ომი დიდი ხანია დაწყებულია…
პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი
პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა “სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში გამოვლინდა.
ალექსანდრე თავართქილაძე:
ძალიან რთულია როცა ვისმენთ, რომ ყოველდღიური მოხმარების საკვებ პროდუქტებში არის ნაპოვნი ისეთი კანცეროგენი, როგორიცაა აფლატოქსინი… თუმცა მე, როგორც ონკოლოგი და გენეტიკოსი ვფიქრობ, რომ მოცემული საკითხი კარგად/სწორად უნდა იქნას შესწავლილი და არ უნდა მივეცეთ უკიდეგანო სტრესს, თუმცა ვფიქრობ, საკითხი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას…
…ცუდი ის არის, რომ აქ მწვავე მოწამვლაზე არ გვაქვს აქცენტი (რაზეც კონცენტრირდება ექსპერტთა უმრავლესობა)… რა შედეგიც დაიდო არის ის, რომ ალფლატოქსინის ეს დოზა ვერ გამოიწვევს მწვავე მოწამვლას… მაგრამ… აფლატოქსინი B1 და მისი მეტაბოლიტი აფლატოქსინი M1 (რომელიც რძეში გადადის და სწორედ რძის პროდუქტებში გვხვდება), ხასიათდება კუმულაციური ანუ ორგანიზმში დაგროვებითი და პარალელურად აქტიური ბიოქიმიური მოქმედებით.
როგორ ხდება დაგროვება (კუმულაცია)?
– აფლატოქსინი B1 ღვიძლში მეტაბოლიზდება და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტებად, მათ შორის აფლატოქსინი M1-დ, რომელიც შემდეგ ხვდება რძესა და რძის პროდუქტებში. – ქრონიკული მოხმარებისას მცირე დოზებიც კი თანდათანობით სხეულში დაგროვებას იწვევს, რაც დაზიანების რისკს ზრდის.
რატომ და როგორ იზრდება კიბოს რისკი ხანგრძლივი მოხმარებისას?
აფლატოქსინები, განსაკუთრებით B1 ფორმა, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბუნებრივ კანცეროგენად. ის ძირითადად ზრდის:
1. ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულური კარცინომა) განვითარების რისკს.
2. DНA-ის დაზიანებისა და გენური მუტაციების ალბათობას, რამაც შესაძლოა სხვა სიმსივნური პროცესებიც გამოიწვიოს.
რაც შეეხება აფლატოქსინის M1 ფორმას
– აფლატოქსინი M1, რომელიც რძეში გადადის, B1-თან შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც კანცეროგენულია და შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ბავშვებში და ქრონიკულად მომხმარებელ პირებში.
– მუდმივად მცირე რაოდენობით აფლატოქსინის შემცველი რძის პროდუქტების მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ჯამურ რისკს.
ასევე გავითვალისწინოთ, რომ…
აფლატოქსინების არსებობის რისკი მაღალია კუსტარულად (სახლის პირობებში, ტრადიციული წესით) დამზადებულ ჩირსა და ჩაიში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტი ინახება არასწორად ან მოუხერხებელ პირობებში, სადაც ტენიანობა და ტემპერატურა მაღალია.
რატომ წარმოიქმნება აფლატოქსინი კუსტარულ პროდუქტებში?
აფლატოქსინი წარმოიქმნება Aspergillus-ის ტიპის სოკოების (ძირითადად Aspergillus flavus და Aspergillus parasiticus) მოქმედების შედეგად. მათი ზრდისთვის ხელსაყრელი პირობებია:
• მაღალი ტენიანობა (70%-ზე მეტი)
• სითბო (20-40°C)
• ჰაერის ცირკულაციის ნაკლებობა და ზოგადად მზა პროდუქციის შენახვის არავენტილირებული საწყობების არარსებობა
• არასწორი ან არასაკმარისი გამოშრობა.აფლატოქსინის რისკის შემცველი პროდუქტებია:
• ჩირი (განსაკუთრებით ლეღვი, ქიშმიში, ქლიავი, ატამი, ვაშლი, გარგარი)
• ჩაი და მცენარეული ნაყენები, თუ ჩაის მცენარე (ბალახეული, ყვავილები) ცუდად გაშრა ან ტენიან, დახურულ სივრცეში შეინახეს.
როგორ შევამციროთ რისკი?
• შეარჩიეთ პროდუქტი, რომელიც კარგადაა გამშრალი, არ არის ტენიანი, წებოვანი და არ გააჩნია ობის ან უცნაური სუნის ნიშნები.
• პროდუქტი ინახეთ მშრალ, გრილ და კარგად ვენტილირებულ სივრცეში.
• რეგულარულად შეამოწმეთ პროდუქტები და მოიშორეთ ნებისმიერი ობის ნიშნის მქონე ჩირი ან ჩაი.
• ასპერგილუს ფლავუსი შეიძლება ზოგჯერ ობის სახით ვერ დავინახოთ და მაგალითად ვიგრძნოთ გემო… განსაკუთებით ცხელი სასმელების მოხმარების დროს ის ორგანიზმში ძალიან კარგად შეიწოვება და ნელ-ნელა გროვდება ორგანიზმში ანუ კუმულირდება და აზიანებს ჩვენს გენებს და შემდეგ პოტენციურად ზრდის ქრონიკული ანთებების და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკებს.
ამგვარად, კუსტარულად დამზადებულ ჩირსა და ჩაიშიც აფლატოქსინების რისკი ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით არასწორი დამუშავებისა და შენახვის პირობებში. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ხარისხსა და შენახვის წესებს.
ამიტომ უნდა გაკონტროლდეს ყველა ხსენებული პროდუქტი და არა მხოლოდ აფლატოქსიბენზე არამედ სხვა გავრცელებულ კანცეროგენებზეც:
1. აფლატოქსინი B1• პროდუქტები: მარცვლეული, თხილეული, ჩირი, ჩაი, სანელებლები
• ასოცირებული სიმსივნე: ღვიძლის კიბო
2. ნიტროზამინები (Nitrosamines)
• პროდუქტები: დამუშავებული ხორცი (ძეხვი, სოსისი, ლორი, ბეკონი)•
ასოცირებული სიმსივნე: კუჭის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის კიბო
3. პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები (PAH)
• პროდუქტები: გრილზე ან ნახშირზე შემწვარი ხორცი, შებოლილი პროდუქტები
• ასოცირებული სიმსივნე: კუჭის, მსხვილი ნაწლავის, ფილტვის კიბო
4. ჰეტეროციკლური ამინები (HCAs)
• პროდუქტები: მაღალ ტემპერატურაზე მომზადებული ხორცი (მწვადი, შემწვარი)
• ასოცირებული სიმსივნე: მსხვილი ნაწლავის, პანკრეასის, პროსტატის კიბო
5. აკრილამიდი
• პროდუქტები: შემწვარი კარტოფილი, ჩიფსები, გამომცხვარი პური, ტოსტები, ორცხობილები
• ასოცირებული სიმსივნე: თირკმლის, საშვილოსნოს, საკვერცხის, პანკრეასის კიბო6. ალკოჰოლი (ეთანოლი)
• პროდუქტები: ალკოჰოლური სასმელები
• ასოცირებული სიმსივნე: ღვიძლის, პირის ღრუს, საყლაპავის, მკერდის, მსხვილი ნაწლავის კიბო
7. ბენზოპირენი
• პროდუქტები: შებოლილი ხორცი და თევზი, ნახშირის ცეცხლზე მომზადებული საკვები
• ასოცირებული სიმსივნე: კუჭის, საყლაპავის, ფილტვის კიბო
8. ფორმალდეჰიდი
• პროდუქტები: ცუდად შენახული ზღვის პროდუქტები, ზოგიერთი კონსერვი, დაბალხარისხიანი ხორცპროდუქტი
• ასოცირებული სიმსივნე: ნაზოფარინგეალური, კუჭის კიბო, ლეიკემია
9. დიოქსინები
• პროდუქტები: ცხიმიანი ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი (დაბინძურებული გარემოს შემთხვევაში)
• ასოცირებული სიმსივნე: ღვიძლის კიბო, ლიმფომა, ფილტვის, კანის კიბო
10. ტრანს-ცხიმები
• პროდუქტები: მარგარინი, გამომცხვარი ტკბილეული, ჩიფსები, სწრაფი კვების პროდუქტები
• ასოცირებული სიმსივნე: მსხვილი ნაწლავის, მკერდის, პროსტატის კიბო
11. ხელოვნური დამატკბობლები (საქარინი, ასპარტამი)
• პროდუქტები: გაზიანი სასმელები, დიეტური პროდუქტები, საღეჭი რეზინი
• ასოცირებული სიმსივნე: საშარდე ბუშტის კიბო, ლიმფომები, ლეიკემია
12. ბისფენოლ A (BPA)
• პროდუქტები: კონსერვის ქილები (ბისფენოლით დაფარული), პლასტმასის ჭურჭელი, სასმლის ბოთლები
• ასოცირებული სიმსივნე: მკერდის, პროსტატის, საკვერცხის, საშვილოსნოს სიმსივნეები
ამიტომ სიმშვიდისა და ჯანმრთელობისათვის სასურველია პროდუქტები კონტროლდებოდეს სხვა გავრცელებულ კანცეროგენებზეც…
რაც შეეხება აფლატოქსინების, თუნდაც მინიმალური, ქრონიკული მოხმარება ნამდვილად ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს
ამიტომ მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხის კონტროლი და დაცვა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით…
მე პირადად ამ საკითხმა ძალიან ამაღელვა, თუმცა იმედს ვიტოვებ რომ ბევრად მეტ ინფორმაციას შევაგროვებ ამ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგაწოდებთ, თავისი რეკომენდაციებით.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ყოველდღიურად, ასობით, სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის, მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.
კიბოს კვლევის საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ B1-ი და M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად დაასახელა. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის ორგანოს განცხადებით, საკვებში აფლატოქსინის გაჩენას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა – ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა, საკვების შენახვის პირობების დარღვევა, პროდუქტის დაზიანება, მოსავლის აღებისა და დამუშავების პროცესების არასწორად წარმართვა, დაბინძურებული ტექნიკისა და შესანახი კონტეინერების გამოყენება, ბიოლოგიური ფაქტორები. ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, 1 ლიტრ რძეში აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.05 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს. 1 მიკროგრამი უდრის ნოლ მთელ 1 მილიონ გრამს (0.000001). ჩვილებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ 1 ლიტრ რძეში კი აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.025 მიკროგრამი უნდა იყოს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ამ ამბავს გამოეხმაურნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.
სამედიცინო და კვლევითი მონაცემთა ბაზის, „საიენს დაირექთის“ (Science Direct) ინფორმაციით, აფლატოქსინი ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელსაც ასპერგილუსის სახეობის ობის სოკოები გამოყოფენ.
აფლატოქსინი, შესაძლოა, შეგვხვდეს თხილში (განსაკუთრებით არაქისში, ნუშსა და ფისტაში), სიმინდში, ხორბალში, ბრინჯსა და სანელებლებში. აფლატოქსინები დროთა განმავლობაში, შესაძლოა, არასწორად შენახულ ჩაისა და სხვა ბალახეულშიც გაჩნდეს. ზოგადად, აფლატოქსინის ოთხი სახეობა არსებობს – B1, B2, G1 და G2. თუმცა, როდესაც ცხოველი აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს იღებს (მაგალითად ობიან მარცვლეულს) – მეტაბოლიზმის ანუ საკვების გადამუშავების შემდეგ, რძეში აფლატოქსინის კიდევ ერთი სახეობის M1-ის წარმოშობა ხდება.
კიბოს კვლევის საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ B1-ი და M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად დაასახელა. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის ორგანოს განცხადებით, საკვებში აფლატოქსინის გაჩენას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა – ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა, საკვების შენახვის პირობების დარღვევა, პროდუქტის დაზიანება, მოსავლის აღებისა და დამუშავების პროცესების არასწორად წარმართვა, დაბინძურებული ტექნიკისა და შესანახი კონტეინერების გამოყენება, ბიოლოგიური ფაქტორები. ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, 1 ლიტრ რძეში აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.05 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს. 1 მიკროგრამი უდრის ნოლ მთელ 1 მილიონ გრამს (0.000001). ჩვილებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ 1 ლიტრ რძეში კი აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.025 მიკროგრამი უნდა იყოს.
ყველა სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს პროდუქცია და დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში ის გაყიდვიდან დაუყოვნებლივ ამოიღოს. რატომ არის აფლატოქსინ M1-ი ჯანმრთელობისთვის საზიანო – როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიბოს საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად აღიარა. აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებით, აფლატოქსინ M1-ის ჭარბი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნე. აფლატოქსინ M1-ი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის შემდეგადაც ორგანიზმი ინფექციების მიმართ მოწყვლადი ხდება. ის განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვების, ხანდაზმულებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის. ორსულების ორგანიზმში აფლატოქსინ M1-ის დიდი რაოდენობით მოხვედრამ, შესაძლოა, ნაყოფის ზრდა-განვითარების პროცესი საგრძნობლად შეაფერხოს.
ასევე, აფლატოქსინ M1-ი, შესაძლოა, მოხვდეს დედის რძეშიც და ბავშვის ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშ დააყენოს. ორგანიზმში აფლატოქსინ M1- ის დიდი რაოდენობით მოხვედრის შედეგად, ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა, გულისრევა, კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვა, ქავილი, მუცლის ტკივილი, შეშუპება, სისხლდენა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და ა.შ. ასეთ დროს პაციენტის მკურნალობა სიმპტომების შესაბამისად ხდება. საერთაშორისო სამედიცინო ბიბლიოთეკის მიერ , სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, თერმული დამუშავების შედეგად, რძეში აფლატოქსინ M1-ის სრულად (!!) გაუვნელობა არ ხდება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, რძის ადუღება მასში აფლატოქსინ M1-ს შემცველობას სრულად ვერ ანეიტრალებს.
ეს იმიტომ ხდება, რომ აფლატოქსინ M1-ი საკმაოდ მდგრადი ნივთიერებაა.
სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლების თქმით, მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის დროს, აფლატოქსინის მწარმოებელი სოკოები სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია – მკაცრად იყოს გაკონტროლებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის როგორც დარგვის, ასევე მოვლის, აღებისა და შენახვის პროცესი. რაც შეეხება საოჯახო პირობებს – საერთაშორისო ექსპერტები გირჩევენ მარცვლეული, თხილი, სიმინდი და მსგავსი პროდუქტები მშრალ და გრილ ადგილებში შეინახოთ და პერიოდულად აკონტროლოთ ისინი. ხოლო, ობის ან უჩვეულო სუნის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაყაროთ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
„აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ყოველდღიურად, ასობით, სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის, მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.
„ჩვენთვის, PepsiCo-ში, არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ვიდრე ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, განცხადების გარეშე ვერ დავტოვებთ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას (UHT რძე).
გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან. ამასთან, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას და სრულადაა მორგებული მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით, რომ ყველაფერს ეფექტურად და საფუძვლიანად გამოვიძიებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინებზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც, განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად ასობით ობიექტზე კონტროლის ღონისძიებას ახორციელებს. შემოწმება ხორციელდება როგორც წინასწარ გაწერილი გეგმის ფარგლებში, ისე ყველა იმ შეტყობინებაზე საპასუხოდ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მყისიერად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რადგან სააგენტოსთვის პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა.
დამხმარე საშუალებები ადამიანს ფუნქციონირების (სმენა, მხედველობა, შემეცნება, კომუნიკაცია, გადაადგილება, თავის მოვლა) შენარჩუნებასა თუ გაუმჯობესებაში უწყობს ხელს.
რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა