სამშაბათი, ივნისი 16, 2026

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს
#post_seo_title

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში, Facebook-გვერდზე “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ვრცელდება.

“თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1222 ბრიგადამ გამოძახება მიიღო.

ლოზუნგი – უგონო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე დატვირთული ანამნეზის მქონე მოზარდი უგონო მდგომარეობაში დახვდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრი შეძლებისდაგვარად ცდილობდა პირველადი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ უშედეგოდ.

პაციენტს არ ჰქონდა სუნთქვა და გულისცემა.
ექიმმა შორენა ბერიამ მყისიერად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, ოროტრაქეალური ინტუბაცია, ამბუს პარკით ვენტილაცია და ჟანგბადის მიწოდება, ადრენალინის შესაბამისი დოზებით შეყვანა.

პაციენტის რთული ანამნეზიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო მისი ზურგზე სწორად დაწვენა და CPR აპარატის გამოყენება. შეუჩერებლად გრძელდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურ რეჟიმში, რეანიმაციული ღონისძიებების ხანგრძლივად სრულყოფილად ჩასატარებლად, გამოძახებული იქნა მეორე ბრიგადა.

ადგილზე მყოფი ორი ბრიგადის პერსონალი მონაცვლეობით ახორციელებდა საჭირო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. რეანიმაციული ღონისძიებების მე-40 წუთს აღდგა სინუსური რიტმი. ისინჯებოდა პულსაცია.

1222 და 1722 ბრიგადების დამსახურებით პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც მკურნალობას განაგრძობს.

#გვეამაყება

ექიმი შორენა ბერია

უმცროსი ექიმი თამრო ლაშხია

მძღოლი ილია ბაჩიაშვილი
#გვეამაყება

ექიმი ვიქტორ ჭანკოტაძე

უმცროსი ექიმი მამუკა ბაჟუნაიშვილი

მძღოლი ანდრო ჯაგოდნიშვილი”, – ვკითხულობთ Fcaebook-პოსტში.

რამდენად მნიშვნელოვანია პერფუზიის სამსახურის როლი კარდიოქირურგიული ოპერაციების დროს და რას ნიშნავს ეკმო?

პერფუზიის სამსახურის როლი
#post_seo_title

იცით, რომ მხოლოდ ერთი ცვლილებით მიკროპლასტმასის მიღება შეგიძლიათ 95%-ით შეამციროთ?

100 წლამდე სიცოცხლე – აი, როგორ დიეტას გვთავაზობს მეცნიერება!
#post_seo_title

იცით, რომ მხოლოდ ერთი ცვლილებით მიკროპლასტმასის მიღება შეგიძლიათ 95%-ით შეამციროთ?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ბოთლირებული წყალი = 90,000 მიკროპლასტმასის ნაწილაკი წელიწადში!
  • ახალი კვლევის თანახმად, ბოთლირებული წყლის მომხმარებელი ადამიანი ყოველწლიურად იღებს 90,000-მდე მიკროპლასტმასის ნაწილაკს, მაშინ როცა გაფილტრული ონკანის წყალი ამ რიცხვს 4,000-მდე ამცირებს.
  • ეს არის 95%-იანი შემცირება — მხოლოდ წყლის წყაროს შეცვლით!
რატომ არის ეს პრობლემა?
მიკროპლასტმასი არის პლასტმასის პატარა ნაწილაკები (5 მმ-ზე ნაკლები), რომლებიც გვხვდება:
  • წყალში (განსაკუთრებით ბოთლირებულში)
  • კოსმეტიკაში და საწმენდ საშუალებებში
  • კვებაში — ზღვის პროდუქტებში, ალკოჰოლში, ხორცპროდუქტებში
  • პლასტმასის ჭურჭელში გათბობისას
ისკები ჯანმრთელობისთვის:
  • მიკროპლასტმასის ზემოქმედება უკვე დადასტურებულია შემდეგ სისტემებზე:
რეპროდუქციული სისტემა – უშვილობის რისკი
  • საკვებ-ნაწლავური ტრაქტი – ანთება, კიბოს რისკი (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავი)
  • სუნთქვის სისტემა – ფილტვების ანთება და პათოლოგიები
  • ტვინი და პლაცენტა – ნაწილაკები იქაც აღმოჩენილია!
საკვებთან კავშირი:
  • ჩიქენ ნაგეტსებში მიკროპლასტმასის შემცველობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ მოხარშულ ქათამში!
  • მიკროტალღურ ღუმელში პლასტმასის ჭურჭელში გათბობა გამოყოფს 4 მილიონზე მეტ ნაწილაკს ერთ კვ.სმ-ზე რამდენიმე წუთში.
  • დაკონსერვებული საკვები და გადამუშავებული პროდუქტები ასევე მაღალ რისკს წარმოადგენს.
სტატისტიკა:
ყოველწლიურად პლასტმასის წარმოება: 460 მილიონი ტონა
მოსალოდნელია გაორმაგება 2050 წლამდე
ამერიკელებმა შეიძლება წელიწადში 52,000 მიკროპლასტმასის ნაწილაკი მიიღონ
რა ვქნათ?
1. ჩაანაცვლეთ ბოთლიანი წყალი გაფილტრული ონკანის წყლით
2. არ გააცხელოთ პლასტმასის ჭურჭელში! გამოიყენეთ მინა ან უჟანგავი ფოლადი
3. შეამცირეთ გადამუშავებული და შეფუთული საკვები
4. დაიცავით ბავშვები – მათი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა მიკროპლასტმასის ზემოქმედებაზე
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„ეს არ არის შორსმიმავალი ჰიპოთეზა – ეს უკვე რეალობაა. მიკროპლასტმასი გროვდება ჩვენს სხეულში, არ იშლება და აზიანებს უჯრედებს.
თუ მხოლოდ ერთი ნაბიჯით შეგვიძლია 95%-ით შევამციროთ ზიანი — ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ დღესვე.“
წყარო:
Title: “Switching from Bottled to Filtered Tap Water Cuts Microplastic Intake by 95%”
Published in: Genomic Press / Brain Medicine Journal, 2024
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი; გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25+ წლიანი გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.
შეიძლება იყოს სასმელი and წყლის სივრცე გამოსახულება

შაქრიანი სასმელები კლავს – ახალი კვლევა პირის ღრუს კიბოზე მკვეთრ კავშირს აჩვენებს!

შაქრიანი სასმელები
#post_seo_title

შაქრიანი სასმელები კლავს – ახალი კვლევა პირის ღრუს კიბოზე მკვეთრ კავშირს აჩვენებს!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ახალი კვლევის მიხედვით, ერთზე მეტი შაქრიანი სასმლის ყოველდღიური მიღება შეიძლება მნიშვნელოვნად ზრდიდეს პირის ღრუს კიბოს რისკს – განსაკუთრებით ქალებში და იმათთვის, ვინც არ ეწევა და არ მოიხმარს ალკოჰოლს.
კვლევის დეტალები:
– მკვლევარებმა შეისწავლეს 162,000-ზე მეტი ქალი 30 წლის განმავლობაში
– აღმოჩნდა, რომ ვინც ყოველდღიურად მოიხმარდა მინიმუმ ერთ შაქრიან სასმელს, პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკი იყო 4.5-ჯერ მაღალი, ვიდრე მათთან შედარებით, ვინც თვეში მხოლოდ ერთხელ ან ნაკლებად სვამდა
– ეს რისკი კიდევ უფრო მაღალი იყო არამწეველ ქალებში – 5.2-ჯერ მეტი რისკი
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში:
Luis Gomez-Castillo და სხვ.,
“High Sugar-Sweetened Beverage Intake and Oral Cavity Cancer in Smoking and Nonsmoking Women,”
JAMA Otolaryngology – Head & Neck Surgery, 2025
სრულად წაიკითხეთ კვლევა
რატომ არის ეს სერიოზული?
  • პირის ღრუს კიბოს ტრადიციული რისკები – თამბაქო და ალკოჰოლი – უკვე ყველასთვის ცნობილია
  • თუმცა, ამ კვლევამ აჩვენა, რომ შაქრიანი სასმელების გადაჭარბებული მოხმარება შესაძლოა დამოუკიდებლად ზრდიდეს კიბოს რისკს, რაც შემაშფოთებელია
  • ზრდასრულ მოსახლეობაში, და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, შაქრიანი სასმელების მოხმარება ყოველდღიურ ჩვევად იქცა
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ტკბილი არ ნიშნავს უსაფრთხოს. შაქრიანი სასმელები არა მხოლოდ ღრძილების და კბილების პრობლემას იწვევს, არამედ შესაძლოა სასიკვდილო შედეგებიც ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოება აღიქვას, რომ ჯანსაღი არჩევანი – წყალი, უშაქრო ჩაი ან ხილის ბუნებრივი წვენი – არამარტო კარგი არჩევანია, არამედ სიცოცხლის გადამრჩენია.“
რეკომენდაციები:
– შეზღუდეთ შაქრიანი სასმელების მიღება
– წაიკითხეთ ეტიკეტები – არ მოტყუვდეთ “დაბალკალორიული” ან “ფიტნეს” სასმელებით
– ყურადღება მიაქციეთ ბავშვებისა და მოზარდების ჩვევებს – ეს ასაკი გადამწყვეტია
დაწერეთ კომენტარებში – თქვენ თუ სვამთ შაქრიან სასმელებს ყოველდღიურად?
sheniekimi.ge – შენი ექიმი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
შეიძლება იყოს სასმელი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „A new study has found that daily consumption of sugary drinks may significantly increase the risk of oral cancer. especially in women.“ გამოსახულება

„ფაქტებზე დამყარებული მედიცინით ვამბობ. უნდა დავანგრიოთ მითი…“ – პედიატრის განმარტება, სწყენთ თუ არა აღდგომის კვერცხი ბავშვებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
#post_seo_title

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში სააღდგომო კვერცხის გადაჭარბებულად მიღებით გამოწვეული პრობლემების შესახებ ისაუბრა:

„აღდგომის დღეებში, როდესაც წითელი კვერცხი ყველას გვაქვს ოჯახში, უხვად არის და ბავშვებს თვალს ჭრის. მათ განსაკუთრებულად უნდათ, რომ ეს გასინჯონ. კარგი სათამაშოა, ამტვრევენ, მირბიან მშობლებთან. რა თქმა უნდა, პედიატრები და პედიატრიული ნუტრიციოლოგია განსაკუთრებული მიდგომით არის კვერცხის მიმართ. კვერცხი არის საშენი მასალა ბავშვის ორგანიზმისთვის. პედიატრიულ ასაკში კვერცხს აქვს განსაკუთრებული ვადები, რაოდენობა, განსაკუთრებული პერიოდები, როდესაც შეიძლება კვერცხის მიცემა.

უნდა დავანგრიოთ ის მითიც, რომ აღდგომის წითელი კვერცხი არ სწყენს და ბავშვმა შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს. მე ამას ფაქტებზე დამყარებული მედიცინით ვამბობ. ჩვენ ვხვდებით ამას, როდესაც აღდგომის შემდგომ დღეებში მოჰყავთ ბავშვები, გადაჯერებული ამ პროდუქტით. თავის დადებით მნიშვნელობასთან ერთად კვერცხს აქვს ბევრი უარყოფითიც, თუ მას არადოზირებულად მიიღებ.

ბავშვთა ასაკში კვერცხის მიცემა იწყება 7 თვის ასაკიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ კვერცხის გულს, იმიტომ, რომ ცილა დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავს და შესაძლოა, გახდეს ალერგიული. გულის და ცილის ერთად მიცემა ხდება მხოლოდ 1 წლის ასაკიდან, მაშინ, როდესაც ბავშვის ორგანიზმს შეუძლია ეს ყველაფერი მიიღოს. პედიატრები ხშირად კვერცხის მიცემას ვიწყებთ მწყრის კვერცხის გულით. ის ძალიან იშვიათად ინფიცირდება. ბავშვმა შვიდი თვის ასაკში უნდა მიიღოს ქათმის კვერცხის გულის მხოლოდ მერვედი. ამას თანდათანობით ვუმატებთ და ერთი წლის ასაკისთვის უკვე დასაშვებია ნახევარი კვერცხის გულის მიცემა. ერთი წლის შემდეგ უკვე მთლიანი კვერცხის გული შეიძლება მივცეთ ბავშვს კვირაში 2-3-ჯერ მაქსიმუმ. მეტად გადატვირთვა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში,– აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

შრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგლამენტზე მუშაობს

შრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგლამენტზე მუშაობს
ფოტო: შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგლამენტზე მუშაობს. ტექნიკური რეგლამენტის პროექტი „სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ამჯერად დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს წარედგინათ.

დოკუმენტი, რომელზეც შრომის ინსპექციის სამსახურმა, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა, ადგენს სამუშაო სივრცეში მყოფი პირების მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გაუზიარეს.

ახალ რეგლამენტებზე მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარეობს. ამ პროცესის მიზანს კი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა წარმოადგენს.

ხალი კვლევა – ახალი mRNA ვაქცინა შესაძლოა პანკრეასის კიბოს დაბრუნებას ხელს უშლიდეს

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

ახალი mRNA ვაქცინა შესაძლოა პანკრეასის კიბოს დაბრუნებას ხელს უშლიდეს — და შესაძლოა ეს ეფექტი ხანგრძლივიც აღმოჩნდეს.

პატარა კლინიკურ კვლევაში იმ პაციენტებიდან, რომლებმაც პანკრეასის კიბოს საწინააღმდეგო თერაპიული ვაქცინა გაიკეთეს, ზოგიერთს რეციდივი სამი წლის შემდეგაც არ ჰქონია“ – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Nature ავრცელებს.

ეს კვლევა, რომელიც ამჟამად მხოლოდ კონცეფციის დადასტურების სტადიაზეა, აჩენს იმედს, რომ კიბოს ვაქცინა ერთ დღეს პაციენტებს ხანგრძლივ თერაპიულ გამოსავალს შესთავაზებს.

ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით — მაგალითად, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინისგან — რომლებიც ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლისათვის ამზადებს, კიბოს ეს ვაქცინა თერაპიულია და პაციენტს უკვე არსებული დაავადების შემდეგ უკეთდება. ის ასწავლის იმუნურ უჯრედებს, როგორ ამოიცნონ პანკრეასის კიბო. გაწვრთნილი იმუნური უჯრედები შემდეგ აიდენტიფიცირებენ და ანადგურებენ სიმსივნურ ქსოვილს. ეს მიდგომა იმუნოთერაპიის მზარდ სფეროს განეკუთვნება, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას მკურნალობის პროცესში რთავს.

მსგავსი ტიპის ათობით კიბოს ვაქცინა შემუშავების პროცესშია. ახალი mRNA ვაქცინების ტესტირება მიმდინარეობს მელანომასა და კოლორექტალურ კიბოზეც.

5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს

#post_seo_title

5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს.

თუ შენიშნე კანზე სიწითლე, ქავილი ან გამონაყარი, ეს შესაძლოა ინფექციური დაავადების ნიშანი იყოს. ზოგიერთი მათგანი სწრაფად ვრცელდება და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.
1. ტინეა – გადამდები სოკოვანი ინფექცია, რომელიც აზიანებს კანს, თმას და ფრჩხილს;
2. მარტივი ჰერპესი ვირუსული ინფექცია, რომელიც ტუჩებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე ჩნდება;
3. ბაქტერიული ცელულიტი ბაქტერიული ინფექცია, რომელიც კანის ღრმა შრეებს აზიანებს;
4. მოლუსკი – ვირუსული წარმონაქმნი, რომელიც ხშირია ბავშვებში და ადვილად გადამდებია;
5. ვარიცელა – ინფექციური დაავადება, რომელიც ბუშტუკოვანი გამონაყარით ვლინდება.
➾ მსგავსი ტიპის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალთან ვიზიტი.

ურტიკარია (ჭინჭრის ციება) – რა იწვევს ურტიკარიას?

ურტიკარია (ჭინჭრის ციება) - რა იწვევს ურტიკარიას?
#post_seo_title

ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

ურტიკარია (იგივე ჭინჭრის ციება) – არის ქავილით მიმდინარე პაპულოზური გამონაყარი კანზე. ის შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ერთ ნაწილზე ან გავრცელდეს მთელ სხეულზე. ზომები მერყეობს რამოდენიმე მილიმეტრიდან რამოდენიმე სანტიმეტრამდე.
ურტიკარია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უვლინდება.
რა იწვევს ურტიკარიას?
ურტიკარიის გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია:
კვებითი ალერგია ან გარკვეული საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება;
მედიკამენტური რეაქციები (როგორც ალერგია, ისე მედიკამენტების ერთმანეთთან ურთიერთქმედება ან ჭარბი დოზირება);
ვირუსული ინფექციები;
მცენარეების, ცხოველების ან ლატექსის მიმართ ალერგია;
მწერის ნაკბენი;
მზისმიერი ალერგია.
შესაძლოა, ჭინჭრის ციება რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდეს.
თუ ურტიკარია 6 კვირაზე დიდხანს გაგრძელდა, მას უკვე ქრონიკული ურტიკარია ეწოდება.
ქრონიკული ურტიკარიის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, დაუდგენელია. მწვავე ჭინჭრის ციების განსხვავებით, ქრონიკული ჭინჭრის ციება თითქმის არასდროს არაა გამოწვეული ალერგიით.
ქრონიკული ჭინჭრის ციების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
ქრონიკული ინფექციური კერები როგორიცაა, ხახის, კბილების, სინუსების, ფილტვების, კუჭის, ნაწლავების, თირკმლების და ა.შ ანთებითი პროცესი;
მედიკამენტები, მაგალითად: ანთების საწინაამდეგო არასტეროიდული საშუალებები, იგივე ასპირინის რიგის პრეპარატები

ჯანმოს გენდირექტორი აცხადებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია

ჯანმოს გენდირექტორი აცხადებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია
#post_seo_title

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი გვაფრთხილებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია. მისი თქმით, ეს არა თეორიული რისკი, არამედ “ეპიდემიოლოგიური ჭეშმარიტებაა” და ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, იქნება ეს 20 წლის შემდეგ, თუ – ხვალ.

ჯანმოს შეხვედრაზე გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მომდევნო გლობალური კრიზისი გარდაუვალად დადგება და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ: “კოვიდ19“-ის პანდემია შესაძლოა ახლა შორეულ მოგონებად გეჩვენებათ, რომელიც კონფლიქტმა და გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა შეფერხებებმა გადაფარეს, თუმცა მომდევნო პანდემია სიტუაციის ჩაწყნარებას არ დაელოდება“.

“კიდევ ერთი პანდემია, შესაძლოა, 20 ან მეტი წლის შემდეგ მოხდეს, ან ხვალვე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მოხდება და მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ჯანმოს დირექტორმა შეხვედრაზე ორგანიზაციის “პანდემიის შეთანხმების” დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ჯანმოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს ხელს არ შეუშლის: “პირიქით, ის გააძლიერებს ეროვნულ სუვერენიტეტსა და საერთაშორისო რეაგირებას”.

“ნახეთ, რა გამოიწვია კოვიდპანდემიამ. ოფიციალურად 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს რიცხვი 20 მილიონს აღწევს გლობალურად. ადამიანური დანაკლისის გარდა, პანდემიამ გლობალური ეკონომიკიდან $10 ტრილიონი გააქრო”, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights