შაბათი, ივნისი 13, 2026

რა არის ტვინის ჩუმი ინფარქტი – ჯანმრთელობის ერთგვარი „ჩუმი მკვლელი“

რა არის ტვინის ჩუმი ინფარქტი
#post_seo_title

ნევროლოგიაში არის განსაკუთრებული ფენომენი, რომელსაც ექიმები უწოდებენ „ჩუმ“ ცერებრალურ ინფარქტს. ეს მდგომარეობა არის ჯანმრთელობის ერთგვარი „ჩუმი მკვლელი“, რადგან ვითარდება აშკარა სიმპტომების გარეშე და დიდხანს შეუმჩნეველი შეიძლება დარჩეს.

თუმცა მის შედეგებს შეუძლია სერიოზული გავლენის მოხდენა ცხოვრების ხარისხზე და საშიში დაავადებების განვითარებაც.

ჩუმი დაზიანების ბუნება

ჩუმი ცერებრალური ინფარქტი არის ცერებროვასკულური შემთხვევის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ხდება ტვინის მცირე სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. კლასიკური ინსულტისგან განსხვავებით, რომელიც ვლინდება მწვავე სიმპტომებით და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ეს პროცესი თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური კვლევების ჩატარებით, კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. ამიტომაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს წლების განმავლობაში ისე, რომ არც იცის, რა დაემართა, რითაც საკუთარ თავს პოტენციურ საფრთხეში აგდებს.

გრძელვადიანი შედეგები

ჩუმი ინფარქტი არ იწვევს მწვავე სიმპტომებს, მაგრამ მისი გავლენა ორგანიზმზე სათანადოდ უნდა შეაფასოთ. დროთა განმავლობაში ასეთი მიკროინფარქტები იწვევს ნევროლოგიური ფუნქციების თანდათანობით გაუარესებას. ადამიანმა შეიძლება შეამჩნიოს მოძრაობის კოორდინაციის პრობლემები, კიდურების მგრძნობელობის დაქვეითება, მეხსიერების და ყურადღების გაუარესება.

ყველაზე ცუდი ამბავია ის, რომ ჩუმი ინფარქტი კლინიკური ინსულტის განვითარების რისკს 2-4-ჯერ ზრდის. გარდა ამისა, დემენციის და სხვა სერიოზული ნევროლოგიური დარღვევების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

რისკ-ფაქტორები და პრევენცია

ჩუმი ინფარქტის განვითარების მთავარი გამომწვევი ფაქტორი ორგანიზმში მეტაბოლური დარღვევებია. არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი ქოლესტერინი, დიაბეტი და სიმსუქნე სისხლძარღვების პათოლოგიების მთავარი გამომწვევია.

ეს პირობები თანდათან არღვევს ტვინში სისხლის მიწოდებას, რაც იწვევს ნერვული უჯრედების დაზიანებას და სხვადასხვა ნევროლოგიური გართულებების განვითარებას. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. ჩუმი ინფარქტის გამოვლენა სიგნალი უნდა იყოს, რომ სერიოზულად გადახედოთ თქვენი ცხოვრების წესს და მეტი ყურადღები მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას.

დროული დიაგნოსტიკის საჭიროება

ბევრი პაციენტი შემთხვევით იგებს გადატანილი ჩუმი ინფარქტის შესახებ პროფილაქტიკური გამოკვლევის ან სხვა დაავადების დიაგნოსტირების დროს. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს რეგულარული სამედიცინო გამოკვლევის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ასაკოვანი და სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებისთვის. რეგულარულმა სამედიცინო მონიტორინგმა და ცხოვრების წესის შეცვლამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სისხლძარღვთა დარღვევების შემდგომი პროგრესირების რისკი.

სისხლის რომელი ჯგუფია სხვადასხვა დაავადებისკენ მიდრეკილი – ჯგუფს შეუძლია „გვაცნოს” გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილების შესახებ

პაციენტის საინფორმაციო ბუკლეტები - სისხლის ტესტები
#post_seo_title

ბევრი ადამიანი არც კი ფიქრობს ამაზე, სანამ არ გადაწყვეტს შვილის გაჩენას ან სანამ დონორი არ დასჭირდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ არ შეგიძლიათ სისხლი გადაუსხათ ნებისმიერ ადამიანს.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ ჯგუფს შეუძლია „გვაცნოს” გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილების შესახებ.

1. თრომბები

სისხლის შედედების მინიმალური რისკი პირველ ჯგუფშია, მეორე და მესამე ჯგუფში 30%-ით მეტია, მეოთხეში კი 20%-ით.

2. კუჭის კიბო

აქ ისევ პირველი ჯგუფის მქონეებს “გაუმართლათ”. მაგრამ მეორეს გაცილებით მაღალი რისკი აქვს, მაგრამ ამის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

3. წყლულები

ამ საკითხში მეორე და მესამე სისხლის ჯგუფის მქონეებს გაუმართლათ, პირველის მქონეებს კი შესაძლოა კუჭის წყლული უფრო მეტად აწუხებდეთ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ინფექციაზე სხვადასხვა იმუნურ პასუხზე.

4. გულის უკმარისობა

ყველაზე მაღალი რისკია მესამე და მეოთხე ჯგუფში, პირველ და მეორეში კი მეოთხედით ნაკლებია. რატომ ხდება ასე, ჯერ არავინ იცის.

5. პანკრეასის კიბო

ისევ პირველ ჯგუფში მყოფებს აქვთ დაავადების ყველაზე დაბალი შანსი, მაგრამ მეორე ჯგუფს 32%-ით მაღალი რისკი აქვს, მეოთხე ჯგუფს 51%-ით, ხოლო მესამე ჯგუფს 72%-ით.

ეს სტატისტიკა დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორებთან, ასევე სისხლის ანტისხეულების გავლენას ორგანიზმში ანთებაზე.რა თქმა უნდა, სისხლის ჯგუფის შეცვლა შეუძლებელია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და შეამციროთ მრავალი დაავადების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია არასწორ კვებასთან, მოწევასთან, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასთან და ვარჯიშის ნაკლებობასთან.

ნიგოზი და ტვინის ფუნქცია – ახალი კვლევა!

ნიგოზი და ტვინის ფუნქცია – ახალი კვლევა!
#post_seo_title

ნიგოზი და ტვინის ფუნქცია – ახალი კვლევა!

უახლესი კვლევის შედეგები:
თუ ყოველ დილას საუზმეზე (მაგალითად, მუსლთან და იოგურტთან ერთად) 50 გრამ ნიგოზს მიირთმევთ, თქვენი რეაქციის დრო გაუმჯობესდება მთელი დღის განმავლობაში, ხოლო მეხსიერების მუშაობა დღის ბოლოს გაცილებით უკეთესი იქნება.რას ამბობს მეცნიერება?
ნიგოზში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ცილები და ფლავონოიდები დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციაზე.
ტვინის აქტივობის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ნიგოზის რეგულარული მოხმარება გააუმჯობესებს მენტალური დავალებების შესრულების ეფექტურობას.
კვლევაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი – ერთ ჯგუფს ნიგოზით მდიდარი საუზმე ჰქონდა, მეორეს კი იგივე კალორიულობის, მაგრამ ნიგოზის გარეშე.
პროფესორი  გიორგი ფხაკაძე:
“ნიგოზი ნამდვილად უნიკალური პროდუქტია! ის არა მხოლოდ ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციისა და მეხსიერების დაქვეითების რისკსაც ამცირებს. ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯანსაღი კვება პირდაპირ კავშირშია გონებრივი შესაძლებლობების ოპტიმიზაციასთან.”
კვლევის წყარო:
L. Bell et al., „The impact of a walnut-rich breakfast on cognitive performance and brain activity throughout the day in healthy young adults: a crossover intervention trial“, Food & Function (2025)
DOI: 10.1039/d4fo04832f
თქვენ რას ფიქრობთ? მიირთმევთ ნიგოზს ყოველდღიურად?
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: www.sheniekimi.ge
შენი მედიცინა – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: www.shenimedicina.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PHD),
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინს jeტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.

ე.წ. VIP პალატით სარგებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრა

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა.

„სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა – მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება – 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს.

სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროს ნომრის ფორმის, სამედიცინო დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით და იზოლირებული უნდა იყოს სხვა პალატებისგან.

უნდა მოიცავდეს პაციენტის მოსასვენებელ სივრცეს, საოფისე სამუშაო სივრცეს, სამზარეულო სივრცეს, სააბაზანოს და ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეს.

აღჭურვილი უნდა იყოს პაციენტების მოვლისთვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობებითა თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნიკით და ინვენტარით.

აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ნივთებით.

უნდა ითვალისწინებდეს პაციენტთან თავმდგმურის დარჩენის შესაძლებლობას და სხვა.

პაციენტს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და თუ მას ე.წ. VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს. პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, პაციენტს, სამედიცინო დაწესებულება მიაწვდის. ამასთან, კლინიკა განუმარტავს დამატებითი თანხის გადახდის პირობებს.
თუ სამედიცინო დაწესებულებაში, სტანდარტული პალატების არარსებობის გამო, პაციენტს ე.წ. VIP პალატაში განათავსებენ, ის დამატებით ღირებულებას არ გადაიხდის.

არჩეულ, ე.წ. VIP პალატის სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის, შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

სამედიცინო დაწესებულებაში, სიახლის ამოქმედებისთვის, მისმა ხელმძღვანელობამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი ნებართვა მიიღოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, თანაგადახდით სარგებლობას“, – აცხადებენ სამინისტროში.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს ე.წ. ვიაპ პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს ე.წ. ვიაპ პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა
#post_seo_title

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული, ე.წ. ვიაპ პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა.

სიახლის ამოქმედების შემდეგ, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა. მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით.

სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ვიაიპ პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

UNICEF: 2024 წელს ევროპის რეგიონში წითელას 127 350 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს

ევროპის რეგიონში წითელას 127 350 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს
ფოტო: unicef

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის მონაცემებით ევროპის რეგიონში წითელას შემთხვევების მაჩვენებელმა 1997 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

შემთხვევების 40%-ზე მეტი ხუთ წლამდე ბავშვებზე მოდის. ორივე ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის რეგიონს დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები ვაქცინაციის მაჩვენებლის ასამაღლებლად.

2024 წელს ევროპის რეგიონში წითელას 127 350 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. სპეციალისტების თქმით, ეს არის მსოფლიოს საერთო მაჩვენებლის მესამედი.

ჯანმოს ინფორმაციით, 2023 წელს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნახევარმა მილიონმა ბავშვმა არ გაიარა. ცნობისთვის, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ინფექციისგან 97%-ით იცავს.

სპეციალისტების აზრით, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ წითელა ერთ-ერთი სერიოზული ინფექციური დაავადებაა და მას ისეთი გართულებების გამოწვევა შეუძლია, როგორებიცაა: პნევმონია, ენცეფალიტი, სიბრმავე და სხვა.

“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

ახალი კვლევა: რა გავლენას ახდენს კანაფი ადამიანის დნმ-ზე? - მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე
#post_seo_title

პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოლოგები დადებითად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ფსიქიკურ აშლილობასაც იწვევს. განსაკუთრებით საშიშია ის ახალი ჯიშები, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა.

ნარკოდამოკიდებულება აზიანებს ადამიანში სხეულს, მის ქცევებს, უნარებს, ფსიქიკას, რწმენებს, ფასეულობებს. ვიტყვი, რომ მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, მითუმეტეს დღევანდელი მარიხუანა, რომელიც ჰიბრიდული ჯიშებია. ახლა გაძლევს რელაქსაციას, გაძინებს, მაგრამ, გრძელ ვადაში, გინადგურებს ფსიქიკას, აგრესიული ხდები, პიროვნულ აშლილობებს იწვევს,”- აცხადებს ფსიქიატრი, სარეაბილიტაციო ცენტრ “მებას” დამფუძნებელი თამაზ ტუღუში.

პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოლოგები დადებითად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ფსიქიკურ აშლილობასაც იწვევს:

“მძიმე ნარკოტიკი”, ყველამ იცის, რომ დამოკიდებულებას იწვევს და ძალიან ბევრ ზიანს აყენებს, მაგრამ კანაფი რატომღაც მიჩნეული იყო როგორც მსუბუქი ნარკოტიკი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. კანაფს აქვს ძალიან დიდი დამოკიდებულება, ძალიან დიდი მოხსნის სინდრომი, რასაც “ლომკას” ეძახიან. კანაფის შემდეგ არის ძალიან ბევრი ფსიქიკური დაზიანება, რომლებიც რჩება – შექცევადიც და შეუქცევადიც. არის დეპრესიულობა, კონცენტრაციის პრობლემები, ძილის არევა.

თუმცა, არის, სამწუხაროდ, ძალიან შეუქცევადი პროცესებიც და ეს არის კანაფის ფსიქოზი, რომელიც არ არის იმაზე დამოკიდებულება, თუ რამდენად ხშირად მოიხმარს ადამიანი… შესაძლებელია, იყოს ერთჯერადი მოხმარება, რადგან არ ვიცით, ვისი ფსიქიკა რას მალავს და ამ ადამიანის ცხოვრება გაიყოს მანამდე და – შემდეგ. ფსიქოზი არის მთელი ცხოვრების ტვირთი,” – აცხადებს სარეაბილიტაციო კლინიკების – “სანამენტეს” და “პომელის”  დამფუძნებელი ნინო მენაღარიშვილი.

მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს – ორი კვირით ინტერნეტის შეზღუდვა: როგორ აისახება ეს ჩვენს ფსიქიკაზე

ორი კვირით ინტერნეტის შეზღუდვა აძლიერებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და კონცენტრაციას
#post_seo_title

ორი კვირით ინტერნეტის შეზღუდვა აძლიერებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და კონცენტრაციას

დღესდღეობით, სმარტფონები და მათი ინტერნეტით წვდომა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, მეცნიერები ინტერესდებიან, თუ რა გავლენას ახდენს ეს ჩვენი ტვინისა და ფსიქიკის ფორმირებაზე. თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს სმარტფონებზე მუდმივი დამოკიდებულება, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საინტერესო კვლევა ჩატარდა.

ექსპერიმენტი და მისი შედეგები

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც 467 მონაწილეს სმარტფონზე ინტერნეტთან წვდომა ორი კვირით შეუზღუდეს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეპასუხათ სატელეფონო ზარებისთვის, გაეგზავნათ ტექსტური შეტყობინებები და ინტერნეტი კომპიუტერით, თუმცა მათი მობილური ტელეფონები ინტერნეტთან დაკავშირებული ფუნქციებისგან იყო იზოლირებული.

კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მხოლოდ ორ კვირაში, ინტერნეტისგან შესვენება სასარგებლო გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მონაწილეები სარგებლობდნენ სხვადასხვა ტესტებით, რომლებსაც გამოიყენებდნენ კონცენტრაციის და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისათვის. შედეგები მოულოდნელი იყო: 91%-მა მონაწილემ აღიარა, რომ მათი ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო კონცენტრაციის უნარი თითქმის ყველა მონაწილეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა.

რატომ არის ინტერნეტისგან შესვენება სასარგებლო?

ადრიან უორდი, კვლევის თანაავტორი და ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს: „სმარტფონებმა და ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება და ქცევა რადიკალურად შეცვალა სულ რაღაც 15 წელიწადში. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფსიქიკა  გაუმართლებლად ადაპტირდა ასეთ ცვლილებებთან. კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ მუდმივი კავშირი ინტერნეტთან არა მხოლოდ არ არის სასარგებლო, არამედ შეიძლება ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებდეს.“

მთლიანობაში, ინტერნეტისგან ორკვირიანი შესვენებით კვლევის მონაწილეებს ანტიდეპრესანტის ეფექტი ჰქონდათ. მეცნიერები ამას ხსნიან იმით, რომ ინტერნეტის გარეშე მათ მეტი დრო მიეცათ რეალურ საგნებზე ფიქრისთვის, როგორიცაა ჰობი, პირისპირ ურთიერთობები, ბუნებაში სეირნობა და სხვა. კვლევის მონაწილეებს უფრო ხშირად სძინავთ, მეტ სოციალურ კონტაქტებს ამყარებენ და მათ შეუძლოიათ მეტი კონტროლი ჰქონოდეთ თავიანთ გადაწყვეტილებებზე.

მომავალი კვლევები

მეცნიერებს ახლა სურთ აღნიშნული ექსპერიმენტის გაგრძელება და ამ კვლევის უფრო ხანგრძლივად ჩატარება. მათ აინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება რამდენიმე თვე ინტერნეტის გარეშე ცხოვრება და მისი გავლენა ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

დასკვნა

კვლევა გვიჩვენებს, რომ ინტერნეტზე მუდმივი წვდომამ შეიძლება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ხოლო მისი შეზღუდვა (მით უმეტეს, რამდენიმე კვირით) აძლიერებს კონცენტრაციას, ფიზიკურ და სოციალურ აქტივობას, რაც საბოლოო ჯამში აუმჯობესებს მენტალურ კეთილდღეობას.

დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს

#ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

მინისტრის განცხადებით, წლების განმავლობაში, ჰემოდიალიზის დაფინანსების მოდელი და ტარიფი უცვლელი იყო, დღეს კი აღნიშნული ტარიფი გაზრდილია.

შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნითა და პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ თირკმლის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას თირკმლის დაავადებებისა და ამ დაავადებების თავიდან აცილების გზების შესახებ.

შეხვედრას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

ვარჯიშების სისტემა
#post_seo_title

ვარჯიშების სისტემა

1. ვარჯიშის მოცულობა:

კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა. სიმატო ტიპზე, სხეულის კომპოზიციაზე, ცხოვრების წესზე (სამუშაო გრაფიკი, დასვენების ინტერვალი, კვება) ვარჯიშის მოცულობა უნდა იყოს ყველა ამ ფაქტორის მიხედვით გათვალისწინებული.

2. მოდერაციული ინტენსივობა:

ჩვეულებრივ გამოიყენება ვარჯიშის მოდერაციული ინტენსივობა, რაც ნიშნავს თითოეულ მისვლაზე 8-12 გამეორებას. გამეორებათა ეს დიაპაზონი ოპტიმალურად ითვლება კუნთების ჰიპერტროფიის განვითარებისთვის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობის შესრულების დრო. ერთ გამეორებაზე ოპტიმალურია 5-6 წამი.

3. დასვენების კონტროლირებადი დრო:

კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას რეკომენდებულია მისვლებს შორის დასვენების დროის კონტროლი. დასვენების ინტერ ვალი ყველას ინდივიდუალური აქვს, თუმცა არის საერთო რეკომენდაციები, 40-60 წამი პატარა ჯგუფის კუნთების ვარჯიშის შემთხვევაში, ხოლო 90-120 წამი – დიდი ჯგუფის კუნთების ვარჯიშისას.

არსებობს ფორმულა„დატვირთვის ხანგრძლივობა გამრავლებული 5-10 წამზე = დასვენების ინტერვალს“.

5 წამზე უნდა გავამრავლოთ, თუ დატვირთვა იყო საშუალო ინტენსივობის და 10 წამზე – თუ დატვირთვა იყო მაღალი ინტენსივობის. თუმცა ყველა ფორმულა მიახლოებითია.

4. ვარჯიშების მრავალფეროვნება: მაქსიმალური ჰიპერტროფიის მისაღწევად რეკომენდებულია სხვადასხვა მოძრაობის ჩართვა კუნთების თითოეული ჯგუფისთვის. ეს იძლევა სხვადასხვა კუნთოვანი ბოჭკოს გააქტიურებისა და მათი ზრდის სტიმულირების შესაძ ლებლობას.

5. პროგრესული გადატვირთვა: პროგრესული გადატვირთვა კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშის მთავარი პრინციპია.

ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისა და კუნთების ადაპტაციის მიხედვით წონა და ვარჯიშის ინტენსივობა თანდათან უნდა გაიზარდოს კუნთების ზრდის სტიმულის შესანარჩუნებლად.

გამძლეობის ვარჯიშების სისტემა მიზნად ისახავს კარდიორესპირატორული გამძლეობის განვითარებას, გულსის ხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას.

იგი ემყარება ვარჯიშებს, რომლებიც ზრდის ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობას და ინტენსივობას. აქ მოცემულია გამძლეობის ვარჯიშების სისტემის რამდენიმე ძირითადი პრინციპი

1. კარდიოვარჯიშები:

კარდიოვარჯიშები, როგორიცაა: სირბილი, ცურვა, ველოსიპედის ტარება ან ელიპტიკური ტრენაჟორი, საერთო გამძლეობის განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დატვირთვის ინტენსივობა იყოს კარდიო ზონაში ან ესაზღვრებოდეს აერობულსა და ანეორობულს. ის ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას და კუნთებით ჟანგბადის მოხმარების გაუმჯობესებას.

2. ინტერვალური ვარჯიში: ინტერვალური ვარჯიში მოიცავს მაღალი და დაბალი ინტენსივობის ვარჯიშების მონაცვლეობას. მაგალითად, სპრინტების მონაცვლეობას აქტიური დასვენების პერი ოდებთან. ეს მიდგომა ხელს უწყობს გამძლეობის განვითარებას და ფიზიკური მომზადების დონის გაზრდას.

3. დატვირთვის თანდათანობითი ზრდა: მნიშვნელოვანია, თანდათან გაიზარდოს ვარჯიშის ინტენსივობა და მოცულობა იმისათვის, რომ ორგანიზმს შევუქმნათ ადეკვატური იმპულსი ადაპტაციისათვის. არსებობს სტრესის რამდენიმე ტიპი, მათ შორისაა: დისტრესი – ნეგატიური და ეუტსტრესი – სასარგებლო, ზომიერი. როცა ფიზიკური აქტივობით ვართ დაკავებულები, ამ აქტივობის ხანგრძლივობა და ინტენსივობა განაპირობებს სტრესის დონეს და კორტიზოლის ზრდას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება მეტი სიფრთხილე და თვითდაკვირვება.

როგორც წესი, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ვთქვათ, უკვე არსებული სამუშაო წონის 5 პროცენტით გაზრდა. რაც უფრო მაღალია თქვენი სამუშაო წონა და რაც უფრო ახლოს ხართ ე. წ. პიკთან, მით უფრო ნაკლებია პროგრესის პროცენტი.

4. ვარჯიშების მრავალფეროვნება: პლატოების თავიდან ასაცილებლად და მოტივაციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის გამძლეობის ვარჯიშის ჩართვა.

ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი, ნელი, ინტერვალური, გორაკების დაძლევითი ვარჯიშები და ფიზიკური აქტივობის სხვა ფორმები.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights