ორშაბათი, ივნისი 15, 2026

რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ შეიძლება ბრძოლა მის წინააღმდეგ? – ყველაფერი პაპილომა ვირუსით გამოწვეული ყელის კიბოს შესახებ

ვიდეო მასალა ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ
#post_seo_title

რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ შეიძლება ბრძოლა მის წინააღმდეგ?

ამის შესახებ გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი მადლონა ჯუღელი საუბრობს.

მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ 17 წლამდე ჩატარებული ვაქცინაცია 90%-ით იცავს ორგანიზმს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაცია უფასოა.

პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია და მამაკაცებში იწვევს ოროფარინგული კიბოს, რომელიც დღესდღეობით, ძალიან აქტუალური გახდა.

ვირუსი ყველაზე ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, მატარებელია როგორც მამაკაცი, ასევე, ქალი. მამაკაცის შემთხვევაში, ნაკლებად ვლინდება. ცხოვრების განმავლობაში, ამ ვირუსით 10 ქალიდან 8 ინფიცირდება.

ყველაზე ხშირია, 30 წლამდე ადამიანებში. ვირუსს ასეთი უნარი აქვს: არ ჩანს, ვერ გრძნობ, ვერ ხედავ. სიმპტომები არ გააჩნია. სანამ ქსოვილი ონკოლოგიურ პათოლიგიაში არ გარდაიქმნება, მანამ, პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს. თუმცა, დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია გვაძლევს საშუალებას, ეს დაავადება 100%-ით თავიდან ავიცილოთ, მაგრამ, როცა ონკოლოგიაა, სიმპტომები ასეთია: სისხლიანი გამონადენი, სქესობრივი ურთიერთობის დროს დისკომფორტი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა – სამწუხაროდ, აქ არის ონკოლოგია.

ერთადერთი კიბოა, რომლის გამომწვევი მიზეზი ვიცით, ვიცით, როგორ დავიცვათ თავი. სტატისტიკურად, დაავადებამ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, მანამდე, მეორეზე იყო. ჩვენ შეგვიძლია, რომ სრულად აღმოვფხვრათ.

თუ პაპილომა ვირუსით ვინფიცირდებით, ვირუსი 80%-ით ტოვებს ორგანიზმს და მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ მე დაინფიცირებული ვარ და კიბო დამემართება. ის 20% რჩება. არსებობს ვირუსის ონკო-ტიპები, რომლის დასადგენადაც კვლევას ვატარებთ. არის კიდევ „ხელშემწყობი“ ფაქტორები, ესაა თამბაქო, სხვა გადამდები ინფექციები, ჰორმონალური დარღვევები და ა.შ.

როდესაც დედა მშობიარობს და ბავშვი სამშობიარო გზებს გადის, ამ დროსაც გადამდებია. ასევე, არ იცავს კონდომი, ზედაპირული ურთიერთობის დროსაც, დასაშვებია, რომ ლორწოვანი კანზე მოხვდეს და ხდება ინფიცირება. ასევე, ვირუსი ნანახია ემბრიონში.

გარდა იმისა, რომ ვაქცინაციით საკუთარ თავს ვიცავთ, იცავ პარტნიორს, ასევე შენს მომავალს“, – აცხადებს გინეკოლოგი.

საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსი გამართავს იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსი გამართავს იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
#post_seo_title

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე  (Rare Disease Dayმსოფლიოს მასშტაბითყოველწლიურად, თებერვლის ბოლო დღეს აღინიშნება.

საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსი გამართავს იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ღონისძიება ჩატარდება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე პაციენტები ისაუბრებენ, რას ნიშნავს იშვიათ დაავადებასთან ერთად ცხოვრება.

ასევე განხილული იქნება იშვიათი დაავადების გამოწვევები მთელს მსოფლიოში.

ღონისძიება გაიმართება 28 თებერვალს 18:00, ჰოლიდეი ინნ თბილისში,

მის: 26 მაისის მოედანი 1.

#drpkhakadze #აქხარისხია

რა გავლენას ახდენს ვორკოჰოლიზმი ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ვორკოჰოლიზმი ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე
#post_seo_title

რა გავლენას ახდენს ვორკოჰოლიზმი ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე

საუბრობს კლინიკური ფსიქოლოგი, გეშტალტ-ფსიქოთერაპევტი ბარბარე ჭკუასელი:

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?
#post_seo_title

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?

გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?
საუბრობს ჰემატოლოგი, თსსუ პროფესორი ნანა ლოლაშვილი:

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შშმ პირთათვის ადაპტირებული ინვენტარი გადაეცა

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შშმ პირთათვის ადაპტირებული ინვენტარი გადაეცა
ფოტო: თბილისის მერია

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს, სიახლეა – ცენტრის ოთხივე ფილიალი ახალი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გადაეცა შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთხი გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი, რომელიც საშუალებას იძლევა, შესაბამისი საჭიროების მქონდე პირებმა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა და ტექნიკა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, UNFPA-ს საქართველოს ოფისის დირექტორ მარიამ ხანთან და TIKA-ს თბილისის კოორდინატორ ზეინეფ ბაირაქისთან ერთად დაათვალიერა.

ეთერ კიღურაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა, პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ძალისხმევა და შშმ პაციენტებისთვის შეთავაზებული სამედიცინო სერვისები გააცნო.

„კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვიამაყო ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებით, რაც საშუალებას გვაძლევს, შშმ პირებს, მაღალპროფესიონალ სამედიცინო პერსონალთან ერთად, სამედიცინო სერვისის მისაღებად, მათთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო დავახვედროთ, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს. ასევე, განსაკუთრებულია თბილისის მერიის წვლილი ზოგადად სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცენტრის უახლესი აპარატურით გადაიარაღების საქმეში. აქვე მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რასაც დიდად ვაფასებთ“, – განაცხადა ეთერ კიღურაძემ.

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მელიქე ილმაზ ოზქიფერი, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე.

ღონისძიების მონაწილეებმა კიბოს სკრინინგის შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, რა მიმართულებითაც, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოითქვა.

„არა გაკაჟება, არა ჭუჭყი, არა ცხოველი! – ბავშვი რომ ხშირად ავადობს, ძირითადად მშობელია დამნაშავე“

„არა გაკაჟება, არა ჭუჭყი, არა ცხოველი! - ბავშვი რომ ხშირად ავადობს, ძირითადად მშობელია დამნაშავე“
#post_seo_title

„არა გაკაჟება, არა ჭუჭყი, არა ცხოველი! – ბავშვი რომ ხშირად ავადობს, ძირითადად მშობელია დამნაშავე“

პედიატრი ყარამან ფაღავა გადაცემა „იმედის დღეში“ სტერილური გარემოს საფრთხეებსა და ბუნებაში თამაშის აუცილებლობაზე საუბრობს:

ბავშვებს ნამეტანი თბილად აცმევენ. ამბობენ, – „ბავშვს ღამე ცუდად სძინავს“, ამ დროს კი ფანჯარას არ აღებენ. ბავშვის წამალი, ეს არის ცივი ჰაერი. ქალის რძე შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ბავშვს იცავს. ბავშვი სოფელში მეტ მიკრობს იღებს და მეტ ანტიგენებთან აქვს შეხება. ეს იმუნიტეტის ვარჯიშია.

ბავშვისთვის ტალახი ჰარმონიაა. ცხოველი ადამიანს უფრო ხსნის და კომუნიკაციას უადვილებს. წელიწადში ორჯერ მსუბუქი ინფექცია ნორმალურია“.

 

 

 

იმუნოთერაპია ფილტვის კიბოს მკურნალობაში – მნიშვენლოვანი მიღწევები და პერსპექტეივები

იმუნოთერაპია ფილტვის კიბოს მკურნალობაში - მნიშვენლოვანი მიღწევები და პერსპექტეივები
#post_seo_title

2025 წლის 15 თებერვალს, თბილისში, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე „გულმკერდის მიდამოს პათოლოგიები და დიფერენციალური დიაგნოსტიკა“, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ დამფუძნებელმა, მედიცინის დოქტორმა, კლინიკურმა ონკოლოგმა დავით თაბაგარმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „იმუნოთერაპია – ფილტვის კიბოს განკურნების შესაძლებლობა“. მოხსენებაში დეტალურად იქნა განხილული იმუნოთერაპიის არსი, მიღებული შედეგები და კლინიკის სამომავლო გეგმები.

წარდგენილი მონაცემები მოიცავდა სამი კლინიკის – „კონსილიუმ მედულას“, „ბათუმის მედ-ცენტრის“ და „მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ – საერთო შედეგებს. აღნიშნული კლინიკები გაერთიანდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ეგიდით, რათა ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის იმუნოლოგიური ლაბორატორიის საშუალებით ერთობლივად შეისწავლონ და განავითარონ იმუნოთერაპიის შესაძლებლობები.

ამ სამი კლინიკის გამოცდილებაზე დაყრდნობით, დადასტურდა, რომ იმუნოთერაპიამ დრამატულად შეცვალა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენადობის მაჩვენებლები: თუ ქიმიოთერაპიის გამოყენებისას 5-წლიანი გადარჩენადობა მხოლოდ 4%-ს შეადგენდა, იმუნოთერაპიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზარდა.

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი შედეგისა, მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ყველა პაციენტში ერთნაირ ეფექტურობას ვერ იძლევა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში თავს იჩენს ავტოიმუნური გვერდითი მოვლენები.

არსებობს ჩვენთვის უცნობი ბიოლოგიური მარკერები, რომელთა შესწავლაც  თითოეულ პაციენტთან მიმართებაში წინასწარ მოგვცემს ინფორმაციას იმუნოთერაპიის ეფექტურობაზე და მოსალოდნელ გვერდით მოვლენებზე. ეს ასევე დაგვეხმარება შევარჩიოთ პაციენტზე მორგებული მკურნალობის სქემა – მისი სიხშირე და ხანგრძლივობა. კონფერენციაზე დავით თაბაგარმა სწორედ ამ შედეგებისა და ბიომარკერების შესწავლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც მიზნად ისახავს პაციენტებისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი მკურნალობის უზრუნველყოფას.

#drpkhakadze #აქხარისხია

კანაფის ხშირი მოხმარება ტვინის აქტივობის შემცირებას იწვევს!

ახალი კვლევა: რა გავლენას ახდენს კანაფი ადამიანის დნმ-ზე? - მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე
#post_seo_title

კანაფის ხშირი მოხმარება ტვინის აქტივობის შემცირებას იწვევს!

უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება პირდაპირ კავშირშია ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებასთან, განსაკუთრებით იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებაზე და კოგნიტურ უნარებზე.

კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა ზრდასრული მონაწილეობდა, აჩვენა, რომ:

კანაფის რეგულარული მომხმარებლების 63%-ში ტვინის აქტივობა შემცირდა სამუშაო მეხსიერების პროცესებში.

მომხმარებელთა 68%-ში დაფიქსირდა კოგნიტური უნარების დაქვეითება, რაც გავლენას ახდენს კონცენტრაციაზე, სწავლის უნარზე და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

ტვინის იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინფორმაციის დამუშავებაზე, ნაკლები აქტივობა აღინიშნა, რაც დაკავშირებულია გრძელვადიან მეხსიერების პრობლემებთან.

როგორ მოქმედებს კანაფი ტვინზე?

THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი), რომელიც კანაფის მთავარი აქტიური ინგრედიენტია, პირდაპირ ზემოქმედებს ტვინის რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებაზე, კონცენტრაციასა და ემოციურ რეგულირებაზე.

დროის განმავლობაში, რეგულარული მოხმარება ამ რეცეპტორების მგრძნობელობას ამცირებს, რაც იწვევს მეხსიერებისა და კოგნიტური უნარების დაქვეითებას.

გრძელვადიან პერიოდში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ეს ეფექტი შესაძლოა შეუქცევადი იყოს.

რა უნდა ვიცოდეთ?

კვლევები აჩვენებს, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება ზრდის დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების რისკს.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ახალგაზრდები, რომელთა ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

კანაფის ხშირი მოხმარება გავლენას ახდენს პროფესიულ და აკადემიურ წარმატებაზე, რადგან ამცირებს კონცენტრაციის და სწავლის უნარს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

„ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ კანაფი “უსაფრთხოა” და არ ახდენს ზიანს, მაგრამ მეცნიერება გვიჩვენებს საპირისპიროს.

გრძელვადიანი მოხმარება ტვინის სტრუქტურას და ფუნქციას ცვლის, რაც მეხსიერებასა და სწავლის უნარზე ახდენს გავლენას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა და მოზარდებმა თავი შეიკავონ კანაფის რეგულარული მოხმარებისგან, რადგან მათი ტვინი ჯერ კიდევ განვითარებადია.

თუ ადამიანს უკვე აქვს კონცენტრაციის, მეხსიერების ან კოგნიტური უნარების პრობლემები, უმჯობესია გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან და შეამციროს ან შეწყვიტოს კანაფის მოხმარება.

ჯანმრთელობა ტვინში იწყება – რაც უფრო მეტად ვიცავთ მას, მით უფრო ეფექტური და სრულფასოვანი იქნება ჩვენი ცხოვრება!“

წყაროები:

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge

შენი ამბები – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სიახლეები: https://www.sheniambebi.ge

Technology Networks – კანაფის მოხმარება და ტვინის აქტივობის შემცირება: https://www.technologynetworks.com/…/heavy-cannabis-use…

Harvard Medical School – კანაფის ზეგავლენა ტვინზე: https://www.health.harvard.edu/mind…/marijuana-and-the-brain

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა სხვებმაც გაიგონ, როგორ მოქმედებს კანაფის რეგულარული მოხმარება ტვინის ჯანმრთელობაზე!

#გიორგიფხაკაძე #კანაფი #ტვინისჯანმრთელობა #კოგნიტურიუნარები #საზოგადოებრივიჯანდაცვა #ახალგაზრდულიჯანმრთელობა #ჯანსაღიცხოვრება #drpkhakadze @highlight

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

შეიძლება იყოს text that says '356s006 රථനറ ටෆරටාෆාරථ O3o6ου ടാർറദന രാാ്റനാട o63a3B! Heavy Cannabis Use Linked to Reduced Brain Activity' გამოსახულება

 

 

#drpkhakadze #აქხარისხია

 

ქართული სამზარეულო და მარილი – რატომ უნდა გადავიდეთ “ლო სალტ-ზე (Lo Salt-ზე)?

#post_seo_title

🇬🇪 ქართველებისთვის მარილი არის აუცილებელი ინგრედიენტი – ხაჭაპური, ხინკალი, ლობიო, საცივი – ყველა ამ კერძს მარილის განსაკუთრებული გემო აძლევს. თუმცა, მარილის ჭარბი მოხმარება ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს უკავშირდება. არსებობს გამოსავალი? დიახ – “ლო სალტ” (Lo Salt)!

📌 რატომ არის მარილის შემცირება საჭირო?

🔴 WHO-ს რეკომენდაციით, დღეში 5 გრამზე მეტი მარილის მიღება არ უნდა მოხდეს, თუმცა საქართველოში ადამიანები საშუალოდ 9-12 გრამს მოიხმარენ.
🔴 მეტისმეტი ნატრიუმი იწვევს მაღალი წნევას, ინსულტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და თირკმლის პრობლემებს.
🔴 მარილის შემცირება პირდაპირ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

🔥 რატომ არის “ლო სალტ” (Lo Salt) საუკეთესო ალტერნატივა?

✅ 66%-ით ნაკლები ნატრიუმი – ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მარილის ბუნებრივი გემო, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამციროთ ორგანიზმში ნატრიუმის დონე.
✅ მაღალი კალიუმის შემცველობა – ხელს უწყობს წნევის რეგულირებას და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
✅ ბუნებრივი და ჯანსაღი – არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს და გემოს გამაძლიერებლებს.
✅ გემო უცვლელია! – “ლო სალტ” (Lo Salt) ინარჩუნებს ნატურალურ მარილის გემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ სამზარეულოში, სადაც საკვების ტექსტურა და არომატი უმნიშვნელოვანესია.

💡 როგორ გადავიდეთ “ლო სალტ”- ზე (Lo Salt-ზე)?

🔹 ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი მარილი “ლო სალტი”-თ (Lo Salt-ით) ყველა კერძში – ხაჭაპური, საცივი, კუპატი – ყველაფერი გემრიელი დარჩება!
🔹 “ლო სალტი”-ს (Lo Salt-ის) გამოყენება შესაძლებელია როგორც ცხელი კერძებისთვის, ასევე ცივი სალათებისა და ხორცპროდუქტებისთვის.
🔹 სტანდარტული მარილიანი წყლით მომზადებული კერძები (მაგალითად ხინკალი) შესაძლებელია გაცილებით ჯანმრთელი გახდეს “ლო სალტ”-ი (Lo Salt-ის) გამოყენებით.

👨‍⚕️ პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია მარილის გარეშე, თუმცა მისი ჭარბი მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.
✔️ “ლო სალტი” (Lo Salt) არის საუკეთესო გზა მარილის მოხმარების შემცირებისთვის, გემოს დაკარგვის გარეშე.
✔️ ნატრიუმის შემცირება პირდაპირ ამცირებს ინსულტისა და გულის შეტევის რისკს, ხოლო კალიუმი ხელს უწყობს წნევის რეგულირებას.
✔️ გირჩევთ, ეტაპობრივად ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი მარილი “ლო საკტი”-თ (Lo Salt-ით )და ამით გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა!“

💡 გახსოვდეთ, ჯანმრთელობა თქვენს ხელშია – მცირე ცვლილებები ყოველდღიურ რაციონში დიდ ცვლილებებს იწვევს მომავალში!

📌 წყაროები:
🔹 შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge
🔹 შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge
🔹 WHO – მარილის შემცირება და ჯანმრთელობის გავლენა: https://www.who.int/data/gho/indicator-metadata-registry/imr-details/3082
🔹 NEJM – ნაკლებ ნატრიუმიანი მარილის გავლენა ინსულტზე: https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2105675
🔹 AHA – ნატრიუმის გავლენა გულის ჯანმრთელობაზე: https://www.heart.org/en/healthy-living/healthy-eating/eat-smart/sodium/effects-of-excess-sodium-infographic

👨‍⚕️ პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

📢 გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა სხვებმაც გაიგონ, რატომ უნდა გადავიდეთ “ლო სალტ”-ზე (Lo Salt-ზე)!

#გიორგიფხაკაძე #LoSalt #drpkhakadze #აქხარისხია #მარილისშეზღუდვა #ნატრიუმისშემცირება #გულისჯანმრთელობა #ინსულტისპრევენცია #ჯანსაღიკვება

ხანგრძლივი COVID-ის ზემოქმედება ტვინზე – 5 წლის შემდეგ

COVID-19-მა გაზარდა გულის შეტევისა და ინსულტის რისკი ინფექციის შემდეგ 3 წლის განმავლობაში
#post_seo_title

ხანგრძლივი COVID-ის ზემოქმედება ტვინზე – 5 წლის შემდეგ

COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, მეცნიერები კვლავ სწავლობენ ვირუსის ხანგრძლივ ზემოქმედებას ტვინის ფუნქციებზე.

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ინფიცირებულ ადამიანებში – განსაკუთრებით მათ, ვინც დაავადება მძიმედ გადაიტანა – ნარჩუნდება კოგნიტური დარღვევები, როგორიცაა მეხსიერების პრობლემები, კონცენტრაციის სირთულეები და ე.წ. „ტვინის ნისლი“.

როგორ მოქმედებს COVID-19 ტვინზე?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსის სპაიკ-ცილა შესაძლოა დაგროვდეს ტვინის გარკვეულ უბნებში, რაც იწვევს ანთებას და ნეირონების დაზიანებას.

ეს ანთებითი პროცესები პირდაპირ კავშირშია მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითებასთან.

კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე COVID-19-ის გადატანის შემდეგ, ტვინის დაზიანება შეიძლება ექვივალენტური იყოს 20 წლით დაბერების ეფექტს!

ეს ნიშნავს, რომ გართულებულ COVID-19-თან ასოცირებული ნევროლოგიური პრობლემები შეიძლება იყოს ხანგრძლივი და საჭიროებდეს დამატებით სამედიცინო ჩარევას.

რას გვასწავლის ეს კვლევები?

ახალი მონაცემებით, ხანგრძლივ COVID-ს შეიძლება ჰქონდეს ნეიროლოგიური ეფექტები, რომლებიც წლების განმავლობაში რჩება.

ზოგიერთი პაციენტი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, კვლავ განიცდის ტვინის მუშაობის დაქვეითებას და ნერვული სისტემის სხვადასხვა პრობლემებს.

მეცნიერები განიხილავენ მკურნალობის ახალ გზებს, მათ შორის ნეიროპროტექტორულ თერაპიებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ტვინის დაზიანების შემცირებას.

რა უნდა ვიცოდეთ?

თუ გაქვთ ხანგრძლივი COVID-ის სიმპტომები, როგორიცაა მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის გაძნელება ან ქრონიკული დაღლილობა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

COVID-19-ის გადატანის შემდეგ, ტვინის ფუნქციების აღდგენის პროცესში შეიძლება სასარგებლო იყოს რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება და საკმარისი ძილი.

მნიშვნელოვანია, რომ კვლევები გრძელდება, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ დავიცვათ ტვინის ჯანმრთელობა COVID-ისგან.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

„მეცნიერები უკვე ადასტურებენ, რომ COVID-19-ს შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი ტვინის ფუნქციონირებაზე.

ხანგრძლივი COVID-ის მქონე პაციენტებში ტვინის დაზიანება შესაძლოა იყოს ისეთივე სერიოზული, როგორც 20 წლით ნაადრევი დაბერება.

მნიშვნელოვანია, რომ პოსტ-კოვიდური სიმპტომების მქონე ადამიანებმა რეგულარულად აკონტროლონ თავიანთი ჯანმრთელობა და მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.

გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია დამატებითი კვლევები, რათა დავადგინოთ, როგორ შეიძლება შევამციროთ COVID-ის მავნე ზეგავლენა ნერვულ სისტემაზე.“

ჯანმრთელობა ტვინში იწყება – დავიცვათ ჩვენი ნერვული სისტემა და ვიყოთ ყურადღებით ხანგრძლივი COVID-ის შესაძლო ეფექტების მიმართ!

წყაროები:

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge

შენი ამბები – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სიახლეები: https://www.sheniambebi.ge

Technology Networks – ხანგრძლივი COVID-ის გავლენა ტვინზე: https://www.technologynetworks.com/…/five-years-later-long…

Nature – ნეირონული დაზიანება და ხანგრძლივი COVID: https://www.nature.com/articles/d41586-024-03614-9

Imperial College London – მძიმე COVID-19-ის გავლენა ტვინზე: https://www.imperial.ac.uk/…/lasting-brain-impacts-severe…

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა სხვებმაც გაიგონ COVID-ის ხანგრძლივი ეფექტების შესახებ!

#გიორგიფხაკაძე #კოვიდი #ხანგრძლივიკოვიდი #ნევროლოგია #ტვინისჯანმრთელობა #პოსტკოვიდურიეფექტები #ჯანსაღიცხოვრება #drpkhakadze Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულება

 

#drpkhakadze #აქხარისხია

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights