ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

#post_seo_title

„როდესაც კუნთები დაძაბულია, წნევა მატულობს, ამიტომაც მისი გაზომვის დროს, აუცილებლად სხეული უნდა იყოს მოდუნებული…“

როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა
„როდესაც წნევა იზომება პირველად, წნევა უნდა გაიზომოს ორივე ხელზე და მხოლოდ ერთხელ. ჩვენ თუ დავრწმუნდებით იმაში, რომ განსხვავება არ არის, ან განსხვავება არის 5-10 მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტის, მაშინ შემდგომში შეგვიძლია გავიზომოთ ნებისმიერ ხელზე…“

ტყვიის შემცველი საღებავების გლობალური ელიმინაცია რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები ქვეყნებმა

#post_seo_title

ტყვიის შემცველი საღებავების გლობალური ელიმინაცია რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები ქვეყნებმა

შესავალი
ტყვიას აქვს ტოქსიკური ზემოქმედება სხეულის ყველა სისტემაზე და განსაკუთრებით, საზიანოა ბავშვებისა და ორსულებისთვის. ტყვიის შემცველი საღებავი არის ტყვიის ზემოქმედების წყარო, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია.

“ტყვია საღებავებში” ან “ტყვიის შემცველი საღებავი” არის საღებავი, რომელსაც მწარმოებელმა შეგნებულად დაამატა ერთი ან მეტი ტყვიის ნაერთი, გარკვეული მახასიათებლის მისაღებად. ქვეყნებმა უნდა მიიღონ იურიდიულად სავალდებულო მარეგულირებელი ზომები საღებავებში ტყვიის დამატების აკრძალვის მიზნით. ეს ექსპოზიციის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა.
პოლიტიკის ამ დოკუმენტის მოკლე შინაარსი გადმოსცემს ძირითადად ინფორმაციას, რომელშიც ახსნილია ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის ფონი და საფუძველი, და აღწერს თუ რა უნდა მოიმოქმედონ ქვეყნებმა1.
გაიზარდა ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის საერთაშორისო ქმედებები
მთავრობები ერთობლივად მუშაობენ ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე, ტყვიის
ექსპოზიციისგან ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად.
 2009წელს ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო კონფერენციის მეორე
სესიაზე საღებავებში ტყვია(ICCM2, ჟენევა,11–15მაისი,2009) დასახელდა,როგორც ქვეყნების მიერ ნებაყოფლობით ერთობლივი მოქმედების პოლიტიკის საკითხი, ქიმიური ნივთიერებათა საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის (SAICM) პოლიტიკის პროექტის ფარგლებში(1).
 2011 წელს, გაერთიანებული ერების გარემოს დაცვითი პროგრამის (UNEP) და
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი ხელმძღვანელობის ქვეშ,
მთავრობების მოთხოვნის საფუძველზე (ICCM2),შეიქმნა ტყვიის შემცველი საღებავების
ელიმინაციის გლობალური ალიანსი (ტყვიის საღებავების ალიანსი).

ალიანსის მთავარი მიზანია, თითოეულ ქვეყანაში იურიდიულად სავალდებულო კონტროლის დაწესებით, გლობალურად საღებავებში ტყვიის შემცველობის
ეტაპობრივი გაუქმების ხელშეწყობა.
 2017 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ დაამტკიცა, ქიმიური ნივთიერებათა
საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიულ მიდგომაში ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ჩართვის წახალისების სამოქმედო გეგმა 2020 წლის მიზნის მისაღწევად(2)(decision WHA70(23)), რომელიც მოიცავს, საღებავებში ტყვიის გამოყენების ეტაპობრივი შემცირების ეროვნულ ქმედებას.
 2017წელს, გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია
UNEP/EA.3/Res.9,ტყვიის შემცველი საღებავების ექსპოზიციის აღმოფხვრის და ტყვია-მჟავას ელემენტების ეკოლოგიური მართვის ხელშეწყობის შესახებ.
 ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაცია ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით 3.9 და 12.4 მიზნების მიღწევას.

არსებობს იურიდიულად სავალდებულო კონტროლის ზომების საჭიროება გლობალური მიზნის მისაღწევად, ტყვიისშემცველი საღებავების ეტაპობრივი ამოღებისათვის ყველა
ქვეყანას უნდა ჰქონდეს იურიდიულად სავალდებულო კონტროლის ზომები, ტყვიისშემცველი საღებავის წარმოების, რეალიზაციის, დისტრიბუციისა და იმპორტის
შეასაჩერებლად.

ამგვარი ზომები, შესაძლოა, მოიცავდეს დებულებებს, რეგულაციებს და/ან სავალდებულო ტექნიკურ სტრანდარტებს, რომლებიც აწესებენ საღებავებში ტყვიის
სავალდებულო აღსასრულებელ ლიმიტს, ხოლო შეუსრულებლობისთვის ჯარიმებს(3). მოკლედ რომ ვთქვათ, აქ ისინი მოიხსენიებიან, როგორც “ტყვიისშემცველი საღებავის კანონები”.
„ტყვიისშემცველი საღებავის კანონის“ აღსრულების რამოდენიმე კარგი მიზეზი არსებობს:
o ტყვიისშემცველი საღებავების კანონი ექვემდებარება აღსრულებას, მაშინ როდესაც
ნებაყოფლობითი კონტროლის ზომები არ არსებობს;
o ტყვიისშემცველი საღებავების კანონიქმნის ცვლილებების ძლიერ სტიმულს,
რაც ხელს უწყობს:
– მწარმოებლების მიერ საღებავების რეფორმულირებას;
– საღებავების ინგრედიენტების მომწოდებლების მიერ უფრო მეტი და უკეთესი ინგრედიენტების წარმოებას, რომლებიც არ შეიცავს ტყვიას, და – საღებავების იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მიერ ისეთი საღებავების გაყიდვას, რომლებიც პასუხობს კანონის მოთხოვნებს.
o ძლიერი კანონი ქმნის სამართლიან, კონკურენტულ ბაზარს, საღებავების ყველა
მწარმოებლის, იმპორტიორისა და ექსპორტიორისათვის;
o იქ, სადაც ტყვიის შემცველი საღებავების კანონები ჰარმონიზებულია ქვეყნებს შორის,
შეიძლება, გამოიწვიოს სავაჭრო ბარიერების შემცირება რეგიონალურ და გლობალურ
დონეებზე.
ტყვიის ექსპოზიციის მთელი რიგი წყაროების რეგულირება, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, უზრნველყოფს ბევრი ქვეყნის მოსახლეობის სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირებას. (4).

ტყვიის ექსპოზიცია იწვევს ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების ფართოს პექტრს
ტყვიის ზემოქმედების თუნდაც დაბალი დონე, ტოქსიკურ გავლენას ახდენს სხეულის მრავალ სისტემაზე, მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ, რეპროდუქციულ, ჰემატოლოგიურ, იმუნოლოგიურ სისტემებსა და თირკმელებზე (5).
დღემდე, არ არის დადგენილი ზემოქმედების დონე, რომელსაც არა აქვს დამაზიანებელი ეფექტი ბავშვების ან მოზრდილების ჯანმრთელობაზე (5-7).
მცირეწლოვანი ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ტყვიის ზემოქმედებისგან,
ექსპოზიციის მცირე დონემაც კი შეიძლება, გამოიწვიოს ინტელექტის კოეფიციენტის
შემცირება(IQ), ყურადღების დაქვეითება, ანტისოციალური ქცევის ჩამოყალიბება და დაბალი აკადემიური მოსწრება (5-7). აღნიშნული ზემოქმედება შესაძლოა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, თავისი პერსონალური და საზოგადოებრივი შედეგებით (8,9). არ არსებობს თერაპიული ზომები, რომელიც შექცევადს გახდის
ტყვიის ზემოქმედებით განვითარებულ ნეიროკოგნიტური ანქცევითი დარღვევების
განვითარებას (10,11).
ორსული ქალები ასევე დაუცველნი არიან ტყვიის ზემოქმედებისაგან, რაც ასოცირდება: ნაყოფის ზრდის შეფერხებასთან, წონის დაქვეითებასთან, ნაადრევ მშობიარობასთან და თვითნებურ აბორტთან
(5,7,12). მოზრდილებში ტყვიის ზემოქმედება ასოცირდება გულსისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკთან, მათ შორის არტერიულ ჰიპერტენზიასა და კორონარულ დაავადებებთან (5,13,14).
ჯანმრთელობაზე ასეთი გავლენის შედეგად, ტყვიის ზემოქმედების შედეგად განვითარებული ავადობის ტვირთი მაღალია: ჯანმრთელობის გაზომვებისა და
შეფასების ინსტიტუტის (IHME) მიერ წარმოებული გათვლებით, 2017 წელს ტყვიის ექსპოზიციამ 1.06 მილიონი სიკვდილის შემთხვევა და 24.4 მილიონი ჯანმრთელი ცხოვრების წლის დაკარგვა გამოიწვია (შრომისუუნარობით განვლილი სიცოცხლის წლებიDALYs) მთელ მსოფლიოში (15).
გარდა ამისა, ტყვია არის დადასტურებული ეკოტოქსიკანტი, რომელიც საფრთხეს უქმნის,
როგორც წყლის, ისე ხმელეთის ეკოსისტემას (16).

დოკ 1.2 ვებზე პოლიტიკის დოკუმენტი 2021

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები
#post_seo_title

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები

ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური/გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი.

ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება. ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ადგილი აქვს შემდეგ ქცევით სიმპტომებს:

  • ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას,
  • ინტელექტის შეფასების ტესტებში დაბალ დონეს,
  • ჰიპერაქტიულობას,
  • სირთულეებს კითხვისას,
  • კოორდინაციის გაძნელებას,
  • ქცევით დარღვევებს,
  • დაბალ მოსწრებას სკოლაში,
  • ზრდისა და განვითარების შეფერხებებს.

 კლინიკური სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის არეში,
  • ანემია,
  • ყაბზობა,
  • თავის ტკივილი,
  • მადის დაქვეითება.

ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით სახიფათოა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რომელთა ცენტრალური ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

როგორ დავიცვათ ბავშვები ტყვიით მოწამვლისაგან?

  • ხშირად დაალაგეთ სახლი და ბავშვის ოთახი სველი წესით,
  • მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები,
  • მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან ან ეზოდან სახლში შემოსვლის შემდეგ დაიბანოს ხელი,
  • ბავშვს მიეცით რკინით, კალციუმით და ცილებით მდიდარი საკვები, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას,
  • ბავშვს მოუმზადეთ ნაკლებცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმიანი საჭმელი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის შენარჩუნებას,
  • განსაკუთრებით მოერიდეთ ტყვიის ექსპოზიციას ფეხმძიმობის დროს,
  • მოერიდეთ ფეხით სიარულს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში,
  • აქტიურად ჩაებით ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვის აკრძალვის კამპანიებში,
  • არ გამოიყენოთ ტყვიის შემცველი საღებავები.

 არ არსებობს ტყვიის უსაფრთხო დოზა.

დედის ორგანიზმში ტყვიის მომატებული შემცველობა გავლენს ახდენს ნაყოფის განვითარებაზე.

სისხლში ტყვიის დონე საგრძნობლად კლებულობს იმ შემთხვევაშითუ ადამიანი წყვეტს ტყვიის შემცველ ნივთიერებასთან კონტაქტს.

ბავშვის ტყვიით მოწამვლის ყველაზე ხშირი მიზეზია საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული საღებავი.

ჩაის ფინჯანში 11 მილიარდზე მეტი მიკროპლასტმასი?!

ჩაის ფინჯანში 11 მილიარდზე მეტი მიკროპლასტმასი?!
#post_seo_title

ჩაის ფინჯანში 11 მილიარდზე მეტი მიკროპლასტმასი?!

თუ ჩაის სვამთ პლასტმასის პაკეტით და ფიქრობთ, რომ ეს ჯანსაღია – სჯობს გადაიფიქროთ.
კვლევების მიხედვით, ერთი ჩაის პაკეტი 95°C ცხელ წყალში გამოყოფს:
– 11.6 მილიარდ მიკროპლასტმასს
– 3.1 მილიარდ ნანოპლასტმასს
ეს ნაწილაკები აღწევს ადამიანის ნაწლავის უჯრედებში, და შესაძლოა გავრცელდეს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში – ღვიძლში, თირკმელებში, ლიმფურ სისტემაში.
რისკები:
  • ქრონიკული ანთება
  • ჰორმონული დარღვევები
  • უშვილობა
  • სიმსივნე
როგორ დავიცვათ თავი?
აირჩიეთ ფოთლოვანი ჩაი მინის ან უჟანგავი ფოლადის ფილტრით
ეძებეთ სიტყვები: “plastic-free”, “biodegradable”
მოერიდეთ პრიალა და თერმულად დამუშავებულ პაკეტებს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე გირჩევთ:
„ერთმა ჩაის ფინჯანმაც კი შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე – განსაკუთრებით, თუ ყოველდღე ვსვამთ. დროა, პლასტმასით გაჯერებულ ჩაის ვუთხრათ არა და გადავერთოთ უსაფრთხო, ბუნებრივ ალტერნატივებზე.“
დაგვიწერეთ კომენტარებში – რომელი ჩაი გირჩევნიათ?
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, ვინც ჩაის ყოველდღე სვამს.
შენი ექიმი – www.sheniekimi.ge

გამოიგონეს წამალი, რომელიც ინსულტის შემდეგ მოძრაობას აღადგენს

გამოიგონეს წამალი, რომელიც ინსულტის შემდეგ მოძრაობას აღადგენს
#post_seo_title

ინსულტის მქონე პაციენტებისთვის გამოჯანმრთელების ახალი იმედი არსებობს.

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიგონეს პირველი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ინსულტის მქონე პაციენტების ყოვლისმომცველი რეაბილიტაცია რთული, გრძელვადიანი ფიზიოთერაპიის საჭიროების გარეშე და მას „გარღვევა” უწოდეს. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

კვლევებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთმა წამალმა, DDL-920-მა გამოიწვია კონტროლის სრული აღდგენა, რასაც, როგორც წესი, ბევრი ინსულტის მქონე პაციენტი ვერ აღწევს.

გამოცემა წერს, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევა გახდა, რადგან აქამდე არ არსებობდა წამლები, რომლებიც ეფექტური იყო რეაბილიტაციის დროს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ინსულტის დროს გამოჯანმრთელება განსხვავდება მედიცინის სხვა სფეროებისგან, სადაც მედიკამენტები ხელმისაწვდომია დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა კარდიოლოგია, ინფექციური დაავადებები ან კიბო.

მას შემდეგ, რაც პრეპარატი თაგვებზე გამოსცადეს, წამალმა აღადგინა გამა რხევები და, თავის მხრივ, ნეირონული კავშირი, რაც რეალურად ხელს უწყობს ტვინის შეხორცებას მძიმე ფიზიკური რეაბილიტაციის გარეშე.

სტატიაში ნათქვამია, რომ წამალმა ჯერ კიდევ უნდა გაიაროს მრავალი ტესტირება ადამიანებზე მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესამოწმებლად, მაგრამ ეს უკვე არის გარღვევა ინსულტის მკურნალობაში, რომელსაც შეუძლია მილიონობით პაციენტის სასარგებლოდ მოქმედება.

როგორ ვსწავლობთ შეცდომების მეშვეობით? მეცნიერებმა ტვინის აქტივობაზე დაკვირვებით გაარკვიეს!

როგორ ვსწავლობთ შეცდომების მეშვეობით
#post_seo_title

როგორ ვსწავლობთ შეცდომების მეშვეობით? მეცნიერებმა ტვინის აქტივობაზე დაკვირვებით გაარკვიეს!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ცხოველები (და, სავარაუდოდ, ადამიანებიც) სწავლობენ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე ვთვლიდით.
კვლევის ძირითადი აღმოჩენები:
თაგვებმა ახალი უნარები მხოლოდ 20–40 ცდაში აითვისეს, მაშინ როცა ადრე ასობით ან ათასობით ცდა ითვლებოდა საჭიროდ
სწავლა მოხდა არა ღრმა კოგნიტურ უბანში, არამედ სენსორულ კორში – ტვინის იმ ნაწილში, რომელიც აღქმაზეა პასუხისმგებელი
თაგვები სწორი პასუხის შემდეგაც აგრძელებდნენ შეცდომებს – ისინი ამოწმებდნენ ცოდნის ზღვარს
რას გვასწავლის ეს?
ტვინი ცალკე ინახავს ცოდნას და ცალკე ახორციელებს ქმედებას
შეცდომა არ ნიშნავს არც ნასწავლს და არც წარუმატებლობას – ეს არის სწავლების ნაწილი
ადამიანები და ცხოველები შესაძლოა უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე რეალურად აჩვენებენ
პროფ. გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„ეს აღმოჩენა ცვლის ჩვენს წარმოდგენას სწავლის პროცესზე. შეცდომა არის სიღრმისეული შემეცნების გზაზე ნორმალური საფეხური. ტვინი სწავლობს ძალიან სწრაფად – ხშირად უსწრებს კიდეც ჩვენს ქცევას.“
დამატებითი ინფორმაცია:
sheniekimi.ge – შენი ექიმი
shenimedicina.ge – შენი მედიცინა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
დიპლომირებული მედიკოსი (MD),
ჯანდაცვის მაგისტრი (MPH),
მედიცინის დოქტორი (PhD),
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე,
WHO-ს ექსპერტი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

როგორ იცავს ტვინი თავს ბაქტერიებისა და ტოქსინებისგან?

როგორ იცავს ტვინი თავს ბაქტერიებისა და ტოქსინებისგან?
#post_seo_title

როგორ იცავს ტვინი თავს ბაქტერიებისა და ტოქსინებისგან?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
იცოდით, რომ 99% ბაქტერიებისა ტვინამდე ვერ აღწევს?
სწორედ ამის წყალობით ვცოცხლობთ – ტვინი დაცულია სასიკვდილო ინფექციებისგან.
ტვინის ფარული დაცვა – სისხლ-ტვინის ბარიერი (BBB)
ეს არის ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც გამოყოფს სისხლძარღვებს ტვინის ქსოვილისგან და იცავს ტვინს:
  1. ბაქტერიებისგან
  2. ვირუსებისგან
  3. ტოქსიკური ნივთიერებებისგან
და მხოლოდ აუცილებელ მოლეკულებს ატარებს:
ჟანგბადს, გლუკოზას და წყალს
როგორ მუშაობს BBB?
ენდოთელიუმის უჯრედები მჭიდროდ არიან დაკავშირებული (tight junctions)
ტვინში მხოლოდ პატარა და შერჩეული მოლეკულები აღწევენ
95%-ზე მეტი მედიკამენტი ვერ აღწევს ტვინში – ეს დიდი პრობლემა არის ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში
მეცნიერების სტრატეგიები BBB-ის დასაძლევად:
1. „ტროჯანის ცხენი“ – წამალი ერთდება მოლეკულას, რომელიც ბარიერს გადალახავს
2. ინჟინერიზებული ვირუსები – წამლის პირდაპირ ტვინის უჯრედებში შეტანისთვის
3. ფოკუსირებული ულტრაბგერა – ბარიერის დროებითი გახსნისთვის
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„სისხლ-ტვინის ბარიერი უნიკალური დაცვაა, მაგრამ ხშირად ის ბარიერიც ხდება მკურნალობისთვის.
საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა გზებს პოულობს, რომ ტვინის დაავადებების მკურნალობა უფრო ეფექტიანი გახდეს.“
დამატებითი ინფორმაცია:
sheniekimi.ge – შენი ექიმი
shenimedicina.ge – შენი მედიცინა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
დიპლომირებული მედიკოსი (MD),
ჯანდაცვის მაგისტრი (MPH),
მედიცინის დოქტორი (PhD),
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე,
WHO-ს ექსპერტი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს
#post_seo_title

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში ალერგიისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავების წესებზე ისაუბრა:

„გაციება და ალერგია ერთმანეთისგან მარტივად განირჩევა. სეზონური ალერგიისთვის, ისევე როგორც ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული დაავადებისთვის, დამახასიათებელია ცხვირთან და თვალთან დაკავშირებული სიმპტომები. სეზონური ალერგიის სიმპტომები დიდხანს გრძელდება, იმიტომ, რომ არცერთი მცენარე არ ყვავილობს ერთი კვირა. გაციებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც ეს 10 დღეზე მეტხანს გრძელდება. ინფექციის დროს გამონადენი, რომელიც თავიდან გამჭვირვალეა, გაყვითლდება და შესქელდება. ალერგიის დროს ეს იშვიათად მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეაქცია. ალერგია და სიცხე ერთმანეთთან არ მეგობრობენ. თვალთან დაკავშირებული სიმპტომატიკა განსაკუთრებით სეზონურ ალერგიას ახასიათებს. თუ  მცენარეული მარცვალი ჰაერშია, ის თვალის ლორწოვანზეც ეწეპება. ადამიანებს ქვიშის შეგრძნება აქვთ თვალში. ამ დროს რაც უფრო იქავებს ადამიანი თვალს, ამწვავებს პრობლემას საკუთარი ხელით. დროული ჩარევა მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მერე მეორადი ინფიცირება ხდება.

„ჩვენ სალაღობო ტერმინსაც კი ვიყენებთ ხოლმე. ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ორ ნაწილად ვყოფთ: გაჭედილები და მომხოცველები. მომხოცველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცენარის მიმართ გამოწვეული ალერგია. გაჭედილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მთელი წელი ალერგია, ოთახის მტვერზე, ძაღლზე, კატაზე. ასე გამოიცნობა ხოლმე უხშირესად. თუმცა შესაძლებელია, სეზონური ალერგიის დროს იყოს ძლიერი გამონადენიც და გაჭედილობაც. ყველაზე რთული კატეგორიის არიან ადამიანები პოლისენსიბილიზაციით. ისინი ბევრ რამეზე სენსიტიურები და მგრძნობიარეები არიან. მათ შეიძლება მთელი წელიც ჰქონდეთ ალერგია და პარალელურად სეზონურადაც,“-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება

კვლევა - სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება სელენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გაფანტულად ან იზოლირებულად მდებარეობენ
#post_seo_title

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

„ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვის მიმართულებები, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 100%-ით უფინანსდებოდათ მედიკამენტები. გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით საჭიროებს მხარდაჭერასა და დახმარებას, ყველას აღმოვუჩენთ თანადგომას და 100%-ით დაფინანსდება მედიკამენტები. არ აქვს მნიშვნელობა პირი სოციალურად დაუცველია თუ არა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება და შესაბამისად, ძვირადღირებული მედიკამენტები ფინანსდება. თბილისის მერია 18, რიგ შემთხვევაში კი, გაცილებით მეტ ინფუზიას აფინანსებს.

„2024 წლიდან ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარი გამოიყოფა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქემ პროგრამაში ჩასართავად, განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართოს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად, საგარანტიო წერილი გაიცემა.

„გვაქვს ბევრი პროგრამა, ბევრი მიმართულება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა. უნდა აღნიშნოს, რომ იგივე დამოკიდებულებაა ჯანდაცვის მიმართულებითაც. უამრავი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით. აქაც მაქსიმალურად ყველას ხელს ვუწყობთ და ჩვენი მხრიდან გამოიყოფა კონკრეტული თანხები, რათა დავაკმაყოფილოთ მოქალაქეთა მომართვიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საღეჭი რეზინი და კიბოს რისკი – ახალი სამეცნიერო მიგნება

წყლის და ტვინის კავშირი – რატომ არის ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
#post_seo_title

საღეჭი რეზინი და კიბოს რისკი – ახალი სამეცნიერო მიგნება

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ საღეჭი რეზინი შეიძლება იყოს მიკროპლასტმასის პირდაპირი წყარო, რაც კი ორგანიზმში ხვდება.
UCLA-ის მკვლევარებმა დაადგინეს:
– ერთი გრამი საღეჭი რეზინი შეიცავს მაქსიმუმ 637 მიკროპლასტმასის ნაწილაკს
– ამ ნაწილაკების 94% გამოიყოფა მხოლოდ 8 წუთში საღეჭად
– წელიწადში, აქტიური მომხმარებელი შესაძლოა 15 საბანკო ბარათის ოდენობის პლასტმასს ჩაყლაპავდეს
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს, მიკროპლასტმასის ზემოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს კოლონისა და ფილტვის კიბოს მომატებულ რისკთან.
შესწავლილი რეზინების უმეტესობა დამზადებულია იმავე მასალებით, რაც გამოიყენება პლასტმასის პარკებში ან საბურავებში – ანუ პოლიმერებზე.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„მაშინ, როცა ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ საღეჭი რეზინი უწყინარია, რეალურად ის შეიძლება გახდეს მიკროპლასტმასის მუდმივი წყარო ჩვენს ორგანიზმში. პლასტმასის ჭარბი რაოდენობა სხეულში ზრდის ქრონიკული ანთების, ჰორმონული დარღვევებისა და სიმსივნის რისკებს.“
რა გირჩევთ სპეციალისტები?
  • არ ჩაყლაპოთ საღეჭი რეზინი
  • შეარჩიეთ ბუნებრივი, არაპოლიმერული შემადგენლობის პროდუქტები
  • არ გადაყაროთ რეზინი გარემოში – ის არ იშლება
დაწერეთ კომენტარებში – იცოდით თუ არა ამის შესახებ?
sheniekimi.ge – შენი ექიმი
shenimedicina.ge – შენი მედიცინა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights