
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბოლო კვლევის თანახმად კი, ის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.
მკვლევარებმა, როგორც ქალების ისე მამაკაცების რეპროდუქციულ სითხეში დალექილი პლასტმასი აღმოაჩინეს.
უნაყოფობის პრობლემით რეპროდუქტოლოგებს ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მიმართავენ. მიზეზის კვლევისას საქართველოში ორგანიზმში პლასტმასის კუმულაცია არ დაფიქსირებულა, თუმცა ექიმები არც ამას გამორიცხავენ.
გარდა უშვილობისა მიკრო პლასტმასი სხვა არაერთი დაავადების მიზეზად ითვლება
როგორ ხვდება ორგანიზმში მიკრო და ნანო პლასტიკი?! – წყარო შეიძლება იყოს პლასტმასის ჭურჭელი, ბოთლები, კონტეინერები, მედიკამენტების შეფუთვები, სათამაშოები, კოსმეტიკა და პლასტმასასთან უშუალო შეხებაში მყოფი სურსათი.
იმისთვის, რომ პლასტმასის გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს, არსებობს წესები. უნდა ვიცოდეთ პლასტმასაზე დატანილი ნიშანდების ამოცნობა. პროდუქციას უნდა ჰქონდეს სამკუთხედი ნიშანი, ფიგურაში კი ციფრი, რომელიც აღნიშნავს ხარისხს და გამოყენების წესს.
მთავარი რჩევა მაინც პლასტმასის ჩანაცვლებაა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიო წელიწადში 400-დან 600 მლნ ტონა პლასტმასს აწარმოებს, რაც, გარდა დადასტურებული ჯანმრთელობის პრობლემებისა, გარემოს შეუქცევად ზიანსაც აყენებს.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ჩვენი პლანეტის ერთ სრულ ბრუნვას ჩვეულებრივ 24 საათი სჭირდება, თუმცა, მიმდინარე ზაფხულში იქნება სამი დღე, როდესაც დღე-ღამის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.51 მილიწამით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია Popular Mechanics-ის ანგარიშში.
დედამიწის ბრუნვისა და საძიებო სისტემების სამსახურების მონაცემებით, ხანმოკლე დღეები მოსალოდნელია 9 ივლისს, 22 ივლისსა და 5 აგვისტოს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს თარიღები ემთხვევა პერიოდს, როდესაც მთვარე ყველაზე შორს იმყოფება ეკვატორიდან — სწორედ ეს ფაქტორი ახდენს გავლენას დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე ყველაზე ხანმოკლე დღედ 2024 წლის 5 ივლისი ჩაითვალა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ აჩქარების მიზეზი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა დედამიწის შიდა ფენომენებით იყოს გამოწვეული, რადგან არც ატმოსფერული და არც ოკეანური მოდელები ამ პროცესს ვერ ხსნიან.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ბრუნვის ეს უზარმაზარი ცვლილება კატასტროფას არ გამოიწვევს, მეცნიერების აზრით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ძალიან უჩვეულო ეპოქაში ვცხოვრობთ.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გამოცემის ცნობით, ამ ინიციატივის მიზანი სიცოცხლისთვის საშიში/ქრონიკული გენეტიკური დაავადებების დროული დიაგნოსტირებაა. გეგმის განსახორციელებლად მთავრობის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 650 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
ახალშობილებს დნმ-ის ტესტი მშობლების თანხმობის შემდეგ, სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.
რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ:
– დნმ-ს მაკრომოლეკულა ორგანიზმის განვითარების გენეტიკური პროგრამების შენახვას, გადაცემასა და რეალიზაციას უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი „აწყობის“ ინსტრუქცია. დნმ-ს გაშიფვრით სპეციალისტს ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაშინაც კი, თუ ის ჯერ არ დაბადებულა.
დნმ-ის ტესტით ისეთი დაავადებების წინასწარ გამოვლენაა შესაძლებელი, რომლებიც დაბადებისთანავე არ იჩენს თავს – არსებობს 7 ათასზე მეტი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელთა დადასტურება მხოლოდ დნმ-ის ანალიზით შეიძლება. ასეთი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენით გართულებების თავიდან აცილება და დროული მკურნალობის დანიშვნაა შესაძლებელი. ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება შემუშავდეს კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის რეკომენდაცია.
– დნმ-ის ანალიზის გამოყენების კიდევ ერთი სფერო – მამობის დადგენაა. თუმცა, ამ ტესტით ნებისმიერი ნათესაური კავშირის განსაზღვრაა შესაძლებელი.
– დნმ-ს ანალიზი ზედმიწევნით ზუსტია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მისი სანდოობის ხარისხი დამოკიდებულია კვლევის ტიპზე.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბოლო კვლევის თანახმად კი, ის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.
მკვლევრებმა, როგორც ქალების ისე მამაკაცების რეპროდუქციულ სითხეში დალექილი პლასტმასი აღმოაჩინეს.
უნაყოფობის პრობლემით რეპროდუქტოლოგებს ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მიმართავენ. მიზეზის კვლევისას საქართველოში ორგანიზმში პლასტმასის კუმულაცია არ დაფიქსირებულა, თუმცა ექიმები არც ამას გამორიცხავენ.
გარდა უშვილობისა მიკრო პლასტმასი სხვა არაერთი დაავადების მიზეზად ითვლება
როგორ ხვდება ორგანიზმში მიკრო და ნანო პლასტიკი?! – წყარო შეიძლება იყოს პლასტმასის ჭურჭელი, ბოთლები, კონტეინერები, მედიკამენტების შეფუთვები, სათამაშოები, კოსმეტიკა და პლასტმასასთან უშუალო შეხებაში მყოფი სურსათი.
იმისთვის, რომ პლასტმასის გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს, არსებობს წესები. უნდა ვიცოდეთ პლასტმასაზე დატანილი ნიშანდების ამოცნობა. პროდუქციას უნდა ჰქონდეს სამკუთხედი ნიშანი, ფიგურაში კი ციფრი, რომელიც აღნიშნავს ხარისხს და გამოყენების წესს.
მთავარი რჩევა მაინც პლასტმასის ჩანაცვლებაა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიო წელიწადში 400-დან 600 მლნ ტონა პლასტმასს აწარმოებს, რაც, გარდა დადასტურებული ჯანმრთელობის პრობლემებისა, გარემოს შეუქცევად ზიანსაც აყენებს.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

საქართველოში აღმოჩენილი 4 შხამიანი სახეობიდან, ყველაზე მეტად საშიშია გიურზა. სხვა სახეობებია:
გველის გველგესლა
ცხვირრქოსანი გველგესლა
კავკასიური გველგესლა
სტატისტიკურად, გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოში წელიწადში საშუალოდ 30-40 პაციენტი ხვდება კლინიკაში, ძირითადად – ქვემო და შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს სამედიცინო დაწესებულებებს შხამიანი გველების კბენის გამო დახმარებისათვის საშუალოდ 1 841 000 ადამიანი მიმართავს. მათგან ყოველ წელს კვდება 90 000 (5%).
გველი ადამიანზე თავდასხმას თავდაცვის მიზნით ახორციელებს – როდესაც ფეხს დაადგამენ ან მოულოდნელად ხელს მოჰკიდებენ.
რისკის შემცირებისთვის:
ატარეთ მაღალყელიანი ჩექმები
გქონდეთ ხის ჯოხი, რომლითაც ბუჩქები შეამოწმებთ
ერიდეთ მინდორში ან თივის ზვინებში ბრმა შეხებას
იყავით ფრთხილად ტყეში, ქვიან ადგილებში, ბალახში სიარულის დროს
შხამიანი გველის ნაკბენი ჩვეულებრივ ტოვებს ორ წერტილოვან კვალს – ეშვების ნასახს. ეშვები 1-1.5 სმ სიგრძისაა და პირის გაღებისას ვერტიკალურად იშლება.
თუ ნაკბენზე ორი წერტილი ჩანს – სავარაუდოდ საქმე შხამიან გველს ეხება, თუმცა 100%-იანი დარწმუნება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.
შხამი ორგანიზმში სწრაფად ვრცელდება. სიმპტომები დამოკიდებულია:
ასაკზე
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გველის ზომასა და შხამის რაოდენობაზე
გარემო ტემპერატურაზე
საშიში სიმპტომები:
მძლავრი ტკივილი და შეშუპება
კიდურის ან სხეულის სილურჯე/მოლურჯო ფერი
ბუშტუკები სისხლნარევი სითხით
სისუსტე, ძილიანობა
თავბრუსხვევა, გულისრევა
ტაქიკარდია, ქოშინი, ცხელება
სუნთქვის დაქვეითება ან გულის უკმარისობა (რთულ შემთხვევაში)
როგორ უნდა მოვემზადოთ ასეთ შემთხვევაში, როგორ მოვიქცეთ და რა სიმპტომები ახასიათებს ნაკბენს – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თეიმურაზ კობიძე “რუსთავი 2-თან” საუბრობს.
– რა დროს არის საშიშროება, რომ გველმა ადამიანს უკბინოს და რა უნდა გავითვალისწინოთ პროფილაქტიკის მიზნით?
როგორც წესი, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს ან შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას უპირებს მას. ამიტომ, პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალი ჩექმა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახებში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.
– შეგვიძლია თუ არა განვასხვაოთ, გველი შხამიანი იყო თუ არა?
არჩევენ შხამიან და უშხამო გველებს. შხამიან გველებში შხამი გამომუშავდება და ინახება სპეციალურ ალვეოლარულ-მილაკოვან ჯირკვლებში. კბენის დროს შხამი გამოდის ჯირკვლების სადინარებიდან და გადადის კბილების არხებში. ეს კბილები (ანუ ეშვები) 1-1.5 სმ სიგრძისაა და მოძრავია. გველის დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა. პირის გაღების და/ან კბენის დროს კი ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადიან. კბენის შემდეგ სხეულზე რჩება 2 წერტილოვანი ჭრილობა და ამიტომ, მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ შხამიან გველს ორი კბილი აქვს. სინამდვილეში კი ეს ორი წერტილი არის მხოლოდ 2 ეშვის კვალი.
– რა სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს პირველივე წუთებში? თუ ახასიათებს ძლიერი ტკივილი, შეშუპება?
გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენის სისწრაფე, მოწამვლის სიმძიმე დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სხეულის მასაზე, თანმხლებ დაავადებებზე, გველის სიგრძეზე (კბენისას გამოყოფილი შხამის რაოდენობაზე) და სხვ.
რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები. გველების კბენის ადგილას მაშინვე ვითარდება ტკივილი, რამდენიმე წუთის შემდეგ ტკივილი ძლიერდება და აუტანელი ხდება. კბენიდან უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ ვითარდება მთელი კიდურის ჰემორაგიული შეშუპება. შეშუპება ზოგჯერ სხეულზეც გადადის. კიდურისა და სხეულის კანი მოლურჯო ან რუხ ფერს იღებს.
კბენის ადგილის ირგვლივ წარმოიქმნება ბუშტუკები, სეროზული ან სისხლიანი შიგთავსით და ჰემორაგიები. ეს ნელ-ნელა გავრცელდება მთელ კიდურსა და სხეულზე. მოწამვლის ზოგადი გამოვლენებაა: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლა. ზოგჯერ ჭარბობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები. ვითარდება გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ცხელება, შემდეგ კი შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად – ქუთუთოების პტოზი, მხედველობის შესუსტება, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების “ჭრა”. კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა, რასაც მძიმე შემთხვევებში სიკვდილი მოსდევს.
– რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა? როგორია პირველი დახმარება საველე პირობებში?
რა უნდა გააკეთოთ:
1. დააწვინეთ დაშავებული და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.
2. ჩამობანეთ ნაკბენი ადგილი წყლით, თუ გაქვთ, საპნითაც.
3. ნაკბენ ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, გააკეთეთ “ნაოჭი”, ისე, რომ კბილების კვალი – ორი ნაჩხვლეტი მოექცეს მაღლა და ხელის მოძრაობით “გამოწველეთ”. ჭრილობა პირს დააღებს და გამოვა სისხლნარევი სითხე – ლიმფა. “გამოწველვა” განსაკუთრებით ეფექტურია კბენიდან პირველ 10-15 წუთის განმავლობაში.
4. უთხარით ავადმყოფს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მოძრაობებისაგან (შხამი ვრცელდება ლიმფით, კუნთების შეკუმშვა კი დააჩქარებს ლიმფის მოძრაობას და შხამის გავრცელებას.)
5. დარეკეთ 112, აუხსენით რაც მოხდა.
6. დაზუსტებით გადაეცით თქვენი ადგილსამყოფელი, თუ არის რაიმე ორიენტირი.
7. შეკითხვებზე უპასუხეთ კონკრეტულად და მკაფიოდ.
8. არ გათიშოთ 112-თან საუბარი პირველმა, შეიძლება დისპეტჩერს კიდევ ჰქონდეს შეკითხვა. ან დაადგინოს თქვენი ადგილსამყოფელი.
9. თუ გაქვთ, წაუსვით ნაკბენი ადგილზე სპირტში ან არაყში დასველებული ნაჭერი
10. დაუფიქსირეთ ავადმყოფს ნაკბენი ადგილი არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით, (ხის ტოტები, ღობის ფიცარი და სხვ) ორი უახლოესი სახსრის ჩათვლით.
11. მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე – წყალი.
12. რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ ავადმყოფი უახლოეს საავადმყოფოში.
13. გახსოვდეთ: გველების მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, როგორც შხამიანი, ასევე უშხამო გველის მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ საავადმყოფოში.
14. უშხამო გველის მიერ დაკბენილი რატომ უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოში, გველი ხომ უშხამო იყო?
– უშხამო გველის მიერ დაკბენილ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები, პირველი დახმარება და გაუკეთდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ანუ აიცრას ტეტანუსზე. რატომ? გველები იკვებებიან მღრღნელებით. მღრღნელები კი ტეტანუსის ენდემური კბენაა. მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც 19 წლის ბიჭი გადაურჩა კობრას ნაკბენს, მაგრამ მოკვდა ტეტანუსით (აცრა დაგვიანდა).
არის რაიმე, რაც გველის კბენის შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს?
1. არ გააკეთოთ კანის გრძელი “ლამპასისებური” განაკვეთები.
2. არ გააკეთოთ ჯვარედინი განაკვეთი
3. არ გააკეთოთ წრიული განაკვეთი, “არ ამოჭრათ” ნაკბენი ადგილი
4. არ ამოწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით (პირით ამოწოვის საშუალებით გამოდის შხამის მხოლოდ 20-30 %, სამაგიეროდ საფრთხე ექმნება იმას, ვინც ამას აკეთებს).
5. არ დაადოთ კიდურზე ლახტი, კიდურზე არ გადაუჭიროთ ქამარი, თოკი, მავთული და სხვა.
6. არ ამოწვათ ნაკბენი ჭრილობა.
7. არ დაალევინოთ ავადმყოფს ალკოჰოლური სასმელი.
8. არ გაუკეთოთ ნაკბენ ადგილზე დამჟანგველები (კალიუმის პერმანგანატი და სხვ).
გველის ნაკბენის პრევენცია ბევრად იოლია, ვიდრე მკურნალობა. ზაფხულის პერიოდში ბუნებაში გასვლისას გაითვალისწინეთ:
პრევენცია (ჩექმა, ჯოხი, სიფრთხილე)
სიმპტომების ადრეული ამოცნობა
სწრაფი და სწორი პირველადი დახმარება
კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია ყველანაირი ნაკბენის შემდეგ
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ გააკეთა ახალი პროექტი www.sheniekimi.ge.
„1 ნოემბერს დავიწყე ახალი სტარტაპი: www.sheniekimi.ge – ამ სამედიცინო პორტალის მთავარი მიზანია მიაწოდოს პაციენტებს, ექიმებსა და ჯანდაცვის მენეჯერებს საინტერესო სამედიცინო სიახლეები ქართულ ენაზე (მკურნალობაზე, დიაგნოსტიკაზე, სტანდარტებზე) სამედიცინო სფეროს ექსპერტებისგან და სამედიცინო დაწესებულებებიდან, ასევე გაგაცნოთ სახელმწიფო უწყებების ბოლო სიახლეები და განმარტებები, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ერთი კვირა გავიდა, რაც გაკეთდა ახალი პროექტი www.sheniekimi.ge
ეს არის პორტალი მოქალაქეებისთვის, ჩემი კოლეგებისთვის, საავადმყოფოებისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტისთვის − ჯანდაცვის კუთხით, ძირითადად საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.
პორტალზე არსებული ყველა ინფორმაცია აგებულია მტკიცებულებაზე, რეალურ პრაქტიკაზე.
როგორ შეიქმნა sheniekimi?
sheniekimi პორტალის მიზანია შექმნილიყო დამოუკიდებელი ჯანდაცვის პლატფორმა, სადაც იქნებოდა ინფორმაცია ჯანდაცვის შესახებ, იქნებოდა დამოუკიდებელი, აბსოლუტურად მტკიცებულებებზე დაფუძნებული.
რა პრინციპებზეა აგებული?
ამ პროექტის გაკეთების გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია აქტიურად არ ჟღერდებოდა საინფორმაციო სააგენტოების მიერ და მოქალაქეებამდე ეს ინფორმაცია თითქმის არ მიდიოდა. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა.
ერთ კვირაში sheniekimi.ge-ს ყველაზე დიდი შედეგი არის ის, რომ საერთო რეიტინგში პირველ 200-ში ვართ.
მე მაქვს ამბიცია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პლატფორმა, რომელიც მუშაობს ჯანდაცვის სფეროში.
მუშაობის პრინციპები:
სამედიცინო საინფორმაციო პორტალი ღიაა თანამშრომლობისთვის ყველასთან. დიდი სიამოვნებით ვითანაშრომლებთ საქართველოში მოქმედ ყველა საინფორმაციო სააგენტოსთან, რომლებიც აშუქებენ ინფორმაციებს ჯანდაცვის მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. სამედიცინო ასოციაციებთან, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის საკითხებზე − რაც ეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას და მედიცინას.
დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ახორციელებენ საქართველოში სხვადასხვა ტიპის სერვისებს ჯანდაცვის კუთხით, ასევე სამედიცინო დაწესებულებებთან, საავადმყოფოებთან, პოლიკლინიკებთან, აფთიაქებთან და სამედიცინო უნივერსიტეტებთან.
არ ვითანამშრომლებთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართული არიან თამბაქოს ბიზნესში, ასევე იარაღის წარმოებისა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან. არ ვითანამშრომლებთ ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომლებიც დაკავშირებული არიან სათამაშო ბიზნესთან.
შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩვენ არ განვათავსებთ ინფორმაციას/რეკლამას: თამბაქოზე და თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებზე, იარაღზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, ბავშვების ხელოვნურ კვებაზე, წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ფასდაკლებებზე.
საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ეს ხდება პირველად, როდესაც თავიდანვე ვზღუდავთ საკუთარ თავს ამ მიმართულებებით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა.
თქვენ მიიღებთ სწორ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას.
შეუძლიათ დამიკავშირდნენ სხვადასხვა ტიპის სერტიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს.
როგორია თანამშრომლობის გზა?
ჩვენი თანამშრომლობა იქნება ღია და გამჭვირვალე. სარეკლამო ფასები განთავსებულია ვებგვერდზე sheniekimi.ge.
ჩვენი გეგმაა ასევე ხელი შევუწყოთ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც არ აქვთ დაფინანსება და აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. პრიორიტეტი არის ის, რაც სჭირდება ჯანდაცვის სფეროს, ანუ თქვენ.
დამწყებ კომპანიებსაც შევუწყობთ ხელს, რომ განათავსონ თავიანთი რეკლამა და ინფორმაცია ვებგვერდზე.
მსურს, რომ პორტალი sheniekimi ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
რაც შეეხება წამლებს, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას წამლებზე ან დიაგნოსტიკაზე, რომლებიც არიან დამტკიცებული ევროკავშირის მიერ, რომელთაც აქვთ ISO – სერთიფიკატი.
თუ გსურთ, განათავსოთ რეკლამა წამლების შესახებ, არის შემდეგი პირობა:
მადლობა ნდობისათვის და გვერდში დგომისათვის.
sheniekimi.ge არის ის პლატფორმა, რომელიც კიდევ უფრო გაგვაერთიანებს და გვექნება მეტი საშუალება, მივიღოთ სწორი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა შეძლეს ტვინის იმპლანტის გამოყენებით ადამიანს დაბრუნებოდათ არა მხოლოდ მეტყველება, არამედ — ემოციური ინტონაცია და სიმღერის უნარი.
კვლევა გამოქვეყნდა წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში და ეხება იმპლანტს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ტვინის იმ უბნებს, რომლებიც მეტყველებას, ინტონაციასა და არტიკულაციას აკონტროლებენ — კონკრეტულად კი ქვედა წინა მარცხენა გირუსს (Broca’s Area) და პრემოტორულ კორტექსს.
როგორ მუშაობს?
რატომ არის ეს გარღვევა?
მსგავსი იმპლანტები ადრე იძლეოდა მხოლოდ მარტივ სიტყვებსა და ბგერებს, მაგრამ ემოციური ტონი, მელოდია და საუბრის ბუნებრივი დინამიკა — აქამდე მიუწვდომელი იყო.
ახლა კი, არა მხოლოდ შეიძლება კომუნიკაცია, არამედ გამოხატულობა, რაც ადამიანურობის არსობრივ ნაწილს წარმოადგენს.
დამატებითი ინფორმაცია:
გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში:
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://www.sheniekimi.ge
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #sheni #sheniambebi #ნეიროტექნოლოგია #brainimplant #მეტყველება #Nature #ნეირომეცნიერება #ადამიანისხმა #ბიოტექნოლოგია #ინოვაცია Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi