ორშაბათი, ივნისი 15, 2026

გვავნებს თუ არა რძე, რომელიც ქათმის სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა

გვავნებს თუ არა რძე, რომელიც ქათმის სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა
#post_seo_title

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 აპრილს განცხადება გაავრცელა. მისი მიხედვით, სოფლის ნობათის რძის ხუთ ნიმუშში აფლატოქსინი M1 (AFM1) დასაშვებზე მაღალი დოზით დაფიქსირდა. გამოკვლეული პროდუქტებიდან (იხილეთ ჩამონათვალი) ერთი-ერთი საბავშვო რძე იყო.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ამ ამბავს გამოეხმაურნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.

სამედიცინო და კვლევითი მონაცემთა ბაზის, „საიენს დაირექთის“ (Science Direct) ინფორმაციით, აფლატოქსინი ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელსაც ასპერგილუსის სახეობის ობის სოკოები გამოყოფენ.

აფლატოქსინი, შესაძლოა, შეგვხვდეს თხილში (განსაკუთრებით არაქისში, ნუშსა და ფისტაში), სიმინდში, ხორბალში, ბრინჯსა და სანელებლებში. აფლატოქსინები დროთა განმავლობაში, შესაძლოა, არასწორად შენახულ ჩაისა და სხვა ბალახეულშიც გაჩნდეს. ზოგადად, აფლატოქსინის ოთხი სახეობა არსებობს – B1, B2, G1 და G2. თუმცა, როდესაც ცხოველი აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს იღებს (მაგალითად ობიან მარცვლეულს) – მეტაბოლიზმის ანუ საკვების გადამუშავების შემდეგ, რძეში აფლატოქსინის კიდევ ერთი სახეობის M1-ის წარმოშობა ხდება.

კიბოს კვლევის საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ B1-ი და M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად დაასახელა. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის ორგანოს განცხადებით, საკვებში აფლატოქსინის გაჩენას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა – ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა, საკვების შენახვის პირობების დარღვევა, პროდუქტის დაზიანება, მოსავლის აღებისა და დამუშავების პროცესების არასწორად წარმართვა, დაბინძურებული ტექნიკისა და შესანახი კონტეინერების გამოყენება, ბიოლოგიური ფაქტორები. ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, 1 ლიტრ რძეში აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.05 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს. 1 მიკროგრამი უდრის ნოლ მთელ 1 მილიონ გრამს (0.000001). ჩვილებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ 1 ლიტრ რძეში კი აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.025 მიკროგრამი უნდა იყოს.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს პროდუქცია და დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში ის გაყიდვიდან დაუყოვნებლივ ამოიღოს. რატომ არის აფლატოქსინ M1-ი ჯანმრთელობისთვის საზიანო – როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიბოს საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად აღიარა. აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებით, აფლატოქსინ M1-ის ჭარბი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნე. აფლატოქსინ M1-ი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის შემდეგადაც ორგანიზმი ინფექციების მიმართ მოწყვლადი ხდება. ის განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვების, ხანდაზმულებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის. ორსულების ორგანიზმში აფლატოქსინ M1-ის დიდი რაოდენობით მოხვედრამ, შესაძლოა, ნაყოფის ზრდა-განვითარების პროცესი საგრძნობლად შეაფერხოს.

ასევე, აფლატოქსინ M1-ი, შესაძლოა, მოხვდეს დედის რძეშიც და ბავშვის ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშ დააყენოს. ორგანიზმში აფლატოქსინ M1- ის დიდი რაოდენობით მოხვედრის შედეგად, ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა, გულისრევა, კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვა, ქავილი, მუცლის ტკივილი, შეშუპება, სისხლდენა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და ა.შ. ასეთ დროს პაციენტის მკურნალობა სიმპტომების შესაბამისად ხდება. საერთაშორისო სამედიცინო ბიბლიოთეკის მიერ , სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, თერმული დამუშავების შედეგად, რძეში აფლატოქსინ M1-ის სრულად (!!) გაუვნელობა არ ხდება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, რძის ადუღება მასში აფლატოქსინ M1-ს შემცველობას სრულად ვერ ანეიტრალებს.

ეს იმიტომ ხდება, რომ აფლატოქსინ M1-ი საკმაოდ მდგრადი ნივთიერებაა.

სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლების თქმით, მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის დროს, აფლატოქსინის მწარმოებელი სოკოები სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია – მკაცრად იყოს გაკონტროლებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის როგორც დარგვის, ასევე მოვლის, აღებისა და შენახვის პროცესი. რაც შეეხება საოჯახო პირობებს – საერთაშორისო ექსპერტები გირჩევენ მარცვლეული, თხილი, სიმინდი და მსგავსი პროდუქტები მშრალ და გრილ ადგილებში შეინახოთ და პერიოდულად აკონტროლოთ ისინი. ხოლო, ობის ან უჩვეულო სუნის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაყაროთ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

პაატა იმნაძე: „აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს“

„მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა“ - სესი მორიგ განცხადებას ავრცელებს
#post_seo_title

პაატა იმნაძე: „აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს“

„აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი ესწრებოდნენ.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ყოველდღიურად, ასობით, სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის, მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.

 

„სოფლის ნობათი“ განცხადებას ავრცელებს

„სოფლის ნობათი“ განცხადებას ავრცელებს
#post_seo_title

კომპანია „სოფლის ნობათი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენთვის, PepsiCo-ში, არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ვიდრე ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, განცხადების გარეშე ვერ დავტოვებთ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას (UHT რძე).

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან. ამასთან, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას და სრულადაა მორგებული მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.

ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით, რომ ყველაფერს ეფექტურად და საფუძვლიანად გამოვიძიებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

“მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება, ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას” – თემურ მიქელაძე

#post_seo_title

პედიატრი თემურ მიქელაძე ეხმაურება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.

როგორც მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება.

„მინდა, გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას „სოფლის ნობათის“ რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. აფლატოქსინი, ერთ-ერთი სოკოვანი ტოქსინია, რომელიც გვხვდება სხვადასხვა ტიპის საკვებში, მათ შორის რძეშიც. ის ასოცირებულია მწვავე და ქრონიკულ ინქტოქსიკაციასთან. ქრონიკული ექსპოზიცია ასოცირებულია ღვიძლის დაზიანებასთან, ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნესთან და რამდენიმე კვლევის მიხედვით სიმაღლეში ზრდის შეფერხებასთან. არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია სისხლში აფლატოქსინის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელიც აკონტროლებს რძეში და არა მარტო, აფლატოქსინის შემცველობას. აფლატოქსნის შემცველობის დასაშვებ ნორმაზე მეტი კონცენტრაციის აღმოჩენისთანავე, ისინი ვალდებულნი არიან, აცნობონ შესაბამის სტრუქტურებს და ამოიღონ პროდუქცია ბაზრიდან. JESCA-ს მიერ დადგენილი უსაფრთხო შემცველობაა 0.5 to 15 µg/კგ-ზე. სოკოვანი ტოქსინების შემცველობა რძეში და სხვა პროდუქტებში მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, აკონტროლოს პროდუქცია და დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, ამოიღოს პროდუქცია გაყიდვებიდან. მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება“, – წერს თემურ მიქელაძე.

მიქელაძე იმედოვნებს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს.

„ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას და მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს.

P.S რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც რეკომენდაციას გასცემენ ბავშვთა კვებაში საკუთარი პროდუქციის გამოყენებაზე, მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოში არსებული მკაცრი მარეგულირებლების მიერ. დედის რძე – ოქროს სტანდარტი ბავშვთა კვებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ, სულიერ და სოციალურ კეთილდღეობას“, – წერს თემურ მიქელაძე.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა“ – სესი მორიგ განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა“ - სესი მორიგ განცხადებას ავრცელებს
#post_seo_title

 სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით განმარტავს, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.

მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინებზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც, განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად ასობით ობიექტზე კონტროლის ღონისძიებას ახორციელებს. შემოწმება ხორციელდება როგორც წინასწარ გაწერილი გეგმის ფარგლებში, ისე ყველა იმ შეტყობინებაზე საპასუხოდ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მყისიერად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რადგან სააგენტოსთვის პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა.

დამხმარე საშუალებები – დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის

დამხმარე საშუალებები - დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის
#post_seo_title

დამხმარე საშუალებები – დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის

დამხმარე საშუალებები ადამიანს ფუნქციონირების (სმენა, მხედველობა, შემეცნება, კომუნიკაცია, გადაადგილება, თავის მოვლა) შენარჩუნებასა თუ გაუმჯობესებაში უწყობს ხელს.

ადამიანების უმრავლესობას დამხმარე საშუალება ცხოვრების სხვადასხვა
ეტაპზე, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად დასჭირდება. ასეთი საშუალებების გამოყენება ზოგს დროებით (მაგალითად, უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის შემდეგ), ზოგს კი უფრო ხანგრძლივად, ან, სულაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს.
დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია ხელჯოხები, ყავარჯნები, სმენის აპარატები, კიდურების და ხერხემლის ორთეზები, კიდურების პროტეზები, თვალის პროთეზები, გადასაადგილებელი ჩარჩოები, საშუალო და მაღალი მორგების მექანიკური ეტლები, ელექტრო ეტლები, სახელურები, მოაჯირები, ხელმოსაჭიდი ძელები, უსინათლოთა ხელჯოხები, აბაზანის დამხმარე სკამები, საფენები თუ აბების გამანაწილებლები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ATscale, the Global Partnership for Assistive Technology-ს თანადგომით ცდილობს, დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების საჭიროების მქონე ყველა ადამიანი იყოს ჩართული საზოგადოებაში და ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება.

რა არის აფლატოქსინი და რატომ უნდა გვაღელვებდეს?

რა არის აფლატოქსინი და რატომ უნდა გვაღელვებდეს?
#post_seo_title

რა არის აფლატოქსინი და რატომ უნდა გვაღელვებდეს?

აფლატოქსინის აღმოჩენა რძეში საქართველოში — სერიოზული საგანგაშო სიგნალი
სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რძის ნიმუშებში აღმოჩნდა აფლატოქსინი M1 — ბუნებრივი ტოქსინი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ეს ინფორმაცია საზოგადოების დიდ აღშფოთებას და შფოთვას იწვევს, რაც სრულიად გასაგებია — საქმე გვაქვს ნივთიერებასთან, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი კარცინოგენული ეფექტით.
რა არის აფლატოქსინი?
აფლატოქსინები ეკუთვნის მიკოტოქსინების ჯგუფს — ისინი გამომუშავდება ობის სოკოებისგან, კერძოდ Aspergillus flavus და Aspergillus parasiticus-ის მიერ. ეს სოკოები განსაკუთრებით ხშირად ჩნდება ნესტიან და თბილ გარემოში, რის გამოც მათი გავრცელება მეტწილად დამოკიდებულია საკვების შენახვის პირობებზე.
ეს ტოქსინები შეიძლება აღმოაჩინონ მარცვლეულში, თხილში, სიმინდში, მიწისთხილში და ცხოველების საკვებშიც — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის სწორად არ არის შენახული.
როგორ ხვდება აფლატოქსინი რძეში?
როდესაც ფერმა ან სოფლის მეურნეობის ცხოველი მოიხმარს აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს, ტოქსინი გადადის მის ორგანიზმში და შემდეგ — რძეში. ამ პროცესში ის გარდაიქმნება აფლატოქსინ M1-ად — ტოქსიკური ფორმა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.
“ადუღება აშველებს?” — დიდი მითი
ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მახასიათებელი აფლატოქსინის არის ის, რომ თერმული დამუშავება ვერ ანეიტრალებს მას. ანუ:
• რძის ადუღება,
• პასტერიზაცია,
• თუნდაც ულტრაწნევის ქვეშ დამუშავება
არ არის საკმარისი, რომ ტოქსინი გაქრეს — ის რჩება რძეში და რძის პროდუქტებში.
რამდენად საშიშია აფლატოქსინი?
  • საფრთხე დოზის მიხედვით განსხვავდება.
  • სერიოზული შედეგები, როგორც წესი, დგება როდესაც დიდი დოზით და ხანგრძლივად იღებთ მას.
ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს საფრთხეს:
მიღებული აფლატოქსინის რაოდენობა
მოხმარების ხანგრძლივობა
ინდივიდუალური მგრძნობელობა — ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმუნიტეტი
მაღალი რისკის ჯგუფები:
1. ბავშვები და ჩვილები — მათ ორგანიზმში დეტოქსიკაციის მექანიზმები ჯერ კიდევ არასრულად ფუნქციონირებს
2. ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, განსაკუთრებით ღვიძლის პრობლემებით
3. იმუნოსუპრესირებულები — ონკოლოგიური პაციენტები, ორგანოთა გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა და სხვა
გრძელვადიანი ზემოქმედება:
აფლატოქსინები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი კარცინოგენებია. მათი ქრონიკული მიღება ზრდის ღვიძლის კიბოს, განსაკუთრებით ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების რისკს.
მექანიზმი:
აფლატოქსინი აზიანებს დნმ-ს — იწვევს მუტაციებს, რაც უჯრედების არაკონტროლირებად გამრავლებას და კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
რა შეიძლება გავაკეთოთ?
როგორც მომხმარებელმა:
• შეიძინეთ რძე და რძის პროდუქტები მხოლოდ დამტკიცებული წყაროებიდან, სადაც რეგულარული ტესტირება ტარდება
• უპირატესობა მიანიჭეთ დამუშავებულ პროდუქტებს, რომელთაც აკრედიტებული ხარისხის კონტროლი აქვთ
• მოითხოვეთ გამჭვირვალობა — სურსათის სააგენტომ უნდა გაასაჯაროვოს ბრენდები და წყაროები, სადაც აღმოჩნდა აფლატოქსინი
როგორც საზოგადოებამ:
• საჭიროა სურსათის მკაცრი მონიტორინგი და რეგულარული შემოწმებები
• უნდა გაძლიერდეს გლეხებისა და ფერმერების განათლება საკვების სწორ შენახვაზე
• სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საფრთხის დროული იდენტიფიკაცია და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„აფლატოქსინის აღმოჩენა რძეში ნიშნავს სისტემურ ხარვეზს — ეს არ არის მხოლოდ ერთი ფერმერის პრობლემა. საჭიროა აგროსექტორის განათლება, მკაცრი სახელმწიფო კონტროლი და გამჭვირვალე კომუნიკაცია. ჩვენ ვსაუბრობთ ბუნებრივ კარცინოგენზე, რომლის მოთმენა არ შეიძლება, მით უმეტეს ბავშვების საკვებში.“
წყაროები:
• საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო: https://nfa.gov.ge
• World Health Organization (WHO): Food safety – Aflatoxins
• International Agency for Research on Cancer (IARC): Monographs on the Evaluation of Carcinogenic Risks to Humans
გაიგეთ მეტი:
sheniekimi.ge – ჯანმრთელობის რჩევები და უსაფრთხო კვება
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
გთხოვთ, გააზიარეთ სტატია, რათა მოსახლეობამ იცოდეს და თავიდან აიცილოს საფრთხე!

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, საავადმყოფო and ტექსტი გამოსახულება

მთავრობის განკარგულებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს

მთავრობის განკარგულებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს
#post_seo_title

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო 2022 წლის 1 თებერვლიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს.

შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2025 წლის 1-ელ ივლისამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;რეფერალური მომსახურება – გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია..

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა
ფოტო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოს” დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,

1. სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული – 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;

2. სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;

3. ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;

4. ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;

5. ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თმის ცვენა – მარტო კოსმეტიკური პრობლემა არ არის… და მას შეიძლება ბუნებრივადაც ვუშველოთ

თმის ცვენა – მარტო კოსმეტიკური პრობლემა არ არის… და მას შეიძლება ბუნებრივადაც ვუშველოთ
#post_seo_title

თმის ცვენა – მარტო კოსმეტიკური პრობლემა არ არის… და მას შეიძლება ბუნებრივადაც ვუშველოთ

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ყოველდღე ადამიანები სარკის წინ დგანან და ფიქრობენ:
  • “იქნებ თმა ისევ მეჭრელება?”
  • “რატომ მეცლება ასე სწრაფად?”
  • ეს არ არის მხოლოდ ვარცხნილობის ან გარეგნობის საკითხი — ეს ხშირად თვითშეფასებას, თავდაჯერებას და ზოგადად ცხოვრების ხარისხს ეხება.
რის გამო გვცვივა თმა?
ამ კითხვაზე პასუხი მეცნიერებას უკვე აქვს.
90%-ზე მეტ შემთხვევაში, თმის ცვენის მთავარი მიზეზია დიჰიდროტესტოსტერონი (DHT) — ბუნებრივი ჰორმონი, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ნაწილია, მაგრამ ზედმეტი რაოდენობით იწყებს თმის ფოლიკულების დახშობას.
ეს ჰგავს პატარა ხეს, რომელიც ქარიშხალში დარჩა – კვება აღარ მიეწოდება, ფესვები სუსტდება და ბოლოს ხმება…
• DHT ბლოკავს თმის ფოლიკულებს
• ამცირებს სისხლის და საკვები ნივთიერებების მიწოდებას
• შედეგად, თმა “გაჭედილია” და ნელ-ნელა ქრება…
განსაკუთრებით აქტიური ხდება ეს პროცესი 30 წლის შემდეგ, რაც სწორედ იმ ასაკია, როცა ბევრი ადამიანი პირველად ამჩნევს გამეჩენილ ადგილებს ან სიხშირეს.
არსებობს გამოსავალი? – კი, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ
ფინასტერიდი — პრეპარატი, რომელიც ამცირებს DHT-ის დონეს და თმის ცვენას ამუხრუჭებს,
მაგრამ მასთან ერთად მოდის უამრავი არასასურველი გვერდითი ეფექტი:
• ლიბიდოს დაქვეითება
• სექსუალური დისფუნქცია
• უნაყოფობაც კი
და სწორედ ამან უბიძგა მეცნიერებს — უფრო უსაფრთხო, ბუნებრივი გამოსავლის ძიებისკენ.
იმედი ბუნებიდან – მცენარე, რომელმაც შეიძლება თქვენი თმა გადაგარჩინოთ
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მცენარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომლისგან მიღებული ბუნებრივი ნაერთი:
• ბლოკავს DHT-ს 24 საათში
• ამცირებს თმის ცვენას 89%-ით
• ზრდის თმის სიმკვრივეს 52%-ით
• და რაც მთავარია – არ იწვევს არცერთ საშიშ გვერდით ეფექტს
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
“მამაკაცების და ქალების დიდი ნაწილი თვლის, რომ თმის ცვენა მათ ბედისწერად აქვთ, მაგრამ ასე არ არის.
თმის ცვენის მართვა შესაძლებელია — თან საიმედოდ, უსაფრთხოდ და ბუნებრივად.
დღეს ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ რეალური გზა არსებობს.
საჭიროა სწორი ინფორმაცია, სიფრთხილე და პროფესიონალური კონსულტაცია.
თქვენ არ ხართ მარტო — და თმის დაკარგვა არ ნიშნავს თქვენი თავის დაკარგვას!”
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – პროფესიონალური ინფორმაცია ბუნებრივ მკურნალობაზე: https://www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
25+ წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში — როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს text გამოსახულება
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights