პარასკევი, ივნისი 12, 2026

მამაკაცებო, ყურადღება! – გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს

მამაკაცებო, ყურადღება! - გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს
#post_seo_title

მამაკაცებო, ყურადღება!

პროსტატას კიბოს რისკი 45%-ით იმატებს, თუ გამოტოვებთ ერთ უმნიშვნელოვანეს შემოწმებას!
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ახალი კვლევის მიხედვით, ის მამაკაცები, ვინც პროსტატას სკრინინგს არ გადის, 45%-ით უფრო ხშირად იღუპებიან ამ სიმსივნით.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
  • 72,000+ მამაკაცი | 20 წელი
  • სკრინინგზე არწასული მამაკაცები:
  • 45% მეტი სიკვდილიანობა
  • 39% მეტი შანსი – დაგვიანებული დიაგნოზი
რეგულარული სკრინინგით:
23%-ით დაბალი სიკვდილიანობა
PSA ანალიზი – მარტივი სისხლის ტესტია, მაგრამ შესაძლოა სიცოცხლე გადაგირჩინოთ!
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„კაცები ხშირად ფიქრობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ… თუმცა პროსტატას კიბო უმეტესად უსიმპტომოდ ვითარდება და როცა ვლინდება, ხშირად გვიანია. სკრინინგი = სიცოცხლის შენარჩუნება.“
რას გირჩევთ?
  • PSA ტესტი – ყოველ 1-2 წელიწადში 50 წლიდან
  • თუ ხარ რისკ-ჯგუფში – დაიწყე სკრინინგი 45 წლიდან
  • მიმართე ოჯახის ექიმს – ყოველწლიურად
  • არასდროს დააიგნორო სიმპტომები – თუნდაც არ გაქვს!
დაწერეთ კომენტარებში – უკვე ჩაიტარეთ PSA სკრინინგი?
და აუცილებლად გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებსა და ოჯახის მამაკაც წევრებს!
sheniekimi.ge – შენი ექიმი
shenimedicina.ge – შენი მედიცინა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
WHO-ს ექსპერტი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი | გაეროს ყოფილი მრჩეველი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

ტიპი 2 დიაბეტი და სიმსივნის გაზრდილი რისკი – განსაკუთრებით ქალებში!

წყლის და ტვინის კავშირი – რატომ არის ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
#post_seo_title

ტიპი 2 დიაბეტი და სიმსივნის გაზრდილი რისკი – განსაკუთრებით ქალებში!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
ახალი კვლევა მანჩესტერის უნივერსიტეტიდან გვაფრთხილებს:
ტიპი 2 დიაბეტით ახლად დიაგნოზირებულ პირებს მნიშვნელოვნად ემატებათ ღვიძლისა და პანკრეასის კიბოს განვითარების რისკი – განსაკუთრებით ქალებში.
მიგნებები (UK Biobank მონაცემებზე დაყრდნობით):
ღვიძლის კიბო:
– ქალებში 5-ჯერ მეტი რისკი
– კაცებში 4-ჯერ მეტი რისკი
პანკრეასის კიბო:
– ქალებში საშუალოდ ორჯერ მეტი რისკი
– კაცებში 74%-ით გაზრდილი რისკი
ეს მონაცემები გამოთვლილია უკვე იმ შემთხვევების გამოკლებით, სადაც სიმსივნე დიაბეტის დიაგნოზისას შემთხვევით აღმოჩნდა.
მიზეზები, რომლებიც ითვლება შესაძლო მაპროვოცირებლად:
– ინსულინის მომატებული დონე
– ქრონიკული ანთება
– სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებელი
ეს შედეგები წარდგენილი იქნება ევროპის სიმსუქნის კონგრესზე და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დიაბეტი – მხოლოდ სისხლში შაქარი არაა.
პროფესორი ფხაკაძე ამბობს:
„ამ კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფხიზლად – განსაკუთრებით ქალები. აუცილებელია სკრინინგი, პრევენცია და ადრეული დიაგნოზი, რათა თავიდან ავიცილოთ ღვიძლისა და პანკრეასის კიბოს მძიმე შედეგები.“
დაწერეთ კომენტარებში – გაქვთ თუ არა გაკეთებული სისხლის შაქრის ანალიზი ბოლო 6 თვეში?
გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს ახლობლებს – შესაძლოა, გადაარჩინოთ სიცოცხლე!
sheniekimi.ge – შენი ექიმი
shenimedicina.ge – შენი მედიცინა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
შეიძლება იყოს ‎1 ადამიანი and ‎ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „‎ዕበ3ስ2 2 ഴറാാറ ഡാ പ കാനറയറ mob30- အ6မ3၅တ၅ဝဂတ ဂ! ه It is unclear how diabetes might drive cancer, but scientists suspect high levels of insulin, high blood glucose and chronic inflammation. Photograph: Halfpoint Images/Getty Images Health Type 2 diabetes increases risk of liver and pancreatic cancers, study shows Chance of developing some of the most lethal tumours up to five times higher in women recently diagnosed with condition‎“‎‎ გამოსახულება

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე
#post_seo_title

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება.

საქართველოში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევებს და ასევე სამკურნალო მედიკამენტებს მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. ყველაზე გავრცელებულ ფორმას ფილტვის ტუბერკულოზი წარმოადგენს.
ინფექცია გადაეცემა ჰაერით, დაავადებული ადამიანის ხველის, ცემინებისა და საუბრის დროს. განსაკუთრებით მაღალია დაინფიცირების რისკი, როდესაც კონტაქტი ხდება დახურულ, ცუდად განიავებულ სივრცეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ტუბერკულოზის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, სად არის მიკრობაქტერია ლოკალიზებული. ფილტვის ტუბერკულოზის დროს დამახასიათებელია:
* ხანგრძლივი ხველა
* ღამით ოფლიანობა
* სისუსტე
* უმადობა
* წონის კლება
* ტკივილი გულმკერდის არეში
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტუბერკულოზის მართვის სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყანამ შეძლო ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების და სიკვდილობის მნიშვნელოვნად შემცირება.
ვრცლად ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ:
„დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი!“

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაინსა და „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) დირექტორ ბეჰლულ უნვერს შეხვდა
ფოტო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაინსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) დირექტორ ბეჰლულ უნვერს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო ავრცელებს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სამომავლო გეგმებს.

მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა.

“თუ ლიმფური კვანძი თვეზე მეტხანსაა გადიდებული, გამაგრებულია და არ მოძრაობს, ცხელება და წონაში კლება ერთვის, საშიშია” – რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

#post_seo_title

რა ფუნქციას ასრულებს ლიმფური კვანძები ჩვენს ორგანიზმში?!  რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას და როგორია მათი ანთებითი ნიშნები?!

უმიზეზო სიცხე, წონაში კლება და ღამის ოფლიანობა ის სიმპტომებია, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ლიმფური კვანძების გადიდებას ახასიათებს.

რა ფუნქციას ასრულებს ლიმფური კვანძები?

ლიმფური სისტემა ადამიანის იმუნური სისტემის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს. ის ლიმფური სისხლძარღვებისა და კვანძებისგან შედგება. თავად ლიმფა წარმოიქმნება სისხლის თხევადი ნაწილისგან — ის კაპილარებიდან უჯრედშორის სივრცეში გადადის, ქსოვილებს წმენდს და ლიმფური ძარღვების საშუალებით კვლავ სისხლში ბრუნდება. ლიმფური სითხის შემადგენლობაში შემდეგი ელემენტები შედის:

  • პროტეინები;
  • მინერალები;
  • ცხიმები;
  • ნუტრიენტები (საკვები ნივთიერებები);
  • ლიმფოციტები (სისხლის თეთრი უჯრედების — ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობა);
  • დაზიანებული უჯრედები;
  • სიმსივნური უჯრედები;
  • ბაქტერიები და/ან ვირუსები.

ლიმფური კვანძები კი მოქმედებს, როგორც ბიოლოგიური ფილტრები, რომლებიც ამ სითხის ნაკადში არსებული მიკრობებს, ვირუსებს, უცხო ნაწილაკებსა და დაზიანებულ უჯრედებს შლის და ანადგურებს.

ბაქტერიებსა და ვირუსებს ზედაპირზე აქვთ პროტეინები, რომლებსაც ანტიგენები ეწოდება — მათ ადამიანის იმუნური სისტემა „დამპყრობლების“ აღმოსაჩენად და გასანადგურებლად იყენებს. ლიმფური სითხის მიკრობებისგან გათავისუფლებით, ლიმფური კვანძები მათ თავს უყრის ერთ სივრცეში, სადაც სისხლის თეთრი უჯრედები აანალიზებს ბაქტერიებსა და ვირუსებს, რომლებთანაც ორგანიზმს კონტაქტი ჰქონდა.

საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”

სხეულში არსებული ათასობით ლიმფური კვანძი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმია. მისი გამართული ფუნქციონირება ინფექციებისა და დაავადებების თავიდან არიდებაში გვეხმარება. ხშირად პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ლიმფური კვანძები დიდდება და ანთებითი პროცესები იწყება. ჩვეულებრივმა გაციებამ, ყურის ტკივილმა და კანის ინფექციამაც კი შესაძლოა, მათი ზომაში გადიდება გამოიწვიოს.

„ლიმფური სისტემა ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებაში. ის ეხმარება სითხის ბალანსის შენარჩუნებაში და ორგანიზმს იცავს სხვადასხვა ინფექციებისგან. გარდა ამისა, ლიმფური სისტემა ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების განეიტრალებას და ნაწლავებიდან ცხიმის შეწოვას.

როდესაც ორგანიზმში შეჭრილი ხდება უცხო აგენტი, როგორიცაა ბაქტერია ან ვირუსი, ლიმფური კვანძები იწყებენ მათთან ბრძოლას და ხშირად გადიდდებიან. ამ შემთხვევაში, კვანძების გადიდება ნორმალურია და არ წარმოადგენს პათოლოგიას, რადგან ისინი აქტიურად ებრძვიან ინფექციებს და სხვა მავნე აგენტებს.

ლიმფური სისტემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმუნური პასუხის მხრივ, არამედ სხეულის ზოგადი ჯანმრთელობისთვის.“

რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

„ინფექციები – ეს ლიმფური კვანძების გადიდების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციები, მათ შორის, კანის ინფექციები, გაციება, გრიპი, ყელის, ყურის ინფექციები და ტონზილიტი. ასეთ შემთხვევაში, ზედა სასუნთქი ინფექციების დროს, ყველაზე ხშირად ყბისქვეშა ან კისრის ლიმფური კვანძები დიდდება. ლიმფური კვანძები შეიძლება, ნებისმიერ ზონაში გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად კისრის, ყბისქვეშა არის, ფერდქვეშა არის- იღლიებისა და საზარდულის არეში ვლინდება.

უფრო სერიოზული დაავადებები, რომლებიც ასევე ლიმფური კვანძების გადიდებას იწვევს:

კიბო – ზოგიერთ შემთხვევაში, შეშუპებული ლიმფური კვანძები შეიძლება, კიბოს ნიშანი იყოს, როგორიცაა ლიმფომა ან ლეიკემია.

კიბო ასევე შეიძლება, გავრცელდეს ლიმფურ კვანძებში სხეულის სხვა ნაწილებიდან – მეტასტაზირების გზით.

აუტოიმუნური დარღვევები – შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდებას თან ახლდეს.

რა შემთხვევაში უნდა ავწიოთ ე.წ. წითელი დროშა?

„როგორც ვთქვით, ლიმფური კვანძების გადიდების ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციებია. როგორც წესი, ამ მიზეზით გადიდებული ლიმფური კვანძები გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გაივლის. დაახლოებით, შესაძლებელია, 2 კვირა გაგრძელდეს. ეს პერიოდი სჭირდება ლიმფურ კვანძს, რომ თავის ზომას დაუბრუნდეს.

ლიმფური კვანძების გადიდების დროს, ხშირად ადამიანები თვითნებურად ანტიბიოტიკებს იღებენ, რაც გამართლებული არ არის. აუცილებელია, ექიმს მივმართოთ.

თუ ლიმფური კვანძი 1 თვეზე მეტხანსაა გადიდებული და მას თან მაღალი ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონის აუხსნელი კლება ერთვის, საყურადღებოა. ეს სიმპტომები შესაძლოა, გრიპის ვირუსსაც ჰქონდეს, მაგრამ გრიპი მაქსიმუმ 10 დღემდე გრძელდება.

ასევე, საშიშია, როდესაც ლიმფური კვანძები შეხებით მაგარი და ფიქსირებულია, ანუ არ მოძრაობს.

გააჩნია, რა არის ლიმფური კვანძების გადიდების გამომწვევი მიზეზი. თუ ჩვენ ვირუსულ ინფექციებზე ვსაუბრობთ, სიმპტომურად ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები უნდა მივიღოთ. თუ ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკი გვჭირდება, მაგრამ არა თვითნებურად. ყველა ანტიბიოტიკი ყველა ინფექციაზე არ მოქმედებს და ეს ექიმმა უნდა დანიშნოს.

თუ ლიმფური კვანძების გადიდება უფრო სერიოზულ მიზეზებს უკავშირდება, მაშინ აუცილებელია, პირველ რიგში, დავადგინოთ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.“

წონაში კლების ინიექციები და სიკვდილიანობის რისკი

წონაში კლების ინიექციები და სიკვდილიანობის რისკი
#post_seo_title

წონაში კლების ინიექციები და სიკვდილიანობის რისკი

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

ბრიტანეთის მარეგულირებლის ცნობით, 82 ადამიანი გარდაიცვალა Ozempic-ისა და Mounjaro-ს გამოყენების შემდეგ. ეს პრეპარატები ფართოდ გამოიყენება წონის კლებისთვის, მაგრამ მათი გვერდითი ეფექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა კვლავ დაბალია.

რა არის პრობლემა?

ეს მედიკამენტები თავდაპირველად შექმნილი იყო შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მაგრამ მათი გამოყენება გაიზარდა წონის კლებისთვის. თუმცა, ბოლო კვლევები და შემთხვევები აჩვენებს, რომ არსებობს სერიოზული ჯანმრთელობის რისკები, მათ შორის სიკვდილიანობა.

რისკები და გვერდითი მოვლენები

  • გულისრევა, ღებინება, დიარეა
  • პანკრეასის ანთება
  • თირკმლების პრობლემები
  • კუჭ-ნაწლავის პარალიზება
  • სერიოზული ალერგიული რეაქციები
  • პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

“ჩვენ ვხედავთ, რომ წონაში კლების სწრაფი და ‘ჯადოსნური’ გზების ძიება შესაძლოა სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები არ დაიწყონ მსგავსი პრეპარატების გამოყენება ექიმის მკაცრი კონტროლის გარეშე. წონის მართვა უნდა ეფუძნებოდეს ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას, ხოლო მედიკამენტების გამოყენება უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და კონტროლირებული.”

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

  • სანამ მსგავს მედიკამენტს დაიწყებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან.
  • ნუ ენდობით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოპულარულ ტენდენციებს.
  • წონის კლების ყველაზე უსაფრთხო გზა ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობაა.
  • თუ იყენებთ ამ პრეპარატებს და გაქვთ გართულებები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შენი ექიმი – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: www.sheniekimi.ge

შენი მედიცინა – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა:

www.shenimedicina.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ჯანმრთელობაგულითად #წონაშიკლება #მედიკამენტებისუსაფრთხოება

@highlight

Giorgi Pkhakadze @[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

 

შეიძლება იყოს text that says 'At least 82 Britons are known to have died after taking drugs such as Ozempic and Mounjaro, according to the regulator ση6blAo ဂ ററാാ്റ്ോർറ ഡ പറ്ദ3ഴനറനനെർറ നറടറ OZEMPİC® லுோட் Weight-loss jabs linked to dozens of deaths' გამოსახულება

მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ, იმ გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომლებიც სტაციონარულ დაწესებულებებში, დაავადების მართვას უკავშირდება.

შეხვედრაზე, ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ცისტური ფიბროზის ეფექტური მართვისთვის აუცილებელი ფიზიოთერაპიის, საინჰალაციო აპარატების, მედიკამენტებისა და სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობის საკითხები. ისაუბრეს მცირე, კლინიკის ტიპის დაწესებულების მოწყობის შესაძლებლობაზეც, სადაც ბავშვებს, საჭირო პროცედურები და მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდებათ.

შეხვედრაზე, იმსჯელეს ცისტური ფიბროზის მართვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საკითხებზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებზე. ასევე ისაუბრეს დაავადების სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსთვის, პრიორიტეტი ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების დაცვაა და უწყება, ყველა გადაწყვეტილებას, სწორედ მათი გათვალისწინებით მიიღებს.

აქვე, აღინიშნა, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, ასევე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა

ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა
#post_seo_title

ვინ არის ექი­მი, რო­მელ­მაც მა­რი­ამს უსას­ყიდ­ლოდ ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თა

პაციენტების სასწაულ გარდასახვას ახდენს ეს კაცი. ალთან ვაროლი დაიბადა 12/11/1977 წელს ბულგარეთში, პლოვდივში ინფორმაციას სოციალურ ქსელში, „ემიგრანტები იტალიაში“ ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი, ირმა ენდელაძე ავრცელებს.

„2001 წელს დაამთავრა მარმარის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. დოქტორ ალთან ვაროლი იმავე წელს ჩაირიცხა ფაკულტეტის პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე.

2007 წელს დაასრულა დისერტაცია სინოვიალური მიკროვასკულარიზაციის შეფასების შესახებ “Power Doppler”-ით და ულტრაბგერითი დეგენერაციული სახსრის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სახსრის დროებითი ართროსკოპია.

ალთან ვაროლი მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად 2011-2016 წლებში.

2021 წლიდან მსახურობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის, პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებების და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

2010 წლიდან ჰიგიენურ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიით, ათაშეჰირში, აწარმოებენ მომსახურებას ყბის დეფორმაციების კორექციას (ორთოგნატიური ქირურგია – ყურადღების მიქცევა), ყბის და სახის მოტეხილობების, დროებითი სახსრის დარღვევები და მკურნალობა, ძილის აპნოე, ტემპერამენტული და ტუმბოზური ერთობლივი ქირურგია.

პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის განყოფილებაში კარიერის განმავლობაში მან გააკეთა 8 პოსტერი, 21 ზეპირი პრეზენტაცია და 45 პუბლიკაცია.

პროფ. დოქტორი ალთან ვაროლი არის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2014), ქალა-ყბა ქირურგიის ევროპული ასოციაციის (2011), სტამბულის სტომატოლოგთა პალატის (2010), ბალკანეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2010), ამერიკის ასოციაციის წევრი (2010). “cial Section Association”
(2009-2016), ორალური და ყბა-სახის ქირურგიის საერთაშორისო ასოციაცია (2003) და თურქეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაცია (2001).

მან მოიგო მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2003 წელს, მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2004 წელს და მარმარის უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციის გამოქვეყნებისთვის ჯილდო 2008 წელს“, – წერს ირმა ენდელაძე.

გუ­შინ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო 16 წლის მა­რი­ამ კოხ­რე­ი­ძეს გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, რო­მელ­საც თურ­ქე­თის დე­და­ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში 7 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გო­გო­ნა ქუ­თა­ი­სელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა დან­ტეს­მა იგი­ვე და­ვით ოქ­რო­პი­ლაშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

  • მა­რი­ა­მი ხუთშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში ცხოვ­რობს. მისი პრობ­ლე­მე­ბი 6 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ყბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ფერ­ხდა. ბოლო წლებ­ში პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო გარ­თულ­და და გო­გო­ნას საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა უჭირ­და.

„დანტესი ფოტოგრაფი“ იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მა­რი­ა­მის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ითხო­ვა. მას თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მედ გიდი სტამ­ბო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­დეა იო­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და სა­ერ­თო ძა­ლე­ბი­თა და ხალ­ხის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით შეძ­ლეს, რომ გო­გო­ნას ოც­ნე­ბა აუხ­და და 20 მარტს მა­რი­ა­მი მე­ო­რედ და­ი­ბა­და.

  • მა­რი­ამს ორი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. გო­გო­ნას ყბა გა­უხ­სნეს და პრო­თე­ზე­ბი გა­უ­კე­თეს. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ექიმ­მა ჰო­ნო­რარ­ზე უარი თქვა.

“მა­რი­ა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა სტა­ბი­ლუ­რია, სა­ბედ­ნი­ე­როდ მას არ დას­ჭირ­და რე­ა­ნი­მა­ცია, რისი მო­ლო­დი­ნიც ექიმს ჰქონ­და. ნარ­კო­ზი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გო­გო­ნა პირ­და­პირ პა­ლა­ტა­ში აიყ­ვა­ნეს და გუ­შინ გავ­ლაც მო­ა­ხერ­ხა. საჭ­მელ­საც ჭამს და სა­უ­ბარ­საც იწყებს – ამ­ბობს ოქ­რო­პი­ლაშ­ვი­ლი “რუს­თა­ვი 2“-თან ჩარ­თვა­ში.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ

 

“ოპე­რა­ცია 7 სა­ათს გაგ­რძელ­და. მა­რი­ა­მი ტა­ნით ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, რო­დე­საც ექიმ­მა ბავ­შვი ნახა, გვი­თხრა, რომ შე­იძ­ლე­ბა ორი დღე დას­ჭირ­დეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შიო. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მე­დეა ამ­ბობ­და, თუ კი ვინ­მემ ილო­ცა, ყვე­ლა ლოც­ვა მო­უ­ვი­და ბავ­შვს, ოპე­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში ერთი პა­ტა­რა შე­ფერ­ხე­ბაც არ გვქო­ნი­აო”.

ახლა გო­გო­ნა კლი­ნი­კა­შია, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღეს გა­ა­ტა­რებს. ოქ­რო­პი­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რის შემ­დეგ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღე იქ­ნე­ბა ექი­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ. ამის­თვის კი სტამ­ბოლ­ში სას­ტუმ­რო უკვე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლია.

ოპე­რა­ცი­ამ­დე და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ

 

გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, საოპერაციოდ შეიყვანეს – რა კადრებს ავრცელებს დანტესი

“თვალებს ვერ ვაშორებ ისეთი ლამაზია” – რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან მარიამზე

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია -
#post_seo_title

“ფიტნეს აკადემიის” დამფუძნებლის, ვალიტა გორელჩანიკის განცხადებით, ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიის შესწავლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

First Fitness Academy, პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც აკრედიტაციას ფლობს და სხვადასხვა მიმართულებით ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას შეასწავლის.

აკადემიის დამფუძნებლის შეფასებით, აკადემიაზე გაზრდილი მოთხოვნა, ბაზარზე ახალი დარბაზების გახსნამ განაპირობა, რის გამოც ფიტნეს დარბაზებში კადრების საჭიროება გაჩნდა. ამასთან, აკადემიამ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლა და მომხმარებლებს უკვე თავად გაუჩნდათ სერტიფიცირებულ, პროფესიონალ მწვრთნელთან მუშაობის სურვილი.

“აკადემიის გახსნიდან დღემდე 130-მდე ადამიანი გვყავს გადამზადებული. მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ ახალი სასწავლო პროგრამები. ერთი კურსის ფარგლებში 30 ადამიანს გადავამზადებთ. სანამ დღგ-ს გადამხდელები არ ვიყავით, კურსის ღირებულება 2300 ლარი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დღგ-ს გადახდა დავიწყეთ, ღირებულების 2900 ლარამდე გაზრდა მოგვიწია. გაზრდილი ფასი დაინტერესებულებისთვის დამაბრკოლებელი არ ყოფილა და მოთხოვნა ბაზარზე არ შემცირებულა. თანაც ჩვენ მოქნილი გადახდის სისტემა გვაქვს. ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ძირითადად ემოციურ ფონზე უფრო აისახა, ვიდრე მათ მსყიდველუნარიანობაზე. ახლა დინამიკა გამოსწორდა და ისევ წამოვიდა აქტივობა.

2025 წლის მეორე ნახევარში ვგეგმავთ ახალი კვალიფიკაციების, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას. კერძოდ, სარეაბილიტაციო მიმართულებით. რათა მწვრთნელმა შეძლოს ტრავმირებული მომხმარებლის მკურნალობა“, – ამბობს ვალიტა გორელჩანიკი.

მისივე თქმით, მათი კურსდამთავრებულების 72% დასაქმებულია, რაც დადებით დინამიკაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ აკადემია სასერტიფიკატო კურსებს პარტნიორობის ფარგლებში ბათუმშიც ატარებს, თუმცა გორელჩანიკი ამბობს, რომ რეგიონებში მოთხოვნა დაბალია, სადაც ძირითადად ისეთი პროფესიების ათვისება ურჩევნიათ, რომელიც სწრაფად ისწავლება და მალევე შეიძლება დასაქმება.

“ვისაც აქვს ინტერესი, თბილისშიც ჩამოდიან. გვქონია შემთხვევა, როდესაც ქუთაისიდან, გორიდან ან ხაშურიდან ჩამოსულან“, – აცხადებს აკადემიის დამფუძნებელი.

“ფიტნეს აკადემია” ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს.

ტეტანუსი – მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა და კრუნჩხვით

ტეტანუსი - მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა და კრუნჩხვით
#post_seo_title

ტეტანუსი

1.ზოგადი მიმოხილვა  ტეტანუსი მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა და კრუნჩხვით. მას ჭრილობის ინფექციას უწოდებენ.

კლინიკის მიხედვით არჩევენ ადგილობრივ და გენერალიზებულ ტეტანუსს. თუ ვერ დგინდება ინფექციის შეჭრის ადგილი, ტეტანუსს კრიპტოგენულს უწოდებენ. ადგილობრივი ტეტანუსი იშვიათია, ძირითადად გვხვდება ტეტანუსის გენერალიზებული ფორმა.

დაავადების მიმდინარეობაში არჩევენ სამ ფორმას: დასაწყისი, განვითარება და გამოსავალი. იშვიათად დასაწყისამდე შეიძლება გამოიხატოს პროდრომული ნიშნები ჭრილობის ირგვლივ კუნთების მცირე დაძაბულობისა და მტკივნეულობის, აგრეთვე თავის ტკივილისა და ოფლიანობის სახით.

დაავადება  ძირითადად სწრაფად იწყება. დაავადების პათოგნომური ნიშანია ტრიზმი ─ საღეჭი კუნთების დაჭიმვის გამო ავადმყოფს უჭირს პირის გაღება და ღეჭვა, ასევე დამახასიათებელია ე.წ. „სარდონიკული ღიმილი“. ავადმყოფს უნაოჭდება შუბლი, უვიწროვდება თვალის ნაპრალი, რაც დამცინავი ღიმილის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანდათანობით გამოვლინდება მთელი სხეულის კუნთოვანი აპარატის დაძაბვა და კრუნჩხვები. წელისა და ზურგის კუნთების დაჭიმვა იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი საწოლს მხოლოდ თავითა და მენჯით ეხება. ეს ე.წ. ოპისტოტონუსის პოზაა. მუდმივი ტონური კრუნჩხვების გამო კუნთები ძლიერ მტკივნეულია, ავადმყოფს უჭირს მოძრაობა. ტონური კრუნჩხვის გარდა, პერიოდულად ვითარდება ტეტანური (კლონური) კრუნჩხვები, რასაც ხელს უწყობს მცირედი გაღიზიანებაც (სინათლის შუქი, ხმაური და სხვა) კი. ტეტანური კრუნჩხვის დროს ოპისტოტონუსი ძლიერდება ─ გამოიხატება ყველა კუნთის კონტური.

ოპისტოტონუსი ტეტანური კრუნჩხვისას

„სარდონიკული“ ღიმილი და ტრიზმი ტეტანური კრუნჩხვისას

ნეონატალური ტეტანუსის შემთხვევაში ახალშობილს სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში ახასიათებს წოვისა და ტირილის ნორმალური უნარი, სიცოცხლის 3-28 დღის ასაკში წოვის შეწყვეტა და გაშეშების ან კლონური კრუნჩხვების (მათ შორის კუნთების კრთომა) ან ორივე სიმპტომის განვითარება.

გართულებები _ დაავადების ადრეულ პერიოდში დამახასიათებელია ბრონქიტი, ასპირაციული და ჰიპოსტაზური პნევმონია; მოზრდილებში ─ ინფარქტი, გულის კუნთის დამბლა, ჰიპერტონია, ლარინგოსპაზმი, ფილტვის ემბოლია. მწვავე პერიოდშივე შესაძლოა განვითარდეს კუნთების გახლეჩა ან/და ძვლების მოტეხილობა.

პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა 40-50%-ია. ახალშობილებსა და მშობიარეებში ლეტალობა 90-100%-ს აღწევს.

  1. გამომწვევი აგენტი_ გრამდადებითი ჩხირი ─ Clostridium tetani, ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. იგი ანაერობული მიკრობია, ჟანგბადიან გარემოში მოხვედრისას წარმოქმნის სპორებს. სპოროვანი ფორმა ძლიერ გამძლეა და ბუნებაში არახელსაყრელ პირობებში  ათეულობით წლები ძლებს.

  ანაერობულ (უჯანგბადო) გარემოში მოხვედრისას ტეტანუსის ჩხირი სპოროვანი ფორმიდან გადადის ვეგეტატიურ ფორმაში. ამ მდგომარეობაში იგი გამოიმუშავებს ძლიერ ეგზოტოქსინს, რომელიც სიძლიერით ბოტულიზმის ტოქსინის შემდეგ მეორე ადგილზეა. არჩევენ ტეტანუსის ტოქსინის სამ ფორმას: ტეტანოსპაზმინი, ანუ ნეიროტოქსინი (აზიანებს ნერვული სისტემის მამოძრავებელ ნეირონებს და იწვევს კრუნჩხვებს), ტეტანოჰემოლოზინი (იწვევს ერითროციტების ლიზისს) და ე.წ. ტოქსინის დაბალმოლეკულური ფრაქცია, რომელიც აძლიერებს ტეტანოსპაზმინის მოქმედებას.

 

  1. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები_ ტეტანუსის გამომწვევი მიკრობებით დაინფიცირების ძირითადი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავებული მიწათმოქმედებით და შინაურ ცხოველთა მოვლით, ასევე ნებისმიერი პირი, რომელსაც ავარიის ან სხვა ნებისმიერი ტრავმის შედეგად  დაუზიანდება სხეულის საფარველი.

 

  1. რეზერვუარი_ ტეტანუსის  დაავადების გამომწვევი კლოსტრიდიების ძირითად რეზერვუარს შეადგენენ ბალახისმჭამელი შინაური და გარეული ცხოველები, უფრო იშიათად ადამიანი (5-40%). ეს მიკრობები ნაწლავებში ბინადრობენ ვეგეტატიური ფორმების სახით, ცხოველმყოფელობისას მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ შეიწოვება, ამიტომ ალიმენტური გზით ადამიანი არ ავადდება. ტეტანუსის გამომწვევი ჩხირები განავალთან ერთად ვეგეტატიური ფორმის სახით გამოიყოფიან და ნიადაგში წარმოქმნიან სპორებს, რომლებიც ბუნებაში ათეულობით წლები ძლებს.
  1. გადაცემის გზა_ ტრავმის, დამწვრობის, მოყინვის, ელექტროტრავმების და სხვა მიზეზით დაზიანებული კანის საფარველიდან ან ლორწოვანი გარსიდან ჭრილობაში მოხვედრილი ტეტანუსის სპორები  ხელაყრელ პირობებში (უჯანგბადო არე) გადადიან ვეგეტატიურ ფორმაში, იწყებენ ცხოველმყოფელობას. ტეტანუსის გამომწვევით დაინფიცირება შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარების დროსაც, როცა ჭრილობის გაკერვა ხორციელდება კეტგუტის ძაფით (კეტგუტის ძაფი მზადდება ცხოველის ნაწლავისგან).

 

  1. ინკუბაციური პერიოდი_ 3-დან 30 დღემდეა, ძირითადად 6-14 დღე. რაც უფრო ხანმოკლეა ინკუბაციური პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და გამოსავალიც უფრო სავალალოა. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც მიკრობთა გამრავლებისა და ტოქსინის წარმოშობის ინტენსივობაზე, ასევე მაკროორგანიზმის მდგომარეობაზე ინფიცირების მომენტში.
  1. მიმღებლობა –საყოველთაო.დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არამყარია. მყარი იმუნიტეტი ყალიბდება სრული იმუნიზაციის შემდეგ და ნარჩუნდება 10 წლის განმავლობაში. სრულად იმუნიზირებული დედებისგან ახალშობილები იძენენ პასიურ იმუნიტეტს, რომელიც მათ იცავს ნეონატალური ტეტანუსისგან.
  1. გადამდებლობის პერიოდი– ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ ხდება.

 

9.კონტროლის ღონისძიებები     

ა) პრევენციული ღონისძიებები

ტეტანუსის პროფილაქტიკის ძირითად მიმართულებად მიჩნეულია ბავშვებში ტეტანუსის კომპონენტის შემცველი ვაქცინით იმუნიზაციის მაღალი მოცვა (>90%) და მისი შენარჩუნება,  რევაქცინაციის ჩატარება უფროსი ასაკის პირისთვის 10 წლის ინტერვალით. ტრავმებისა და ჭრილობების შემთხვევაში ზოგჯერ საჭირო ხდება სასწრაფო ღონისძიებების გატარება ანატოქსინით ან/და ანტიტოქსიური შრატით.

ტეტანუსის პროფილაქტიკის სქემა ტრავმებისა და ჭრილობების შემთხვევაში

აქტიური იმუნიზაციის ანამნეზი ტეტანუსის ვაქცინა ანტიტოქსიური შრატი ან იმუნოგლობულინი
მცირე ჭრილობა* სხვა ჭრილობები
უცნობია დიახ არა დიახ
არჩატარებია დიახ არა დიახ
სამ დოზაზე ნაკლები დიახ არა დიახ***
სამ დოზაზე მეტი არა** არა არა

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი

ტეტანუსის კლინიკური შემთხვევის დაფიქსირებისთანავე სასწრაფო შეტყობინების წესით 1-48 საათის განმავლობაში შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს.

კონტაქტში მყოფი პირები კონტროლს არ ექვემდებარებიან.

 გ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – სოციალური კრიზისების (სამხედრო კონფლიქტები, არეულობა) და ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობა, ქარიშხალი, მიწისძვრა) დროს იზრდება ტრავმული დაზიანებები, რაც შესაბამისად ზრდის ტეტანუსის რისკს.

 დ) საერთაშორისო ღონისძიებები – იმუნიზაცია საერთაშორისო მოგზაურთათვის.

______________________________________________

* ახალი, დაუბინძურებელი მცირე ჭრილობა, ტეტანუსის მიკრობით ინფიცირების ნაკლები შესაძლებლობით.

**  ანატოქსინი არ კეთდება, თუ ვაქცინის ბოლო დოზის შეყვანიდან გასულია 10 წელზე ნაკლები, დიდი ჭრილობის შემთხვევაში კი 5 წელზე ნაკლები.

*** გარდა იმ პირებისა, რომელთაც მიღებული აქვთ ტეტანუსის ანატოქსინის 2 დოზა მაინც, ხოლო ჭრილობა ახალია და ტეტანუსის მიკრობით ინფიცირების რისკი დაბალია.

შენიშვნა: ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატზე თანდართული ინსტრუქცია.

http://www.cdc.gov/tetanus/clinicians.html

http://www.wpro.who.int/mediacentre/factsheets/fs_20120307_tetanus/en/

http://www.privivka.ru/ru/illness/?id=7

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights