანახმად:

მოზარდებში, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც იღებენ ალკოჰოლს, სწავლაში მიღწევები 20%-ით უარესია.

ახალგაზრდებში, რომლებიც 14 წლამდე ასაკში სვამენ, ალკოჰოლზე დამოკიდებულების რისკი 50%-ით მაღალია.

ალკოჰოლის ზემოქმედება ახალგაზრდებში ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების, ძალადობის და სხვა რისკების ალბათობას.

მშობლების როლი – როგორ დავიცვათ მოზარდები ალკოჰოლისგან?

  1. იყავით მაგალითი – მშობლების ალკოჰოლთან დამოკიდებულება პირდაპირ მოქმედებს მოზარდის ქცევაზე.
  2. მკაფიო წესების დაწესება – კვლევები აჩვენებს, რომ მკაცრი ოჯახური წესები 45%-ით ამცირებს მოზარდებში ალკოჰოლის მოხმარების ალბათობას.
  3. ესაუბრეთ ბავშვებს ალკოჰოლის ზიანზე – დროული განათლება ორმაგად ამცირებს რისკს, რომ მოზარდმა რეგულარულად დაიწყოს ალკოჰოლის მიღება.
  4. გააძლიერეთ ურთიერთობა შვილებთან – მაღალი ემოციური კავშირი ამცირებს მავნე ჩვევების ჩამოყალიბების რისკს.
  5. აკონტროლეთ სოციალური გარემო – ბავშვები, რომლებიც ალკოჰოლს სახლში ხედავენ, სამჯერ უფრო ხშირად სვამენ თინეიჯერობის პერიოდში.

პროფესორ  გიორგი ფხაკაძის კომენტარი

**„მოზარდებში ალკოჰოლის მოხმარება არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. ტვინი ჯერ კიდევ ვითარდება 25 წლამდე, და ალკოჰოლის ზემოქმედება ამ პროცესს მნიშვნელოვნად აზიანებს.

გირჩევთ:

  • ნუ დაუშვებთ მოზარდებისთვის ალკოჰოლის შეთავაზებას – ეს „უმნიშვნელო“ ფაქტი მომავალში შეიძლება მძიმე შედეგებში გადაიზარდოს.
  • დააწესეთ მკაფიო წესები – ოჯახში ალკოჰოლის მიმართ ნეიტრალური ან მკაცრი მიდგომა ახალგაზრდებში მის მოხმარებას ამცირებს.
  • იყავით ბავშვების მხარდამჭერი და გაწონასწორებული კომუნიკაციაში – მორალური მხარდაჭერა ბევრად ეფექტურია, ვიდრე დასჯა.
  • ეს ცვლილებები დაეხმარება მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების არჩევაში და თავიდან აიცილებს უამრავ სერიოზულ დაავადებას!“

წყაროები:

National Geographic – Underage Drinking Effects: https://www.nationalgeographic.com/…/underage-drinking…

WHO – Alcohol and Adolescents: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/alcohol

CDC – Effects of Alcohol on the Teenage Brain: https://www.cdc.gov/alcoh…/fact-sheets/underage-drinking.htm

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა უფრო მეტი მშობელი და მოზარდი იცნობდეს ალკოჰოლის რეალურ საფრთხეებს!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ალკოჰოლი #მოზარდები #ჯანსაღიცხოვრება

@highlight

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

Sheni

SheniSupra.ge

SheniSilamaze.ge

@[61565067681848:2048:SheniPositivi.gehttp://xn--podcchbab0akj1cwd.ge/]

SheniTbilisi.ge

 

 

COVID-19-ის ვირუსი ორგანიზმში წლების შემდეგაც – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები!

COVID is Not the Flu: the data shows that COVID-19 remains a far more dangerous virus, both in terms of its immediate effects and long-term consequences
#post_seo_title

COVID-19-ის ვირუსი ორგანიზმში წლების შემდეგაც – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები!

მოსაზრება, რომ COVID-19 უბრალოდ “გრიპივით გადაივლის” და ორგანიზმში აღარ რჩება, მცდარია!

ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ COVID-19-ის ვირუსის კვალი ინფიცირების შემდეგ ორგანიზმში შესაძლოა წლების განმავლობაშიც დარჩეს!

რას გვიჩვენებს კვლევები?

ვირუსის რნმ (გენეტიკური მასალა) გამოვლინდა ადამიანებში ინფიცირებიდან 2 წლის შემდეგაც კი.

SARS-CoV-2-ის ცილები დაფიქსირდა სხვადასხვა ორგანოებში – ნაწლავებში, ტვინში, ფილტვებში და იმუნურ სისტემაში.

ვირუსის კვალი ორგანიზმში შესაძლოა იყოს “ხანგრძლივი COVID-19”-ის (Long COVID) გამომწვევი მთავარი ფაქტორი.

ეს პროცესი იწვევს ქრონიკულ ანთებით რეაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია იმუნური სისტემის დარღვევებთან.

COVID-19-ის ვირუსი ორგანიზმში – რატომ არის ეს სერიოზული პრობლემა?

  1. ნეიროლოგიური გართულებები
  2. იმუნური სისტემის მუდმივი სტიმულაცია და ანთება
  3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებული რისკი
  4. ქრონიკული დაღლილობა და მეხსიერების პრობლემები
  5. ფილტვების და სასუნთქი სისტემის ხანგრძლივი დაზიანება

კვლევების თანახმად:

“ხანგრძლივი COVID-19”-ით დაავადებული პაციენტების 30%-ს ვირუსის კვალი ორგანიზმში ინფიცირებიდან 12-24 თვის შემდეგაც აქვს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ვირუსი შესაძლოა ნერვულ სისტემაში დარჩეს, რაც ტვინის ნისლს (brain fog) და კონცენტრაციის პრობლემებს იწვევს.

COVID-19-ის გადატანის შემდეგ ინსულტის რისკი 50%-ით მეტია, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც ეს ვირუსი არ ჰქონია.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

**„ახალი მონაცემები გვიჩვენებს, რომ COVID-19-ის ინფექცია არ სრულდება 1-2 კვირაში, როგორც გრიპი. ვირუსი ორგანიზმში შესაძლოა წლების განმავლობაში დარჩეს და სხვადასხვა ორგანოებზე ზემოქმედება განაგრძოს.

გირჩევთ:

  • COVID-19 არ არის „უბრალო ვირუსი“ – მისი გრძელვადიანი ზემოქმედება ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი.
  • იმუნიტეტის გაძლიერება და რეგულარული სამედიცინო შემოწმება აუცილებელია COVID-19-ის გრძელვადიანი ეფექტების შესაფასებლად.
  • თუ გადატანილი გაქვთ COVID-19 და კვლავ გაქვთ დაღლილობა, ტვინის ნისლი, გულის პრობლემები – გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
  • ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პანდემია არ დასრულებულა და COVID-19-ის შემდგომი გართულებები სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს!“

წყაროები:

IFLScience – COVID-19-ის ვირუსის კვალი ორგანიზმში წლების შემდეგაც: https://www.iflscience.com/signs-of-covid-virus-in-the-body…

WHO – COVID-19-ის გრძელვადიანი ეფექტები: https://www.who.int/…/fact…/detail/post-covid-19-condition

The Lancet – Long COVID-ის გავლენა ჯანმრთელობაზე: https://www.thelancet.com/…/PIIS0140-6736(21)01900…/fulltext

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა უფრო მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული COVID-19-ის გრძელვადიანი შედეგების შესახებ!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #COVID19 #ხანგრძლივიCOVID #ჯანმრთელობა

@highlight

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

Sheni

@[61565067681848:2048:SheniPositivi.gehttp://xn--podcchbab0akj1cwd.ge/]

SheniAcademia DrPkhakadze

 

 

 

 

შაქარი – „ტკბილი შხამი“, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ანადგურებს!

შაქარი – „ტკბილი შხამი“, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ანადგურებს!
#post_seo_title

შაქარი – „ტკბილი შხამი“, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ანადგურებს!

საქართველოში ტკბილეული და შაქრიანი სასმელები ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია – ტრადიციული დესერტებიდან დაწყებული, ჩაისა და ყავაში შაქრის დამატებით დამთავრებული. თუმცა, იცით თუ არა, რომ ეს „ტკბილი სიამოვნება“ სინამდვილეში ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა?

კვლევების თანახმად, შაქრის ჭარბი მოხმარება პირდაპირ იწვევს:

  • სიმსუქნეს და ჭარბწონიანობას
  • გულის დაავადებებს და ინსულტს
  • მეხსიერების დაქვეითებას და დემენციას
  • იმუნური სისტემის დასუსტებას
  • კბილების დაშლას და კარიესს
  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციაა, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღეში არაუმეტეს 25 გრამი (6 ჩაის კოვზი) შაქარი უნდა მიიღოს, მაგრამ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა დღეში 80-100 გრამს მოიხმარს!

შაქრის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე

  1. სიმსუქნე და ჭარბწონიანობა

შაქარი მაღალი კალორიულია, მაგრამ დაბალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.

როდესაც ჩვენ ვიღებთ შაქარს, რომელიც ორგანიზმს ენერგიისთვის არ სჭირდება, ის ცხიმად ინახება, რაც წონის მატებას იწვევს.

შაქარი ასევე ზრდის ინსულინის გამოყოფას, რაც ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით მუცლის არეში.

ყოველდღიურად 1 ჭიქა ტკბილი სასმელის მიღება წელიწადში 7-8 კგ-მდე წონის მომატებას იწვევს.

  1. გულის დაავადებები და ინსულტი

შაქრის ჭარბი მოხმარება ზრდის არტერიულ წნევას და ანთებით პროცესებს ორგანიზმში, რაც გულის დაავადებების რისკს ზრდის.

კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრის მაღალი მიღება 2-ჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

  1. მეხსიერების დაქვეითება და დემენცია

შაქრის რეგულარული მოხმარება ამცირებს ტვინის ნეირონების აქტივობას, რაც კონცენტრაციის დარღვევას და მეხსიერების გაუარესებას იწვევს.

მაღალი შაქრის მიღება ზრდის ალცჰაიმერის და დემენციის განვითარების რისკს.

  1. კბილების დაშლა და კარიესი

შაქარი ბაქტერიების მთავარი საკვებია პირში, რომლებიც მჟავას წარმოქმნიან და კბილის ემალს აზიანებენ.

მეტი შაქრის მოხმარება ზრდის კარიესის და კბილის დაავადებების რისკს.

  1. იმუნური სისტემის დასუსტება

შაქრის ჭარბი მოხმარება იწვევს ანთებით პროცესებს ორგანიზმში, რაც ამცირებს იმუნური სისტემის ეფექტურობას.

100 გრამი შაქარი 40%-ით აქვეითებს იმუნური სისტემის ფუნქციას 5-6 საათის განმავლობაში.

ყველა სახის შაქარი მავნეა – თეთრი, ყავისფერი, ლერწმის…

შაქრის ყველა ფორმა, იქნება ეს თეთრი შაქარი, ყავისფერი შაქარი თუ ლერწმის შაქარი – ორგანიზმში ერთნაირად იშლება და ერთნაირად აზიანებს ჯანმრთელობას.

„ბუნებრივი“ შაქრები იგივე რაოდენობის კალორიას შეიცავს და მეტაბოლიზმზე იგივე ზემოქმედება აქვს, როგორც დამუშავებულ თეთრ შაქარს.

როგორ შევამციროთ შაქრის მოხმარება?

  1. შეწყვიტეთ ტკბილი სასმელების მიღება – გაზიანი წყლები, ენერგეტიკული სასმელები და ბოთლის წვენები შაქრის „ბომბებია“.
  2. მოერიდეთ დამუშავებულ პროდუქტებს – ტკბილი იოგურტები, სოუსები, პურ-ფუნთუშეული და „ჯანსაღი“ გრანოლები ხშირად დიდი რაოდენობით დამატებით შაქარს შეიცავს.
  3. შეზღუდეთ ყავასა და ჩაის შაქრით დატკბობა – სცადეთ შაქრის შემცირება ეტაპობრივად.
  4. შაქრის ბუნებრივი ალტერნატივები გამოიყენეთ – სტევია და ერითრიტოლი უსაფრთხო ტკბილეულებია.
  5. უპირატესობა მიანიჭეთ ახალ ხილს – ხილი ბუნებრივი ტკბილეულია, რომელიც ბოჭკოების წყალობით უკეთ შეიწოვება და სისხლში შაქრის უეცარ მატებას არ იწვევს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

„შაქარი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

გირჩევთ:

  • შეამციროთ შაქრის მიღება ეტაპობრივად – ორგანიზმი ახალ გემოს ეჩვევა.
  • ყურადღება მიაქციოთ პროდუქტების ეტიკეტებს – ბევრი „ჯანსაღი“ პროდუქტი დამუშავებულ შაქარს შეიცავს.
  • ბავშვებს შეამცირეთ შაქრის მოხმარება – ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ჩვევების ჩამოყალიბება.
  • ეს ცვლილებები გაიზრდის ენერგიის დონეს, გააუმჯობესებს ტვინის მუშაობას, შეამცირებს დიაბეტის, გულის დაავადებებისა და სიმსუქნის რისკს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე კონტროლს თავად აიღებთ!

შაქრის ალტერნატივები – რა შეგვიძლია გამოვიყენოთ?

  • დამუშავებული შაქრის შემცირება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტკბილეულისგან სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი.
  • სტევია – მცენარეული ბუნებრივი დამატკბობელი, რომელსაც 0 კალორია აქვს და სისხლში შაქრის დონეს არ ზრდის.
  • ერითრიტოლი – შაქრის ალტერნატივა, რომელიც არ იწვევს კბილების დაზიანებას და არეგულირებს გლუკოზის დონეს.
  • თაფლი და ხურმა – მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს შაქარს, მათში დამატებითაა ანტიოქსიდანტები და სასარგებლო მინერალები.
  • ახალი და ხმელი ხილი – ნატურალური ტკბილეული, რომელიც ბოჭკოს შემცველობის გამო სისხლში შაქრის უეცარ მატებას არ იწვევს.

მნიშვნელოვანია: ბავშვები და შაქარი!

ბავშვებში შაქრის ჭარბი მოხმარება ზრდის დიაბეტის, სიმსუქნის და კონცენტრაციის პრობლემების რისკს.

ბავშვებში ყოველდღიურად 1 ქილა გაზიანი სასმელის მიღება ზრდის სიმსუქნის რისკს 60%-ით.

WHO-ის რეკომენდაციით, 2 წლამდე ბავშვებისთვის შაქარი საერთოდ არ უნდა იყოს რაციონში.

ბავშვებში შაქრის შემცირებით სწავლის უნარების და ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება შესაძლებელია. (Harvard Health)

ძირითადი დასკვნა

შაქარი ერთ-ერთი ყველაზე მავნე ინგრედიენტია ჩვენს რაციონში, რომელიც უამრავ დაავადებას იწვევს.

შაქრის შემცირებით შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, შეინარჩუნოთ ოპტიმალური წონა და დაიცვათ თქვენი სხეული სერიოზული დაავადებებისგან.

თუ დღეში მხოლოდ 50%-ით შეამცირებთ შაქრის მიღებას, 6 თვის განმავლობაში წონაში საშუალოდ 4-5 კგ-ს დაიკლებთ და შეამცირებთ დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკს!

პროფესორ გიორგი ფხაკაძის დასკვნა:

„შაქარი არ არის მხოლოდ „ტკბილი სიამოვნება“ – ის არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დღევანდელ მსოფლიოში დიაბეტი, სიმსუქნე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კატასტროფულად არის გაზრდილი.

გირჩევთ:

  • დაიწყეთ შაქრის შემცირება ეტაპობრივად – შეამცირეთ სასმელებში და საკვებში დამატებული შაქრის რაოდენობა.
  • ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების ეტიკეტებს – „ფარული შაქარი“ ბევრ პროდუქტშია, თუნდაც ისეთებში, რომლებიც ჯანსაღად გამოიყურება.
  • ბავშვებს ნუ მიაჩვევთ ტკბილ სასმელებსა და პროდუქტებს – ეს მომავალში სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს!
  • შეარჩიეთ ჯანსაღი ალტერნატივები – სტევია, ხილი და ბოჭკოს შემცველი ბუნებრივი დამატკბობლები.
  • ეს ცვლილებები გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას, გაგიზრდით ენერგიას და დაგეხმარებათ მრავალი დაავადების თავიდან აცილებაში!“

წყაროები:

WHO – Sugar Intake and Health Risks: https://www.who.int/new…/fact-sheets/detail/sugar-and-health

Harvard Medical School – Sugar and Immune System: https://www.health.harvard.edu/diseas…/the-truth-about-sugar

American Heart Association – Sugar and Heart Disease: https://www.ahajournals.org/…/10…/CIRCULATIONAHA.121.057655

Complete Care – The Effects of Sugar Overload: https://www.visitcompletecare.com/…/the-effects-of-sugar…/

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდეს შაქრის საფრთხეებზე და გადადგას ნაბიჯები ჯანსაღი ცხოვრებისკენ!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #შაქრისშეზღუდვა #ჯანმრთელიარჩევანი

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

ხმაური და ქრონიკული სტრესი – როგორ მოქმედებს ტვინზე

დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუს ბაქტერიები ინსულტის რისკთან? – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები
Giorgi pkhakadze

ხმაური და ქრონიკული სტრესი – როგორ მოქმედებს ტვინზე

იცოდით, რომ ქრონიკული სტრესი შესაძლოა ხმაურის აღქმას შეცვლიდეს?

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ხანგრძლივი სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები (და ცხოველები) ნაკლებად რეაგირებენ საშუალო ხმაურებზე, მაგრამ შესაძლოა უფრო მგრძნობიარენი იყვნენ მკვეთრ და მაღალ ხმებზე.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

სტრესის ქვეშ მყოფი ორგანიზმები ნაკლებად რეაგირებენ საშუალო დონის ხმაურზე (50-70 დეციბელი, რაც ადამიანის საუბრის ან მტვერსასრუტის ხმაურის დონეა).

ამავდროულად, ისინი მეტად მგრძნობიარენი ხდებიან უეცარი და მაღალი ხმების მიმართ (85+ დეციბელი).

ქრონიკული სტრესი იწვევს ტვინის იმ უბნების ცვლილებას, რომლებიც ხმაურის ფილტრაციას და ემოციურ პასუხს არეგულირებენ.

ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს შფოთვის, უძილობის, გადაღლილობის და ქრონიკული ნერვული დაძაბულობის განვითარებასთან.

როგორ მოქმედებს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

  1. ხმაურის მგრძნობელობის ცვლილება:

ქუჩის ხმაური, სატრანსპორტო მოძრაობა, ოფისის აუდიტორია შესაძლოა სხვაგვარად აღიქმებოდეს სტრესის ფონზე.

ზოგიერთ ადამიანში სტრესი ამცირებს ხმაურისადმი მგრძნობელობას, რაც ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებს იწვევს.

სხვა შემთხვევაში, სტრესი პირიქით, ზრდის ხმაურის გაღიზიანების დონეს და იწვევს უძილობას, გაღიზიანებას და დეპრესიას.

  1. ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ზემოქმედება:

გრძელვადიან სტრესს შეუძლია გამოიწვიოს ადრენალინის და კორტიზოლის ჭარბი გამოყოფა, რაც უშუალოდ მოქმედებს ჩვენი აღქმის სისტემაზე.

ეს პროცესი იწვევს “გადარჩენის რეჟიმის” გააქტიურებას, რაც ორგანიზმს მაღალმგრძნობიარედ ხდის ხმაურის, შუქის და სხვა გარემო ფაქტორების მიმართ.

  1. ბავშვებში და მოზარდებში გავლენა:

მაღალი ხმაური და ქრონიკული სტრესი ნეგატიურად მოქმედებს ბავშვების ტვინის განვითარებაზე.

ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ხმაურიან გარემოში და აქვთ მაღალი სტრესის დონე, 30%-ით უფრო მეტად მიდრეკილნი არიან კონცენტრაციის პრობლემებისა და აკადემიური სირთულეებისკენ.

როგორ დავიცვათ თავი სტრესისა და ხმაურის მავნე ზემოქმედებისგან?

  1. ხმაურის კონტროლი – გამოიყენეთ ყურის საცობები, ხმაურის დამხშობი ყურსასმენები და შეეცადეთ შეამციროთ ზედმეტი ხმაური სახლში და სამუშაო სივრცეში.
  2. სტრესის მართვა – ივარჯიშეთ, მიიღეთ საკმარისი ძილი და გაიკეთეთ ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები.
  3. ბუნებაში გასვლა – მწვანე ზონებში სეირნობა და ბუნებრივი ხმები (მაგალითად, ჩიტების ჭიკჭიკი) 25%-ით ამცირებს სტრესის დონეს.
  4. ყოველდღიური რუტინის დარეგულირება – სამუშაო და დასვენების ბალანსი, მობილური მოწყობილობებისგან დასვენება და ხმაურიანი გარემოსგან თავის არიდება მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის ომენტარი

**„ქრონიკული სტრესი და ხმაური ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენი ჯანმრთელობაზე. თუ აღმოაჩენთ, რომ უფრო ხშირად გაღიზიანებთ ხმაურიანი გარემო, გიჭირთ კონცენტრაცია და გრძნობთ დაღლილობას, შესაძლოა ეს სტრესის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგი იყოს.

გირჩევთ:

  • გამოიყენოთ ხმაურისგან დამცავი საშუალებები – ოფისში, სახლში და საზოგადოებრივ ადგილებში.
  • სტრესის მართვა გადამწყვეტია – რეგულარული ფიზიკური აქტივობა და დასვენება მნიშვნელოვანია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
  • მეტად იყავით ბუნებაში – სიმშვიდე და სიწყნარე ხელს უწყობს ნერვული სისტემის აღდგენას.
  • სტრესის მართვა არ არის ფუფუნება – ეს არის აუცილებლობა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას განაპირობებს!“

წყაროები:

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge

შენი ამბები – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სიახლეები: https://www.sheniambebi.ge

Popular Science – ქრონიკული სტრესი და ხმაურის აღქმა: https://www.popsci.com/health/mice-stress-loudness/

Harvard Health – Noise Pollution and Stress: https://www.health.harvard.edu/…/how-noise-pollution…

WHO – Noise and Health Risks: https://www.who.int/…/fact-sheets/detail/environmental-noise

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდეს სტრესისა და ხმაურის რეალურ გავლენაზე!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #სტრესი #ხმაურისაღქმა #ჯანსაღიცხოვრება

@highlight

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

Sheni

@[61565067681848:2048:SheniPositivi.gehttp://xn--podcchbab0akj1cwd.ge/]

 

შეიძლება იყოს ვირთხა and ტექსტი გამოსახულება

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights