ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

რა არის აფლატოქსინი და რატომ უნდა გვაღელვებდეს?

რა არის აფლატოქსინი და რატომ უნდა გვაღელვებდეს?
#post_seo_title

რა არის აფლატოქსინი და რატომ უნდა გვაღელვებდეს?

აფლატოქსინის აღმოჩენა რძეში საქართველოში — სერიოზული საგანგაშო სიგნალი
სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რძის ნიმუშებში აღმოჩნდა აფლატოქსინი M1 — ბუნებრივი ტოქსინი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ეს ინფორმაცია საზოგადოების დიდ აღშფოთებას და შფოთვას იწვევს, რაც სრულიად გასაგებია — საქმე გვაქვს ნივთიერებასთან, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი კარცინოგენული ეფექტით.
რა არის აფლატოქსინი?
აფლატოქსინები ეკუთვნის მიკოტოქსინების ჯგუფს — ისინი გამომუშავდება ობის სოკოებისგან, კერძოდ Aspergillus flavus და Aspergillus parasiticus-ის მიერ. ეს სოკოები განსაკუთრებით ხშირად ჩნდება ნესტიან და თბილ გარემოში, რის გამოც მათი გავრცელება მეტწილად დამოკიდებულია საკვების შენახვის პირობებზე.
ეს ტოქსინები შეიძლება აღმოაჩინონ მარცვლეულში, თხილში, სიმინდში, მიწისთხილში და ცხოველების საკვებშიც — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის სწორად არ არის შენახული.
როგორ ხვდება აფლატოქსინი რძეში?
როდესაც ფერმა ან სოფლის მეურნეობის ცხოველი მოიხმარს აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს, ტოქსინი გადადის მის ორგანიზმში და შემდეგ — რძეში. ამ პროცესში ის გარდაიქმნება აფლატოქსინ M1-ად — ტოქსიკური ფორმა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.
“ადუღება აშველებს?” — დიდი მითი
ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მახასიათებელი აფლატოქსინის არის ის, რომ თერმული დამუშავება ვერ ანეიტრალებს მას. ანუ:
• რძის ადუღება,
• პასტერიზაცია,
• თუნდაც ულტრაწნევის ქვეშ დამუშავება
არ არის საკმარისი, რომ ტოქსინი გაქრეს — ის რჩება რძეში და რძის პროდუქტებში.
რამდენად საშიშია აფლატოქსინი?
  • საფრთხე დოზის მიხედვით განსხვავდება.
  • სერიოზული შედეგები, როგორც წესი, დგება როდესაც დიდი დოზით და ხანგრძლივად იღებთ მას.
ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს საფრთხეს:
მიღებული აფლატოქსინის რაოდენობა
მოხმარების ხანგრძლივობა
ინდივიდუალური მგრძნობელობა — ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმუნიტეტი
მაღალი რისკის ჯგუფები:
1. ბავშვები და ჩვილები — მათ ორგანიზმში დეტოქსიკაციის მექანიზმები ჯერ კიდევ არასრულად ფუნქციონირებს
2. ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, განსაკუთრებით ღვიძლის პრობლემებით
3. იმუნოსუპრესირებულები — ონკოლოგიური პაციენტები, ორგანოთა გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა და სხვა
გრძელვადიანი ზემოქმედება:
აფლატოქსინები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი კარცინოგენებია. მათი ქრონიკული მიღება ზრდის ღვიძლის კიბოს, განსაკუთრებით ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების რისკს.
მექანიზმი:
აფლატოქსინი აზიანებს დნმ-ს — იწვევს მუტაციებს, რაც უჯრედების არაკონტროლირებად გამრავლებას და კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
რა შეიძლება გავაკეთოთ?
როგორც მომხმარებელმა:
• შეიძინეთ რძე და რძის პროდუქტები მხოლოდ დამტკიცებული წყაროებიდან, სადაც რეგულარული ტესტირება ტარდება
• უპირატესობა მიანიჭეთ დამუშავებულ პროდუქტებს, რომელთაც აკრედიტებული ხარისხის კონტროლი აქვთ
• მოითხოვეთ გამჭვირვალობა — სურსათის სააგენტომ უნდა გაასაჯაროვოს ბრენდები და წყაროები, სადაც აღმოჩნდა აფლატოქსინი
როგორც საზოგადოებამ:
• საჭიროა სურსათის მკაცრი მონიტორინგი და რეგულარული შემოწმებები
• უნდა გაძლიერდეს გლეხებისა და ფერმერების განათლება საკვების სწორ შენახვაზე
• სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საფრთხის დროული იდენტიფიკაცია და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„აფლატოქსინის აღმოჩენა რძეში ნიშნავს სისტემურ ხარვეზს — ეს არ არის მხოლოდ ერთი ფერმერის პრობლემა. საჭიროა აგროსექტორის განათლება, მკაცრი სახელმწიფო კონტროლი და გამჭვირვალე კომუნიკაცია. ჩვენ ვსაუბრობთ ბუნებრივ კარცინოგენზე, რომლის მოთმენა არ შეიძლება, მით უმეტეს ბავშვების საკვებში.“
წყაროები:
• საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო: https://nfa.gov.ge
• World Health Organization (WHO): Food safety – Aflatoxins
• International Agency for Research on Cancer (IARC): Monographs on the Evaluation of Carcinogenic Risks to Humans
გაიგეთ მეტი:
sheniekimi.ge – ჯანმრთელობის რჩევები და უსაფრთხო კვება
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
გთხოვთ, გააზიარეთ სტატია, რათა მოსახლეობამ იცოდეს და თავიდან აიცილოს საფრთხე!

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, საავადმყოფო and ტექსტი გამოსახულება

მთავრობის განკარგულებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს

მთავრობის განკარგულებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს
#post_seo_title

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო 2022 წლის 1 თებერვლიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს.

შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2025 წლის 1-ელ ივლისამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;რეფერალური მომსახურება – გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია..

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა
ფოტო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოს” დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,

1. სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული – 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;

2. სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;

3. ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;

4. ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;

5. ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თმის ცვენა – მარტო კოსმეტიკური პრობლემა არ არის… და მას შეიძლება ბუნებრივადაც ვუშველოთ

თმის ცვენა – მარტო კოსმეტიკური პრობლემა არ არის… და მას შეიძლება ბუნებრივადაც ვუშველოთ
#post_seo_title

თმის ცვენა – მარტო კოსმეტიკური პრობლემა არ არის… და მას შეიძლება ბუნებრივადაც ვუშველოთ

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ყოველდღე ადამიანები სარკის წინ დგანან და ფიქრობენ:
  • “იქნებ თმა ისევ მეჭრელება?”
  • “რატომ მეცლება ასე სწრაფად?”
  • ეს არ არის მხოლოდ ვარცხნილობის ან გარეგნობის საკითხი — ეს ხშირად თვითშეფასებას, თავდაჯერებას და ზოგადად ცხოვრების ხარისხს ეხება.
რის გამო გვცვივა თმა?
ამ კითხვაზე პასუხი მეცნიერებას უკვე აქვს.
90%-ზე მეტ შემთხვევაში, თმის ცვენის მთავარი მიზეზია დიჰიდროტესტოსტერონი (DHT) — ბუნებრივი ჰორმონი, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ნაწილია, მაგრამ ზედმეტი რაოდენობით იწყებს თმის ფოლიკულების დახშობას.
ეს ჰგავს პატარა ხეს, რომელიც ქარიშხალში დარჩა – კვება აღარ მიეწოდება, ფესვები სუსტდება და ბოლოს ხმება…
• DHT ბლოკავს თმის ფოლიკულებს
• ამცირებს სისხლის და საკვები ნივთიერებების მიწოდებას
• შედეგად, თმა “გაჭედილია” და ნელ-ნელა ქრება…
განსაკუთრებით აქტიური ხდება ეს პროცესი 30 წლის შემდეგ, რაც სწორედ იმ ასაკია, როცა ბევრი ადამიანი პირველად ამჩნევს გამეჩენილ ადგილებს ან სიხშირეს.
არსებობს გამოსავალი? – კი, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ
ფინასტერიდი — პრეპარატი, რომელიც ამცირებს DHT-ის დონეს და თმის ცვენას ამუხრუჭებს,
მაგრამ მასთან ერთად მოდის უამრავი არასასურველი გვერდითი ეფექტი:
• ლიბიდოს დაქვეითება
• სექსუალური დისფუნქცია
• უნაყოფობაც კი
და სწორედ ამან უბიძგა მეცნიერებს — უფრო უსაფრთხო, ბუნებრივი გამოსავლის ძიებისკენ.
იმედი ბუნებიდან – მცენარე, რომელმაც შეიძლება თქვენი თმა გადაგარჩინოთ
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მცენარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომლისგან მიღებული ბუნებრივი ნაერთი:
• ბლოკავს DHT-ს 24 საათში
• ამცირებს თმის ცვენას 89%-ით
• ზრდის თმის სიმკვრივეს 52%-ით
• და რაც მთავარია – არ იწვევს არცერთ საშიშ გვერდით ეფექტს
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
“მამაკაცების და ქალების დიდი ნაწილი თვლის, რომ თმის ცვენა მათ ბედისწერად აქვთ, მაგრამ ასე არ არის.
თმის ცვენის მართვა შესაძლებელია — თან საიმედოდ, უსაფრთხოდ და ბუნებრივად.
დღეს ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ რეალური გზა არსებობს.
საჭიროა სწორი ინფორმაცია, სიფრთხილე და პროფესიონალური კონსულტაცია.
თქვენ არ ხართ მარტო — და თმის დაკარგვა არ ნიშნავს თქვენი თავის დაკარგვას!”
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – პროფესიონალური ინფორმაცია ბუნებრივ მკურნალობაზე: https://www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
25+ წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში — როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს text გამოსახულება

სიკვდილი შეიძლება შექცევადი იყოს?! – მეცნიერება დუმილს არღვევს

სიკვდილი შეიძლება შექცევადი იყოს?! – მეცნიერება დუმილს არღვევს
#post_seo_title

სიკვდილი შეიძლება შექცევადი იყოს?! – მეცნიერება დუმილს არღვევს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართვრლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
“დავკარგეთ…” – ეს სიტყვები საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა სიცოცხლისა და სიკვდილის გამყოფ ხაზს.
თუმცა, ახალი სამეცნიერო მტკიცებულებები ცვლის თვით სიკვდილის განსაზღვრებას.
დოქტორი სემ პარნია, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის ცენტრის პროფესორი და მსოფლიოში აღიარებული სიკვდილის შემსწავლელი მკვლევარი აცხადებს:
„სიკვდილი არ არის ფიქსირებული მდგომარეობა – ეს არის ტრავმა, რომლის დაბრუნებაც შესაძლებელია.“
რა გვიჩვენა პარნიას კვლევებმა?
• გულის გაჩერებიდან 1 საათის შემდეგ ფიქსირდებოდა ტვინის აქტივობისა და მეხსიერების დაბრუნება
• თანამედროვე აპარატურა, როგორიცაა ECMO (გარე გულისა და ფილტვის მხარდაჭერა) და „CPR კოქტეილები“ (სპეციალური პრეპარატების კომბინაცია), ხელს უწყობენ გაცოცხლებას
• ექსპერიმენტულად დაფიქსირდა შემთხვევები, როცა პაციენტებს ჰქონდათ ცნობიერების ნიშნები სიკვდილის შემდეგ
ეს ნიშნავს, რომ:
• ტვინი შეიძლება დარჩეს “ცოცხალი” არა მხოლოდ წუთობით, არამედ საათებით ან შესაძლოა დღებითაც კი
• სიკვდილის შემდეგ აღდგენის ფანჯარა გაცილებით ფართოა, ვიდრე აქამდე გვჯეროდა
• საჭიროა თანამედროვე აღჭურვილობა, კვალიფიციური გუნდი და დროის წინააღმდეგ სწრაფი მოქმედება
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
“სიცოცხლის და სიკვდილის ზღვარი იმაზე რთული და დინამიკურია, ვიდრე ოდესმე გვიფიქრია.
ეს კვლევა არა მხოლოდ სამედიცინო აღმოჩენაა — ეს არის ეთიკური, ფილოსოფიური და სულიერი გამოწვევა.
დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ: სიკვდილი შეიძლება იყოს პროცესის ნაწილი, და არა მისი დასასრული.”
სრული სტატია:
The Telegraph – Sam Parnia: The Doctor Taking on Death. ბმული: https://www.telegraph.co.uk/…/sam-parnia-the-doctor-taking…/
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები, ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PHD), საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.

დაბალი დოზის ასპირინი – იარაღი კოლორექტული კიბოს წინააღმდეგ

დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუს ბაქტერიები ინსულტის რისკთან? – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები
Giorgi pkhakadze

დაბალი დოზის ასპირინი – იარაღი კოლორექტული კიბოს წინააღმდეგ

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ახალი კვლევა, რომელიც დიდ ყურადღებას იპყრობს ონკოლოგიური წრეებისგან, გვიჩვენებს საოცარ შედეგს:
  • PIK3CA მუტაციის მქონე პაციენტებში, დაბალი დოზის ასპირინის გამოყენებამ კოლორექტული კიბოს რეციდივის რისკი ნახევრამდე შეამცირა.
  • დიახ, ჩვეულებრივმა ასპირინმა — იმ დოზით, რასაც ზოგჯერ გულ-სისხლძარღვთა პროფილაქტიკისთვის ვიყენებთ.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
• PIK3CA მუტაცია აღენიშნება კოლორექტული კიბოს პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს
• ამ ჯგუფში, დაბალი დოზის ასპირინის რეგულარული მიღება — ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ —
შეამცირებს კიბოს განმეორების შანსს დაახლოებით 50%-ით
• მექანიზმი უკავშირდება ანთების pathways და უჯრედულ სიგნალიზაციას, რაშიც ასპირინი ზემოქმედებს
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს ან ყველა კიბოს შემთხვევაში უნდა დაენიშნოს ასპირინი.
აუცილებელია გენეტიკური მუტაციის ტესტირება (PIK3CA), ინდივიდუალური რისკის შეფასება და მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობა.
ასპირინის თვითნებური მოხმარება შეიძლება იყოს საშიში — გამოიწვიოს სისხლდენა, კუჭის დაზიანება და სხვა გართულებები.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
“ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პერსონალიზებულ მედიცინას.
თითოეულ პაციენტს — საკუთარი გენეტიკური პროფილი, და შესაბამისად, მკურნალობაც ინდივიდუალური უნდა იყოს.
დღეს უკვე ვიცით: სწორ დროს დანიშნული სწორი პრეპარატი — ხანდახან უბრალო ასპირინიც კი — ცვლის სიცოცხლის ხარისხს და ხანგრძლივობას.”
გაიგეთ მეტი ონკოპრევენციასა და გენეტიკურ მენეჯმენტზე:
შენი ექიმი – https://www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი (PhD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH);
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი; გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. 25+ წლიანი გამოცდილება კლინიკურ მედიცინაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ონკოპრევენციაში.
შეიძლება იყოს მედიკამენტი and ტექსტი გამოსახულება

კვლევა – წითელა: ინფექციის საფრთხეები, ორგანიზმს უკიდურესად დიდ, ზოგჯერ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს

კვლევა - წითელა: ინფექციის საფრთხეები, ორგანიზმს უკიდურესად დიდ, ზოგჯერ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს
#post_seo_title

წითელა: ინფექციის საფრთხეები და პრევენციის მნიშვნელობა

წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები და სახიფათო დაავადებაა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

წითელას ინფექციები უკიდურესად სერიოზულია. 2025 წელს აშშ-ში ინფიცირებულთა 14 პროცენტს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. შარშან ეს მაჩვენებელი 40 პროცენტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ წითელას ვაქცინაციის პროგრამა ბოლო 60 წლის განმავლობაში წარმატებული იყო, ბოლო წლებში ინფიცირების შემთხვევები გახშირდა, რაც იწვევს შეშფოთებას.

წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა მთელ პლანეტაზე. ერთი ინფიცირებული ადამიანი მის გარშემო 9-10 ადამიანს აინფიცირებს, თუკი ისინი არავაქცინირებულები არიან. ორდოზიანი ვაქცინა წითელას პრევენციაში 97%-ით ეფექტიანია.

წითელას გავლენა ჯანმრთელობაზე

  1. ფილტვების და იმუნური სისტემის დაზიანება
    წითელას ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების და იმუნური სისტემის დაზიანება. განსაკუთრებით საშიშია, რომ დაავადების განვითარების დროს, ვირუსი აზიანებს ფილტვებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული პნევმონია. ყოველ 20 ინფიცირებულ ბავშვიდან ერთს უვითარდება პნევმონია, რაც ხშირად სერიოზული პრობლემების მიზეზია და ხშირად საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.

  2. ნერვული სისტემის დაზიანება
    ვირუსს ასევე შეუძლია დააზიანოს ნერვული სისტემა, რაც თავის ტვინის დაზიანებას იწვევს. ტვინის ანთება, რომელიც შეიძლება განვითარდეს 2-30 დღის განმავლობაში, იწვევს სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა სიბრმავე და სმენის დაკარგვა. მართალია, ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები ჰქონდეს.

წითელას ვირუსის უკიდურესობის მიზეზები

წითელას გადატანის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში, ვირუსი რჩება თავის ტვინში, რის შედეგადაც რამდენიმე წლის შემდეგ ის შეიძლება გააქტიურდეს. ეს ცნობილია როგორც ქვემწვავე სკლეროზული პანენცეფალიტი (SSPE), რომელიც საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ხშირად ფატალური შედეგებით მთავრდება. ყოველ 25,000 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთს უვითარდება ეს დაავადება, თუმცა ძალიან მაღალი რისკია 1 წლამდე ჩვილებში.

იმუნური ამნეზია და წითელას როლი

კვლევებმა აჩვენა, რომ წითელას ვირუსი არეგულირებს იმუნურ სისტემას, რასაც იმუნური ამნეზია ეწოდება. ეს პროცესი იწვევს იმუნური სისტემის უნარის დაქვეითებას, ამოიცნოს წარსულში გადატანილი დაავადებები. 2019 წელს ჩატარებული კვლევებიმა დაადასტურა, რომ წითელას ვირუსმა შესაძლოა 11-დან 75%-მდე ანტისხეულები გაანადგუროს, რაც ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის სხვა დაავადებების მიმართ.

წითელას ვაქცინაცია: საუკეთესო პრევენცია

მიუხედავად იმ ფაქტის, რომ წითელას გართულებები ძალიან სახიფათოა, ვაქცინაცია რჩება საუკეთესო გზად, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექცია და მისი სერიოზული ეფექტები. ორდოზიანი ვაქცინა 97%-ით ეფექტურია და წარმოადგენს ეფექტურ პრევენციულ საშუალებას. წითელას ვაქცინაციის პროცესმა მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების გავრცელება და რისკები.

რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შესახებ?

  1. ვაქცინაციის ეფექტურობა: ორდოზიანი ვაქცინა უზრუნველყოფს 97%-იან დაცვას წითელასგან. თუმცა, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრული ადამიანებისთვის, რათა დაცული იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური იმუნიტეტი. წითელას ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. მაგალითად, მეცნიერები იკვლევენ ანტისხეულებით თერაპიას მწვავე შემთხვევებისათვის. თუმცა, თუნდაც მკურნალობის ეს საშუალება ეფექტიანი აღმოჩნდეს, წითელას სერიოზული ეფექტების პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

  2. ვაქცინაციის შედეგები: ვაქცინირებული ადამიანები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ისინი, ვინც არ არიან ვაქცინირებულები. ვაქცინა არა მხოლოდ ინფექციის პრევენციას უზრუნველყოფს, არამედ მისი გავრცელების შეჩერებასაც ეხმარება.

დასკვნა

წითელას ინფექცია საკმაოდ მავნეა და მისგან დაცვის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა. მიუხედავად იმისა, რომ წითელას გადატანა შესაძლებელია, მისი გართულებებისგან თავის ასაცილებლად აუცილებელია დროული ვაქცინაცია. მეცნიერები მუდმივად მუშაობენ ამ დაავადების გაცილებით უფრო ეფექტიან მკურნალობაზე, მაგრამ ახლა მაინც ვაქცინაცია რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯი წითელასგან თავის ასაცილებლად. წითელას ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. მაგალითად, მეცნიერები იკვლევენ ანტისხეულებით თერაპიას მწვავე შემთხვევებისათვის. თუმცა, თუნდაც მკურნალობის ეს საშუალება ეფექტიანი აღმოჩნდეს, წითელას სერიოზული ეფექტების პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წითელას ეპიდემია

როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში – როგორ ეხმარებიან უძველესი ვირუსები კიბოს განვითარებას

კვლევის შედეგები - სიმსივნის მქონე კაცებში სიკვდილიანობა, შესაძლოა, 93%-ით გაიზარდოს
#post_seo_title

ადამიანის ორგანიზმში კიბო შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად, საკვების კანცეროგენების მოხმარების, მოწევის, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების, ჰაერის დაბინძურების და ა.შ. უკვე ცნობილია, რომ კიბო უძველესი დაავადებაა. შესაძლებელია, რომ დინოზავრებსაც კიბო დაემართათ, ყოველ შემთხვევაში, როგორც გადაშენებული ქვეწარმავლების ზოგიერთი ნამარხი მიუთითებს. მაგრამ რატომ გაჩნდა კიბო თავიდან? სავარაუდოდ, მიზეზი არ არის ევოლუცია, არამედ უძველესი ვირუსები, რომლებითაც ჩვენი წინაპრები ოდესღაც ავადდებოდნენ.

როგორ მოქმედებს ვირუსები სხეულზე
როდესაც ვირუსულ ინფექციას ვიღებთ, ჩვენი ორგანიზმი მაშინვე იწყებს მასთან ბრძოლას და ანადგურებს ვირუსებს, სანამ ისინი მთლიანად არ გაქრება. თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც გამოჯანმრთელების შემდეგაც კი, ვირუსები ტოვებენ ნაწილაკებს სხეულში დნმ-ის ფრაგმენტების სახით. ისინი არანაირად არ იჩენენ თავს, ამიტომ საერთოდ არ ერევიან ორგანიზმის ფუნქციონირებაში.

ამრიგად, ზოგიერთი ვირუსი იმალება ჩვენს გენომებში და მრავალი წლის განმავლობაში გადაეცემა თაობიდან თაობას. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ ისინი სრულიად უუნარონი იყვნენ და რაიმე სახის ზემოქმედებას სხეულზე არ ახდენდნენ. ვარაუდობდნენ, რომ „უსარგებლო“ დნმ იყო უბრალოდ ერთგვარი ვირუსული კვალი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი უძველესი წინაპრებისგან.

თუმცა, შემდგომში მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ამ ვირუსების ხელახლა „ჩართვა“ შესაძლებელია და შემდეგ ისინი ორგანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ამ უსარგებლო დნმ-მ წარმოქმნა ძუძუმწოვრები, რადგან ენდოგენური რეტროვირუსები, ანუ ERV, ხელს უწყობდნენ პლაცენტის ევოლუციას. ეს ნიშნავს, რომ „ზომბი ვირუსების“ გარეშე ადამიანები არასოდეს გაჩნდებოდნენ. ახლა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ვირუსები შესაძლოა კიბოსთან იყოს დაკავშირებული.

რატომ ჩნდება კიბო?
კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „ზომბი ვირუსებს“ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ სხვადასხვა თანამედროვე დაავადებებზე. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ კიბოს უჯრედებს შეუძლიათ გამოიყენონ ამ ვირუსების ზოგიერთი ნაწილი თავის სასარგებლოდ.
მოგეხსენებათ, ავთვისებიანი უჯრედები ორგანიზმში ყოველთვის არის, მაგრამ იმუნური სისტემა თრგუნავს მათ, ამიტომ ისინი არ გადაიქცევიან კიბოდ. ონკოლოგია ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორგანიზმში ხდება გარკვეული ცვლილებები, რაც ხელს უწყობს დაავადებას. კერძოდ, ცნობილია, რომ კიბოს უჯრედები ააქტიურებს ბევრ გენს, რომლებიც არ უნდა იყოს ჩართული.

დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებმა ვერ გაიგეს, კონკრეტულად რა „ანთებს“ გენებს, რომლებიც კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. ახლა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მრავალი გენის „აქტივატორი“ ზომბი ვირუსებისგან მოდის.

როგორ ეხმარებიან უძველესი ვირუსები კიბოს განვითარებას
კვლევაში მკვლევრებმა გააანალიზეს 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის კიბოს მონაცემთა ნაკრები და დაადგინეს, რომ ERV-ების ოჯახი სახელწოდებით ხანგრძლივი ტერმინალური გამეორება 10 (LTR10) აქტიური იყო ამ დაავადებებში. ცნობილია, რომ ჩვენი პრიმატების წინაპრები ამ ვირუსით დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ დაინფიცირდნენ.
ვირუსის აქტივობის აღმოჩენის შემდეგ, მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს პროცესები, რომლებიც ხდება კოლორექტალური კიბოს გენის დონეზე. როგორც გაირკვა, LTR10 არეგულირებს გენების ექსპრესიას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიმსივნეების წარმოქმნაში.

რატომ იზრდება კიბოს რისკი ასაკთან ერთად?შეგახსენებთ, რომ მეცნიერები რამდენიმე წლის წინ მივიდნენ დასკვნამდე, რომ უძველესი ვირუსები დაკავშირებულია კიბოსთან, მაგრამ ზუსტად არ იცოდნენ, რა გავლენას ახდენდნენ სიმსივნეზე. ახლა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კიბოს უჯრედები იყენებენ ზომბების ვირუსებს გენის ექსპრესიის შაბლონების შესაცვლელად და ეს საშუალებას აძლევს სიმსივნეებს განვითარდეს და პროგრესირდეს. კვლევამ აჩვენა, რომ რეტროვირუსების მხოლოდ ერთ ოჯახს შეუძლია კიბოსთან დაკავშირებული 70-მდე გენის რეგულირება. მეცნიერები ვერ იტყვიან, რამდენ ასეთ რეტროვირუსს შეიცავს ადამიანის დნმ.მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ ადამიანის ორგანიზმის ასაკთან ერთად, მასში უფრო და უფრო მეტი ზომბი ვირუსი იღვიძებს, რადგან ბუნებრივი დაცვა სუსტდება. შესაძლოა, ამ მიზეზით, იზრდება კიბოს განვითარების რისკი, ისევე როგორც სხვა ჯანმრთელობის პრობლემები. თუკი მეცნიერთა დასკვნები დადასტურდება, ეს გააუმჯობესებს კიბოს მკურნალობის არსებული მეთოდების ეფექტურობას და შესაძლებელია კიბოს პრევენციის მეთოდების შემუშავებაც კი.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს: ტრავმა და ძალადობა ადამიანის გენომს ცვლის და ეფექტი თაობებს გადაეცემა

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

მეცნიერებმა აღმოაჩინეს: ტრავმა და ძალადობა ადამიანის გენომს ცვლის და ეფექტი თაობებს გადაეცემა

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
მსოფლიოში პირველად, ახალი კვლევამ აჩვენა, რომ ომის ტრავმა ადამიანის გენეტიკაზე გავლენას ახდენს და ეს ცვლილებები შესაძლებელია შვილიშვილებსაც გადაეცეს.
იელის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა სირიის ჰამას მასაკრის (1982 წელი) გადარჩენილი ოჯახები და მათი შთამომავლობა – მათ გენომში აღმოჩნდა ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ტრავმულ გამოცდილებას.
როგორ იცვლება გენები?
კვლევაში მონაწილეობდა 138 ადამიანი 48 სხვადასხვა ოჯახიდან: ბებიები, დედები და შვილები.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ:
• ბებიებს, რომლებიც ომის დროს ორსულად იყვნენ, ქონდათ 14 გენეტიკური ცვლილება, რომლებიც ეპიგენეტიკური ქიმიური ნიშნით იყო განპირობებული.
• ტრავმის უშუალოდ გადამტანებს – მაგალითად მათ, ვინც ძალადობის სცენარებში გაიზარდა – ჰქონდათ 21 სხვა გენეტიკური მარკერი.
• დაბადებულ ბავშვებს, რომელთა დედები ომის დროს ორსულად იყვნენ, აღენიშნებოდათ დაჩქარებული ბიოლოგიური დაბერება.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები არ ცვლიან გენების კოდს, არამედ იცვლება გენების “ჩართვა-გამორთვის” მექანიზმები, რაც ცნობილია როგორც ეპიგენეტიკა.
რას ნიშნავს ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის?
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ეპიგენეტიკური ნიშნები შეიძლება გავრცელებული იყოს ყველა ტიპის ძალადობის შემთხვევაში, მათ შორის:
• საომარი მოქმედებები
• ოჯახური ძალადობა
• ბავშვობის ტრავმები
• იარაღით ძალადობა
• სიღარიბის ქრონიკული სტრესი
წარსულ კვლევებში მსგავსი გენეტიკური ნიშნები ასოცირებულია დიაბეტთან, ჭარბ წონასთან, შფოთვასთან, დეპრესიასთან და სხვა ქრონიკულ დაავადებებთან.
რატომ მეორდება ტრავმა თაობებში?
ეს შედეგები შეიძლება ხსნის, რატომაა ტრავმისა და სიღარიბისგან გამოსვლა ასე რთული. გენეტიკური დონეზე სტრესი მოქმედებს არა მხოლოდ ინდივიდზე, არამედ მომავალ თაობაზეც.
იმედი არსებობს – გამძლეობა ადამიანის ბუნებაშია
კვლევის ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ოჯახების დიდი ნაწილი გამორჩეულად ძლიერები და გამძლეები არიან. მათ შეძლეს ახალი ცხოვრება დაეწყოთ, დაეარსებინათ ოჯახები და აღეზარდათ შვილები, მიუხედავად იმ საშინელებებისა, რაც გადაიტანეს.
წყარო:
Yale News – Violent experiences alter the genome in ways that persist for generations
გამოქვეყნების თარიღი: 6 მარტი, 2025
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი; გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
გთხოვთ, გააზიარეთ – ტრავმული გამოცდილების გაშუქება და მისი გაგება ყველას გვეხება!

გაზაფხული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სეზონური გამწვავების პერიოდია

4 ნაბიჯი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ!
#post_seo_title

გაზაფხული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სეზონური გამწვავების პერიოდია.

ამ დროს რთულად იპოვი ადამიანს, რომელსაც საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა არ აწუხებს.
გულძმარვა – წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს.

გულძმარვა – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს წვა გულმკერდის არეში, რომელიც ვრცელდება კუჭიდან ზედა მხარეს და ზოგჯერ ყელშიც ამოდის. წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს.

გამწვავებული სიმპტომების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას. ეს შედარებით შეგიმსუბუქებთ დისკომფორტს – გულძმარვას, შებერილობას, სიმძიმის შეგრძნებას მუცლის არეში, ჭარბ აირებს, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობას.

„ციტოს“ თერაპევტი მაკა ცუცქირიძე გირჩევთ, როგორ ამოიცნოთ გასტრიტის ნიშნები და შეიმსუბუქოთ მდგომარეობა, ვიდრე კვლევებს ჩაიტარებთ.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights