რძე ისეთი კარგი არ არის, როგორც გვეგონა! – პროფესორი გიორგი ფხაკაძე ხსნის, რატომ უნდა ვიფიქროთ რძის პროდუქტების შემცირებაზე
სიმსუქნის ვაქცინა – რეალობა თუ მორიგი მითი?
სიმსუქნის ვაქცინა – რეალობა თუ მორიგი მითი?
- არასაჯანსაღი კვება
- ფიზიკური უმოქმედობა
- ფსიქოსოციალური სტრესი
- დაბალი შემოსავალი და განათლების დეფიციტი
- გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორები

რას ამბობს ივანე ჩხაიძე ალფატოქსინების შემცველ რძესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე
სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ჭარბი ალფატოქსინების შემცველი რძე ბაზრიდან უკვე ამოღებულია – უწყებამ დამატებითი განმარტება ცოტა ხნის წინ “კურიერთან” გააკეთა.
სპეციალისტების თქმით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. კომპანია “სოფლის ნობათის” განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მონაცემები, რომლებიც სურსათის სააგენტომ გაავრცელა ნორმის გადაჭარბებაზე მიუთითებს, თუმცა ის არ წარმოადგენს ტოქსიურ მაჩვენებელს.
„ის მონაცემები, რასაც გვაძლევს სურსათის ეროვნული სააგენტო, მიუთითებენ ქვეყანაში მიღებული ნორმის გადაჭარბებაზე, რომელიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის ტოქსიური მაჩვენებელი. ტოქსიურ მაჩვენებლად ჩვენ განვიხილავთ იმ ციფრს, რომელიც მკვეთრად აღემატება დასაშვებ ნორმას. აქედან გამომდინარე რისკი იმისი, რომ ის მაჩვენებელი ალფატოქსინის, რომელიც დაფიქსირდა რძეში, პირდაპირი ზეგავლენის მომხდენი ყოფილიყო ბავშვის ჯანმრთელობაზე რა თქმა უნდა არ არსებობს“, – აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე არავითარი რეალური საფრთხე არ არსებობს – პაატა იმნაძე
სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ჭარბი ალფატოქსინების შემცველი რძე ბაზრიდან უკვე ამოღებულია – უწყებამ დამატებითი განმარტება ცოტა ხნის წინ “კურიერთან” გააკეთა.
სპეციალისტების თქმით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. კომპანია “სოფლის ნობათის” განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
მანამდე თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა, პაატა იმნაძემ თქვა, რომ ალფატოქსინების ის რაოდენობა, რაც “სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე ინტოქსიკაციას ვერ გამოიწვევს.
“ქართული ნორმა არის ევროპული რთულად დასაშვები კონცენტრაციის, გადააჭარბა მას, თუმცა ამას არ გადაუჭარბებია მაგალითად ამერიკაში და იაპონიაში დაწესებული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისთვის. პროდუქტი, რა თქმა უნდა, უნდა ამოიღოს და გაინადგუროს იმიტომ, რომ ქართულ ნორმას არ შეესაბამება, მაგრამ რეალურად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე რეალური არავითარი საფრთხე არ არსებობს. მისი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს დასაშვებს და ეს უნდა ხდებოდეს ძალიან ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი საზოგადოებას მიმართავს
,,შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება“ – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი, ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორთან. რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას.
ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ.
გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. მათ შორის რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ ,,ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა.
ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად.
სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან. მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან,“ – განაცხადა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნულის სააგენტოს გავრცელებულ ფოტოებში, რაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველ პროდუქციას ეხება, ჩანს, რომ ეს პროდუქცია იყიდებოდა „სოფლის ნობათის“ ბრენდით. კერძოდ აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში:
სასმელი რძე “საბავშვო”, ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განმარტებით, „აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს.
ექიმმა-ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განმარტა, რომ აფლატოქსინი წარმოადგენს ტოქსიკურ და კანცეროგენურ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus):
პედიატრი თემურ მიქელაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება.
სპეციალური განცხადება გაავრცელა ასევე კომპანია „სოფლის ნობათმა“, სადაც ნათქვამია, რომ ყველაფერი დეტალურად იქნება გამოძიებული.
,,შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება“ – ანა გემაზაშვილი
„შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება“ – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი, ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორთან.
რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას. ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი.
მათ შორის რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა.
მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა. ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად.
სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან.
მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან,“ – განაცხადა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო რძე და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს:
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პაციენტთა საბჭო – კლინიკა „ჰერა 2011“-ში პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
პაციენტთა საბჭო
2025 წლის 3 აპრილს კლინიკა „ჰერა 2011“-ში პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს კლინიკის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა, „აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტების რეკომენდაციები და პაციენტებისთვის განკუთვნილი ახალი საინფორმაციო ბუკლეტი.

კლინიკა ჰერას პაციენტთა საბჭო
სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულება
შეხვედრაზე კლინიკის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს გააცნეს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგები. მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, კლინიკაში უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებიც პაციენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტების რეკომენდაციები
ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო „აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტების რეკომენდაციების განხილვა. საუბარი შეეხო კლინიკაში არსებული რესურსების უფრო ეფექტურად გადანაწილებას. საბჭოს წევრებმა და კლინიკის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა, რათა პაციენტებს უფრო სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება მიეწოდოთ.
რესურსების გადანაწილების ანალიზი
კლინიკის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს გაუზიარეს რესურსების გადანაწილების ანალიზის შედეგები და მოისმინეს მათი მოსაზრებები. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ პაციენტთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად აუცილებელია სამედიცინო მომსახურების უფრო მოქნილი მართვა და პაციენტთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარება.
საინფორმაციო ბუკლეტი პაციენტებისთვის
შეხვედრის დასასრულს პაციენტთა საბჭოების სამდივნომ საბჭოს წევრებს გააცნო ახალი საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც პაციენტებს კლინიკის სერვისებისა და უფლებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. ბუკლეტი დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ ის პაციენტებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
შემდგომი ნაბიჯები
პაციენტთა საბჭო – შეხვედრების ფარგლებში კლინიკა გეგმავს რესურსების გადანაწილების ოპტიმიზაციას და პაციენტთა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. მომდევნო შეხვედრა ერთი თვის შემდეგ გაიმართება, სადაც დამატებითი საკითხები იქნება განხილული.
კვლევა – მუსიკით ტკბობის უნარი ნაწილობრივ მემკვიდრეობითია
მუსიკით ტკბობის უნარი ნაწილობრივ მემკვიდრეობითია. ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი.
აღმოჩნდა, რომ მუსიკით მიღებული სიამოვნების 54% დაკავშირებულია დნმ-თან.
მკვლევრებმა გააანალიზეს 9 000-ზე მეტი ტყუპის მონაცემები, რათა გაერკვიათ, რა გავლენას ახდენდა გენეტიკა იმაზე, თუ რამდენად დიდ სიამოვნებას იღებენ ადამიანები მუსიკისგან.
მათ აღმოაჩინეს, რომ გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მუსიკით სიამოვნების მიღებაზე, ნაწილობრივ განსხვავდება იმ ფაქტორებისგან, რომლებიც დაკავშირებულია მუსიკალურ აღქმასთან. დასკვნების თანახმად, ცალკეული გენეტიკური ფაქტორები ხელს უწყობს ადამიანების მიერ მუსიკის აღქმას.
მუსიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იდენტობაში, სოციალურ კავშირებსა და კულტურულ გამოხატულებაში. როგორც დარვინმა ერთხელ აღნიშნა, “მუსიკის აღქმა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი შესაძლებლობაა”.
ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ გენეტიკურ ფაქტორებს აქვს მნიშვნელობა იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ მუსიკალურ ბიტს და როგორ ვმოძრაობთ ამ დროს.
მეცნიერების თქმით, მომავალი კვლევები შეიძლება დაგვეხმაროს იმის გარკვევაში, გენომის რომელი ნაწილი განსაზღვრავს მუსიკისგან სიამოვნების მიღების უნარს. ეს ინფორმაცია ნათელს მოჰფენს იმას, რაც ჩარლზ დარვინისთვის დიდი გამოცანა იყო და დღემდე არ არის ბოლომდე ამოხსნილი – რატომ გვიზიდავს მუსიკა.
გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მწვავე მიმართვას ავრცელებს
„ჩვენ ქვეყანაში არ ფასდება ადამიანი, ხარისხი.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვინც საქმეს აკეთებს, იმას აყრიან მიწას, ისეთ დონემდე მიმიყვანეს აღარაფრის გაკეთება აღარ მინდა საქართველოში…












