შაბათი, ივნისი 13, 2026

სიბრმავე არის მხედველობის არქონა – ქრონიკული სიბრმავის მთავარი მიზეზები

კატარაქტა - თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა
#post_seo_title

სიბრმავე

სიბრმავე არის მხედველობის არქონა. ქრონიკული სიბრმავის მთავარი მიზეზებია: კატარაქტა, გლაუკომა, ყვითელი ხალის დეგენერაცია, რქოვანას გადაგვარება, დიაბეტური რეტინოპათია, ტრაქომა და ბავშვთა ასაკის თვალის პათოლოგიები. ასაკთან დაკავშირებული სიბრმავე, რადგან ის კავშირშია არა ნამკურნალებ ან არა კონტროლირებად დიაბეტთან, მსოფლიო მასშტაბით მზარდია. ამასთან განსხვავებით, ინფექციებით გამოწვეული სიბრმავე, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციების შედეგად, მცირდება. აღიარებულია, რომ სიბრმავის შემთხვევათა უმეტესობა (75%) შესაძლებელია იქნეს ნამკურნალები ან თავიდან აცილებული.[i]

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • შეფასებითი მონაცემებით, მსოფლიოში მხედველობის დაზიანება აქვს 285 მილიონ ადამიანს. ამათგან: 39 მილონი არის ბრმა და 246 მილონს აქვს დაქვეითებული მხედველობა.
  • მსოფლიოში მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანთა 90% ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
  • ბრმა ადამიანთა 82% არის 50 წლის და მეტი ასაკის.
  • მსოფლიოში მხედველობის ზომიერი და მძიმე დაზიანების მთავარი მიზეზი არის

არა კორექტირებული რეფრაქციული დარღვევები;  დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სიბრმავის მთავარი მიზეზია კატარაქტა.  

  • ბოლო 20 წლის მანძილზე ინფექციებთან დაკავშირებული მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანთა რიცხვი შემცირდა.
  • მხედველობის დაზიანების შემთხვევათა 80% -ის პრევენცია ან მკურნალობა შესაძლებელია.

განსაზღვრებანი

გამოყოფენ მხედველობის ფუნქციის 4 დონეს:

  1. ნორმალური მხედველობა.
  2. მხედველობის ზომიერი დაზიანება.
  3. მხედველობის მძიმე დაზიანება.
  4. სიბრმავე.

ვინ არის რისკის ქვეშ?

მხედველობის დაზიანების მქონეთა დაახლოებით 90% ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში. მხედველობის დაზიანების მქონეთა დაახლოებით 65% არის 50 და მეტი წლის, როცა ეს ასაკობრივი ჯგუფი მსოფლიო პოპულაციის მხოლოდ 20% შეადგენს. სამომავლოდ, ბევრ ქვეყანაში ასაკოვანთა პროპორციის ზრდის კვალობაზე, მეტი და მეტი ადამიანი იქნება მხედველობის დაზიანების რისკის ქვეშ თვალის ქრონიკულ დაავადებათა და დაბერების პროცესების გამო.

შეფასებითი მონაცემებით, მსოფლიოში მხედველობის დაზიანება აქვს 15 წლამდე ასაკის 19 მილიონ ბავშვს. ამათგან 12 მილიონს აქვს რეფრაქციული დარღვევები, ანუ ისეთი მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელია ადვილად იქნეს დიაგნოსტირებული და კორექტირებული. 1,4 მილიონი არის შეუქცევადად ბრმა და საჭიროებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ფსიქოლოგიური და პერსონალური განვითარებისათვის.

ბოლო 20 წლის მანძილზე მომხდარი ცვლილებები

მიუხედავად ასაკოვანი მოსახლეობის დაბერების პროცესისა, 90-იანი წლების შემდეგ მსოფლიოში მხედველობის დაზიანებას კლების ტენდენცია აქვს. ეს კლება ძირითადად მოხდა ინფექციებით გამოწვეული მხედველობის დაზიანებას შემცირების ხარჯზე, რასაც ხელი შეუწყო:

  • საერთო სოციო-ეკონომიკურმა განვითარებამ;
  • შეთანხმებულმა საზოგადოებრივ ჯანდაცვითმა აქტივობებმა;
  • მხედველობაზე ზრუნვის სერვისების შესაძლებლობათა გაზრდამ;
  • მხედველობის დაზიანებათა მოგვარების (ქირურგია, რეფრაქციული მოწყობილობა და ა.შ.)შესახებ ზოგადი პოპულაციის ინფორმირებულობის გაზრდამ.

გლობალური პასუხი სიბრმავის პრევენციისათვის

გლობალურად მხედველობის დაზიანებათა 80% -ის პრევენცია ან მკურნალობა შესაძლებელია. ბოლო 20 წელიწადში შეინიშნებოდა პროგრესი შემდეგი მიმართულებებით:

  • მთავრობებმა შეიმუშავეს ნაციონალური პროგრამები და რეგულაციები მხედველობის დაზიანებათა პრევენციისა და კონტროლისათვის;
  • მხედველობაზე ზრუნვის სერვისების შესაძლებლობები გაიზარდა და მოხდა მისი მზარდი ინტეგრირება პირველადი და მეორადი ჯანდაცვის სისტემებში ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნა მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომი სერვისი;
  • ჩატარდა საგანმანათლებლო კამპანიები მხედველობითი ფუნქციის მნიშვნელობის ცნობიერების ამაღლების შესახებ, მათ შორის სკოლებში;
  • მოხდა მთავრობათა ხელმძღვანელი როლის გაძლიერება საერთაშორისო პარტნიორობაში, კერძო სექტორის მზარდი ჩართულობით.

ბოლო 20 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ მხედველობის დაზიანებათა პრევენციისა და მკურნალობის საქმეში ბევრმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. მეტიც, ონქოცერკოზით და ტრაქომათი ავადობის შემცირებამ გამოიწვია ამ დაავადებებთან დაკავშირებული სიბრმავის და ავადობის ტვირთის მნიშვნელოვანი კლება.

სხვადასხვა ქვეყნების მიღწევები:

  • ბოლო დეკადის განმავლობაში ბრაზილიამ განახორციელა თვალის მკურნალობის სერვისების მიწოდება სოციალური დაზღვევის ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
  • მაროკომ განახორციელა საზოგადოებრივი ძალისხმევები გლაუკომას კონტროლისათვის.
  • 2009 წლიდან ჩინეთმა განახორციელა 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია კატარაქტას ქირურგიულ მკურნალობაში.
  • ბოლო დეკადის განმავლობაში ომანმა მოახდინა თვალის მკურნალობის სერვისების სრული ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის ჩარჩოში.
  • 1995 წლიდან ინდოეთი აფინანსებს ღარიბ მოსახლეობას თვალის მკურნალობის სერვისებისთვის.

ერთ-ერთი მძლავრმა საერთაშორისო ასოციაციამ (International Association of the Lions Club (LIONS)) განახორციელა სპეციალური პროგრამა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, მათ დააარსეს ბავშვთა მხედველობის სამკურნალო ცენტრები (45 ნაციონალური რეფერირების პედიატრიული ცენტრი 35 ქვეყანაში).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი

მხედველობის დაზიანებათა შესამცირებლად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლია:

  • მხედველობის დაზიანებათა  მსოფლიო, რეგიონული და ქვეყნების ტრენდების მონიტორირება;
  • სიბრმავის პრევენციისათვის რეგულაციებისა და სტრატეგიების შემუშავება;
  • მონაწილე ქვეყნებისა და პარტნიორებისათვის ტექნიკური დახმარების შეთავაზება;
  • პროგრამების დაგეგმვა, მონიტორირება და შეფასება;
  • საერთაშორისო პარტნიორობის კოორდინაცია ნაციონალურ ძალისხმევათა მხარდასაჭერად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2013 წელს მიიღო მხედველობის ჯანმრთელობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის სამოქმედო გეგმა 2014-19, საგზაო რუკა მონაწილე ქვეყნებისათვის და მიზანი – 25%-ით შეამციროს მხედველობის პრევენტირებადი დაზიანება 2019 წლისათვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აძლიერებს ნაციონალური და ქვეყნების ძალისხმევებს  პრევენტირებადი სიბრმავის აღმოსაფხვრელად და ეხმარება ჯანდაცვის ნაციონალურ პროვაიდერებს თვალის დაავადებათა მკურნალობასა და რეაბილიტაციაში. ეს ათწლეული ფოკუსირებულია ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სისტემების ფორმირებაზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უზრუნველყოფს პარტნიორების და კერძო სექტორის ტექნიკურ მხარდაჭერას 2020 წლისათვის მსოფლიოში ტრაქომას ელიმინაციის მიზნით.[ii]



[i] http://www.who.int/topics/blindness/en/

[ii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs282/en/

იცოდით, რომ პირველი დოკუმენტირებული წყალში მშობიარობა 1803 წელს საფრანგეთში მოხდა?

იცოდით, რომ პირველი დოკუმენტირებული წყალში მშობიარობა 1803 წელს საფრანგეთში მოხდა?
#post_seo_title

იცოდით, რომ პირველი დოკუმენტირებული წყალში მშობიარობა 1803 წელს საფრანგეთში მოხდა? ქალმა შემთხვევით იმშობიარა აბაზანაში და განაცხადა, რომ თბილი წყალი ტკივილს უმსუბუქებდა!

დღეისთვის უფრო და უფრო მეტი ქალი ირჩევს წყალში მშობიარობის მეთოდს, რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:
ტკივილის შემსუბუქება – თბილი წყალი რელაქსაციას უწყობს ხელს და ტკივილს ამცირებს.
გახსნის პროცესის დაჩქარება – საშვილოსნოს გახსნა უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
ბუნებრივი გარდამავალი გარემო ახალშობილისთვის – ბავშვისთვის, რომელიც 9 თვე სანაყოფე სითხეში იმყოფება, წყალში დაბადება უფრო რბილ და ბუნებრივ გადასვლას ნიშნავს ახალ სამყაროში.

სეზონური გრიპი – გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 4 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B, C და D . B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

ინფექციის გავრცელების მიზეზად მიიჩნევა დაავადებული ადამიანი,რომელიც ხველის, ცემინების და ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს 1,5 მეტრის რადიუსში.

ზოგადად გრიპის ვირუსების რეზერვუარად ითვლება წყალზე მიგრირებადი ფრინველები, თუმცა ანთროპონოზული სეზონური გრიპის ვირუსის რეზერვუარს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი

გრიპი გადამდებია დაავადების პერიოდში გამოჯანმრთელებამდე.

სეზონურიგრიპის ერთადერ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. რისკის ჯგუფების დადგენა ხდება მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების ანალიზის შედეგად. 2016-2017 წლის გრიპის სეზონისათვის სულ სახელმწიფომ შეისყიდა 20 000 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. 2017-2018 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 27 000 ვაქცინა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში.

2017-2018 წლების გრიპის სეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციისათვის რისკი პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:

  • 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული და დიალიზზე მყოფი პირები;
  • ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
  • სასწრაფოს, მიმღები განყოფილებების, რეანიმაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიალიზის განყოფილებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მომსახურე პერსონალი;
  • C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;
  • აივ ინფექციით დაავადებული პირები;
  • ორსულები.

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ნაწლავები?

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ნაწლავები?
#post_seo_title

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ნაწლავები?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე

ნაწლავების ჯანმრთელობა ჩვენი იმუნიტეტის, ენერგიისა და საერთო კეთილდღეობის საფუძველია.

კვლევების მიხედვით, ნაწლავების მიკროფლორა გავლენას ახდენს არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც! (Nature Reviews Gastroenterology, 2023)

რა უნდა ვჭამოთ ნაწლავების ჯანმრთელობისთვის?

პრობიოტიკები (Probiotics) – ცოცხალი ბაქტერიები, რომლებიც აუმჯობესებენ მიკროფლორას:

  • კიმჩი
  • იოგურტი
  • კომბუჩა

პრებიოტიკები (Prebiotics) – ხელს უწყობს კარგი ბაქტერიების ზრდას:

  • ბანანი
  • ნიორი
  • ხახვი
  • საზამთრო

ბოჭკო (Fiber) – აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და ხელს უშლის ყაბზობას:

  • თხილეული
  • ხილი
  • ბოსტნეული

ჯანმრთელი ცხიმები (Healthy Fats) – ხელს უწყობს ანთების შემცირებას და უჯრედების რეგენერაციას:

  • ავოკადო
  • ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი
  • კაკალი

პოლიფენოლები (Polyphenols) – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ნაწლავების ბალანსს ინარჩუნებენ:

  • მუქი შოკოლადი
  • ვაშლი
  • არტიშოკი

ცილა (Protein) – აუცილებელია ნაწლავების კუნთოვანი ქსოვილის აღდგენისთვის:

  • ქათამი
  • კვერცხი
  • კინოა
  • ვიტამინი D (Vitamin D) – ხელს უწყობს იმუნურ სისტემასა და ნაწლავების ბალანსს:

სოკო

  • ორაგული, თინუსი
  • კვერცხის გული

ანტი-ანთებითი პროდუქტები (Anti-inflammatory Foods & Drinks) – ამცირებს ნაწლავის ანთებას:

  • გვირილის ჩაი
  • ძვლის ბულიონი
  • ვაშლის ძმარი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

2023 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ს აწუხებს ნაწლავური პრობლემები, მათ შორის მუცლის შებერილობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) და ქრონიკული ანთება. (WHO Report, 2023)

ბოჭკოს დაბალი მოხმარება და გადამუშავებული საკვების მაღალი რაოდენობა ნაწლავების დისბალანსს იწვევს!

წყლის უკმარისობა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც მონელებას და ნაწლავის ფუნქციას ამცირებს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია:

„ნაწლავის ჯანმრთელობა არა მხოლოდ საჭმლის მონელებას, არამედ მთელ ორგანიზმს განსაზღვრავს.

მიიღეთ მეტი მცენარეული ბოჭკო, მინიმუმ 25-30 გრ დღეში.

დაიწყეთ დილა ჭიქა თბილი წყლით საჭმლის მომნელებელი სისტემის გასააქტიურებლად.

შეამცირეთ გადამუშავებული საკვები და გაზარდეთ ბუნებრივი, ორგანული პროდუქტების რაოდენობა.

პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების კომბინაცია საუკეთესოა ნაწლავების ბალანსისთვის!“

წყაროები:

შენი სუფრა – ჯანსაღი ცხოვრება და ჯანმრთელობა: shenisupra.ge

შენი ამბები – საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიახლეები: sheniambebi.ge

Nature Reviews Gastroenterology, 2023 – ნაწლავის მიკრობიომის გავლენა ჯანმრთელობაზე

WHO Report, 2023 – ნაწლავის დაავადებების გავრცელება ევროპაში

Harvard Medical School, 2023 – პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების მნიშვნელობა

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი;

WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გააზიარე ეს პოსტი და გაუზიარე მეგობრებს ნაწლავის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ჯანმრთელინაწლავები #ნაწლავისჯანმრთელობა #ჯანსაღიკვება #ცხოვრებაშენთვის

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

SheniSupra.ge

 

შეიძლება იყოს text that says 'บนแลาย Gut Health PROBIOTICS Kimchi,Yoghurt, Kimchi, Yoghurt, Kombucha POLPHENOLS: Apples, Apples,Darkchocolate, Dark chocolate, Artichokes PREBIOTICS Bananas, Garlic, Onion, Onion,Watermelon, Watermelon, Raspberries FIBER Lentils, Nuts, Fruits, Vegetables PROTEIN Chicken, Eggs,Quinoa, Eggs, Quinoa, Lentils HEALTHY FATS Avocado, Avocado,olivesand olives and olive oil, walnuts ANTI-INFLAMMATORY FOODS AND FOODSANDDRINKS DRINKS Chamomile , bone broth, apple cider vinegar VITAMIN D Mushrooms, Mushrooms,Salmon, Salmon, Tuna, Egg Yolks' გამოსახულება

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, შშმ ქალებისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სკრინინგ ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, შშმ ქალებისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სკრინინგ ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
#post_seo_title

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, შშმ ქალებისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სკრინინგ ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

როგორც აღინიშნა, მას შემდეგ რაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალები სრულად აღიჭურვა შშმ ადაპტირებული ინვენტარით, გადაადგილების თუ მოძრაობის სირთულეების მქონე ქალებს, შესაძლებლობა ექნებათ მარტივად ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით.

მეცნიერებმა აუტიზმის შოკისმომგვრელი მიზეზი აღმოაჩინეს – „ეს ყველა ჩვენგანის სახლშია“

აუტიზმი - დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას, წარმოიშობა თავის ტვინის განვითარების
#post_seo_title

ახალ­მა კვლე­ვამ აჩვენა, რომ ორ­სუ­ლი დე­დის შარ­დში ქი­მი­უ­რი ბის­ფე­ნოლ A (BPA)-ს სამ­ჯერ უფრო მა­ღა­ლი დონე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ვიდ­რე და­საშ­ვე­ბია. კვლევის ფარ­გლებ­ში 600-ზე მეტი ჩვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პლას­ტი­კუ­რი და­ნა­მა­ტი, რო­მე­ლიც სა­წო­ვა­რე­ბი­დან, საკ­ვე­ბის ლი­თო­ნის ქი­ლით და­წყე­ბუ­ლი – ქვით­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერ­ში გვხვდე­ბა. მკვლევ­რე­ბი თვლი­ან, რომ სწო­რედ ეს და­ნა­მა­ტია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბი­ჭებ­ში აუ­ტიზ­მის გაზ­რდილ რისკთან.

ფო­ტო­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია BPA-ს სა­ზი­ა­ნო გავ­ლე­ნა თაგ­ვებ­ში

 

ორ­სუ­ლი ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მში თუ ბის­ფე­ნოლ A-ს სამ­ჯერ გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, არის დიდი რის­კი, რომ მის ჩვილს მო­მა­ვალ­ში, აუ­ტიზ­მის სიმპტო­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეს.

“პლასტმა­სი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის სახ­ლშია, ეს ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ბი­ჭე­ბი ექ­ვსჯერ უფრო ხში­რად ვხვდე­ბით აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნოზს 11 წლის ასაკ­ში – მათ­თან შე­და­რე­ბით, ვის დე­დებ­საც ჰქონ­დათ BPA-ის და­ბა­ლი დონე ორ­სუ­ლო­ბის დროს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

The team experimented with the addition of a type of fatty acid called 10-hydroxy-2-decenoic (10HDA) which they found could help mitigate the negative impact that BPA plays on the developing brain's aromatase system. Above 10HDA reducing BPA's impact on mouse neurons

BPA, ქი­მი­კა­ტი გან­კუთ­ვნი­ლია პლასტმა­სის გა­სა­მაგ­რებ­ლად და ლი­თო­ნე­ბის და­ჟან­გვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სიმ­სუქ­ნის, ას­თმის, დი­ა­ბე­ტის და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის უფრო მა­ღალ რის­კებ­თან. მას მე­ო­რე­ნა­ი­რად უწო­დეს “გენ­დე­რის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი” ქი­მი­კა­ტი იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში, თევ­ზებ­ში და სხვა სა­ხე­ო­ბებ­ში ჰორ­მო­ნა­ლურ და სექ­სუ­ა­ლურ დარ­ღვე­ვებს ას­ტი­მუ­ლი­რებს.

ახალ­მა კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ებ­სა და აუ­ტიზ­მის შემ­თხვე­ვებს შო­რის.

„კვლე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ის აჩ­ვე­ნებს ერთ-ერთ ბი­ო­ლო­გი­ურ მე­ქა­ნიზმს, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. BPA-ს შე­უძ­ლია შე­ა­ფერ­ხოს ჰორ­მო­ნე­ბით კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი, მამ­რო­ბი­თი ნა­ყო­ფის ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე გზით. მათ შო­რის, გა­ა­ჩუ­მებს საკ­ვან­ძო ფერ­მენტს – არო­მა­ტა­ზას, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს ნე­ი­რო­ჰორ­მო­ნებს და გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნა­ყო­ფის ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში”, – განაცხადა ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ექიმ­მა დოქ­ტორ ენ-ლუიზ პონ­სონ­ბიმ.

ახალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ არო­მა­ტა­ზა ხელს უწყობს ტვინ­ში მამ­რო­ბი­თი სქე­სის ზო­გი­ერ­თი ჰორ­მო­ნის წარ­მოქ­მნას, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც ნერ­ვუ­ლი ან­დრო­გე­ნე­ბი. ეს ესტრო­გე­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, მო­ა­წეს­რი­გოს თა­ვის ტვინ­ში ან­თე­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სი­ნაფ­სე­ბის მოქ­ნი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ნე­ი­რო­ნე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მთელ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში და ასე­ვე ხელს უწყობს ქო­ლეს­ტე­რი­ნის მარ­თვას.

“ღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ BPA თრგუ­ნავს არო­მა­ტა­ზას ფერ­მენტს და ასო­ცირ­დე­ბა ანა­ტო­მი­ურ, ნევ­რო­ლო­გი­ურ და ქცე­ვით ცვლი­ლე­ბებ­თან“, – იტყო­ბი­ნე­ბა კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რი და ბი­ო­ქი­მი­კო­სი დოქ­ტო­რი უა ჩინ ბუნი. რო­გორც ჩანს, ეს აუ­ტიზ­მის თავ­სა­ტე­ხის ნა­წი­ლია“, – თქვა დოქ­ტორ პონ­სონ­ბიმ.

კვლე­ვა ჟურ­ნალ Nature Communications-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

წყა­რო

34 წლის ქირურგის მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაცია – უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა – სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ცი­ენტს ტვი­ნი­დან 15 სმ-იანი ცო­ცხა­ლი ჭია ამო­უ­ღეს

უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა - სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ცი­ენტს ტვი­ნი­დან 15 სმ-იანი ცო­ცხა­ლი ჭია ამო­უ­ღეს.
#post_seo_title

უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა – სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ცი­ენტს ტვი­ნი­დან 15 სმ-იანი ცო­ცხა­ლი ჭია ამო­უ­ღეს.

ინტერვიუ პაციენტთან, რომელსაც ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღეს. უცხო სხეული, რომელიც თავდაპირველად სიმსივნე ეგონათ და 34 წლის ქირურგის მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაცია.

თავ­და­პირ­ვე­ლად სიმ­სივ­ნე ეგო­ნათ, რე­ა­ლუ­რად კი ღო­რის სო­ლი­ტე­რი აღ­მოჩ­ნდა. პა­რა­ზი­ტი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში ღო­რის ხორ­ცი­დან შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. მისი კვერ­ცხე­ბი შე­საძ­ლოა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდეს და ტვი­ნამ­დეც მი­აღ­წი­ოს.

ეს არის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ცო­ცხა­ლი, ბრტყე­ლი ჭიის არ­სე­ბო­ბი­სა თა­ვის ტვინ­ში. 

ქალს, რო­მელ­საც მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი და გულყრა აწუ­ხებ­და, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ.

პა­ცი­ენ­ტმა, ია ნარ­სი­ამ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვა­ზე სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ბევრჯერ თქვა უარი. ბო­ლოს ოპე­რა­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ­მა ახალ­გაზ­რდა ქი­რურ­გმა და­ი­თან­ხმა.

“უკვე ვერ დავ­დი­ო­დი, თვა­ლებ­ში ვერ ვი­ხე­დე­ბო­დი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ცუ­დად… ნუ გე­ში­ნია, ძა­ლი­ან კარ­გად გა­გი­კე­თე­ბო, მი­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან კარგ ად­გი­ლას არი­სო. ეს სი­ტყვე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ვი­ფიქ­რე, ნუთუ ეს ბავ­შვი გამ­წი­რავს მეთ­ქი.

კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ, დღე­საც ვერ ვი­ჯე­რებ… ჩემ­მა ბიჭ­მა მი­თხრა: დედა ჭია ამო­გიყ­ვა­ნე­სო. რა ჭია, რა­ზეა სა­უ­ბა­რი მეთ­ქი,“ – ამ­ბობს ია ნარ­სია.

რო­გორც ნე­ი­რო­ქი­რურ­გი გი­ორ­გი სე­ქა­ნია ამ­ბობს, ამის და­ჯე­რე­ბა მა­საც გა­უკ­ვირ­და.

“ფორ­მას იც­ვლი­და, ხან შე­შუ­პე­ბის ხა­რის­ხი იც­ვლე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტეს, რომ მე­ო­თხე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე იყო. ამ სუ­რა­თით, რომ ნა­ხოთ ეს დას­კვნე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ემ­თხვე­ვა სიმ­სივ­ნის ფორ­მას. ოპე­რა­ცია 3 სა­ათს გაგ­რძელ­და“, – ამ­ბობს ქი­რურ­გი და აღ­ნიშ­ნავს, რომ

“სიღ­რმე­ში იყო. ყვე­ლა მი­ლი­მეტ­რი არის კი­ლო­მეტ­რის ტოლ­ფა­სი. ემო­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, მარ­ტი­ვი არას­დროს არაა.

რო­დე­საც ვნა­ხე ეს ჭია, პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო, რამე სის­ხლძარ­ღვი ან ნერ­ვი ხომ არ არის- მეთ­ქი. მაგ­რამ გახ­სენ­დე­ბა ანა­ტო­მია, ეგ­რე­ვე ყვე­ლა­ფე­რი გიტ­რი­ა­ლებს თავ­ში და გახ­სენ­დე­ბა, რომ იქ არ უნდა იყოს არც ნერ­ვი, არც სის­ხლძარ­ღვი. ნელ-ნელა, ამოყ­ვა­ნის დროს, არ დამ­თავ­რდა. ალ­ბათ 10-15 სმ იყო, მაგ­რამ მო­დუ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც გა­ი­შა­ლა, 20 სმ იქ­ნე­ბო­და,“ – იხ­სე­ნებს გი­ორ­გი სე­ქა­ნია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა
ზაზა ლომინაძე ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდისათვის განსახორციელებელ საზედამხედველო საქმიანობის გეგმის პროექტზე იმსჯელა და ერთხმად დაამტკიცა.

„დეტალურად განვსაზღვრეთ საგაზაფხულო სესიაზე საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განსახილველი საკითხები. დაგეგმილი გვაქვს კომიტეტის გასვლითი სხდომები და სამუშაო შეხვედრები დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, როგორც ცალკეულ უწყებებში, ასევე მოსახლეობასთან, რათა ადგილზე შევისწავლოთ მათი პრობლემები“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

გეგმის თანახმად, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტს დაგეგმილი აქვს ინფორმაციის მოსმენა: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ, „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის თაობაზე, ფარმაცევტულ სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე და ა. შ.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტში შეიქმნა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭო.

როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, საბჭოს შემადგენლობა 26 წევრით განისაზღვრება, რომელიც გააერთიანებს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში მომუშავე პროფესიონალებს და დამოუკიდებელ სპეციალისტებს. საბჭოს საქმიანობის მიზანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის გაძლიერება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და დაღლილობა

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

გრიპის ვირუსი, უმთავრესად, ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და დაღლილობა.

ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ვაქცინაცია ხელს უწყობს დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილებას. მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია.

სიმსუქნე იწვევს სხვადასხვა დაავადებებს

ჭარბი წონა ბავშვებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელს მსოფლიოში
#post_seo_title

სიმსუქნე და ჭარბწონიანობა გავლენას ახდენს:

– ორგანიზმზე
– გულზე
– თირკმელებზე
– ღვიძლზე
– სახსრებზე
შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: სქელი ლორი და ტექსტი
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights